თავი მეთექვსმეტე - მესამე საფეხური: ღირებულებები
ჩვენ ვისწავლეთ, როგორ მოგვეწვია არაცნობიერი და როგორ შევსულიყავით მასთან დიალოგში. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველაფერთან ერთად ჩვენ ეთიკური პოზიციაც უნდა მივიღოთ. ჩვენი, როგორც ცნობიერი ადამიანების მოვალეობაა, რომ პროცესის ეთიკური ელემენტი მოქმედებაში მოვიყვანოთ.
წარმოსახვის პროცესის დაწყების შემდეგ, პირველყოფილი და ინსტინქტური ძალები მოწვეულნი არიან ცნობიერების ზედაპირზე, რათა დიალოგი შედგეს, ხოლო სწორედ ამიტომ, გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნეს დაწესებული. სწორედ ცნობიერი ეგო ხელმძღვანელობს ეთიკის გრძნობას და სწორედ მან უნდა დააწესოს საზღვრები, რათა წარმოსახვის პროცესის არაადამიანურად გახდომისაგან თავი დაიცვას, თუ სურს, რომ დესტრუქციულობაში და უკიდურესობაში არ გადავარდეს.
იუნგმა მიიღო გაბედული თვალსაზრისი, რომ კაცობრიობას განსაკუთრებული როლი აკისრია შემოქმედებაში, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ცნობიერებისა და მორალური აღქმის განვითარებაში, ამ სიტყვის ყველაზე მაღალი გაგებით.
ჩვენ გარშემორტყმული ვართ სამყაროთი, რომელიც გასაოცარია და ლამაზია, მაგრამ მისი ძალები ისე იქცევიან, თითქოს ამორალურები არიან. ჩვენგან განსხვავებით მათ არ აინტერესებთ სამართლიანობის ადამიანური ღირებულებები, დაუცველთა დაცვა, პრაქტიკული ცხოვრების კურსის ხელუხლებლად შენარჩუნება და ასე შემდეგ. მათ სწორედ ჩვენ უნდა გავაცნოთ ჩვენს სამყაროში არსებული ღირებულებები. ვინაიდან აქტიურ წარმოსახვაში წარმოქმნილი არსებები ძალიან ხშირად ბუნების უპიროვნო ძალების პერსონიფიკაციას განასახიერებენ, ჩვენ თავის მხრივ აქტიურ წარმოსახვაში ეთიკურობის და ჰუმანურობის პრაქტიკული ელემენტები უნდა შევიტანოთ.
იუნგმა ასევე შენიშნა, რომ ადამიანური გაგებით არ არსებობს ცნობიერების განვითარება ეთიკური კონფლიქტის გარეშე. ცნობიერება ყოველთვის მოიცავს ეთიკურ კონფრონტაციებს: ჩვენ ვაცნობიერებთ ურთიერთსაწინააღმდეგო ღირებულებებს, დამოკიდებულებებს და ქცევის ნიმუშებს, რომლებიც ჩვენთვის ღიაა და ვხვდები, რომ მორალურიო არჩევანი უნდა გავაკეთოთ.
ყველა ეს პრინციპი აქტიურ წარმოსახვაში საკუთარ თავს პოულობს. როდესაც შინაგანი ფიგურები საკუთარ თავს წარმოაჩენენ და როდესაც ზედაპირზე განსხვავებული დამოკიდებულებები და შესაძლებლობები იზრდება, აუცილებლად უნდა დავიკავოთ ეთიკური პოზიცია, რათა კონფლიქტურ ღირებულებებს შორის ბალანსი დავიკავოთ.
თანაბრად სერიოზული შეცდომაა ვიფიქროთ, რომ გამოსახულებების გააზრდება და მათი ცოდნა სავსებით საკმარისია. მათთან დაკავშირებით არსებული მიგნება ეთიკურ ვალდებულებად უნდა იქცეს. ადამიანი არ უნდა დაეცეს ძალაუფლების პრინციპის წინაშე, რაც დამანგრეველ და საშიშ სიტუაციებს არამარტო სხვებისთვის წარმოქმნის, არამედ თავად ინდივიდისთვისაც. არაცნობიერის გამოსახულებები დიდ პასუხისლმგებლობას აკისრებენ ადამიანს. ცოდნის, გაგების ან ეთიკური პასუხის,მგებლობის არარსებობის გამო, ადამიანს ერთმევა მთლიანობა ცხოვრების მტკივნეულ ფრაგმენტულობაში გადაინაცვლებს. (Jung, MDR, Step Three: The Values)
ერთხელ, ახალგაზრდა მამაკაცმა იუნგს თავისი სიზმარი მოუყვა, სადაც მისი შეყვარებული ყინულოვან ტბაში დაიხრჩო და ფსკერზე დაინთქა. იუნგმა მას უთხრა, რომ ასე უსაქმოდ ვერ დაჯდებოდა და ვერ დაელოდებოდა, როგორ გაყინავდა ბედისწერის ძალა შინაგან ფემინურობას, ამიტომაც, მან სიზმარმხილველს აქტიურ წარმოსახვაში წასვლა, წყლიდან გოგონას ამოყვანა, ცეცხლის დანთება და მისი გაშრობა ურჩია, რათა მისი ფემინური მხარე გადაერჩინა. სწორედ ეს არის მორალური, ეთიკური და ადამიანური საქმე. ეგოსთვის შინაგანი სამყაროსადმი პასუხისმგებლობა და ყურადღება ისეთივე აუცილებელია, როგორც გარეგანი სამყაროსადმი. ეს არის ჩვენი საკუთარი, შინაგანი ჯანმრთელობის გარანტი.
მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც შინაგანი არქეტიპული ფიგურა ფემინური ბუნების ხარჯზე, ქალბატონის ცხოვრებაზე აბსოლუტურ კონტროლს მოითხოვდა. ეს ქალბატონი ჩემთან გადიოდა ანალიზს და მისი აქტიური წარმოსახვა ძირითადად ძალიან ძლიერ და ბრძენ მამაკაცურ ფიგურას ავლენდა. მან ქალბატონს მისცა ბევრი კარგი ინფორმაცია და შესანიშნავი შეხედულებები, მაგრამ იგი ასევე მისთვის ძირითადი ინსტინქტური საკითხების მტკიცებას ცდილობდა. ფიგურა ცდილობდა უფრო და უფრო მეტად ეკონტროლებინა ქალბატონის ცხოვრება, მისი ხასიათობრივი მახასიათებლების ხარჯზე.
ერთ დღესაც, აქტიური წარმოსახვის გაკეთებისას მამაკაცმა ქალბატონს უთხრა: "მომეცი შენი ჩანთა და გასაღებები". ქალბატონმა საკუთარ წარმოსახვაში ის გააკეთა, რაც მას უთხრეს და ჩანთა და გასაღებები მამაკაცს გადასცა.
როდესაც მან ეს ეპიზოდი წაიკითხა, ფეხზე წამოვდექი: "გამორიცხულია, რომ მას შენი ჩანთა და გასაღებები მისცე. ეს შენი ყველა რესურსის და ცხოვრების სრული კონტროლის სიმბოლოა. თუ ამას გააკეთებ, საკუთარ ცნობიერებას მხოლოდ მცირე ნაწილზე მომართავ. ამას ვერ გააკეთებ, რაც არ უნდა ბრძენად და სწორად გამოიყურებოდეს ეს მამაკაცი შენთვის. შენი ცხოვრება მხოლოდ შენ გეკუთვნის. შენ არ შეგიძლია, რომ ეს როლ;ი სხვას გადააბარო".
"ახლა წადი და იგივე კიდევ ერთხელ გააკეთე: უკან დაბრუნდი და უთხარი, რომ შენი ჩანთის და გასაღებების უკან დაბრუნებას მოითხოვ. უთხარი, რომ მას მოუსმენ და პატივისცემით გაითვალისწინებ მის რჩევებს, მაგრამ მთელ ვერ მომართავთ მთელს ცხოვრებას მის გადაწყვეტილებებზე. უთხარით მას, რომ თქვენ უნდა იფიქროთ საკუთარი თავისთვის და უნდა მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები".
ჩემი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ქალბატონმა ის გააკეთა, რაც ვურჩიე. იგი დაბრუნდა აქტიურ წარმოსახვაში და ძლიერ მასკულინურ მამაკაცს რაღაც საკითხები აუხსნა. მამაკაცმა პრინციპი გაიგო; იგი დათანხმდა და მაშინვე დაუბრუნდა ქალბატონს ჩანთა და გასაღებები.
სამწუხაროდ, ანალიზის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, მან მთლიანად გადააბრუნდა თავისი ძალაუფლების სტრუქტურა. მან მამაკაცური თანმყოფობის ძალას უფლება მისცა მთლიანად დაეკავებინა მისი შინაგანი სამყარო. ქალბატონის შინაგანმა ცხოვრებამ ინფლაცია დაიწყო. იგი "ყველაფრის მცოდნედ" იქცა, ყველას ლექციებს უკითხავდა და ნებისმიერ სიტუაციაზე დომინირებას ცდილობდა.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როდესაც საკუთარ თავს ინფლაციაში ჩაძირვის უფლებას ვაძლევთ. ამით ეგო დამოუკიდებელ პოზიციას კარგავს. როგორ ხდება ამ არჩევანის გაკეთება ეთიკური პრობლემა? როდესაც თქვენს ერთ ნაწილს ყველა დანარჩენი ინსტინქტისა და ღირებულების დამორჩილების საშუალებას აძლევთ, იგი დამანგრეველი ხდება თქვენი ინდივიდუალობის ტოტალურობისათვის. ასეთ შემთხვევაში თქვენი ქმედებები და გადაწყვეტილებები ბალანსიდან ამოვარდნილი იქნება.
სიტყვა "ეთიკა" და ეთიკური ქცევის კონცეფცია მოდის ლათინური სიტყვიდან, რომელიც "სათანადო ქცევას ნიშნავს". ამგვარად, ეთიკა, მისი ღრმა გაგებით ნიშნავს ქცევის პირად სტანდარტს, რომელიც ინდივიდის შინაგან ბუნებასთან თანხმობაში მოდის.
ეთიკა არის ერთიანობისა და თანმიმდევრულობის პრინციპი. ეთიკური ადამიანი ის არის, ვინც საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე გულწრფელ ძალისხმევას დებენ საკუთარ ქცევებში. თუ ადამიანის საქციელი უხეშად ეწინააღმდეგება მის არსებით ხასიათს, ეს ყოველთვის მიანიშნევს პიროვნების ფრაგმენტაციაზე. როგორც იუნგმა თქვა: "ეთიკური პასუხისმგებლობის შერყევა... ადამიანს ართმევს მთლიანობას და მის ცხოვრებას მტკივნეულ ფრაგმენტაციაში ხლიჩავს".
ის, რაც აქამდე ვთქვით, შეგვიძლია შევაჯამოთ სამი კონკრეტული ელემენტით, რომელიც აქტიური წარმოსახვის ეთიკური ასპექტის შენარჩუნებაში მონაწილეობს:
პირველი, თქვენ პროცესში შეიტანთ ეთიკურ ელემენტს, ქცევას და დამოკიდებულებას, რომელიც თქვენს ხასიათს და უღრმეს ღირებულებებს შეესაბამება.
მეორეც, ეთიკური ბალანსი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავუშვათ ერთი არქეტიპის ან ერთი ნაწილის ბატონობა სხვა დანარჩენზე. ჩვენ არ შეგვიძლია მსხვერპლად გავწიროთ ჩვენი ფასეულობები, ვიწრო მოთხოვნილებების ან მიზნების მისაღწევად.
მესამე, ჩვენ უნდა გავზარდოთ და შევინარჩუნოთ ადამიანური ფასეულობები, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ემსახურება და ურთიერთობებს ცოცხალი სახით ინარჩუნებს.
კოლექტიური არაცნობიერის დიადი ძალები იმდენად ჭარბ ენერგიას ფლობენ, რომ სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში მათ შესაძლოა სრულად წალეკონ ცნობიერი ეგო.
გარდაუვალია, რომ რაღაც ეტაპზე თქვენს აქტიურ წარმოსახვაში ძლიერი ფიგურა გამოჩნდება და თქვენ ამ ენერგიას იგრძნობთ. მან შესაძლოა ძლიერი არგუმენტებით გირჩიოთ თქვენი ვალდებულებებისგან და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება, რომლებიც მისი გაგებით "ხელს გიშლით". ეს იდეები ჩვეულებრივ შემდგომში კონტროლის დაკარგვას და ინფლაციაში ჩავარდნას იწყებს.
როდესაც თქვენს მიერ ასეთი წარმოსახვა დაფიქსირდება, დარწმუნდით, რომ კონფლიქტების გადაწყვეტის სურვილს გამოთქვამთ და უთხარით შინაგან პერსონაჟს, რომ იმას გააკეთებთ, რაც გინდათ.
ასეთი უკიდურესობები ძალზედ მიმზიდველია, რადგან მათში გარკვეული სიმართლე - ნაწილობრივი სიმართლე - არსებობს. ჩვენ ყველას გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც სუსტები ვართ და ვერ ვახერხებთ საკუთარი პოზიციის აღებას როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარშემომყოფებთან მიმართებაში. სწორედ ჩვენი სუსტი ნებისყოფის გამო, რა გასაკვირია, რომ არაცნობიერიდან ვღებულობთ პოზიციას, რომელიც ცალკე უკიდურესობისკენ მიგვაქანებს. უკან მხოლოდ განადგურებულ ბილიკს დავტოვებთ და მეტს არაფერს.
სწორედ ამ ეტაპზე უნდა მოიყვანოთ თქვენი ეთიკური ფასეულობების შეგრძნება მოქმედებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ წახვალთ დესტრუქციული და მრავალმხრივ თვითგამანადგურებელი მიმართულებით. თქვენი ცხოვრება გადაიქცევა უდაბნოდ, სადაც აღარ იარსებებს ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები.
ეგოსთვის პასუხის გაცემა გადამწყვეტი ხდება; მან უნდა ისაუბროს ადამიანური ღირებულებების შესახებ, როგორიცაა სამართლიანობა და ვალდებულება. ეგომ უნდა დასვლას კითხვა: "რა ექსტრემალური ეფექტი ექნება ამ დოქტრინას ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში?". ეგომ გზა უნდა მოძებნოს ამ ძლიერი და ზოგჯერ არაადამიანური ძალების ჰუმანიტარიცაზიისთვის.
თუ თქვენი არაცნობიერიდან ისეთი დამოკიდებულება გამოდის, რომელიც თქვენს ურთიერთობებს და პრაქტიკულ ცხოვრებას გაანადგურებს. ამ შემთხვევაში გაგაჩნიათ უფლებაც და მოვალეობაც, რათა წარადგინოთ ეთიკური ალტერნატივა.
შეგიძლიათ თქვათ: "არსებობს ადამიანური ღირებულებები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დათმობას არ ვაპირებ. არ დავთმობ სიყვარულს, მეგობრობას, ნათესაობას. არ მინდა იდეალიზებულ მიზნებს ყველას და ყველაფრის გამორიცხვით მივაღწიო".
ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ეს უნდა იყოს თანასწორუფლებიანი დიალოგი. ეს ნიშნავს, რომ არამარტო პატივი უნდა ვცეთ აქტიურ წარმოსახვაში მოსაუბრე არქეტიპებს, არამედ ისინი თანასწორად უნდა მივიჩნიოთ და მათთან დაკავშირებით ეთიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ. ჩვენ არც დომინირება უნდა ვეძებოთ და არც საკუთარ არსებაზე დომინირების უფლება უნდა მივცეთ.
ეთიკური გრძნობების კრიტიკული მოთხოვნილება თავად არაცნობიერის ბუნებიდან წარმოიშობა. გარკვეული გაგებით, არაცნობიერი ამორალურია; იგი ძლევამოსილთა ცხოვრებას და ფსიქიკური სამყაროს უპიროვნო ლაიტმოტივებს გამოხატავს. არაცნობიერის შიგნით არსებული ყოველი არქეტიპი და ყოველი ძალა მორალურად ნეიტრალურია, ისევე როგორც ბუნების სხვა ძალები. თავისთავად, მას არ შეუძლია მორალური ან ეთიკური საზღვრების დაწესება იმასთან დაკავშირებით, რასაც იგი აკეთებს. მხოლოდ ადამიანის ცნობიერებას შეუძლია სხვისი ღირებულებების გათვალისწინება, რომლ;ებიც უნდა შენარჩუნდეს.
არქეტიპები ცნობიერებაში მთელი თავიანთი ჩახშობილი ინსტინქტებით და პირველყოფილი ძალებით იფეთქებენ. გარეული ცხოველების მსგავსად, მათ ნაკლებად აღელვებთ სამართლიანობა, ეთიკურობა ან ადამიანური მორალის იდეები. ისინი იმ სფეროს ემსახურებიან, რომლებიც ინსტინქტებთანაა ახლოს: ისინი იმაზე ზრუნავენ, რომ ბუნებას ემსახურებოდნენ, ევოლუცია განვითარდეს და ადამიანის ცხოვრებაში არქეტიპული თემა განხორციელდეს. ამ პროცესის არასწორად წარმართავს შესაძლოა უზარმაზარი ზიანი მოჰყვეს და უამრავი სხვა ფასეულობა დაირღვეს - პრიმიტიულ არქეტიპებს ამ საკითხზე შეშფოთება ზოგადად არ ახასიათებთ.
პირველყოფილი არქეტიპები შეგვიძლია ჯუნგლებში მყოფ ლომებს შევადაროთ. როდესაც მათ ველური ბრწყინვალებით შევყურებთ, ისინი მოსიარულე დიდებულების ინკარნაციად გამოიყურებიან. მაგრამ ისინი ამავდროულად ბუნების უპიროვნო ძალები არიან, რომლებიც ბუნების ამორალურ კანონებს მიჰყვებიან, რომელთათვისაც უცნობია მორალურობის ან ეთიკურობის განცდა.
უამრავი არქეტიპი, რომლებიც ტოტალური ადამიანის მთლიან ხასიათს ქმნიან, ხშირად ვლინდებიან როგორც ნადირობის, თვითგადარჩენის, აგრესიის და ტერიტორიული ბატონობის ინსტინქტები. როდესაც ისინი ადამიანური ღირებულებებით, სიყვარულის გრძნობით და მორალური პასუხისმგებლობებით კვალიფიცირდება, შესანიშნავ ძლიერ მხარეებად ყალიბდებიან. მაგრამ როდესაც ისინი ჩვენდე დომინირებენ. უხეშ და პრიმიტიულ ადამიანებად გვაქცევენ.
არსებობს გარკვეული სიბრძნე და ჭეშმარიტება ყველა ფიგურაში, რომელიც ჩვენთან აქტიური წარმოსახვის სახით მოდის. თითოეულ მათგანს საკუთარი სიბრძნე მოაქვს, რომელიც ეგოს განვითარებაში გვჭირდება.
გადამწყვეტი ამოცანა, რომელიც არაცნობიერის "საფარის მოშორებისას" ყოველ ჩვენგან აკისრია, არის დამოუკიდებლად და ნათლად აზროვნება. ჩვენ ყურადღებით უნდა მოვისმინოთ სიმართლე, რომელიც უკონტროლო და გადამეტებული მაცდურის მიღმა იმალება, შინაგანი ხმების დრამატული მოწოდებებისას. თქვენ უნდა დახვეწოთ ეს სიმართლე რაღაც უფრო ცივილიზებულში, რაღაც უფრო ადამიანურში და უფრო ასატანში - რაც შეიძლება ინტეგრირებულ იქნეს ადამიანის ცხოვრებაში, მისი იგნორის გარეშე. ამასთან ერთად, თქვენ უნდა იპოვოთ ინდივიდუალური ეთიკური პოზიცია.