სასწაულებრივის ძიებაში

პიოტრ უსპენსკი
5
2

პიოტრ უსპენსკი სასწაულებრივის ძიებაში  უცნობი სწავლების ფრაგმენტები მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე

თავი მეთვრამეტე

პეტერბურგი. 1917 წლის ოქტომბერი. ბოლშევიკური რევოლუცია. გურჯიევთან კავკასიაში დაბრუნება. გურჯიევის დამოკიდებულება ერთ-ერთი მოსწავლის მიმართ. მცირე კომპანია გურჯეიევთან, ესენტუკში. მუშაობის განსაახლებლად მეტი ადამიანი ჩამოდის. სავარჯიშოები უფრო მეტად რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე გონებრივი და ფიზიკური სავარჯიშოები. დერვიშული ცეკვები. ფსიქიკური "ხრიკების" შესწავლა. აბრეშუმის გაყიდვა. შინაგანი ბრძოლა და გადაწყვეტილება. გურუების არჩევანი. განშორების გადაწყვეტილება. გურჯიევი სოჭში მიდის. რთული დრო: ომები და ეპიდემიები. ენეაგრამის შემდგომი შესწავლა. "მოვლენები" და რუსეთის დატოვების აუცილებლობა. ლონდონი. საკუთარ თავზე მუშაობის პრაქტიკული შედეგების საბოლოო, პრაქტიკული მიზანი: ახალი "მე"-ს შეგრძნება, "უცნაური თავდაჯერებულობა". ჯგუფის შეგროვება როსტოვში და გურჯიევის სისტემის განსაზღვრა. გურჯიევი ტიფლისში საკუთარ ინსტიტუტს ხსნის. მოგზაურობა კონსტანტინოპოლამდე. ხალხის შეგროვება. გურჯიევი ჩამოდის. გურჯიევს ახალი ჯგუფი ეცნობა. დერვიშული სიმღერის თარგმნა. გურჯიევი, მხატვარი და პოეტი. კონსტანტინოპოლში დაწყებული ინსტიტუტი. გურჯიევი წიგნის დაწერისა და გამოცემის უფლებას იძლევა. გურჯიევი გერმანიაში მიდის. კონსტანტინოპოლის მოღვაწეობის ლონდონში გაგრძელების გადაწყვეტილება, 1921. გურჯიევი საკუთარ ინსტიტუტს ფონტენბლოში აწყობს. გურჯიევის მოღვაწეობა Chateau de la Prieuré-ში. საუბარი ქეთრინ მენსფილდთან. გურჯიევი საუბრობს სხვადასხვა სახის სუნთქვის შესახებ. "სუნთქვა მოძრაობების გავლით". დემონსტრაციები Chateau de la Prieuré-ში. გურჯიევის გამგზავრება ამერიკაში, 1924. ლონდონში მუშაობის დამოუკიდებლად გაგრძელების გადაწყვეტილება. 

 

 სანქტ-პეტერბურგში იმაზე მეტხანს ვიმყოფებოდი, ვიდრე ვვარაუდობდი და იქაურობა ბოლშევიკურ რევოლუციამდე ერთი კვირით ადრე, მხოლოდ 15 ოქტომბერს დავტოვე. იქ დარჩენა უკვე სრულიად შეუძლებელი იყო. რაღაც ამაზრზენი და უსიამოვნო ახლოვდებოდა. ყველაფერში ავადმყოფური დაძაბულობა და რაღაც გარდაუვალის მოლოდინი იგრძნობოდა. ერთმანეთზე უფრო აბსურდული და სულელური ჭორები ტრიალებდა. არავის არაფერი ესმოდა. ვერავინ ხვდებოდა, ამ ყველაფერს შემდგომში რა მოჰყვებოდა. "დროებითმა მთავრობამ", რომელმაც კორნილოვი დაამარცხა, ბოლშევიკებთან ყველაზე სწორი მოლაპარაკებები წარმართა, ბოლშევიკები კი თავის მხრივ ღიად აჩვენებდნენ, რომ "სოციალისტი მინისტრები" მათ არ აინტერესებდათ და მხოლოდ დროის მოგებას ცდილობდნენ. გერმანელებმა რატომღაც პეტერბურგში მარში არ განახორციელეს, თუმცა ფრონტი ღია იყო. ხალხი ახლა მათზე ფიქრობდა, რომ ისინი ერთდროულად "დროებითი მთავრობისგან" და ბოლშევიკებისგან მხსნელები იყვნენ. მე არ გავაზიარებ გერმანელებზე დაფუძნებულ იმედებს, რადგან, ჩემი აზრით, რუსეთში მომხდარი ამბები უკვე საკმარისად იყო გადაჭარბებული. 

 ტუაფსეში ჯერ კიდევ შედარებითი სიმშვიდე იყო. სპარსეთის შაჰის აგარაკზე, რაღაც საბჭოსმაგვარი იჯდა, მაგრამ ძარცვა ჯერ არ დაწყებულა. გურჯიევი ტუაფსედან სამხრეთით, საკმაოდ მოშორებით დასახლდა, სოჭიდან დაახლოებით თხუთმეტ მილში. მან იქ აგარაკი იქირავა, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა, ცხენი იყიდა და ხალხის მცირე კომპანიასთან ერთად ცხოვრობდა. იქ სულ ათამდე ადამიანი იყო შეკრებილი. 

 მეც მათთან წავედი. ვარდებით სავსე, მშვენიერი ადგილი იყო, ერთ მხარეს ზღვის ხედით, ხოლო მეორე მხარეს თოვლით დაფარული მთების ჯაჭვით. ძალიან ვწუხდი ჩვენს ხალზე, რომელთაც მოსკოვსა და პეტერბურგში მოუწიათ დარჩენა. 

 მაგრამ, ჩამოსვლის მომდევნო დღესვე შევამჩნიე, რომ რაღაც არასწორი იყო. ესენტუკის ატმოსფეროს კვალიც არ ეტყობოდა. როდესაც პეტერბურგში გავემგზავრე, განსაკუთრებით გაოცებული ვიყავი ზ.-ს მდგომარეობით, რომელიც სექტემბრის დასაწყისშ ენთუზიაზმით იყო სავსე. იგი გამუდმებით მთხოვდა, რომ პეტერბურგში არ დავრჩენილიყავი, რადგან შესაძლოა იქიდან წამოსვლა ძალიან რთული გამხდარიყო.

 - აღარასოდეს აპირებ პეტერბურგში დაბრუნებას? - ვკითხე მას მაშინ.

 - მთებში გაქცეული უკან არ ბრუნდება. - მიპასუხა ზ.-მ. ახლა კი, უჩ-დერში ჩასვლის მომდევნო დღეს გავიგე, რომ ზ.-ს პეტერბურგში დაბრუნება უნდოდა. 

 - რისთვის შეიძლება, იქ დაბრუნება უნდოდეს. სამსახურიდან წამოვიდა. რის გაკეთებას აპირებს? 

 - არ ვიცი. - თქვა დოქტორმა ს.-მ, რომელმაც ამ ამბის შესახებ მითხრა. - გურჯიევი მისით კმაყოფილი არ არის და ამბობს, რომ უკეთესია წავიდეს. 

 ზ.-სთან საუბარი გამიჭირდა. მას ახსნა აშკარად არ სურდა, მაგრამ თქვა, რომ წასვლას ნამდვილად აპირებდა. 

 თანდათან, სხვების გამოკითხვით აღმოვაჩინე, რომ უცნაური რამ მოხდა. გურჯიევსა და ჩვენს მეზობლებს, ლიტველებს შორის ძალიან აბსურდულ ჩხუბს ჰქონდა ადგილი. ზ. ამ ჩხუბს ესწრებოდა. გურჯიევს ზ.-ს ნათქვამი ან რაღაც ქმედება არ მოეწონა, იმ დღიდან კი მის მიმართ მთლიანად შეიცვალა, მასთან საუბარი შეწყვიტა და საერთოდ, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ზ. ვალდებული იყო, წასვლის გადაწყვეტილება გამოეცხადებინა. 

 ეს წმინდა იდიოტობად მივიჩნიე. ახლა პეტერბურგში წასვლა აბსურდულობის მწვერვალად მეჩვენებოდა. იქ იყო ნამდვილი შიმშილი, დაუმორჩილებელი ბრბო, ძარცვა და სხვა არაფერი. იმ დროს, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ წარმომედგინა, რომ პეტერბურგს ვეღარასოდეს ვნახავდით. გაზაფხულზე უკან დაბრუნებას ვფიქრობდი. ვფიქრობდი, რომ გაზაფხულზე რაღაც უკვე გარკვეული იქნებოდა. მაგრამ ახლა, ზამთარში, ეს საკმაოდ არაგონივრული მეგონა. შემეძლო ზ.-სთვის გამეგო, თუ იგი პოლიტიკით იყო დაინტერესებული და იმ პერიოდის მოვლენებს შეისწავლიდა, მაგრამ, რადგან ეს ასე არ იყო, მოტივებს ვერ ვხვდებოდი. ზ.-ს დარწმუნება დავიწყე, რომ დალოდებოდა, ერთბაშად არაფერი გადაეწყვიტა, გურჯიევს დალაპარაკებოდა, რათა თავისი პოზიცია უფრო ცხადად გაერკვია. ზ. დამპირდა, რომ არ იჩქარებდა. მაგრამ, დავინახე, რომ იგი მართლაც ძალიან უცნაურ პოზიციაში იმყოფებოდა. გურჯიევი სრულიად აიგნორებდა მის არსებობას და ამან ზ.-ზე ყველაზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. ამასობაში ორი კვირა გავიდა. ჩემი არგუმენტები მუშაობდა და ზ.-მ თქვა, რომ დარჩებოდა, თუ გურჯიევი დარჩენის ნებას დათანხმდებოდა. იგი გურჯიევთან სალაპარაკოდ წავიდა, მაგრამ ძალიან მალე აშლილი სახით დაბრუნდა. 

 - აბა, რა გითხრა?

 - განსაკუთრებული არაფერი. მან თქვა, რომ როგორც კი წასვლას გადავწყვეტდი, შემეძლო წავსულიყავი. 

 ზ. წავიდა. ამის გაგება არ შემეძლო. იმ დროს პეტერბურგში ძაღლს არ გავუშვებდი. 

 გურჯიევმა უჩ-დერში ზამთრის გატარება განიზრახა, ჩვენ რამდენიმე სახლში, დიდ მიწის ნაკვეთზე ვცხოვრობდით. იქ რაიმე სახის "სამუშაო" არ გაგვიკეთებია, იმ გაგებით, როგორც ამას ესენტუკში ვაკეთებდით. ზამთრის შეშისთვის ხეებს ვჭრიდით, ველურ მსხალს ვაგროვებდით. გურჯიევი სოჭში ხშირად დადიოდა, სადაც, ჯერ კიდევ პეტერბურგიდან ჩემს ჩამოსვლამდე, ჩვენი ერთ-ერთი წევრი ტიფის ინფიცირებით საავადმყოფოში იწვა. 

 მოულოდნელად, გურჯიევმა სხვა ადგილას გადაწყვიტა წასვლა. მან აღმოაჩინა, რომ ჩვენ აქედან ადვილად შეგვეძლო რუსეთთან ყოველგვარ კონტაქტის გაწყვეტა და გაფრთხილების გარეშე წასვლა. 

 გურჯიევი ჩვენი კომპანიის ნახევართან ერთად წავიდა და შემდეგ დანარჩენების წასაყვანად დოქტორი ს. გაგზავნა. ჩვენ ისევ ტუაფსეში შევიკრიბეთ და ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ექსკურსიების მოწყობა დავიწყეთ, სადაც რკინიგზა არ იყო. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ს.-მ მისი ზოგიერთი პეტერბურგელი ნაცნობი იპოვა, რომელთაც ტუაფსედან ჩრდილოეთით ოცდაოთხი მილის დაშორებით, საკუთარი აგარაკი ჰქონდათ. ღამე მათთან დავრჩით და მეორე დღეს გურჯიევმა მათგან ნახევარი მილის დაშორებით სახლი იქირავა. აქ ჩვენი პატარა კომპანია კვლავ შეიკრიბა. ოთხი მათგანი ესენტუკში წავიდა. 

 ამ ადგილას ორი თვე ვიცხოვრეთ. ძალიან საინტერესო დრო იყო. გურჯიევი, დოქტორი ს. და მე, ყოველ კვირას ტუაფსეში დავდიოდით, რათა ჩვენთვის და ცხენებისთვის საკვები უზრუნველგვყო. ეს მოგზაურობები ყოველთვის ჩემს მეხსიერებაში დარჩება. ისინი ყველაზე წარმოუდგენელი თავგადასავლებით და ძალიან საინტერესო საუბრებით იყვნენ სავსე. ჩვენი სახლი, სოფელი ოლღნიკიდან ზღვას უყურებდა, მისგან სამი მილის დაშორებით. იმედი მქონდა, რომ იქ უფრო დიდხანს ვიცხოვრებდით. მაგრამ, დეკემბრის მეორე ნახევარში გაჩნდა ჭორები, რომ კავკასიის არმიის ნაწილი შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთისკენ ფეხით მოდიოდა. გურჯიევმა თქვა, რომ ისევ ესენტუკში წავსულიყავით და ახალი სამუშაო დაგვეწყო. პირველი მე წავედი. პიტაიგორსკში ჩვენი ნივთების ნაწილი წავიღე და უკან დავბრუნდი. თუმცა, არმავირში გავლისას შესაძლებელი იყო, რომ იქ ბოლშევიკები დაგვხვდებოდნენ. 

 ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკების რაოდენობა გაიზარდა და მათსა და კაზაკებს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. როდესაც "მინერალნი ვოდი" გავიარეთ, იქ გარეგნულად ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა, ბოლშევიკების მიერ დაწუნებული ბევრი ადამიანის მკვლელობა უკვე მომხდარიყო. 

 გურჯიევმა ესენტუკში დიდი სახლი იქირავა და ცირკულარული წერილი გაგზავნა, რომელიც ჩემი ხელმოწერით, 12 თებერვლით იყო დათარიღებული და ამბობდა, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის ჯგუფების ყველა წევრი მოწვეული იყო, რათა საცხოვრებლად და სამუშაოდ წამოსულიყვნენ. 

 პეტერბურგში და მოსკოვში უკვე შიმშილი იყო, მაგრამ მაინც, კავკასიაში ყველაფრის სიუხვე იყო. მიმოსვლა ადვილი აღარ იყო და მიუხედავად მცდელობისა, ამის გაკეთება რამდენიმემ ვერც მოახერხა. მაგრამ, ბევრი მოვიდა. სულ ორმოცამდე ადამიანი შეიკრიბა. მათთან ერთად მოვიდა ზ., რომლისთვისაც წერილი სხვების მსგავსად გაგზავნეს. იგი საკმაოდ ავადმყოფი ჩამოვიდა.

 თებერვალში, როდესაც ჯერ კიდევ მოლოდინში ვიყავით, სახლისა და ყველაფრის დათვალიერებისას, რომელიც გურჯიევმა მოაწყო, მან თქვა:

 - ახლა გესმით, რატომ ვაგროვებდი ფულს მოსკოვსა და პეტერბურგში? თქვენ თქვით, რომ ათასი მანეთი ზედმეტი იყო. იქნება თუ არა ეს თანხა ამჟამად საკმარისი? მხოლოდ ნახევარმა გადახადა. უკვე იმაზე მეტი დავხარჯე, ვიდრე მაშინ შეგროვდა. 

 გურჯიევს მიწის ნაკვეთის დაქირავება ან ყიდვა ჰქონდა განზრახული, ბაღების მოწყობა და ზოგადად, კოლონიის მოწყობა უნდოდა. მაგრამ, მას იმ მოვლენებმა შეუშალა ხელი, რომლებიც ზაფხულის პერიოდში დაიწყო. 

 როდესაც 1918 წელს ჩვენი ხალხი შეიკრიბა, ჩვენს სახლში ძალიან მკაცრი წესები დაწესდა. აკრძალული იყო მიწის დატოვება, დილის და ღამის საქმიანობები მოწესრიგდა და ასე შემდეგ.  ყველაზე მრავალფეროვანი სახის მუშაობა დაიწყო. 

 სახლისა და ჩვენი ცხოვრების ორგანიზება ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა. 

 ამ შემთხვევაში სავარჯიშოები ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე წინა ზაფხულის დროს. მუსიკის ფონზე რიტმული ვარჯიშები, დერვიშული ცეკვები დავიწყეთ, შემდეგ სხვა სახის გონებრივი სავარჯიშოები, სუნთქვის სხვადასხვა გზები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ინტენსიური იყო სავარჯიშოები ფსიქიკის სხვადასხვა ფენომენების იმიტაციების შესასწავლად, როგორიცაა აზრების კითხვა, ნათელმხილველობა, მედიუმური ხილვები და ასე შემდეგ. ამ სავარჯიშოების დაწყებამდე გურჯიევმა აგვიხსნა, რომ ამ "ხრიკების" შესწავლა, როგორც მან უწოდა, სავალდებულო საგანი იყო ყველა აღმოსავლურ სკოლაში, რადგან ყველა შესაძლო იმიტაციის შესწავლის გარეშე შეუძლებელი იყო ზენორმალური ხასიათის ფენომენების სწავლის დაწყება. ადამიანს რეალურის და არარეალურის ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ორივეს  იცნობს და თავად აქვს მათი გაზრდის უნარი. ამის გარდა, გურჯიევმა თქვა, რომ "ფსიქიკის ხრიკების პრაქტიკულად შესწავლა" თავისთავად იყო სავარჯიშო, რომელიც ვერაფრით ჩანაცვლდებოდა და გარკვეული მახასიათებლების განვითარებისთვის საუკეთესო იყო, როგორებიცაა დაკვირვების სისწრაფე, გამჭრიახობა და განსაკუთრებით სხვა მახასიათებლების გაფართოება, რომლის აღსაწერადაც ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში სიტყვები არ არსებობს, მაგრამ მათი განვითარება აუცილებელია. 

 მაგრამ, იმ დროისთვის დაწყებული სავარჯიშოების ძირითადი ნაწილი რიტმული მუსიკა და მსგავსი უცნაური ცეკვები, რამაც შემდგომში სხვადასხვა დერვიშულ ვარჯიშებად რეპროდუქცია გამოიწვია. გურჯიევს თავისი მიზნები და ზრახვები არ განუმარტავს, მაგრამ, მის მიერ აქამდე ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ამ ვარჯიშების შედეგი, ფიზიკური სხეულის გაკონტროლება უნდა ყოფილიყო. 

 სავარჯიშოების, ცეკვების, ტანვარჯიშის, საუბრების, ლექციების და საშინაო დავალების გარდა, უსახსროთათვის სპეციალური სამუშაოები მოეწყო. 

 მახსოვს, წინა წელს ალექსანდროპოლის დატოვებისას, გურჯიევმა თან წამოიღო აბრეშუმის ყუთი, რომელზეც მითხრა, რომ იაფად იყიდა. ეს აბრეშუმის ყუთი ყოველთვის მასთან ერთად მოგზაურობდა. როდესაც ესენტუკში შევიკრიბეთ, გურჯიევმა აბრეშუმი ქალებს და ბავშვებს მისცა, რომლებიც ვარსკვლავისებურ ბარათებს ახვევდნენ, რაც ასევე ჩვენს სახლში მზადდებოდა. შემდგომში, ჩვენი ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა, ვისაც კომერციული ნიჭი ჰქონდა, ეს აბრეშუმი პატიგორსკის, კისლოვოდსკის და თავად ესენტუკის მაღაზიებს მიჰყიდეს. ადამიანს ის დროება უნდა ახსოვდეს. ირგვლივ არანაირი საქონელი არ იყო, მაღაზიები დაცარიელებულები იყვნენ, აბრეშუმები კი დაფლეთილები. ისეთი ნივთების მოპოვება, როგორიცაა აბრეშუმი, ბამბა და ასე შემდეგ, წარმოუდგენლად რთული იყო. ეს სამუშაო ორი თვის მანძილზე გაგრძელდა და აბრეშუმის პირვანდელ ღირებულებასთან შედარებით რეგულარული და საკმაოდ არაპროპორციული შემოსავალი მოგვცა. 

 ნორმალურ დროში, ჩვენი მსგავსი კოლონია არც ესენტუკში იარსებებდა და არც რუსეთის ნებისმიერ ადგილას. ჩვენ უნდა გვქონოდა ამაღლებული ცნობისმოყვარეობა, ყურადღებას მივიპყრობდით, პოლიცია გამოჩნდებოდა , რაიმე სახის სკანდალი უდავოდ გაჩნდებოდა, ყველა შესაძლო ბრალდება თავს წამოყოფდა და პოლიტიკური, სექტანტური ან ანტიმორალური ტენდენციები აუცილებლად შეგვავიწროებდა. ხალხი ისეა შექმნილი, რომ ისინი უცვლელად გამოთქვამენ ბრალდებებს იმის მიმართ, რასაც ვერ ხვდებიან. მაგრამ, იმ დროისთვის, ანუ 1918 წელს, ჩვენით დაინტერესებულები ამ შემთხვევაში ბოლშევიკებისგან საკუთარი ტყავის გადარჩენით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო თავად ბოლშევიკები ჯერ კიდევ არ იყვნენ საკმარისად ძლიერები, რათა კერძო პირების ან კერძო ორგანიზაციების ცხოვრებით დაინტერესებულიყვნენ, რომელთაც პირდაპირი, პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდათ. ამის შემხედვარე, დედაქალაქის ინტელექტუალებიდან, რომელთაც საკუთარი თავი ბედისწერით "მინერალნი ვოდში" მოიყარეს, ასევე მთელი რიგი ახლად შექმნილი ჯგუფებიდან და ორგანიზაციებიდან, ყურადღებას არავინ გვაქცევდა.

 ერთხელ, ღამის გაერთიანებული საუბრისას, გურჯიევმა თქვა, რომ ჩვენი კოლონიისთვის და ზოგადად, საკუთარი თავის ლეგალიზებისთვის სახელი უნდა მოგვეფიქრებინა. ეს პიატიგორსკის ბოლშევიკური მთავრობის დროს ხდებოდა. 

 - იფიქრეთ რაღაც "სოდროოჟესტვოს", "შრომით მოპოვებულის" ან თუ გსურთ, რაიმე "საერთაშორისოს" მსგავსი. - თქვა გურჯიევმა. - ნებისმიერი შემთხვევაში, ისინი  ამას ვერ გაიგებენ. მაგრამ, აუცილებელია, რომ მათ ჩვენთვის რაიმე სახის სახელის დარქმევა შეეძლოთ. 

 ჩვენც თავის მხრივ სხვადასხვა ვარიანტების შეთავაზება დავიწყეთ. 

 ჩვენს სახლში, საჯარო ლექციები კვირაში ორჯერ იმართებოდა, რომლებსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ერთი-ორჯერ ფსიქიკური ფენომენების იმიტაციაც განვახორციელეთ, რაც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა, რადგან ჩვენი საზოგადოება მიცემულ ინსტრუქციას ძალიან ცუდად ემორჩილებოდა. 

 

 მაგრამ, გურჯიევის სამუშაოსთან დაკავშირებით, ჩემი პირადი პოზიცია შეიცვალა. მთელი წლის განმავლობაში რაღაც გროვდებოდა და თანდათან იმის დანახვა დავიწყე, რომ ბევრი რამ არ მესმოდა და უნდა წავსულიყავი. 

 ეს შეიძლება უცნაურად და მოულოდნელად მოგეჩვენოთ მას შემდეგ, რაც აქამდე დავწერე, მაგრამ ეს თანდათან გროვდებოდა. მე დავწერე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გურჯიევის და მისი იდეების ერთმანეთისგან განცალკევება დავიწყე. იდეებში ეჭვი არ მეპარებოდა. პირიქით, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მათზე, მით უფრო ღრმად შევდიოდი, მით უფრო ვიწყებდი მათ დაფასებას და მნიშვნელობის გაცნობიერებას. მაგრამ, ძლიერი ეჭვი გამიჩნდა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩემთვის ან თუნდაც ჩვენი კომპანიის უმრავლესობისთვის, გურჯიევის ხელმძღვანელობით მუშაობის გაგრძელება. საერთოდ არ ვგულისხმობ, რომ გურჯიევის რომელიმე ქმედება ან მეთოდი არასწორად მიმაჩნდა და წარუმატებელი აღმოჩნდა იმის მიღებაში, რასაც ველოდი. ეს უცნაური და სრულიად უადგილო იქნებოდა სამუშაოს ლიდერთან მიმართებაში, რომლის ეზოთერული ბუნებაც თავად ვაღიარე. ერთი მეორეს გამორიცხავს. ასეთი ხასიათის მუშაობაში არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სახის კრიტიკა ან "უთანხმოება" ამა თუ იმ ადამიანთან. პირიქით, მთელი სამუშაო იმის გაკეთებაში მდგომარეობს, რასაც ლიდერი იტყვის, ამაში იგულისხმება მისი მოსაზრებების გაგება და დათანხმება, თუნდაც ის, რასაც იგი პირდაპირ არ ამბობს, ასევე ყველაფერში დახმარება, რასაც თავად აკეთებს. საქმისადმი სხვა დამოკიდებულება არ შეიძლება. გურჯიევმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ სამუშაოში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის დამახსოვრება, თუ რისთვის მოვედით, სხვა როლი კი საკუთარ თავზე არ უნდა აგვეღო. 

 ამავე დროს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არჩევანი არ აქვს, ან ვალდებულია იმას გაჰყვეს, რასაც იგი არ ეხმაურება. თავად გურჯიევმა თქვა, რომ არ არსებობს "ზოგადი" სკოლები, რომ ყოველი "გურუ" ან სკოლის ხელმძღვანელი თავის სპეციალობაში მუშაობს, ერთი მოქანდაკეა, მეორე მუსიკოსი, მესამე რაღაც სხვა. ასეთი გურუების მოსწავლეებმა მისი სპეციალობა უნდა შეისწავლონ. სწორედ აქ იმყოფება იმის მიზეზი, რომ არჩევანის გაკეთება შესაძლებელია. ადამიანმა უნდა დაელოდოს, სანამ გურუს შეხვდება, რომლისგანაც მას მისთვის შესაბამისი სპეციალობის სწავლა შეეძლება და რომელიც მის გემოვნებას, ტენდენციებს და შესაძლებლობებს შეესაბამება. 

 ეჭვგარეშეა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ძალიან საინტერესო გზები, როგორიცაა მუსიკა და მოქანდაკეობა. მაგრამ არ შეიძლება, რომ ყველა ადამიანს მოეთხოვებოდეს მუსიკის და მოქანდაკეობის შესწავლა. სასკოლო მუშაობაში უდავოდ არსებობს სავალდებულო საგნები, უფრო სწორად, დამხმარე საგნები, რომელთა შესწავლაც შემოთავაზებულია, როგორც სავალდებულო შესწავლის საშუალება. შემდგომ, სკოლების მეთოდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მეთოდების სამი ხერხის მიხედვით, თითოეული გურუს მეთოდი შეიძლება უახლოვდებოდეს ფაკირის, ბერის ან იოგის გზას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ადამიანმა, რომელიც მუშაობას იწყებს, შეცდომა დაუშვას და ისეთ ლიდერს გაჰყვეს, რომელსაც რაიმე მანძილზე ვერ გაჰყვება. ლიდერის ამოცანაა იმაზე იზრუნოს, რომ ისეთმა ადამიანებმა არ დაიწყონ მუშაობა, რომელთათვისაც მისი მეთოდები ან სპეციალური საგნები ყოველთვის უცხო, გაუგებარი და მიუწვდომელი იქნება. მაგრამ, თუ ეს მოხდება და ადამიანი მისთვის შეუსაბამო ლიდერთან დაიწყებს მუშაობას, მაშინ, ამის შემჩნევის შემდეგ, უნდა წავიდეს და სხვა ლიდერი ეძებოს ან დამოუკიდებლად იმუშაოს, თუ ამის გაკეთება შეუძლია. 

 რაც შეეხება გურჯიევთან ურთიერთობას, ნათლად დავინახე, რომ ბევრ რამეში შევცდი, რასაც გურჯიევს ვაწერდი და ახლა მასთან ერთად იმავე მიმართულებით არ უნდა წავსულიყავი, როგორც დასაწყისში. მეგონა, რომ ჩვენი მცირე ჯგუფის წევრები, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, იგივე ან მსგავს სიტუაციაში იყვნენ.

 ეს ძალიან უცნაური "დაკვირვება" იყო, მაგრამ აბსოლუტურად სწორი. გურჯიევის მეთოდების საწინააღმდეგოდ არაფერი მქონდა სათქმელი, გარდა იმისა, რომ ისინი მე არ მერგებოდნენ. მაშინ ძალიან ნათელი მაგალითი გამახსენდა. "ბერის გზის" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს მქონია. ამავდროულად, არასდროს მიფიქრია, იყო თუ არა მსგავსი გზა ჩემთვის შესაძლებელი ან შესაფერისი. ასე რომ, თუ სამი წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ გურჯიევს რელიგიის და მონასტრის გზისკენ მივყავდით, რომელიც რელიგიური ფორმების და ცერემონიების დაცვას მოითხოვდა, მაშინ, რა თქმა უნდა, უთანხმოებისა და წასვლის მოტივი მექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალო ლიდერობის დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდებოდი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რელიგიური გზა ზოგადად არასწორად მივიჩნიე. ეს შეიძლება უფრო სწორი გზა იყოს, ვიდრე ჩემი გზა, მაგრამ იგი ჩემი გზა მაინც არ არის. 

 გურჯიევის სამუშაოს და მისი დატოვების გადაწყვეტილებამ ჩემში დიდი შინაგანი ბრძოლა გამოიწვია. მასზე ძალიან ბევრი ავაშენე და ახლა ყველაფრის ხელახლა რეკონსტრუქცია გამიჭირდა. მაგრამ, სხვა არაფერი იყო გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც იმ სამი წლის განმავლობაში ვისწავლე, თავად შევინარჩუნე. მაგრამ, მთელი წელი გავიდა, სანამ ამ ყველაფერში ვიყავი და სანამ გურჯიევის სამუშაოს გაგრძელება არ შევძელი, თუმცა, ამჯერად მისგან დამოუკიდებლად. 

 ცალკე სახლში გადავედი და პეტერბურგში მიტოვებულ ჩემს წიგნზე ხელახლა მუშაობა განვაგრძე, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა სახელით - "სამყაროს ახალი მოდელი". 

 "სახლში" ლექციები და დემონსტრაციები გარკვეული დროის მანძილზე გაგრძელდა, შემდეგ კი შეჩერდა.

 გურჯიევს ზოგჯერ პარკში ან ქუჩაში ვხვდებოდი, ხანდახან ჩემს სახლში მოდიოდა, მაგრამ მის "სახლში" წასვლას თავს ვარიდებდი. 

 ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ცენტრალურ რუსეთს მთლიანად მოწყვეტილები ვიყავით. არ ვიცოდით, იქ რა ხდებოდა. 

 კაზაკების მიერ ესენტუკის პირველი დარბევის შემდეგ, პოზიცია სწრაფად გაუარესდა და გურჯიევმა "მინერალნი ვოდის" დატოვება გადაწყვიტა. არ უთქვამს, სად აპირებდა წასვლას, რადგან გარემოებების გათვალისწინებით ეს ძნელი სათქმელი იყო. 

 საზოგადოება, რომელმაც იმ დროს "მინერალნი ვოდი" დატოვა, ნოვოროსიისკში ჩასვლას ცდილობდა და ვივარაუდეთ, რომ ისიც ამ მიმართულებით წავიდოდა. ესენტუკის დატოვება მეც გადავწყვიტე. მაგრამ, გურჯიევის წასვლამდე ესენტუკიდან წამოსვლა არ მინდოდა. ამ მხრივ უცნაური გრძნობდა მქონდა. მინდოდა ბოლომდე დავლოდებოდი. მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, რადგან შემდგომში მეთქვა, რომ არც ერთი შესაძლებლობისთვის ხელიდან დასხლტომის შანსი არ მიმიცია. გურჯიევთან მუშაობის იდეის უარყოფა ძალიან გამიჭირდა. 

 აგვისტოს დასაწყისში გურჯიევმა ესენტუკი დატოვა. "სახლში" მცხოვრებთა უმეტესობა მას გაჰყვა. რამდენიმე ადამიანი ადრე წავიდა. ესენტუკში დაახლოებით ათი ადამიანი დარჩა. 

 ნოვოროსიისკში წასვლა გადავწყვიტე. მაგრამ, გარემოებები სწრაფად შეიცვალა. გურჯიევის წასვლიდან ერთ კვირაში, კომუნიკაცია ჩვენგან უახლოეს ადგილებთანაც კი გაწყდა. კაზაკებმა "მინერალნი ვოდის" რკინიგზის დარბევა დაიწყეს, ხოლო სადაც ჩვენ ვიყავით, ბოლშევიკური ძარცვები, "ჩამორთმევები" და ა.შ. ჰქონდათ დაიწყო. პიატიგორსკში ეს იყო "მძევლების" ხოცვა-ჟლეტის დრო, როდესაც გენერალი რუსკი, გენერალი რადკო-დიმიტრიევი, პრინცი ურუსოვი და მრავალი სხვა დაიღუპა. 

 უნდა ვაღიარო, რომ თავს ძალიან სულელად ვგრძნობდი. საზღვარგარეთ არ წავედი, როდესაც ეს შესაძლებელი იყო. გურჯიევთან მუშაობის საბოლოო შედეგი ის იყო, რომ მისგან წამოვედი და ბოლშევიკებთან აღმოვჩნდი. 

 ყველა ჩვენგანს, ვინც ესენტუკში დავრჩით, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, საქმეები შედარებით ხელსაყრელი აღმოჩნდა. ტიფით ოთხიდან მხოლოდ ორი ადამიანი დაავადდა. არავინ მომკვდარა. ერთხელაც არ გავუძარცვივართ. სამუშაო სულ მქონდა და ფულს ვშოულობდი. სხვებისთვის ვითარება ბევრად უარესი იყო. 1919 წლის იანვარში, დენიკინის არმიის კაზაკებმა გაგვათავისუფლეს. მაგრამ, ესენტუკიდან წასვლა მხოლოდ 1919 წლის ზაფხულში მოვახერხე. 

 გურჯიევის შესახებ მიღებული ცნობები ძალიან მწირი იყო. გურჯიევი მაიკოპში რკინიგზით გაემგზავრა და იქიდან მთელი ჯგუფი მასთან ერთად ფეხით წავიდა ძალიან საინტერესო მაგრამ ძალიან რთული გზით, სოჭის მთების გავლით, რომელიც მაშინ ქართველებს ჰქონდათ დაპყრობილი. მათ თან მიჰქონდათ მთელი ბარგი, რომლისთვისაც ისინი ყველა შესაძლო თავგადასავალს და საფრთხეს უმკლავდებოდნენ მაღალ უღელტეხილებზე, სადაც გზები არ იყო და მხოლოდ მონადირეები თუ დადიოდნენ იშვიათად. როგორც ჩანს, ესენტუკიდან წასვლიდან, სოჭამდე ერთი თვის შემდეგ მიაღწიეს. 

 მაგრამ, შინაგანი მდგომარეობა შეიცვალა. როგორც ვიწინასწარმეტყველე, სოჭში გურჯიევს კომპანიის დიდი ნაწილი ჩამოშორდა. მათ შორის იყვნენ პ. და ზ. გურჯიევთან მხოლოდ ოთხი ადამიანი დარჩა, რომელთაგანაც თავდაპირველი პეტერბურგის ჯგუფს მხოლოდ დოქტორი ს. ეკუთვნოდა. დანარჩენები მხოლოდ "ახალბედა" ჯგუფებიდან იყვნენ. 

 თებერვალში პ., რომელიც მაიკოპში დამკვიდრდა, გურჯიევთან განშორების შემდეგ ესენტუკში ჩამოვიდა, რადგან დედა აქ ჰყავდა და მისგან ყველა დეტალი შევიტყვეთ, რაც სოჭისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. მოსკოველები კიევში წავიდნენ. გურჯიევი, თავის ოთხ თანამგზავრთან ერთად, ტიფლისში ჩავიდა. გაზაფხულზე გავიგეთ, რომ იგი ტიფლისში ახალ ადამიანებთან ერთად აგრძელებდა მუშაობას, ახალი მიმართულებით, რომელიც ხელოვნების ძირითად მიმართულებას, ანუ მუსიკის, ცეკვის და რიტმის სავარჯიშოებს ეფუძნებოდა. 

 ზამთრის ბოლოს, როცა ცხოვრების პირობები ოდნავ გამარტივდა, ჩემი შენიშვნების და გურჯიევის დიაგრამების გადახედვა დავიწყე, რომელთაც გურჯიევის ნებართვით პეტერბურგში ყოფნიდან მოყოლებული ვინახავდი. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ენეაგრამამ მიიპყრო. ენეაგრამას განმარტება აშკარად არ იყო დასრულებული და ვიგრძენი, რომ მასში შესაძლო გაგრძელების შესახებ მინიშნებები იმყოფებოდა. ძალიან მალე დავინახე, რომ ეს გაგრძელება უნდა ვეძიოთ "ბიძგის" არასწორ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც ენეაგრამაში სოლ-ლა ინტერვალში შედის. შემდეგ ყურადღება მივაქციე ენეაგრამასთან კავშირში გაკეთებულ მოსკოვის კომენტარებს, სადაც "საკვების დიაგრამაში" სამი ოქტავის ერთმანეთთან დამოკიდებულებაზეა ნათქვამი. ენეაგრამა იმ სახით დავხატე, როგორადაც იგი მოგვცეს და დავინახე, რომ იგი გარკვეულ მომენტამდე "საკვების დიაგრამას" წარმოადგენდა. 

Screenshot 2024-08-09 at 11.45.32

  მესამე წერილი, ანუ მი-ფა "ინტერვალი", არის ადგილი, სადაც "ბიძგი" მოდის, რომელიც დო 192-ს მეორე ოქტავას აძლევს. როდესაც ოქტავის დასაწყისი ენეაგრამას დავამატე, დავინახე, რომ მეექვსე წერილი მოვიდა მეორე ოქტავის "ინტერვალზე", მი-ფა-ზე, მესამე ოქტავის დამატებითი ბიძგის, დო 48-ის სახით, რომელიც მოცემული მომენტიდან იწყება. ოქტავების დასრულებული გამოსახულება შემდეგნაირი გამოვიდა:

Screenshot 2024-08-09 at 11.45.49

  ეს იმას ნიშნავდა, რომ ენეაგრამაზე "ბიძგისთვის" არასწორი ადგილი არ არსებობდა. მეექვსე წერტილმა "ბიძგის" შემოსვლა მეორე ოქტავაში გვიჩვენა, რომელმაც მესამე ოქტავა დაიწყო. სამივე ოქტავამ სი 12-ს მიაღწია. პირველში ეს იყო სი, მეორეში სოლ, ხოლო მესამეში მი. მეორე ოქტავა, რომელიც ენეაგრამაში თორმეტთან მთავრდებოდა, უფრო შორს უნდა წასულიყო. მაგრამ, სი 12 და მი 12 დამატებით "ბიძგს" მოითხოვს. იმ დროისთვის ამ "ბიძგების" ბუნებაზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ მათზე მოგვიანებით ვისაუბრებ. 

 ვგრძნობდი, რომ ენეაგრამაში ძალიან ბევრი მასალა იმყოფებოდა. ციფრები 1, 2, 4, 5, 7 და 8, "საკვების დიაგრამის" მიხედვით, წარმოდგენილი იყო როგორც ორგანიზმის სხვადასხვა "სისტემები"; 1 - საჭმლის მომნელებელი სისტემა, 2 - სასუნთქი სისტემა, 4 - სისხლის ნაკადი, 5 - ტვინი, 7 - ზურგის ტვინი, 8 - სიმპათიკური სისტემა და სასქესო ორგანოები. ამ შინაგანის ხაზების მიმართულებამ 1428571, ორგანიზმში აჩვენა არტერიული სისხლის დინების და გადანაწილების მიმართულება, შემდეგ კი აჩვენა მისი დაბრუნება, ვენური სისხლის სახით. განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ დაბრუნების წერტილი იყო არა გული, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემა. რომელიც მართლაც ასეა, რადგან ვენური სისხლი უპირველეს ყოვლისა საჭმლის მონელების პროდუქტებთან არის შერეული, შემდეგ მარჯვენა პარკუჭის გავლით შემდეგ მარჯვენა ყურისკენ, შემდეგ ფილტვებში ჟანგბადს შეიწოვს და იქიდან მარცხენა პარკუჭში გადადის, საიდანაც აორტის გავლით არტერიულ სისტემაში აგრძელებს. 

 ენეაგრამის შემდგომი შესწავლისას დავინახე, რომ შვიდი წერტილი შესაძლოა განასახიერებდეს ანტიკური სამყაროს შვიდ პლანეტას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენეაგრამა შესაძლოა ასტრონომიული სიმბოლო იყოს. როდესაც პლანეტების წესრიგი კვირის დღეების მიხედვით დავალაგე, შემდეგი სურათი მივიღე:

Screenshot 2024-08-09 at 11.46.08

 უფრო შორს წასვლა აღარ მიცდია, რადგან საჭირო წიგნები თან არ მქონდა და ძალიან ცოტა დრო იყო. 

 "მოვლენები" ფილოსოფიურ სპეკულაციებს დროს არ აძლევდა. ადამიანს სიცოცხლეზე უნდა ეფიქრა, ანუ უბრალოდ და სრულიად ნათლად უნდა ეფიქრა, სად შეიძლებოდა და ცხოვრება და მუშაობა. რევოლუცია და ყველაფერი, რაც მასთან იყო დაკავშირებული, ჩემში ღრმა ფიზიკური ზიზღის შეგრძნებას აღძრავდა. ამასთან, "თეთრების" მიმართ სიმპათიის მიუხედავად, მათი გამარჯვების არ მჯეროდა. ბოლშევიკები არ ყოყმანობდნენ რაიმეს დაპირებას, რისი შესრულება არც მათ და არც სხვა ვინმეს შეეძლო. მათი მთავარი ძალა ამაში მდგომარეობდა. იყო რაღაც, რაშიც მათ ვერავინ გაუწევდა კონკურენციას. ამის გარდა, მათ ჰქონდათ გერმანიის მხარდაჭერა, რომელიც მომავალში შურისძიების შესაძლებლობას ხედავდა. მოხალისეთა არმიამ, რომელმაც ბოლშევიკებისგან გაგვათავისუფლა, მათთან ბრძოლა შეძლო და დაამარცხა კიდეც ისინი. მაგრამ, მან ვერ შეძლო, განთავისუფლებული პროვინციებისთვის ცხოვრების მიმდინარეობა სათანადოდ მოეწყო. ლიდერებს არც პროგრამა ჰქონდათ, არც ცოდნა და არც გამოცდილება. რა თქმა უნდა, მათგან ამის მოთხოვნა არ შეიძლებოდა. მაგრამ, ფაქტები ფაქტებია. სიტუაცია ძალიან არასტაბილური იყო და ტალღა, რომელიც ჯერ კიდევ მოსკოვისკენ ტრიალებდა, შესაძლოა უკან ნებისმიერ დღეს დაბრუნებულიყო. 

 საზღვარგარეთ წასვლა საჭირო იყო. ჩემს საბოლოო მიზნად, ლონდონი დავისახე. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ უფრო მეტ ადამიანს ვიცნობდი, ხოლო მეორეც იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ინგლისელებს შორის ახალი იდეების მიმართ უფრო დიდი გამოხმაურება და ინტერესი უნდა მეპოვა, რომელთაც ამჟამად ვფლობდი, ვიდრე ოდესმე. თანაც, ომამდე, როდესაც ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე ლონდონში ყოფნისას, ომი დაწყებისას და ჩემი მოგზაურობიდან დაბრუნებისას გადავწყვიტე, რომ გამომეცა წიგნი, რომელიც 1911 წელს დავიწყე, სახელწოდებით "კოდების სიბრძნე", რაც შემდგომში "სამყაროს ახალი მოდელი"-ს სახელით გამოჩნდა. ამ წიგნის რუსეთში გამოცემა - რომელშიც რელიგიისა და განსაკუთრებით ახალი აღთქმის შესწავლის მეთოდებს შევეხე - არ შეიძლებოდა. 

 ამიტომ, ლონდონში გამგზავრება და იქ პეტერბურგის მსგავსად, ლექციებისა და ჯგუფების მოწყობა გადავწყვიტე. ეს მხოლოდ სამწლინახევრის შემდეგ მოხდა

 1919 წლის ივნისის დასაწყისში, ესენტუკის დატოვება საბოლოოდ მოვახერხე. იმ დროისთვის საკმაო სიმშვიდე იყო და ცხოვრება ცოტათი აღდგა. მაგრამ, ამ სიმშვიდეს არ ვენდობოდი. საზღვარგარეთ წასვლა საჭირო იყო. ჯერ როსტოვში წავედი, შემდეგ კი ეკატერინოდარში და ნოვოროსიისკში, შემდეგ ისევ ეკატერინოდარში დავბრუნდი. ეკატერინოდარი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი გახლდათ. იქ ჩვენი კომპანიის რამდენიმე წევრს შევხვდი, რომლებმაც ესენტუკი უფრო ადრე დატოვეს, ხოლო პეტერბურგიდან რამდენიმე მეგობარს და ნაცნობსაც შევხვდი. 

 ჩემს მეხსიერებაში, ერთ-ერთი პირველი საუბარი რჩება. 

 ჩემმა პეტერბურგელმა მეგობარმა მკითხა, გურჯიევის სისტემაზე და საკუთარ თავზე მუშაობაზე საუბრისას, შემეძლო თუ არა რაიმე პრაქტიკულ შედეგზე საუბარი. 

 ყველაფერი გავიხსენე, რაც წინა წლის განმავლობაში განვიცადე, განსაკუთრებით გურჯიევის წასვლის შემდეგ და ვთქვი, რომ რომ უცნაური თავდაჯერებულობა შევიძინე, რომლის განსაზღვრებასაც ერთი სიტყვით ვერ ვახერხებდი, მაგრამ, მისი აღწერა შემეძლო. 

 - ეს არ არის თავდაჯერებულობა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. - ვთქვი მე. - პირიქით, ეს არის თავდაჯერებულობა საკუთარი თავის უმნიშვნელობის დანახვაში, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით. მაგრამ, რაშიც თავდაჯერებული ვარ ის არის, რომ თუ რაიმე უბედურება შემემთხვეოდა, ისევე როგორც გასული წლის განმავლობაში ეს ჩემს ბევრ მეგობარს გადახდა, ასეთ დროს მოვლენას "მე" კი არ შევხვდებოდი, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, არამედ ამას ჩემში არსებული "სხვა მე" შეხვდებოდა, რომელიც მოცემული მოვლენის თანაბარი იქნებოდა. ორი წლის წინ გურჯიევმა მკითხა, ვიგრძენი თუ არა ჩემს შიგნით "ახალი მე". მისთვის უნდა მეპასუხა, რომ არანაირ ცვლილებას არ ვგრძნობდი. ახლა ამაზე საუბარი შემიძლია. ახლა შემიძლია ავხსნა, როგორ ხდება ცვლილება. იგი ერთბაშად არ ხდება, ანუ ვგულისხმობ, რომ ცვლილება ცხოვრების ყველა მომენტს არ მოიცავს. ყველა სახის ჩვეულებრივი ცხოვრება, ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ რაღაც დიდი უნდა მოხდეს, რაც ყველა ნერვის დაძაბვას მოითხოვს, მაშინ უკვე ვიცი, რომ ეს დიდი რაღაც შეხვდება არა პატარა "მე"-ებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ, არამედ სხვას, ბევრად დიდს, რომელსაც ვერაფერი შეაშინებს და იგი ყველაფერს გაუტოლდება, რაც მოხდება. ამის უკეთ აღწერა არ შემიძლია. მაგრამ, ეს ჩემთვის ფაქტია. ეს ფაქტი ჩემთვის ნამდვილად კავშირშია მოცემულ სამუშაოსთან. შენ ჩემი ცხოვრების შესახებ იცი და კარგად უწყი, რომ ბევრი რაღაცის არ მეშინოდა, როგორც შინაგანის, ასევე გარეგანის, რისაც ადამიანებს ხშირად ეშინიათ ხოლმე. მაგრამ, ეს რაღაც განსხვავებულია, მას სხვანაირი გემო აქვს. ამიტომ, ახლა ვიცი, რომ ეს ახალი თავდაჯერებულობა უბრალოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად არ მოდის, არამედ ეს არის იმ სამუშაოს შედეგი, რომელიც ოთხი წლის წინ დავიწყე. 

 ეკატერინოდარში და შემდეგ როსტოვში, ზამთრის მანძილზე მცირე ჯგუფი შევაგროვე და წინა ზამთარში შემუშავებული გეგმის მიხედვით, მათ ლექციები წავუკითხე, რომლებიც გურჯიევის სისტემას ასახავდნენ, ისევე როგორც ჩვეულებრივი ცხოვრების საგნებს, რაც მასთან იყო კავშირში. 

 1919 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ეკატერინოდარში და ნოვოროსიისკში გურჯიევისგან ორი წერილი მივიღე. იგი წერდა, რომ ტიფლისში, ძალიან ფართო პროგრამაზე დაფუძნებული, "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" გახსნა. ტექსტს მოჰყვებოდა "განმარტება", რომელიც ასე იწყებოდა:

 "ეროვნული განათლების მინისტრის ნებართვით, ტიფლისში იხსნება გ.ი.გ.-ს სისტემაზე დაფუძნებული, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". ინსტიტუტი იღებს ორივე სქესის ბავშვებსა და მოზარდებს. სწავლა ჩატარდება დილით და საღამოს. შესასწავლი საგნებია: ყველა სახის ტანვარჯიში (რიტმული, სამკურნალო და სხვა). ნების, მეხსიერების, ყურადღების, სმენის, აზროვნების, ემოციების, ინსტინქტის და ა.შ. სავარჯიშოები"

 ამას ემატებოდა:

 "...გ.ი.გ-ს სისტემა უკვე მოქმედებდა დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბომბეი, ალექსანდრია, ქაბული, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, კრისტიანია, სტოკჰოლმი, მოსკოვი, ესენტუკი და საერთოდ ყველა ჭეშმარიტი საერთაშორისო და მშრომელი საძმოების დეპარტამენტებში და სახლებში. 

 განცხადების ბოლოს, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის "სპეციალისტი მასწავლებლების" სიაში საკუთარი თავი აღმოვაჩინე, ისევე როგორც პ., "მექანიკური ინჟინერი" და ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ამ დროისთვის ნოვოროსიისკში ცხოვრობდა და ტიფლისში წასვლას არ აპირებდა.

 გურჯიევი წერილში წერდა, რომ ამზადებდა ბალეტს, სახელად "გრძნეულთა ბრძოლა". მან წარსულ სიძნელეებზე ყოველგვარი ხაზგასმის გარეშე მასთან ტიფლისში მისვლა და მუშაობა შემომთავაზა. ეს მისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, იქ ვერ მივედი. პირველ რიგში, სახეზე იყო ძალიან ბევრი მატერიალური დაბრკოლება და შემდგომ, ის სირთულეები, რომლებიც ესენტუკში წარმოიშვა, ჩემთვის ძალიან რეალური გახლდათ. გურჯიევის დატოვების გადაწყვეტილება ძვირი დამიჯდა და მას ასე ადვილად ვერ დავთმობდი, მით უმეტეს, რომ მისი ყოველი მოტივი უნდა დაგვენახა. უნდა ვაღიარო, რომ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის პროგრამით დიდად ენთუზიაზმით განწყობილი არ ვიყავი. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ გურჯიევი აშკარად ვალდებული იყო მისი მუშაობის ერთგვარი გარეგნული ფორმა მოეცა, როგორც მან ესენტუკში გააკეთა და რომ ეს გარეგნული ფორმა გარკვეულწილად კარიკატურის ხასიათს ატარებდა. მაგრამ, იმასაც მივხვდი, რომ ამ გარეგნული ფორმის უკან იგივე რაღაც იდგა, რაც ადრე და ეს ვერ შეიცვლებოდა. მე მხოლოდ ამ გარეგნულ ფორმასთან საკუთარი ადაპტაციის უნარი მეეჭვებოდა. ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე ისევ მომიწევდა გურჯიევთან შეხვედრა. 

 პ. მაიკოპიდან ეკატერინოდარში ჩავიდა და ჩვენ ერთად ბევრი ვისაუბრეთ გურჯიევის სისტემის შესახებ. პ. საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. მაგრამ, ისე მომეჩვენა, რომ ჩემი იდეის გაზიარებამ, რომლითაც აუცილებელი იყო გურჯიევისა და მისი სისტემის ერთმანეთისგან განცალკევება, მას საკითხებში უკეთესად გარკვევის საშუალება მისცა. 

 

 ჩემმა ჯგუფებმა ძალიან დამაინტერესა. მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა დავინახე. სისტემის იდეებმა გამოხმაურება პოვა და აშკარად უპასუხა ადამიანების საჭიროებებს, რომლებთაც სურდათ გაეგოთ, რა ხდებოდა მათში და მათ გარშემო. ჩვენს ირგვლივ რუსეთის ისტორიის დასასრულის მცირე ეპილოგი თამაშდებოდა, რამაც ასე შეაშინა ჩვენი მეგობრებიც და "მოკავშირეებიც". ჩვენს წინ ყველაფერი საკმაოდ ბნელი იყო. როსტოვში შემოდგომაზე და ზამთრის დასაწყისში ვიყავი. იქ შევხვდი პეტერბურგის კომპანიის რამდენიმე წევრს, რომლებიც კიევიდან ჩამოვიდნენ. ზ.-ც, პ.-ს მსგავსად, მთელი სამუშაოს მიმართ ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი. ჩვენ ერთ კვარტალში დავსახლდით და როგორც ჩანს, ჩემთან საუბარმა იგი აიძულა ბევრი რამისთვის გადაეხედა და დარწმუნებულიყო, რომ თავდაპირველი შეფასება სიმართლეს შეესაბამებოდა. მან გადაწყვიტა, ტიფლისში გურჯიევთან წასვლა ეცადა. მაგრამ, ეს მისი ბედისწერა არ აღმოჩნდა. როსტოვიდან თითქმის ერთსა და იმავე დროს წამოვედით, იგი ჩემს შემდეგ ერთ-ორ დღეში წავიდა, მაგრამ ნოვოროსიისკში უკვე ავად იყო, იგი 1920 წლის იანვრის პირველ დღეებში, ჩუტყვავილით გარდაიცვალა. 

 კონსტანტინოპოლში გამგზავრება მალევე მოვახერხე. იმ დროს კონსტანტინოპოლი რუსებით იყო სავსე. პეტერბურგიდან ნაცნობებს შევხვდი და მათი დახმარებით "რუსკი მიაკში" ლექციების კითხვა დავიწყე. საკმაოდ დიდი აუდიტორია შევაგროვე, ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარი. მე განვაგრძობდი როსტოვსა და ეკატერინოდარში დაწყებული იდეების შემუშავებას, ეზოთერიზმის იდეასთან ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური იდეების დაკავშირებით. 

 გურჯიევისგან შემდგომი წერილები არ მიმიღია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ კონსტანტინოპოლში მოვიდოდა. იგი ივნისში რეალურად ჩამოვიდა, საკმაოდ დიდ კომპანიასთან ერთად. 

 ყოფილ რუსეთში, თუნდაც მის შორეულ გარეუბნებში, მუშაობა შეუძლებელი გახდა და ჩვენც თანდათან ვუახლოვდებოდით იმ პერიოდს, რომელზეც სანკტ-პეტერბურგში მქონდა წინასწარ ნაფიქრი, ე.ი. ევროპაში მუშაობას.

 გურჯიევის დანახვა ძალიან გამიხარდა და მე პირადად მაშინ მეჩვენებოდა, რომ სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ყოფილი სირთულის გვერდის ავლა შეიძლებოდა და გურჯიევთან მუშაობას ისევ ძველებურად შევძლებდი, როგორც პეტერბურგში. გურჯიევი ჩვენს ლექციებზე მივიყვანე და გავაცანი ყველა ადამიანი, რომლებიც ლექციებზე მოდიოდნენ, განსაკუთრებით ოცდაათკაციანი მცირე ჯგუფი, რომელიც მას "მიაკის" ოფისებში შეხვდა. 

 იმ დროს გურჯიევმა თავისი შემოქმედების ცენტრალური პოზიცია ბალეტს დაუთმო. გარდა ამისა, მას სურდა, რომ ტიფლისის ინსტიტუტის გაგრძელება კონსტანტინოპოლში მოეწყო, სადაც ცეკვებს და რიტმულ ვარჯიშებს ექნებოდათ ადგილი, რაც ხალხს ბალეტში მონაწილეობის მისაღებად მოამზადებდა. მისი იდეის მიხედვით, ბალეტი სკოლა უნდა გახდეს. მე მისი ბალეტის სცენარი დავამუშავე და ამ აზრის გაგება უკეთ დავიწყე. ბალეტის ცეკვები და ყველა სხვა "ნომერში", "რევიუ" ხანგრძლივ და სრულიად განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვდა. ადამიანები, რომლებიც ბალეტისთვის ემზადებოდნენ და მასში მონაწილეობას იღებდნენ, ვალდებულნი იყვნენ ესწავლათ და შეეძინათ საკუთარი თავის კონტროლი, ამ გზით კი ცნობიერების უმაღლესი ფორმების გამომჟღავნება. ბალეტი გახდა ცეკვების, ვარჯიშების და სხვადასხვა დერვიშული ცერემონიების აუცილებელი ნაწილი, ისევე როგორც ბევრი ნაკლებად ცნობილი აღმოსავლური ცეკვები.

 ჩემთვის ძალიან საინტერესო დრო იყო. გურჯიევი ჩემთან, პრინკიპოში ხშირად მოდიოდა. კონსტანტინოპოლის ბაზრობების გავლით ვსეირნობდით. ჩვენ მეჰლევის დერვიშებთან წავედით და მან რაღაც ამიხსნა, რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი. მეჰლევის დერვიშების ტრიალის მორევი ტვინის სავარჯიშოს წარმოადგენდა, რომელიც დათვლაზე იყო დაფუძნებული, იმ ვარჯიშების მსგავსად, რაც მან ესენტუკში გვაჩვენა. ზოგჯერ მასთან ერთად დღეები და ღამეები ვმუშაობდი. ჩემს მეხსიერებაში რჩება ერთი ასეთი ღამე, როდესაც დერვიშთა სიმღერა, "გრძნეულთა ბრძოლა" "ვთარგმნეთ". მე დავინახე გურჯიევი, მხატვარი და პოეტი, რომელიც მას ასე საგულდაგულოდ ჰყავდა შიგნით დამალული, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. ამ თარგმანით გურჯიევი იხსენებდა სპარსულ ლექსებს, ხანდახან საკუთარ თავს ჩუმად უმეორებდა და შემდეგ რუსულად მითარგმნიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, როდესაც ფორმების, სიმბოლოების და ასიმილაციების ორომტრიალში სრულიად გავქრი, მან თქვა:

 - ახლა, აქედან ერთი ხაზი გააკეთე. - რიტმისთვის რაიმე ზომის შექმნა არ მიცდია. ეს სრულიად შეუძლებელი იყო. გურჯიევმა გააგრძელა და თხუთმეტი წუთის შემდეგ ისევ თქვა, - ეს სხვა ხაზია. - ეს იყო კუმბარაჯის ქუჩაზე, რუსეთის ყოფილი საკონსულოს ქვემოთ. საბოლოოდ, ქალაქმა გამოღვიძება დაიწყო. ალბათ, ხუთი სტროფი მქონდა დაწერილი, როდესაც მეხუთე ლექსის ბოლო სტრიქონზე გაჩერდა. ჩემს ტვინს მეტი ძალისხმევის გაღება აღარ შეეძლო. გურჯიევს გაეცინა, მაგრამ ისიც დაღლილი იყო და გაგრძელება აღარ შეეძლო. ასე რომ, ლექსი ისეთად დარჩა, როგორიც იყო, დაუმთავრებელი, რადგან იგი ამ სიმღერას არასოდეს მიბრუნებია. 

 ასე გავიდა ორი-სამი თვე. მისი ინსტიტუტის ორგანიზებაში გურჯიევს ყველანაირად ვეხმარებოდი. მაგრამ, თანდათან ჩემს წინაშე იგივე სირთულეები წამოიჭრა, რაც ესენტუკში. ამიტომ, როდესაც ინსტიტუტი გაიხსნა (მგონი ოქტომბერში), მათთან ყოფნა ვერ შევძელი. იმისათვის, რომ გურჯიევი არ შემეფერხებინა ან ჩემს ლექციებზე მოსულთა შორის რაიმე უთანხმოება არ წარმოქმნილიყო, ჩემი ლექციები დავასრულე და კონსტანტინოპოლის მონახულება შევწყვიტე. რამდენიმე მათგანი, ვინც ჩემს ლექციებზე მოდიოდა, პრინკიპოში მესტუმრა და კონსტანტინოპოლში დაწყებული მოლაპარაკებები იქ გავაგრძელეთ. 

 ორი თვის შემდეგ, როდესაც გურჯიევის მუშაობა უკვე კონსოლიდირებული იყო, კონსტანტინოპოლის "მიაკში" ლექციების კითხვა ისევ დავიწყე, რაც კიდევ ექვსი თვის მანძილზე გაგრძელდა. დროდადრო გურჯიევის ინსტიტუტს ვსტუმრობდი, ხანდახან კი თავად მოდიოდა ჩემთან, პრინკიპოში. ჩვენს შორის არსებული შინაგანი ურთიერთობა ძალიან კარგად რჩებოდა. გაზაფხულზე მან თავის ინსტიტუტში ლექციების წაკითხვა შემომთავაზა და იქ კვირაში ერთხელ ლექციების კითხვა დავიწყე, რომელშიც მონაწილეობას თავად გურჯიევიც იღებდა. 

 ზაფხულის დასაწყისში გურჯიევმა ინსტიტუტი დახურა და პრინკიპოში წავიდა. სადღაც ამ დროს მე მას დეტალურად ვუთხარი გეგმის შესახებ, რომელიც წიგნისთვის მქონდა შედგენილი, სადაც პეტერბურგის ლექციები მქონდა განვრცობილი, საკუთარი კომენტარებით. იგი ამ გეგმას დათანხმდა და უფლება მომცა წიგნი დამეწერა და გამომექვეყნებინა. ამ დრომდე ვემორჩილებოდი ყველასთვის სავალდებულო ზოგად წესს, რომელიც გურჯიევის სამუშაოს ეხებოდა. ამ წესის თანახმად, არავითარ შემთხვევაში არავის ჰქონდა იმის უფლება, რომ მის იდეებთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე დაეწერა, ან მუშაობის სხვა მონაწილეებთან დაკავშირებით, ასევე არ შეიძლებოდა წერილების, შენიშვნების შენახვა და ასე შემდეგ, მით უმეტეს, რაიმეს გამოქვეყნებას. პირველ წლებში, გურჯიევი მტკიცედ ამტკიცებდა ამ წესის სავალდებულო ხასიათს და ითვლებოდა, რომ სამუშაოში მიღებული ყველა წევრი სიტყვას იტყოდა, რომ არაფერს დაწერდა (ამაში უთქმელად იგულისხმება გამოქვეყნების აკრძალვა) გურჯიევისგან სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც გურჯიევის სამუშაოს დატოვებას გულისხმობდა. 

 ეს იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური წესი. ყოველი ახალი ადამიანი, ვინც შემოგვიერთდა, ამ წესის შესახებ იგებდა და იგი ფუნდამენტურად და სავალდებულოდ ითვლებოდა. მაგრამ, შემდგომში გურჯეივმა თავის სამუშაოში ისეთი ადამიანები მიიღო, რომლებიც ამ წესს ყურადღებას არ აქცევდნენ ან მათი გათვალისწინება არ სურდათ. გურჯიევის შემოქმედებაში ეს სხვადასხვა აღწერილობების შემდგომ გამოჩენას ხსნის. 

 1921 წლის ზაფხული კონსტანტინოპოლში გავატარე და აგვისტოში ლონდონში გავემგზავრე. ჩემს გამგზავრებამდე გურჯიევმა შემომთავაზა, მასთან ერთად გერმანიაში წავსულიყავი, სადაც იგი კიდევ ერთხელ აპირებდა თავისი ინსტიტუტის გახსნას და ბალეტის მომზადებას. პირველ რიგში, მე არ მჯეროდა, რომ გერმანიაში სამუშაოს ორგანიზება შესაძლებელი იყო, ხოლო მეორეც, არ მჯეროდა, რომ გურჯიევთან მუშაობას შევძლებდი.

 ლონდონში ჩასვლიდან მალევე, კონსტანტინოპოლსა და ეკატერინოდარში დაწყებული ლექციები განვაგრძე. გავიგე, რომ გურჯიევი, მისი ტიფლისის კამპანიასთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ჩემს კონსტანტინოპოლელ ხალხთან ერთად, რომლებიც მათ შეუერთდნენ. მან ბერლინსა და დრეზდენში სამუშაოს ორგანიზება სცადა და აპირებდა, რომ  Dalcroze in Helleran near Dresden-ის ყოფილი ინსტიტუტის ბინები შეეძინა. მაგრამ, აქედან არაფერი გამოვიდა და შეთავაზებულ შესყიდვასთან დაკავშირებით რამდენიმე უცნაური მოვლენა მოხდა, რომელიც სასამართლო პროცესით დასრულდა. 1922 წლის თებერვალში გურჯიევი ლონდონში ჩამოვიდა: ერთის მხრივ იგი მე მოვიწვიე, რა თქმა უნდა, საკუთარ ლექციებზე და ყველა გავაცანი, ვინც ლექციებზე დასასწრებად მოდიოდა. ამჯერად ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ბევრად უფრო განსაზღვრული იყო. მე ჯერ კიდევ ძალიან ბევრს ველოდი მისი სამუშაოსგან და გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მას ინსტიტუტისა და ბალეტის ორგანიზებაში დასჭირდებოდა. მაგრამ, არ მჯეროდა, რომ მასთან მუშაობა შესაძლებელი იქნებოდა. ისევ დავინახე ყველა წინა დაბრკოლება, რომელმაც ესენტუკში დაიწყო გამოჩენა. ამჯერად ეს დაბრკოლებები მის ჩამოსვლამდე გამოჩნდა. გარეგნული სიტუაცია ისე გამოიყურებოდა, რომ გურჯიევმა ძალიან ბევრი გააკეთა მისი გეგმების შესასრულებლად. მთავარი ის იყო, რომ ხალხის გარკვეული რაოდენობა, დაახლოებით ოცი ადამიანი, მუშაობის დასაწყებად მზად იყო. ბალეტისთვის მუსიკა თითქმის მომზადებული იყო (ცნობილ მუსიკოსთან თანამშრომლობით). ინსტიტუტის ორგანიზაცია შემუშავებული იყო. მაგრამ, ამ ყველაფრის პრაქტიკაში განსახორციელებლად საკმარისი ფული არ იყო. ჩამოსვლიდან მალევე, გურჯიევმა თქვა, რომ ინსტიტუტის ინგლისში გახსნას ფიქრობდა. ჩემს ლექციებზე მისულთაგან ბევრი ამ იდეით დაინტერესდა და ბიზნესის მატერიალური მხარის დასაფარად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. გარკვეული თანხა გურჯიევს მაშინვე გადაეცა, რათა მთელი თავისი ჯგუფის ინგლისში მგზავრობა მოემზადებინა. ჩემი ლექციები იმასთან კავშირში გავაგრძელე, რაც გურჯიევმა თქვა ლონდონში ყოფნისას. მაგრამ, თავად გადავწყვიტე, რომ ინსტიტუტის ლონდონში გახსნის შემთხვევაში, პარიზში ან ამერიკაში წავიდოდი. ინსტიტუტი საბოლოოდ გაიხსნა ლონდონში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ფუნქციონირება ვერ გააგრძელა. მაგრამ ჩემმა ლონდონელმა მეგობრებმა და იმათ, ვინც ლექციებზე დადიოდა, საკმაო ფული შეაგროვეს, რითაც გურჯიევმა ფონტენბლოს მახლობლად, ისტორიული  Chateau Prieuré in Avon near Fontainebleau შეიძინა, უზარმაზარ მიტოვებულ პარკთან ერთად, ხოლო 1922 წლის შემოდგომაზე იქ თავისი ინსტიტუტი გახსნა. იქ ძალიან ჭრელი კომპანია შეიკრიბა. ნახავდით, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას, რომელთაც პეტერბურგი ახსოვდათ, ასევე იყვნენ გურჯიევის მოსწავლეები ტიფლისიდან. იქ იყვნენ კონსტანტინოპოლში და ლონდონში ჩემს ლექციებზე მოსული ადამიანები. ეს უკანასკნელი რამდენიმე ჯგუფად დაიყო. ჩემი აზრით, რამდენიმე ძალიან ჩქარობდა, რათა ინგლისში მათი ჩვეული ოკუპაციისთვის უარი ეთქვათ, რათა გურჯიევს გაჰყოლოდნენ. მე მათთვის არაფრის თქმა შემეძლო, რადგან მათ თავიანთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, როდესაც ამაზე დამელაპარაკნენ. ვფიქრობდი, რომ ისინი იმედგაცრუებას შეხვდებოდნენ, რადგან გურჯიევის მუშაობა არასაკმარისად ორგანიზებული და არასტაბილური მეჩვენებოდა. მაგრამ, ამავდროულად არ შემეძლო, საკუთარ მოსაზრებებში დარწმუნებული ვყოფილიყავი და მათში ჩარევა არ მსურდა, რადგან, თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა და ჩემი შიში მცდარი აღმოჩნდებოდა, მაშინ ისინი თავიანთი გადაწყვეტილებით უდავოდ მოიგებდნენ. 

 სხვები ჩემთან ცდილობდნენ მუშაობას, მაგრამ რატომღაც ჩამომშორდნენ და ახლა ვფიქრობ, რომ მათთვის გურჯიევთან მუშაობა უფრო მარტივი იქნებოდა. ისინი განსაკუთრებით მოხიბლულნი იყვნენ იდეით, რასაც მოკლე გზას უწოდებენ. როდესაც მათ რჩევა მკითხეს, მე რა თქმა უნდა, ფონტენბლოში წასვლა და გურჯიევთან მუშაობა ვურჩიე. იყვნენ სხვებიც, რომლებიც გურჯიევისგან დროებით, ორი კვირით ან ერთი თვით მოდიოდნენ. ეს ის ხალხი იყო, ვინც ჩემს ლექციებს ესწრებოდა და გადაწყვეტილების მიღება თავად არ სურდათ, თუმცა სხვისი გადაწყვეტილების შესახებ როდესაც გაიგეს, ჩემთან მოვიდნენ და მკითხეს, უნდა დაეთმოთ თუ არა ყველაფერი და ფონტენბლოში წასულიყვნენ, იყო თუ არა ეს სამუშაოს გაგრძელების ერთადერთი გზა. ამაზე ვპასუხობდი, რომ იქამდე უნდა დალოდებოდნენ, სანამ მათთან ერთად ვიყავი. 

 Chateau Prieuré-ში პირველად 1922 წლის ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში ჩავედი. ძალიან საინტერესო და სიცოცხლით სავსე მუშაობა მიმდინარეობდა. ცეკვისა და ვარჯიშისთვის პავილიონი აშენდა, სახლის მოვლა ორგანიზებული იყო, სახლი დასრულებული გახლდათ და ასე შემდეგ. მთელი ატმოსფერო ძალიან სწორი იყო და მან ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა. მახსოვს ერთი საუბარი, მისის ქეთრინ მენსფილდთან, რომელიც მაშინ იქ ცხოვრობდა. ეს იყო მის სიკვდილამდე არაუმეტეს სამი კვირით ადრე. მე მას გურჯიევის მისამართი თავად მივეცი. ჩემს ლექციებზე ორ-სამჯერ იყო ნამყოფი და შემდეგ ჩემთან იმის სათქმელად მოვიდა, რომ პარიზში მიდიოდა. რუსი ექიმი ტუბერკულოზს ელენთის რენტგენის დასხივებით მკურნალობდა. რა თქმა უნდა, არ შემეძლო, რომ მისთვის ამის შესახებ მეთქვა. უკვე მეჩვენებოდა, რომ იგი სიკვდილის შუა გზაზე იმყოფებოდა. მეგონა, რომ მან ეს კარგად იცოდა. 

 მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანი გაოცდებოდა მისი წყურვილით, უკანასკნელი დღეებისგანაც კი საუკეთესო გამოეყენებინა, რომ ჭეშმარიტება ეპოვა, რომლის არსებობაც აშკარად იგრძნო, მაგრამ ვერ ეხებოდა. არ მეგონა, რომ ისევ ვნახავდი. მაგრამ, უარს ვერ ვეტყოდი, როდესაც მან პარიზში მეგობრის მისამართი მთხოვა, იმ ადამიანების მისამართი, რომლებთანაც იგივე საკითხებზე შეძლებდა საუბარს, რაზეც ჩემთან ლაპარაკობდა. ასე რომ, მე მას კვლავ შევხვდი Prieuré-ში. შეღამებულზე, ერთ-ერთ სალონში ვისხედით და იგი სუსტი ხმით ლაპარაკობდა, რომელიც თითქოს სიცარიელიდან მოდიოდა, მაგრამ უსიამოვნო არ იყო. 

 "მე ვიცი, რომ ეს სიმართლეა და სხვა სიმართლე არ არსებობს. შენ იცი, რომ მე დიდი ხანია, ყველას გვიყურებენ, გამონაკლისის გარეშე, ისევე როგორც ადამიანებს, რომელთაც გემი ჩაეძირათ და დაუსახლებელ კუნძულზე ამოყვეს თავი, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ იციან. მაგრამ, ამ ხალხმა ეს იცის. დანარჩენები იქ, ცხოვრებაში, ისევ ფიქრობენ, რომ ხვალ მათთვის ორთქლმავალი მოვა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ამათ უკვე იციან, რომ ძველებურად არაფერი იქნება. ძალიან მიხარია, რომ აქ ყოფნა შემიძლია".

 ლონდონში დაბრუნების შემდეგ, მისი გარდაცვალების შესახებ მალევე გავიგე. გურჯიევი მის მიმართ ძალიან კეთილი იყო, იგი მის წასვლას არ ითხოვდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ქალბატონი ვეღარ იცოცხლებდა. ამისათვის გურჯიევმა დროთა განმავლობაში სათანადო რაოდენობის ტყუილი და ცილისწამება მიიღო.

 1923 წლის მანძილზე ფონტენბლოში, ანუ Prieuré-ში ხშირად დავდიოდი. 

 გახსნიდან მალევე, ინსტიტუტმა პრესის ყურადღება მიიპყრო და ერთი-ორი თვის მანძილზე ფრანგული და ინგლისური გაზეთები გურჯიევსა და მის მოსწავლეებს "ტყის ფილოსოფოსების" სახელით მოიხსენიებდნენ, გამოკითხვებს უტარებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ასე შემდეგ. 

 1922 წლიდან, გურჯიევის სამუშაო ძირითადად რიტმისა და პლასტიკის შესწავლის მეთოდების შემუშავებას ეძღვნებოდა. მას არასოდეს შეუწყვიტავს ბალეტზე მუშაობა, მასში დერვიშებისა და სუფიების სხვადასხვა ცეკვები შემოჰქონდა და იხსენებდა მუსიკას, რომელიც მრავალი წლის წინ აზიაში მოუსმენია. ამ სამუშაოში ძალიან ბევრი რამ ახალი და საინტერესო იყო. დერვიშის ცეკვები და მუსიკა ევროპაში უდავოდ პირველად იყო წარმოდგენილი. მათ ყველაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ვისაც ამის მოსმენა და დანახვა შეეძლო.

 Prieuré-ში ასევე ატარებდნენ ძალიან ინტენსიური მეხსიერების, ყურადღების, წარმოსახვის განვითარების და სხვათა ვარჯიშებს, "ფსიქიკური ფენომენების იმიტაციებთან" კავშირში. შემდეგ, ყველასთვის ბევრ სავალდებულო სამუშაოს ჰქონდა ადგილი, რომელიც დიდ შრომისმოყვარეობას, მუშაობის სიჩქარეს და სხვადასხვა პირობებს მოითხოვდა. 

 იმდროინდელი საუბრებიდან, განსაკუთრებით ერთი მახსენდება, რომელიც სუნთქვის მეთოდებთან იყო დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს საუბარი, სხვა რაღაცებთან ერთად შეუმჩნეველი დარჩა, მან განსახილველ საკითხზე სრულიად ახალი თვალსაზრისის შესაძლებლობა აჩვენა.

 - სწორი სავარჯიშოები, - თქვა ერთხელ გურჯიევმა, - იწყება სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით ორგანიზმის და მისი ცნობიერი და არაცნობიერი ფუნქციების ნებაზე დაქვემდებარებით. სუნთქვის დაუფლების გარეშე რაიმეს ათვისება შეუძლებელია. ამავე დროს, სუნთქვის დაუფლება არც ისე ადვილია. 

 უნდა გააცნობიეროთ, რომ სულ სამი სახის სუნთქვა არსებობს. პირველი არის ნორმალური სუნთქვა. მეორე არის "ინფლაცია". ხოლო მესამე არის სუნთქვა, რომელიც მოძრაობებს ახლავს თან. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ნორმალური სუნთქვა ქვეცნობიერად მიმდინარეობს, იგი მამოძრავებელი ცენტრის მიერ არის მართული და გაკონტროლებული. "ინფლაცია" არის ხელოვნური სუნთქვა. მაგალითად, თუ ადამიანი საკუთარ თავს ეტყვის, რომ შესუნთქვისას ათამდე დაითვლის, ხოლო ამოსუნთქვისას იმავეს გააკეთებს, ან რომ მარჯვენა ნესტოთი ჩაისუნთქავს და მარცხენით ამოისუნთქავს - ამას მაფორმირებელი აპარატი აკეთებს. სუნთქვა თავისთავად განსხვავებულია, რადგან მამოძრავებელი ცენტრი და მაფორმირებელი აპარატი კუნთების სხვადასხვა ჯგუფის მეშვეობით მოქმედებს. კუნთების ჯგუფი, რომელსაც მამოძრავებელი ცენტრი მართავს, არც არის ხელმისაწვდომი, იგივე ხდება მაფორმირებელი აპარატის შემთხვევაშიც. მაგრამ, მამოძრავებელი ცენტრის დროებითი გაჩერების შემთხვევაში, მაფორმირებელ აპარატს ეძლევა კუნთების ჯგუფი, რომელზე გავლენის მოხდენაც შეუძლია და რომლის დახმარებით სუნთქვის მექანიზმის ამოქმედების განხორციელებაა შესაძლებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი მუშაობა მამოძრავებელი ცენტრის მუშაობაზე უარესი იქნება და დიდხანს ვერ გაგრძელდება. წაიკითხეთ წიგნი "იოგის სუნთქვის" შესახებ. შენ წაკითხული გაქვს ან გსმენია განსაკუთრებული სუნთქვის შესახებ, მართლმადიდებლურ მონასტრებში "მენტალურ ლოცვასთან" არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთი და იგივეა. მაფორმირებელი აპარატიდან წარმოქმნილი სუნთქვა, სუნთქვა არ არის, არამედ ეს არის "ინფლაცია". იდეა ისაა, რომ თუ ადამიანი ასეთ სუნთქვას მაფორმიერებელი აპარატის მეშვეობით საკმაო ხანგრძლივობით ახორციელებს, როდესაც მამოძრავებელი ცენტრი უსაქმოდ რჩება, შესაძლოა იგი დაიღალოს არაფრის კეთებით და მაფორმირებელი აპარატის "იმიტაციაში" დაიწყოს მუშაობა. მართლაც, ზოგჯერ ასე ხდება. ამის მოხდენისთვის ბევრი პირობაა საჭირო. მარხვა, ლოცვა, მცირე ხნით ძილი და ორგანიზმისთვის ყველანაირი სირთულე და ტვირთი აუცილებელია. თუ სხეულს კარგად უვლიან, ეს არ მოხდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ფიზიკური სხეულის სავარჯიშოები მართლმადიდებლურ მონასტრებში არ არის? კარგით, მაშინ სცადეთ და ყველა წესის დაცვასთან ერთად შეასრულეთ ასი მეტანია. ზურგი იმდენად გეტკინებათ, როგორც ვერანაირი სახის ტანვარჯიში ვერ მოგცემთ.

 ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი აქვს: სწორ კუნთებში სუნთქვის შეტანა, მისი მამოძრავებელი ცენტრისთვის გადაცემა. როგორც ვთქვი, ზოგჯერ ეს წარმატებულია. მაგრამ, ყოველთვის არსებობს დიდი რისკი, რომ მამოძრავებელი ცენტრი გამართულად მუშაობის ჩვევას დაკარგავს და ვინაიდან მაფორმირებელი აპარატი მუდმივად ვერ მუშაობს (მაგალითად ძილის დროს), ხოლო მამოძრავებელ ცენტრს ამის გაკეთება არ უნდა, შედეგად მანქანა შესაძლოა ძალიან სამწუხარო სიტუაციაში აღმოჩნდეს. ადამიანი სუნთქვის შეწყვეტისგანაც კი შეიძლება, რომ დაიღუპოს. სუნთქვითი ვარჯიშებით აპარატის ფუნქციების დეზორგანიზაცია თითქმის გარდაუვალია, როდესაც ადამიანები "სუნთქვითი ვარჯიშების" გაკეთებას დამოუკიდებლად, წიგნებიდან ცდილობენ, სათანადო ინსტრუქციის გარეშე. მოსკოვში ჩემთან ბევრი ადამიანი მოდიოდა, რომელთაც თავიანთი მანქანების სწორი მუშაობა სრულიად დეზორგანიზებული ჰქონდათ ე.წ. "იოგური სუნთქვებით", რაც მათ წიგნებიდან ისწავლეს. წიგნები, რომლებიც ასეთი სავარჯიშოების გაკეთებას გირჩევენ, დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. 

 მაფორმირებელი აპარატიდან სუნთქვის კონტროლის მამოძრავებელ ცენტრში გადასვლა ვერასოდეს მიიღწევა დამწყებებს შორის. ამ გადასვლისთვის ორგანიზმის ინტენსივობამ ბოლო სტადიას უნდა მიაღწიოს, რასაც თვითონ ვერასოდეს გააკეთებს. 

 მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, არსებობს მესამე გზა - "სუნთქვა მოძრაობების გავლით". ამ მესამე გზას ადამიანის მანქანის დიდი ცოდნა სჭირდება და იგი გამოიყენება სკოლებში, რომლებსაც ძალიან სწავლული ადამიანები ხელმძღვანელობენ. შედარებისთვის, ყველა სხვა მეთოდი "ხელნაკეთი" და არასანდოა. 

 ამ მეთოდის ფუნდამენტური იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეულმა მოძრაობებმა და პოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერი სახის სუნთქვა, რომელიც გინდათ და იგი ამავდროულად ნორმალურ სუნთქვას განასახიერებს და არა "ინფლაციას". სირთულე იმის ცოდნაში მდგომარეობს, თუ რა მოძრაობები და რა პოზები ქმნიან ადამიანში გარკვეული სახის სუნთქვას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ თვალსაზრისით ადამიანები განსაზღვრული ტიპების გარკვეულ რაოდენობად იყოფა და თითოეულ ტიპს თავისი მოძრაობები უნდა გააჩნდეს, რადგან ერთი და იგივე მოძრაობა სხვადასხვა ტიპის სუნთქვას წარმოშობს. ადამიანი, რომელმაც მოძრაობა იცის და საკუთარ თავში ამა თუ იმ სახის სუნთქვას აწარმოებს, მას უკვე შეუძლია თავისი ორგანიზმის კონტროლი და ნებისმიერ მომენტში სურვილისამებრ აამოქმედებს ამა თუ იმ ცენტრს, ან იმ ნაწილის გაჩერებას გამოიწვევს, რომელიც მუშაობს. რა თქმა უნდა, ამ მოძრაობების ცოდნას და მის კონტროლს ისევე როგორც სამყაროში ყველაფერ დანარჩენს, საკუთარი ხარისხი გააჩნია. ადამიანს შეუძლია მეტი ან ნაკლები იცოდეს და უკეთესად ან უარესად გამოიყენოს. ამჟამად მხოლოდ პრინციპის გაგება არის აუცილებელი. 

 ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  საკუთარ თავში ცენტრების დაყოფის შესწავლასთან დაკავშირებით. მოცემული საკითხი ადრეც არაერთხელ იყო ნახსენები. შენ უნდა გესმოდეს, რომ თითოეული ცენტრი დაყოფილია სამ ნაწილად, "ინტელექტუალურ", "ემოციურ" და "მამოძრავებელ" ცენტრებად, იგივე პრინციპით კი თითოეული ეს ცენტრიც ასევე სამ ნაწილად იყოფა. გარდა ამისა, უპირველესად თითოეული ცენტრი ორ ნაწილად იყოფა: დადებითად და უარყოფითად. ყველა ნაწილში გვხვდება "რულონების" ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი ერთი ან მეორე მიმართულებით. ეს ხსნის ადამიანებს შორის განსხვავებებს, რასაც "ინდივიდუალობა" ჰქვია. რა თქმა უნდა, ამაში არავითარი ინდივიდუალობა არ არის, არამედ უბრალოდ "რულონებსა" და "ასოციაციებში" განსხვავებას აქვს ადგილი. 

 საუბარი შედგა ბაღის დიდ სტუდიაში, რომელიც გურჯიევის მიერ დერვიშულ ყაიდაზე იყო გაფორმებული.

 სხვადასხვა სახის სუნთქვის მნიშვნელობის ახსნის შემდეგ, მან ჯგუფში მყოფი წევრები ტიპების მიხედვით, სამ ჯგუფად დაყო. იქ ორმოცამდე ადამიანი იყო. გურჯიევის იდეა იმის ჩვენებაში მდგომარეობდა, თუ როგორ წარმოქმნიდა ერთი და იგივე მოძრაობები სხვადასხვა ადამიანებთან "სუნთქვის მომენტებს", მაგალითად, ზოგთან ჩასუნთქვით, სხვებთან კი ამოსუნთქვით. და როგორ შეიძლება სხვადასხვა მოძრაობებმა და პოზებმა წარმოქმნას ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ან სუნთქვის შეკავების ერთი და იგივე მომენტი. 

 მაგრამ, ეს ექსპერიმენტი არ დასრულებულა. რამდენადაც ვიცი, გურჯიევს ამ თემაზე აღარ უსაუბრია. 

 

 ამ პერიოდში გურჯიევმა რამდენჯერმე მიმიწვია Prieuré-ში საცხოვრებლად. ამის ცდუნება დიდი იყო. მაგრამ, მიუხედავად გურჯიევის სამუშაოსადმი მთელი ჩემი ინტერესისა, მე ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი ამ სამუშაოში და მის მიმართულებას ვერ ჩავწვდი. ამავე დროს, არ შემეძლო არ დამენახა, როგორც ეს ესენტუკში 1918 წელს ვნახე, რომ თავად სამუშაოს ორგანიზებაში ბევრი დესტრუქციული ელემენტი არსებობდა და იგი ნაწილებად უნდა დაშლილიყო. 

 1923 წლის დეკემბერში, გურჯიევმა პარიზში, Theâtre des Champs Elysées-ში დერვიშთა ცეკვების, რიტმული მოძრაობების და სხვადასხვა სავარჯიშოების დემონსტრაციები მოაწყო. 

 ამ დემონსტრაციებიდან მალევე, 1924 წლის იანვრის დასაწყისში, გურჯიევი ლექციებისა დემონსტრაციების მოწყობის მიზნით, თავისი მოსწავლეების ნაწილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. 

 მისი წასვლის დღეს Prieuré-ში ვიყავი. ამ გამგზავრებამ 1918 წელს ესენტუკის დატოვების დიდი ნაწილი და ყველაფერი გამახსენა, რაც მასთან იყო დაკავშირებული. 

 ლონდონში დაბრუნებისას ჩემს ლექციებზე მოსულებს გამოვუცხადე, რომ ჩემი სამომავლო მუშაობა საკმაოდ დამოუკიდებლად წარიმართებოდა, ისევე, როგორც ეს 1921 წელს დაიწყო. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff