მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)

მაქს ფრიდომ ლონგი
0
0

ავტორი: მაქს ფრიდომ ლონგი ეს წიგნი მოგვითხრობს მაგიის უძველესი საიდუმლო სისტემის შესახებ, რომელსაც, თუკი მის გამოყენებას ადგილობრივი პოლინეზიელი მაგებივით ვისწავლით, შეუძლია მსოფლიო შეცვალოს... ...

თავი 21

თავი 21

როგორ მართავენ კაჰუნები მაგიის მეშვეობით ქარს, ამინდს და ზვიგენებს

მთარგმნელი: მამუკა გურული

ჰავაელების ლეგენდებში მოხსენიებულია, თუ როგორ დატოვეს უხილავი მაგიური ძალის მეშვეობით მათმა უძველესმა წინაპრებმა მშობლიური მხარეები დიდი ორმაგი ნავებით.

იმავე იდუმალმა ძალამ მისცა საშუალება მათ ბელადს, ჰავაი ლოას, შინაგანი მზერით ეხილა დედამიწის სფეროს ნახევარი და აერჩია იმ კუნძულთა ჯგუფი, რომლებიც მათი ახალი სახლი უნდა გამხდარიყო. ამავე მაგიის მეშვეობით ისინი მართავდნენ ქარებს და ზღვის ტალღებს, და მათი სუსტი ნავები სწორედ ამის შედეგად გადარჩა.

მაგია აძლევდა ასევე მათ საშუალებას, რომ ემართათ ზვიგენები და ზღვის სიღრმეების სხვა წარმომადგენლები. ყველა ეს უნარი შემდეგი თეორიით იხსნებოდა: როცა შუა „მე“ მაღალ დონეზე გადადის, რომ მაღალ „მე“-დ იქცეს, იგი თავიდან რაღაც სტაჟირების ან „ოსტატის შეგირდობის“-მაგვარს გადის, ასრულებს რა დამრიგებლის, დამცველის და თეოროფიური „ბუნების სულის“ როლს დაბალი არსებების ჯგუფებთან მიმართებაში. ეს სულები - მაღალი ცნობიერების სამყოფელია, რომლის საქმიანობასაც შეგვიძლია დავაკვირდეთ კრისტალებში, მცენარეებში, მწერებში, ფრინველებში, თევზებში და ცხოველებში. ისინი ასევე წარმოადგენენ იმ ინსტინქტური ცოდნის ცენტრს, რომლებიც საშუალებას აძლევენ ფუტკრებს, რომ ფიჭის სკები გააკეთონ, ფრინველებს კი - ბუდეები.

რამდენადაც ყველა მაღალი „მე“ ერთმანეთს შორის მჭიდრო და უშუალო კონტაქტშია, თხოვნა ამინდზე კონტროლის შესახებ შეგიძლიათ საკუთარი მაღალი „მე“-ს მეშვეობით გადმოსცეთ, რომელიც იმ სხვა მაღალ „მე“-ებს გადასცემს მას, რომლებიც ამ რაიონში ატმოსფეროს მართავენ.

არსებობს ასევე ამინდის სულებთან უშუალო ურთიერთობის სისტემა. კაჰუნას, რომელიც ასეთ სულს იცნობს და შესაბამისად დაკავშირებულია მასთან ნატიფი სხეულის სიმით, მისი მეშვეობით თავისი ლოცვების გაგზავნა შეეძლო მისთვის, ასევე თავისი მოსწავლის წარდგენა და მისი მასთან დაკავშირება.

ქეისი 30

თეთრი ადამიანი ქარების მართვას სწავლობს

წინასწარი შენიშვნა

მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ, რომ შესაძლებელია ამინდის მართვა ფიზიკური სტიმულების გამოყენების გარეშე, რომლებიც გამოხატულია გველის რიტუალურ ცეკვებში ან სამხრეთ-დასავლეთის ინდიელების სხვა ტროპიკულ ცეკვებში.

შემთხვევის აღწერა

აწ განსვენებული ქირურგი ნ.ს. ემერსონი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ჰავაიზე გეოდეზისტად. სამსახური მოითხოვდა ხშირ გასვლებს კუნძულების უკიდურეს კუთხეებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობდნენ პრაქტიკოსი კაჰუნები. იგი რამდენიმე მათგანს დაუმეგობრდა. ერთ-ერთმა კაჰუნამ, რომელიც ამინდის მართვის მაღალ მაგიას იცნობდა, გადაწყვიტა ემერსონისთვის ესწავლებინა ეს ხელოვნება. მან რამდენჯერმე წარუდგინა იგი უხილავ ღმერთს (აუმაკუას), რომელიც ამინდს მართავს, და ასწავლა რიტუალური ლოცვის გამეორება, რომელსაც ქარის გაძლიერება ან შესუსტება უნდა გამოეწვია.

კაჰუნები არაერთხელ ახდენდნენ ემერსონის წინაშე ამ მაგიის ეფექტურობის დემონსტრირებას, რათა საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა ჩაენერგათ მისთვის. მათი მეშვეობით იგი საჭირო ლოცვას წარმოთქვამდა და მის აღსრულებას ელოდა. ბოლოს იქამდე მივიდა, რომ დამოუკიდებლად მიმართავდა ღმერთს, უგზავნიდა ლოცვებს და იმავე შედეგებს აღწევდა, რასაც მისი მასწავლებლები.

ლოცვა რთული არ იყო. ის ზუსტ აზრობრივ ხატ-სახეებს შეიცავდა, ანუ აზროფორმებს სასურველი ამინდის შესახებ. იგი ხმამაღლა მეორდებოდა, რითაც ფიზიკურ სტიმულად იქცეოდა და უბიძგებდა დაბალ „მე“-ს რომ კონტაქტი დაემყარებინა და გადაეცა ლოცვაში გამოხატული ტელეპატიური თხოვნა. სიტყვები მიმართული იყო „ჰილოს ქარებისადმი“. თხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ მცირე ქარები ქართა „ტომარაში“ დაებრუნებინა, ხოლო გარეთ დიდი ქარები გამოეშვა, ან პირიქით. ამ ლოცვაში არაფერი არ მიანიშნებდა არც ამ მოვლენაში ჩართული ძალების ხასიათზე, და არც ამ მაგიის არსობრივ მექანიზმზე. მთლიანობაში, მაგიაში იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რაზეა საუბარი, რამდენადაც იმას, თუ როგორ ზემოქმედებთ დაბალ „მე“-ზე.

მისტერ ემერსონი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებდა კონტაქტს მაღალ „მე“-სთან, რომელიც ამინდს მართავდა. მასთან არაერთხელ მიდიოდნენ ნაცნობები თხოვნით, რომ დაემშვიდებინა ქარი, რომელიც ნავებით სხვა კუნძულებზე გადასვლაში უშლიდათ ხელს. მას ყოველთვის იწვევდნენ პლანერისტების ყოველწლიურ შეჯიბრებებზე, რომლის ორგანიზებასაც კამახამეხას სკოლა აკეთებდა. ამ დროს მას თხოვდნენ, რომ ელოცა „ტომრიდან“ ძლიერი ქარების გამოთავისუფლებაზე, რათა დიდი დელტაპლანებით მაღლა აფრენა შეძლებოდათ. მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რომლებიც მოწმენი იყვნენ იმისა, თუ როგორ ამოვარდებოდა ხოლმე ლოცვიდან 10 წუთში ძლიერი ქარი, მაგრამ სამწუხაროდ ამის საკუთარი თვალით ნახვა ვერ მოვახერხე. შესაძლოა ემერსონს ამ მხრივ წარუმატებლობებიც ჰქონდა, მაგრამ ამაზე არაფერი მსმენია.

კომენტარი

წვიმის გამოწვევა, როგორც ჩანს არ წარმოადგენდა კაჰუნების მაგიურ პრაქტიკას, რადგან ჰავაის კუნძულების ყველა მხარეში ნალექების რაოდენობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.

თუმცა ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ხდებოდა, რომ მაღალი „მე“-ს მეშვეობით, რიტუალურ ლოცვებზე პასუხად, ღრუბლები და წვიმა არაფრისგან, მოწმენდილ ცაზე ჩნდება, მაგრამ ძალიან ადვილია დავუშვათ, რომ ამინდს მართავს რაღაც ძალა, რომელიც შორიდან მორეკავს ხოლმე საავდრო ღრუბლებს და მითითებულ ადგილას გაწვიმებას უბრძალენს მათ.

ქეისი 31

ზვიგენების და ზღვის კუების მართვა

წინასწარი შენიშვნა

როცა ჰავაის კუნძულებზე ვცხოვრობდი, არასოდეს მსმენია, რომ ზვიგენები ცოცხალ ადამიანს დასხმოდნენ თავს, თუმცა ისინი დამხრჩვალთა გვამებს ნამდვილად მიირთმევდნენ. ზვიგენებს, რომლებიც წყნარი ოკეანის სანაპიროებთან ახლოს ბინადრობენ, ასევე გააჩნიათ თავიანთი მაღალი „მე“, რომელსაც, როცა სურს შეუძლია ზვიგენის ფორმა მიიღოს. არსებობს ბევრი ამბავი ადამიანებსა და ცალკეულ ზვიგენებს შორის ახლო ურთიერთობის შესახებ. ხშირად ხდებოდა ისე, რომ მთელი ოჯახები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ცხოველთა სხვადასხვა სახეობებთან და გარკვეულ მაგიურ შეთანხმებებს დებდნენ მათ მაღალ „მე“-ებთან. ამან ბიძგი მისცა ტოტემიზმის გარკვეული ფორმის განვითარებას, როცა მოცემული ოჯახის წევრებს უფლება არ ჰქონდათ, რომ ოჯახური ტოტემის ცხოველი საკვებად გამოეყენებინათ.

როგორც ჩანს, ბავშვებსა და იმ მაღალ „მე“-ებს შორის, რომლებიც დაბალ არსებებზე ზრუნავენ, ღრმა ნათესაური კავშირი არსებობს. ბავშვები ხშირად ავლენენ ბუნებრივ პარაფსიქოლოგიურ უნარებს და გნომებს ხედავენ. ჰავაიზე არსებობს რწმენა, რომ პატარა ბავშვების სულებს გარკვეულ ვითარებებში შეუძლიათ პატარა ზვიგენებად დაიბადონ და ამგვარად სეინარჩუნონ ტოტემური კავშირები ზვიგენებსა და ადამიანთა ოჯახებს შორის.

(ამ თემაზე ფიქრმა გამახსენა მერი ოსტინის მოთხრობები, რომლებიც განთავსებულია ავტობიოგრაფიაში «Earth’s Horizons». როცა პატარა გოგონა იყო, მან საკუთარი თავისთვის ზე-ცნობიერის სულის არსებობა აღმოაჩინა და მას „მე მერი“ დაარქვა, განსხვავებით „მერისგან“, რომელიც თავად იყო. მას შეეძლო ამ სულისგან დახმარების მიღება ისეთ წვრილმანებშიც კი, როგორიცაა მდინარეში ჩავარდნილ ხის მორზე გადასვლა, რასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. როცა გაიზარდა, მერიმ გაიგო, რომ პიუტის ტომის ინდიელებმა იცოდნენ მაღალი „მე“-ს შესახებ და მას ვაკანდას, ანუ „ადამიანის სულის მეგობარს“ უწოდებდნენ. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, როცა რაიმე სირთულეებს ეჯახებოდა, იგი ლოცულობდა „მე მერის“ წინაშე და თითქმის ყოველთვის იღებდა დახმარებას).

სამოას კუნძულებზე არსებობდა (ყოველ შემთხვევაში 1934 წლამდე) რიტუალი, რომლის მიხედვითაც ბავშვები იმეორებდნენ სტრიქონებს პატარა სიმღერებიდან, და როგორც ჩანს კონტაქტში შედიოდნენ მაღალ „მე“-სთან, რომელიც ამ რაიონში ზვიგენებს და ზღვის კუებს მართავდა.

შემთხვევის აღწერა

«Geographic News Bulletin»-ში, რომელიც გამოცემულია 1934 წლის 10 დეკემბერს, ჯორჯ ჰაჩისონმა, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების წევრმა მოიყვანა მოწმის მიერ აღწერილი რიტუალი, რომელიც ცნობილია, როგორც „ზვიგენის და ზღვის კუს გამოძახება“, და რომელიც ხდება სამოას კუნძულზე, ვაი ტოგის დასახლებაში.

ადგილობრივი მაცხოვრებლები, ზრდასრულებიც და ბავშვებიც, ცეემონიის ადგილას შეიკრიბნენ. შემდეგ ბავშვები იქ გაგზავნეს, სადაც ნაპირი მთავრდება და ზღვა იწყება. იქ მათ გაიმეორეს დაზეპირებული ძველი ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ბელადი ზვიგენად, ბელადის ცოლი კი - ზღვის კუდ. ბავშვები მღეროდნენ და ჟესტებს აკეთებდნენ, თითქოს ვიღაცას იწვევდნენ. ხუთ წუთში, გამჭვირვალე წყალში, ტალღებს შორის, გამოჩნდა პატარა ზვიგენი. ერთი წუთის განმავლობაში იგი ნაპირის გასწვრივ ცურავდა მთელი თავისი სილამაზით, რის შემდეგაც გაქრა. მალე ზღვის კუც ასევე გამოჩნდა, ტალღებში დატრიალდა და კვლავ სიღრმეში გაუჩინარდა.

კომენტარი

კაჰუნები ადრეული ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ შვილებს თავიანთ ხელობას. 9-10 წლის ასაკში სწავლება უფრო ინტენსიური ხდებოდა. ვინ იცის, იქნებ მაგიის კანონებთან ასეთი ადრეული ნაცნობობა უადვილებდა ბავშვის დაბალ „მე“-ს მაღალ „მე“-სთან, ანუ აუმაკუასთან კონტაქტის დამყარებას. შესაძლოა ჩვენ, თანამედროვე ადამიანებიც, ოდესმე დავიწყებთ ასეთი ცოდნის ბავშვობიდანვე ათვისებას.

მსგავს რამეზე მინიშნებას იესოს სიტყვებშიც ვხვდებით: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი“ (ლუკას სახარება. 18-16).

შესაძლოა, ამ უძველესმა მაგიურმა მექანიზმმა მისცა საწყისი სხვადასხვა რელიგიებში არსებულ მღვდელმსახურად კურთხევის ცერემონიებს. ამ ცერემონიებს ასრულებენ მღვდელმსახურები, რომლებიც უკვე „კურთხეულ“ იყვნენ („წარდგენილ“ იქნენ, „რეომენდებულ“ იქნენ). როცა კავშირი მღვდელმსახურსა და მაღალ არსებას შორის დამყარებულია, იგი მზადაა თავისი მსახურების დასაწყებად.

ინდოეთში დღემდე არსებობს რიტუალი, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთგვარი დაკავშირება ნატიფი სიმით. მასწავლებელი ისე იქცევა, რომ კონტაქტში შედის მაღალ არსებასთან, მაშინაც კი, თუ არ იცის მაგიური მექანიზმის მოქმედების პრინციპები. გარკვეულ მომენტში მოსწავლე ნათლად გრძნობს მაღალი „მე“-ს თანმყოფობას და „გასხივოსნებას“ განიცდის. ეს კონტაქტი ყველაზე ხშირად გულისხმობდა მასწავლებლის და მოსწავლის ფიზიკურ კონტაქტს: ზოგჯერ ეს მხოლოდ ხელის დადება იყო, ზოგჯერ კი მცირე ბიძგი და ალიყურიც. შესაძლოა სწორედ ამ ჟესტის წყალობით ხდებოდა მოსწავლის დაკავშირება მაღალ „მე“-სთან, მასწავლებლის ნატიფი სხეულის მეშვეობით.

ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე გავიგოთ, რა ხდება აქ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: სრული დარწმუნებულობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანებსა და მაღალ არსებებს შორის არსებობს რაღაც კავშირები, სიმები, რომლებიც ამ ორ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებენ. არსებობს მრავალი სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია იმ კომპლექსებისგან განთავისუფლება, რომლებიც გზას გვიღობავენ ყოფიერების უმაღლეს დონეებამდე, მეთოდები, რომლებიც ტელეპატიური ურთიერთობის საშუალებას გვაძლევენ.

ოდესმე, ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტების წყალობით, ჩვენ ვისწავლით კაჰუნების ცოდნის გამოყენებას და შესაძლოა ვიპოვოთ იმ მაღალ „მე“-ებთან „ნაცნობობის გაბმის“ საშუალება, რომლებიც სიცოცხლის დაბალ ფორმებს მართავენ, და რომელთა შორისაც ასევე არსებობენ პარაზიტული სახეობები. ამ არსებების წყალობით ჩვენ გავანადგურებთ კიბოს და ავთვისებიან სიმსივნეებს. ასეთივე მეთოდით ვისწავლით ბაქტერიების მართვას. ცოტა ხნის წინ მე წავიკითხე ქალის შესახებ, რომელიც სახლში და მის გარშემო დადიოდა და ხმამაღლა ესაუბრებოდა ჭიანჭველებს. იგი ჰპირდებოდა მათ, რომ მთელ ბაღს დაუტოვებდა, ოღონდ კი სახლიდან მოშორებულიყვნენ. ამან შედეგი გამოიღო: შეთანხმება შედგა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff