ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 25 - სიცარიელეში პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება

თავი 25 - სიცარიელეში პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება
 
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
 
როცა სიჩუმე დგება, როცა არცერთი აზრი აღარ იბადება, ის ვინც შიგნითკენ იყურება, უეცრად ივიწყებს იმას, რასაც უყურებს. მაშინ აუცილებელია, რომ ბოლომდე მივუძღვნათ სხეული და გული თავიანთ თავს. ყველა საზრუნავი უკვალოდ გაქრა. მე უკვე აღარ ვიცი, სად იმყოფება ჩემი სულის სახლი და სად არიან ჩემი გამოცდების სიმძიმეები. თუკი მოინდომებთ, დარწმუნდეთ თქვენი სხეულის თანმყოფობაში, ვერ შეძლებთ მის პოვნას. ესაა მდგომარეობა, როდესაც ცა მიწაზე ეშვება; დრო, როდესაც ყველა სასწაული თავის წყაროს უბრუნდება. 
 
თუკი იმ დონეზე წახვედით წინ, რომ ყველა ჩრდილი და ბგერის ნასახი გაქრა, და სრული სიმშვიდისა და მდგრადობის მდგომარეობაში აღმოჩნდით, ეს ნიშნავს, რომ თავშესაფარი ენერგიის გამოქვაბულში იპოვნეთ, სადაც ყველა სასწაული თავის წყაროს უბრონდება. თქვენ არ იცვლით ადგილს, ადგილი თავისით იცვლება. ესაა არანივთიერი სივრცე, სადაც ათასი და ათიათასი ადგილი ერთ ადგილს წარმოადგენს. თქვენ არ ცვლით დროს, დრო თავისით იცვლება. ესაა განუზომელი დრო, სადაც ნებისმიერი მარადისობა წამის გაელვებას ჰგავს.
 
სანამ გული აბსოლუტურ სიმშვიდეს არ მიაღწევს, იგი ვერ შეძლებს მოძრაობას. თქვენ წარმართავთ მოძრაობას და ივიწყებთ ნებისმიერ მოძრაობას; მაშინ ეს თავისთავადი მოძრაობაა. ამიტომაც ნათქვამია: თუკი გარე მოვლენების ზემოქმედებით მოძრაობთ, ეს არსების იმპულსია. თუ თქვენ მოძრაობთ, როდესაც გარედან ზემოქმედება არ არის, მაშინ ეს ზეცის მოძრაობაა. როცა არ არის არანაირი იდეა, კარგი იდეები იბადებიან. ესაა ნამდვილი იდეები, როცა სიმშვიდისა და წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებით, და უეცრად ღვთაებრივი იმპულსი მოძრაობას ჰბადებს, ნუთუ არაა ეს მოძრაობა მიზნის გარეშე? სწორედ ამაშია უმოქმედო მოქმედების არსი. 
 
ღრმა საიდუმლოს გარეშე შეუძლებელია ფონს გავიდეთ როგორც დასაწყისში, ასევე დასასრულს. იგი - გულისა და აზრების გაწმენდაში, განბანვაში მდგომარეობს. ამ საიდუმლოს დასაწყისი - ორმაგობის ზღვარს მიღმაა; და იქვე იგი კვლავ ქრება. 
 
ბუდა, ცნობიერების შემოქმედი, ამბობს, რომ წარმავალი - რელიგიის ძირითადი ჭეშმარიტებაა. ცხოვრების რეალიზაციისა და ადამიანური ბუნების მთელი სამუშაო ჩადებულია გამოთქმაში: „სიცარიელის შექმნა“. ყველა რელიგია თანხმდება ერთში: სულიერი ელექსირის პოვნის აუცილებლობაში, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასასვლელად. რაში მდგომარეობს ეს სულიერი ელექსირი? იგი იმაში მდგომარეობს, რომ უცვლელად ვიმყოფებოდეთ მიზნის არარსებობის მდგომარეობაში. ამგვარად, განწმენდის ყველაზე ღრმა საიდუმლო, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს სწავლებაში იპოვნოთ, იქამდე დაიყვანება, რომ გული დაიცარიელოთ. მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება. 
 
სავსე მთვარიანი ღამე იდგა. მიწა პატარძალივით მშვენიერი იყო. მთვარის შუქი წვიმის ნაკადივით იღვრებოდა. ცა, ოკეანე და ქარი უზარმაზარი მადლით იყვნენ სავსე. ხეები, თითქოს დამთვრალანო, ექსტაზში ირწეოდნენ ქარში, შორეული მთების თოვლიანი მწვერვალები კი ბუდებს ჰგავდნენ ღრმა მედიტაციაში. ნიავი, რომელიც ცაცხვების ღეროებს ეფერებოდა, მუსიკასავით ჟღერდა. სამყაროს ზეიმი იმდენად შესაგრძნობი და ხელშესახები იყო, რომ ხელითაც კი მისწვდებოდით. ასეთ ღამეში, უზარმაზარი სიხარულისა და კურთხეულ ღამეში, რაღაც მიღმიერი დაეშვა მიწაზე: ჩიიონო, უიშვიათესი ქალთა შორის, გასხივოსნებული გახდა - იგი სამოთხეში დაბრუნდა, სახლში დაბრუნდა. რა მშვენიერი მომენტია, რომ მოკვდე დროში და მოკვდე დროისთვის, რათა დაიბადო მარადისობასი, როგორც მარადისობა! რა მშვენიერი მომენტია, რათა სრულიად გაქრე და პირველად ცხოვრებაში - უბრალოდ იყო.

მონაზონი ჩიიონო მრავალი წლის განმავლობაში აპრაქტიკებდა მედიტაციას, მაგრამ ვერ აღწევდა გასხივოსნებას. ერთხელ, ღამით, ჭიდან წყალი მოჰქონდა ძველი ვედროთი. როცა სახლში ბრუნდებოდა, წყლის ზედაპირზე არეკლილ სავსე მთვარეს უყურებდა. უეცრად ბამბუკის თოკები, რომლებიც ვედროს კრავდნენ, გაწყდნენ, და იგი დაიშალა. წყალი დაიღვარა, მთვარის ანარეკლი გაქრა, და ჩიინიო გასხივოსნებული გახდა.
 
მან ასეთი სტროფები დაწერა:
 
როგორ არ ვეცადე, მთელად შემენარჩუნებინა ვედრო,
ვიმედოვნებდი, რომ სუსტი ბამბუკი არასოდეს გაწყდებოდა.
უეცრად ძრო გავარდა...
აღარ არის წყალი,
აღარ არის მთვარე წყალში,
ჩემს ხელში კი - სიცარიელეა.
 
გასხივოსნება მაშინ ხდება, როცა ის ხდება: თქვენ ვერ დააჩქარებთ მას, თქვენ ვერ აიძულებთ მას, რომ მოხდეს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ გააკეთოთ იმისთვის, რომ იგი მოხდეს, მაგრამ ის, რასაც გააკეთებთ, ვერ გახდება გასხივოსნების მიზეზი. ის, რასაც გააკეთებთ, ვერ მოგიტანთ გასხივოსნებას, მაგრამ მოგამზადებთ იმისთვის, რომ მიიღოთ იგი. ის მაშინ ხდება, როცა ხდება. ყველაფერი, რასაც აკეთებთ, მხოლოდ გამზადებთ იმისთვის, რომ მიიღოთ იგი, - დაინახოთ იგი, როცა ის ხდება, იცნოთ იგი, როცა ის ხდება.
 
ის ხდება... მაგრამ თუ მზად არ ხართ, თანდათან ხელიდან უშვებთ მას. ის ყოველ წამში ხდება. ყოველ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას გასხივოსნება მოაქვს თქვენთვის, რადგანაც გასხივოსნება ისაა, რისგანაც სამყაროა შექმნილი. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ იცნოთ იგი, დაინახოთ იგი.
 
ღმერთი არის. ღმერთის არსებობაში ეჭვი არ არის. თუკი არის ეჭვი, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი დანახვა, თქვენი თვალები დახუჭულია. ყველა მედიტაცია, ყველა ლოცვა, განწმენდის ყველა მეთოდი უბრალოდ თვალების გახელაში და დანახვაში გეხმარებათ. როგორც კი დანახვას შეძლებთ, გაოცდებით: ღმერთი ყოველთვის არსებობდა. იგი თქვენზე იღვრებოდა დღიდან დღემდე, წლიდან წლამდე, უბრალოდ თქვენ საკმარისად მგრძნობიარე არ იყავით იმისთვის, რომ დაგენახათ იგი; თქვენ არ იყავით საკმარისად ცარიელი, რომ ავსებულიყავით მისით. თქვენ საკუთარმა ეგომ გადაგავსოთ.
 
თუ შესაძებელია რაიმე საფუძვლებზე საუბარი, მაშინ ყველაზე მთავარი შეგვიძლია ასე გამოვხატოთ: გასხივოსნება მოდის, როდესაც თქვენ ქრებით. სიცარიელეში პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება.
 
თუ თქვენ განაგრძობთ არსებობას, უმეცრებასა და სიბნელეში რჩებით. სწორედ თქვენ ხართ ეს სიბნელე, თქვენი თანმყოფობა არის „სულის ბნელი ღამე“. როცა თქვენ ხართ, თქვენ განცალკევებული ხართ ყოფიერებისგან. სიბნლელე - სხვა არაფერია, თუ არა თქვენი წარმოდგენა განცალკევებულობის შესახებ: „ჩემსა და ყოფიერს შორის უფსკრულია. მე მარტო დავრჩი, მე ვიტანჯები, რადგანაც შიში მტანჯავს. ისეთი მარტოსული ვარ, ისეთი უსუსური ვარ. ადრე თუ გვიან სიკვდილი მოვა და დამანგრევს, თავს ვერაფრით დავიცავ სიკვდილისგან“. თქვენ ღრმა შიშით ცხოვრობთ. მაგრამ თქვენ თავადვე ქმნით ამ შიშს, მისი მიზეზი - თქვენშია, თავად თქვენს წარმოდგენაში იმაზე, რომ განცალკევებული ხართ ყოფიერებისგან.
 
სწორედ იმ მომენტში, როცა აგდებთ ამ წარმოდგენას, სწორედ იმ მომენტში, როცა ხედავთ, რომ არ ხართ განცალკევებული, რომ არ შეგიზლიათ იყოთ განცალკევებული, რომ განცალკევებულად ყოფნა უბრალოდ შეუძლებელია, რომ მთელი ყოფიერის ნაწილს წარმოადგენთ, არსებობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, რომ თქვენ ყოფიერებაში ცხოვრობთ, ყოფიერება კი თქვენში ცხოვრობს, - პრობლემა იჭრება, და იჭრება სამუდამოდ. სიკვდილი ქრება, შიში ქრება, ტანჯვა ქრება, და თავისუფლდება მთელი ენერგია, რომელიც ამ შიშს, ამ შფოთვას, ამ ტანჯვას ინარჩუნებდა. იგივე ენერგია სულის ზეიმად იქცევა. 
 
რა არის გასხივოსნება? - ესაა უნარი, დაინახოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხართ. ეგო სინამდვილეში არ არსებობს. ეგო - უბრალოდ ილუზიაა. ჩვენ თავად შევქმენით იგი, ჩვენ თავად მოვიგონეთ იგი, ეს უბრალოდ ილუზიაა, სიზმარია. სინამდვილეში, იგი არ არსებობს, როგორც ასეთი. ამიტომ, რაც უფრო გაცნობიერებული ხდებით, რაც უფრო მეტად ისწრაფვით შიგნითკენ, მით უფრო ნაკლებად აღმოაჩენთ საკუთარ თავს. რაც უფრო მეტად ხართ გაცნობიერებული, მით უფრო ნაკლები ხართ. როცა გაცნობიერებულობა აბსოლუტური ხდება, თქვენ ქრებით, - აღარ არის წყალი, აღარ არის მთვარის ანარეკლი წყალში, მხოლოდ სიცარიელეა თქვენს ხელებში. და ამ სიცარიელეში... „პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება“.
 
სწორედ ეს დაემართა ჩიიონოს: იგი მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა, იგი სრულიად განსხვავებულ მედიტაციებს აპრაქტიკებდა, მან სრულიად სხვადასხვა ტექნიკები გამოსცადა, მაგრამ გასხივოსნებას ვერ მიაღწია. 
 
შეუძლებელია გასხივოსნების გამოწვევა. ეს ჩვენს ძალებს აღემატება. ის რომ თქვენს ხელთ იყოს, თქვენ მასზე აღმატებული იქნებოდით. ის რომ თქვენს ხელთ იყოს, მაშინ ის სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ახალი სამკაული თქვენი ეგოსთვის. შეუძებელია გასხივოსნების გამოძახება. შეუძებელია გასხივოსნებას აიძულოთ, რომ მოვიდეს. იმისთვის, რომ ის მოვიდეს, თქვენ უნდა გაქრეთ. 
 
თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მსოფლიოს ყველა წმინდა წერილი: ამით ძალიან მცოდნე, დიდი მეცნიერი გახდებით, მაგრამ გაუსხივოსნებელი დაჩებით. სინამდვილეში უფრო გაუსხივოსნებელიც კი დარჩებით, ვიდრე მანამდე, რადგანაც რაც უფრო მეტი ცოდნა გაქვთ, მით უფრო დიდია თქვენი ეგო. რაც უფრო მეტად უღრმავდებით ასკეტიზმს, მით უფრო ძლიერდება თქვენი ეგო: „მე იმდენ რამეს ვაკეთებ - იმდენ მარხვას, იმდენ თაყვანისცემას“. რაც უფრო მეტს აკეთებთ, უფრო მეტად გრძნობთ, რომ გასხივოსნებას იმსახურებთ, რომ შეგიძლიათ პრეტენზია გქონდეთ მასზე. 
 
შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს გასხივოსნებაზე. იმისთვის, რომ გასხივოსნება მოხდეს, თქვენ სრულიად უნდა გაქრეთ. იმისთვის, რომ ღმერთი მოხდეს, გონება უნდა შეწყდეს. შეგიძიათ გასხივოსნებას ღმერთი უწოდოთ - ეს ერთი და იგივეა. 
„ჩიიონო მრავალი წლის განმავლობაში აპრაქტიკებდა მედიტაციას, მაგრამ ვერ აღწევდა გასხივოსნებას“.
 
შეუძლებელია გასხოვოსნების მიღწევა ძიების გზით. ის მაშინ მოდის, როცა ყველა ძიება უსარგებლო აღმოჩნდება. გახსოვდეთ: მე არ გთავაზობთ, რომ არ ეძებოთ, რადგანაც თუ არ ეძებთ, ვერასოდეს გაიგებთ, რომ ძიება უშედეგოა. მე არ გთავაზოპბთ, რომ არ იმედიტიროთ. თუ არ იმედიტირებთ, ვერასოდეს გაიგებთ, რომ რომ არსებობს მედიტაცია, რომლის გაკეთებაც შეუძლებელია, და რომელიც უბრალოდ გემართებათ.
 
თქვენი მედიტაციები უბრალოდ თვალებს აგიხელენ, მეტ გაგებას მოგცემენ. თქვენი გული უფრო ყურადღებიანი, უფრო გაცნობიერებული, უფრო მოსიყვარულე, უფრო მრგძნობიარე გახდება. იმის დანახვას დაიწყებთ, რასაც ადრე ვერ ხედავდით. თქვენი არსების ახალ სივრცეებს აღმოაჩენთ. რაღაც ახალი მოხდება ყოველდღე, ყოველ წამს. თქვენი მედიტაციები განბანვას ჰგავს: ისინი ერთგვარ სისაღეს გაჩუქებენ, მაგრამ ეს სისაღე ჯერ კიდევ არაა გასხივოსნება. იგი უბრალოდ გზას გიმზადებთ. შეუძებელია გასხივოსნების მიღწევა. პირიქით, გასხივოსნება აღწევს თქვენამდე. 
 
მოამზადეთ გზა, რომ ღმერთმა შეძლოს თქვენამდე მოღწევა. თქვენ არ შეგიძლიათ მისი პოვნა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ელოდოთ, ელოდოთ ღრმა ნდობით, რათა მან შეძლოს თქვენი პოვნა. 
 
სწორედ ამიტომ უშვებდა ხელიდან ჩიიონო: იგი ეძებდა, ეძებდა, იგი ზედმეტად იყო ჩართული ძიებაში. თავად ძიებას შეუძლია კვებოს ეგო: „მე მაძიებელი ვარ, მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. მე სულიერი ადამიანი ვარ, რელიგიური ვარ, წმინდანი ვარ“. როგორც კი მსგავსი დამოკიდებულება გაჩნდება, როგორც კი ეს რელიგიური მედიდურობა გაჩნდება, თქვენ სამუდამოდ დაიკარგებით. ეს უდიდესი დაცემაა, უდიდესი ცოდვაა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ცხოვრებაში ჩაიდინოთ. თუ გიჩნდებათ აზრები: „მე წმინდანი ვარ, მე სხვებზე მაღლა ვდგავარ. მე სათნო ვარ, სხვები კი ცოდვილები არიან. შეხედეთ ჩემს უმწიკვლო ცხოვრებას“, - თუ ასეთი უმწიკვლო ხდებით, გზიდან გადადიხართ, რადგანაც უმწიკვლოს ეგო - ყველაზე ნატიფი ეგოა, მისი გადაგდება რთული იქნება. გაცილებით უფრო ადვილია რკინის ბორკილების გადაგდება. თუ ოქროს ბორკილებით, ბრილიანტებით გაწყობილი ბორკილებით ხართ დაბმული, მათი გადაგდება საოცრად ძნელი იქნება, რადგანაც ისინი არ გამოჩნდებიან, როგორც ბორკილები, ისინი სამკაულად მოგეჩვენებიან. 
 
ციხის ჭუჭყიანი საკნიდან თავის დაღწევა ადვილია, მაგრამ თუ საქმე ეხება სასახლეს, ვის მოუნდება მისგან თავის დაღწევა? სინამდვილეში ყველას უნდა იქ მოხვედრა, და არა იქიდან გაქცევა. ცოდვილი უფრო ახლოსაა ღმერთთან, ვიდრე წმინდანი, რადგანაც ცოდვილს განთავისუფლება უნდა თავისი ბორკილებისგან, წმინდანი კი ხელს უწყობს თავის ეგოს. 
 
ჩიიონო მონაზონი იყო. როგორც ჩანს, იგი ამაყობდა თავისი უმწიკვლოებით, თავისი სიკეთით, თავისი გულმოდგინებით. მისი განდეგილობა უზარმაზარი იყო. ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი გახლდათ. ისეთი მშვენიერი იყო, რომ ერთ-ერთ მონასტერში მიმართვისას, უარი მიიღო: ასეთი ლამაზი ქალის მიღება მონასტერში პრობლემებს შეუქმნიდა ბერებს. იმისთვის, რომ სხვა მონასტერშ მიეღოთ, საკუთარი სახის დამახინჯება მოუხდა. როგორც ჩანს ძალიან ლამაზი ქალი იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ... მან სახე დაისახიჩრა, მაგრამ შიგნით სიღრმეშ ალბათ ფიქრობდა: „შეხედეთ ჩემს განდეგილობას. მე ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალი ვიყავი, მაგრამ დავიმახინჯე სახე. არავის გაუკეთებია ეს არც ჩემამდე და არც ჩემს შემდეგ. შეხედეთ ჩემს განდეგილობას, შეხედეთ ჩემს მიუჯაჭველობას სხეულზე! მიმიფურთხებია სილამაზისთვის, მე ურყევი ვარ იმაში, რომ გასხივოსნება ვიპოვნო, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს.“ და ის აგრძელებდა მის ხელიდან გაშვებას. 
 
მაგრამ ერთხელ, სავსე მთვარიანი ღამისას, ეს მოხდა. მოხდა უეცრად, როგორც გაელვება მოწმენდილ ცაზე. ეს ყოველთვის უეცრად ხდება, ეს ყოველთვის გაელვებას ჰგავს მოწმენდილ ცაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს შეიძლება ნებისმიერს დამართნოდა, - ეს ჩიიონოს დაემართა. ყველაფერი, რაც გააკეთა, არ გახდა გასხივოსნების მიზეზი, მაგრამ დაეხმარა იმის გაგებაში, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, მარცხს განიცდით, წარმატებას ვერ მიაღწევთ.
 
როგორც ჩანს, იგი სრულ უიმედობამდე მივიდა. ასეთ უიმედობამდე მისვლა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგეძლოთ. და სწორედ ასეთ უიმედობაში ჩნდება იმედი, რადგანაც სრულ უიმედობაში ეგო ინგრევა. მას უკვე აღარაფერზე აქვს პრეტენზია. 
 
ეგო მხოლოდ მაშინ ქრება, როცა კრეშჩენდოს, თავის უმაღლეს პიკს აღწევს. შეუძებელია სუსტი ეგოს გადაგდება. შეუძლებელია, იმიტომ, რომ იგი განაგრძობს იმედოვნებას. იგი ამბობს: „ვინ იცის, იქნებ კიდევ მოვუმატო ძალისხმევას, სხვა პრაქტიკები მოვსინჯო, მეტი განდეგილობა გამოვიჩინო... ვინ იცის? ჩვენ ჯერ არ მოგვისინჯავს ყველაფერი, შესაძლოა ჯერ კიდევ არის რაღაც შანსი“. და ეგო განაგრძობს არსებობას. მაგრამ როდესაც თქვენ მოსინჯეთ, გამოსცადეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, და ყველაფერში მარცხი განიცადეთ, ვერაფრამდე ვერ მიხვედით, გარდა წარუმატებლობისა, მაშნ რამდენად ხანგრძლივად განაგრძობთ ძიებას? ერთხელაც ყველა ძიება დასრულდება.
 
ასე რომ, გახსოვდეთ ეს პარადოქსი: გასხივოსნება მხოლოდ მას ემართება, ვინც ძიებას წყვეტს. მაგრამ ვის შეუძლია ძიების შეწყვეტა? - მხოლო იმას, ვინც საკმაოდ ღრმად ეძება. ამაშია მთელი პარადოქსი. ეს ერთ-ერი უდიდესი საიდუმლოა, რომელიც უნდა გაიგოთ. ნება მიეცით მას, რომ თქვენს გულშ შემოაღწიოს. 
 
ძალიან ადვილია რაღაც ერთის არჩევა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „ეძიეთ და იპოვნით“, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია ჭეშმარიტებისა. ჯერ არავის არაფერი უპოვნია უბრალოდ ძიების წყალობით. არიან ასევე ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „თუ ძიებით ღმერთს ვერ იპოვნი, მაშ, რა აზრი აქვს ძიებას? დაელოდეთ. ეს ღმერთის წყალობით მოხდება“. მაგრამ ეს ასეც არასოდეს ხდება. თქვენ მრავალი საუკუნის, მრავალი ცხოვრების განმავლობაში ელოდით, და ეს არ მოხდა. ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ასე ეს არ ხდება. მაშინ როგორ ხდება? იგი ემართება მაძიებელს, როცა იგი ძიებებს წყვეტს. 
 
ეს ემართება იმას, ვინც ტოტალურად ეძებდა, მთელი ძალებით, და მარცხი განიცადა, სრული მარცხი. ამ მარცხით სინათლის პირველი სხივი შემოდის, და გასხივოსნება მოულოდნელად გემართებათ! როცა სრულ უიმედობას გრძნობთ, როცა უკვე მზად ხართ, რომ უარი თქვათ გასხივოსნების სურვილზე, როცა ძიება წყდება, იგი უეცრად მოდის... და „პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება“. 
 
ასე დაემართა ჩიიონოს, ასე დაემართა ბუდას, ასე ხდება ყოველთვის. 
 
ბუდა ექვსი წლის განმავლობაშ შრომობდა. ეს მძიმე შრომა იყო. მე არ მგონია, რომ ვინმეს სხვას გაეწიოს ამხელა შრომა. მან ყველაფერი გააკეთა, რაც უთხრეს, რაც, როგორც სხვებისგან გაიგო, უნდა გაეკეთებინა, რაც კი უსწავლია, სადაც არ უნდა ყოფილიყო. იგი სრულიად სხვადასხვა ოსტატებთან დადიოდა და უზარმაზარი სამუშაო შეასრულა - ნამდვილი, ძალიან სერიოზული, ძალიან გულწრფელი სამუშაო. მაგრამ შემდგომ, ერთხელ, ექვსწლიანი ამაო ძალისხმევის შემდეგ, მან გააცნობიერა ის ფაქტი, რომ ასე არაფერი მოხდება: „რაც უფრო მეტს ვმუშაობ ამისთვის, მით უფრო მეტი ვხდები“.
 
იმ დღეს იგი მოდუნდა. ყველა ძიება შეწყვიტა. იმავე ღამით... ესეც სავსე მთვარიანი ღამე იყო. ეს რაა შემთხვევითი, სავსემთვარეობას კავშირი აქვს ამასთან: სავსე მთვარე ისევე ღრმად მოქმედებს თქვენს გულზე, როგორც ოკეანეებზე. სავსე მთვარე მშვენიერების შეგრძნებას გიღვიძებთ. იგი რაღაცას ქმნის თქვენს შიგნით... ერთგვარ ელექსირს. იგი იმდენად მგრძნობიარეს გხდით, რომ გარშემო ყველაფერს ისეთად ხედავთ, როგორც არასდროს მანამდე. 
 
სავსე მთვარიანი ღამე იყო. ბუდა მოდუნდა, ღრმად მოდუნდა და პირველად ჩაეძინა ღრმად. როცა რაღაცას ეძებთ, როგორ შეძლებთ დაძინებას? ძიება ძილშიც კი გრძელდება, თქვენი სურვილი ეგოს შენებას ძილშიც კი განაგრძობს. მან ყველაფერშ მარცხი განიცადა. მან შეიცნო ეს სამყარო, სიყვარულისა და ურთიერთობების სიხარული და მწუხარებანი, სხეულისა და გონების ექსტაზი და აგონია, მან შეიცნო, რას ნიშნავს იყო მეფე, და რას ნიშნავს იყო ასკეტი, ბერი, მან იმდენი გზა გამოიკვლია, - მან ეს ყველაფერი შეიცნო. მან შეიცნო ეგრეთ წოდებული მიღმიერი სამყაროც და ორივეთი იმედგაცრუებული დარჩა. ახლა წასასვლელი აღარსად ჰქონდა, საერთოდ აღარსად. ყველა სურვილი გაქრა. როცა ასეთ ღრმა უიმედობაშ აღმოჩნდები, როგორ შეიძება რაიმე ისურვო? სურვილი - ეს იმედია. სურვილი ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ იმედი გაქვთ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება. 
 
იმ ღამით ბუდამ გააცნობიერა, რომ შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, სრულიად შეუძლებელი. გააცნობიერეთ, ეს საოცრად მშვენიერია: შეუძლებელია რაიმეს გაკეთება, სრულიად შეუძლებელი. იგი მოდუნდა. ალბათ მისი სხეული , მისი გული ღრმად მოდუნდა. არავითარი სურვილი, არავითარი მომავალი - ეს წამი იყო ყველაფერი, რაც არის. 
 
სავსემთვარიანი ღამე იყო, მას ღრმად ჩაეძინა, და როდესაც დილით გაიღვიძა, მან არა მხოლოდ ჩვეულებრივი ძილისგან გამოიღვიძა, არამედ მეტაფიზიკური ძილისგანაც, მომელშიც ჩვენ ყველანი ვიმყოფებით. იგი გამოღვიძებული გახდა.
 
მას არაერთხელ უთქვამს თავისი მოსწავლეებისთვის: „მე ძალისხმევა არ დავიშურე, მაგრამ ვერაფერს ივაღწიე, მაგრამ როგორც კი გადავაგდე თავად ფიქრები ძალისხმევაზე, მაშინვე მივაღწიე“.
 
სწორედ ამიტომ ვუწოდებ ჩემს სამუშაოს „თამაშს“. ყოველთვის გახსოვდეთ ეს პარადოქსი. სწორედ ამაში მდგომარეობს სიტყვა „თამაშის“ მნიშვნელობა. თქვენ ძალიან სერიოზულად მიმართავთ ძალისხმევებს, თითქოს ძალისხმევების წყალობით რაიმე შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს არასოდეს ხდება ძალისხმევების წყალობით. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ძალისხმევები ქრება და ჩნდება თამაში, მოდუნება; კვლავაც, არა გამომუშავებული მოდუნება, არამედ მოდუნება, რომელიც გაგებისგან მოდის: „რაც არ უნდა ვაკეთო, ამაში ჩემი „მე“ მიიღებს მონაწილეობას. რაც არ უნდა ვაკეთო, ეს ჩემს ეგოს გამოკვებავს, ეგო კი - დაბრკოლებაა. ამიტომაც კეთება სინამდვილეში მაშორებს მიზნისგან. როცა ამას აცნობიერებთ, კეთება ქრება. ხოლო როდესაც არ არის კეთება, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ის, ვინც აკეთებს? თუ კეთება გაქრა, მის უკან, როგორც ჩრდილი, ქრება მკეთებელიც. მაშინ რჩებით თქვენ, ტოტალური, მთლიანი, მთელი ყოფიერის ნაწილი, ამ კოსმიური თამაშს ნაწილი. სწორედ ესაა გასხივოსნება.
 
ამ სუტრებს უზარმაზარი ღირებულება აქვთ. იმედიტირეთ მათზე.
 
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
 
როცასიჩუმე დგება, როცა არცერთი აზრი აღარ იბადება, ის ვინც შიგნითკენ იყურება, უეცრად ივიწყებს იმას, რასაც უყურებს.
 
სიჩუმის ორი სახე არსებობს: ერთი - ისაა, რომელსაც თქვენ ქმნით, ხოლო მეორე - ის, რომელიც თვითონ მოდის. შექმნილი სიჩუმე - ეს უბრალოდ ჩახშობილი ხმაურია. თქვენ შეგიძლიათ ჩუმად იჯდეთ, და თუ საკმარისად დიდხანს ზიხართ, უკვე მრავალი თვისა და წლის განმავლობაში ვარჯიშობთ ამაში, თანდათანობით ახერხებთ, რომ ჩაახშოთ თქვენში მთელი ხმაური. მაგრამ უწინდებურად იჯდებით, როგორც ვულკანზე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი იმპულსის გამო ამოხეთქოს. ეს არაა ნამდვილი სიჩუმე, ეს შექმნილი სიჩუმეა.
 
თუმცაღა ეს მთელს მსოფლიოშ ხდება. ადამიანები, რომლებიც მედიტირებას ცდილობენ, ადამიანები, რომლებიც მდუმარედ ყოფნას ცდილობენ, ნების ძალით ცდილობენ ქმნიან სიჩუმეს. მისი შექმნა შესაძლებელია ნებისყოფით. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თვენს გარშემო სიჩუმის შრე, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. ეს სიჩუმის შრე ვერ დაგეხმარებათ.
 
სანამ სიჩუმე თქვენი არსების სიღრმიდან არ მოვა - არა შინაგანი ან გარეგანი ძალისხმევის წყალობით, არამედ პირიქით, თვითნებურად, როგორც წყარო, რომელიც შიგნით აღმოცენდება და გარეთ იღვრება, ცენტრიდან პერიფერიისკენ იღვრება... მაშინ ეს სრულიად სხვა მოვლენაა.
 
ლუ-ძი ამბობს: „როცა სიჩუმე დგება“. გახსოვდეთ: არ იქმნება, არ ფორსირდება, არამედ დგება, - „როცა არცერთი აზრი აღარ იბადება“. მაშინ თქვენ აღარ ზიხართ, როგორც ვულკანზე. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, რომ კათარზისის დროს თქვენი შინაგანი ხმაური მოიშოროთ, გარეთ გადააგდოთ იგი ნაცვლად იმისა, რომ ნების ძალით ეცადოთ სიჩუმის შექმნას. 
 
როცა ხალხი პირველად მოდის ჩემთან, ისინი ძალიან განცვიფრებულები არიან. თუ აქამდე რომელიმე ბუდისტ ოსტატთან იყვნენ, მაშნ იქ ვიპასანას აკეთებდნენ, სიჩუმეშ იჯდნენ, აიძულებდნენ საკუთარ თავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინათ გარკვეული სტატიკური პოზა. რატომ სტატიკური? - იმიტომ, რომ თუკი ვახერხებთ, რომ სხეული იყოს ერთ პოზაში, გონებაც იძულებული ხდება, რომ ერთ პოზაში იმყოფებოდეს. სხეული და გონება ურთიერთკავშირშია. 
 
გონება - სხეულის შინაგანი გამოვლინებაა. ეს მატერიალური მოვლენაა. მას არაფერი აქვს საერთო თქვენს არსთან. იგი ისეთივე მატერიალურია, როგორც სხეული. ამიტომაც, რაც არ უნდა გაუკეთოთ თქვენს სხეულს, ეს ავტომატურად გონებასაც გადაეცემა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანები სხვადასხვა პოზებს ამუშავებდნენ და გთავაზობდნენ, რომ მჯდარიყავით ლოტოსის პოზაში, სხეული ქანდაკებად, მარმალიროს ქანდაკებად გექციათ. თუ თქვენ მართლა ახერხებთ, რომ გააშეშოთ სხეული, ნების ძალით აიძულოთ იგი - გაქვავდეს, მაშინ გონებაც სიჩუმის მსგავს მდგომარეობაშ აღმოჩნდება, მაგრამ ეს სიჩუმე არაა ნამდვილი. გარკვეული პოზის მიღებით, უბრალოდ ახერხებთ გონების დაწყნარებას. თავად სცადეთ: გამოხატეთ რისხვა - მომუჭეთ მუშტები, გამოაჩინეთ ეშვები, დამანჭეთ სახე, - და გაგიკვირდებათ, რომ რისხვას იგრძნობთ. სწორედ ასე იქცევა მსახიობი: იგი აიძულებს თავის სახეს, რომ გარკვეული პოზა მიიღოს, და სხეულს აყოლილი, ამაში გონებაც ერთვება. 
 
ამ საუკუნის დასაწყისში ორმა დიდმა ფსიქოლოგმა - ჯეიმსმა და ლანჟმა - შეიმუშავეს ძალიან უცნაური თეორია. ახლა იგი ცნობილია, როგორც ჯეიმს-ლანჟის თეორია. მათ თქვეს ის, რაც ძალიან უჩვეულოდ გვეჩვენება, რაც ჯანსაღი აზრის წინააღმდეგ მიდის. ჩვეულებრივ, ჩვენ ვთვლით, რომ შეშინებული ადამიანი გარბის; რომ იგი გარბის, რადგანაც შიშს გრძნობს. ჯეიმსმა და ლანჟმა თქვეს, რომ ეს ასე არაა: სინამდვილეში ადამიანი შიშს იმიტომ გრძნობს, რომ გარბის. 
 
ეს აბსურდული ჩანს, მაგრამ ამაში არის გარკვეული სიმართლე, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ სანახევროა. ტრადიციული წარმოდგენაც ასევე მხოლოდ ნახევრად სიმართლეა. ჯეიმს-ლანჟის თეორია ერთი მთლიანის მეორე ნახევარი გახდა. როცა სიცილს იწყებთ, გრძნობთ, რომ ცოტათი ნაკლებ სევდას გრძნობთ, ვიდრე მანამდე. თქვენ ჯდებით მეგობრებთან ერთად, რომლებიც იცინიან, ანეკდოტებს ჰყვებიან, და თქვენ ივიწყებთ თქვენს დარდს, თქვენს ნაღველს. სიცილს იწყებთ და კარგად გრძნობთ თავს. თქვენ სხეულით დაიწყეთ...
 
სცადეთ ეს! თუ ნაღველს გრძნობთ, გადით ქუჩაში და ღრმა სუნთქვით შვიდჯერ შემოურბინეთ სახლს. ირბინეთ ქარში, მზის სხივების ქვეშ, გააკეთეთ შვიდი წრე სახლის გარშემო, შემდეგ კი გაჩერდით და დააკვირდით, დარჩა თუ არა თქვენი გონება იგივე განწყობაზე. არა, მას არ შეუძია დარჩეს იგივე განწყობაზზე. ფიზიკურმა ცვლილებებმა გამოიწვიეს ცვლილებები გონებაში. სხეულის ქიმია გონების მდგომარეობაზე მოქმედებს. ამ პრინციპზეა აგებული იოგას პოზები: ამ პოზების დანიშნულება გონებაში განსაზღვრული მდგომარეობის შექმნაა. მაგრამ ეს მდგომარეობა არ არის ნამდვილი სიჩუმე. 
 
ნამდვილი სიჩუმე - ესაა სიჩუმე, რომელიც თვითნებურად. მე გთავაზობთ, რომ ხელოვნურად არაფერი არ აიძულოთ თქვენს სხეულს. გაცილებით უკეთესი იქნება ცეკვა, სიმღერა, მოძრაობა, სირბილი, ცურვა. ნება მიეცით სხეულს, რომ ყველა შესაძლო საშალებით იმოძრაოს, რათა გონემაბაც შეძლოს ყველა საშუალებით მოძრაობა. ყველა ამ შნაგანი მოძრაობის ზემოქმედებით გონება კათარზისს იწყებს და თავის შხამებს გარეთ უშვებს. 
 
იყვირეთ, ურტყით ბალიშს, გამოხატეთ რისხვა, და გაგიკვირდებათ: ბალიშის ცემის შემდეგ ძალიან კარგად იგრძნობთ თავს, რადგანაც რაღაც გამონთავისუფლდა თქვენს გონებაში. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ურტყამთ, - ცოლს, ქმარს თუ ბალიშს. ბალიშიც ისევე მშვენივრად გამოდგება საცემად, როგორც ცოლი ან ქმარი, რადგანაც სხეულმა არ იცის, ვის ცემთ. მხოლოდ საბრძოლო პოზაც კი საკმარისია, რომ გონებამ თავის რისხვა გამოხატოს. სხეული და გონება თანამშრომლობენ.
 
დაიწყეთ კათარზისით, რათა განთავისუფლდეთ მთელი იმ ნაგვისგან, რომელსაც ბავშვობიდან აგროვებდით. თქვენ რისხვას გრძნობდით, მაგრამ მისი გამოხატვის ნებას არ აძლევდით საკუთარ თავს, რადგანაც როდესაც მას ავლენდით, დედა ძალიან გიბრაზდებოდათ. ამიტომაც მისი დათრგუნვა გიწევდათ. რისხვას გრძNობდით, ყვირილი გინდოდათ, მაგრამ ამის ნებას არ აძლევდით საკუთარ თავს; პირიქით, იღიმებოდით. ყველაფერი ეს თქვენშ ინახება, და აუცილებელია ამის გადაგდება, შემდეგ კი უბრალოდ ლოდინი... და მაშინ თქვენზე სჩუმე დაესვება. და ამ სიჩუმეს განსაკუთრებული სილამაზე ექნება. ეს სრულიად სხვაგვარი სიჩუმეა - სხვა ხარისხის, სხვა სიღრმის სიჩუმეა. 
 
„როცა სიჩუმე დგება, არც ერთი აზრი აღარ იბადება“, - თქვენ ხელს არ უშლით აზრების გაჩენას, თქვენ დაძაბული არ ადევნებთ მათ თვალყურს, არ იჭიმებით შინაგანად, რომ არცერთმა აზრმა არ გაიელვოს. თქვენ არ ებრძვით აზრებს, სრული მოდუნების მდგომარეობაშ იმყოფებით, აზრები უბრალოდ აღარ ჩნდებიან, და ეს მშვენიერია, როცა აზრები აღარ მოდიან, როცა აზრები თავისთავად ქრებიან. მაშინ ნამდვილად მდუმარე ხართ. ასეთი მდუმარება პოზიტიურია. ხელოვნურად შექმნილი დუმილი ნეგატიურია.
 
ის ვინც შიგნითკენ იყურება, უეცრად ივიწყებს იმას, რასაც უყურებს.
 
ამ მდგომარეობაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ...
 
ის ვინც შიგნითკენ იყურება, უეცრად ივიწყებს იმას, რასაც უყურებს.
 
როცა გავიწყდებათ, რომ შიგნით იყურებით, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილადშიგნით იყურებით. თუ გახსოვთ, რომ შიგნით იყურებით, ეს კვლავაც - უბრალოდ აზრია. ადრე გარეთ იყურებოდით, ახლა შიგნით იყურებით, მაგრამ ეგო არსად არ გამქრალა. ადრე ექსტრავერტი იყავით, ახლა ინტრავერტი გახდით, მაგრამ ეგო იმავე ადგილზე დარჩა. ადრე ხეებს უყურებდით, ახლა საკუთარ აზრებს უყურებთ; ადრე ობიექტებს უყურებდით, ახლა სუბიექტს უყურებთ, - მაგრამ თავისი არსით, ეს ერთი და იგივეა: თქვენ უწინდებურად ორად ხართ გაყოფილი - დამკვირვებელზე და დაკვირვების საგანზე, სუბიექტზე და ობიექტზე. თქვენ უწინდებურად ორმაგობაშ იმყოფებით.
 
ეს არაა ნამდვილი სიჩუმე, რადგანაც ყველგან, სადაც ორია, უცილობლად ჩნდება კონფლიქტი. ორს არ შეუძლია სიჩუმეში ყოფნა. სიჩუმე მაშინ დგება, როდესაც ერთიანი ხდებით, რადგანაც მაშინ კონფლიქტი შეუძლებელი ხდება.
 
ნაცვლად იმისა, რომ ნების ძალით შექმნათ სიჩუმე, საშუალება მიეცით მას, რომ დაეშვას თქვენზე. ნების ძალით შექმნილი სიჩუმე ხელოვნურია, პირობითია. ეს ერთ-ერთი მთავარი ცვლილებაა, რომლის განხორციელებასაც აქ, თქვენთან ერთად ვცდილობ.
 
ყველა ძველი მეთოდი თავისი არსით იქამდე დაიყვანებოდა, რომ დასახული მიზნისთვის მიგეღწიათ. ჩემი გაგება ასეთია: არასოდეს ეცადოთ მიღწევას. ჯობია გადააგდოთ მთელი ნაგავი, რომელსაც ატარებთ, დაიცარიელოთ თავი, შექმნათ უფრო მეტი ადგილი, სივრცე თქვენს შიგნით. სწორედ ამ სივრცეში დადგება სიჩუმე. 
 
ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს, და, თუკი მოახერხებთ მთელი ნაგვის გადაყრას და დაცარიელებას, აღმოაჩენთ, რომ რაღაც მიღმიერიდან ეშვება თქვენზე. შეამჩნევთ, რომ თქვენში შემოდის ისეთი მოცეკვავე ენერგია, რომ თქვენი ყოველი უჯრედი სიმღერით ივსება, - უსიტყვო, უხმო, - ღვთაებრივი მუსიკით. ამ მუსიკაში არავინაა, ვინც იყურება. ამ მუსიკაში არავინაა, ვისაც უყურებენ. დამკვირვებელი დაკვირვების ობიექტი გახდა, მოცეკვავე ცეკვა გახდა, მთელი ორმაგობა გაქრა. სწორედ ორმაგობის არარსებობაა  ერთადერთი ნამდვილი სიჩუმე. 
 
მაშინ აუცილებელია, რომ ბოლომდე მივუძღვნათ სხეული და გული თავიანთ თავს. 
 
მსგავს მომენტებში ბოლომდე უნდა გაუშვათ საკუთარი თავი. დაივიწყეთ ყველაფერი თქვენი პოზების შესახებ. დაივიწყეთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ცდილობთ. ნუ ეცდებით ნურაფრის კეთებას, დარჩით არკეთების მდგომარეობაში, - დარჩით მოდუნებული, სრულიად მოდუნებული, არაფერი აკეთოთ, - რადგანაც, რაც უფრო მოდუნებული ხართ, მით უფრო ადვილად შემოაღწევს სიჩუმე თქვენს არსში. თქვენ უბრალოდ გახსნილი ხართ, მიმღები ხართ, მოდუნებული ხართ.
 
ყველა საზრუნავი უკვალოდ გაქრა.
 
და მაშინ გაოცდებით: ყველა სურვილი, რომლების გადაგდებასაც ცდილობდით და ვერ აგდებდით, თავისთავად გაქრნენ. ყველა ეს საზრუნავი, ყველა ეს აზრი, მთელი ეს აზრების ნაკადი, ყველაფერი, რაც თქვენს გონებას იკავებდა, უკვე აღარ არის. თქვენ გაოცდებით: სად გაქრნენ ისინი? ამდენი ძალისხმევა გასწიეთ, მაგრამ ძალისხმევები ვერ დაგეხმარნენ ვერცერთი აზრისგან განთავისუფლებაში. სცადეთ: თუ გინდათ განთავისუფლება თუნდაც ერთი აზრისგან, ამას ვერ მოახერხებთ. რაც უფრო მეტად ეცდებით მის გამოძევებას, მით უფრო მეტად დაბრუნდება და შემოგიტევთ იგი.
 
სცადეთ უბრალო ექსპერიმენტი: იჯექით სიჩუმეში და ეცადეთ არ იფიქროთ მაიმუნზე, და დაინახავთ, რომ თქვენთან მოვა არა ერთი, არამედ ბევრი მაიმუნი, და ისინი მანჭვა-გრეხას დაგიწყებენ. რაც უფრო მეტად ეცდებით მათ განდევნას, მით უფრო მეტად დაგიკაკუნებენ კარზე: „ჩვენ შემოსვლა გვინდა“. მაიმუნები არც ისე ზრდილობიანები არიან, ისინი არ ითხოვენ ნებართვას, მათ შეუძლიათ უბრალოდ შემოგიხტნენ, და მაშინ თქვენს გარშემო მხოლოდ მაიმუნები იქნებიან. რაც უფრო მეტად ეცდებით მათ დავიწყებას, მით უფრო მეტად შეგახსენებენ თავს, რადგანაც რაიმეს დავიწყების მცდელობები - ეს სხვა არაფერია, თუ არა ამასთან აზრობრივი დაბრუნება. ეს ამის გახსენების სხვა საშალებაა. ძალისხმევის გამოყენებით შეუძლებელია რაიმეს დავიწყება. 
 
როცა სიჩუმე ეშვება, უეცრად ყველა საზრუნავი ქრება, - და ქრება უკვალოდ! ისინი კვალსაც კი არ ტოვებენ უკან. თქვენ არ შეგიძიათ ამის დაჯერება: სად გაქრა მთელი ეს ხმაური? თქვენ არ შეგიძიათ დაიჯეროთ, რომ ოდესღაც ის თქვენში იყო. თქვენ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ის დღემდე იმყოფება სხვა ადამიანებში. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც გასხივოსნებული ადამიანი ეჯახება.
 
როცა ჩემთან მოდიხართ ყველა თქვენი პრობლემით, თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი სიძნელეების გაგება. ჩემი სიძნელეები თავისი არსით ერთ კითხვამდე დაიყვანება: როგორ ახერხებთ, რომ ამდენი პრობლემა გქონდეთ? როგორ ახერხებთ ამას? ეს სრულიად დაუჯერებელია, უბრალოდ შეუძლებელია! - რადგანაც აზრის შენარჩუნებასაც რომ ვცდილობდე, იგი მისხლტება. მე არ შემიძლია მისი დაკავება. მას გაქცევა უნდა. თქვენ კი ამბობთ, რომ აზრების გაჩერება გინდათ, რომ დაიღალეთ, რომ ეს ყველაფერი მოგწყინდათ. თქვენ რაღაც სრულიად შეუძლებელს აკეთებთ!
 
იმ დღეს, როცა სიჩუმე ჩამოწვება, გაიგებთ... რომ კვალიც არ დარჩა. თქვენ ვერ დაიჯერებთ, რომ ეს აზრები ოდესღაც თქვენს შიგნით იყვნენ. ისინი უბრალოდ გაქრნენ. ისინი ჩრდილებს ჰგავდნენ. აზრები არანივთიერნი არიან, უბრალოდ ჩრდილები არიან. როცა ქრება, ჩრდილი კვალს არ ტოვებს. ჩრდილების კვალის პოვნა შეუძლებელია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი არანივთიერია. იგივე შეიძლება ითქვას თქვენს აზრებზე, თქვენს გონებაზე. 
 
მე უკვე აღარ ვიცი, სად იმყოფება ჩემი სულის სახლი და სად არიან ჩემი გამოცდების სიმძიმეები.
 
როცა ეს მდგომარეობა ხდება, როცა სიჩუმე ეშვება და გავსებთ, თქვენ უკვე ვეღარ ხვდებით შიგნით იყურებით თუ გარეთ. თქვენ უკვე აღარ იცით, ვინაა დამკვირვებელი და ვინ დაკვირვების ობიექტი. 
 
მე უკვე აღარ ვიცი, სად იმყოფება ჩემი სულის სახლი და სად არიან ჩემი გამოცდების სიმძიმეები.
 
მაშნ თქვენ აღარ შეგიძლიათ თქვათ, ვინ ხართ. თქვენ ხართ, პირველად ცხოვრებაში, თქვენ ხართ, მაგრამ ვინ ხართ? რა ხართ? პასუხი ამ კითხვაზე არ იქნება. 
 
როცა ჩინეთის იმპერატორმა ვუმ ჰკითხა ბოდჰიდჰარმას... ბოდჰიდჰარმამ ძალიან განაცვიფრა იმპერატორი. ბოდჰიდჰარმა ძალზე სასტიკი ადამიანი იყო, ძალიან უხეში, ის მოვლენებს ყოველთვის თავის სახელს არქმევდა. იმპერატორმა ჰკითხა: „მე მრავალი კარგი საქმე გავაკეთე. რა ჯილდო მელოდება ამისთვის სამოთხეში?“
 
ბოდჰიდჰარმამ დიდი ამრეზით შეხედა იმპერატორს და უპასუხა: „ჯილდო? რა სამოთხეზე მელაპარაკები? შენ ჯოჯოხეთში მოხვდები!“
 
იმპერატორს გაუკვირდა: „ჯოჯოხეთში მოვხვდები? მიუხედავად ყველა კეთილი საქმისა? მე ამდენი ტაძარი ავაშენე, ბუდას ათასი ქანდაკება, ხაზინიდან იმდენ ფულს გამოვყოფ ბუდისტი ბერებისა და მონასტრების შესანახად. რას აღარ ვაკეთებ დჰარმის, ბუდას გზავნილის გასავრცელებლად. მთელი ქვეყანა ბუდისტური ხდება. ხალხი მედიტირებს და მას ეთაყვანება, წმინდა წერილები ითარგმნება, ათასობით მეცნიერი მუშაობს თარგმანებზე. ნუთუ არანაირი ჯილდო არ იქნება? ნუთუ ჩემი მოქმედებები არაა სასიკეთო?“
 
ბოდჰიდჰარმამ თქვა: „სასიკეთო? სამყაროში არაფერია სასიკეთო. არაფერია არც სასიკეთო და არც ცოდვილი. გაითვალისწინე, ჯობია გადააგდო იდეა იმის შესახებ, რომ ქველმოქმედი ხარ, გადააგდო ფიქრი, რომ დიად საქმეებს სჩადიხარ, წინააღმდეგ შემთხვევაშ ყველაზე ღრმა ჯოჯოხეთში მოხვდები.“
 
ბუნებრივია, იმპერატორი დამწუხრებული და გაღიზიანებული იყო... როგორც ჩანს იგი ძალიან კულტურული და რაფინირებული ადამიანი გახლდათ, წინააღმდეგ შემთხვევაშ ძალას იხმარდა. მაგრამ მანაც კი ვერ გაუძლო ცდუნებას და გაბრაზებულმა ჰკითხა: „ვინ ხარ შენ? არაფერია სასიკეთო? არაფერია ცოდვილი? ვინ ხარ?“
 
ბოდჰიდჰარმას გაეცინა და უპასუხა: „არ ვიცი, სერ“.
 
მაგრამ იმპერატორს არ შეეზლო გაგება. თქვენც ვერ გაიგებდით.
 
ჩვეულებრივ ადამიანები ფიქრობენ, რომ გასხივოსნებულმა ადამიანმა იცის, ვინ არის. ისინი მას უწოდებენ ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავი შეიცნო, ბოდჰიდჰარმა კი ამბობს: „მე არ ვიცი“. ეს თვითშემეცნების უმაღლესი მწვერვალია, სწორედ ესაა ნამდვილიცოდნა საკუთარი თავის შესახებ. თუ ის გაქრა, ვის შეუძლია რაიმე იცოდეს? ცოდნა გულისხმობს მცოდნეს და ცოდნის ობიექტს; როცა დუალობა აღარ არსებობს, ვის შეუძლია იცოდეს? რჩება მხოლოდ სიჩუმე, უზარმაზარისიჩუმე, დაყოფის არარსებობა, არაორმაგობა. როგორ შეეძლო ბოდჰიდჰარმას ეთქვა: „მე ვიცი“?
 
მას რომ ეთქვა: „დიახ, მე ვიცი, რომ მარადიული სული ვარ“, - ეს რაღაც ძალიან ჩვეულებრივი იქნებოდა. შესაძლოა ვუსთვის ეს უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ ბოდჰიდჰარმა თავის სახეს დაკარგავდა. იგი საკუთარი თავის ერთგული დარჩა. მან თქვა: „მე არ ვიცი. ვინ გაჰყვება ადამიანს, რომელიც ამბობს: „მე არ ვიცი ვინ ვარ“?
 
ვუმ უარი თქვა განზრახვაზე, რომ გაჰყოლოდა ამ ადამიანს. როცა დაინახა, რომ იმპერატორს მისი არ ესმოდა, ბოდჰიდჰარმამ თქვა: „თუ იმპერატორსაც კი არ ესმის ჩემი, რაღა უნდა ვთქვა სხვებზე?“
 
ამიტომაც მთებში წავიდა, ცხრა წლის განმავლობაში იჯდა და კედელს უყურებდა. როცა მასთან ხალხი მიდიოდა და ეკითხებოდა: „რატომ უყურებ კედელს?“ - იგი პასუხობდა: „იმიტომ, რომ როცა ადამიანებს ვუყურებ, ისინი ისევე გამოიყურებიან, როგორც კედლები. ჯობია კედელს ვუყურო. ადამიანს მხოლოდ მაშინ შევხედავ, როცა დავინახავ, რომ კედელს არ ჰგავს, რომ შეუძლია გამოხმაურება, გაგება“.
 
მისი სიტყვები „მე არ ვიცი“ უდიდესი სილამაზითა და მშვენიერებითაა სავსე. 
 
მე უკვე აღარ ვიცი, სად იმყოფება ჩემი სულის სახლი და სად არიან ჩემი გამოცდების სიმძიმეები. თუკი მოინდომებთ, დარწმუნდეთ თქვენი სხეულის თანმყოფობაში, ვერ შეძლებთ მის პოვნას.
 
თუკი მოინდომებთ, რომ დარწმუნდეთ თქვენი სხეულის თანმყოფობაში იმ მომენტში, როცა სიჩუმე გავსებთ, ვერ შეძლებთ მის პოვნას. სხეული უკვე აღარ არის, ან თქვენი სხეული მთელი ყოფიერება გახდა, რადგანაც უკვე აღარ ხართ მისგან განცალკევებული. თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის გამოცალკევება, თქვენ არ შეგიძლიათ საზღვრის გავლება: „აი ჩემი სხეული“. თქვენი სხეული მთელი ყოფიერება გახდა, ან სხეული საერთოდ არ არსებობს.
 
ყურადღებით იყავით, რადგანაც ასეთმა განცდამ შესაძლოა დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს თქვენში. თუ ერთხელ მოხდება, რომ თვალებს ახელთ და ვეღარ პოულობთ საკუთარ სხეულს, ვეღარ ხედავთ საკუთარ სხეულს, არ იდარდოთ. 
 
ზუსტად რამდენიმე დღის წინ ერთმა სანიასმა მითხრა: „როცა სარკის წინ ვდგავარ, გაოგნებული ვარ, რადგანაც ვერ ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ანარეკლია“. ეს მართლაც გაოცებას იწვევს. იგი თავს არიდებს სარკეში ჩახედვას, რადგანაც ყოველთვის, როცა ამას აკეთებს, ჩნდება პრობლემა: „ვინაა ეს ბიჭი?“ იგი ვერ გრძნობს, რომ თვითონაა. ამან ძალიან ააღელვა, ისევე როგორც შეეძლო ნებისმიერი აეღელვებინა. 
 
თუმცაღა ეს ძალიან სასიკეთო ნიშანია და მიანიშნებს, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობს. რაღაც მშვენიერი ხდება: იგი კარგავს გაიგივებას საკუთარ სხეულთან. ეს ძალიან კარგია, იგი სწორი მიმართულებით მოძრაობს. მე შევთავაზე, რომ რაც შეიძება ხშირად ჩაიხედოს სარკეში; ყოველთვის, როცა დრო აქვს, უბრალოდ დაჯდეს სარკის წინ, უყუროს თავისი სხეულის ანარეკლს და შეიგრძნოს: „ეს მე არ ვარ“. არაა საჭირო ამ ფრაზის გამეორება: „ეს მე არ ვარ“, - რადგანაც ეს ფალში იქნება. საკმარისია მხოლოდ შეგრძნება! მას ეს თავისთავად ემართება, ამიტომაც პრობლემა არაა. ეს მისი ბუნებრივი მედიტაცია გახდება. მხოლოდ ეს ერთი მედიტაციაც კი საკმარისი იქნება. დროთა განმავლობაშ დადგება მომენტი, როცა ვეღარ შეძლებს თავისი ანარეკლის დანახვას. ეს კიდე უფრო მეტ გაოგნებას გამოიწვევს. 
 
რაღაც მსგავსი დაემართა სვაბჰავასაც. მე მას იგივე მედიტაცია შევთავაზე. იგი რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა მას, შემდეგ კი, როცა ერთხელ სარკისწინ დადგა, ანარეკლი გაქრა. მან თვალები მოიფშვნიტა: რა ხდება? ის რა, ჭკუიდან შეიშალა? სარკე ადგილზე იდგა, იგი მის წინ იდგა, მაგრამ ანარეკლი გამქრალიყო. ეს დღე მისი არსების ტრანსფორმაციის დიდ დღედ იქცა. 
 
ახლა სვაბჰავა სრულიად სხვა ადამიანია, სრულიად სხვა. როცა პირველად ვნახე, მასშჳ არაფერი იყო ეგოს გარდა. და ეს პენჯაბური ეგო იყო - ყველაზე სახიფათო ეგო ინდოეთში. სინამდვილეში თავისი პენჯაბური ეგოს გამო აღმოჩნდა იგი მახეში. მას ჭეშმარიტების შეცნობა სურდა, და მე ვკითხე: „მზად ხარ, რომ გარისკო?“ მე მისი ეგო გამოვიწვიე: „საკმაოდ თამამი ხარ იმისთვის, რომ გარისკო ყველაფრით?“ მან ვერ შეძლო უარის თქმა, მან ვერ შეძლო უკან დახევა. მან თქვა: „დიახ“. ცოტა შეშინებული გამოიყურებოდა, - ვინ იცის, რა ელის? - მაგრამ ნახტომი გააკეთა. იმ დღეს, როცა ანარეკლი გაქრა, რაღაც შეიცვალა, ტრანსფორმირდა მის სიღრმეში. 
 
შეაჩნევდით, რომ ახლა სვაბჰავა სრულიად სხვა ადამიანია. ის ძალიან უბრალო გახდა. ახლა იგი სარკეების გალერეაში მუშაობს ვიპასანაზე. ის მდიდარი ადამიანია, მილიონერია. იგი უზარმაზარი ფაბრიკის მფლობელი იყო, მასზე ასობით ადამიანი მუშაობდა. ახლა იგი თავად გახდა უბრალო მუშა აშრამში, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასეთი ბედნიერი, არასოდეს უგრძვნია იმდენი ნეტარება, რამდენიც ახლა.
 
ერთხელ ეს შესაძლოა თქვენც დაგემართოთ: მედიტაციის დროს ისეთი სიჩუმე შეგიპყრობთ, რომ საკუთარ სხეულსაც კი ვეღარ იპოვნით. თუ სარკეში ჩაიხედავთ, ვერ დაინახავთ საკუთარ სახეს. ნუ იდარდებთ ამაზე. აღიქვით ეს, როგორც ძალიან სასიკეთო ნიშანი. რაღაც მშვენიერი გემართებათ: თქვენი ძველი გაიგივება ინგრევა, თქვენი ძველი წარმოდგენა თქვენს შესახებ ქრება. მანამ, სანამ ღმერთი შეძლებს, რომ დაგეუფლოთ, ბოლომდე უნდა გაქრეთ. 
 
თუკი მოინდომებთ, დარწმუნდეთ თქვენი სხეულის თანმყოფობაში, ვერ შეძლებთ მის პოვნას. ესაა მდგომარეობა, როდესაც ცა მიწაზე ეშვება...
 
როცა ვერ ხედავთ საკუთარ სხეულს, როცა ვერ გრძნობთ საკუთარ სხეულს, როცა ვერ აცნობიერებთ საკუთარ სხეულს, ეს ნიშნავს, რომ „ცა მიწაზე ეშვება“, - თქვენთან სამოთხე ეშვება, თქვენთან ღმერთი მოდის, ღმერთი აღწევს თქვენამდე! თქვენი გული მის გულს შეერწყა, თქვენი ხელი მის ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გაქრით: ნაწილი მთელი გახდა.
 
