თავი მეთექვსმეტე - კითხვარი პროგრამისთვის - „შექმენი ახალი სხეული“
ეს კითხვარი შედგენილია დოქტორ მარკ ჰეიმანის ნაშრომის საფუძველზე და მისი ნებართვით გამოყენებულია ჩვენს პროგრამაში.
გაიხსენეთ და შეაფასეთ 0-დან 4-მდე შკალით თქვენი სიმპტომები, რომლებსაც ბოლო თვის განმავლობაში აკვირდებოდით. შეაფასეთ თქვენი მდგომარეობა „ახალი სხეულის შექმნის“ პროგრამის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.
ბალების შკალა:
0 = არასოდეს, ან თითქმის არასოდეს გამომიცდია.
1 = ზოგჯერ, მსუბუქი ფორმით.
2 = ზოგჯერ, მძიმე ფორმით.
3 = ხშირად, მსუბუქი ფორმით.
4 = ხშირად, მძიმე ფორმით.
ყურები
__ ქავილი ყურებში;
__ ტკივილები, ყურის ინფექციები;
__ გამონადენი ყურებიდან;
__ შუილი ყურებში
ჯამი __
საჭმლის მონელება
__ გულისრევა ან ღებინება
__ რეფლუქსი
__ დიარეა
__ ყაბზობა (შეკრულობა)
__ მუცლის შებერილობის შეგრძნება
__ ბოყინი ან გაზები;
__ გულძმარვა
__ კუჭ-ნაწლავის ტკივილები
ჯამი __
ფილტვები
__ გულ-მკერდის ჰიპერემია
__ ასთმა, ბრონქიტი
__ სუნთქვის გაძნელება
__ ქოშინი
ჯამი __
კანი
__ აკნე
__ გამონაყარი, კანის სიმშრალე
__ თმის ცვენა
__ სახეზე წამოხურება
__ გადაჭარბებული ოფლიანობა
ჯამი __
სახსრები და კუნთები
__ ტკივილი
__ ართრიტი
__ შებოჭილობა
__ მობილურობის შეზღუდულობა
__ სისუსტე ან დაღლილობა
__ ძალების დაქვეითება
ჯამი __
წონა
__ გადაჭარბება საკვებში ან სასმელებში
__ ლტოლვა ტკბილისადმი
__ საერთო ლტოლვა ჭამისადმი
__ კომპულსიური გადაჭარბებული ჭამა
__ წყლის შეკავება
__ უმადობა
ჯამი __
ემოციები
__ განწყობის ცვალებადობა
__ შფოთვა, შიში, ნერვიულობა
__ ბრაზი, გაღიზიანება
__ დეპრესია
__ ყოყმანი
__ აკვიატებული აზრები
ჯამი __
გული
__ არითმია
__ ტკივილი გულ-მკერდში
__ მაღალი არტერიული წნევა
__ გახშირებული გულისცემა
ჯამი __
ძილი
__ უძილობა
__ ჩაძინებასთან დაკავშირებული სირთულე
__ ღამის გამოღვიძებები
__ წრიალი და ხშირი გადატრიალებები
__ ღამის კოშმარები
__ გაღვიძებასთან დაკავშირებული სირთულეები
ჯამი __
ენერგია/აქტივობა
__ დაღლილობა/სიზანტე
__ აპათია
__ ჰიპერაქტივობა
__ აჟიტირება
ჯამი __
საერთო ჯამი ____
გრაფაში „ჯამი“ ჩაწერეთ ბალების ჯამი მოცემული ჯგუფის სიმპტომების მიხედვით. შედეგ შეაჯამეთ ყველა ჯამი, რომ „საერთო ჯამი“ მიიღოთ.
საერთო ჯამის შეფასება
• ოპტიმალური: 10-ზე ნაკლები.
• მსუბუქი ტოქსიკურობა: 10–50.
• ზომიერი ტოქსიკურობა: 50–100.
• მძიმე ტოქსიკურობა: 100-ზე მეტი.