ტამპლიერი რაინდების შესახებ
28.08.1903
ხელდასხმული ისაა ვისაც ძალუძს კომუნიკაცია თავისი მედან სხვა ინდივიდუალობების მესთან. შემეცნების მეოთხე საფეხური არის ხელდასხმა. არ შეიძლება ისაუბრო ხელდასხმულის ბუნებაზე საუბარი (შენიშვნა N5).
დასავლური სულიერი კულტურის გასაგებად რამდენიმე რამ უნდა მოვნიშნოთ. ამოსავალი წერტილი ჩვენი დღევანდელი მსჯელობისა არის შემთხვევა, რომელიც ტაულერმა (შენიშვნა N6) განიცადა შუა საუკუნეებში. ერთ დღეს, გულმხურვალე ქადაგების დროს ერთი პიროვნება მივიდა მასთან, რომელსაც აშკარად სურდა მისთვის მოესმინა. ის თურმე იესო ნაზარეველთან ერთად დადიოდა და ტაულერზე მაღალგანვითარებული აღმოჩნდა. მან უთხრა: „ეს ქადაგება მხოლოდ გონებრივია, მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნაა, მეხსიერების საქმეა“. ამის შემდეგ, პრაქტიკით, ტაულერმა სხვაგვარად - სულიწმინდის მეშვეობით დაიწყო ქადაგება.
ქრისტიანობა წარმოიშვა იმ წრიდან, რომელიც აღმოსავლურ წყაროებს ეფუძნებოდა. ტამპლიერებს ჰქონდა თავშესაფარი იქ, სადაც წარსულში სოლომონის ტაძარი იდგა. ეს მხოლოდ გარეგნული ატრიბუტია. შეგიძლიათ განასხვაოთ ეგზოტერიული მხარე, ეზოტერიულ მხარე და საიდუმლო სწავლება. ტამპლიერთა ორდენის რაინდების მიზანი ქრისტიანთა ცხოვრებისათვის სრულიად ახალი მიმართულების მიცემა იყო. რიტუალები დაიმალა სრულიად საიდუმლო მსახურებაში. ისინი მნიშვნელოვნად განასხვდებოდნენ დასავლეთში მაშინდელი ქრისტიანულ ღვთისმსახურებისგან. ეს ეფუძნებოდა ფიცს, რომელიც დადებული ჰქონდა ქრისტიან პატრიარქს და შეიძლება ანტიქრისტიანულადაც დანახული იქნას. მიზანი იყო არა ქრისტეს ღვთაებრიობის რწმენა, არამედ მისი როგორც სულიერი პრინციპის ან ცნობიერების აღიარება და იოანე ნათლისმცემლისადმი რწმენის ხაზგასმა. ეს იყო გნოსტიკურ სკოლაში არსებულის ხელახლა გაცოცხლება ქრისტიანობაში (შენიშვნა N7).
რა გზით ზემოქმედებდნენ ტამპლიერები ქრისტიანობაზე ძველი სწავლებები, რომ აეღორძინებინათ? იესო თან ახლდა კულტურულ განვითარებას დღემდე – „მე თქვენთან ვარ ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე“.
ქრისტიანობის ნამდვილი ბუნების მცირედს ისწავლი დღევანდელობაში, იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანობის შესახებ მრავალმხრივი კვლევებია ჩატარებული. მაგალითად შეხედეთ პფლაიდერერს (შენიშვნა N8). თუმცა ეს ვერავის დააკმაყოფილებს ვინც ჭეშმარიტ ქრისტიანულ საფუძველზე დგას. მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს ჩვენი დახმარება არ შეუძლია. უნდა იყოს იესოს უშუალო პირისპირ ხედვა. უნდა არსებობდეს მცირე წრე, რომელმაც იცის ჭეშმარიტება არა მხოლოდ წერილის ცოდნით არამედ უშუალოდ ცხოვრებით. ტამპლიერები ამბობდნენ: ჩვენ საიდუმლოებებს გავენდობით მხოლოდ ჩვენთვის დარჩენილი ჩელას (შენიშვნა N9) მეშვეობით.
ვერავინ გამოტოვებს ამ სტადიებს. არსებობს ოთხი სტადია. „მე გნათლავთ თქვენ წყლით, მაგრამ მოდის ის ვინც მოგნათლავთ ცეცხლითა და სულიწმინდით“. წყლით ნათვლა დაკავშირებულია იოანე ნათლისმცემლის პერსონასთან.
გოეთეს ინიციაციური ცოდნის დიდი ნაწილი როზენკროიცერთა ცოდნას უკავშირდება. არა მხოლოდ ამ ცოდნის გარეგანი ნაწილი, არამედ მისტიკური ფაქტების ნაკადიც არსებობდა. იფიქრებთ, რომ სვედენბორგი (შენიშვნა N10) შესაძლოა იოლად ჩავთვალოთ შარლატანად. მაგრამ სანამ მისტიციზმამდე მივიდოდა ის იყო მისი დროის მეცნერების გამორჩეული ფიგურა. სამეცნიერო აკადემიამ შეაგროვა სვედენბორგის სამეცნიერო ნაშრომები. ამ მიმდინარეობამ ასევე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გოეთეზე. სვედენბორგი ატლანტიდური კულტურის ერთ-ერთი მიმდინარეობის გავლენის ქვეშ იყო. ეს ზეგავლენა ძალიან თავისებურია და ეს მისტიური საკითხები მათი შემსწავლელისთვის საკმაოდ რთულია გასარკვევად. ამ ატლანტიდური სულიერი მიმდინარეობის გავლენა შემდეგნაირად შეიძლება იყოს განპირობებული. ატლანტიდელები ცხოვრობდნენ კონტინეტზე, რომელიც მდებარეობდა აფრიკას, ევროპასა და ამერიკას შორის. ის დაიღუპა მრავალი ათასი წლის უკან ჩვენს ერამდე. პლატონი ჯერ კიდევ საუბრობს მის დარჩენილ ნაწილზე - პოსეიდონისზე, რომელიც ჩვენს ერამდე ათი ათასი წლის უკან განადგურდა. მისტიკური მკვლევარისათვის ატლანტიდელთა არსებობა ჭეშმარიტებაა. ამ მეოთხე რასამ განავითარა ჩვენი სულიერი ძალები, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში სხვა ძალის სასარგებლოდ უკანა პლანზეა გადასული. მათი მთავარი ძალა იყო მახსოვრობა. ნაკლებადმნიშვნელოვანია ჩვენთვის მათი გარეგნობის ცოდნა. ჩვენმა მეხუთე რასამ განავითარა ინტელექტი. ატლანტიდელები ვერ ანგარიშობდნენ და ვერ ფიქრობდნენ ჩვენსავით. ჩვენი ანგარიში და ფიქრი მეხუთე ადამიანური რასის პროდუქტია. მომავალში ინტელექტს სხვა ძალა ჩაანაცვლებს. ატლანტიდელებს არასდროს აყალიბებდნენ განსჯას, რომ 2x2=4. იმ დროს ასეთი განსჯა არ არსებობდა. ადამიანი იხსენებდა, რომ 2x2=4 ადრე იყო მიღებული. მათ ასევე იცოდნენ ზოგადი წინადადებები, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ცხოველთა გარკვეული სახეობების განზოგადებას. ზოგადი განსჯები მხოლოდ მეხუთე რასაში ჩამოყალიბდა.
ეს აჩვენებს როგორ შეიძლება ერთი უნარი დაიჩრდილოს მეორეთი. ყნოსვის ძლიერი გრძნობა გარკვეულ ცხოველებში მოგვიანებით გადაიფარა ადამიანების ინტელექტით. ეს ატლანტური კულტურა დღევანდელ ინტელექტუალურ განვითარებაშიც შენარჩუნდა. ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში გარკვეული გავლენები არსებობს. ამის მაგალითებია ლედბიტერი (შენიშვნა N11), სვედენბორგი. თუმცა, ეს გავლენა ყოველთვის გარკვეულწილად ქაოტურია. მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ჩვენს დასავლურ განვითარებაში ამ ატლანტური ლოჟის ძალიან ინტენსიური გავლენაა. ბევრი ამ გავლენის ქვეშ იმყოფება ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ეს გავლენა მიემართება და მოქმედებს ქვეცნობიერზე. გარკვეული ნაკადებით ყოველთვის შეიძლება გავლენა მოახდინონ ამ ქვეცნობიერზე. ეს შეინიშნება სომნამბულებში. ზოგი, ვინც დღეს რაღაცას იცავს ან ამტკიცებს არ იცის, რომ მისი გავლენის ქვეშ იმყოფება.
რა მოიტანეს ტამპლიერებმა დასავლურ აზროვნებაში? ისინი გაცდნენ ტრადიციულ ქრისტიანულ დოგმებს. ამის შემდეგ მათთან ჩნდება ასტროლოგია. ტამპლიერებში ჩვენ გვაქვს სრული სისტემა ასტროლოგიისა. მათ მზერა მიმართეს ზემოთ ვარსკვლავების სამყაროსაკენ, სამყაროს დიდი კავშირებისაკენ, შორს იესოსგან. თომა აქვინელმა ისევე, როგორც კარდინალმა ნიკოლოზ კუზანელმა იწინასწარმეტყველეს კოპერნიკის შესახებ.
აღსანიშნავია ორი რამ:
1. შეიქმნა დიდი გეგმა, რომლის გავლენის ქვეშაც ვართ ჩვენ თეოსოფიურ საზოგადოებაში.
2. რელიგიებს აქვთ საერთო ჭეშმარიტების ბირთვი.
ეს გამოხატულია თეოსოფიური საზოგადოების მეორე პროგრამაში. აგრეთვე ნახავთ სწავლებას, რომ დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს - ჯერ კუზანელთან და მოგვიანებით კოპერნიკთან. ეს ხედვა განვითარების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ჩამოყალიბდა. დასავლური კულტურა წარმოიშვა იმავე წყაროდან, საიდანაც მანამდე გნოსტიკური ცოდნა აღმოცენდა.
შედარება: მე მყავს ბავშვი, რომელსაც უნდა ვასწავლო მოზარდობამდე. მე არ მსურს, რომ მან ცოდნა აითვისოს ძალიან სწრაფად, რომელიც მართალია გონებას გაუძლიერებს, თუმცა საკმარისად არ აკეთილშობილებს გულს. გარკვეული ჭეშმარიტებები ხეუხლებელი რჩება, როდესაც გული სწორად განწმენდილი და გაკეთილშობილებულია, მაშინ ადამიანი უახლოვდება მას ბუნების ჭეშმარიტებებით. იგივე ხდება დიდ მასშტაბში ბუნებაში. ჯერ მოდის ემოციური მხარის განვითარება, ხოლო შემდგომ ინტელექტუალური ძალის. ლიტერატურის განვითარებაც იგივე გავლენებს ექვემდებარება.
ჩვენ გვაქვს მისტიკური მიმართულება და სამეცნიერო მიმართულება. პირველი მოიცავს ცნობილ უდიდეს მისტიკოსებს, მეორე ბუნებისმეტყველებს როგორიცაა ლამარკი (შენიშვნა N12), დარვინი, კოპერნიკი და ა.შ. ეს ორი მიმართულება დღესაც გვერდიგვერდ მიედინება. თუმცა ისინი ჯერ ვერ გაერთიანდა.
ბიბლიაში რეინკარნაცია და კარმა თავისთავადი ჭეშმარიტებების სახითაა ჩადებული. ადამიანის უმაღლესი სული იყო ყველა რელიგიის სიბრძნის შინაარსი. მისტერიებს სწორედ ამ უმაღლესი სულის განვითარება უწევდათ. ახლა უმაღლესმა სულმა უნდა დაიხიოს უკან რათა უფრო დაბალი განვითარდეს და მიიღოს უმაღლესი რელიგიური კულტურა. ინდივიდუალური პიროვნების განვითარება მით უფრო საიმედოდ მიიღწეოდა, რაც მეტად უგულებელყოფდნენ უმაღლესი სულის განვითარებას. აუცილებელია, კაცობრიობას ახალი იმპულსი მიეცეს თეოსოფიური მხარიდან (შენიშვნა N13).
მატერიალიზმმა დიდი გავლენა მოიპოვა და ღრმად შეაღწია მორალურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება დავინახოთ ისეთი განცხადებიდან როგორიცაა: “ჰამლეტის ტრაგედია არაფერია გარდა პროდუქტი იმის ტრანსფორმაციისა, რაც შეჭამა შექსპირმა” (შენიშვნა N14). საბოლოო ჯამში მატერიალისტურ მსოფლმხედველობაში მორალურობის ადგილი არ არსებობს. ამის საპირწონედ ამიტომაცაა თეოსოფიური მოძრაობის აუცილებლობა. წარსულში სამყაროს შეხედულებები ჯერაც შესაძლებელი იყო მატერიალისტურ საფუძველზე. დღესდღეობით საბუნებისმეტყველო მეცნიერების კვლევების შემდეგ კი უკვე - აღარ.
სანამ ქრისტიანობა ორიენტირებული მხოლოდ პიროვნების მორალურ გაუმჯობესებაზე იყო, სულის უფრო დიდი ჭეშმარიტებებისა და უმაღლესი ცხოვრების განხილვის საჭიროება არ არსებობდა (შენიშვნა N15). დიდი კავშირია იმასთან, რაც საიდუმლოებების შესახებ ვთქვი. უფრო ახლოდან განხილვისას დაინახავთ, რომ ქრისტიანობას სურდა საიდუმლოებები საყოველთაო გაეხადა (შენიშვნა N16). ამას მოწმობს მრავალი თქმა: “ნეტარ არიან ისინი ვინც დანახვის გარეშე ირწმუნეს”, “ნეტარ არიან ისინი ვინც სულისთვის ილოცეს” და ა.შ. ის რაც საიდუმლოებებში იყო კაცობრიობას ნაწილ-ნაწილ უნდა გადაცემოდა.
საიდუმლო პროცესი ხორციელდებოდა შემდეგი საფეხურებით - პირველი საფეხური იყო პიროვნების განწმენდა, ასტრალური სხეულის განწმენდა. პითაგორაც მისი მოწაფეები ავალდებულებდა მომზადებისა და განწმენდის პროცესს, შემდეგ მან ასწავლა მათ როგორაა მოწყობილი გარე სამყაროს ბუნება, შემდეგ მათ ასწავლა რეინკარნაცია და კარმა, სამყაროს მორალური წესრიგის კანონი.
ეს პროცესი შემდეგ გარეგნულად, ისტორიულადაც განხორციელდა; იგი ისტორიული განვითარების ფარგლებში მისტიკური ფაქტი გახდა: მეთორმეტე საუკუნემდე ქრისტიანობა იყო მეხუთე ძირეული რასის გაწმენდის პროცესში, შემდგომ მოდის სწავლება გარე სამყაროს ბუნების სწავლების შესახებ, კაცობრიობის შემთხვევაში ეს საუკუნეები გაგრძელდება, შემდეგ რეინკარნაციისა და კარმის შესახებ სწავლება მოდის. ინდივიდუალობის განვითარება გამეორდება კაცობრიობის განვითარებაში.
მისტერიის პროცესის ეს გამეორება თეოსოფიურ მიმდინარეობაშიც შეიძლება ვიპოვოთ.