...დრო, როდესაც ყველა სასწაული თავის წყაროს უბრუნდება.
 
ახლა უკვე მთელი თქვენი ცხოვრება სასწაული იქნება. ყოველი წამი უნიკალური იქნება. ყოველი განცდა არაჩვეულებრივი, მიღმიერი იქნება. ამიერიდან მთელი თქვენი ცხოვრება პოეზია გახდება. ამიერიდან არასოდეს მოიწყენთ, რადგანაც ცხოვრება ყოველ მომენტში განიცდის განახლებას, - როგორ შეიძლება მოგწყინდეთ? ადამიანები მოწყენილები არიან იმიტომ, რომ განაგრძობენ თავიანთი ძველი, მკვდარი, მოსაწყენი ეგოს ტარებას. სწორედ ამიტომაც არიან მოწყენილები. როცა არ არის ეგო, არც მოწყენილობაა. მაშინ ცხოვრება - სიხარულია! მაშინ ყველაფერი მომხდარი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე - ღმერთის საჩუქარია. მაშინ გამუდმებით გრძნობ ისეთ ღრმა მადლიერებას, რომ გინდება მიწაზე განერთხო და თაყვანი სცე...
 
...დრო, როდესაც ყველა სასწაული თავის წყაროს უბრუნდება.
 
თუკი იმ დონეზე წახვედით წინ, რომ ყველა ჩრდილი და ბგერის ნასახი გაქრა...
 
გახსოვდეთ, რას ამბობდა მანამდე ლუ-ძი: დგება მომენტი, როდესაც ღმერთები დაბლობზე აღმოჩნდებიან. თქვენ გრძნობთ, თითქოს მთის მწვერვალზე ზიხართ, მთელი სამყარო კი დაბლობზეა. ყველა ბგერა გესმით, და თან ძალიანნათლად, ძალიან მკაფიოდ, მაგრამ ამასთან ისინი შორს არიან, თითქოს დიდ მანძილზე იმყოფებიან, ექოს ჰგვანან დაბლობიდან. ახლა კი ეს ექოებიც ქრება, ეს ჩრდილებიც ქრება. 
 
გახსოვთ ჩიიონო? თავისი გასხივოსნების ზეიმის მომენტში მან ეს სტრიქონები დაწერა:
 
როგორ არ ვეცადე, მთელად შემენარჩუნებინა ვედრო,
ვიმედოვნებდი, რომ სუსტი ბამბუკი არასოდეს გაწყდებოდა.
უეცრად ძრო გავარდა...
აღარ არის წყალი,
აღარ არის მთვარე წყალში,
ჩემს ხელში კი - სიცარიელეა.
 
ყველა ანარეკლი, ჩრდილი, გამოხმაურება გაქრა. დარჩა მხოლოდ ის, რაც არის, მთელი თავისი უზარმაზარი მშვენიერებით.
 
...და სრული სიმშვიდისა და მდგრადობის მდგომარეობაში აღმოჩნდით, ეს ნიშნავს, რომ თავშესაფარი ენერგიის გამოქვაბულში იპოვნეთ, სადაც ყველა სასწაული თავის წყაროს უბრონდება.
 
მთელი გარეგნული ცხოვრება უკვე სასწაულად აღიქმება. თქვენ კვლავ ბავშვი ხდებით, რომელიც ზღვის ნაპირზე ერთობა, მზის სხივებში ბანაობს, ქართან თამაშობს და ნიჟარებსა და ფერად კენჭებს აგროვებს, და გახარებულია, თითქოს ბრილიანტები ეპოვნოს. მთელი გარე სამყარო სასწაულის თვისებას იძენს. და რა ხდება ამ დროს შიგნით?
 
...ყველა სასწაული თავის წყაროს უბრონდება.
 
იგივე, რაც გარეთ ხდება, შიგნითაც ხდება: „ყველა სასწაული თავის წყაროს უბრუნდება“. 
 
რაში მდგომარეობს ეს სასწაული? უდიდესი სასწაული იმაში მდგომარეობს, რომ იყო, უბრალოდ იყო. იმისთვის, რომ ეს იგრძნო, აუცილებელი არაა, მდიდარი იყო; იმისთვის, რომ ეს იგრძნო, აუცილებელი არაა, განათლებული იყო; იმისთვის, რომ ეს იგრძნო, აუცილებელი არაა სახელგანთქმული იყო. ამისთვის საკმარისია, უბრალოდ იყო! ის ფაქტი, რომ თქვენ არსებობთ, უდიდესი სასწაულია, უდიდესი საიდუმლოა. რატომ არსებობთ? ამისთვის არანაირი მიზეზი არ არსებობს. თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, თქვენ ეს არც კი გითხოვიათ. ეს უბრალოდ მოხდა. 
 
გარშემო ყველგან სასწაულს ხედავთ. თქვენს შიგნითაც - საოცრებების სამყაროა. სწორედ ასე ცხოვრობს გასხივოსნებული ადამიანი. ახლა შემდეგი რაღაც ხდება:
 
თქვენ არ იცვლით ადგილს, ადგილი თავისით იცვლება.
 
თქვენ არ გჭირდებათ ჰიმალაებში წასვლა, თქვენ არ გჭირდებათ ჩვეულ სამყაროზე უარის თქმა. ჩვეულ სამყაროშ ხართ, მაგრამ ეს სამყარო, ეს ადგილი აღარ არის იგივე, - იგი თავისთავად შეიცვალა. ჩვეულებრივი სამყაროც კი იმდენად მშვენიერი ხდება, რომ ჰიმალაები ვერც კი სეედრებიან. ჩვეული რეალობა არაჩვეულებრივისილამაზით ივსება. იგივე ხეები, რომელსაც ყოველდღიურად ჩაუვლიდით ხოლმე, მაგრამ არასოდეს უყურებდით, ვერასოდეს ამჩნევდით, უეცრად თქვენს ცნობიერებაში შემოიჭრებიან მთელი თავისი სილამაზით, თავისი ყვავილებითა და არომატით. ცხოვრება ძალიან მკაფიო ფერებს იღებს და ფსიქოდელიური ხდება. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ შინაგან სიჩუმემდე, ეგოს არარსებობამდე მიხვედით, მასში ყველაფერი თავისით იცვლება. 
 
თქვენ არ იცვლით ადგილს, ადგილი თავისით იცვლება.
 
სწორედ ამიტომ კვლავ და კვლავ მოვითხოვ, რომ ჩემი სანიასები არ მოწყდნენ სამყაროს. როცა გასხივოსნებული ხდებით, სამყარო თავისით იცვლება, იგი იძულებულია, რომ შეიცვალოს, - დაე ეს იყოს თქვენი გასხივოსნების კრიტერიუმი. 
 
ჩვეულებრივი სამყაროსგან გაქცევით ვერაფერს მიაღწევთ; სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ, კვლავაც შექმნით იგივე სამყაროს, რადგანაც საკუთარ თავში ატარებთ მისი შექმნის პროგრამას. შეგიძლიათ მიატოვოთ ერთი ქალი, რადგან ფიქრობთ, რომ სწორედ მის გამო გექმნებათ ყველა პრობლემა - ბავშვები, საოჯახო მეურნეობა მეურნეობა, პასუხისმგებლობა. თქვენ შეგიძლიათ მიატოვოთ ეს ქალი, საწყალი ბავშვები და გაიქცეთ, - ასე ბევრი მოქცეულა, - მაგრამ ოდესღაც თქვენ თვითონ შეგიყვარდათ ეს ქალი და კვლავ შეყვარების შესაძლებლობა ჩადებულია თქვენში. ამიტომაც კვლავ შეგიყვარდებათ... სხვა ქალი. ადრე თუ გვიან, - და უფრო ადრე, ვიდრე გვიან, - გაგიჩნდებათ ახალი ოჯახი, ახალი ცოლი, ახალი ქმარი, ბავშვები, პასუხისმგებლობა. 
 
შეუძლებელია ცხოვრების შეცვლა ასე იოლად, ასე მცირე ფასად. ყველაფერი, რასაც ცვლით, - კონტექსტია; შიგნით სიღრმეში კვლავ იგივე პროგრამას ატარებთ. სწორედ ამ პროგრამამ შექმნა წინა კონტექსტი, იგივე პროგრამა აღადგენს ახალსაც. წარმოიდგინეთ თესლი: შეგიძლიათ ხე მოჭრათ, მაგრამ თესლი დარჩება; როცა იგი მიწაშ ჩავარდება, ხე კვლავ გაიზრდება. აუცილებელია, რომ თავად თესლი გავანადგუროთ. 
 
მაშინ სადაც არ უნდა იყოთ, სასწაულს იგრძნობთ.
 
თქვენ არ იცვლით ადგილს, ადგილი თავისით იცვლება.
 
სწორედ ეს სამყარო იქცევა სამოთხედ, სწორედ ეს სამყარო იქცევა ნირვანად, სწორედ ეს ადამიანი ხდება ბუდა. 
 
ესაა არანივთიერი სივრცე, სადაც ათასი და ათიათასი ადგილი ერთ ადგილს წარმოადგენს. თქვენ არ ცვლით დროს, დრო თავისით იცვლება. ესაა განუზომელი დრო, სადაც ნებისმიერი მარადისობა წამის გაელვებას ჰგავს.
 
თქვენ არაფერს არ ცვლით. სივრცე და დრო - ამ სამყაროს შემადგენელი ორი ნაწილია. დაუკვირდით, ის, რასაც ლუ-ძი ამბობს, სრულიად შეესაბამება თანამედროვე ფიზიკის მდგომარეობებს. ალბერტ ეინშტეინი ამტკიცებს, რომ სამყარო მხოლოდ ორი ნაწილისგან შედგება - სივრცისგან და დროისგან. სინამდვილეში ეს ორი კი არა ერთი რამეა, ამიტომაც იძულებული იყო, რომ ახალი ტერმინი შემოეტანა. ის არ იყენებს სიტყვებს „სივრცე“ და „დრო“, იგი იყენებს სიტყვას „სივრცედრო“ ერთი სიტყვა, რომელშიც დეფისიც კი არაა, რადგანაც დრო - ეს სივრცის მეოთხე განზომილებაა. არაა საჭირო სივრცის შეცვლა, არაა საჭირო დროის შეცვლა. ისინი თავისით იცვლებიან. უბრალოდსაკუთარი თავი შეცვალეთ.მთელი ყოფიერება იცვლება, როცა ცვლილებები თქვენს გულში ხდება. 
 
სამოთხე არაა სადღაც გარეთ, ჯოჯოხეთი არაა სადღაც გარეთ. ისინი თქვენში არიან, ერთიც და მეორეც თქვენშია. თქვენ თავად შექმენით ისინი. მაგრამ ადამიანები განაგრძობენ სისულელეების კეთებას. 
 
რამდენიმე დღის წინ ერთმა ადამიანმა წერილი მომწერა. ის მეკითხება: „რა ხდება?“ იგი სამჯერ იყო დაქორწინებული და ახლა მეოთხედ მოიყვანა ცოლი. უკვე მეოთხე ქალთან ცხოვრობს. მას უკვირდა: „რატომ ხდება სულ ერთი და იგივე? თავიდან ყველაფერი შესანიშნავად მიდის, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ ისტორია მეორდება“. ისტორია მეორდება იმიტომ, რომ ის იგივედ რჩება. სწორედ ამის გამო ექმნება სირთულეები.
 
მაგალითად, ცოლი მოგბეზრდათ, - გონებას ყოველთვის წყურია რაღაც ახალი, უჩვეულო. თქვენ უკვე იცნობთ ამ ქალს, იცნობთ მას თავიდან ბოლომდე. ყველაფერი იცით მასზე და გამოსაკვლევი აღარაფერია. ამიტომ სხვა ქალებით ინტერესდებით. როგორც კი ინტერესს ავლენთ სხვა ქალის მიმართ, თქვენი ცოლი უფრო მეტ პრობლემას გიქმნით. როცა ამჩნევს, რომ ყურადღებას აღარ აქცევთ მას და სხვა ქალით ხართ გატაცებული, ეჭვიანობას იწყებს. თავს გაბეზრებთ, გეჩხუბებათ, და რაც უფრო მეტად გეჩხუბებათ, მით უფრო განგიზიდავთ.
 
იგი მანკიერ წრეში ხვდება: უნდა რომ მასთან დარჩეთ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს, ეს კიდევ უფრო მეტად განგიზიდავთ. იგი უფრო და უფრო მეტ უფლებას გიყენებთ, უფრო  და უფრო მეტად ეჭვიანობს, და ბოლოს და ბოლოს სახლში გაჩერება შეუძლებელი ხდება. ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა. თავს არიდებთ მას და სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებთ. სამუშაოც რომ არ გქონდეთ, აგრძელებთ ოფისში ჯდომას, რადგანაც სახლში წასვლა კვლავ ამ ქალთან შეხვედრას, კვლავ თავდასხმების ქვეშ ყოფნას ნიშნავს. რა უნდა სინამდვილეში თქვენს ცოლს? მას უნდა, რომ მასთან იყოთ. მაგრამ ყველაფერი, რასაც აკეთებს, საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს - თქვენ მას შორდებით, და რაც უფრო მეტად შორდებით, მით უფრო მშვენიერად და მომხიბვლელად გეჩვენებათ სხვა ქალი. რაც უფრო მშვენიერად გეჩვენებათ სხვა ქალი, მით უფრო მეტად გინდათ მასთან ყოფნა, და მით უფრო მეტად უნდა მასაც თქვენთან ყოფნა. მალე ის იტყვის: „თუ ჩემთან ყოფნა გინდა, მიატოვე შენი ცოლი“.
 
მაგრამ მას არ ესმის, რომ სილამაზე, რომელსაც მასშ პოულობთ, იმავე მომენტში ქრება, როგორც კი ცოლს დაშრდებით, რადგანაც ოთხმოცდაათი პროცენტით მისი სილამაზე სხვა ქალზეა დამოკიდებული. ის ფიქრობს, რომ ეს სხვა ქალი, თქვენი ცოლი, მისი მტერია, მაგრამ ეს ასე არაა. სინამდვილეში თქვენ მხოლოდ ცოლის წყალობით შეგიყვარდათ ეს ქალი. ასე მუშაობს არაცნობიერი. ის თესლები, რომლებიც თქვენშა ჩადებული, განუწყვეტლივ მუშაობენ, მაგრამ ვერ ამჩნევთ ამას. თქვენი ახალი ქალი ძალიან ბედნიერად იგრძნობს თავს. რაც უფრო ბედნიერი გახდება იგი, მით უფრო მოგინდებათ მასთან ყოფნა, და მით უფრო მახინჯად მოგეჩვენებათ თქვენი ცოლი. მალე მოგინდებათ, რომ მუდამ ამ ქალთან იყოთ. მიატოვებთ ცოლს და ახალ სეყვარებულთან იცხოვრებთ. როგორც კი ცოლს მიატოვებთ, კონტექსტი მაშნვე შეიცვლება: ახლა თქვენი ახალი ქალი თქვენს გვერდითაა, ის აღარ ჩანს უწინდებურად ლამაზი და მიმზიდველი. ჰიპნოზი იფანტება, რადგანაც უკვე აღარავინ განგიზიდავთ. 
 
ნახევარი წლის შემდეგ ჰიპნოზი სრულიად ქრება: მეორე ცოლი ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც პირველი. ახლა თავიდან ბოლომდე იცნობთ მას და აღარაა საინტერესო. თქვენი ქალი ვერ ხვდება, რა მოხდა: „ის ისეთი შეყვარებული იყო, რა მოხდა?“ მან თვითონ დაანგრია ყველაფერი. თქვენც არ გესმით რა მოხდა: „ის ისეთი წარმოუდგენლად ლამაზი იყო, და ბოლოს ჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა“. ისტორია მეორდება, კვლავ მეორდება, თქვენ იმავე მანკიერ წრეში ხვდებით, მაგრამ ატარებთ რა არაცნობიერად იგივე თესლს, კიდევ სხვა გიყვარდებათ. ადამიანებს გაუცნობიერებლად უყვარდებათ და გაუცნობიერებლად შორდებიან. ისინი პარტნიორებს იცვლიან, მაგრამ თავად არ იცვლებიან. გამუდმებით ცვლიან რაღაცას გარეთ, მაგრამ შიგნით იგივედ რჩებიან. 
 
თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ რაღაცის გარეთ შეცვლა - სწორედ ამას აკეთებდით მრავალი ცხოვრების განმავლობაში. უბრალოდ იმეორებდით ერთი და იგივე სცენარს, მოძრაობდით ერთი და იმავე მანკიერ წრეში. წარმოიდგინეთ ბორბალი: ერთი და იგივე სპიცები მოძრაობენ წრეზე ხან ზემოთ, ხან ქვემოთ. ასე განაგრძობს ბორბალი მოძრაობას და თქვენ მანკიერ წრეში ხართ.
 
გახდით უფრო მეტად გაცნობიერებულნი. არაა საჭირო ადგილის შეცვლა, არაა საჭირო დროის შეცვლა, გარეთ არაფრის შეცვლა არაა საჭირო. თქვენს გარშემო ყველაფერი იმდენადაა, რამდენადაც შესაძლებელია. საჭიროა მხოლოდ, რომ გახდეთ უფრო გაცნობიერებული, უფრო ყურადღებიანი, უფრო ცარიელი, რათა გარეთ არ მოახდინოთ არაფრის პროეცირება. თქვენს შიგნით ყველა თესლი, ყველა განპირობებულობა უნდა გაანადგუროთ. როცა განპირობებულობა წაშლილი იქნება, თესლები კი განადგურებული, როცა გადააგდებთ ყველაფერს, რაც შიგნით იყო, და გახდებით ცარიელი, თქვენშ შემოაღწევს რაღაც მიღმიერი - ცა მიწაზე დაეშვება. სწორედ ეს იქნება ტრანსფორმაციის გაელვება.
 
ამ ცვლილებასთან ერთად მთელი ყოფიერება შეიცვლება. იგივე ქალი, იგივე ბავშები, იგივე ადამიანები, იგივე ოფისი, იგივე ჩვეული სამყარო, მაგრამ ისინი აღარ არიან ერთი და იგივე, რადგანაც თქვენ შეიცვალეთ. არასოდეს დაიწყოთ ცვლილებები გარედან, დაიწყეთ ისინი შიგნიდან - ასეთია ტრანსფორმაციის სწორი გზა. 
 
სანამ გული აბსოლუტურ სიმშვიდეს არ მიაღწევს, იგი ვერ შეძლებს მოძრაობას. თქვენ წარმართავთ მოძრაობას და ივიწყებთ ნებისმიერ მოძრაობას; მაშინ ეს თავისთავადი მოძრაობაა. ამიტომაც ნათქვამია: თუკი გარე მოვლენების ზემოქმედებით მოძრაობთ, ეს არსების იმპულსია. თუ თქვენ მოძრაობთ, როდესაც გარედან ზემოქმედება არ არის, მაშინ ეს ზეცის მოძრაობაა. 
 
ნება მიეცით ზეცას, რომ მიმართულება მოგცეთ, ნება მიეცით ღმერთს, რომ წარგმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში განაგრძობთ სიტუაციებზე რეაგირებას, სიტუაციები კი თქვენს პროვოცირებას, თქვენს არაცნობიერზე მუშაობას განაგრძობენ, და თქვენ იგივედ დარჩებით. 
 
შეგიძლიათ განაგრძოთ ქალების გამოცვლა, მამაკაცების გამოცვლა, სამსახურების გამოცვლა, სახლების გამოცვლა, თქვენ შეგიძლიათ განაგრძთ გარეგნული საგნების გამოცვლა, მაგრამ ამით სინამდვილეშ არაფერი შეიცვლება. სანამ თქვენ მთელი ყოფიერება არ შეგიპყრობთ, სანამ გარეგნული საგნები არ შეწყვეტენ თქვენი გულის წარმართვას და მიმართულებას თავად თქვენი არსის შუაგული არ მოგცემთ, - დაარქვით მას ღმერთი, ზეცა, დაო, - სანამ არ შეწყვეტთ მიმართულებაის თავად მიცემას და არ მისცემთ საკუთარ თავს საშუალებას, რომ უბრალოდ ინსტრუმენტი იყოთ ღვთაებრივის ხელში, არ მოხდება ის, რასაც გულისხმობს იესო, როდესაც ამბობს: „“იყავნ ნება შენი, მოვედინ სუფევა შენი“. ეს მისი სიტყვებია, ესაა სიტყვები, რომლებიც აირჩიეს იუდეველებმა იმისთვის, რომ იგივე ჭეშმარიტება გამოეხატათ. ჩინელებმა ასეთი სიტყვები სეარჩიეს: „ნება მიეცით ზეცას, რომ წარმართოს თქვენი გული“.
 
როცა არ არის არანაირი იდეა, კარგი იდეები იბადებიან.
 
ხდება საოცრება: როცა არ არის არანაირიიდეა, მაშინ რაც არ უნდა გააკეთოთ, კარგი იქნება. მაშინ კითხვაც კი არ ჩნდება - კარგია ეს თუ არა. როცა გონება მდუმარებაში აღმოჩნდება და ღმერთი წარმართავს თქვენს გულს, მხოლოდ კარგი ხდება.
 
თქვენ ვერ გახდებით წმინდანი, თუკი უბრალოდ კარგ ქმედებებს ჩაიდენთ. მაგრამ თუ წმინდანი ხართ, მაშინ როგორც არ უნდა მოიქცეთ, კარგად მოიქცევით. თუ წმინდანობას მოინდომებთ და ამის გამო კარგი ქმედებების კეთებას ეცდებით, თქვენ უბრალოდ დათრგუნავთ საკუთარ თავს და მეტი არაფერი. უბრალოდ დათრგუნავთ ცუდს და თავს მოაჩვენებთ, რომ კარგად იქცევით. თვალთმაქცი გახდებით. 
 
ნუ ეცდებით წმინდანობას. ნება მიეცით ღმერთს, რომ დაგეუფლოთ. დარჩით ცარიელი, დანებდით, გაუშვით საკუთარი თავი: ნება მიეცით ღმერთს, რომ წარმართოს თქვენი გული, და მაშინ ყველაფერი მომხდარი მშვენიერი იქნება. მაშნ ყველაფერი მომხდარი სასიკეთო იქნება, ცოდვა შეუძებელი გახდება. ცოდვილი, ეს სხვა სიტყვებით ისაა, რაც ეგოდან მომდინარეობს. სწორედ ამიტომ თქვა ბოდჰიდჰარმამ: „სენ ჯოჯოხეთშ მოხვდები. მიუხედავად იმისა, რომ რასაც აკეთებ, უდავოდსასიკეთოდ, რელიგიურად ჩანს, შიგნით სიღრმეში ამით სიამოვნებას ღებულობ შენი ეგოსთვის“. ყველაფერი, რაც ეგოსგან მომდინარეობს, თქვენთვის ჯოჯოხეთს, ტანჯვას ქმნის. 
 
გადააგდეთ ეგო და საშუალება მიეცით მოვლენებს, რომ მოხდნენ. იმის მსგავსად, როგორც ხე ირწევა, როცა ქარი ქრის, იმის მსგავსად, როგორც მზე ამოდის და ჩიტები ჭიკჭიკებენ, ნება მიეცით მთელ ყოფიერებას, რომ დაგეუფლოთ. ნუ იცხოვრებთ განპირობებულად, თვითნებურად. ნება მიეცით ღმერთს, რომ თქვენი საშუალებით იცხოვროს, მაშნ ყველაფერი მშვენივრად იქნება. ყველაფერი, რაც ღმერთისგან მოდის, მშვენიერია. 
 
ესაა ნამდვილი იდეები, როცა სიმშვიდისა და წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფებით, და უეცრად ღვთაებრივი იმპულსი მოძრაობას ჰბადებს, ნუთუ არაა ეს მოძრაობა მიზნის გარეშე?
 
ახლა თქვენს ცხოვრებაშ აღარაა მიზანი, რადგანაც აღარ გაგაჩნიათ არანაირი პირადი მისწრაფებები. 
 
სწორედ ამაშია უმოქმედო მოქმედების არსი. 
 
თქვენ ცხოვრობთ იმიტომ, რომ ღმერთს უნდა თქვენი მეშვეობით ცხოვრება, თქვენ ასრულებთ რაღაც მოქმედებებს იმიტომ, რომ ღმერთს უნდა - იმოქმედოს თქვენი მეშვეობით, მაგრამ ამასთან თქვენ არ გაგაჩნიათ პირადი ინტერესები. იმ როლს თამაშობთ, რომელიც შეგხვდათ. ეს მისი პიესაა, იგია მისი ავტორი და რეჟისორი, - თქვენ კი თქვენს როლს თამაშობთ იმდენად კარგად, რამდენადაც შეგიძლიათ. რა როლიც არ უნდა შეგხვდეთ, თამაშობთ მას. 
 
თუ ოჯახის მამა ხართ, მაშნ იყავით ოჯახის მამა, თუ ბიზნესმენი ხართ, დარჩით ბიზნესმენად. მსგავსი რაღაცეების შეცვლა არაა საჭირო. საჭიროა მხოლოდ გადააგდოთ იდეა, რომ თქვენ ხართ მკეთებელი, რომ რაღაც მიზანს უნდა მიაღწიოთ, რომ რაღაცამდე უნდა მიხვიდეთ. ნება მიეცით ღმერთს, გადაგიყვანოთ იქ, სადაც სურს, - როგორც ხმელი ფოთოლი ქარში, - და მაშნ ყველაფერი მშვენიერია, მაშნ თქვენი ცხოვრება ნეტარია. 
 
მაშინ თქვენში ვეღარ იქნება ვერანაირი დაძაბულობა, ვერანაირი დარდი. მაშინ ვეღარ განიცდით მარცხს, ვეღარ იგრძნობთ იმედგაცრუებას, პირველ რიგშ იმიტომ, რომ არ გქონიათ არანაირი მოლოდინები. აი, რას ნიშნავს რაიმე მიზნის გარეშე ცხოვრება.
 
სწორედ ამაშია უმოქმედო მოქმედების არსი. 
 
ღრმა საიდუმლოს გარეშე შეუძლებელია ფონს გავიდეთ როგორც დასაწყისში, ასევე დასასრულს. იგი - გულისა და აზრების გაწმენდაში, განბანვაში მდგომარეობს. 
 
ლუ-ძი ამბობს: ჩვენ ამას „განბანვას“ ვეძახით - ღმერთი იღვრება თქვენზე და იწმინდებით, ბოლომდე იწმინდებით. ღმერთი იმდენად გავსებთ, რომ თქვენ საერთოდ აღარ რჩებით, არაცნობიერის მიყრუებულ კუთხეშიც კი. თქვენს შიგნით ერთი კუნჭულიც კი არ რჩება, სადაც ღმერთი არ იქნება: იგი ტოტალურად გავსებთ. ღმერთი სინათლეა, და როდესაც იგი ტოტალურად გავსებთ, ხდება ის, რასაც გასხივოსნებას უწოდებენ: თქვენ სინათლით ივსებით.
 
ამ საიდუმლოს დასაწყისი - ორმაგობის ზღვარს მიღმაა; და იქვე იგი კვლავ ქრება. 
 
ახლა თქვენ სახლში დაბრუნდით. ახლა თქვენ კვლავ ერთიანი გახდით, ისეთი გახდით, როგორიც დაბადებამდე, დასაწყისამდე იყავით. ძენის ადამიანები ამას „პირველსაწყის სახეს“ უწოდებენ. პირველსაწყისი სახე ერთია, ერთიანია: იგი არც მამაკაცურია, არც ქალური, არც პოზიტიურია, არც ნეგატიური. როგორც კი იბადებით, როგორც კი გამოვლენილ სამყაროში ჩნდებით, მაშინვე ორად იყოფით. 
 
როცა მედიტაციაში ღრმავდებით და ღრმა სიჩუმე მოდის, ორმაგობა მყისიერად ქრება, - თქვენ კვლავ ერთიანი ხდებით. დასაწყისში პოლარობის მიღმა იყავით, დასასრულშიც პოლარობის მიღმა აღმოჩნდებით. შუალედში დასაწყისსა და დასასრულს შორის გახლეჩილი ხართ. შუალედშისამყარო იმყოფება. თავში ღმერთია, ბოლოშიც - ასევე ღმერთია. წყარო - იგივეა, რაც მიზანი. ან კვლავ წყაროს დაუბრუნდით, ან მიზანს შეერწყით, - ეს ერთი და იგივეა. 
 
ბუდა, ცნობიერების შემოქმედი, ამბობს, რომ წარმავალი - რელიგიის ძირითადი ჭეშმარიტებაა. ცხოვრების რეალიზაციისა და ადამიანური ბუნების მთელი სამუშაო ჩადებულია გამოთქმაში: „სიცარიელის შექმნა“.
 
რელიგიის მთელი არსი შეგვიძლია ერთ მარტივ მოვლენამდე დავიყვანოთ - იქამდე, რომ „სიცარიელე შევქმნათ“. დაცარიელდით, და მაშინ შეივსებით; შეივსეთ, და მაშინ ცარიელი დარჩებით. ბოლომდე გაქრით, და მაშინ თქვენში მიღმიერის თანამყოფობა შემოაღწევს. მოეჭიდეთ საკუთარ თავს, შეინარჩუნეთ საკუთარი თავი და მაშინ დარჩებით ხვრელი, ჩრდილი, ანარეკლი, და არა რეალობა. 
 
ყველა რელიგია თანხმდება ერთში: სულიერი ელექსირის პოვნის აუცილებლობაში, 
 
სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასასვლელად. 
 
საიდუმლო ელექსირისა, რომლის ძიებასაც ყველა რელიგია განაგრძობს, იმაშ მდგომარეობს, რომ აბსოლუტურად ცარიელი გახდეთ. მაშინ აღარ შეგიძლიათ მოკვდეთ, რადგანაც არავინაა, რომ მოკვდეს, თქვენ უკვე გაქრით. მაშნ სიკვდილი შეუძლებელი ხდება, - თქვენ უკვე მოკვდით! ის, ვინც მოკვდა, როგორც ეგო, მარადიულ ცხოვრებას აღწევს.
 
რაში მდგომარეობს ეს სულიერი ელექსირი? იგი იმაში მდგომარეობს, რომ უცვლელად ვიმყოფებოდეთ მიზნის არარსებობის მდგომარეობაში.
 
ახლა, როცა ეგო უკვე აღარაა, თქვენ დაცარიელებული ხართ, და თქვენზე სიჩუმე ჩამოწვა, როგორ ცხოვრობთ ამ დროს? თქვენ ცხოვრობთ რაიმე მიზნის უცვლელი არარსებობის მდგომარეობაში. 
 
როცა ვარდის ყვავილი იფურჩქნება, არის ამაში რაიმე მიზანი? როცა ჩიტი გალობს დილით, არის ამაში რაიმე მიზანი? არის თუ არა მიზანი მზის ამოსვლაში? არის კი ყოფიერებაში საერთოდ რაიმე მიზანი?
 
ეს ყოფიერება - არაა საქმიანი წარმოება, ამიტომ მასში არანაირი მიზანი არაა. ეს წმინდა სიხარულია, თამაშია, ის, რასაც ინდუისტები ლილასუწოდებენ. ეს უბრალოდ ენერგიის აღტაცებაა. ენერგია არის, და იგი ცეკვავს, უხარია. როცა ენერგია გაქვთ, გახარებული ხართ მისით: მღერით, ცეკვავთ, ცურავთ, დარბიხართ. ენერგიის სიხარული - თვითგამოხატვაში მდგომარეობს. ენერგიის სიჭარბის გამო შექმნას იწყებთ, - ხატავთ, ლექსებს წერთ, მუსიკას თხზავთ. ყოფიერება - ენერგიაა, და ამ ენერგიას ცეკვა უნდა, რაიმე მიზნის გარეშე. ცეკვა ცეკვისთვის, ხელოვნება ხელოვნებისთვის, სიყვარული სიყვარულისთვის... არსებობა არსებობისთვის.
 
იგი იმაში მდგომარეობს, რომ უცვლელად ვიმყოფებოდეთ მიზნის არარსებობის მდგომარეობაში. ამგვარად, განწმენდის ყველაზე ღრმა საიდუმლო, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს სწავლებაში იპოვნოთ, იქამდე დაიყვანება, რომ გული დაიცარიელოთ. 
 
გააკეთეთ მხოლოდ ერთი: განთავისუფლდით ყველაფრისგან, რასაც გულში ატარებთ, გადააგდეთ ეს, - და მაშინ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც აუცილებელია, გაკეთებული იქნება. 
 
მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება. 
 
საოცრად მშვენიერი გამოთქმა: „მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება“. მეტი არაფერია საჭირო. არც წმინდა წერილები, არც ტაძრები, არც მღვდლები - „მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება“. მხოლოდ ერთია საჭირო: ბოლომდე დაცარიელდეთ, რათა ღმერთმა შეძლოს თქვენი ავსება. გაანთავისუფლეთ მისთვის ადგილი. გახდით ცარიელი ბამბუკი, რათა მან თავის ფლეიტად გაქციოთ, როცა იგი მღერის, სილამაზე იბადება; როცა იგი მღერის, ექსტაზი იბადება; როცა იგი მღერის, სიცილი იბადება.
 
როცა თქვენ მღერიხართ, მხოლოდ ტანჯვა, ცრემლები და აგონია იბადება, რადგანაც თქვენი ეგო - ეს რაღაც ძალიან პატარაა. მას არ შეუძია დაიტიოს ექსტაზი, მას შეუძლია მხოლოდ აგონია დაიტიოს. იმისთვის, რომ ექსტაზი დაიტიოთ, უსასრულო უნდა გახდეთ, რადგანაც ექსტაზი უსასრულოა. თუ გინდათ, რომ ოკეანე დაიტიოთ, მოგიწევთ, რომ უსაზღვრო გახდეთ.
 
როცა ცარიელდებით, უსაზღვრო ხდებით; როცა ცარიელდებით, უზარმაზარ სივრცეს ანთავისუფლებთ შიგნით; როცა ცარიელდებით, იმისთვის ემზადებით, რომ ღმერთი მიიღოთ. ღმერთს შეუძლია გახდეს თქვენი სტუმარი, თუ მასპინძელი მზადაა მის მისაღებად. დაცარიელების შედეგად ასეთი მასპინძელი ხდებით. გახდით მასპინძელი. ღმერთი უკვე დიდი ხანია კართან გელით, გიკაკუნებთ, მაგრამ არ გესმით.
 
თქვენს შიგნით იმდენი ხმაურია, როგორ შეგიძლიათ მისი კაკუნის ხმის გაგება? იმდენად ხართ დაკავებული თქვენი სისულელეებით, როგორ შეგიძლიათ დაინახოთ სილამაზე მიზნის არარსებობაში? იმდენად ღელავთ იმაზე, თუ როგორ დააგროვოთ მეტი ფული; იმდენად ღელავთ, რომ პოლიტიკაში მიაღწიოთ წარმატებას, იმდენად ღელავთ, რომ ცნობილი გახდეთ, ამასობაში კი ღმერთი აგრძელებს თქვენს კარზე კაკუნს. იგი მზადაა, რომ გადმოიღვაროს და აგავსოთ, მაგრამ თქვენ არ ხართ მზად მის მისაღებად. 
 
დიახ, ლუ-ძი მართალია: ნებისმიერი რელიგიის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ სიცარიელე შექმნას. იოგას, ტანტრას, ყველა ალქიმიური სისტემის: დაოს, სუფიზმის, ჰასიდიზმის სამუშაო მხოლოდ ერთში მდგომარეობს: იმაში, რომ გული დააცარიელოთ.
 
მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება.
 
მე გავიმეორებ ამ მშვენიერ ისტორიას...
 
მონაზონი ჩიიონო მრავალი წლის განმავლობაში აპრაქტიკებდა მედიტაციას, მაგრამ ვერ აღწევდა გასხივოსნებას. ერთხელ, ღამით, ჭიდან წყალი მოჰქონდა ძველი ვედროთი. როცა სახლში ბრუნდებოდა, წყლის ზედაპირზე არეკლილ სავსე მთვარეს უყურებდა. უეცრად ბამბუკის თოკები, რომლებიც ვედროს კრავდნენ, გაწყდნენ, და იგი დაიშალა. წყალი დაიღვარა, მთვარის ანარეკლი გაქრა, და ჩიინიო გასხივოსნებული გახდა.
 
მან ასეთი სტროფები დაწერა:
 
როგორ არ ვეცადე, მთელად შემენარჩუნებინა ვედრო,
ვიმედოვნებდი, რომ სუსტი ბამბუკი არასოდეს გაწყდებოდა.
უეცრად ძრო გავარდა...
აღარ არის წყალი,
აღარ არის მთვარე წყალში,
ჩემს ხელში კი - სიცარიელეა.
 
და „პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდა...“
 
დღეისათვის საკმარისია.

 

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff