მსოფლიო სამართლიანობა, სიბრძნით სავსე მსოფლიო გეგმა, სულთმოფენობის დღესასწაულის სიმბოლო
16.10.1903
შეკითხვები არის შემდეგი: გარე სამყაროს ფენომენში თუ შეიძლება დანახვა გეგმაზომიერი კავშირისა? შეიძლება ვინმემ წარმოიდგინოს გეგმაზომიერი კავშირი? არის თუ არა ფენომენების მოვლენები გეგმაზომიერ კონტექსტში? სამყაროს სიბრძნე მართავს თუ შემთხვევითობა? კითხვები ჰგავს ომის, მიწისძვრების, გამვლელის თავზე აგურის ჩამოვარდნისა და ა.შ. მოგონებებს.
ზოგჯერ ჩანს, რომ სამყაროში ყველაფერი საკმაოდ გონივრულადაა მოწყობილი. ადამიანმა უნდა მთლიანი გეგმა უნდა განჭვრიტოს. მსოფლიო წესრიგი, როგორც ჩანს, ჰარმონიისა და დისჰარმონიის ნაზავია. მაგალითად მდინარის ნაპირზე დგას ადამიანი. ის სავსეა თანაგრძნობითა და კეთილგანწყობით, ხედავს მდინარეში ადამიანი იხრჩობა, ხტება წყალში და იხსნის მას, მაგრამ მოგვიანებით გაცივდება და იღუპება. მეორე შემთხვევა: შურისძიების გრძნობით, ადამიანი სხვას უბიძგებს წყალში და თავადაც ჩავარდება წყალში. ისიც გაცივდება და შედეგად იღუპება. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ დიდ და ძლევამოსილ გეგმაზე, მაგრამ ფილოსოფოსი ბაუმანი (შენიშვნა N41) ვერ ბედავს თეოსოფიური მსოფლმხედველობის მიღებას.
უბრალოდ იფიქრეთ, შევძლებდით გვეპოვნათ ჩვენ სიბრნეს სამყაროში თუ ის უკვე იქ არ იქნებოდა?! მათემატიკის კანონები შეიძლება შეისწავლო ოთახში თავათ სამყაროსაგან მოშორებით. ჩვენ მათემატიკურ სწავლებაში ვეძებთ, რომ სამყაროს სხეულები მოძრაობენ ელიპსის კანონების შესაბამისად, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ ოთახში.
ცხოველებისა და მცენარეების სამყაროდან ჩვენ ვმაღლდებით ადამიანთა სამყარომდე. მაგრამ შემდეგ ჩანს, თითქოს ყველაფერი თავისი გზით მიდის რაიმე გეგმის გარეშე. ამრიგად სამყარო ჩანს, რომ არის ნარევი სიბრძნეშერეული წესრიგისა და ქაოსისა. მაგრამ ქაოსშიც ჩვენ ისეთ გასაოცარ სიბრძნეს ვპოულობთ, რომ ვვოცდებით. შეხედე თახვის სახლს. ის შექმნილია უდიდესი ოსტატობით. ინჟინერი არ შეიძლება ამაზე უკეთესის აგებას. თავის საცხოვრებლის ზემოთ თახვი აგებს ჯებირს. ისინი არაა ყოველთვის მსგავსი, ისინი ყოველთვის მდინარის დინებას ერგებიან. მთლიანობაში ის ჩანს როგორც ქაოსი, მაგრამ დეტალებში ეს სიბრძნეა. ჯებირი კანონის შესაბამისადაა ნაშენები.
რა არის კანონი? სტატისტიკა გვასწავლის ძალიან სპეციფიურ კანონზომიერებას გარე სამყაროში: 650 ფრანგში ერთი კრიმინალია, 10 წლის შემდეგ ადამიანთა განსაზღვრული ოდენობა დაიხოცება. სიცოცხლის დაზღვევა ემყარება მის გამოთვლას სიკვდილის კანონზომიერებაზე. ასეთი წესი შეიძლება დამთრგუნველია, მაგრამ წესი შესაძლებელია მთლიანობაში მისაღები იყოს, ინდივიდი არ ექვემდებარება ამ კანონს. ამიტომაც ეს არ არის ფატალისტური ხედვა.
ეს ყოფიერების მნიშვნელოვანი საიდუმლოა. რასაც ახლა აღვნიშნავ ასევე ეკუთვნის მეხუთე სამყაროს საიდუმლოს, რომელზედაც უკვე გესაუბრეთ შესავალში.
იქნებ არსებობს სიბრძნე უცოდინრობაში? ის შესაძლოა მხოლოდ იმიტომ არაა, რომ ჩვენ ჯერ ვერ გავიაზრეთ? ადამიანმა არასოდეს უნდა იფიქროს, რომ თითქოს საბოლოოს საზღვარს მიაღწია. ეს მუდმივი განვითარებაა, რასაც დღეს ვერ გავიგებთ, გავიგებთ ხვალ.
რატომ შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ კანონზომიერება გარე უსულო ბუნებაში? ეს არის ბუნება, რომელიც ჯერ არ განვითარებულა ადამიანის ცხოვრების მრავალფეროვნებამდე. განვითარება რაც უფრო პროგრესირებს, მით უფრო ღრმაა კანონზომიერება და უფრო რთულია იგი გასაგებად, მე განახეთ გეგმაზოიერი კანონზომიერების მაგალითები. მე განახეთ ის თახვის სოროს მაგალითზე, თახვებს არა აქვთ ადამიანის გონება. მაგრამ ცხოველებს აქვთ ეფექტური გონი. თუ შეისწავლით ცხოველის სხეულს შენ ვერ იპოვი ისეთ სულს როგორც ადამიანში, შენ ვერ ნახავ ასეთ ერთიან სულს ცხოველებში. ცხოველის სული უნდა მოძებნო არაფიზიკურში, ურთიერთობა მსგავსია როგორც ტვინსა და ხელს შორის ურთიერთობისა. ხელში არ არის სულის გონი, მაგრამ არსებობს ტვინში. იგივეა ცხოველებშიც.
რაც ცხოვრობს ადამიანში, მის სულში, იგივე ცხოველის მიღმაა. სწავლულმა თქვა: თუ მე ვნახავ ნერვულ სისტემას სამყაროებში და ვარსკვლავებში მე ვირწმუნებ სულის არსებობას, სხვაგვარად არა. ეს სწორედ განსხვავებაა: ადამიანში სულს შეუძლია ნერვებში ცხოვრება; სხვაგან სული ფიზიკურ სამყაროზე მაღლა ცხოვრობს. ამიტომ, ფიზიკური დაკვირვებით შეუძლებელია ყველგან დაინახო ეს კავშირი.
ეს ასევე მოიცავს იმ ფაქტს, რომ შურისძიება და თანაგრძნობა გარკვეულ მხრივ ერთნაირ შედეგებს იწვევს. თუმცა, მიზეზები უმაღლეს სულიერ სფეროებშია. თუ უმაღლესი სამყაროებიდან მიზეზები ფიზიკურ სამყაროში გაცხადდებოდა, ისინი ჩვენთვის სიბრძნის სახით გამოჩნდებოდა. ვინც მოქმედებს სამყაროში, უნდა მოუსმინოს იმას, ვინც სამყაროში მასზე უფრო ღრმად იხედება. არსებობს დონეები.
ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ და შევიცნოთ კანონი განვითარების მიხედვით. სამყაროს სიბრძნე რომ არსებობს დღევანდელი ჭვრეტითაც ნათელია. მაგრამ თუ ეს ასეა მაშინ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფერი ვაკეთოთ სამყაროს ამ სიბრძნის გასაგებად. ეს არ გულისხმობს კონკრეტული მიდგომის იმპლიკაციას, არამედ თავისუფალ გადაწყვეტილებას. რაც ღვთაებრივმა სიბრძნემ ცხოველებთან მიმართებაში თავისთვის შეინარჩუნა, კერძოდ, მათი მართვა, ეს მან ადამიანებთან მიმართებაში უარი თქვა. ეს არის ცეცხლის ენების გარდამოსვლა, სულის გარდამოსვლა ყოველ ადამიანში: სულთმოფენობის დღესასწაული. თითოეული ენა მართავს ცხოველთა რიგს. ცხოველმა მხოლოდ უნდა დანებდეს იმ სიბრძნეს, რომელიც მას ხელმძღვანელობს. ადამიანმა კი თავისი სიბრძნე უნდა გამოხატოს ამქვეყნიურ ძალებთან შეთანხმებით.
ჩვენ უნდა ვუსმინოთ ბრძენ მსოფლიო ძალებს. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ სამყაროს ღვთაებრივ გეგმებზე მხოლოდ ვიფიქროთ ან მხოლოდ დავიჯეროთ, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თავად ვიმუშაოთ ბრძნულად, შევიგრძნოთ ჩვენში დაფარული სიბრძნე და შევაღწიოთ მასში. ადამიანის ქმედებებით, მისი შრომით ცხადდება დაფარული სიბრძნე ადამიანის განვითარებისას.