თავი 22
თავი 22
სასწაულის მაგიის პრაქტიკული გამოყენება
მთარგმნელი: რუსუდან ზურაბაშვილი
ექპერიმენტები და პრაქტიკა
ჰუნას ძველთაძველი სისტემის გამოკვლევის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ვიდრე გავრცელდება ინფორმაცია გამოკვლევის შესახებ და წარმოიშვება ინტერესი, ცოტა რამ კიდევ შეიძლება გაკეთდეს მის შესახებ ჩვენი ცოდნის გასაღრმავებლად და წინასწარი დასკვნების შესამოწმებლად, რათა ექსპერიმენტულმა ჯგუფებმა მუშაობის დაწყება შეძლონ.
ცალკეულ პირებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობის დაწყება და სასიცოცხლო ძალის დაბალი ძაბვის დიდი ოდენობით მუხტის დაგროვების უნარების განვითარება, შემდეგ კი მათი გადაცემა აზრო-ფორმების საშუალებით გადაცემა იმ ადამიანებზე, რომელთაც განკურნება ესაჭიროებათ. თითქმის ნებისმიერს შეუძლია დაბალი მაგიის გამოყენების სწავლა.
რაც შეეხება მაღალი მაგიის გამოყენების სწავლას, ამისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მოიშოროს შემზღუდველი/ხელისშემშლელი კომპლექსები. ამ სირთულის დაძლევის საუკეთესო გზაა ჯგუფური მუშაობა, რომლითაც ერთი ადამიანი დაეხმარება მეორეს მაღალ მესთან საკომუნიკაციო გზის გახსნაში.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვიღაცამ სცადოს ცოდვის ან დანაშაულის კომპლექსის გვერდის ავლით კავშირის დამყარება მაღალ მესთან. ან, და ეს გზაა ღიაა ყველასთვის, მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რა გვინდა, ჩამოყალიბდეს ლოცვა. და შემდეგ, ხშირი, განმეორებადი ბრძანებით მიეწოდოს დაბალ მეს, რომ ლოცვა და დაბალი მანა გადასცეს მაღალ მეს ძილის დროს ავტომატური კავშირის დროს. ეს მეთოდი ნელია, მაგრამ სჯობს ბრმა ლოცვას, რომელიც ისე ითქმება, რომ არაფერი გაეგებათ მისი მექანიზმისა თუ მაღალი მესი.
სამწუხაროდ, კაჰუნები აღარ არიან, რომ მკურნალობისთვის მათ მივმართოთ. ჩვენ ჩვენი მკურნალები უნდა გაგნვავითაროთ, და ამას დაჭირდება ორგანიზება და ბუნებრივად ნიჭიერი ხალხის შერჩევა ექსპერიმენტული მუშაობისთვის. ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ თუ მოგვიანებით, ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან ბევრია ისეთი, რომლებსაც არ შეუძლიათ დიდხანს ელოდონ მკურნალების გამოწვრთნას, სიყვარული და თანაგრძნობა კი, სისწრაფისკენ მოგვიწოდებს.
თუმცაღა ასეთებისთვისაც არის იმედი, და იმისთვის, რომ მათ შეძლონ გამოყენება, ჰუნას ძველთაძველი მეცნიერების შესახებ ჩემი ანგარიშის დასასრულს, გთავაზობთ ჩემს წინადადებებს:
თუ ვინმე ისწრაფვის ყოველდღიური პრაქტიკისკენ, რათა ისწავლოს მაღალ მესთან კავშირის დამყარება, არის რამოდენიმე რამ, რაც მათ ძალიან დაეხმარება ამაში.
თუ გსურთ, პრაქტიკის თავდაპირველი სურვილის გამყარება და მისი პრიორიტეტად შენარჩუნება, იკითხეთ ყოველ დღე ჩემს ანგარიშში მოყვანილი შემთხვევები. ქრისტიან მეცნიერებს ეს ყველაზე უკეთ ესმით, ვიდრე ჩემთვის ცნობილ რომელიმე სხვა ჯგუფს. ადამიანი, რომელსაც სურს სხეულის თუ ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღება, ყოველდღე უნდა დაჯდეს ჩანაწერების საკითხავად, რითაც ამ ფილოსოფიას გონების წინაშე ცხადად და შთამბეჭდავად წარმოაჩენს.
დაბალ მეზე შთაბეჭდილებას ახდენს ნაბეჭდი გვერდი. ეს არის ფიზიკური სტიმული, და თუ შუა მე დაიჯერებს, რომ მიუხედავად ალოგიკურობისა ნაბეჭდი მასალები სწორია და შესაძლებელია მათზე მუშაობა, დაბალი მე თანდათანობით დანებდება და მიიღებს იდეებს. მეორე მხრივ, თუ მასალას არ გადავიკითხავთ ხშირ-ხშირად, დაბალ მეს ის დაავიწყდება. ის შეცვლის პრაქტიკის ჟინს ძველი, ზარმაცი, ნაკლებად დაძაბული საქმეები კეთების იმპულსებით. იკითხეთ. გადაიკითხეთ. იკითხეთ, იკითხეთ და იკითხეთ. ეს დაგეხმარებათ ფიქრის ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაში.
ფიქრის ჩვევები ყველა ცუდი და შემაფერხებელი როდია. თუ კარგმა ქრისტიანმა გამოიმუშავა აზროვნების ჩვევები, რომლებიც ქრისტიანული ღმერთის კონცეფციის რწმენას და ნდობას განაპირობებს, ეს წარმოადგენს ხიდს, რომელზეც მკურნალობის პრაქტიკა სწრაფად გაივლის.
ქუიმბი თავის სწავლებას აბამდა ხოლმე მისი პაციენტების უკვე ჩვევაში გადასულ რწმენებს. მათ სჯეროდათ, რომ ღმერთი ვერ იქნებოდა ვერაფერი კარგის გარდა. მათ ქონდათ ბავშვობიდან გამოყოლილი კომპლექსური რწმენა, რომ ღმერთი სრულყოფილებაა, რომ ის იყო კარგი, რომ ის იყო ყოვლისშემძლე. ამ ფიქსირებულ და კომპლექსურ რწმენათა ჩვევებზე დაყრდნობით, რომლებიც განთავსებული იყვნენ დამალ მეში და გაზიარებული შუა მეს მიერ, ქუიმბი იოლად ახერხებდა, დაერწმუნებინა პაციენტი მის თეორიაში, რომ დაავადება და სხვა ცუდი გარემოებანი არ შეიძლება არსებობდნენ, რადგან ისინი ვერ იქნებოდა ღმერთისგან, რომელიც სრულყოფილია.
ჩვენი კომპლექსური რწმენები შეიეძლება იყოს როგორც დამხმარე, ისე დამაბრკოლებელი. თუმცა, აუცილებელია, რომ მოვიკრიბოთ გონება ყოველდღიურ შესვენებებისას, და ახლო და კრიტიკული კვლევა ჩავუტაროთ ჩვენს უამრავ რწმენას. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვცხოვრობდეთ ჰუნას დიდ ჭეშმარიტებით, რაც ჩვენთვის თავისუფლების ეპიტომაა- ჭეშმარიტება, რომ ჩვენ ვერ შევცოდავთ მაღალი მეების წინაშე, და რომ არ არსებობს ცოდვა, გარდა სხვა ადამიანისთვის ტკივილის/ვნების მიყენებისა.
თუ არ ვნებ, ცოდვა არ გაქვს! იყვირეთ ეს სახლების სახურავებიდან საათში ერთხელ, მთელი წლის განმავლობაში, თუ საჭირო იქნა. ყველა ფასად მიიღეთ ხსნა ცოდვის მცდარი დოგმებისგან გათავისუფლებით. ან, თუ ეს არ გამოგივათ, დაყევით თქვენს კომპლექსებიან დაბალ მეს და შეწყვიტეთ ისეთი რაღაცების კეთება, რასაც ის ჯიუტი და ბრმა დაჟინებით ცოდვად მიიჩნევს.
ყველა შემთხვევაში, იკითხეთ! ლიტერატურა ჰუნაზე ჯერჯერობით კვლავ მცირეა, მაგრამ შეგიძლიათ იკითხოთ „იუნითის“ „დეილი ვორდი“, ან მსგავსი პუბლიკაციები, თავისი გაკვეთილებითა და აფირმაციებით, რომლებიც ყოველდღე უნდა იმეოროთ. ის, ვინც იცნობს კაჰუნების საიდუმლო ცოდნას, შეუძლია ყველა ასეთი ტექსტი თარგმნოს ჰუნას ტერმინებში. ღმერთი ხდება მაღალი მე, რადგან ის არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც მაღლაც ჩვენ ვერ ავალთ, და ჩვენ შეგვიძლია ძალიან დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ნებისმიერი კონტაქტი კიდევ უფრო მაღალ არსებებთან ჩვენთვის განხორციელდება მაღალი მეს საშუალებით.
კაჰუნები თავს არ იკავებდნენ გამოეყენებინათ ნებისმიერი საშუალება, რაც ხელში მოხვდებოდათ, თუ ეს მათ მუშაობას წინ წაწევდა. ექიმებსაც იღებდნენ და ეკლესიებშიც დადიოდნენ. მათთვის ჰუნა იყო ცოცხალი და მზარდი რამ. ისინი იღებდნენ ადრეულ მისიონერებს, იმედოვნებდნენ რა, რომ ისინი მოიტანდნენ ახალ და უფრო განვითარებულ ცოდნას და მკურნალობის უკეთეს მეთოდებს. ისინი, მსგავსად როგორც მთელი პოლინეზიური რასა, აჩვენებდნენ ყველაზე საკვირველ გონება-გახსნილობას. ყველაფერი ახალი და კარგი აინტერესებდათ, თუ ისინი პრაქტიკულნი აღმოჩნდებოდნენ.
ჰუნა არ არის კრისტალიზებული, ჩამოყალიბებული და მკვდარი. ის ცოცხალი, პრაქტიკული სისტემაა, რომელიც ეჭიდება გამოცდილს, და ამავდროულად, მიიღწვის გარეთ, რათა მოსინჯოს ყველაფერი ახალი და იმედისმომცემი. თუმცა ისინი, ვისაც სურთ ისარგებლონ იმ ძველი აღმოჩენებით, რაც შეადგენს „საიდუმლოს“ გულს, თავად უნდა იყვნენ ცვლილებებისთვის ღია და მზა.
იკითხეთ ეს ანგარიში განმეორებით და გამუდმებით, თუ გსურთ, რომ ძველი ჩვევები მოიშალოთ და იხეიროთ ახლებისგან. პირველ წაკითხვაზე პატარა ნათებას დაიჭერთ. ერთი კვირის შემდეგ შეეცდებით, გაიხსენოთ, რა წაიკითხეთ, და ნახავთ რომ მეხსიერებაში ის აბურდულია. ეს ასე იმიტომაა, რომ ახალი იდეები ძველებს დაეჯახნენ, რომლებიც წლების განმავლობაში თქვენთან იყვნენ. თუ ანგარიშის გადაიკითხავთ, ნათება დაბრუნდება და უფრო დიდხანს დარჩება. თუ- არა, აბურდულობა გაიზრდება და ერთ თვეში სულ დაგავიწყდებათ, რომ ნათება შემოიჭრა თქვენში. დაბალი მე წარმოადგენს თქვენი მოგონებების, და რწმენებისა და ფიქრების ჩვევების მცველს. ის ინახავს მთელს ჩვენს მოგონებებსა და ფიქრებს დაბალ ჩრდილოვან სხეულში, და ხელმძღვანელობს მათ ჯიუტად და ალოგიკურად. დრო და პრაქტიკაა საჭირო, კითხვა და გადაკითხვა, რომ ეს მასალა ზემოთ წამოვიდეს და იქ გაჩერდეს, იყოს მზად მაღალ მესთან დასაკავშირებლად.
ჯგუფური სამუშაო
თუმცა ცალკეული პირების მიერ შესრულებული ექსპერიმენტული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, და თითქმის ნებისმიერმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ გააჩნია როგორც მაღალი, ისე დაბალი მაგიის გამოყენების ის ნიჭები, რომელზეც არასდროს უეჭვია, მაინც, სწორედ ჯგუფების მიერაა შესაძლებელი პიონერების მიერ წამოწეული ჰუნას ფსიქო-რელიგიური სისტემის საუკეთესო საყოველთაო განვითარება.
მაგალითად, მათ, რომლებიც დაიწყებენ დაბალი მაგიის ექსპერიმენტებს და გამოიყენებენ ბარონ ფერსენის მეთოდს (იხ. მესამე თავი) ან მის ვარიაციას სხეულებში სასიცოცხლო ძალის გაზრდილი რაოდენობის მუხტის დასაგროვებლად, დასჭირდებათ სხვები, ვისზეც გამოიყენებენ ამ ძალას. თუ ხელებს მხრებზე დავადებთ, ძალა მაგნიტივით მოიზიდავს ნაკლები მუხტის მქონე ადამიანს, შემდეგ კი ნელა გაუშვებს. ძალა გამოვა ერთისგან და შევა მეორეში და გადაიტანს განკურნების ფიქრებს. ძალის გადაცემა თავად უზრუნველყოფს განკურნების ფიქრებზე რეაქციის ეფექტურობას.
ადამიანი, რომელმაც ჩემი ანგარიში გულდასმით შეისწავლა, შეძლებს დაგეგმოს ნაბიჯები და ყოველდღიური პრაქტიკა დაიდგინოს. რამდენადაც ლოცვა ტელეპატიურ უნარს ეფუძნება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბუნებრივად ხდება კონტაქტი მაღალ მესთან ძილის დროს), ტელეპატიის პრაქტიკა მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ საქმეში პარტნიორი აბსოლუტურად აუცილებელია, ხოლო ჯგუფში კი ცდები შეიძლება ჩატარდეს, რომელი ადამიანები მუშაობენ უკეთ ერთმანეთთან. ერთი ადამიანი შეიძლება კონცენტრირდეს რაიმე სიმბოლოზე, სურათზე, სიტყვაზე და ა.შ., და სხვები ჯგუფში დარჩნენ მიმღებებად, და დაელოდონ და ნახონ, მიიღებენ თუ არა გამომგზავნისგან ტელეპატიურ შთაბეჭდილებებს.
სისტემატურად შემკრები ჯგუფი ინტერესების სტიმულირებასაც უწობს ხელს და ცალკეული ადამიანების აღმოჩენების გაზიარების საშუალებასაც იძლევა. ორაგანიზაცია და ერთი ლიდერის ქვეშ გაერთიანებული ჯგუფური მუშაობა, განსაზღვრული პროექტებითა და შეხვედრების დროებით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე არაორგანიზებულად მუშაობა.
რამდენადაც ექსპერიმენტები წინ მიიწევს და შესაბამისი ნიჭის მქონე ადამიანები იწყებენ დაბალი თუ მაღალი მაგიით- ცეცხლამტანობა, მომავლის შეცვლა- მკურნალობის შედეგების მიღებას, კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ცენტრალური ორგანიზაცია, რომლის მეშვეობით აღმოჩენები მოგროვდებოდა ჯგუფებიდან და რომლის დახმარებითაც ინფორმაცია ახლად ჩამოყალიბებული მკურნალების შესახებ მიეცემოდა მათ, ვისაც ისინი დასჭირდებოდათ. ჯგუფური და ინდივიდუალური ექსპერიმენტების შედეგები ამსახველი ბროშურები მომზადდებოდა, და წამოჭრილ განსაკუთრებულ საჭიროებებზე სპეციალური ინსტრუქციები გამოიცემოდა.
ნიშნები იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების ახალ ეტაპზე, ჩანს იმაში, რომ ჰუნას უძველესი საიდუმლოს შესახებ ცოდნა უკვე ყველასთვის ღიაა. გასაიდუმლოების კულტი ხელს უწობდა სამღვდელოების გაძლიერებას, სამღვდელოება იქმნიდა სპეციალურ პრივილეგიებს, და, როგორც წესი, მთავრდებოდა ვალდებულებების დაკისრებით სხვაზე. მსხვერლნი კი უბრალო ადამიანები იყვნენ.
როცა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ გარკვეულ ბუნებრივ ნიჭებს, რომლებითაც შესაძლებელია კაჰუნას მეთოდების გამოყენების სწავლა და მკურნალებად ქცევა, აღარ იქნება ბრმა გასაიდუმლოება და მისტერია გამოყენებულ მეთოდებზე. უბრალო ადამიანს, რომელსაც სავარაუდოდ არ ენდომება გახდეს პროფესიონალი მკურნალი სხეულისა თუ საფულისა, შეძლებს ახალი ფსიქო-რელიგიური სისტემის შესახებ ლიტერატურის წაკითხვას და მისი პრინციპების გაგებას.
ეს სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ეყრდნობა ძველთაძველ საფუძვლებს, ეჭვგარეშეა, ძალიან სწრაფად დაიძვრება, როცა თანამედროვე აღმოჩენები და ლაბორატორიული მეთოდები დაინერგება. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ახლა გავზომოთ და დავიტანოთ ქაღალდზე ელექტრო-სასიცოცხლო იმპულსები, რომლებიც მოძრაობენ ტვინის გავლით 10 კვადრატში საშუალო სიჩქარით (როგორც ეს გააკეთა კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯორჯ კიიზარმა ელექტრო-ენცეფალოგრამის გამოყენებით), და დიდი დრო არ გავა, როცა ჩვენ მეტი გვეცოდინება კაჰუნების მანაზე, ვიდრე აქამდე ყოფილა ცნობილი. ახლა მანქანების ერაა და თამამად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ჰუნას გამოყენების დაუფლება მოწყობილობებთან დაკავშირებული სხავადასხვა ფორმით, იმის კვალდაკვალ, როგორ გამუდმებით გავიწაფებით ძველთაძველ პრაქტიკებში.
ჰუნას შესახებ ზოგადი ცოდნის გავლენა მსოფლიოს სოციალურ სტრუქტურებზე შთამბეჭდავი სანახავი იქნება. რადგან ჩვენ არ გვქონია აქამდე საკმარისად დეტალური და მუშა ფსიქო-რელიგიური ცოდნა, ჩვენ არ გვქონია საშუალება ამ თემებზე იდეები გაგვერთიანებინა. რამდენადაც ჰუნა იქნება კრიტერიუმი და კატალიზატორი, ამ სფეროებში არსებული იდეათა ქაოსი მოწესრიგდება.
ჩვენი სოციალური სიავეების დიდი ნაწილი არსებობს იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის სხვა ყველაფერი ვიცით, ფსიქოლოგიის მივიწყებული მეცნიერება (რელიგიის გაცილებით პატარა ელემენტით) არ განვითარებულა ბნელი ხანების შემდეგ, განსხვავებით მათემატიკის, ფიზიკისა და ასტრონომიისა. ადრეულმა საწყისებმა შესაძლებელი გახადა სწრაფად ჩამოყალიბებულიყო მანქანებიანი ცივილიზაცია, მაგრამ დატოვა მტკივნეული სიცარიელე იქ, სადაც უნდა ყოფილიყო პრაქტიკული ცოდნა ადამიანისა და მისი ელემენტარული ნაწილებისა, ძალებისა და კავშირებისა როგორც ფიზიკურ სიცოცხლეში, ისე ფიზიკური გარდაცვალების შემდგომ.
ფსიქო-რელიგიური მეცნიერების გარეშე ჩვენ ვცხოვრობდით, რამდენადმე, როგორც ცხოველები, მაღალ იდეალებსა და ძმობაზე გაუთავებელ ლაპარაკში, თუმცა ვერ შევძელით გაგვეკეთებინა რამე ამ მხრივ, რადგან ჩვენ არ გვესმოდა ჩვენი თავების. ჩვენ არ ვიცოდით, რანი ვიყავით, რატომ ვიყავით აქ, და სად მივდიოდით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცხოვრების ეს ნაწილი იყო და არის დეზორგანიზებული და აბურდული. ჩვენ ვტკენთ ერთამენთს, და ვერთიანდებით ჯგუფებად და ერებად რომ ვეომოთ სხვა ჯგუფებსა თუ ერებს- „მშვენიერი“ სანახაობა ინტელექტიანი არსებებისთვის ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე.
თუ ჩვენ შევძლებთ, განვსაზღვროთ ძირითადი პრინციპები ცოდნის ამ სფეროში, ჩვენ დავადგებით ამ ცოდნის გამოყენების გზას კაცობრიობის გასაუმჯობესებლად. დრომოჭმული რელიგიების ბრმადწინააღმდეგობრივი დოგმებისგან თავების გათავისუფლებით, ჩვენ შევძლებთ კეთილგონიერი და პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ წინ, თუ ჩავანაცვლებთ ცხოველის მსგავსი დაბალი მეს გამოვლინებას შუა მეს გამოვლინებით, რომელსაც მაღალი მე ეხმარება.
ისეა თითქოს, ჩვენს ცივილიზაციას დიდი ხნით ქონდა ნება მიცემული ისე გაზრდილიყო როგორც ველური სამყარო ფორმა, შეექმნა დახლართული ტყეები და მცენარეთა ჯუნგლები, სარეველებით გადავსებული მინდვრები და ყველაფრის ცეცხლით გადაწვის მუდმივი საშიშროებით. „ველური ნაზარდი“ შეიძლება შეიცვალოს დაგეგმილი და მოწესრიგებული მინდვრებითა და ტყეებით, და კულტივირებული ნაწილები ველური ნაწილებისგან ხანძარსაწინააღმდეგო განაკაფებით გამოვყოთ.
მართალია, ყოველთვის იქნებიან ცვლილებებისთვის დახურული ადამიანები, რომელთათვისაც მათი ფიქსირებული და დოგმატური რწმენების საწინააღმდეგო ყველა ახალი იდეა იგივე იქნება, რაც წითელი ნაჭერია ხარებისთვის, და მძვინვარე პროტესტებს დაიწყებენ, ნათელია, რომ საშუალო სტატისტიკურ კაცსა თუ ქალს, საჯარო სკოლების სისტემის დამსახურებით, აქვს უნარი, ახალ იდეებს საკმარისად გახსნილი გონებით მიუდგნენ. მათ, წარმოადგენენ რა დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ, ჭირდებათ მხოლოდ ორგანიზება და ერთად მუშაობის დაწყება, რათა დაკარგული მეცნიერება უკან დაბრუნდეს. ეს კი აუცილებელია ცივილიზაციის განვითარებისა და სრულყოფისთვის, რომელიც, ყველამ კარგად ვიცით, კარგა ხანია საოცრად ჩამორჩენილია.
მეორე მსოფლიო ომის უბედურებამ ჩვენ ძალიან მოგვაწადინა, ვიპოვოთ რამე გზა, რომლითაც უკეთესობისკენ შევტრიალდებით, ვიპოვოთ რაიმე პასუხი, ადამიანური ურთიერთობების მართვის შოკურ წარუმატებლობაზე. არაორგანიზებულნი ჩვენ ვრჩებით მცენარეთა ჯუნგლებში. ორგანიზებულებს კი, შეგვიძლია მსოფლიო წესრიგში მოვიყვანოთ, მხოლოდ მივცეთ საშუალება ყველა ცალკეულ ადამიანს მისი პატარა წილი შეასრულოს.
გაერთიანება სიძლიერეა, კეთილდღეობა და მშვიდობა. ჭიანჭველებისა და ფუტკრების მმართველი მაღალი არსებები ამას გვიჩვენებენ. უთანასწორო ინდივიდუალიზმი და განკერძოება (მათ დემონსტრაციას სხვა ცხოველების მჭამელი მტაცებელი ცხოველები წარმოადგენენ, რომლებიც მუდმივი საშიშროების ქვეშ არიან, რომ მათაც შეჭამენ) აჩვენებს განვითარების იმ ეტაპს, რომელშიც თავისუფალი ნების ქვეშ მოქმედი ცხოვრების მკაცრი გაკვეთილები უნდა იქნას ნასწავლი. ამ ეტაპის შემდეგ მოდის ეტაპი, რომელიც დიდი ხანია არ გვქონია, ეტაპი, რომელშიც ადამიანი უბრუნდება გაერთიანებულ და თანამშრომლობით ძალისხმევას. კვლავ აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ იყენებს მას სამართალიანად თანამეგობრებთან და მათ თავისუფალ ნებასთან მიმართებაში. და რაც მთავარია, სწორ მიმართებაში მაღალ მეებთან, საიდანაც მოდის ორივე- დახმარებაც და მითითებებიც.
ჩვენ ვართ შემოტრიალების მომენტში, როგორც იქნა, და მომავალი, რომელიც წინ გვიძევს, და რომელსაც დაბურულად ვხედავთ დროის ფარდის იქეთ, ჭეშმარიტად ძალიან ნათელი ჩანს.