შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის

რობერტ ალექს ჯონსონი
5
2

მთარგმნელები: დავით ჯანგველაძე და ვარიკო ესებუა

თავი მეცამეტე - ოთხ საფეხურიანი მიდგომა 

მომდევნო რამდენიმე თავში მე წარმოგიდგენთ ოთხ საფეხურიან მიდგომას აქტიურ წარმოსახვასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემული პრაქტიკის დასაწყებად გამოგადგებათ. მაგალითად, თქვენ უნდა იცოდეთ სად იმუშავებთ; ასევე უნდა დაამყაროთ გარკვეული კონფიდენციალურობაც და უნდა გადაწყვიტოთ, როგორ აპირებთ თქვენი აქტიური წარმოსახვის ჩაწერას.

  ოთხი საფეხური შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. არაცნობიერის გამოწვევა.

  2. დიალოგი და გამოცდილება.

  3. ღირებულებათა ეთიკური ელემენტის დამატება.

  4. კონკრეტიკა ფიზიკური რიტუალის მეშვეობით.

 დოქტორმა მარია ლუიზა ფონ ფრანცმა აჩვენა, რომ აქტიური წარმოსახვა ბუნებრივად იყოფა ოთხ ძირითად ეტაპად. სხვადასხვა ადამიანი ამ ეტაპებს ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულად განიცდის. მე შევეცადე, ამ ოთხი პრაქტიკული საფეხურით ჩამომეყალიბებინა მოწესრიგებული მიდგომა, რომელიც ადამიანთა უმეტესობას საშუალებას მისცემს პარალიზისა და შიშის გარეშე იპოვოს გზა აქტიური წარმოსახვისკენ. 

  ისევე როგორც სიზმრებთან მუშაობისას, ჩვენ ძალიან დაგვეხმარება საფეხურებად დაყოფილი პროცედურა, რომლებსაც ეტაპობრივად გავყვებით. ეს საშუალებას მოგვცემს გადავლახოთ დაბრკოლებები, დაბნეულობა და გაუკვევლობა, რაც ზოგჯერ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს აქტიურ წარმოსახვასთან მუშაობისას. 

 

  ფიზიკური რეჟიმის არჩევა წარმოსახვის დაფიქსირებისათვის

  სანამ ოთხი საფეხურის აღწერას დავიწყებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური მეთოდების დეტალები შევიმუშაოთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ფიზიკური ეტაპი და გადაწყვიტოთ, როგორ დააფიქსიროთ თქვენი აქტიური წარმოსახვა. 

  ეს დეტალები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ბევრი ადამიანი ხელს იქნევს აქტიურ წარმოსახვაზე თავად ამ პროცედურის დაწყებამდე, რადგან ვერ პოულობენ მოსახერხებელ საშუალებას მის დასაფიქსირებლად, აქტიური წარმოსახვის მიმდინარეობისას. 

  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შინაგანი სამუშაოს ჩაწერის მნიშვნელობაზე, ეს კიდევ უფრო მეტად ეხება აქტიურ წარმოსახვას. თქვენი შინაგნი დიალოგი ხელით ჩაწერილი ან აკრეფილი უნდა იყოს. ეს არის თქვენი მთავარი დაზღვევა, რათა აქტიური წარმოსახვა ისევ პასიურ ფანტაზიად არ გადაიქცეს. ნაწერი გეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, რასაც აკეთებთ, რათა შემთხვევით არ გადავარდეთ ოცნებებში. ჩაწერა საშუალებას გაძლევთ დაიმახსოვროთ და კარგად გაიაზროთ მომხდარი მოვლენები და დიალოგი, რის დაფიქსირებასაც მოახერხებთ. 

  წერა არ არის აქტიური წარმოსახვის ჩაწერის ერთადერთი საშუალება. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე მიდგომას აღვნიშნავ. მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის წერა უმარტივეს და ყველაზე ეფექტურ გზას წარმოადგენს. 

 

  როგორ ჩავიწეროთ

  აქამდე მოყვანილი აქტიური წარმოსახვის ორი ნიმუში აჩვენებს ტიპიურ ფორმატს, რომელსაც აქტიური წარმოსახვის ჩასაწერად იყენებენ. პირველ ნიმუშში ქალბატონმა გამოიყენა საკუთარი ბლოკნოტი და ყველაფერი ხელით დაწერა. მან დიალოგის თავზე მიუთითა, თუ ვინ საუბრობდა კონკრეტულ მომენტში.

  პირადად საკუთარი წარმოსახვის ჩასაწერად საბეჭდ მანქანას ვიყენებ. საბეჭდ მანქანასთან ერთად საკუთარ წარმოსახვას უფრო სწრაფად ვწერთ და იმდენად არ ვიღლებით, რამდენადაც ხელით ჩაწერისას. მიუხედავად ამისა, ბევრს მაინც ხელით წერა ურჩევნია და იუნგიც ამ მეთოდს იყენებდა. ზოგი ფიქრობს, რომ ხელით ჩაწერაში უფრო მეტი "ბუნებრივობა" იგრძნობა. სცადეთ ორივე მეთოდი და ნახეთ, რამდენად მოგერგებათ. თუ მას ვერ ეთავსებით, შეგიძლიათ მოიფიქროთ ჩაწერის საკუთარი მეთოდი. მთავარია გქონდეთ მარტივი გზა, რომელიც დააფიქსირებს წარმოსახვაში მომხდარ მოვლენებს და პერსონაჟებთან გამართულ დიალოგებს. 

 

  აქტიური წარმოსახვის დაფიქსირების განსხვავებული გზები

  აქტიურ წარმოსახვასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ რეჟიმში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათ შეუძლიათ შინაგანი გამოსახულება გამოხატონ ცეკვით, მუსიკით, ხატვით, ძერწვით ან ხმამაღლა საუბრით. 

  ერთხელ მე მყავდა პაციენტი, რომელიც მოცეკვავე გახლდათ და შინაგანი მოვლენებისა და დიალოგების გამოხატვა მხოლოდ და მხოლოდ ცეკვით შეეძლო. როდესაც ეს პირველად გააკეთა, ფაქტობრივად იმდენად შევშინდი, რომ კრიჭა შემეკრა. იგი მოძრაობით ავლენდა მთელს უხეშობას, მთელს სილამაზეს, დრამას, ბრძოლას და ტრაგედიას, რაც კი მის შინაგან სამყაროში ხდებოდა და ეს ყველაფერი - ცეკვის საშუალებით. იგი ცეკვავდა თითოეულ პერსონაჟს, ასრულებდა თითოეულ როლს და განასახიერებდა ცხოველებს, რომლებიც ღრიალებდნენ, ყვიროდნენ და ტიროდნენ.  

  როდესაც მისი სესია დასრულდა, მე მოკუნტული ვიჯექი და სკამში ჩამალვას ვცდილობდი. მან მხიარულად თქვა: "კარგი რობერტ, ახლა შეგიძლია გამოხვიდე". 

  ყოველი სესიის შემდეგ იგი სიტყვიერად გადმომცემდა რა იცეკვა, რა იგრძნო, რა დაინახა წარმოსახვაში და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი მისთვის. სწორედ ეს ინფორმაცია მეხმარებოდა, რადგან ცეკვა ჩემთვის სრულიად უცხო იყო. ამაზე საუბარი კი თავის მხრივ გოგონას დანახულისა და განცდილის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარებოდა. 

  თუ ნებისმიერ ამ მეთოდს გამოიყენებთ, ისიც იცოდეთ, რომ ასევე ამ ყველაფრის ჩაწერაც მეტად კარგია. წერა ყოველთვის ეხმარება ფოკუსირებას და ცნობიერებას. სწორედ ამის გამო, ადამიანთა უმეტესობისთვის წერა საუკეთესო ხელმისაწვდომი ფორმაა. 

  

ფიზიკური გარემო

  როდესაც გადაწყვეტთ, როგორ ჩაიწერთ თქვენს წარმოსახვას, თქვენ უნდა მოაწყოთ საკუთარი ოთახი, რომელიც საკმარისად წყნარი და კერძო იქნება, რათა შეგეძლოთ ცოტა ხნით მაინც გამოეთიშოთ გარესამყაროს. თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ საკუთარ თავთან დიალოგს თუ კარებზე კაკუნი და სატელეფონო ზარები ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გაწუხებთ. 

  უთხარით სახლში ყველას, რომ არ შეგაწუხოთ გარდა ბირთვული აფეთქებისა ან მეორედ მოსვლისა. თქვენ გაქვთ ასეთი სახის უფლება თავისუფლების, კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შესახებ, ეს კი შინაგან სამყაროში მოგზაურობისთვის გჭირდებათ. 

  თქვენ ასევე გჭირდებათ მარტო ყოფნაც. რაც არ უნდა ახლო ინტიმური ურთიერთობა გქონდეთ სხვა ადამიანთან, როგორც წესი, მაინც შეუძლებელია სხვისი თანდასწრებით შინაგანი საიდუმლოს გამოფენა. შეიძლება ოთახში სიარული, ტირილი, გინება ან ხმამაღლა საუბარი მოგინდეთ, რაშიც ხელი არაფერმა უნდა შეგიშალოთ. თქვენ უნდა შეგეძლოთ გაუშვათ თქვენი უხეში გრძნობები და ემოციები ყოველგვარი ფიქრის გარეშე, რომ ვიღაც გიყურებთ და გისმენთ. 

  არსებობს ცდუნებაც, რომ აქტიურ წარმოსახვას გადაჭარბებულად ლამაზად და შთამბეჭდავად მოვახდენთ, რათა სხვა ადამიანის თვალში ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს. საკუთარი აქტიური წარმოსახვის მაგალითს მხოლოდ თქვენ უნდა კითხულობდეთ და სხვა არავინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება გულწრფელნი იყოთ იმაში, რასაც ჩაიწერთ. 

  ახლა, როდესაც სამუშაო ადგილი იპოვეთ, კარები ჩაკეტეთ და გადაწყვიტეთ, როგორ ჩაიწერთ აქტიური წარმოსახვის სესიას, თქვენ მზად ხართ დასაწყებად.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff