ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 15 - სიზარმაცისა და ყურადღების გაფანტულობის მიღმა

 

თავი 15

სიზარმაცისა და ყურადღების გაფანტულობის მიღმა

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

ორივე შეცდომა - სიზარმაცეც და ყურადღების გაფანტულობაც  გადაილახება მშვიდი მუშაობის გზით, რომელიც სრულდება ყოველდღე, შესვენებების გარეშე; ამ შემთხვევაში წარმატება აუცილებლად მიიღწევა. თუ მედიტაციაში არ იმყოფებით, მაშინ ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ, ყურადღება ხშირად გაგეფანტებათ. გააცნობიერო, რომ ყურადღება იფანტება, - ეს ის მექანიზმია, რომელიც ყურადღების გაფანტულობის დამარცხებაში გეხმარებათ. იმ სიზარმაცეს შორის, რომელსაც აცნობიერებთ და იმ სიზარმაცეს შორის, რომელსაც ვერ აცნობიერებთ, უზარმაზარი სხვაობაა. გაუცნობიერებელი სიზარმაცე   ნამდვილი სიზარმაცეა; გაცნობიერებული სიზარმაცე - მთლად სიზარმაცე არაა, რადგან მასში მაინცაა სიცხადე. ყურადღების გაფანტულობა იმისგან მოდის, რომ თქვენ სხვა რამეზე მოცდენის ნებას აძლევთ გონებას. სიზარმაცე იმისგან მოდის, რომ გონება ჯერ კიდევ არაა სუფთა. ყურადღების გაფანტულობის გადალახვა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე სიზარმაცის. ეს ავადმყოფობას ჰგავს: თუ ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებებს გრძნობთ, შეგიძლიათ წამალი მიიღით; სიზარმაცე ავადმყოფობაა, რომელსაც თან ახლავს მოქმედების უუნარობა. ყურადღების გაფანტულობას შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ, ილუზიას შეგვიძლია დავაღწიოთ თავი, მაგრამ სიზარმაცე და ლეთარგია - მძიმე და ბნელი მდგომარეობაა. ყურადღების გაფანტულობას და ილუზიას, უკიდურეს შემთხვევაში, ადგილი აქვს; სიზარმაცისა და ლეთარგიის შემთხვევაში ბოლომდე ანიმას აქვს ძალაუფლება. ყურადღების გაფანტულობისას ანიმუსი ჯერ კიდევ არსებობს; სიზარმაცის შემთხვევაში  სუფთა სიბნელე მძლავრობს. თუ მედიტაციის დროს პრაქტიკოსს ძილი იპყრობს სიზარმაცის გამოხატულებაა. მხოლოდ სუნთქვას შეუძლია დაგეხმაროთ სიზარმაცის გადალახვაში. თუმცა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რომელიც ცხვირით ხორციელდება, არაა ნამდვილი სუნთქვა; ნამდვილი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მათთან ერთად მიმდინარეობს.

ამიტომ მედიტაციის დროს გამუდმებით უნდა შეინარჩუნოთ გულის სიმშვიდე და ენერგიის კონცენტრაცია. როგორ უნდა დაამშვიდოთ გული? - სუნთქვის მეშვეობით. მხოლოდ გული უნდა აცნობიერებდეს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას; ყურს არ უნდა ესმოდეს სუნთქვა. თუ სუნთქვა არ ისმის, ეს ნიშნავს, რომ იგი მსუბუქია. თუ იგი მსუბუქია, ეს ნიშნავს რომ იგი სუფთაა. თუ მისი სუნთქვა ისმინება, ეს ნიშნავს, რომ ენერგია უხეშია; თუ უხეშია, ეს ნიშნავს, რომ იგი მღელვარეა; თუ მღელვარეა, ჩნდება სიზარმაცე და ლეთარგია, და პრაქტიკოსს ძილი იპყრობს. ეს თვალნათლივია.

აუცილებელია გაიგოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ სუნთქვის დროს გული. ესაა გამოყენება გამოყენების გარეშე. უბრალოდ საშუალება უნდა მისცეთ სინათლეს, რომ ძალიან მსუბუქად შეეხოს სმენას. ამ გამოთქმაში საიდუმლო აზრია ჩადებული. რას ნიშნავს - საშუალება მივცეთ სინათლეს, რომ შეეხოს სმენას? ეს თვალთა სინათლის სპონტანური ნათებაა. თვალი მხოლოდ შიგნით იხედება, არა გარეთ. ნათების შეგრძნება გარეთ ხედვის გარეშე, შიგნით ხედვას ნიშნავს; ეს არანაირად არაა დაკავშირებული შიგნითკენ რეალურ ხედვასთან. რას ნიშნავს  „სმენასთან შეხება“? ეს ყურის სინათლის სპონტანური მოსმენაა. ყურიისმენს მხოლოდ იმას, რაც შიგნითაა, და არ ისმენს იმას, რაც გარეთაა. შიგრძნო ნათება ისე, რომ არ გესმოდეს ის, რაც გარეთაა, ნიშნავს გესმოდეს ის, რაც შიგნითაა. ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმის რეალურად მოსმენასთან, რაც შიგნითაა. ამგვარი მოსმენა ნიშნავს, მხოლოდ იმის მოსმენას, რომ არანაირი ბგერა არაა. ამგვარი ხედვისას ჩანს მხოლოდ ის, რომ არანაირი ფორმა არაა. თუ თვალი არ იყურება გარეთ და ყური არ უსმენს გარეთ, ისინი იკეტებიან და უძრავად ჩერდებიან შიგნით . მხოლოდ მაშინ, თუ შიგნითკენ იყურებით და შიგნით ისმენთ, თვალი და ყური არ მიისწრაფვიან გარეთკენ და არც შიგნით ჩერდებიან უძრავად. ამით შეიძლება ბოლო მოუღოთ სიზარმაცეს და ყურადღების გაფანტულობას. ესაა მზისა და მთვარის , თესლისა და სინათლის შეერთება.

თუ სიზარმაცის შედეგად ძილიანობა ჩნდება, უნდა ადგეთ და გაისეირნოთ. როცა გონება გამოფხიზლდება, ისევ უნდა დაჯდეთ. რაღაც დროის მერე წარმატებაც მოვა, სიზარმაცე და ძილიანობა კი გადალახულ იქნება.

 

ერთ ცხელ შუადღეს ჭოტი ხეზე იჯდა, როცა მასთან გედი მიფრინდა და გვერდით ტოტზე ჩამოჯდა.

- უჰ, როგორ ცხელა, ძმაო,  ჭოტო, - თქვა გედმა, - მზე ისე აცხუნებს, რომ სიცხისგან გავოფლიანდი.

- რაო, - თქვა ჭოტმა, - რაო-რაო, რაზე მელაპარაკები? მზე, სიცხე? მაშინ ცხელა, როცა სიბნელე მატულობს.რა მზეზე მელაპარაკები? ჭკუიდან შეიშალე? რაში გინდა დამარწმუნო? მზე არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა. შენ ამბობ, რომ მაშინ ცხელა, როცა მზე ანათებს? მე ასეთ რამეზე არასოდეს მსმენია. ცხელა მაშინ, როცა სიბნელე მატულობს. შენ რა, ჩემი გასულელება გინდა? მხოლოდ მე არ ვთვლი ასე. ასე ამბობს ყველა ჩვენი წმინდა წერილი.

ამან გედი გააოგნა. „როგორ უნდა ავუხსნა ეს ყველაფერი ამ ბებერ ბრმა ჭოტს?“ - გაიფიქრა მან.

- მომისმინე, ძმაო, მე ამას ჩემი თვალებით ვხედავ: ახლა შუადღეა, მზე ძალიან კაშკაშა და მცხუნვარეა. შენ გინდა თქვა, რომ ახლა ბნელა? როგორ აგიხსნა ეს?

- წამოდი ჩემთან ერთად, - თქვა ჭოტმა, - აი იქ, ერთი დიდი ხეა, სადაც მრავალი ჭოტი და დიადი მეცნიერი ზის. ვკითხოთ ამის შესახებ. მათ ყველაფერი იციან წმინდა წერილებიდან, ზოგიერთი მათგანი ძალზე ბრძენი ფრინველია. გავფრინდეთ. ვნახოთ, რომელია ჩვენში მართალი.

ისინი გაფრინდნენ ხესთან, რომელზეც მრავალი ბრმა ჭოტი იჯდა.

- ეს გედი მოფრინდა, - თქვა ჭოტმა, - და ამბობს, რომ ახლა შუადღეა, რომ მზე ანათებს, ყველაფერი სინათლითაა აღვსილი და სწორედ ამიტომ ცხელა ასე. რას იტყვით ამაზე?

- რაო-რაო? - დაიყვირეს მათ. - არც ჩვენს მამებს, არც მათ მამებს, არც მათი მამების მამებს, არავის ჩვენში არასოდეს არ უნახავს მზე, რადგან იგი არ არსებობს. როგორ შეუძლია მას არსებობა? ის შენ გასულელებს. ნუ მოუსმენ. ან გიჟია, ან ეშმაკი თაღლითი. ის ცდილობს დაანგრიოს ჩვენი რელიგია. ჩვენ ყოველთვის სიბნელეში ვცხოვრობდით, ჩვენ ყოველთვის სიბნელეს ვეთაყვანებოდით. ეს ჩვენი ცხოვრების საფუძველია. ის დაგვინგრევს ცხოვრებას. ასეთი ხასიათი აქვს. თუ გინდა კენჭი ვყაროთ და გავიგოთ, ვის ექნება მეტი ხმა.

ერთი ჭოტი წამოდგა და თქვა:

- მაშ, რაშია ჭეშმარიტება? სიბნელე არსებობს თუ სინათლე არსებობს?

- სიბნელე, მხოლოდ სიბნელე! - დაიყვირეს მათ ერთხმად.

- მაშინ რატომ ცხელა ასე?

- იმიტომ, რომ ბნელა, - დაიყვირეს მათ საპასუხოდ. - სიცხე სიბნელის გამოვლინებაა.

- გააგდეთ აქედან ეს გედი, - კვლავ დაიყვირეს მათ. - ის დაანგრევს ჩვენს რელიგიას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს სადიდებელ წარსულს. მოაშორეთ აქედან, რაც შეიძლება სასწრაფოდ. ის ან სრულიად ბრმაა, ან სრულიად შეშლილი.

ამ პატარა იგავში უზარმაზარი ღირებულების ჭეშმარიტებაა ჩადებული.

პირველ რიგში, შეუძლებელია ჭეშმარიტების გადმოცემა, არ არსებობს ჭეშმარიტების გადმოცემის საშუალება, ჩემი ჭეშმარიტება - ეს ჩემი ჭეშმარიტებაა. მე შემიძლია გელაპარაკოთ მასზე, მაგრამ ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჭეშმარიტების გადმოცემას, და არც მოსმენა ნიშნავს - გაგებას. თქვენ თვალები უნდა გაახილოთ.

ნამდვილი ოსტატის ფუნქცია იმაშ კი არაა - გითხრათ, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმაში, რომ თვალების ახელაშ დაგეხმაროთ, თქვენი სულის ფანჯრების გაღებაშ დაგეხმაროთ, რათა თავად შეძოთ დანახვა, რათა შეძლოთ რომ შიგნით სიღრმეში გააცნობიეროთ სიტყვა „ღმერთის“ მნიშვნელობა. მე არ შემიძლია თქვენს მაგივრად დანახვა, მე არ შემიძლია თქვენს მაგივრად სიარული, მე არ შემიძლია თქვენს მაგივრად ფრენა. თქვენ მოგიწევთ, რომ თავად გაიაროთ თქვენი ცხოვრება და თავად მოკვდეთ თქვენი სიკვდილით.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნასესხები ცოდნის ტვირთით ივლით, რომელიც სინამდვილეში ცოდნა კი არა, ყალბი მონეტაა. ის გამოიყურება როგორც ცოდნა, ამიტომ შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოთ.

სწორედ ეს დაემართა კაცობრიობას: ადამიანი ნასესხები ცოდნის წყევლის ქვეშ ცხოვრობს. ადამიანები განაგრძობენ ბიბლიის, ყურანის, გიტას თუთიყუშებივით გამეორებას, - ბებერი ბრმა ჭოტები, რომლებიც იმეორებენ ყურანს, გიტას, ბიბლიას. ეს არაა მათი პირადი გამოცდილება. მათი პირადი გამოცდილება სრულიად საპირისპიროა. მათი პირადი გამოცდილება ბოლომდე უარყოფს გიტას და ბიბლიის, ვედების და დჰამაპადას ჭეშმარიტებას. მათი პირადი გამოცდილება ერთს ამბობს: „ბუდა შეშლილია“, „იესო გვატყუებს“, „შესაძლოა სოკრატე ძალიან ჭკვიანია, მაგრამ ჯობია შორს დაიჭიროთ მისგან თავი, ჯობია არ მოუსმინოთ. ის დაანგრევს ჩვენს რელიგიას.“

ადამიანმა ბრმად შექმნა რელიგია, - არა ერთი, არამედ მრავალი რელიგია, - რადგანაც ბრმა ადამიანს არ შეუძია დაინახოს ერთადერთი არსებული რელიგია, ბრმა ადამიანს შეუძლია მხოლოდ მრავალი დაიჯეროს. სწორედ ამიტომ არსებობს ამდენი რელიგია, ამ პატარა დედამიწაზე თითქმის სამასი რელიგია არსებობს, - და ყოველი რელიგია განაცხადებს: „ჩემი ჭეშმარიტება ერთადერთი არსებული ჭეშმარიტებაა“, „ჩემი ღმერთი - ერთადერთი არსებული ღმერთია, ხოლო დანარჩენი ღმერთები არ არსებობენ“, „სხვა ჭეშმარიტებები - ყალბია“, „სხვა გზებს არსაით მივყავართ, მხოლოდ ჩემი გზა მიდის სამოთხისკენ“.

და ეს სამასი რელიგია გამუდმებით ომობს ერთმანეთთან. არცერთ მათგანს არ შეუცვნია ჭეშმარიტება, არ უნახავს ჭეშმარიტება; არცერთი მათგანი არ შეხვედრია რეალობას პირისპირ, - მათ უბრალოდ ირწმუნეს. ეს რელიგიებიც კი არაა. ეს ტრადიციებია, - მათ რაღაც გაიგეს. რამდენიმე წლის უკან  რაღაც გაიგეს და დაიჯერეს, რადგანაც დაჯერება ადვილია, კვლევა კი სარისკოა; თუთიყუშივით გამეორება კომფორტულია, ხოლო თავგადასავლებისთვის მოგზაურობა - სიცოცხლით გარისკვას ნიშნავს. ეს სახიფათოა. კვლევა სახიფათოა, რწმენა კი  მოსახერხებელია, დამამშვიდებელია, თქვენ არ გჭირდებათ არსად წასვლა. ის მზა სახით მოგეწოდებათ, მაგრამ ეს სხვისი ნახმარი რწმენაა.

უბედურია ადამიანი, რომელიც ნახმარი ღმერთით ცხოვრობს, რადგანაც ღმერთი ვერ იქნება ნახმარი, მას შეუძლია მხოლოდ ახალი იყოს. ღმერთის განცდა თავიდან ბოლომდე თქვენი უნდა იყოს. ვერანაირი სხვისი განცდა ვერ გახდება თქვენი ცხოვრების საფუძველი. შესაძლოა, ბუდამ დაინახა ჭეშმარიტება, მაგრამ ბუდისტიც რომ გახდეთ - ეს ჯერ კიდევ არ ნისნავს, რომ თქვენც დაინახავთ მას. იესომ დაინახა, შეხვდა, გააცნობიერა ჭესმარიტება, მაგრამ ქრისტიანად გახდომა დიდი სისულელეა. სანამ ქრისტე არ გახდებით, ვერასოდეს შეიცნობთ ღმერთს.

ნამდვილად რელიგიური ადამიანი გაურბის ტრადიციებს, უარს ამბობს ნახმარ ღმერთებზე და  რწმენაზე. ის უბრალოდ მიმღები რჩება, გახსნილი ყველაფრისთვის, რათა ჭეშმარიტება გადახდეს თავს. რა თქმა უნდა, ის მუშაობს საკუთარ თავზე.  მორწმუნე ადამიანი არასოდროს მუშაობს საკუთარ თავზე, მორწმუნე ადამიანს არ აქვს სამუშაო. მკვლევარი, მაძიებელი ადამიანი შეუპოვრად მუშაობს საკუთარ თავზე, რადგანაც ბევრი რამის გადაგდებაა საჭირო, ბევრი რამის გაწმენდაა საჭირო შიგნით, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვაა საჭირო. აუცილებელია თვალების და ყურების გახსნა იმისთვის, რომ გულს შეგრძნების საშუალება მივცეთ.

აუცილებელია ერთ ტალღაზე გადავეწყოთ ყოფიერებასთან. როცა ერთ რიტმში ხართ ყოფიერებასთან, თქვენი თვალები გახელილია და მაშინ პირველად შეგიოძლიათ დანახვა. და ეს ხედვა თქვენს ტრანსფორმაციას ახდენს, ეს ხედვა გცვლით, საფუძველში. ეს ხედვა ახალი ხედვა, ახალი ცხოვრება, ახალი გეშტალტი ხდება. მაშინ თქვენ აღარ ხართ შეზღუდული თქვენი სხეულით, აღარ ხართ შეზღუდული თქვენი ჭკუით, არაფრით აღარ ხართ შეზღუდული. თქვენ შეუზღუდავი ხართ, უსასრულო ხართ, მარადიული ხართ. და მარადიულობის დინების შეგრძნება თქვენში - ნიშნავს ღმერთის შეცნობას; მარადიულობის დანახვა, რომელიც გადაჭიმულია მარადიულ წარსულსა და მარადიულ მომავალში, - ნიშნავს ღმერთის დანახვას. საკუთარ თავშ, საკუთარ არსში ღვთაებრიობის დანახვა, - ნიშნავს ღმერთის შეცნობას. ასეთი გამოცდილება ვერ იქნება სხვისი ნახმარი.

როცა ვხედავ ქრისტიანს ან ინდუისტს, ჯაინს ან მუსულმანს, მე ვხედავ ნახმარ ადამიანებს. საეჭვოა, რომ ნახმარი ჩექმების ყიდვა მოგინდეთ ბაზრობაზე, საეჭვოა, რომ ისეთი ტანსაცმლის ყიდვა მოგინდეთ, რომელიც სხვას ეცვა. მაგრამ საკუთარი სულისთვის ნახმარ ჩექმებს, ნახმარ ტანსაცმელს, ნახმარ რწმენებს ყიდულობთ, - უსახურებს, ჭუჭყიანებს, გაცვეთილებს, გახრწნილებს, - და ფიქრობთ, რომ ამით თქვენს ცხოვრებას ამშვენებთ? თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ თქვენს სულს და თავს იმცირებთ. ქრისტიანად ან ბუდისტად გახდომა  საკუთარი თავის დამცირებაა. ძიება მარტოობაში უნდა ხდებოდეს, ძიება ბოლომდე ინდივიდუალური უნდა იყოს.

ჭეშმარიტება არ განისაზღვრება ხმათა უმრავლესობით, რადგანაც ჭეშმარიტება, ეს რაღაც სრულიად ინდივიდუალური და კერძოა. ეს არაა ობიექტური მოვლენა. თქვენ შეგიძლიათ ხედავდეთ ჩემს სხეულს - ეს ობიექტური მოვლენაა. გარე დამკვირვებლებს ადვილად შეუძლიათ გადაწყვიტონ, არსებობს თუ არა ჩემი სხეული. მაგრამ გასხივოსნებული ვარ თუ არა - ამას ვერ გადაწყვეტს ვერავინ, ჩემს გარდა, - ამის გადაწყვეტა შეუძებელია კენჭისყრითაც კი.

ბუდა ბუდაა არა იმიტომ, რომ ხალხმა კენჭი ყარა და ხმათა უმრავლესობით აღიარა, რომ ის ბუდაა. ის ბუდაა იმიტომ, რომ თავად გამოაცხადა თავი ბუდად. მას არ ჰყავდა მოწმეები საკუთარი თავის გარდა, - ეს აბსოლუტურად კერძო მოვლენაა. ეს იმდენად კერძო მოვლენაა, რომ არავის შეუძლია მასში სეღწევა.

ჭეშმარიტება არ განისაზღვრება ხმათა უმრავლესობით. მაგრამ ადამიანები ყველაფერს კენჭისყრით წყვეტენ. სწორედ ამიტომ არიან რელიგიები დაინტერესებულნი მოსახლეობის ზრდით: რაც მეტი ადამიანი ჰყავთ, მით უფრო მეტი ჭეშმარიტება აქვთ. ქრისტიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ პრეტენზია, რომ უფრო მეტი ჭეშმარიტება აქვთ, ვიდრე ჯაინებს, რადგანაც მათ ადამიანთა დიდი ბრბო უჭერს მხარს. თუ კენჭისყრას ჩავატარებთ, ქრისტიანები გაიმარჯვებენ, ჯაინები კი მარცხს განიცდიან. მაგრამ ეს არაა კენჭისყრის საკითხი. ათასმა ჭოტმაც რომ მისცეს ხმა სიბნელეს, იმას, რომ მზე არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია, მაშინაც კი ტყუილი ტყუილად დარჩება. ერთადერთი გედი საკმარისია, რათა განაცხადოს, რომ მზე ანათებს.

ჭეშმარიტება არ განისაზღვრება დემოკრატიული კენჭისყრით, მას არაფერი აქვს საერთო ბრბოსთან.კათოლიკები შობადობის კონტროლის წინააღმდეგ არიან, მუსულმანები შობადობის კონტროლის წინააღმდეგ არიან ერთი უბრალო, პოლიტიკური მიზეზით: თუ დაუშვებენ შობადობის კონტროლს, მათი მოსახლეობა შემცირდება. ეს კი მათი ერთადერთი ძალაა. ისინი ცდილობენ გაზარდონ მოსახლეობა, რათა ერთხელ მთელს მსოფლიოს განუცხადონ:“ ნახეთ, ჩვენს მხარეს ამდენი ადამიანია - ესე იგი ჭეშარიტება ჩვენს მხარესაა“.

მინდა გაგახსენოთ ჯორჯ ბერნარდ შოუს ერთი შესანიშნავი გამოთქმა. ერთხელ მას ერთი ადამიანი ეკამათებოდა, რომელიც ამბობდა:

- რამდენ ადამიანს სჯერა იმის, რასაც ვლაპარაკობ. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მართალი არ იყოს?

- თუ ეს ამდენ ადამიანს სჯერა, - უპასუხა ბერნარდ შოუმ, - ეს უეჭველად მცდარია. როგორ შეუძლია ამდენ ადამიანს მართალი იყოს?

გააცნობიერეთ ამ გამოთქმის აზრი: როგორ შეუძია ამდენ ადამიანს მართალი იყოს? ბრბო ბრმაა, ბრბო გაუნათლებელია. ჭეშმარიტება ყოველთვის უმცირესობაში იყო. როცა ბუდა ჩნდება, ის მარტოსულია. როცა იესო მიდის იერუსალიმში, ის მარტოსულია. როცა სოკრატე იბრძვის, ის მარტოსულია. რა თქმა უნდა, სოკრატეს გარშემო ჩნდება რამდენიმე მოსწავლე, ჩნდება სკოლა, მაგრამ ეს სკოლა  უმცირესობაშია. იმისთვის, რომ სოკრატეს გვერდით იყოთ, სიმამაცე და გამბედაობაა აუცილებელი, რადგანაც ის არ დაგაწყნარებთ. ის ყველანაირ თვითდამშვიდებას წაგართმევთ. ის ყველა ილუზიას დაგინგრევთ, რადგაანც ეს თქვენი ჭეშმარიტებასთან მიახლოვების ერთადერთი საშალებაა. ის გაიძულებთ, რომ თვალები გაახილოთ, ის არ გიმღერებთ იავნანას, იმისთვის, რომ დაძინებაში დაგეხმაროთ. ის სახლის სახურავიდან გიყვირებთ, რათა გაგაღვიძოთ, ის თქვენს შოკირებას მოახდენს, ის დაგარტყამთ.

გუშინ ჩემთან პრადიპა მოვიდა. ის ტიროდა - ბუნებრივია. მე ხომ შოკში ჩავაგდე. იგი ვერც კი იფიქრებდა, რომ ერთხელაც მისთვის მეხად ვიქცეოდი მოწმენდილ ცაზე და ჩაქუჩს ჩავარტყამდი თავში. ის აღელვებული იყო, რადგანაც ჩემი გულისრევის მიზეზი გახდა, - ის კი ძალიან განიცდის ჩემს გამო, ისე ვუყვარვარ, როგორც თქვენ ყველას გიყვარვართ. და ამ ყველაფრის გამო ტიროდა.

მაგრამ მინდა გითხრათ, და კერძოდ მას მინდა ვუთხრა, რომ მადლიერები უნდა იყოთ, როცა თავს გატყდებით, რადგაანც მე თავს მხოლოდ გატყდებით, როცა ამის ღირსები ხართ. მ არ ვატყდები ყველას. მე მხოლოდ მაშინ ვაკეთებ ამას, როცა ვიღაც მართლაც იზრდება. რაც უფრო მეტად გაიზრდებით, მით უფრო მეტ მოთხოვნას წამოგიყენებთ.

მე არ მითხოვნია ყველასთვის, რომ უარი ეთქვათ არავეგეტარიანულ საკვებზე, მაგრამ ვთხოვე პრადიპას, და ვთხოვე ისე, რომ შოკში ჩავაგდე. მისი ცნობიერება იზრდება, და ეს ახლა დაბრკოლება გახდა. ადამიანებს, რომლებიც ამ სიმაღლეზე არ ასულან, შეუძლიათ იმდენი ტვირთი ატარონ, რამდენიც უნდათ. მაგრამ მათ, ვინც მაღლა ადიან, ყველა უსარგებლო ტვირთი უნდა გადააგდონ. რაც უფრო სუფთა ხდება თქვენი ენერგია, მით უფრო მეტი უნდა იზრუნოთ მასზე, წინააღმდეგ შემთხვევაშ შესაძლოა რაღაც ძალიან ღირებული დაკარგოთ! ამ ძვირფასი ენერგიის შექმნა ძალიან ძნელია, დაკარგვა კი ძალიან ადვილი. მათ, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი, შეუძლიათ არ იდარდონ. მათ შეუძლიათ განაგრძონ ყველანაირი სისულელის კეთება, რადგანაც მთელი მათი არსება ჰარმონიაში იმყოფება ამ სისულელეებთან.

ეს ყველას უნდა გვახსოვდეს: რაც უფრო მეტად გაიზრდებით, მით უფრო და უფრო მეტ მოთხოვნას წამოგიყენებთ.

არსებობს ერთი ძალიან ლამაზი ისტორია...

ინდოეთმა მსოფლიოს ერთი დიდი მხატვარი აჩუქა, მხატვარი გენიოსი - ნანდალალ ბოზე. ის მეორე გენიოსის - ავანინდრანატ თაგორის მოსწავლე იყო. ავანინდრანატ თაგორი რაბინდრანატ თაგორის ბიძა გახლდათ. ერთხელ დილით ადრე ავანინდრანატი და რაბინდრანატი იჯდნენ, ჩაის მიირთმევდნენ და საუბრობდნენ, როცა მათთან ნანდალალი მივიდა და მიუტანა ნახატი, რომელზეც კრიშნა იყო დახატული. რაბინდრანატმა მოგვიანებით თავის მემუარებში დაწერა: „მე არასოდეს მინახავს კრიშნას ასეთი მშვენიერი გამოსახულება; იმდენად ცოცხალი, რომ თითქოს ნებისმიერ მომენტში გადმოვიდოდა ნახატიდან, ნებისმიერ მომენტში დაუკრავდა თავის ფლეიტაზე. მე გაოგნებული ვიყავი“.

ავანინდრანატმა შეხედა ნახატს, კარიდან მოისროლა იგი და ნანდალალს უთხრა:

- ნუთუ ასე ხატავენ კრიშნას? გლახაკი ბენგალელი მხატვრებიც კი უკეთ ხატავენ.

რაბინდრანატი შოკში იყო. იგი კარგად იცნობდა ბიძამისის ნახატებს, ბიძის, რომელიც ასევე მთელი ცხოვრება კრიშნას ხატავდა, და აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ ავანინდრანატის ვერცერთი ნახატი ვერ შეედრებოდა ნანდალალის ნახატს. ნანდალალის ნახატი ყველას აღემატებოდა. მაგრამ ის გაჩუნდა. უგუნურება იქნებოდა ოსტატისა და მოსწავლის ურთიერთობაში ჩარევა. ნანდალალი ავანინდრანატის ფეხებს შეეხო, სახლიდან გავიდა და სამი წლით გაუჩინარდა.

რაბინდრანატს არაერთხელ უკითხავს ავანინდრანატისთვის:

- რატომ მოექეცი ასე საწყალ ბიჭს? მისი ნახატი მშვენიერი იყო.

მაშინ ავანინდრანატი ტირილს იწყებდა და ამბობდა:

- მართალი ხარ, მისი ნახატი მშვენიერია. მე ვერასოდეს ვახერხებდი რაიმე ასე მშვენიერის შექმნას.

როცა ნანდალალი წავიდა, ავანინდრანატმა ეზოდან უკან შემოიტანა მისი ნახატი და თავის ოთახში ჩამოკიდა.

- მაშინ რატომ, - ჰკიტხა რაბინდრანატმა, - მოექეცი ასე სასტიკად?

ავანინდრანატმა უპასუხა:

- მე მისგან გაცილებით მეტს ველი. მან მშვენიერი ნახატი შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ის გაცილებით უფრო მეტ პოტენციალს ფლობს, და მე უფრო მეტ მოთხოვნას წავუყენებ.

სამი წლის განმავლობაში ნანდალალი ბენგალიის სოფლებში დადიოდა, რადგანაც ოსტატმა უთხრა: „სოფლის მხატვრებიც კი უკეთ ხატავენ კრიშნას“. ამიტომ იგი სოფლელი მხატვრებისგან - უბრალო, ღარიბი ადამიანებისგან - სწავლობდა. სამი წლის განმავლობაშ მთელი ბენგალია, მთელი პროვინცია შემოიარა, ერთხელ კი ავანინდრანატთან დაბრუნდა, მის ფეხებს ემთხვია და თქვა:

- შენ მართალი იყავი. მე ბევრი ვისწავლე. სწორი გააკეთე, რომ გადააგდე ჩემი ნახატი.

ავანინდრანატი გადაეხვია მას:

- მე გელოდებოდი. უკვე დავბერდი და მეშინოდა, რომ აღარ დაბრუნდებოდი. მე ბედნიერი ვარ. შენი ნახატი მშვენიერი იყო, მაგრამ შენში გაცილებით მეტ პოტენციალს ვხედავ.

ყოველთვის, როცა თქვენში დიდ პოტენციალს დავინახავ, თავს დაგატყდებით, რადგანაც ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც ხართ აქ, ჩემთან, და რატომაც ვარ აქ, თქვენთან. მთელ სიღრმემდე უნდა შეგანჯღრიოთ, რათა თქვენშ მძინარე ენერგიამ აწევა დაიწყოს, რატა ფრენა შეძლოთ. თქვენ არ იცით თქვენი პოტენციალი... მე ვიცი. როცა მოთხოვნილებებს ვაყენებ, მადლიერი იყავით!

თქვენ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ძენ-მონასტერებში, როცა ოსტატი თავისი ჯოხით ვინმეს ურტყამს, ეს ადამიანი შვიდჯერ ეთაყვანება და ოსტატის ფეხებს ემთხვევა ხოლმე, რათა მადლობა გადაუხადოს. მოსწავლეები ელიან იმ მომენტს, როცა მათ დაარტყამენ, ისინი ელიან ამ კურთხეულ მომენტს, როცა ოსტატი აიღებს თავის თავზე შრომას და ჯოხს ჩაარტყამს თავში. ისინი ოცნებობენ ამაზე, ისინი ლოცულობენ, მათ იმედი აქვთ, რომ ერთხელაც ეს კურთხეული მომენტი დადგება.

გახსოვდეთ, აქ ალქიმიური აკადემიაა. თქვენ აქ გასართობად კი არა ტრანსფორმაციისთვის ხართ მოსული. ტრანსფორმაცია მტკივნეულია, რადგანაც მრავალი ძველის გადაგდებაა აუცილებელი. და ამ ძველის მოშორება არც ისე ადვილია, როგორც ძველი ტანსაცმლის მოშორება; ეს ძველი თავად თქვენთვის თავად კანი გახდა. როცა კანს გაძრობენ, გტკივათ. მაგრამ ეს ერთადერთი საშუალებაა საკუთარ თავთან დასაბრუნებლად, ეს ერთადერთი საშუალებაა თქვენი ბუფერების დასანგრევად, ეს ერთადერთ საშუალებაა ჯავშნის გასარღვევად, რომელიც თქვენს გარშემოა და მონობაშ გამყოფებთ. მაშინ თანდათანობით აწევას დაიწყებს თქვენი საკუთარი ენერგია, თვალები აგეხილებათ, ყურები გაგებას შეძლებენ. მაშინ ღმერთი ნახმარი კი არა, ახალი იქნება. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთის მხოლოდ ასეთი განცდაა ნამდვილი. იგი არ განისაზღვრება ხმათა უმრავლესობით, იგი არ განისაზღვრება ტრადიციით, იგი არ განისაზღვრება სხვა არაფრით. მხოლოდ თქვენი ენერგეტიკული შეხვედრით ღმერთთან.

ჭოტებისთვის სრულიად ბუნებრივი იყო ეფიქრათ, რომ გედი - გიჟია. სწორედ ასე ფიქრობდნენ ადამიანები ბუდაზე - რომ ის გიჟია, სწორედ ასე ფიქრობდნენ ისინი მუჰამედზე - რომ ის გიჟია, სწორედ ასე ფიქრობდნენ ისინი ზარატუსტრაზე - რომ ის გიჟია. როგორ შეუძიათ დაიჯერონ ის, რასაც ვერ ხედავენ?

ჭოტებისთვის სრულიად ბუნებრივი იყო გედის გაგდება. მათ შეეშინდათ, აფორიაქდნენ: თუ ამ გედს ხეზე ცხოვრების ნებას მისცემდნენ, ის დაანგრევს მათ ტრადიციებს, დაანგრევს მათი ცხოვრების სტილს. ისინი ყოველთვის სიბნელეში ცხოვრობდნენ და სჯეროდათ სიბნელის. სიბნელე გახდა მათი ღმერთი. ყველა მათი რიტუალი სიბნელისგან წარმოიშვა. მათი მღვდლები სიბნელეს ქადაგებდნენ, მათი ღვთისმეტყველები დიდ ტრაქტატებს წერდნენ სიბნელეზე. მთელი მათი ფილოსოფია დაფუძნებული იყო სიბნელის იდეაზე. მათ ფილოსოფიაში ადგილი არ იყო მზისთვის, სინათლისთვის და დღისთვის. ახლა კი ჩნდება ეს შეშლილი გედი და ცდილობს შეუმჩნევლად ჩანერგოს მათ სამყაროში რაღაც უცხო წარმოშობის იდეები: მთელი მათი სტრუქტურა კრახს განიცდის.

სწორედ ამიტომ აცვეს ჯვარს იესო. სწორედ ამიტომ არიან ადამიანები ჩემს წინააღმდეგ. მე ვცდილობ ახალი გეშტალტი მოგცეთ, ახალი გზა, ცხოვრების ახალი სტილი, რეალობისადმი ახალი მიდგომა. მე ვცდილობ გავაღო ახალი კარი ყოფიერებაში. ბუნებრივია, ისინი, ვინც ბევრი ჩადო ცხოვრების ძველ სტილში, ძალიან გაავებული იქნებიან, ძალიან განრისხებულნი იქნებიან. ისინი ეცდებიან გამაგდონ თავისი სამყაროდან, ისინი უკვე ცდილობენ ამის გაკეთებას. ეს ბუნებრივია, ეს გასაგებია. როცა ეს გესმით, გეცინებათ ამაზე. რატომ განაგრძობთ ღმერთისადმი რწმენას? რატომ? როგორ ახერხებთ, რომ გჯეროდეთ სულის არსებობის? რატომ გჯერათ? მიზეზი იგივეა: „არც ჩვენს მამებს, არც მათ მამებს, არც მათი მამების მამებს, არავის ჩვენში არასოდეს არ უნახავს მზე, ამიტომ იგი არ არსებობს. ის თქვენ გასულელებთ. არ მოუსმინოთ. ის ჩვენს რელიგიას ანგრევს“. თქვენ გესმოდათ ის, რასაც თქვენი მამა გეუბნებოდათ: „ღმერთი არსებობს, ღმერთი - ქრისტიანია“, ან „ღმერთი - ინდუისტია“. მან ეს საკუთარი მამისგან გაიგო, მან კი თავისი მამისგან, და ასე შემდეგ, - ეს უბრალოდ ხმებია, ჭორებია. არც თქვენმა მამამ, არც თავად თქვენ ზუსტად არ იცით ეს. აღიჭურვეთ სიმამაცით, რომ გადააგდოთ ყველაფერი, რაც თქვენს ცოდნას არ წარმოადგენს.

ეს პირველი პირობაა სანიასისთვის, ეს პირველი პირობაა იმისთვის, რომ ჭეშმარიტების მეცნიერული კვლევისთვის გაემგზავროთ, - გადააგდოთ ყველა რწმენა,  ყველა აპრიორული კონცეფცია, დაიწყოთ თავიდან, სულ თავიდან, თითქოს ადამი და ევა ხართ, თითქოს თქვენამდე არანაირი ტრადიცია არ ყოფილა, თითქოს თქვენამდე არანაირი წმინდა წერილი არ ყოფილა.

დ. გ. ლოურენსმა ერთხელ თქვა, და მე სრულიად ვეთანხმები მას: „მსოფლიოს ყველა წმინდა წერილი რომ გამქრალიყო, ადამიანი, შესაძლოა გამხდარიყო რელიგიური“.

მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ტრადიცია გაქრება, გაჩნდება რაღაც იმედი; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვის აინტერესებს ძიება? თუ ტრადიციას შეუძია ასე იოლად მოგანიჭოთ ცოდნა, და ამისთვის არაფრის გადახდა არ გჭირდებათ, მაშინ ვინ დაიწყებს ძებნას? სხვებმა უკვე გაიგეს ეს, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაიჯეროთ. მაგრამ გაგება - ეს ერთია, ხოლო დაჯერება - ეს სრულიად საპირისპიროა.

გჯეროდეს - ნიშნავს სიბნელეშ ცხოვრებას აგრძელებდე. შეიცნო - ნიშნავს ტრანსფორმაცია განიცადო, გარდაიქმნა, სხვა ხედვა გაგიჩნდეს, - მანათობელი, მარადიული.

ეს სუტრები იმისთვის არაა, რომ ისინი დაიჯეროთ, ისინი იმისთვისაა, რომ ექსპერიმენტები ჩაატაროთ მათზე. ეს სუტრები - უბრალო გასაღებია იმისთვის, თუ როგორ იმუშაოთ ამით თქვენს შიგნით. სანამ არ იმუშავებთ მათზე, არსს გაუშვებთ ხელიდან. თქვენ უნდა აღიქვათ საკუთარი სხეული როგორც შესანიშნავი სულიერი ლაბორატორია, უნდა აღიქვათ თქვენი ცხოვრება, როგორც უზარმაზარი თავგადასავალი და რეალობაშ მოგზაურობა. უნდა გახდეთ ძალიან ყურადღებიანები, დაკვირვებულები, რათა დაინახოთ, რა ხდება შიგნით და გარეთ.

ეს სუტრები გასაღებს გაძლევენ. თუ მართლა შეეცდებით საკუთარ არსზე მუშაობას, გაგიკვირდებათ, დაინახავთ, რომ იმპერატორები ხართ და ამოუწურავ განძს ფლობთ თქვენს შიგნით, მაგრამ ამასთან გლახაკად ხედავთ თავს.

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

ორივე შეცდომა - სიზარმაცეც და ყურადღების გაფანტულობაც - გადაილახება მშვიდი მუშაობის გზით, რომელიც სრულდება ყოველდღე, შესვენებების გარეშე; ამ შემთხვევაში წარმატება აუცილებლად იქნება მიღწეული.

წარმატება - ეს მიღებული პროდუქტია. მასზე არაა საჭირო ფიქრი. თუ მასზე იფიქრებთ, ის არ მოვა, - ასეთია კანონი. ნუ იფიქრებთ წარმატებაზე; თუ წარმატებაზე ფიქრს იწყებთ, გახლეჩილი ხდებით. მაშინ ბოლომდე ვერ ჩაეფლობით სამუშაოში, თქვენი გონება მომავლისკენ დაიწყებს სწრაფვას. როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? თქვენ იწყებთ ოცნებას იმაზე, თუ როგორ იგრძნობთ თავს, როცა ბუდა გახდებით, - როგორი სილამაზე მოვა თქვენთან, როგორი წყალობა, როგორი ნეტარება! მაშინ თქვენი გონება იწყებს ამბიციებით, სიხარბით, ეგოთი თამაშს. არასოდეს იფიქროთ წარმატებაზე. წარმატება - ეს ბუნებრივად მიღებული შედეგია. თუ ძალიან გულწრფელად იმუშავებთ საკუთარ თავზე, მაშინ წარმატებაც მოვა, ისევე, როგორც თქვენ მოგყვებათ თქვენივე ჩრდილი. წარმატება არ უნდა იყოს მიზანი. სწორედ ამიტომ ამბობს ლუ-ძი: „იმუშავეთ მშვიდად, წყნარად, ნუ იდარდებთ წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე“.

გახსოვდეთ: თუ ძალიან ბევრს ფიქრობთ წარმატებაზე, ასევე გამუდმებით იფიქრებთ წარუმატებლობაზეც. ისინი განუყრელნი არიან, განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. მათი ერთმანეთისგან განცალკევება შეუძლებელია. თუ წარმატებაზე ფიქრობთ, სადღაც სიღრმეში შიშიც გექნებათ. ვინ იცის, მოვა თუ არა წარმატება? შესაძლოა წარუმატებლობა გელოდებათ. ფიქრებს წარმატების შესახებ მომავალში გადაჰყავხართ, ხარბს და ამბიციურს გხდიან, ეგოს გიძლიერებენ. ამავდროულად შიშისგან კანკალებთ, მარცხის შიში გტანჯავთ. დამარცხების შესაძებლობა გაიძულებთ, რომ იყოყმანოთ, და ამ ყოყმანის, ამ სიხარბის, ამ ამბიციის გამო თქვენი მუშაობა არ იქნება მშვიდი. თქვენი მუშაობა მღელვარებით სავსე იქნება: მუშაობთ აქ, მზერა კი წინაა მიპყრობილი, გზაზე მიდიხართ და სადღაც შორს, ცაში იყურებით.

მე მსმენია ერთი ბერძენი ასტროლოგის შესახებ, რომელიც ვარსკვლავებს შეისწავლიდა. ერთხელ, საოცრად ვარსკვლავიან ღამეს, როცა ის მიდიოდა და ვარსკვლავებს უცქერდა, უეცრად ჭაში ჩავარდა. ისე იყო გატაცებული ვარსკვლავებით, რომ დაავიწყდა, თუ სად იმყოფებოდა, - უფრო და უფრო უახლოვდებოდა ჭას, ბოლოს კი შიგ ჩავარდა.

ერთ ხანშიშესულ ქალს, რომელიც იქვე ცხოვრობდა, რაღაც ხმები შემოესმა და ჭას მივარდა. ჭაში ჩაიხედა, შემდეგ ბაწარი მოიტანა და დიადი ასტროლოგი ამოიყვანა. ასტროლოგი მისი ძალიან მადლიერი იყო. მან უთხრა:

- თქვენ მე არ მიცნობთ, მე კარის ასტროლოგი ვარ, მეფის პირადი ასტროლოგი. მე ძალიან დიდ ანაზღაურებას ვიღებ, - მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი მომავლით დაინტერესება. მაგრამ თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ. შეგიძლიათ ხვალ მოხვიდეთ ჩემთან, ხელისგულზე დაგხედავთ, ჰოროსკოპს შეგიდგენთ, თქვენი ვარსკვლავების შესახებ მოგიყვებით, და ამით შეძლებით, რომ თქვენი მომავალი შეიტყოთ.

ქალს გაეცინა და თქვა:

- დაივიწყეთ ეს. თქვენ ნაბიჯით წინაც კი ვერ იხედებით, ვერ ხედავთ, რომ თქვენს წინ ჭაა, როგორ შეგიძლიათ მომავალი მიწინასწარმეტყველოთ? სისულელეა ეგ ყველაფერი!

ნუ გაიხედავთ  ძალიან შორს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოტოვებთ ნაბიჯს აწმყოში. წარმატება თავისთავად მოდის, - ამბობს ლუ-ძი. ნუ იდარდებთ მასზე. ამ ყოფიერებაში ყველაფერი ჯილდოვდება, არაფერი რჩება შეუმჩნეველი.

ასეთია კარმის  ინდური ფილოსოფია: არაფერი რჩება ჯილდოს ან სასჯელის გარეშე. თუ რაღაც ცუდს აკეთებთ, სასჯელი ჩრდილივით მოგყვებათ; თუ რაღაც კარგს აკეთებთ, მაშინ ჯილდო გელით. არ უნდა ინერვიულოთ ამაზე, არ უნდა იფიქროთ ამაზე, ისინი თქვენი ცნობიერების ოდნავი მონაწილეობის გარეშე მოდიან, - ისინი ავტომატურად მოდიან.

როცა გზაზე მიდიხართ, ნუთუ უყურებთ კვლავ და კვლავ თქვენს ჩრდილს, - მოგყვებათ თუ არა იგი? თუ ვინმე წამდაუწუმ უკან იხედება ამ მიზეზით, იფიქრებთ, რომ გიჟია.ჩრდილი უცილობლად მიჰყვება ადამიანს. ამიტომ, თუკი თქვენი სამუშაო სწორი მიმართულებით, სწორი ძალისხმევით, მთელი თქვენი ტოტალურობით მიდის, მაშინ ჯილდო ავტომატურად მოვა.

რაში მდგომარეობს ეს სამუშაო? პირველ რიგში:

ორივე შეცდომა - სიზარმაცეც და ყურადღების გაფანტულობაც - გადაილახება...

სიზარმაცე ნიშნავს უძრაობას, ლეთარგიას, იგი დაკავშირებულია თქვენი არსების ქალურ ნაწილთან. სწორედ ქალური ნაწილია მიდრეკილი სიზარმაცისკენ და ლეთარგიისკენ, რადგან ის პასიურია. ყურადღების გაფანტულობა თქვენი არსების მამაკაცურ ნაწილში ჩნდება. მამაკაცური ნაწილი ყოველთვის მშფოთვარეა, აქტიურია: მას ათასი საქმის ერთად კეთება უნდა.

კამიუს ერთ-ერთი გმირი ამბობს: „მე ამქვეყნად ყველა ქალი მინდა. ვერ დავკმაყოფილდები მხოლოდ ერთით, რამდენიმეთი, ან ბევრითაც კი. მე ყველა ქალი მინდა“. ეს ექსტრემალური მამაკაცური მიდგომაა. ქალი ერთი მამაკაცით კმაყოფილდება, მამაკაცი კი ბევრითაც არ კმაყოფილდება. დაკმაყოფილებულობა ბუნებრივია ქალისთვის, მამაკაცისთვის კი დაუკმაყოფილებლობაა ბუნებრივი.

მამაკაცსაც და ქალსაც გააჩნიათ ენერგიის პოზიტიური და ნეგატიური გამოვლინებები. თუ ქალი უფლებას აძლევს თავის პასიურობას, რომ ნეგატიურად იქცეს, ეს პასიურობა ლეთარგიად იქცევა. სწორედ ამიტომ ქალებს არც ისე ბევრი რამ გაუკეთებიათ მსოფლიოში, მხოლოდ მცირე რაოდენობას, - თქვენ ვერ იპოვნით ქალებს შორის დიად მხატვრებს, პოეტებს ან მეცნიერებს. და ეს მხოლოდ იმიტომ არაა, რომ მამაკაცი არ აძლევს მათ ამის უფლბას. თავისუფლებაც რომ დადგეს, - ის კი დგება, - და ქალი თავისუფალი გახდება, ლეთარგია მაინც მისი არსებობის ნაწილად დარჩება. იგი არც თუ ისე დაინტერესებულია იმაში, რომ რამე გააკეთოს, იგი უფრო იმაშია დაინტერესებული, რომ იყოს, იარსებოს. და ეს ინტერესი შეიძლება ან დიდი წყალობა გახდეს, ან დიდი წყევლა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუ ეს სიმშვიდე მედიტატიური გახდება, თუ ეს სიმშვიდე მართლაც გახდება ყოფიერებით დაკმაყოფილებულობა, ყოფიერებასთან ჰარმონია, მაშინ ის წყალობად იქცევა. მაგრამ როგორც წესი, შემთხვევების ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტში იგი ლეთარგიად იქცევა. ჩვენ არ ვიცით ჩვენი წყალობის გამოყენება. მაშინ იგი მწარედ იქცევა და წყევლად გვიბრუნდება.

მამაკაცური გონება მოუსვენარია. მისთვისაც შესაძებელია წყალობა: მას შეუძლია გახდეს ძალიან შემოქმედებითი. მაგრამ ეს არ ხდება. ნაცვლად იმისა, რომ შემოქმედებითი ყოფილიყო, ის დამანგრეველი გახდა, და წყალობა წყევლად იქცა. მისი დაუდგრომელობა შეპყრობილობად, დაძაბულობად იქცევა. მისი გონება გამუდმებით დუღს, ის გამუდმებით შეშლილობის ზღვარზეა. რაღაცნაირად ახერხებს ამ ზღვარზე შეჩერებას, მაგრამ რაღაც მის შიგნით მზადაა, რომ ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს. მცირე ბიძგი - და ადამიანი ჭკუიდან გადადის. ამ დაუდგრომელობის გამო მამაკაცმა თავისი დახვეწილობა დაკარგა. ქალი დახვეწილია, ლამაზია. შეხედეთ ქალს, - როგორ დადის, როგორ ზის, - ის გრაციოზულია. მისი არსი სავსეა ნატიფი სიჩუმით, მის ენერგიაში სიმშვიდე იგრძნობა.  სახლში, სადაც ქალი არაა, თქვენ ქაოსს დაინახავთ. მაშინვე შეგიძლიათ თქვათ, რომ სახლში უცოლო მამაკაცი ცხოვრობს: იქ ქაოსს ნახავთ, ყველაფერი მიყრილი და ამოყირავებული იქნება, არაფერი არ იდება თავის ადგილას. თუ სახლშჳ ქალია, ეს მაშინვე იგრძნობა: მაშინ სახლში ჰარმონია სუფევს, სახლში ყველაფერი თავის ადგილზეა. მაშინ სახლში რაღაც დახვეწილობა იგრძნობა, რაღაც განსაკუთრებული ატმოსფერო, სიყვარუულისა და კულტურის ძალიან ნატიფი აურა, რაღაც მუსიკალური. როცა მამაკაცი მარტო ცხოვრობს, სახლის ატმოსფეროში რაღაც ნევროზული იგრძნობა.

მამაკაცურიც და ქალური ნაწილიც მშვენიერნი არიან, თუ მათ სწორად გამოვიყენებთ. მაშინ ქალური ნაწილი გრაციოზულობას გაძლევთ, მამაკაცური კი შემოქმედებითს გხდით. როცა გრაციოზულობა და შემოქმედებითობა ერთმანეთს ხვდებიან, თქვენ მთლიანი ხდებით. ეს ძალიან ძალიან იშვიათად ხდება, მხოლოდ ისეთ ადამიანებში, როგორებიც არიან ბუდა, მირა, ტერეზა, იესო, მაგდალენა. ჩვეულებრივ სწორედ საპირისპირო ხდება: ადამიანში ერთიანდება მამაკაცურის და ქალურის ნეგატიური გამოვლინებები. მამაკაცის ციებ-ცხელებისმაგვარი აგზნებულობა და ნევროზულობა და ქალის ლეთარგია - აი რა ხვდება ადამიანში ჩვეულებრივ, და შედეგად ვღებულობთ ყველაზე უსახურ მოვლენას.

ნება მომეცით კვლავ შეგახსენოთ, რომ როდესაც მე ვლაპარაკობ ქალზე და მამაკაცზე, მე მათზე ბიოლოგიური თვალსაზრისით არ ვლაპარაკობ. ყოველ მამაკაცს ჰყავს შიგნით არა მხოლოდ მამაკაცი, არამედ ქალიც; ყოველ ქალს ჰყავს შიგნით არა მხოლოდ ქალი, არამედ მამაკაციც. მამაკაცი - ეს მხოლოდ მამაკაცი არაა, ხოლო ქალი - ეს მხოლოდ ქალი არაა. ერთშიც და მეორეშიც მამაკაცურიცაა და ქალურიც. მათი არსება ბისექსუალურია. რომელიღაც ერთი საწყისი ჭარბობს: თუ მამაკაცური ჭარბობს, თუ გონების ცნობიერ ნაწილს ანიმუსი წარმოადგენს, ხოლო ღრმა ქვეცნობიერს - ანიმა, მაშინ ადამიანი - მამაკაცია. თუ თქვენ ქალი ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გონების ცნობიერ ნაწილს ანიმა წარმოადგენს, ხოლო მამაკაცური საწყისი, ანიმუსი, თქვენი არაცნობიერი ნაწილია. მაგრამ ყოველ ადამიანში ყოველთვისაა მამაკაცურიც და ქალურიც. სწორედ ისევე, როგორც ელექტროობას შეუძლია არსებობა მხოლოდ ორი პოლუსის, დადებითის და უარყოფითის არსებობის შემთხვევაში, ასევე ადამიანურ არსებას შეუძლია იარსებოს მხლოდ მაშინ, თუ მასში ორივე პოლუსია. მამაკაცური და ქალური, ინი და იანი, დადებითი და უარყოფითი, შივა და შაკტი - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ.

აუცილებელია ამ ორი შეცდომის გადალახვა. მშვიდი სამუშაო...

...სრულდება ყოველდღე, შესვენებების გარეშე; ამ შემთხვევაში წარმატება აუცილებლად იქნება მიღწეული.

რაში მდგომარეობს მშვიდი სამუშაო? მშვიდი სამუშაო მდგომარეობს შემდეგში.

თუ მედიტაციაში არ იმყოფებით, მაშინ ისე, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ, ყურადღება ხშირად გაგეფანტებათ.

ალბათ დაკვირვებიხართ ამ მოვლენას. ათასობით ადამიანი მიყვებოდა ამის შესახებ, რადგანაც ათასობით ადამიანი მედიტირებს ჩემთან ერთად, და ეს განცდა ნაცნობია ყველა მედიტატორისთის - როდესაც ადამიანი მედიტირებას იწყებს, უეცრად იგი უცნაურ მოვლენას აცნობიერებს: მისი გონება ადრე არასოდეს ყოფილა ისეთი მოუსვენარი, როგორიც მედიტაციის დროს ხდება. თავიდან ეს უცნაური გვეჩვენება, რადგანაც იმედი გაქვთ, რომ მედიტაციით გონებას დაამშიდებთ. მაგრამ ხდება სრულიად საპირისპირო: გონება უფრო მოუსვენარი ხდება, თქვენთან უფრო მეტი აზრი მოდის, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში. როცა თქვენს მაღაზიაში, ოფისში, ქარხანაში მუშაობთ, ფიქრები ასე არ გაწუხებენ. მაგრამ როდესაც ტაძარში, მეჩეთში ან ეკლესიაში მიდიხართ და ჯდებით, რომ ცოტა იმედიტიროთ, უეცრად აზრების უზარმაზარი გროვა მოდის, აღგავსებთ და სხვადასხვა მხარეს გექაჩებათ.  ეს უცნაური ჩანს, ამას ჭკუიდან გადაყავხართ, რადგანაც იმედი გქონდათ, რომ ჩუმი და მდუმარე გახდებოდით, არადა საპირისპირო მოხდა.

რატომ ხდება ეს? სინამდვილეში თქვენ ყოველთვის გავსებდნენ ეს აზრები, მაშინაც კი, როცა თქვენს მაღაზიაში, ქარხანაში ან ოფისში მუშაობდით. მაგრამ ისეთი დაკავებული იყავით, რომ უბრალოდ ვერ ამჩნევდით. სულ ესაა. ახალი მედიტაციის განცდაში - ეს სულაც არაა აზრების გროვა. აზრებმა არ იციან, რომ ეკლესიაში, ტაძარში ან მედიტაციის დარბაზში იმყოფებით. მათ არ იციან ამის შესახებ. როცა მედიტაციაში ზიხართ, თქვენ უკვე აღარ გაღელებთ ის, რაც გარეთ ხდება, ამიტომ მთელი თქვენი გონება იმის გაცნობიერებას იწყებს, რაც უკვე იყო თქვენს შიგნით.

მეტი აზრი იმიტომ არ მოდის, რომ თქვენ მედიტირებთ. მედიტაციის მეშვეობით თქვენ უბრალოდ აცნობიერებთ მათ არსებობას: ისინი ყოველთვის იქ იყვნენ, თქვენ უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ მათ.

თუ მედიტაციაში არ იმყოფებით, მაშინ ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევთ, ყურადღება ხშირად გაგეფანტებათ. გააცნობიერო, რომ ყურადღება იფანტება, - ეს ის მექანიზმია, რომელიც ყურადღების გაფანტულობის დამარცხებაში გეხმარებათ.

ამიტომაცაა საჭირო, რომ მედიტაციაში მინიმუმ ერთი ან ორი საათი იყოთ ყოველდღიურად, რათა თქვენი ყურადღება ბოლომდე განთავისუფლდეს გარე ობიექტებისგან, რათა მთელი თქვენი ყურადღების კონცენტრაცია შინაგან სამყაროზე მოხდეს. თავიდან მოგეჩვენებათ, რომ პანდორას ყუთი გააღეთ. მოგეჩვენებათ, რომ ფსიქიატრიულში მოხვდით, მოგინდებათ გაიქცეთ და კვლავ გაერთოთ გარე ობიექტებით. ნუ აჰყვებით ამ ცდუნებას. ამ ცდუნებისადმი არაყოლა - აბსოლუტური აუცილებლობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შეძლებთ მედიტაციას.

ადამიანები მრავალ ხრიკს იყენებენ იმისთვის, რომ გაექცნენ შინაგან ქაოსს. ტრანსცენდენტული მედიტაცია - ერთ-ერთი ასეთი ხრიკია. ეს არაა მედიტაცია. ეს ხრიკია, რომ გაექცეთ საკუთარ შინაგან რეალობასთან შეხვედრას. თქვენ გაძლევენ მანტრას და გთხოვენ მის გამეორებას. ის გეხმარებათ, მაგრამ არა მედიტაციაში, არამედ იმაში, რომ რაღაცით დაკავებულები დარჩეთ. თქვენ განუწყვეტლად იმეორებთ: „რამ-რამ-რამ“ ან „კოკა-კოლა, კოკა-კოლა, კოკა-კოლა“. თქვენ რაღაცას განუწყვეტლივ იმეორებთ - ნებისმიერი სიტყვა გამოდგება, თქვენი სახელიც კი გამოდგება, ნებისმიერი აბსურდული ბგერა გამოდგება. თქვენ უბრალოდ იმეორებთ მას. როცა რაღაცას იმეორებთ, დაკავებული რჩებით, და ეს დაკავებულობა გეხმარებათ, რომ საკუთარ შინაგან ქაოსს გაექცეთ. ადრე  დაკავებული იყავით საკუთარ ოფისში, დაკავებული იყავით, როცა ფილმს უყურებდით, დაკავებული იყავით, როცა რადიოს უსმენდით, როცა გაზეთს კითხულობდით. ახლაც იგივე ხდება. ახლა მანტრით ხართ დაკავებული. მასში არაფერია მედიტატიური და ტრანსცენდენტული.

ნამდვილი მედიტაცია ნიშნავს, რომ თქვენ არ გაურბიხართ შინაგან საგიჟეთს, თქვენ შედიხართ მასში, ხვდებით მას, ეჯახებით მას და აკვირდებით, რადგანაც მხოლოდ დაკვირვებით შეგიძლიათ მისი გადალახვა. ის მხოლოდ იმის გამო იზრდებოდა, რომ გაურბოდით. ნუ გაურბიხართ მას! არაა საჭირო მანტრას მიმართოთ დასახმარებლად. არაა საჭირო არანაირი დახმარება, - უბრალოდ იჯექით სიჩუმეში. ძენი - ეს თავად მედიტაციის განსახიერებაა: უბრალოდ სიჩუმეში იჯექით და არაფერი აკეთოთ.

უბრალოდ იჯდე სიჩუმეში და არაფერი აკეთო - ეს ყველაზე რთული მედიტაციაა. ადამიანები მომმართავენ: „გთხოვ, მოგვეცი რაიმე ხელჩასაჭიდი. თუ რაიმე მანტრას მოგვცემ, უფრო გაგვიადვილდება, რადგანაც უბრალოდ სიჩუმეში ჯდომა და არაფრის კეთება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი“. ათასი რაღაც ხდება ამ დროს. სხეული ისე უხერხულადაა, რომ ჭკუიდან გშლით, თავი გექავებათ, უეცრად მრავალი ჭიანჭველა იწყებს თქვენს ტანზე მოძრაობას, შეხედავთ და ერთი ჭიანჭველაც არაა, - უბრალოდ თქვენი სხეული ყველანაირ ხრიკს მიმართავს. სხეული ცდილობს, რომ რაიმეთი დაგაკავოთ. მას პოზის შეცვლა უნდა, ფეხები გიბუჟდებათ, - უბრალოდ თქვენი სხეული გიქმნით სიტუაციას, რომ რაიმეთი დაკავდეთ.

თავი აარიდეთ ამ დაკავებულობას. რამდენიმე წუთის განმავლობაშჳ არაფერი აკეთოთ და დააკვირდით ყველაფერს, რაც შიგნით ხდება, და თქვენ გაოცდებით. გაოცდებით, იმიტომ, რომ ერთხელ, უბრალოდ იმის გამო, რომ აკვირდებით, აკვირდებით, აკვირდებით, აზრები გაქრობას დაიწყებენ: „სიჩუმეში ჯდომით, არაფრის კეთებით... გაზაფხული მოდის და ბალახი თავისით იზრდება“.

ესაა მედიტაციის ყველაზე სუფთა ფორმა, სწორედ ესაა ტრანსცენდენტული მედიტაცია. მაგრამ ახლა ვერავინ უწოდებს ამას ტრანსცენდენტულ მედიტაციას, რადგანაც მაჰარიში მაჰეშ იოგიმ ეს სახელწოდება სავაჭრო მარკად აქცია. TM - ახლა სავაჭრო მარკაა! აქამდე არავის გაუკეთებია ბიზნესი მედიტაციით. ახლა სასამართლოში გიჩივლებენ, თუ თქვენს მედიტაციას „ტრანსცენდენტულ მედიტაციას“ დაარქმევთ. ის დაპატენტებულია. რა სასაცილოა: მედიტაცია იქცა ნივთად, საქონლად, რომელსაც ბაზარში ყიდიან.

უკვე არაერთხელ მომხდარა, რომ ეგეთწოდებულმა ინდოელმა გურუებმა, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ, ვერავის შეცვლა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ ამერიკამ მოახეხა მათი შეცვლა. ისინი ყველანი ბიზნესმენები გახდნენ, მათ ყველამ ისწავლა ამერიკული ცხოვრების სტილი. მათ ვერავინ შეცვალეს, მათ ეს არ შეუძლიათ. მათ რომ შეეძლოთ ვინმეს შეცვლა, არსად არ წავიდოდნენ; მაშინ ისინი, ვისაც შეცვლა უნდა, თავად ჩავიდოდნენ მათთან. მათ არ დასჭირდებოდათ არსად წასვლა: როცა ადამიანი წყურვილისგან კვდება, ის წყლის ძებნას იწყებს. ჭას არ სჭირდება მწყურვალთან მისვლა, ჭა არასოდეს მიდის მწყურვალთან - მწყურვალი მიდის ჭასთან. ამიტომ თუკი ბორბლებიან ჭას დაინახავთ, ერიდეთ მას!

გააცნობიერო, რომ ყურადღება იფანტება, - ეს ის მექანიზმია, რომელიც ყურადღების გაფანტულობის დამარცხებაში გეხმარებათ.

ეს გამოთქმა უზარმაზარ მნიშვნელობას ატარებს. ყურადღების გაფანტულობის გადალახვის ერთადერთი მეთოდი - ესაა მისი გაცნობიერება, მასზე დაკვირვება, მისი მდუმარედ გაცნობიერება, იმის დანახვა, თუ რას გიშვრებათ გონება - როგორ გაცდენთ გამუდმებით. უბრალოდ დააკვირდით მას. მრავალჯერ დაგავიწყდებათ ეს, რადგანაც გონება ძალიან ცბიერია, ძალიან ჭკვიანია, ძალიან დიპლომატიურია, მან ყველა პოლიტიკური სტრატეგია იცის. გონება თავისი არსით პოლიტიკოსია: ის თქვენზე ყველა საიდუმლო საცდურს გამოცდის.

ყველაფერი, რასაც ახშობდით, ზედაპირზე ამოვა. თუ სექსს ახშობდით, მაშინ როგორც კი მედიტაციას დაიწყებთ, ზეციდან ჩამომავალ აფსარებს დაინახავთ. თქვენი გონება იტყვის: „შეხედე! რას აკეთებ აქ, რაზე ხარჯავ დროს? ღმერთი ინდრა ასეთ მშვენიერ ქალებს გიგზავნის! შენ კი რას აკეთებ?“ თუ სექსს თრგუნავთ, მაშინ გონება სატყუარად სექსს იყენებს. თუ თქვენს ამბიციურობას თრგუნავთ, თქვენი გონება წარმოიდგენს, რომ პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდით, და მახეში ებმებით. თუ საჭმელზე ამბობთ უარს, თუ მარხულობთ, თქვენი ჭკუა ისეთ მაცდუნებელ კერძებს შემოგთავაზებთ, რომ შეიგრძნობთ კიდეც მათ გემოს და არომატს, და მოცდებით მედიტაციისგან.

ამიტომაც ასე დაჟინებით ვეუბნებიჩემს სანიასებს: არ დათრგუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შეძლებთ მედიტაციას. თუ ახშობთ, მაშინ მედიტაციის დროს მოგიწევთ შეხვედრა ამ ყველაფერთან. ყველაფერი, რაც დათრგუნეთ და ჩაახშეთ, ძლიერდება, განსაკუთრებით ძლიერდება და ფესვებს იდგამს თქვენს არაცნობიერში.

თქვენ გაგიგიათ ისტორიები ინდოელი წმინდანების შესახებ. ისინი ძალიან მოხუცები არიან, თითქმის მკვდრები, გამომშრალები, ძვალი და ტყავი, თითქმის ჩონჩხები, რადგანაც ისინი მარხულობდნენ და ტყეში ცხოვრობდნენ, როდესაც უეცრად მათ ურვასი გამოეცხადათ, ღმერთ ინდრას ყველაზე მშვენიერი მოცეკვავე, და მათ გარშემო დაიწყო ცეკვა...  რა შეეძლო ურვასის დაენახა ამ ჩონჩხებში? რით უნდა დაეინტერესებინა ამ ჩონჩხებს? რას აიღებდა მათგან? ამ ისტორიებში ნათქვამია, რომ ღმერთი ინდრა საცდუნებლად უგზავნიდა ამ ქალებს. ეს ყველაფერი სისულელეა! არ არსებობს არანაირი ღმერთი ინდრა, არ არსებობს არავინ, ვინც მაცდურის როლს შეასრულებდა. არ არსებობს არანაირი ეშმაკი, არანაირი სატანა; ერთადერთი ეშმაკი - ეს თქვენი დათრგუნული გონებაა. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის თრგუნავდნენ თავიანთ სექსუალურობას. თრგუნავდნენ იმდენად, რომ როდესაც მედიტაციის დროს დუნდებიან, დათრგუნული ზედაპირზე ამოდის და ლამაზ ფორმებს ღებულობს.

სცადეთ რაიმეს შეკავება და დაინახავთ. სცადეთ სამი დღით შიმშილი და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. მხოლოდ სამდღიანი შიმშილი და მხოლოდ საჭმელზე იოცნებებთ. არის ალბათობა, რომ ძილში მთვარეულივით წახვალთ მაცივრისკენ. საჭმელი გახდება თქვენი გონებისთვის აკვიატებული იდეა. ამიტომაც გეუბნებით: ნუ დათრგუნავთ.

მთელ თერაპიას, რომელსაც ამ აშრამში გთავაზობენ, გთავაზობენ იმისთვის, რომ უბრალოდ გარეთ გამოიტანოთ ყველაფერი დაგროვებული და შეკავებული, რომელიც საზოგადოებამ მოგახვიათ თავს. როცა ამ ყველაფერს გარეთ გამოიტანთ, როცა ყველაფერ დათრგუნულს გამოიტანთ თქვენი სისტემიდან, როცა თქვენი სისტემა განთავისუფლდება ყველა ტოქსინისგან, მაშინ მედიტაცია ისეთი მარტივი, ისეთი მსუბუქი გახდება, - ისეთივე მსუბუქი, როგორც ბუმბული ან ხმელი ფოთოლი, რომელიც ნელ-ნელა ეშვება მიწაზე... მედიტაცია ძალიან მარტივი მოვლენაა, ის ვერ იქნება რთული, რადგანაც ეს თქვენი სპონტანურობაა, მედიტაციის დროს თქვენი ბუნებისკენ მოძრაობთ. ბუნებისკენ მოძრაობა ყოველთვის ადვილია, ბუნებისგან დაშორება ყოველთვის რთულია. მედიტაციაშჳ არაფერია რთული, მაგრამ თქვეს გონებასა და თქვენს არსებას შორის ათასობით დათრგუნვა დგას, რომლებიც გაცდენენ.

ლუ-ძი მართალია: უბრალოდ დააკვირდით ამ დათრგუნვებს, იყავით ყურადღებიანი. თუ მოცდით და დაგავიწყდათ მედიტაცია, ნუ იდარდებთ. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ მოცდით, უკან დაბრუნდით, კვლავ დამშვიდდით, დაამშვიდეთ თქვენი გული და დაიწყეთ უხმოდ სუნთქვა. ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ მოცდით, რადგანაც ეს კვლავ მოგაცდენთ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ გონება ცბიერია. ჯერ მოგაცდენთ ხოლმე, შემდეგ კი აცნობიერებთ... რას აკეთებთ? ვითომ მედიტირებდით, და უეცრად რესტორან ვრინდავანში აღმოჩნდით, ზიხართ და ჭამთ... რას აკეთებთ? შემდეგ უკან ბრუნდებით და დანაშაულის გრძნობა გაწუხებთ. ეს არაა კარგი. დანაშაულის გრძნობა კვლავ გაცდენთ, გაიძულებთ, რომ იტანჯოთ, ხოლ ტანჯვა - კიდევ ერთი შესაძებლობაა მოსაცდენად. საკმარისია ერთხელ მოცდეთ, და აღარ შეგიძლიათ გაჩერება.

ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ, ნუ გაბრაზდებით საკუთარ თავზე. როგორც კი ფაქტზე წაასწრებთ საკუთარ თავს, უბრალოდ დაბრუნდით - ყოველგვარი წუწუნის გარეშე. ეს ბუნებრივია. თქვენ მილიონობით ცხოვრების მანძილზე თრგუნავდით; ბუნებრივია, თქვენი გონება მოცდება. მიიღეთ ეს და დაბრუნდით უკან, დააბრუნეთ საკუთარი თავი ცენტრში ისევ და ისევ, ისევ და ისევ. და თანდათანობით მეტ დროს გაატარებთ ცენტრში და ნაკლებად მოცდებით. ერთხელაც უეცრად ისე მოხდება, რომ ცენტრში იქნებით და ვეღარაფერი მოგაცდენთ.

სწორედ ესაა წარმატება. რატომ წარმატება? - იმიტომ, რომ ამ წერტილში აცნობიერებთ, რომ ღმერთი ხართ, რომ არასოდეს არ ყოფილხართ სხვა ვინმე, რომ ადრე უბრალოდ სიზმარი გესიზმრებოდათ - სიზმარი, რომ გლახაკი ხართ.

იმ სიზარმაცეს შორის, რომელსაც აცნობიერებთ და იმ სიზარმაცეს შორის, რომელსაც ვერ აცნობიერებთ, - უზარმაზარი სხვაობაა. გაუცნობიერებელი სიზარმაცე -  ნამდვილი სიზარმაცეა; გაცნობიერებული სიზარმაცე - მთლად სიზამრაცე არაა, რადგან მასში მაინცაა სიცხადე.

თუ ზარმაცი ხართ, იყავით ცნობიერად ზარმაცი. იცოდეთ, რომ ზარმაცი ხართ. დააკვირდით საკუთარ სიზარმაცეს. სწორედ ისევე, როგორც ყურადღების გაფანტულობას აკვირდებით, დააკვირდით საკუთარ სიზარმაცეს. სხვა თუ არაფერი, დაკვირვება მაინც არაა სიზარმაცე, დამკვირვებელი არაა ზარმაცი, მასში არის რაღაც, რაც არ ზარმაცობს. როცა ყურადღებით ხართ იმისადმი, რომ უყურადღებო ხართ, თქვენში არის რაღაც, რაც ყურადღებას ინარჩუნებს, ამიტომ მთლად უყურადღებო არ ხართ. მთელი იმედი თქვენში ამ პატარა ნაწილზეა, სადაც არაა სიზარმაცე, სადაც არაა ყურადღების გაფანტულობა. ეს პატარა ნაწილი თესლს ჰგავს. ის გამოიყურება პატარად, მაგრამ თუ საკმარის დროს მივცემთ და საკმარის მოთმინებას გამოვიჩენთ, ის უზარმაზარ ხედ გადაიქცევა. და ერთხელაც ოქროს  ყვავილი გაიფურჩქნება.

ყურადღების გაფანტულობა იმისგან მოდის, რომ თქვენ სხვა რამეზე მოცდენის ნებას აძლევთ გონებას. სიზარმაცე იმისგან მოდის, რომ გონება ჯერ კიდევ არაა სუფთა. ყურადღების გაფანტულობის გადალახვა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე სიზარმაცის. ეს ავადმყოფობას ჰგავს: თუ ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებებს გრძნობთ, შეგიძლიათ წამალი მიიღით; სიზარმაცე კი - ეს ავადმყოფობაა, რომელსაც თან ახლავს მოქმედების უუნარობა.

ყურადრების გაფანტულობის გადალახვა უფო ადვილია, რადგანაც იგი გარეთკენაა მიმართული. სიზარმაცესთან გამკლავება უფრო ძნელია, რადგან იგი შიგნითკენაა მიმართული. ყურადღების გაფანტულობა - ეს მამაკაცური პრინციპის გამოვლინებაა. რამდენადაც ყურადღების გაფანტულობა - ეს აქტიური მოვლენაა, იგი აუტანელ დაძაბულობას ქმნის, ამიტომაც ადვილად აცნობიერებთ მას. სიზარმაცე კი  ჩუმი და ბნელი მოვლენაა, ის არ ქმნის ხმაურს, ის უბრალოდ არის. მისი გაცნობიერება ძალიან ძნელია. თავიდან უნდა გააცნობიეროთ ყურადღების გაფანტულობა. როცა თქვენი ყურადღება აღარ იფანტება, სიზარმაცის გაცნობიერებას იწყებთ. მაშინ მთელი თქვენი ენერგია მისაწვდომი იქნება იმისთვის, რომ შიგნით ჩაიხედოთ და დაინახოთ იგი, კლდის მასგავსი, - პასიური და უძრავი. მაშინ დააკვირდით მას.

გახსოვდეთ, დაკვირვება - ეს ერთადერთი გასაღებია. სწორედ დაკვირვებაა მედიტაცია. მედიტაცია სხვა არაფერია, თუ არა დაკვირვება. ეს სხვა სახელია გაცნობიერებულობის მდგომარეობისთვის. გასაკვირი ისაა, რომ როცა რაღაცას აცნობერებთ, როცა ბოლომდე აცნობიერებთ, იგი ქრება. ის მხოლოდ მანამდე რჩება, სანამ არ გააცნობიერებთ. თქვენი გაუცნობიერებლობა უწყობს ხელს ყურადღების გაფანტულობასაც და სიზარმაცესაც. გაცნობიერებულობა ნიშნავს, რომ აღარ კვებავთ მათ, აშიმშილებთ მათ, და ადრე თუ გვიან თავისით დაჭკნებიან.

ყურადღების გაფანტულობას შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ, ილუზიას შეგვიძლია დავაღწიოთ თავი, მაგრამ სიზარმაცე და ლეთარგია - მძიმე და ბნელი მდგომარეობებია. ყურადღების გაფანტულობას და ილუზიას, უკიდურეს შემთხვევაში, ადგილი აქვს; სიზარმაცისა და ლეთარგიის შემთხვევაში ბოლომდე ანიმას აქვს ძალაუფლება. ყურადღების გაფანტულობისას ანიმუსი ჯერ კიდევ არსებობს; სიზარმაცის შემთხვევაში  სუფთა სიბნელე მძლავრობს. თუ მედიტაციის დროს პრაქტიკოსს ძილი იპყრობს - ეს სიზარმაცის გამოხატულებაა. მხოლოდ სუნთქვას შეუძია დაგეხმაროთ სიზარმაცის გადალახვაში. თუმცა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რომელიც ცხვირით ხორციელდება, - ეს არაა ნამდვილი სუნთქვა, ნამდვილი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მათთან ერთად მიმდინარეობს.

თუ გეძინებათ მედიტაციის დროს, დაიწყეთ დაკვირვება საკუთარ სუნთქვაზე და ძილიანობა გაქრება. სწორედ ამიტომ მრვალი ბუდისტი ბერი, რომელიც ვიპასანას აპრაქტიკებს, უძილობით იტანჯება. მე მრავალი ადამიანი შემხვედრია, რომლებიც უძილობით იტანჯებოდნენ, რადგან ვიპასანას აპრაქტიკებდა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ სუნთქვაზე დაკვირვებით ძილი გვშორდება.

ამიტომაც ვეუბნები ჩემს სანიასებს: არასოდეს დააპრაქტიკოთ ვიპასანა დღეში ორ-სამ საათზე მეტხანს, დააპრაქტიკეთ იგი განთიადსა და მზის ჩასვლას შორის საათებში. თუ ვიპასანას ღამით აპრაქტიკებთ, იგი ძილს დაგირღვევთ, ძილის დარღვევა კი საკუთარი ორგანიზმის დარღვევას ნიშნავს.

ჩემთან ერთი ბერი მოვიდა ცეილონიდან. მას არ შეეძლო დაძინება სამი წლის განმავლობაში. ძალიან კეთილსინდისიერი ბერი... სწორედ ამაში იყო მისი პრობლემა. იცოდა რა, რომ ვიპასანა მშვენიერი მედიტაციაა, იგი დღიდან დღემდე აპრაქტიკებდა მას. მაშინაც კი, როცა დასაძინებლად წვებოდა და გრძნობდა, რომ ვერ იძინებდა, მაინც ვიპასანას აპრაქტიკებდა. თუ ვიპასანას საწოლში დააპრაქტიკებთ, დაძინება შეუძებელი გახდება: ძილი არასოდეს მოდის იმასთან, ვინც კარგად აცნობიერებს თავის სუნთქვას. შეგიძლიათ სცადოთ: თუ უძილობა გჭირდებათ, შეგიძლიათ სცადოთ. სუნთქვაზე დაკვირვება - ეს საუკეთესო საშუალებაა ძილიანობის გადასალახად, რადგანაც სუნთქვა - ეს სიცოცხლეა, ძილი კი - სიკვდილი; ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო არიან თავიანთი ბუნებით.

ბავშვის ცხოვრება სუნთქვით იწყება. ცხოვრებაში პირველი აქტი - ჩასუნთქვაა, ხოლო უკანასკნელი - ამოსუნთქვა. როცა სუნთქვა არაა, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი მოკვდა.

გახსოვდეთ, იმისთვის, რომ დაიძინოთ, ბოლომდე უნდა დაივიწყოთ სუნთქვა. ძილი - ეს მცირე სიკვდილია, პაწაწუნა სიკვდილი, - და ძალიან მშვენიერი სიკვდილი, რადგანაც იგი გაძლევთ დასვენებას, მოდუნებას, და მეორე დილით აღსდგებით საღი, ახალგაზრდა და განახლებული.

თუ მედიტაციის დროს გრძნობთ ძილიანობას, დააკვირდით საკუთარ სუნთქვას და არასოდეს გააკეთოთ მსგავსი მედიტაციები ღამით.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც საუბარია სუტრაში: ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, - ეს არაა ნამდვილი სუნტქვა, ეს მხოლოდ ნამდვილი სუნთქვის მოძრაობის საშუალებაა. რა არის ნამდვილი სუნთქვა? ინდოეთში ჩვენ მას პრანას ვუწოდებთ. სუნთქვა შეგვიძია შევადაროთ ცხენს, რომლის მხედარიც არ ჩანს. სუნთქვა - ეს უბრალდ ცხენია, რომელიც ატარებს მხედარს, სახელწოდებით „პრანა“, ან, როგორც ამას ჰენრი ბერგსონი უწოდებდა, „სასიცოცხლო ძალა“. ის უჩინარია.

როცა ჩასუნთქვას აკეთებთ, თქვენ ჩაისუნთქავთ არა მხოლოდ ჰაერს, თქვენ ჩაისუნთქავთ სიცოცხლეს. ჰაერის გარეშე სიცოცხლე გაქრებოდა. სიცოცხლე ჰაერის წყალობით არსებობს, სიცოცხლე - ეს ჰაერის უჩინარი მხარეა. სუნთქვა ყვავილს ჰგავს, სიცოცხლე კი მის არომატს. როცა სუნთქავთ, ხდება ორმაგი პროცესი. სწორედ ამიტომაა იოგა ასე დაინტერესებული პრანაიამათი. პრანაიამა ნიშნავს სუნთქვის გაფართოებას. რაც უფრო ღრმა ხდება თქვენი სუნთქვა, მით უფრო ცოცხალი ხდებით; რაც უფრო ჯანმრთელია თქვენი სუნტქვა, მით უფრო დიდხანს იცოცხლებთ. იოგა ძალიან დაინტერესდა ამ სექტორით. სუნთქვის სისტემაში ჩადებულია ელექსირი, რომელიც ცხოვრების გახანგრძლივებაში გვეხმარება. იოგები - ცნობილი დღეგრძელად მაცხოვრებლები არიან.

მე არ გთავაზობთ დღეგრძელ ცხოვრებას, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ დღეგრძელი, მაგრამ სულელური ცხოვრება. სიცოცხლის ხანგრძლივობა არც ისე მნიშვნელოვანია, მნიშნელოვანია ინტენსივობა, სიღრმე. მე არ მაინტერესებს დღეგრძელი ცხოვრება. რა აზრი აქვს მას? თუ სულელი ხართ, ჯობია ადრევე მოკვდეთ.

ჩინგიზ ხანმა ერთხელ ბრძენს ჰკითხა:

- როგორ ფიქრობთ, უნდა ვისწრაფვოთ ხანგრძლივი ცხოვრებისკენ? უნდა გავაკეთოთ რაიმე ამისთვის? ცხოვრება - ეს წყალობაა თუ არა?

ბრძენმა უპასუხა:

- სერ, ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე. მაგალითად, თუ თქვენ იცხოვრებთ ხანგრძლივად, ეს ძალიან ცუდი იქნება. თუ თქვენ მალე მოკვდებით, ეს დიდი წყალობა იქნება. თუ მთელი დღეები იძინებთ, ეს შესანიშნავი იქნება, რადგანაც მაშინ მსოფლიოში ნაკლები უბედურება მოხდება.

ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ იოგა ძალიანაა დაინტერესებული დღეგრძელობით, თითქოს დღეგრძელი ცხოვრება შეიძლება მიზანი იყოს. სწორედ ამაში ცდებიან იოგები: იგი ძალიან ფიზიოლოგიური გახდა და უმნიშვნელო საგნებზე მოახდინა ფოკუსირება.

მაგრამ სუნთქვაში მართლაც საიდუმლოა ჩადებული. სუნთქვა - ეს ორი ენერგიის გადაადგილების საშუალებაა: ერთი ენერგია - ეს ხილული ჰაერია, შეგრძნებადი ჰაერი, რომელიც ჟანგბადს შეიცავს; გარდა ჟანგბადისა, ამ ჰაერში არსებობს სასიცოცხლო ძალა, პრანა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, რომ ცოცხალი იყოთ, რომელიც სიცოცხლეს შთაგბერავთ. ამიტომ, თუკი ძილიანობას გრძნობთ, უბრალოდ დააკვირდით სუნთქვას და ძილიანობა გაქრება. სუნთქვის წყალობით უფრო ცოცხლად იგრძნობთ თავს, თქვენი სიზარმაცე გაქრება.

ამიტომ მედიტაციის დროს გამუდმებით უნდა შეინარჩუნოთ გულის სიმშვიდე და ენერგიის კონცენტრაცია. როგორ უნდა დაამშვიდოთ გული? - სუნთქვის მეშვეობით.

და კვლავ - „სუნთქვის მეშვეობით“. სუნთქვა ერთ-ერთ უდიდესი ტექნიკის როლს ასრულებს.

მხოლოდ გული უნდა აცნობიერებდეს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას...

უბრალოდ დააკვირდით იმას, თუ როგორ ხდება ჩასუნთქვა, როგორ ხდება ამოსუნთქვა. ამ დაკვირვების წყალობით ძილიანობა გაქრება, სიზარმაცე გაქრება, და თავს ცენტრირებულად იგრძნობთ.

სუნთქვას შეგვიძლია ორ წერტილში დავაკვირდეთ: ან ცხვირის წვერზე, იქ, სადაც ჰაერი პირველად ეხება სხეულს, ან ბოლო წერტილზე, ჭიპის მიდამოში, სადაც სუნთქვისას თქვენი მუცელი აიწევს და დაიწევს ხოლმე. ამ ორ წერტილში შეგიძლიათ სუნტქვაზე დაკვირვება.

რამდენიმე დღისწინ ვიღაცამ მკითხა: „ოშო, ცხვირის წვერზე დაკვირვება კარგია, მაგრამ რას იტყვი ებრაულ ცხვირებზე?“ სინამდვილეში ცხვირი მხოლოდ ებრაელებს აქვთ, სხვებს მხოლოდ ჰგონიათ, რომ აქვთ. თუ თქვენ ებრაული ცხვირი გაქვთ, მაშინ დააკვირდით ცხვირის წვერს, საიდანაც სუნთქვა იწყება. ებრაული ცხვირის ქონა განსაკუთრებით სასარგებლოა მსგავსი მედიტაციების დროს. გიხაროდეთ, რომ ებრაული ცხვირი გაქვთ. აქ მყოფთაგან ნახევარს მაინც ებრაული ცხვირი აქვს, რადგანაც აქ მყოფთაგან ნახევარი  ებრაელია.

ამ კითხვის წაკითხვისას ძალიან გავოცდი, შემდეგ კი ნერვიულობა დავიწყე ოსტატ ლუ-ძიზე და ჩინელებზე, რომლებსაც ამ მეთოდებს ასწავლიდა. მათ საერთოდ არ აქვთ არანაირი ცხვირი! ალბათ მათ ძალიან უჭირდათ ცხვირის წვერზე დაკვირვება. რის წვერზე?

მხოლოდ გული უნდა აცნობიერებდეს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას; ყურს არ უნდა ესმოდეს სუნთქვა. თუ სუნთქვა არ ისმის, ეს ნიშნავს, რომ იგი მსუბუქია. თუ იგი მსუბუქია, ეს ნიშნავს, რომ იგი სუფთაა. თუ მისი სუნთქვა ისმინება, ეს ნიშნავს, რომ ენერგია უხეშია; თუ უხეშია, ეს ნიშნავს, რომ იგი მღელვარეა; თუ მღელვარეა, ჩნდება სიზარმაცე და ლეთარგია, და პრაქტიკოსს ძილი იპყრობს. ეს თვალნათლივია.

აუცილებელია გაიგოთ, როგორ უნდა გამოიყენოთ სუნთქვის დროს გული. ესაა გამოყენება გამოყენების გარეშე.

ძალისხმევა ძალისხმევის გარეშე, პრაქტიკა პრაქტიკის გარეშე, გზა გზის გარეშე, კარი კარის გარეშე - ეს დაოს და ძენის გამოთქმებია. თქვენ უნდა აკეთოთ რაღაც ძალისხმევის, დაძაბულობის გარეშე.

ამიტომ ოსტატი ამბობს:

ესაა გამოყენება გამოყენების გარეშე. უბრალოდ საშუალება უნდა მისცეთ სინათლეს, რომ ძალიან მსუბუქად შეეხოს სმენას.

უნდა იმყოფებოდეთ მოდუნებულ მდგომარეობაში.

ამაშია სხვაობა იოგასა და დაოს შორის: იოგა - ესაა გზა, რომელიც ნების ძალას იყენებს, ხოლო დაო - ესაა გზა, რომელშიც უფლებას აძლევთ მოვლენებს, რომ მოხდნენ, უბრალოდ ნებდებით. იოგა ამბობს: ისუნთქეთ ამ სახით, ღრმად ჩაისუნთქეთ ამდენი ჰაერი, შეიკავეთ სუნთქვა რაღაც დროით, შემდეგ გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა, შემდეგ კვლავ შეიკავეთ რაღაც დროით, - გამოიყენეთ ნების ძალა ტექნიკის შესასრულებლად. დაო ამბობს: ნება მიეცით ამას, რომ მოხდეს.

უბრალოდ საშუალება უნდა მისცეთ სინათლეს, რომ ძალიან მსუბუქად შეეხოს სმენას.

ახლა, როდესაც მისმენთ, ჩემი სიტყვები თქვენს სმენას ეხებიან. თქვენ არ გჭირდებათ, რომ მივარდეთ მათ, არ გჭირდებათ, რომ შიგნით შეითრიოთ ყურში - ამაში არაა აუცილებლობა. უბრალოდ დარჩით ყურადღებიანი, მდუმარე, მიმღები, გახსნილი.

ამ გამოთქმაში საიდუმლო აზრია ჩადებული. რას ნიშნავს - საშუალება მივცეთ სინათლეს, რომ შეეხოს სმენას? ეს თვალთა სინათლის სპონტანური ნათებაა. თვალი მხოლოდ შიგნით იხედება, არა გარეთ. ნათების შეგრძნება გარეთ ხედვის გარეშე, შიგნით ხედვას ნიშნავს...

როცა უფლებას აძლევთ მოვლენებს, რომ მოხდნენ, თქვენ უზარმაზარ ნათებას გრძნობთ თქვენს შიგნით.

როცა უფლებას აძლევთ მოვლენებს, რომ მოხდნენ, ნათება ავტომატურად ხდება. როცა ნებდებით ყოფიერებას, უზარმაზარ სინათლეს გრძნობთ თქვენს შიგნით და უზარმაზარ სიხარულს თქვენს გარეთ. ეს ბუნებრივად ხდება. როცა შიგნით ამ ნათებას გრძნობთ, ს ნიშნავს, რომ შიგნითკენ იხედებით.

ნათების შეგრძნება გარეთ ხედვის გარეშე, შიგნით ხედვას ნიშნავს; ეს არანაირად არაა დაკავშირებული შიგნითკენ რეალურ ხედვასთან. რას ნიშნავს - „სმენასთან შეხება“? ეს ყურის სინათლის სპონტანური მოსმენაა. ყური ისმენს მხოლოდ იმას, რაც შიგნითაა, და არ ისმენს იმას, რაც გარეთაა. იგრძნო ნათება ისე, რომ არ გესმოდეს ის, რაც გარეთაა, ნიშნავს გესმოდეს ის, რაც შიგნითაა...

როცა იწყებთ სინათლის შეგრძნებას საკუთარ თვალებში და საკუთარ ყურებში, შიგნით სიღრმეში, თითქოს თქვენს შიგნით წყაროა იყოს, მაშინ ცენტრირებული ხდებით, მაშინ თქვენი გული მშვიდია. მაშინ სამყაროში ხართ, და ამავე დროს მის საზღვრებს მიღმა. სწორედ ესაა ტრანსცენდენცია.

...ეს არანაირად არაა დაკავშირებული იმის რეალურად მოსმენასთან, რაც შიგნითაა. ამგვარი მოსმენა ნიშნავს, მხოლოდ იმის მოსმენას, რომ არანაირი ბგერა არაა. ამგვარი ხედვისას ჩანს მხოლოდ ის, რომ არანაირი ფორმა არაა.

თქვენ ვერ დაინახავთ ვერანაირ ფორმას, თქვენ ვერ მოისმენთ ვერანაირ ბგერას შიგნით, თქვენ დაინახავთ მხოლოდ მდუმარე სინათლეს, უხმო ბგერას, უფორმო სინათლეს. სწორედ ამიტომ განსაზღვრავენ ღმერთს, როგორც უხმო ბგერას, უფორმო ფორმას.

თუ თვალი არ იყურება გარეთ და ყური არ უსმენს გარეთ, ისინი იკეტებიან და უძრავად ჩერდებიან შიგნით . მხოლოდ მაშინ, თუ შიგნითკენ იყურებით და შიგნით ისმენთ, თვალი და ყური არ მიისწრაფვიან გარეთკენ და არც შიგნით ჩერდებიან უძრავად. ამით შეიძლება ბოლო მოუღოთ სიზარმაცეს და ყურადღების გაფანტულობას. ესაა მზისა და მთვარის თესლისა და სინათლის შეერთება.

თუ თქვენი სმენა შიგნითკენაა მიმართული, თუ თქვენი ხედვა შიგნითკენაა მიმართული, ეს ნიშნავს, რომ უფორმო სინათლეს, უხმო ბგერას, მდუმარე მუსიკას გრძნობთ თქვენს შიგნით. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შინაგანი მამაკაცი და შინაგანი ქალი შეხვდნენ ერთმანეთს. მოხდა გაერთიანება, ტოტალური ორგაზმი, Unio Mystica.

თუ სიზარმაცის შედეგად ძილიანობა ჩნდება, უნდა ადგეთ და გაისეირნოთ. როცა გონება გამოფხიზლდება, ისევ უნდა დაჯდეთ. რაღაც დროის მერე წარმატებაც მოვა, სიზარმაცე და ძილიანობა კი გადალახულ იქნება.

აუცილებელია ამ სუტრების პრაქტიკა: აუცილებელია გამოიყენოთ ძალისხმევა და, ამავე დროს, ძალისხმევის გარეშე შეაღწიოთ ამ სუტრების საიდუმლოებებში, ისწავლოთ, რომ დაძაბულობის გარეშე გაუშვათ საკუთარი თავი და ნება მისცეთ მოვლენებს, რომ თავისთავად მოხდნენ.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff