ნახატები და სქემები
ნახატები და სქემები
მთარგმნელი: მამუკა გურული
ნახ.1 - ადამიანის ნატიფი სხეულები
A და B. მაღალი „მე“-ს ნატიფი სხეულები, რომლებშიც ცნობიერი მშობელი სულების - მამაკაცურის და ქალურის - შეერთებული წყვილია.
C. ჰუნას თეორიის თანახმად ყველა მაღალი „მე“ რაღაც იდუმალი მეთოდით მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, თუმცა ამავდროულად დამოუკიდებლობას და პიროვნულობას ინარჩუნებდნენ. რადგან ადამიანს არ ძალუძს მაღალი „მე“-ს საიდუმლოებების ამოხსნა, ეს განცხადებები ვარაუდების დონეზე რჩება.
D. პუნქტირული ხაზი აღნიშნავს სიმს ანუ ძაფს ნატიფი სხეულის მატერიისგან, რომელიც დაბალ „მე“-ს მაღალ „მე“-სთან აკავშირებს. ამ ძაფში შესაძლებელია გაედინებოდეს სასიცოცხლო ძალა, რომელი თავისი ტალღებზე ატარებს ლოცვების აზროფორმებს (ზემოთკენ) და მომავლის კრისტალიზებული სურათების აზროფორმებს ან მაღალი „მე“-ს შეტყობინებებს, შთაგონებებს, იდეებს (ქვემოთკენ). სიმი, რომელსაც „სინათლეს“ უწოდებენ, წარმოადგენს იმ ბილიკის სიმბოლოს, რომელიც დაბალ პიროვნებებს მაღლებთან აკავშირებს. თუკი დანაშაულის გრძნობა და სხვა კომპლექსები შეუძლებელს ხდიან ამ სიმით ინფორმაციის გადაცემას, ეს ნიშნავს, რომ ბილიკი „ბლოკირებულია“.
შუა „მე“-ს (ცნობიერის) ნატიფი სხეული დაკავშირებულია დაბალი „მე“-ს (ქვეცნობიერის) ნატიფ სხეულთან, მის სიმბოლოს კი წარმოადგენს ორეოლი თავის გარშემო, რომელიც ცნობიერების ცენტრად უნდა ჩავთვალოთ.
E. პუნქტირული ხაზი ამ ადგილას აჩვენებს, რომ დაბალი და შუა „მე“-ები მუდმივ კავშირში არიან ცნობიერების თავიანთ ცენტრთან და აზროვნების, გახსენების აზრობრივი აღქმის პროცესში ჩამოყალიბებულ აზროფორმებს უცვლიან მას. ამ გაცვლის ძირითადი ადგილმდებარეობა, როგორც ჩანს ტვინის ქვედა ნაწილია.
F. პუნქტირული ხაზი, რომლითაც ადამიანის ფიგურაა შემოხაზული, აღნიშნავს დაბალი „მე“-ს ნატიფ სხეულს. იგი ისეთივე ზომისაა, როგორც ადამიანის ფიზიკური სხეული და ბოლომდე გამსჭვალავს მას, თითქოს თავისი უჩინარი სუბსტანციით ყოველი ფიზიკური ქსოვილისა და უჯრედის დუბლირებას ახდენს.
G. ფიზიკური სხეული, რომელიც სიცოცხლეში ორი ქვედა ადამიანური სულის ნავთსაყუდელს წარმოადგენს მათ ნატიფ სხეულებში.
H. ოვალი, რომელიც წყვეტილი ხაზებისგან შედგება, აღნიშნავს მაგნიტურ ველს, რომელიც ფიზიკურ და ნატიფ სხეულებში ელექტრული სასიცოცხლო ძალის შედეგად წარმოიშობა. დღეს ცნობილია, რომ ამ ველს ბევრად უფრო დიდი მოცულობა აქვს, ვიდრე სხეულებრივი გარსს, მაგრამ სხეულთან დაშორების შესაბამისად იგი მნიშვნელოვნად სუსტდება.
L. ადამიანსა და სხვა ადამიანებს ან საგნებს შორის, რომლებთანაც მას ოდესმე კავშირი ჰქონია, ძალიან ბევრი უჩინარი ნატიფი სიმი არსებობს. ჩვენ აქ ვხედავთ ასეთ სიმს, რომელიც ადამიანს სხვა ინდივიდთან (K) აკავშირებს. თუ ნატიფი სიმის გზაზე მყარი ნივთიერება (J) აღმოჩნდება, ამ სუბსტანციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს კონტაქტს და გაწყვიტოს კიდეც ნატიფი სიმი. ტელეპატიური გზავნილების გადაცემისას ან მიღებისას, ასევე სხვების აზრების კითხვისას სწორედ სიმში „მიედინება“ აზროფორმები და სასიცოცხლო ძალა. იგივე მექანიზმი მოქმედებს ფსიქომეტრიაშიც.
ნახ. 2 - როგორ ყალიბდება აზროფორმები
A. ადამიანი ხედავს ხეს, და ხის ხატ-სახე თვალის ბადურაზე აღიბეჭდება.
B. ხატ-სახე ტვინს გადაეცემა.
C. ხატ-სახე თავის ტვინის ქერქის შესაბამის ნაწილს გადაეცემა, სადაც „რაციონალიზაციას“ განიცდის.
D. ცნობიერების კატეგორიებში გაფორმებული ხატ-სახე აზროფორმად იქცევა და როგორც მოგონება მისი მსგავსი აზოფორმების ჯაჭვებთან ერთად ინახება. აზროფორმების დაგროვების ადგილი ცნობიერების ნატიფი სხეულია, რომელიც ისეთივე ნატიფი სუბსტანციისგან შედგება.
E. ადამიანის თვალით ხილულ ხეზე დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა ზემოქმედებს და აზროფორმად აქცევს მას.
F. ხის აზროფორმა შუა „მე“-ს მიერ მუშავდება. იგი არაცნობიერიდან მოგონებებს იწვევს და ახალ აზროფორმას სხვა, აზრთა საცავში შენახულ მის მსგავს აზროფორმებს ადარებს. შუა „მე“ იყენებს საშუალო ძაბვის სასიცოცხლო ძალას, რომელიც აქ წარმოდგენილია, როგორც ორმაგი ზიგზაგისებური ხაზი (უძველეს სიმბოლიკაში ასეთი ხაზი გასხივოსნებას აღნიშნავს). დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა აღნიშნულია ერთმაგი ზიგზაგით. თანამედროვე ტერმინოლოგიით ეს ასე იჟღერებდა: აზროფორმა რაციონალიზაციის ეკრანს გადის, რათა მნიშვნელობა მოიპოვოს და თავისი ადგილი დაიკავოს ცნებათა კლასიფიკაციაში.
G. აზროფორმა კვლავ გადადის დაბალი „მე“-ს მფლობელობაში. დაბალი „მე“ ნატიფი სიმებით სხვა ხეების შესახებ აზროფორმების შესაბამის უბანთან აკავშირებს მას, და წინასწარ ადარებს მათ ამ ახალს. იგი ასევე აერთებს მას დროის, სივრცის და ა.შ. აზროფორმების ჯგუფებთან.
H. ამ პროცესის ბოლო ეტაპს წარმოადგენს აზროფორმების განლაგება მეხსიერების „საცავის“ შესაბამის ადგილას, რომელიც ნახატზე კომოდის უჯრის სახითაა გამოსახული, თუმცა კაჰუნებისთვის მის სიმბოლოს ტომარა წარმოადგენდა, იმდენად ღრმა და ბნელი, რომ შუა „მე“-ს მასში არაფრის დანახვა არ შეეძლო. ამიტომ იგი თხოვს მას, რომ კონკრეტული მოგონება მიაწოდოს, რაზეც დაბალი „მე“ იმით რეაგირებს, რომ სიმბოლურ „ხელს“ ბნელ ტომარაში (ან ხვრელში) ყოფს და იქიდან საჭირო აზრს იღებს. თუ გარკვეული აზროფორმა დაკავშირებული არაა თავის მსგავს ფორმებთან, მისი მაშინვე აღმოჩენა შეუძლებელია, და მხოლოდ ხანგრძლივი ძიებების შემდეგ დაბალი „მე“ აღმოაჩენს მას და შუა „მე“-ს ცნობიერების ცენტრს აწვდის.
I. თავის ქალა წარმოადგენს იმ კომპლექსის გაჩენის ილუსტრაციას, რომელიც დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის მონაწილეობით ფორმირდება, და დაბალი მე-ს მიერ აზროფორმადაა გარდაქმნილი.
J. რამდენადაც თავის ქალას ხატ-სახე შოკს იწვევს, შუა „მე“ არ ახდენს ეკრანზე მის პროეცირებას და არ ახდენს მისი აზრობრივი ხატ-სახის რაციონალიზაციას (ან სხვა შოკისმომგვრელი საგნის ან მოვლენის). აზროფორმა მაშინვე გადადის მეხსიერების „საცავში“ და იქ უერთდება მისთვის შეუსაბამო, არამსგავს მოგონებებს.
K. ეს შეუსაბამო, არამსგავსი მოგონებები, რომლებსაც თავის ქალას შესახებ ჩვენი აზროფორმა შეუერთდა, და რომლებთან ერთადაც „განისვენებს“ ტვინის ერთ-ერთ „უჯრაში“, სახიფათო როლს თამაშობს ადამიანის მომავალ რეაქციებში და მოქმედებებში, რომლებიც მისი კომპლექსის შედეგადაა შობილი. მაგალითად, თუკი აზრი თავის ქალას შესახებ დაკავშირებულია აზრთან ექიმების შესახებ, მაშინ კომპლექსის მსხვერპლმა შესაძლოა ნებისმიერი ექიმის თანმყოფობისას განიცადოს სიკვდილის უსაფუძვლო შიში.
L. აზრი თავის ქალას შესახებ „ბნელ ტომარაში“ იკარგება, და ადამიანი ვერ „იხსენებს“ მას, რათა მოგვიანებით რაციონალიზაციას დაუქვემდებაროს.
ნახ. 3. ტელეპატიის მექანიზმი და ტელეპატიური ლოცვა
A. ფიზიკური სხეული.
B. ნატიფი სხეული, რომელიც ფიზიკურ სხეულთან ახლოსაა ან შორეულ ასტრალურ მოგზაურობაში ყოველთვისაა დაკავბშირებიული ფიზიკურ სხეულთან ნატიფი მატერიის მტკიცე სიმით.
C. ყურძნის მტევანი ჰუნას სიმბოლიზმში წარმოადგენს აზროფორმების მტევნებს, რომლებიც მოგონებებს შეიცავენ. ამ აზრებს თავის ნატიფ სხეულში (მაგრამ არა ფიზიკურ ტვინში) დაბალი „მე“ იგროვებს და სხეულის ფიზიკური სიკვდილის შემდეგ თან მიაქვს.
D. ტალღისმაგვარი ხაზი აღნიშნავს დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალას, რომელსაც დაბალი „მე“ გამოიმუშავებს და თვითონვე იყენებს. ნატიფი სხეული ბატარეის ფუნქციას ასრულებს და შესანიშნავად ახდენს სასიცოცხლო ძალის აკუმულირებას. ნატიფი სიმები ყველა მიმართულებით იშლებიან და ყოველ ადამიანს აკავშირებენ ყველა ადამიანთან და საგანთან, რომლებთანაც ოდესმე ჰქონიათ შეხება. ეს სიმები დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის იდეალური გამტარები არიან.
E. ნატიფი სუბსტანციისგან შემდგარი უფრო სქელი სიმი აკავშირებს ნატიფ სხეულს და ფიზიკურ სხეულს მაშინ, როცა დაბალი „მე“ (როგორც წესი შუა „მე“-სთან კომპანიაში) ძილის დროს, ტრანსის მდგომარეობაში ან ასტრალური მოგზაურობის დროს სხეულს ტოვებს. ზიგზაგისებური ხაზი აღნიშნავს სასიცოცხლო ძალის დინებას სიმში.
F. წერტილოვანი რგოლი თავის გარშემო (რაღაც აურისმაგვარი) შუა „მე“-ს ნატიფ სხეულს აღნიშნავს.
G. ადამიანი, რომელთანაც გარკვეულ დისტანციაზე გვაქვს ტელეპატიური კონტაქტი, აზრების კითხვა ან მკურნალობა.
H. ნატიფი სიმი, რომელიც გადამცემს და მიმღებს აკავშირებს. ამ ხაზით ორივე მიმართულებით მიედინება დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა აზროფორმებთან ერთად. პატარა ბურთულები აზროფორმებს აღნიშნავენ. სინამდვილეში, ესაა აზრთა მტევნები, რომლებიც მთლიანობრივ ცნებებს და შთაბეჭდილებებს აფორმირებენ იმის წყალობით, რომ ჩვენი აღქმაც ასევე შეიძლება „მოგზაურობდეს“ ნატიფი სიმის გასწვრივ, და ჩვენ შეგვიძლია ვხედავდეთ, გვესმოდეს, ვყნოსავდეთ, ვსინჯავდეთ და ა.შ., და უკან დავაბრუნოთ ჩვენი გამოცდილების შედეგი. გრძნობათა ორგანოების ამ „გაგზავნას“ ნატიფი სიმის მეშვეობით კაჰუნები უწოდებდნენ „თითის დაგრძელებას“, „ყურის დაგრძელებას“ და ა.შ. აღქმის სხეულში გრძნობათა ორგანოების დუბლიკატები არსებობენ, ამიტომ დაბალ „მე“-ს, იმყოფება რა ფიზიკური სხეულის გარეთ - მაგალითად ასტრალური მოგზაურობის დროს, ან სიკვდილის შემდეგ, - შეუძლია კვლავაც განაგრძოს ხედვა, მოსმენა, გემოს შეგრძნება და ა.შ.
I. დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა მოქმედებისთვის აღძრავს ნატიფ სიმს, რომელიც დაბალ „მე“-ს მაღალთან აკავშირებს. ეს ენერგია ნატიფი სიმში მიედინება და თან მიაქვს მაღალი „მე“-სთვის განკუთვნილი ლოცვათა აზროფორმები. იგი ასევე ამდიდრებს მაღალ „მე“-ს საღი ძალის მარაგით, რომელიც იმისთვის ჭირდება, რომ მაშინვე გასცეს პასუხები განკურნებისთვის მლოცველი ადამიანების თხოვნებს.
J. სამი ტალღისებური ხაზი წარმოადგენს მაღალი ძაბვის სასიცოცხლო ძალის მოდინებას მაღალი „მე“-დან დაბალისკენ. ძაბვის მსგავსი დონე დღეს ატომების გახლეჩისთვის გამოიყენება. ამ დაძაბულობას შეუძლია გამოიწვიოს მყისიერი ცვლილებები სხეულის ქსოვილებში და მისი სასწაულებრივი განკურნება. მას ასევე შეუძლია გახდეს მიზეზი სხვა „ფიზიკური ფენომენებისა“, რომლებიც პარაფსიქიკური ექსპერიმენტების დროს ვლინდებიან.
K. მაღალი „მე“-ს სიმბოლო, რომელიც ნატიფი სიმით დაბალ „მე“-სთანაა დაკავშირებული.
L. შემაერთებელ ნატიფ სიმში ჩვენი აზროფორმები და აღქმათა შთაბეჭდილებები მოძრაობენ. ამ უკანასკნელთ ჩვენ ვიღებთ აღქმის ორგანოების ნატიფი დუბლიკატების პროექტიათა წყალობით, ასევე იმ შთაბეჭდილებების წყალობით, რომლებიც უკვე ჩაწერილია აზროფორმების სახით. მომავლის ყველა ხედვა მაღალი „მე“-სგან გამომდინარეობს და დაბალ „მე“-მდე მიდის გრძნობითი აღქმის ან იმ აზროფორმების სახით, რომლებიც ნატიფი სიმით მაღალიდან დაბალ „მე“-ს გადაეცემა. დაბალ „მე“-ს ასევე შეუძლია თავისი ნატიფი „თვალების“ პროეცირება მაღალი „მე“-ს სფეროში და მომავლის შესახებ იმ გაფორმებული აზრების „დანახვა“, რომლებიც ჯერ კიდევ არაა მატერიალიზებული, მაგრამ უკვე კონსტრუირებულია მარალი „მე“-ს მიერ.
M. ორმაგი ტალღისებური ხაზი აღნიშნავს სასიცოცხლო ძალის საშუალო ძაბვას, რომელსაც შუა „მე“ აზროვნების პროცესისთვის იყენებს მისი „ნების“ ინსტრუმენტის სახით.
ნახ. 4. სწრაფი განკურნების მექანიზმი
А. გატეხილი ძვალი.
B. ჰუნას მეთოდით ფორმირდება ლოცვა მაღალი „მე“-სადმი მოტეხილობის სწრაფად გასაკურნებლად. მაღალი „მე“ თავის მაღალ ძაბვას იყენებს (იმას, რომელსაც ატომების გახლეჩა შეუძლია), რათა დაზიანებული ძვლის უხეში მატერია უხილავ, ეთერულ სუბსტანციად გარდაქმნას.
C. ფრჩხილებში მოცემულია გატეხილი ძვლის ნატიფი სხეულის გამოსახულება, მაგრამ სინამდვილეში ნატიფი სხეული ვერანაირად ვერ იქნება დაზიანებული. იგი ყოველთვის საღ-სალამათი რჩება. იგი წარმოადგენს დეტალურ „შაბლონს“ (მატრიცას), ფორმას ყოველი უჯრედისა, ყოველი ნერვისა ცალ-ცალკე და ყველა ქსოვილისა ერთად. სწორედ ამ ფორმებში ასხავს მაღალი „მე“ გახსნილ სუბსტანციას, სადაც იგი განმეორებით მკვრივდება და უკვე სრულიად ჯანმრთელ ძვალს -
D. აღადგენს. ასეთივე მექანიზმი მოქმედებს ადამიანის სხეულის ნებისმიერი სხვა დაზიანებული ნაწილის შემთხვევაშც, ასევე მართავს ტემპერატურულ ცვლილებებს (როგორც ნახატებზე: E და F).
E. ნახატი სიმბოლურად გამოხატავს მაღალ „მე“-ს, რომელიც სასიცოცხლო ძალის მაღალ ძაბვას ცეცხლის ტემპერატურის რეგულირებისთვის იყენებს, რათა თავიდან დაიცვას ტერფები დამწვრობისგან. მსგავს მექანიზმს ვაკვირდებით ცეცხლზე გავლის ცერემონიის დროსაც, რომელიც ახდენს მაღალი „მე“-ების სამუშაოს დემონსტრიებას და ცეცხლისადმი შეწინააღმდეგებაზე მათ ლოცვაზე რეაგირებას.
F. მაღალი „მე“-ს ძალაუფლება ტემპერატურაზე ვრცელდება როგორც სიცხეზე, ასევე სიცივეზე. «Psychical Research»-ის ცნობებში ხშირადაა ნახსენები ძალიან ცხელი საგნების შესახებ რაპორტებზე, ისევე როგორც ყინულის ლოდებზე (ასევე ცოცხალ არსებებზე და ა.შ.).
G. მაღალი „მე“ პასუხობს შუა და დაბალი „მე“-ების თხოვნას, რომელიც სპირიტული სიანსების დროსაა გამოხატული. როცა გამოთქმულ იქნა თხოვნა ცოცხალი თევზის გადატანის შესახებ, მაღალი „მე“ საქმეს შეუდგა, და ამ დროს სეანსის მონაწილეებისგან აღებული დაბალი ძაბვის სასიცოცხლო ძალა გამოიყენა. მაღალმა „მე“-მ სასიცოცხლო ძალის ძაბვა ატომის გამხლეჩველ მდგომარეობამდე გაზარდა.
H. ესაა ცოცხალი თევზი, რომელიც უჩინარ ფორმად იქნა გარდაქმნილი.
I. თევზის უხეში, მკვრივი მატერია გარდაქმნილია ნატიფ ეთერულ სუბსტანციად (ან უჩინარ ექტოპლაზმად), როგორც წერტილოვანი ოვალი აჩვენებს თევზის ნატიფი სხეულის კონტურის გარშემო. ნატიფი სხეულის ფორმა ცვლილებებს არ დაექვემდებარა და ამ ეთერული სუბსტანციის სახით იქნა გადატანილი სეანსის ადგილას.
J. თევზის ეთერული სუბსტანცია კვლავ უხეშ მატერიად გარდაიქმნა და ნატიფ სხეულში იქნა მოთავსებული. თევზის სასიცოცხლო ძალები, მისი ტემპერატურა და ცოცხალი ორგანიზმის ყველა სხვა თვისება ასევე გადატანილ იქნა აპორტიზაციის დროს მაღალი „მე“-ს მიერ და იქ ლოკალიზაციის დროს, სადაც საჭიროა, მის პირვანდელ ფორმაში.
შენიშვნა: მაღალი „მე“-ების თანმყოფობა სპირიტულ სეანსებზე როგორც წესი უშუალოდაა დაკავშირებული გარდაცვლილთა სულებთან. სწორედ ისინი თხოვენ მაღალ „მე“-ს, რომ აპორტის შესრულებაში დაეხმარონ მათ. თუმცაღა ჰუნას თეორია ამტკიცებს, რომ ცოცხალ არსებებს ასევე შეუძლიათ ამის თხოვნა და ანალოგიური შედეგების მიღება. არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ თავად დაბალმა „მე“-მ, როგორც გარდაცვლილისგან გამოცაკევებულმა პოლტერგეისტის ტიპის სულმა შეიძლება მაღალ „მე“-მდე მიიტანოს ასეთი სურვილები და მიიღოს მისგან აპორტების შესრულების შესაძლებლობა, როგორც ეს ხდება ქვების თვითნებური ფრენის დროს, თვითაალების დროს, წყლის გადმოღვრის და სხვა მსგავსი ცუღლუტობების დროს, რომლებიც ამ აუტანელ სულებს შორისაა პოპულარული.
ნახ. 5. ჰუნას სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები
A. ჯვარი, როგორც დაბალი „მე“-ს, ანუ არაცნობიერის, ანუ ადამიანის სულის უძველესი სიმბოლო. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ფიზიკურ სხეულს. ჰორიზონტალური აღნიშნავს: (1) დაბალ „მე“-ს, (2) - დაბალი „მე“-ს ნატიფ სხეულს, (3) - სასიცოცხლო ძალის დაბალ ძაბვას.
B. ჯვარი სამი ჰორიზონტალურინ ხაზით - სიმბოლო, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტეში, მოგვიანებით კი რომის ეკლესიის „პაპის ჯვარი“ გახდა. სამი ჰორიზონტალური ხაზი ჰუნაში აღნიშნავს ადამიანის სამ „მე“-ს, სამ ნატიფ სხეულს, რომელიც სამ „მე“-ს ემსახურება, და მათ მიერ გამოყენებული სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვას. წერტილოვანი ხაზი აჩვენებს, რომ ჰორიზონტალური ხაზები ქმნიან სამკუთხედის ფორმას, რომელსაც მსგავსი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ასევე მიუთითებს იმაზე, თ როგორ გამოიყურება (თუკი მოვაშორებთ ხაზებს სამკუთხედის შიგნით) ადამიანის მდგომარეობა სიკვდილის შემდეგ, როცა ის ფიზიკურ სხეულს ტოვებს.
C. ჯვარი ორი ჰორიზონტალუი ხაზით აღნიშნავს ადამიანის დაბალ და შუა „მე“-ებს, ასევე მათ ნატიფ სხეულებს და სასიცოცხლო ძალის ორი სახის ძაბვას. (ეს რომის ეკლესიის კარდინალური ჯვარია, მაშინ, როცა ჯვარი ერთი ჰორიზონტალური ხაზით მღვდლის ჯვარს წარმოადგენს. ბერძენი-კათოლიკები ნახატ K-ზე გამოსახულ ჯვარს იყენებენ).
D. ვაზი, რომელიც ჯვარზეა შემოხვეული, აღნიშნავს სასიცოცხლო ძალის აღმასვლას დაბალი „მე“-სგან მაღალ „მე“-მდე, რომელიც აქ ჯვრის თავზე წერტილოვანი ორმაგი მარყუჟის სახითაა მოცემული. ფოთოლი საშუალებას გვაძლევს, რომ ტალღოვან ხაზში ვაზის მტევანი ამოვიცნოთ, და არა მაგალითად, გველი. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სასიცოცხლო ძალის სიმბოლოს, რადგან არ შეუძლია დაიყოს ან დაიტოტოს სამ ტოტად, რომლებიც სასიცოცხლო ენერგიის ძაბვის სამ სახეს აღნიშნავენ. ყურძნის მტევანი განასახიერებს ლოცვის აზროფორმათა მტევანს, რომელიც მაღალი მე-სადმია მიმათული. ესაა აღმავალი და „წვენით ავსებადი“ სასიცოცხლო ძალის ხატ-სახი.
E. სასიცოცხლო ძალა, რომლის სიმბოლოც წყალია. სამი ტალღა აქ მიუთითებს მაღალ ძაბვაზე, რომელსაც მაღალი „მე“ იყენებს.
F. სასიცოცხლო ძალის საშუალო ძაბვა, რომელსაც შუა „მე“, ანუ ცნობიერება იყენებს.
G. სასიცოცხლო ძალის დაბალი ძაბვა, რომელსაც დაბალი „მე“ იყენებს, და რომელიც შუა და მაღალ „მე“-ებს ამარაგებს ენერგიით, რაღა მათი სიმძლავრე გააძლიეროს და საჭირო მიზნებით გამოიყენოს.
H. აზროფორმა ლურსმნის შესახებ.
I. სამი ერთმანეთთან დაკავშირებული (ასოციაციებით) აზროფორმა დაფისა და ორი ლურსმნის შესახებ.
J. აზროფორმების დიდი და რთული გაერთიანება სახლის შესახებ. თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც ყურძნის მტევანი ნახ. D-ზე.
K. სამი პატარა ჯვარი დიდი ჯვრების კიდეებზე ერთდროულად აღნიშნავს სამ „მე“-ს, სამ ნატიფ სხეულს, სასიცოცხლო ძალის სამგვარ ძაბვას და ფიზიკურ სხეულს. ყველა ერთად ცოცხალ ადამიანს განასახიერებს.
L. სამკუთხედს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც ჯვარს სამი ჰორიზონტალური ხაზით. მისი მხარეები ადამიანის სამ შემადგენელ ნაწილს განასახიერებს. სამი „მე“ - ერთი მხარე, სამი ნატიფი სხეული - მეორე, სამი სასიცოცხლო ძალა - მესამე. სამკუთხედის ცენტრში მოთავსებული ადამიანის ფიგურა განასახიერებს ფიზიკურ სხეულს, რომელიც ყველა ცხრა ელემენტის საფუძველია ფიზიკური ცხოვრების დროს.
M. მამა, დედა და შვილი - ძალიან ძველი სიმბოლო. ჰუნაში ეს სიმბოლო გამოხატავს რწმენას, რომ მაღალი მე მშობლიურ წყვილს წარმოადგენს - გაერთიანებას, ორი დამოუკიდებელი არსების კავშირს. ბავშვი, როგორც პატარა ადამიანი, რომელიც შუა და დაბალი „მე“-ებისგან შედგება.
ნახ. 6. მაღალი „მე“ და კოლექტიური სული. ჰუნას თეორიასთან დაკავშირებული უძველესი სიმბოლოები.
A. სამი ადამიანის ფიგურის თავზე მაღალი „მე“-ს სამი სიმბოლო მოჩანს. კიდევ უფრო მაღლა მაღალი „მე“-ს გამაერთიანებელი სიმბოლოა, საიდანც გამოდის სამი წერტილოვანი ხაზი, სათითაოდ, სამივე ფიგურაზე. ეს გამაერთიანებელი სიმბოლო გამოხატავს ჰუნას ცოტა არ იყოს ბუნდოვან დოქტრინას კოლექტიური სულის მაღალი „მე“-ს შესახებ, რომელიც მოწოდებულია, რომ რაღაცნაირად ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების ჯგუფების სასიცოცხლო პროცესებს უხელმძღვანელოს და იზრუნოს მათზე. ეს მაღალი „მე“-ები აღზრდის და განვითარების კანონებს აწესებენ და რაღაც იდუმალი სახით ადამიანური არსებობის ყველა იმ რთულ პროცესს მართავენ, რომლებიც ბუნებრივია, ძალზე ძნელია დაბალი მე-სთვის, რათა მან მისი გაგება და მართვა შეძლოს.
B. მაღალი „მე“, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანს (ან იქნებ ოჯახურ წყვილსაც) გააჩნია, აქ წარმოდგენილია უსასრულობის, მარადიული პროგრესის მათემატიკური სიმბოლოთი. მაღალ „მე“-ს ძალუძს, რომ მყისიერი ცვლილებები გამოიწვიოს ადამიანის სხეულში, თუკი ამის შესახებ თხოვთ, ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაკლებად განვითარებული არსებების მაღალ „მე“-ზე.
C. ყველა ცხოველს, ფრინველს, მწერს, თევზს ასევე გააჩნიათ „კოლექტიური სულის“ მაღალი „მე“, რომელიც ზრუნავს მათზე და ხელმძღვანელობს მათ. პუნქტირული ხაზები, რომლებიც მაღალი „მე“-ების სიმბოლოებიდან მოდიან, თავიანთი რაოდენობით იმაზე მოწმობენ, რომ ყოველი მაღალი „მე“ არსებათა გარკვეულ ჯგუფზე ზრუნავს.
D. მაღალი „მე“-ები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც „კოლექტიური სული“, წარმოდგენილნი არიან ნაწილობრივ, ადამიანური ფორმით (ზოგჯერ ადამიანის თავით, როგორც ნახ. D-ზე) ეს გამოსახულება აღებულია ეგვიპტიდან, იგი გვხვდება ღმერთ ჰორუსის აკლდამის კედლებზე. ორი ფრთა, რომელიც გამოდის სფეროსგან ადამიანი-შევარდენის თავს ზემოთ, საიდუმლო ეზოთერული სიმბოლიზმის ენაზე გამოხატავს ორმაგ მაღალ „მე“-ს. ჟურნალისტ ვილიამ სტიუარტის მასწავლებლის დახმარებით, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი, შესაძლებელი გახდა „კოლექტიური“ მაღალი „მე“-ს მატერიალიზება. მასწავლებელი თავის მაგიურ უნარებს იყენებდა, რათა მოცემული ტერიტორიის ფრინველების მაღალ „მე“-ზე მოეხდინა ზემოქმედება. მან აიძულა ყველა ფრინველი, რომ შემაღლებულ გორაკის თავზე მოგროვილიყვნენ, რის შედეგადაც წარმოიშვა უზარმაზარი, ფრინველთა სხვადასხვა სახეობებისგან შემდგარი ღრუბელი. მაღალი „მე“ მატერიალიზაციასთან ერთად უფრო ხილული ხდებოდა. იგი გამოიყურებოდა, როგორც ბუნდოვანი ადანის ფიგურა ფრინველის დიდი თავით და ჰაერში დაცურავდა.
E. ძველი ეგვიპტის სიმბოლო მაღალი „მე“-სადმი ლოცვის ხატ-სახის მშვენიერ მაგალითს გვაძლევს. ესაა ფრთებიანი სფეროს ხატ-სახე. ორი გველი შეიძლება აღნიშნავდეს სასიცოცხლო ძალის ჭარბ და არასაკმარის მუხტებს, ან დაბალ და საშუალო ძაბვას, რომელთაგანაც თითოეული გამოიყენება ლოცვების ფორმულირებისა და გაგზავნისთვის.
F. სფინქსი წარმოადგენს სიმბოლოს, რომელიც ადამიანი-შევარდნის სიმბოლოს მსგავსია ნახ. D-ზე, მაგრამ ამოტრიალებულია: აქ ცხოველს აქვს ადამიანის თავი.
G. ეგვიპტური სიმბოლო, რომელზეც ორი გველია გამოსახული ყვავილების ბუტკოებთან და პატარა რგოლებთან ერთად, რომლებიც აქ იმისთვისაა განთავსებული, რომ იდუმალების იდეას გაუსვას ხაზი, ან თუ საქმე ჰუნას თეორიას ეხება - დოქტრინას სამი „მე“-ს, სამი ნატიფი სხეულის და სასიცოცხლო ძალის სამი სახის შესახებ. ტალღოვანი ხაზები ძირში წარმოადგენენ ჰუნას სიმბოლოს აშკარა რემინისცენციას - ტალღების, რომლებიც სასიცოცხლო ძალას აღნიშნავენ.
H. ეს უძველესი ნიშანი აღნიშნავს დაფრთიანებულ აზროფორმას ადამიანის ძალის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც ორი სქესის შეერთებით ჩნდება. არ ჰქონდათ რა მკაფიო და პრაქტიკული ცოდნა სასიცოცხლო ძალის სამი სახის ძაბვის შესახებ, მრავალი უძველესი რელიგიის მღვდელმსახურები ფიქრობდნენ, რომ ბავშვის დაბადების შემოქმედებითი ძალა ღმერთებისადმი მიმართული წარმატებული ლოცვის შედეგს წარმოადგენს. რწმენა იმისა, რომ ადამიანის შემოქმედებითი ძალა სქესთა შეერთების შედეგს წარმოადგენს, არასწორია, რადგან კაჰუნები, როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, მაგიურ მოქმედებებს იმის მიუხედავად ასრულებდნენ, ჰქონდათ თუ არა სექსი. თუმცაღა ჰუნას სისტემაში არსებობს რწმენა, რომ ადამიანის მაღალი „მე“ მამრობით-მდედრობით წყვილს წარმოადგენს.
I. ფრთებიანი კვერთხის ცნობილი სიმბოლო. ორი გველი, რომელიც მას გარს ეხვევა, ხშირად ფრთებიან სფეროსაც ახვევია გარს. თუ კვერთხის თავზე მაღალი „მე“-ს სიმბოლოა გამოსახული, ამ შემთხვევაში, ჰუნას თვალსაზრისით, სიმბოლო დასრულებულია. საინტერესოა, რომ პოლინეზიის კუნძულებზე გველები არასოდეს ყოფილან. მაგიური მექანიზმების სიტყვიერი აღწერისას კაჰუნები არ იყენებდნენ გველის ხატ-სახეს სასიცოცხლო ძალის სიმბოლოდ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ან საერთოდ არ იყენებდნენ ამ სიმბოლოს, ან მას შემდეგ დაივიწყეს მის შესახებ, რაც ეგვიპტის მიწები დატოვეს და პოლინეზიაში გადასახლდნენ, სადაც რამდენიმე ასწლეულის მანძილზე ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ ამ სიმბოლოს სხვა წარმოშობა აქვს და არაფერი აქვს საერთო ჰუნასთან, რადგან კაჰუნების ენაზე გველის აღმნიშვნელი არცერთი სიტყვა არაა, თუმცა მათ გააჩნდათ სახელები ხვლიკების მსგავსი ქვეწარმავლებისთვის.