ინკარნაციების თანმიმდევრობა, ხელახალი განსხეულება ბავშვის სიკვდილის დროს, მაღალი ინდივიდუალობების ხელახლა დაბადება
09.10.1903
ეს ოკულტური ლექცია შთაგონებულია შემდეგი შეკითხვით: განსხეულდებიან თუ არა მკვდრადშობილი ან მცირე ასაკში გარდაცვლილი ბავშვების სულები 1500-დან 1800 წლამდე პერიოდის შემდეგ? ასეთი ხელახალი განსხეულება თუ ემსახურება რაიმე მიზანს?
1500-დან 1800 წლები არის საშუალო პერიოდი. არსებობენ სულები, რომლებიც რეინკარნირდენიან 2000-დან 4000 წლის შემდეგ. თუმცა დასმული შეკითხვა უფრო ღრმა საკითხებს ეხება. ჩვენი დედამიწის განვითარებაში არსებობის 7 უდიდესი საიდუმლოა. ამ შვიდი უდიდესი საიდუმლოდან ერთ-ერთი საიდუმლოთაგანი დროდადრო გადაეცემა ადამიანებს ადამიანთა რასების თანმიმდევრობით. ჩვენი ახლანდელი რასა მიიღებს მეოთხე საიდუმლოს. ჩვენი თეოსოფიური მიმდინარეობა სხვა არაფერია თუ არ მომზადება ასე ვთქვათ გაუთქმელ საიდუმლოებებიდან მეოთხეს გადმოსაცემად. მხოლოდ მცირედი, რასაც დიდი ოსტატები სწავლობენ მეოთხე საიდუმლოდან შეგვიძლია გადმოვცეთ ლექციებში. პავლე მოციქული ამბობს, რომ არსებობს საკითხები, რომელთა გამხელაც ცოდვაა.
ამ საიდუმლოებებიდან ერთ-ერთი არის მეოთხე საიდუმლო. ეს არის სიცოცხლის და სიკვდილის საიდუმლო. თეოსოფიურ მიმდინარეობას აქვს ამოცანა საშუალება მოგვცეს, რომ გავიგოთ დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ და როგორ არიან ისინი დაკავშირებული კანონზომიერად. ჯერ არ დამდგარა დრო, რომ სრულად გამჟღავნდეს მეოთხე საიდუმლო, მაგრამ მისი ნაწილი ნელ-ნელა გამოაშკარავდება. ჩვენ გვყავს სულები, რომლებიც უკვე განჭვრიტეს მომავალი განვითარების ეტაპები. პლატონი მაგალითად არის „მეხუთე ციკლის“ წარმომადგენელი. გაუტამა ბუდამ განჭვრიტა ის, რასაც კაცობრიობა მიაღწევს მეექვსე ციკლში.
ახლა ვეცდები ვთქვა, რაღაც რაზეც რეინკარნაცია არის დამოკიდებული. როდესაც პიროვნება გარდაიცვლება ის არ ტოვებს უსარგებლო გარსს. ამ ფიზიკურ ინკარნაციას ნამდვილად აქვს მიზანი. ჩვენ მის ნაყოფს გადავიტანთ სხვა ინკარნაციაში. აქ მაგალითად წერის სწავლება შეიძლება მოვიხმოთ. თქვენ სწავლობთ სტადიებს, აყალიბებთ ასოებს და სწავლობთ მათ კონტექსტში ჩასმას. ისევე, როგორც თქვენ იღებთ ერთ რამეს სხვადასხვა ინდივიდუალური აქტივობიდან, კერძოდ, წერის უნარს და მოგვიანებით აღარ გახსოვთ თქვენი ცალკეული ამოცანები, ასევეა ხელახალი დაბადების შემთხვევაში. წერის უნარი რჩება, მაგრამ სწავლის ცალკეული ეტაპები დავიწყებულია.
იგივეა განსხეულებისას. ინდივიდუალური გამოცდილებები გვავიწყდება, მათგან მიღებული უნარები რჩება. სინდისის ხმა, შესაძლებლობა კარგის და ცუდის განსხვავებისა, ჩვენ ვისწავლეთ წინა ინკარნაციებში. ველური რომელიც ჭამს მის თანამოძმეებს თანდათანობით სწავლობს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იწვევს მისი თანამოძმეების გადამტერებას.
ჩვენი ორგანოები გამოცდილებების და უნარების შეძენის საშუალებაა. ეს არის ორგანოები, რომელიც ახალ ინკარნაციაში ვიღებთ. თუ დღეს განსხეულდებით და 50 წლის შემდეგ ან გარდაცვალებიდან დაუყოფნებლივ განსხეულდებით, შევძლებთ ნამდვილად ვისწავლოთ რამე ახალი, რაც ჩვენ შეგვეძლება დავამატოთ უკვე შესწავლილს?
არა, დედამიწაზე ყველაფერი ასე სწრაფად არ იცვლება. ის, რასაც ჩვენ ვსწავლობთ სამოცდაათ წლამდე, არის ერთი გაკვეთილი, და მომდევნო სამოცდაათი წელი დიდად არ განსხვავდება წინა წლებისგან. ამიტომ, ჩვენ ხელახლა განვსხეულდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც დედამიწა საკმარისად შეიცვლება, რომ ისევ შევძლოთ რაღაც მნიშვნელოვანის შესწავლა. ეს დაკავშირებულია იმ კანონთან, რომ ადამიანი საშუალოდ ორი ათასი წლის შემდეგ განსხეულება. [...] ორი ათას ოთხასი ან ორი ათას ექვსასი წლის განმავლობაში კოსმიური პირობები იცვლება. ამგვარად, ისევ ჩნდება რაღაც ახალი სასწავლი. ამიტომ, ადამიანი უნდა ელოდოს, სანამ მზესა და დედამიწას შორის ახალი თანავარსკვლავედები არ წარმოიქმნება, რაც ჩვენს არსებაზე სრულიად ახალი გზით შეძლებს ზეგავლენას. მაგრამ ასევე არსებობს გამონაკლისები, რადგან ის, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს ციკლებში, კარმაზეცაა დამოკიდებული.
განვითარების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი დატოვებს დედამიწას. ის შემდეგ გააგრძელებს ცხოვრებას ახალ პლანეტაზე. თუმცა, მხოლოდ მაშინ შეძლებს ახალი დედამიწის, ანუ უფრო სწორად, ახალი პლანეტის სცენაზე შესვლას, როდესაც მიაღწევს განვითარების გარკვეულ დონეს. ადამიანმა უნდა განავითაროს თავისი ეგო ისე, რომ შეძლოს ამ ახალი სცენის დაკავება.
ფიქრი, რომელიც შენში ცხოვრობს, არ არის მხოლოდ ის, რაც შენს თავშია. ყოველი ფიქრი ცოცხალი ძალაა. ისევე, როგორც ჰაერის ტალღა ვრცელდება და მისი აღქმა შესაძლებელია შორს, მისი თავდაპირველი ადგილიდან, ასევე ვრცელდება ჩემი ფიქრი. ის განაგრძობს გავლენის მოხდენას გონებრივ სამყაროში. ჩვენ მას ძალად უნდა ვხედავდეთ. ფიქრი ისეთივე ძლიერი ძალაა, როგორც ნაჯახით ხის გახლეჩვა. ფიქრებით – ისევე, როგორც შენი მისწრაფებებით – შეგიძლია გაჭრა და იმუშაო ასტრალურ სამყაროში. ცვლილებები, რომლებსაც იქ იწვევ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური მოვლენა.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს ძალები და ვისწავლოთ, თუ რა ცვლილებებს ვაღწევთ მათი მეშვეობით. ეს არის პირველი ხარისხის ინიციაცია, შინაგანი მისწრაფებების, შემზარავი არსებების გამოცდილება და გარკვევა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ ისე, რომ გავლენა არ მოვახდინოთ უამრავ არსებაზე. ოსტატი (ადეპტი) ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა ადამიანებისგან, რადგან ოსტატი იმას, რასაც სხვები არაცნობიერად აკეთებენ, ცნობიერად აკეთებს.
ჩვენ გავლენას ვახდენთ მთელ მსოფლიოზე ჩვენს გარშემო. თუ ეს მხოლოდ ადამიანის განვითარების საკითხია, ჩვენ რეგულარულად განვსხეულდებოდით. თუმცა, ადამიანის განვითარებისთვის შეიძლება საჭირო იყოს უფრო მაღალი ინდივიდუალობა, და ამ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად უნდა განსხეულდეს. კანონები, რომლებიც განაპირობებენ ინდივიდის განსხეულებას, არ ეხება მხოლოდ ამ პიროვნების განვითარებას; ასევე მოქმედებს მთლიანი გარემოს მოთხოვნები და კანონები.
როდესაც ასეთი პირობები ჩნდება და ეს პიროვნება გარდაცვლილია უშუალოდ მანამდე ან რამდენიმე წლით ადრე, ის დაუყოვნებლივ განსხეულდება. თეოსოფიურ საზოგადოებაში გვყავს ასეთი პიროვნებები, რომლებიც სიკვდილის შემდეგ თითქმის მაშინვე განსხეულდნენ.
ადამიანი რამდენი წლის შემდეგ უნდა განისხეულდეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. პიროვნებას, რომელმაც ბევრი რამ შეითვისა, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს მის მიერ შეძენილის გადასამუშავებლად. ჩვენ ვიცით, გერმანული აზროვნების განვითარებაში დიდი პიროვნების, გოეთეს შესახებ, რომ ის ადრე განსხეულებული იყო საბერძნეთში, პლატონის დროს და ვიცით, რომ ის ხელახლა დაიბადა, როგორც გოეთე მეთვრამეტე საუკუნეში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული განსხეულება, რომელიც მან განიცადა საბერძნეთში. ის იყო მოქანდაკის მოსწავლე. მან იმდენი შეითვისა, რომ გარდაცვალების შემდეგ დიდი დრო დასჭირდა ამ ყველაფრის გადასამუშავებლად. „იფიგენია ტაურისში“ შეიძლებოდა დაწერილიყო მხოლოდ საბერძნეთის ქანდაკების ღრმა ცოდნით. პლატონის ამაღლებული იდეალიზმი კვლავ გადმოდის ჩვენთან გოეთეს „ფაუსტის“ ღრმა მონაკვეთებში. ზღაპარი “მწვანე გველისა და მშვენიერი შროშანის შესახებ” შეიცავს გოეთეს ჰარმონიული განვითარების გამოცხადებას მისი საბერძნეთის განსხეულების დროს.
ბისმარკს არ შეეძლო ისე ემუშავა, როგორც გოეთეს.
ყველა შესაძლებლობა არ საჭიროებს განსხეულებაში გამოვლენას. თუ ვინმე, ვინც დევახანაში იმყოფება, შეძლებს დედამიწაზე გარკვეულ დროს აუცილებელი ამოცანის შესრულებას, ის ხელახლა განსხეულდება. ამ შემთხვევაში, მან თავი უნდა გასწიროს მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ (შენიშვნა N36).
„Creare“ ჩვეულებრივ ითარგმნება, როგორც „შექმნა“. მას იგივე ფუძე აქვს, რაც სანსკრიტულ სიტყვას „kri“, რომელიც იგივეა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ „კარმაში“. ეს ნიშნავს „ნებას“. სხეული ექვემდებარება გარკვეულ ძალებს, ეგრეთ წოდებულ „ბედისწერის მმართველებს“. შემდეგ სხეული მოჰყავთ შესაბამის კავშირსა და ნაზავში. ჯერ კიდევ არისტოტელე იყენებდა ამ სიტყვას ადამიანის შრომისთვის, მაგრამ იმ დროს ის ჯერ კიდევ ნიშნავდა „არჩევას“, „ნებას“.
ფიზიკური სხეული სულისათვის ინსტრუმენტია, ისევე როგორც პიანინო პიროვნებისათვის ვისაც მუსიკის შექმნა სურს. როდესაც ჩვენ ინსტრუმენტს ვიყენებთ ჩვენ ვიღებთ ჩვენი განვითარების ნაყოფს ჩვენში. თუმცა მაღალგანვითარებული ინდივიდებიც შეიძლება შეცდნენ სხეულის არჩევისას. დიდი მიღწევების უნარის მქონე ადამიანმა შეიძლება ვერ იპოვოს სხეული, რომელშიც იგი შეძლებდა თავის შიგნით არსებული ძალების განხორციელებას. ეს არის შესაძლებლობები, რომელიც ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, როდესაც იკვლევენ ამ სფეროში. პლატონის მოწაფე სრულიად განსხვავებულს წაიღებს მომდევნო ცხოვრებაში.
მაგრამ ისინი ვისაც თავის მორიგ ინკარნაციაში აქვთ მონოტონური გამოცდილებები ცოტა ჩანასახოვან ძალას წაიღებენ და ამიტომ განსხეულდებიან სწრაფად. ველურები, რომელთაც ცოტა გამოცდილება აქვთ დევახანაში ცოტა დროს ატარებენ, ჩელა კი, რომელმაც უკვე ოსტატობის უფლება მოიპოვა, შეუძლია დევახანაზე უარი თქვას, ის არ გადის დევახანას და მას შეუძლია სიკვდილისთანავე ხელახალი ინკარნაცია რათა გააგრძელოს კაცობრიობის სამსახური.
ბავშვობაში, ბავშვის სულს აქვს სუსტი რბილი ძალები, რომელიც ჯერაც განვითარებას და დახვეწას საჭიროებენ. თუ ერთ ინკარნაციაში ვერ განავითარეთ ასტრალურ სხეული შესაძლებელია, რომ თქვენ ხელახლა დაიბადოთ როგორც ბავშვი მხოლოდ ემოციური სხეულის განვითარების მიზნით. სწავლული, რომელსაც მაღალგანვითარებული გონება აქვს, მაგრამ არა აქვს გრძნობები სჭირდება მოკლე პერიოდი განსწავლა, როგორც ბავშვს და მალევე კვლავ დატოვებს სხეულის
თუ ერთი განსხეულების მცდელობა წარუმატებელია, ამ შემთხვევაში, ახალი განსხეულება ხდება. ბიბლიაშიც გვხვდება მაგალითები, სადაც ხელახალი განსხეულება ხდება სიკვდილისთანავე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ხელახალი განსხეულება არა მხოლოდ მიზანს ემსახურება, არამედ აუცილებლობაა. მაგალითად: საათი განვითარების პროდუქტია. ის მხოლოდ მაშინ შეიქმნა, როდესაც სხვადასხვა მეცნიერებამ ერთდროულად მიაღწია განვითარების ერთსა და იმავე დონეს. საჭირო იყო ლითონთან მუშაობის უნარი და ადამიანები, რომლებმაც აითვისეს სამეცნიერო მექანიკის კანონები. ყველა ეს ადამიანი გაერთიანდა გარკვეულ დონეზე, და შემდეგ გაჩნდა საათის შექმნის შესაძლებლობა იმ ეპოქაში.
ისინი, ვინც მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებიან, ცდებიან. ასევე ცდებიან ისინი, ვინც მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარდნენ, მაგალითად, დარვინისტები. მონიზმი არ არის ერთიანობა, რადგან ის ერთიანობიდან წარმოიშვა, არამედ პირიქით: სხეული და სული ერთია, რადგან ისინი გარკვეულ დონეზე გაერთიანდნენ და ამგვარად ქმნიან ერთიანობას. თუ საათში ბორბალი გატყდა და მასთან ერთად ერთიანობაც დაირღვა - საათი გამოუსადეგარია. იგივე ხდება, როდესაც ორგანიზმს „გაუმართავი ბორბალი“ აქვს.
შემდეგი კითხვა იყო, მსოფლიოში არსებული ფაქტები წინასწარ დაგეგმილია, თუ შემთხვევითობა მართავს მათ.
განვითარება დამოკიდებულია ტემპერატურაზე, მთის ჰაერზე თუ ზღვის ჰაერზე, ქალაქზე თუ სოფელზე. დავუშვათ, რომ ადამიანს თავში აგური დაეცა. ეს შემთხვევითობაა თუ გეგმის ნაწილია? ადამიანი წყალში ვარდება, მეორე მის შემდეგ ხტება, ეხმარება, მაგრამ გაცივდება და კვდება. ახლა განვიხილოთ ამის საპირისპირო მაგალითი: ადამიანი ხედავს თავის მტერს, უბიძგებს მას წყალში. მაგრამ თვითონაც წყალში ვარდება და შემდგომ კვდება. ორივეს წყალში ჩავარდნით სიკვდილის გამო გარეგნულად მსგავსი ეს ორი შემთხვევა შინაარსით ძალიან განსხვავებულია. კითხვა, მართავს თუ არა მსოფლიოს სიბრძნით სავსე გეგმა თუ უბრალოდ შემთხვევითობა, ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ უახლოეს მომავალში."