ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 26 - ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს

თავი 26 - ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს
 
პირველი კითხვა:
 
შეგიძლია, გადმომცე დასავლური სამყაროსთვის გზავნილი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, რომ უკეთ გაგიგონ შენ და შენს მიმდევრებს?
 
ჩემი გზავნილი ძალიან მარტივია. სწორედ ამიტომაა მისი გაგება ასე რთული. მე თვალნათლივს ვასწავლი, და არა რაიმე რთულს. რადგან ეს რაღაც მარტივია, მასში არაფერია გასაგები. ეს თავად უნდა გამოსცადოთ ცხოვრებისეული გამოცდილებით. ჩემი გზავნილი არაა ვერბალური, ლოგიკური ან რაციონალური. იგი ეგზისტენციალურია. ამიტომაც ისინი, ვინც მის ინტელექტუალურად გაგებას ცდილობენ, უბრალოდ არასწორად გაიგებენ მას.

და მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომელიც მინდა ვთქვა. პირველ რიგში, აქამდე ადამიანი მხოლოდ ნახევრად ცხოვრობდა და რაღაც ერთს ირჩევდა. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ადამიანი ცალმხრივი რჩებოდა. არც დასავლეთელი და არც აღმოსავლეთელი ადამიანი მთლიანი არ იყო. დასავლეთი ორიენტირებულია სხეულზე, მატრიაზე; აღმოსავლეთი ორიენტირებულია სულზე, სულიერებაზე,  - ადამიანი კი ერთიცაა და მეორეც, იგი სულისა და სხეულის დიადი ჰარმონიაა. ადამიანი ერთიცაა და მეორეც, და ასევე ორივეს ტრანსცენდენცია. არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში ადამიანი არ მიუღიათ თავისი მთელი ტოტალურობით. აქამდე არ გვყოფნიდა სიმამაცე, რომ ადამიანი მთელი მისი ტოტალურობით მიგვეღო.
 
მე ვასწავლი მთლიანობას ადამიანში - ეს ერთ-ერთი მთავარია, რაც უნდა გაიგოთ ჩემს სწავლებაში. თავად აღმოსავლეთის და დასავლეთის კონცეფცია უაზრობაა. იგი ასევე დაკავშირებულია ამ ძველ დაყოფასთან. ყველა დაყოფა უნდა მოვიშოროთ. მე ერთიანი სამყაროს სწავლება მაქვს. 
 
აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა გაქრეს. ისინი ორივენი შიზოფრენიულნი არიან. დასავლეთი მემარჯვენე გახდა, აღმოსავლეთი კი მემარცხენე; დასავლეთი აქტიური გახდა, აღმოსავლეთი კი პასიური; დასავლეთი ექსრავერტული გახდა, აღმოსავლეთი კი ინტრავერტული, - ადამიანი კი ერთიოცაა და მეორეც, და შეუძლია, რომ ორივეს საზღვრებს გასცდეს. 
 
იმისთვის, რომ ტოტალური იყოს, ადამიანს უნდა შეეძლოს იმდენად იყოს ექსტრავერტული, რამდენადაც ინტრავერტული. იმისთვის, რომ ტოტალური იყოთ, ჩასუნთქვის გაკეთებაც უნდა შეგეძლოთ და ამოსუნთქვისაც. ჩასუნთქვა იმდენადვე აუცილებელია, რამდენადაც ამოსუნთქვა. სინამდვილეშ ეს არაა ორი განცალკევებული მოვლენა: ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა - ერთიანი პროცესია. 
 
დასავლეთმა გარეგნული სამყარო, მატერია აირჩია; იგი ძალიან მეცნიერული გახდა, მშვენიერი ტექნოლოგიები შექმნა, მაგრამ ადამიანი გაიჭყლიტა მთელი ამ ტექნოლოგიების ტვირთის ქვეშ, რადგანაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად პარალელურად განვითარებულიყო. მეცნიერება შორს წავიდა წინ, ადამიანი კი ჩამორჩა; და ახლა მეცნიერება, რომელიც ადამიანმა შექმნა, თავად მას ანადგურებს. 
 
დასავლეთში ადამიანის შინაგანი სამყარო ღარიბი რჩება. დასავლეთში ადამიანი სულიერად მშიერია. აღმოსავლეთშ მეორე უკიდურესობა მოხდა: ადამიანმა ბოლომდე უარყო თავისი სხეული და მატერიალური სამყარო. აღმოსავლეთი ყოველთვის ამტკიცებდა ყველაფერი გარეგნულის გადაგდების აუცილებლობას, ცდილობდა უარი ეთქვა გამოვლენილ სამყაროზე და მხოლოდ შიგნითკენ ემოძრავა, ცენტრში ყოფილიყო. აღმოსავლეთი სულიერად მდიდარი გახდა, მაგრამ მატერიალურად ძალიან ღატაკი, გამოფიტული. აღმოსავლეთიც იტანჯება და დასავლეთიც.
 
ჩემი გზავნილი ასეთია: დროა გადავაგდოთ ეს დაყოფა გარეგანად და შინაგანად, მაღალად და დაბალად, ლოგიკურად და ინტუიტიურად. ჩვენ უნდა გადავაგდოთ დაყოფა მამაკაცად და ქალად, აღმოსავლეთად და დასავლეთად. ჩვენ უნდა შევქმნათ მთლიანი ადამიანი, რომელსაც უნარი ექნება გააერთიანოს თავის თავშ ორივე ურთიერთწინააღმდეგობა.
 
სწორედ ამიტომაც ყველგან არასწორად გამიგებენ. აღმოსავლეთში რელიგიური ადამიანი ღელავს, რადგანაც თვლის, რომ მე მატერიალიზმს ვასწავლი, დასავლეთის ლოგიკური ადამიანი კი აღშფოთებულია, რადგან თვლის, რომ მე რაღაც სულიერ სისულელეს ვასწავლი. ყველა გაბრაზებულია ჩემზე, - და ეს ბუნებრივია, მე შემიძლია ამის გაგება.
 
მე - გამთლიანებული ადამიანის მომხრე ვარ, რომელიც თავის თავშ მოიცავს კიბის საფეხურებს დაბალიდან მაღალამდე, - სექსიდან სამადჰიმდე, სხეულიდან სულამდე, მატერიიდან ღმერთამდე. ჩემი ნდობა ტოტალურია.
 
მინდა გითხრათ, რომ დღემდე ადამიანი არ ენდობოდა. აღმოსავლეთელი ადამიანიც კი არ ენდობოდა. აღმოსავლეთშ ადამიანი ამ სამყაროს რეალობაშია დაეჭვებული, ამიტომაც ილუზია, მაია უწოდა მას. დასავლეთში დაეჭვებული იყო ღმერთის, სულის არსებობის რეალობაში. სულიერი განცდები უბრალოდ ჰალუცინაციად, პათოლოგიად ითვლებოდა. ღრმად რაციონალური დასავლური გონება იესოს აღიქვამს, როგორც ნევროზულს, ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს, რომელსაც ფსიქოლოგიური მკურნალობა სჭირდება. აღმოსავლეთელი ადამიანის თვალში დასავლეთი ანიმალისტურად გამოიყურება: „ჭამე, სვი და ისიამოვნე“, - როგორც ჩანს სწორედ ასე აღიქვამს აღმოსავლეთი დასავლეთს. აღიქვამს ისე, თითქოს დაემგვანო ცხოველს, გახდე დამიწებული - ეს ერთადერთი დასავლური ფილოსოფიაა. დასავლეთი დაეჭვებულია შინაგანი სამყაროს რეალობაში, აღმოსავლეთი დაეჭვებულია გარეგანი სამყაროს რეალობაში. დასავლეთიც და აღმოსავლეთიც ეჭვში იყვნენ და მათი ნდობა სრული არ იყო. 
 
ჩემი ნდობა ტოტალურია. მე ვენდობი გარეგანს, მე ვენდობი შინაგანს, რადგანაც გარეგანი და შინაგანი უწყვეტადაა დაკავშირებული, მათი ერთმანეთისგან დაშორება შეუძლებელია. არ არსებობს არანაირი ღმერთი ამ სამყაროს გარეშე, და არ არსებობს არანაირი სამყარო ღმერთის გარეშე. ღმერთი - ეს ამ სამყაროს დაფარული შუაგულია. წვენი, რომელიც ხეების ღეროებში მოძრაობს, - ღმერთია; სისხლი, რომელიც თქვენს ძარღვებშ მოძრაობს, - ღმერთია; ცნობიერება, რომელიც თქვენშია - ღმერთია. ღმერთი და სამყარო ერთმანეთთან ისევეა დაკავშირებული, როგორც დაკავშირებულია მოცეკვავე და მისი ცეკვა: მათი დაშორება შეუძლებელია, ისინი განუყოფელნი არიან. ამიტომაც არ ვამბობ, რომ სამყარო ილუზიას წარმოადგენს, - ეს სისულელეა. სამყარო ისეთივე რეალურია, როგორი რეალურიც ცნობიერებაა. მე ასევე არ ვამბობ, რომ შინაგან სამყაროსთან შეხება ნევროზია, სიგიჟეა, ჰალუცინაციაა. ეს ასე არაა. ეს თავად რეალობის საფუძველია. 
 
მე - გამთლიანებული ადამიანისკენ ვარ. მე არც მატერიალისტი ვარ და არც სულიერების მომხრე. ჩემი მიდგომა ქოლისტურია - რადგანაც მხოლოდ მთლიან ადამიანს შეუძია იყოს წმინდანი. 
 
ამის გამო ყოველთვის არასწორად გამიგებენ, მე ყოველთვის გამომეკიდებიან სიტყვებზე, რადგანაც ეს არაა რთული. სულიერების მიმდევარი ეპიკურეისტს, ჩარვაკის მიმდევარს მიწოდებს, - და არ იქნება აბსოლუტურად მტყუანი. მე ვღებულობ ეპიკურეს და ჩარვაკის, რადგანაც ისინი სხეულებრივ სიხარულს, სხეულებრივ სიამოვნებას ქადაგებენ. სხეულში მართლაც ჩადებულია სიამოვნება, და თუ უარს იტყვით მასზე, სერიოზული და სევდიანი გახდებით.
 
სწორედ ამიტომაც გამოიყურებიან აღმოსავლეთელი წმინდანები ასე სევდიანად, უსიხარულოდ. ისინი საუბრობენ ნეტარებაზე, მაგრამ მათი სახეები არ ასხივებენ ნეტარებას. ისინი უკიდურესად უბედურად გამოიყურებიან. ისინი მკვდრებს ჰგვანან, მათ ყველაფერი გარეგნულის ეშინიათ, ხოლო მას, ვისაც გარეგნულის ეშინია, სიყვარულისაც შეეშინდება, რადგანაც სიყვარული - ეს გარეთკენ მოძრაობაა. სიყვარული გულისხმობს სხვა ადამიანის თანამყოფობას, სხვა ადამიანთან ურთიერთქმედებას, სხვა ადამიანთან ურთიერთობას. სიყვარული ნიშნავს ურთიერთობას „მე“-სა და „შენ“-ს შორის. აღმოსავლეთი უარყოფს „შენ“-ს, ამიტომაც აღმოსავლეთი სიყვარულის წინააღმდეგაა. თუ თქვენ სიყვარულის წინააღმდეგ იქნებით, თქვენს ცხოვრებაში არ იქნება ცეკვა.
 
როცა ცხოვრებაში არ არის სიყვარული, მასში არც ცეკვაა და არც სიმღერა. სიყვარულის გარეშე არ არის პოეზია. თქვენი ცხოვრება მოსაწყენი ხდება, უბრალოდსაცოდავად არსებობთ. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ სიყვარულის გარეშე, მაგრამ მხოლოდ მინიმუმით. ეს თითქმის მცენარეული ცხოვრება იქნება. სწორედ ეს ემართება აღმოსავლურ სულიერებას: წადით მონასტრებში, წადით აშრამებში, და დაინახავთ...
 
ჩემი აშრამი სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: აქ ადამიანები ცეკვავენ, მღერიან, ხელი-ხელჩაკიდებულნი არიან, ერთმანეთს ეხვევიან, სიამოვნებას განიცდიან, უყვართ ერთმანეთი. ჩემი აშრამი არ შეესაბამება აშრამის აღმოსავლურ კონცეფციას. აშრამი აბსოლუტურად უსიხარულო უნდა იყოს, იგი უფრო სასაფლაოს უნდა მოგაგონებდეთ, ვიდრე ბაღს. როცა უკვე აღარ გიყვართ, ყველაფერი, რაც თქვენში მოძრაობდა, დაჭაობებული ხდება. სიყვარულის გარეშე ვერ შეძებთ ზეიმს. როგორ შეგიძლიათ იზეიმოთ სიყვარულის გარეშე? რას იზეიმებთ მაშინ, და რა საშუალებით?
 
ერთხელ მოლა ნასრედინმა მითხრა:
 
- მე ასი წელი შემისრულდა. უკვე მეასე დაბადების დღე აღვნიშნე. არასოდეს გამოვკიდებივარ არცერთ კაბას, არასოდეს დამილევია, არასოდეს მითამაშია კარტი ან სხვა აზარტული თამაში, არასოდეს მომიწევია და ყოველთვის უბრალო ვეგეტარიანულ საკვებს მივირთმევდი.
 
მე ვკითხე:
 
- მაშინ როგორ იზეიმე შენი მეასე დაბადების დღე? როგორ მოახერხე ეს? რისთვის და რა სახით? უბრალოდ ის ფაქტი, რომ ასი წელი იცხოვრე, ჯერ კიდევ არ არის ზეიმის საფუძველი. შენ არ გიცხოვრია, თუ არ გყვარებია!
 
აღმოსავლეთი სიყვარულის წინააღმდეგია. სწორედ ამიტომაა აღმოსავლური სულიერება ასეთი სევდიანი, მოსაწყენი, მკვდარი. აღმოსავლეთელ წმინდანს არ აღავსებს საციცოცხლო ენერგია. მას ეშინია ნებისმიერი დინების, ნებისმიერი ვიბრაციის, ნებისმიერი პულსაციის, თავისი ენერგიის ნებისმიერი გამოვლინების. იგი გამუდმებით აკონტროლებს, თრგუნავს საკუთარ თავს. იგი თავს იზღუდავს, გამუდმებით ფრთხილობს. იგი საკუთარი თავისა და სამყაროს წინააღმდეგაა. იგი უბრალოდ სიკვდილს ელოდება. იგი ნელა იკლავს თავს.
 
სწორედ ამიტომაც, ჩემს აშრამს არასწორად გაიგებენ. იგი უფრო მეტად ჩარვაკის აშრამს ჰგავს, იგი უფრო მეტად ეპიკურეს ბაღს ჰგავს. 
 
დასავლეთელ ადამიანს უყვარდა - მას სიცილი აქვს, მას ცეკვა აქვს, მას სიმღერა აქვს, მაგრამ მან დაკარგა რაიმე წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინაა. მან დაკარგა კავშირი ცნობიერებასთან. იგი გაუცნობიერებელია. იგი სულ უფრო და უფრო მექანიკური ხდება, რადგანაც შინაგან სამყაროს უარყოფს. მას შეუძლია სიცილი, მაგრამ მისი სიცილი ზედაპირულია, მასში არაა სიღრმე. სიღრმე ბოლომდე უარყოფილია. ამიტომ დასავლეთი ზედაპირული სიცილით ცხოვრობს, ხოლო აღმოსავლეთი - ღრმა სევდით. სწორედ ამაშია ადამიანის ტანჯვა და აგონია.
 
ჩემი გზავნილი ასეთია: დრო მოვიდა, ადამიანი საკმარისად მომწიფებული გახდა, რომ ამ განპირობებულობებზე უარი თქვას, რომ აღარ მიანიწოს უპირატესობა რაღაც ერთს და სხვა დანარჩენი განაგდოს. ეს განპირობებულობები უნდა მოვიშოროთ და შევცვალოთ. აუცილებელია მივიღოთ, როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი, და მივიღოთ ტოტალურად, მივიღოთ უპირობოდ. მაშინ ადამიანში ცნობიერებაც იქნება და სიყვარულიც, ისინი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ურთიერთშემავსებელი ნაწილები გახდებიან. სიყვარული სიხარულს მოიტანს, ცნობიერება კი კრისტალიზაციას. ცნობიერება დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ ვინ ხართ. ხოლო სიყვარული დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რა არის ეს სამყარო. ამ ორ ნაპირს შორის სიცოცხლის მდინარე მიედინება. მე - გამთლიანებული ადამიანისკენ ვარ. 
 
ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაც აუცილებლად უნდა გაიგოთ, - მაშინ ყველაფერი დანარჩენი გამარტივდება. ეს საფუძველია. მე ვასწავლი სამყაროში ყოფნას, ვასწავლი ღმერთშ ყოფნას, და ამ ორივეს ერთდროულად ვასწავლი. მე მინდა რაც შეიძება მალე დავუახლოვო ერთმანეთს ბუდა და ეპიკურე. ბუდა ხის ქვეშ ზის, - თქვენ არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ბუდას ცეკვა შეუძლია. ეპიკურე ბაღში ცეკვავს, - თქვენ არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იგი ხის ქვეშ ზის მდუმარებაშ და მედიტირებს. მე მინდა, რომ ბუდა და ეპიკურე ერთი მთლიანი გახდნენ.
 
ცხოვრება ცეკვისა და სიჩუმის, მუსიკის, ბგერისა და მდუმარების ჰარმონიული თანმიმდევრობა უნდა გახდეს. ცხოვრებაში გარკვეული რიტმი უნდა არსებობდეს: თავდაპირველად რაც შეიძლება შორს მოძრაობთ გარეთკენ, შემდეგ კი რაც შეიძება ღრმად მოძრაობთ შიგნითკენ, რადგანაც ღმერთის პოვნა ერთგანაც შეიზლება და მეორეგანაც. თქვენ ხუჭავთ თვალებს და ღმერთს ხედავთ, თქვენ ახელთ თვალებს და ღმერთს ხედავთ, რადგანაც ღმერთი - ესაა ყველაფერი, რაც არსებობს. 
 
შენ მეკითხები: „შეგიძლია, გადმომცე დასავლური სამყაროსთვის გზავნილი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, რომ უკეთ გაგიგონ შენ და შენს მიმდევრებს?“
 
ჩემი ხალხი არაა ჩემი მიმდევარი. ამ ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ ისინი არ არიან ჩემი მიმდევრები. ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ არა მიმდევრები. ისინი ჩემი მოსწავლეები არიან, მაგრამ არა მიმდევრები. 
 
რა განსხვავებაა მოსწავლესა და მიმდევარს შორის? მიმდევარს სჯერა ყველაფრის, რაც ესმის, და ამისგან დოგმას ქმნის. მოსწავლე ისმენს, სწავლობს, ექსპერიმენტებს ატარებს და ღიად რჩება მანამ, სანამ თავად არ იპოვნის ჭეშმარიტებას.
 
მე არანაირ დოგმას არ ვაძლევ ჩემს მეგობრებს, ჩემს სანიასებს. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებ, ისაა, რომ დავეხმარო მათ საკუთარი თავის გაგებაში. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებ, ისაა, რომ დავეხმარო მათ საკუთარი თავის პოვნაში.  
 
მიმდევრები იმიტაციას აკეთებენ. ქრისტიანი იძულებულია ქრისტეს იმიტაცია გააკეთოს, ხოლო ბუდისტი - ბუდასი, - მაგრამ ყველა იმიტატორი ყალბია. მე მინდა, რომ ჩემი მეგობრები ნამდვილები იყვნენ. როგორ შეგიძლიათ მე გამომყვეთ? მე სრულიად განსხვავებული ვარ თქვენგან, თქვენ კი ჩემგან განსხვავდებით. თქვენ ისეთი უნიკალურები ხართ. ჯერ არასოდეს ყოფილა ისეთი ადამიანი, როგორიც თქვენ ხართ, და არც არასოდეს იქნება. ღმერთი ყოველ ადამიანს მხოლოდ ერთხელ ქმნის. იგი ძალიან გამომგონებელია, იგი არასოდეს იმეორებს ერთი და იგივეს. იგი არ ქმნის ადამიანებს კონვეერით. ეს არ ჰგავს „ფიატებისა“ და „ფორდების“ წარმოებას, რომლის შედეგადაც ათასობით აბსოლუტურად ერთნაირი ავტომობილი იქმნება. ღმერთი ყოველთვის უნიკალურობას ქმნის. წადით ბაღში: იქ ვერ იპოვნით ორ ერთნაირ ბალახს. ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩენილი ტყუპებიც კი არ არიან ერთნაირები. როგორ შეიძება ვინმეს მიმდევარი იყოთ? ნებისმიერი მიმდევრობა არასწორია. 
 
აქედან გამომდინარეობს ჩემი მეორე გზავნილი: ადამიანი არავის მიმდევარი არ უნდა იყოს. გაგების სურვილი - კი, სწავლა - კი, მოსმენა - კი, გახსნილად დარჩენა - კი, მაგრამ ამასთან უნდა მიჰყვეთ საკუთარ შინაგან სპონტანურობას, საკუთარ არსს. მე ვეხმარები ჩემს ხალხს, რომ საკუთარი თავი იყვნენ, მსგავსად იმისა, როგორც ჩემს ბაღში ვეხმარები ვარდებს, რომ ვარდები იყვნენ, ხოლო ლოტოსებს - ლოტოსები. მე არ ვცდილობ დავეხმარო ლოტოსს, რომ ვარდი გახდეს. სამყარო ასეთი მდიდარია, რადგანაც იგი მრავალფეროვანია. იგი მახინჯი იქნებოდა, მასში რომ მხოლოდ ვარდები გაზრდილიყვნენ არანაირი სხვა ყვავილი. მსოფლიოში ათასობით ყვავილი იზრდება, და ამიტომაცაა იგი ასეთი მშვენიერი. ყოველი ადამიანი ნამდვილად საკუთარი თავი უნდა იყოს, მხოლოდ საკუთარი თავი.
 
ასე რომ, სანიასები, რომლებიც აქ, ჩემთან იმყოფებიან, არ არიან ჩემი მიმდევრები. მათ მე ვუყვარვარ და ამ სიყვარულის წყალობით უფრო მიახლოვდებიან. მათმა სიყვარულმა მომიყვანა აქ, მათმა სიყვარულმა მოიყვანა ისინი აქ - ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს, - მაგრამ მე არ ვარ ლიდერი, და ისინი არ არიან მიმდევრები. მე არ ვქმნი რაიმე კულტს, მე არ ვქმნი რაიმე ეკლესიას. ჩემი სანიასები - ეს უბრალოდ მეგობრული კომუნაა, და არა ეკლესია. ჩვენ არ გვაქვს დოგმები, რომელიც ყველას უნდა სჯეროდეს. არაფერია, რაც უნდა გჯეროდეს, და არსებობს მილიონობით საკითხი, რაზეც ექსპერიმენტები უნდა ჩაატაროთ. ჩემი აშრამი - ესაა ლაბორატორია, რომელშიც ექსპერიმენტებს ვატარებთ. ესეც ბევრ პრობლემას ქმნის, რადგანაც ადამიანს დაავიწყდა, როგორ ჩაატაროს ექსპერიმენტები. 
 
ჩვენ ექსპერიმენტებს ყველა შესაძლო მეთოდით ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს დაოზე, სუფიზმზე, ჯაინიზმზე, ინდუიზმზე, ისლამზე, ქრისტიანობაზე, ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს ტანტრაზე, იოგაზე, ალქიმიაზე. ჩვენ ვატარებთ ექსპერიმენტებს ყველა მეთოდით, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ცნობიერება მდიდარი გახადონ, ადამიანის არსება კი მთლიანი. ეს პრობლემას ქმნის, რადგანაც როცა აქ იოგას მიმდევარი მოდის, მას არ ესმის, რა საჭიროა ექსპერიმენტები ტანტრაზე; იგი ტანტრას წინააღმდეგია. როცა აქ ტანტრას მიმდევარი მოდის, მას არ ესმის, რა საჭიროა ექსპერიმენტები იოგაზე; იგი იოგას წინააღმდეგია. 
 
მე არ ვარ რაიმეს წინააღმდეგი. მე ყველაფრის მომხრე ვარ. მე მთლიანადყველაფრის მომხრე ვარ. მე პრეტენზია მაქვს კაცობრიობის მთელ მემკვიდრეობაზე: მე ვიღებ ყველაფერ საუკეთესოს ნებისმიერი ტრადიციიდან, მე ვიღებ ყველაფერს, რასაც შეუძლია ადამიანი მდიდარი გახადოს. მე არ ვეკუთვნი რომელიმე ტრადიციას, ყველა ტრადიცია მე მეკუთვნის. 
 
ეს სრულიად ახალი ექსპერიმენტია. იგი არასოდეს ჩატარებულა ასეთი სახით. ეს ყველა გზის სინთეზია. მე სინთეზს ვასწავლი. ჩემი შეგრძნება ასეთია, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ იოგაზე ატარებს ექსპერიმენტებს, ცალმხრივი რჩება, მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც ცალი ხელი ძალიან დიდი გაუხდა, მაგრამ ამასთან მთელი სხეული პატარა დარჩა. იგი ურჩხულად იქცევა... თუკი ასევე ტანტრაზეც არ დაიწყებს ექსპერიმენტებს, რადგანაც ტანტრა - ესაა მეთოდი, რომელიც იოგას ავსებს. 
 
გახსოვდეთ, ჩემი მთავარი გაგება ასეთია: ცხოვრებაშ არ არსებობს წინააღმდეგობები, ყველა წინააღმდეგობა ურთიერთ შემავსებელი ნაწილებია. ღამე - ესაა ნაწილი, რომელიც დღეს ავსებს; ზაფხული - ესაა ნაწილი, რომელიც ზამთარს ავსებს; სიკვდილი - ესაა ნაწილი, რომელიც სიცოცხლეს ავსებს. ისინი არ არიან მტრები. მათ შორის არაა დაპირისპირება, რადგანაც არსებობს მხოლოდ ერთი ენერგია - ერთი ღმერთი. ჩემი მარცხენა ხელი და ჩემი მარჯვენა ხელი არ არიან მტრები, ისინი ურთიერთშემავსებელი ნაწილები არიან. ურთიერთწინააღმდეგობები ფრინველის ფრთებს ჰგავს: ისინი წინააღმდეგობებად გვეჩვენებიან, მაგრამ ერთმანეთს ეხმარებიან. ფრინველი ვერ აფრინდება ერთი ფრთით.
 
აუცილებელია ექსპერიმენტები ერთდროულად ტანტრაზეც და დაოზეც.
 
იოგა ფლობს დისციპლინის უზარმაზარ გაგებას, ხოლო დაო - სპონტანურობის უზარმაზარ გაგებას. ზედაპირზე ისინი ურთიერთწინააღმდეგობებად გვეჩვენებიან, მაგრამ სანამ დისციპლინა უფრო სპონტანურად არ გაქცევთ, სპონტანურობა კი უფრო დისციპლინირებულს არ გაგხდით, თქვენ ვერ გახდებით მთლიანი ადამიანი. იოგა - ეს კონტროლია, ხოო ტანტრა - მოდუნებაა, და ორივე აუცილებელია. მაგრამ დისციპლინა არ უნდა დამყარდეს ერთხელ და სამუდამოდ, წინააღმდეგ შემთხვევაშ ადამიანი რობოტად იქცევა. მას უნდა შეეძლოს გადართვა, დისციპლინაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, როცა სპონტანურობა, მოდუნებაა საჭირო. და ამ უნარის მიღება მას მხოლოდ ტანტრასგან შეუძლია, სხვა არაფრისგან. 
 
მე შემომაქვს ეს ურთიერთწინააღმდეგობანი ჩემი სანიასების ცხოვრებაში, როგორც ურთიერთშემავსებელი ნაწილები. იოგინები ჩემს წინააღმდეგ იქნებიან, რადგანაც მათ არ შეუძიათ იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება იყოს სიყვარული და სექსი მაძიებელის ცხოვრების ნაწილი. მათ ეშინიათ. მათ ეშინიათ სექსის, რადგანაც სექსი - ყველაზე სპონტანური მოვლენაა ცხოვრებაში, - აუცილებელია მისი კონტროლირება. მათ იციან, რომ სექსის კონტროლირებით სხვა ყველაფერს აკონტროლებენ, ამიტომაც მათი თავდასხმები ძირითადად სექსს ეხება. ტანტრა ამტკიცებს, რომ თუ ჩვენს სექსში არაა სპონტანურობა, მთელი თქვენი ცხოვრება რობოტის ცხოვრებას დაემსგავსება. სექსი უნდა გამონთავისუფლდეს. ჩემი მიდგომა ასეთია, რომ მართალნი არიან ერთდროულად ერთნიც და მეორენიც, იოგინებიც და ტანტრისტებიც. ჩემი მიდგომა ძალიან არალოგიკურია და ამიტომაც აბსურდული ჩანს. ლოგიკა ყოველთვის რაღაც ერთს ამტკიცებს: იყავი ან იოგინი, ან ტანტრისტი. მე არ მჯერა ლოგიკის, მე მჯერა ცხოვრების, - ცხოვრება კი ერთდროულად ერთიცაა და მეორეც. 
 
ცხოვრებაში აუცილებელია უზარმაზარი დისციპლინა, რადგანაც ამდენი ადამიანის გარემოცვაში გიწევთ ცხოვრება. თქვენ გიწევთ, რომ დაიცვათ დისციპლინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება ქაოსად იქცევა. თქვენ რომ დისციპლინა არ დაგეცვათ, ცხოვრება შეუძებელი გახდებოდა. მაგრამ თუ მხოლოდ დისციპლინას მიჰყვებით და სპონტანურობა გავიწყდებათ, თუ თავად ეს დისციპლინა ხდებით და უკვე აღარ შეგიძლიათ მასზე უარის თქმა, მაშინ უკვე აღარ ხართ ნამდვილად ცოცხალი, მანქანად იქცევით. აქამდე ადამიანისთვის ორი ალტერნატივა იყო მისაწვდომი: ან გადაქცეულიყო ქაოსად - რაც ცუდია, ან გადაქცეულიყო მანქანად - რაც ასევე არაა კარგი.
 
მე მინდა, რომ ყურადღებიანები, გაცნობიერებულები, დისციპლინირებულები იყოთ და ამავდროულად შეგეძლოთ სპონტანურობის გამოვლენა. როცა მუშაობთ, იყავით დისციპლინირებული. მაგრამ სამუშაო - ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. როცა ისვენებთ, დაივიწყეთ დისციპლინა.
 
როცა კალკუტაში ჩავდიოდი, ხშირად ვჩერდებოდი უზენაესი სასამართლოს პროკურორის სახლში. მისი ცოლი მეუბნებოდა:
 
- ჩემი ქმარი მხოლოდ თქვენ გისმენთ. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია როგორღაც ზეგავლენა მოახდინოს მასზე. მთელი ოჯახი დაღალა მისმა ქცევის მანერებმა. იგი სახლშიც კი მოსამართლედ რჩება. იგი საწოლშიც კი უზენაესი სასამართლოს პროკურორია. ელოდება, რომ ასე მივმართავ: „თქვენო ღირსებავ“. იგი არასოდეს ავლენს სპონტანურობას, ყველაფერში წესებს და კანონებს აწესებს. ბავშვები დაიღალნენ ამით. როცა სახლშ მოდის, მთელი სახლი შეშდება, სიხარული ქრება. ყველანი ველოდებით, როდის წავა სამსახურში - სასამართლოში. 
 
მე ვიცნობ ამ ადამიანს: იგი კარგი მოსამართლეა, ძალიან კეთილსინდისიერი, ძალიან გულწრფელი, ძალიან პატიოასნი. ეს ყველა თვისება კარგია, მაგრამ იგი მანქანად იქცა. თუ სახლში მიდის და იქაც მოსამართლედ ყოფნას განაგრძობს, ეს არც ისე კარგია. მან მოდუნებაც უნდა ისწავლოს. მან ბავშვებთანაც უნდა ითამაშოს, მაგრამ არ შეუძია ბავშვებთან თამაში - ეს ნიშნავს, რომ ძალიან უბრალო გახდეს. ცოლთან ურთიერთობის დროსაც კი მაღალ ამბიონზე დგას, შორს მაღლა, - იგი პროკურორად რჩება. 
 
სწორედ ეს დაემართათ იოგას მიმდევრებს: მათ არ შეუძლიათ თამაში, მათ არ სეუძიათ სიხარული, მათ არ შეუძლიათ ზეიმი, - რადგანაც არ შეუძლიათ მოდუნება.
 
თუ თქვენ მხოლოდ ტანტრას აპრაქტიკებთ, ქაოსი იქმნება. ტანტრა ძალიან-ძალიან ეგოისტურს გხდით. თქვენ აღარავის აქცევთ ყურადღებას. გავიწყდებათ, რომ უზარმაზარი მთლიანობის ნაწილს წარმოადგენთ, რომ საზოგადოებას ეკუთვნით, რომ ყოფიერებას ეკუთვნით და ვალდებულებები გაქვთ ყოფიერების წინაშე. მის გარეშე არსად არ იქნებოდით. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული მოთხოვნები ყოფიერების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან. თუ თქვენი ცხოვრება მხოლოდ ქაოსური იქნება, ვერ იარსებებთ. მაშინ ვერავინ იარსებებს.
 
ამიტომ საჭიროა მიხვიდეთ ქაოსისა და მექანიკურობის ღრმა გაგებამდე. სწორედ მათ შუაშია წერტილი; მე მინდა, რომ ამ წერტილში იმყოფებოდნენ ჩემი სანიასები: იგი ზუსტად შუაშია, აქედან შეგიძიათ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი უკიდურესობისკენ გადახვიდეთ, და შეგეძოთ უკან დაბრუნება. სწორედ ამ დენადობას, სწორედ ამ სირბილეს ვასწავლი. 
 
მე არ ვასწავლი არანაირ ფიქსირებულ ცხოვრებისეულ წესებს, მკვდარ გეშტალტებს. მე ვასწავლი იმას, რომ იპოვნოთ და განავითაროთ ცხოვრებისეული სინთეზი, გაამდიდროთ თქვენი წარმოდგენები, განავითაროთ თქვენი გეშტალტი და ყოველთვის მზად იყოთ მეორე ურთიერთწინააღმდეგობის გასაგებად. მაშინ ცხოვრება მშვენიერია.
 
ჭეშმარიტების გაგება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ურთიერთწინააღმდეგობების ურთიერთშემავსებელ ნაწილებად ტრანსფორმირებას შეძლებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაშ ჩნდება თქვენს ცხოვრებაში სიმეტრია. მხოლოდ ამ შემთხვევაშ ჩნდება წინასწორობა: პოზიტიური და ნეგატიური ბალანსში მოდის. სწორედ ეს წონასწორობაა ტრანსცენდენცია. ამ წონასწორობაშ შეიცნობთ მიღმიერს, იხსნებით მიღმიერისთვის - იფურჩქნება ოქროს ყვავილი.
 
მეორე კითხვა:
 
როგორ ჯობია მოვიქცე - ავირჩიო მოქმედების გზა, ცოდნის გზა თუ მინდობის გზა?
 
აირჩიე სამივე. იმოქმედე სიყვარულით და გაცნობიერებულობით. გიყვარდეს ცნობიერად და ნება მიეცი შენს სიყვარულს - იყოს შემოქმედებითი. დაე, შენი გაცნობიერებულობა სიყვარულის წინააღმდეგ კი ნუ იქნება, არამედ აღსავსე იყოს სიყვარულით. ნება მიეცი შენს გაცნობიერებულობას, რომ მონაწილეობა მიიღოს ყოფიერებაში, ნება მიეცი, რომ შემოქმედებითი იყოს. სამივე ეს თვისება შენი არსების ნაწილებს წარმოადგენენ.
 
სწორედ ესაა ნამდვილი სამება. თუ ერთ ნაწილს მაინც უარყოფ, ამით შენს შიგნით უარყოფ რაღაცას, და ეს ნაწილი განუვითარებელი დარჩება. გახსოვდეს: შენ შეგიძლია გაიზარდო მხოლოდ როგორც ტოტალური არსება. თუ გინდა, რომ მე მომიახლოვდე, მხოლოდ იმ შემთხვევაშ შეძებ ამას, თუკი მთელი შენი არსება მომიახლოვდება. ჩემთან ვერ მოვა შენი მხოლოდ ერთი ხელი ან ერთი ფეხი. 
 
მე მსმენია ერთი გლეხის შესახებ. ცხოვრებაშ პირველად იგი გაემგზავრა ქვეყნის დედაქალაქში და სთხოვა ტაქსის მძღოლს, რომ გარკვეულ ადგილამდე მიეყვანა. ეს დიდი ადგილი იყო. ტაქსისტმა ჰკითხა: 
 
- რომელი ნაწილი გნებავთ?
 
- ნაწილი? მე მთლიანი ადგილი მინდა, - უპასუხა გლეხმა.
 
შეუძლებელია სადმე წასვლა ცალკეული ნაწილებით. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მთლიანად. მოქმედება აბსოლუტურად აუცილებელია, ზუსტად ისევე, როგორც გაცნობიერებულობა, ზუსტად ისევე, როგორც სიყვარული. რა საჭიროა არჩევა? - ამაში არაა აუცილებლობა. რაიმე არჩევანის გაკთება თვითმკვლელობის ტოლფასია. ნება მიეცი სამივე ამ თვისებას, რომ ერთმანეთს შეხვდეს, შეერიოს, შეერწყას და ერთ მთლიანობად იქცეს. გახდი ეს სამება, გახდი ტრიმურტი. ეს ღვთაების სამი სახეა. 
 
მოლა ნასრედინის სიდედრი შორეულ ბრაზილიაში გარდაიცვალა. ნათესავებმა მას ტელეგრამა გაუგზავნეს, რომელშიც ეკითხებოდნენ, როგორ მოქცეოდნენ მის ნეშტს. მან უპასუხა: „გაუკეთეთ მუმიფიკაცია, კრემაცია და დამარხეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია“. 
 
მესამე კითხვა:
 
შენ საკუთარ თავს „ღმერთს უწოდებ“. რას აღნიშნავს ეს სიტყვა? არსებობენ სხვა ღმერთები? ვინ არიან ისინი?
 
მე ღმერთი ვარ იმიტომ, რომ არ ვარსებობ. როგორც კი შენც აღარ იქნები, მაშნვე ღმერთი გახდები. ღმერთი - ეს არაა რაღაც განსაკუთრებული. ღმერთი - ეს თავად ჩვენი არსია, თავად ჩვენი არსებობაა. როცა ვამბობ, რომ ღმერთი ვარ, უბრალოდ ვამბობ, რომ ვარსებობ. ჩემს ენაზე ყოფიერება და ღმერთი - სინონიმებია. მე ვამბობ, რომ ხეებიც ღმერთია, ქვებიც ღმერთია, შენც ღმერთი ხარ. 
 
დიახ, ჟურნალიტიც კი - ღმერთია! შესაძლოა არც კი ეჭვობს ამაზე. შესაძლოა ვერ აცნობიერებ შენს ღვთაებრიობას. მე ვაცნობიერებ მას! როგორც კი გავაცნობიერე საკუთარი ღვთაებრიობა, მაშნვე გავაცნობიერე მთელი ყოფიერის ღვთაებრიობა. ამიტომაც ჩემთვის რთული იქნება გითხრა, რამდენი ღმერთი არსებობს. უსასრულო რაოდენობა... ყველა არსება ღმერთს წარმოადგენს ამის აღიარების, ამის გაცნობიერების, ამის გაგების სხვადასხვა სტადიაზე. მაგრამ მე მესმის შენი პრობლემა. შენ - ჰოლანდიელი ჟურნალისტი ხარ. 
 
ადამიანებისთვის, რომლებიც დასავლეთიდან ჩამოდიან, ძნელია გარკვეული საკითხების გაგება, რადგანაც მათი წარმოდგენა ღმერთის შესახებ - ძალიან შეზღუდული წარმოდგენაა, შექმნილი ქრისტიანობის მიერ. მათი წარმოდგენა ღმერთზე ძალიან შეზღუდულია. ინდოეთშ ჩვენ გვაქვს სამი სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს. არცერთ სხვა ენაში არაა ასეთი სიმდიდრე; ეს ბუნებრივია, რადგანაც აქ ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ვმუშაობდით შინაგან სამყაროზე. ამას რამდენიმე ათასწლეული მივუძღვენით. ჩვენ გამოვიკვლიეთ ღმერთის არსებობის ყველა შესაძლებლობა. მე მსმენია, რომ ესკომოსების ენაში არსებობს თოვლის ცხრა დასახელება, რადგანაც ისინი თოვლის სხვადასხვა სახეებს იცნობენ. ვერცერთ სხვა ენაში ვერ იქნება თოვლის ამდენი დასახელება; ჩვენ არც ისე ხშირად გვაქვს შეხება ამ მოვლენასთან. დასავლეთმა შეიმუავა მთელი სამეცნიერო ტერმინოლოგია, და აქ, აღმოავლეთში გვიწევს, რომ უბრალოდ მივიღოთ ეს სიტყვები, - ჩვენ არ გვაქვს საკუთარი. მაგრამ რაც შეეხება რელიგიას, მთელს მსოფლიოს უწევს, რომ აღმოსავლეთს მიჰყვეს, რადგანაც ჩვენ საკუთარი არსის ყველაზე დაფარულ შუაგულზე გვიმუშავია.
 
ჩვენ სამი სიტყვა გვაქვს ღმერთის აღსანიშნავად. პირველი სიტყვაა - „ბრაჰმანი“. იგი ნიშნავს „ერთიანს“, „განუყოფელს“, მდგომარეობას, როდესაც შემოქმედი და მისი ქმნილება ღრმად შერწყმულნი გამოუვლენელ მდგომარეობაში იყოვნენ.  ქრისტიანობაში ამ სიტყვას ეკვივალენტი არ გააჩნია. ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ სამყარო ღმერთის მიერ შეიქმნა. ერთხელ - ეს ალბათ ორშაბათი უნდა ყოფილიყო, - ღმერთმა შექმნა სამყარო. რატომაც არა, თუკი სამუშაო კვირა დაიწყო? კვირას, დასვენების დღეს, მან დასვენება გადაწყვიტა. თეოლოგებმა ზუსტი თარიღების დადგენაც კი სცადეს და აღმოაჩინეს: ღმერთმა სამყარო ორშაბათს შექმნა - ქრისტეს შობამდე ოთხიათასოთხი წლით ადრე. სად იყო სამყარო ამ მომენტამდე? ვინ იყო ღმერთი ამ მომენტამდე? - რადგანაც, თუ მას არ შეუქმნია, ვერ იქნებოდა შემოქმედი. ღმერთი - ნიშნავს შემოქმედს. როგორ შეეძლო მას ყოფილიყო შემოქმედი ქმნილების შექმნამდე?
 
ქმნილება იმყოფებოდა შემოქმედში - დაფარულ, გამოუვლენელ, ჩანასახობრივ მდგომარეობაში. შემოქმედი და შემოქმედება ერთი მთლიანობა იყო. ქრისტიანობაში ამისთვის არ არსებობს სპეციალური სიტყვა. ჩვენ გვაქვს ეს სიტყვა - „ბრაჰმანი“. ესაა მდგომარეობა, როდესაც მოცეკვავეს ჯერ კიდევ არ დაუწყია ცეკვა, როცა მოცეკვავე და ცეკვა ჯერ კიდევ ერთი მთელი იყო. როცა მოცეკვავე ცეკვას იწყებს, ჩნდება დაყოფა. მომღერალს ჯერ კიდევ არ დაუწყია სიმღერა, სიმღერას ჯერ ღრმად სძინავს თავის მომღერალში. როგორც კი სიმღერას იწყებს, ჩნდება დაყოფა. ხატვის დაწყების შემდეგ, მხატვარი გამოეყოფა იმას, რასაც ხატავს. 
 
მეორე სიტყვა, რომელიც ინდოეთში გვაქვს, - ესაა „იშვარა“. იშვარა ნიშნავს შემოქმედს: ერთიანობა ორ ნაწილად გაიყო, და გაჩნდა ორმაგობა. ახლა უკვე სამყარო გამოყოფილი გახდა შემოქმედისგან. ახლა უკვე ბრაჰმანი, ერთიანი აბსოლუტი, ორ ნაწილად გაიყო.
 
მესამე სიტყვაა - „ბჰაგავანი“. იგი აღნიშნავს ნებისმიერს, რომელმაც კვლავ შეიცნო ერთიანობა - ცეკვისა და მოცეკვავის, ნახატისა და მხატვრის, პოეტისა და მისი ნაწარმოების, შემოქმედისა და ქმნილების ერთიანობა. მას, ვინც კვლავ გააცნობიერა ეს ერთიანობა, მას, ვინც დაინახა ეს ერთიანობა საკუთარ არსში, უწოდებენ ბჰაგავანს. ეს სიტყვა სიტყვასიტყვით ნიშნავს „კურთხეულს“, იგი არ აღნიშნავს ღმერთს. პრობლემები დასავლური ენების სიღარიბის გამო ჩნდება: იძულებულნი ვართ, რომ სიტყვა „ბრაჰმანი“ გადავთარგმნოთ როგორც „ღმერთი“, სიტყვა „იშვარაც“ ასევე ითარგმნება როგორც „ღმერთი“. პრობლემა მხოლოდ ენის სიღარიბეშია და სხვა არაფერში. სიტყვა ბჰაგავანის ზუსტი მნიშვნელობაა - „კურთხეული“.
 
ვინ არის კურთხეული? - ის, ვინც კვლავ შეიცნო ერთიანობა, ის, ვინც კვლავ მიაღწია პირველსაწყის წყაროს. ასეთ ადამიანს ბჰაგავანს უწოდებენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ კრიშნას ბჰაგავანს, სწორედ ამიტომ უწოდებენ ბუდას ბჰაგავანს. გაგიკვირდებათ და ბუდას არასოდეს სჯეროდა არანაირი ღმერთის.
 
უდავოა, რომ სიტყვა „ბჰაგავანს“ არ შეუძლია აღნიშნოს ღმერთი. ბუდას არ სჯეროდა არანაირი ღმერთის, მას არასოდეს სჯეროდა არც ქმნილების, არც შემოქმედის. და მაინც, ბუდისტები მას ბჰაგავანს, კურთხეულს უწოდებენ, რადგანაც მან გააცნობიერა. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ჭეშმარიტება, ღმერთს უწოდებთ მას, შემოქმედს, ნირვანას თუ გასხივოსნებას. მან გააცნობიერა, და ამ გაცნობიერების მომენტში მასზე წყალობა გადმოიღვარა. იგი ბჰაგავანი გახდა, იგი კურთხეული გახდა. 
 
მე კურთხეულად გამოვაცხადე საკუთარი თავი, მე გავაცნობიერე, ყვავილები თავზე დამეყარა, - ეს გამუდმებით შექმნის პრობლემას. როცა თავს კურთხეულად ვაცხადებ, არ ვამბობ, რომ სამყარო მე შევქმენი, - მე არ ვიღებ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას! როცა თავს ბჰაგავანად ვაცხადებ, უბრალოდ ვამბობ, რომ კურთხეული ვარ ყოფიერების მიერ, რომ ჩემზე წყალობა გადმოვიდა, რომ გავაცნობიერე. იმ მომენტში, როცა თქვენთან გაცნობიერება მოდის, თქვენ ქტებით, აღარ არსებობთ. კურთხეული - ეს ისაა, ვინც უკვე აღარ არსებობს. მე აღარ ვარსებობ, არსებობს მხოლოდ ღმერთი. სწორედ ეს გამოცდილებააქცევს ადამიანს კურთხეულად. 
 
აუცილებელია ამ პარადოქსის გაგება. ადამიანი არასოდეს ხვდება ღმერთს, ადამიანს შეუძლია მხოლოდ შეერწყას, გაქრეს, მაშინ ღმერთი უბრალოდ არის. თქვენს არ ყოფნაში ღმერთის თანმყოფობა ხდება.რელიგიის მთელი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ უბრალოდ დაგეხმაროთ - გაქრეთ, როგორც ეგო. იმ მომენტში, როცა შიგნით იხედებით და ვერ პოულობთ ეგოს, ვერ პოულობთ „მე“-ს, არამედ სრულ სიჩუმეს, აბსოლუტურ სიცარიელეს, „მაშინ პრობლემა გადაწყვეტილი აღმოჩნდება“ - მაშინ თქვენ ღმერთი ხართ. არა ის, რომ თქვენ ღმერთი ხართ სხვებთან შედარებით, არა ის, რომ სხვები არ არიან ღმერთები, თქვენ კი ხართ. თქვენ ღმერთი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ ღმერთი არსებობს!
 
ასე რომ მე არ ვამბობ, რომ მე ვარ ღმერთი, თქვენ კი არ ხართ. როცა თავს ღვთაებრივად ვაცხადებ, მე თქვენც ღვთაებრივად გაცხადებთ, და არა მხოლოდ თქვენ. ცხოველები, ფრინველები, ხეები, ქვები - მთელი ყოფიერება შედგება ღმერთისგან და მხოლოდ ღმერთისგან. მე არ ვამბობ, რომ უფრო წმინდანი ვარ, ვიდრე თქვენ. მე არ ვამბობ, რომ უფრო განსაკუთრებული ვარ, ვიდრე თქვენ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მე გავქრი, და ჩემი გაქრობის მომენტში ჩემზე წყალობა გადმოიღვარა, უდიდესი ექსტაზი დამემართა. მე აბსოლუტურად გავქრი და სამუდამოდ გავქრი, ხოლო იმ სივრცეში, რაც დარჩა, არავინაა გარდა ღმერთისა.
 
სინამდვილეში, როცა თქვენ ამბობთ „მე ვარ“, თქვენ ტყუით, რადგანაც თქვენ არ ხართ. როგორც კი ამბობთ - „მე ვარ“, ყოფიერებისგან განაცალკევებთ საკუთარ თავს, ეს კი აბსოლუტური ტყუილია, სიცრუეა. თქვენ არ ხართ განცალკევებული ყოფიერებისგან და ერთი წამითაც კი არ შეგიძიათ მისგან განცალკევება. არცერთი ადამიანი არ წარმოადგენს კუნძულს. როგორც კი ამას აცნობიერებთ, განცალკევება ქრება, და უეცრად ერთიანი ხდებით ხეებთან და ვარსკვლავებთან. სწორედ ესაა წყალობის წამი: თქვენ სახლში დაბრუნდით.
 
სულ ესაა, რასაც სიტყვა „ბჰაგავანი“ აღნიშნავს. იგი ნიშნავს „კურთხეულს“.
 
მეოთხე კითხვა:
 
რატომ მეშინია ასე ქალების? და რატომ მომბეზრდა ასე ჩემი ცოლი?
 
ყველა კაცს ეშინია ქალების, და ყველა ქალს ეშინია კაცების. ეს უნდობლობა შემთხვევითი არაა, რადგანაც მათ ადრეული წლებიდან ასწავლიან, რომ მტრები იყვნენ. ისინი არ იბადებიან მტრებად, მაგრამ ხდებიან მტრები. როგორ შეიძება იმედი გქონდეს, რომ ოც წლიანი აღზრდის შემდეგ, რომლის დროსაც ისინი ერთმანეთისადმი შიშს სწავლობენ, ისინი ერთხელაც დაქორწინდებიან და ერთმანეთისადმი სრულ ნდობას აღმოაჩენენ? და ეს ყველაფერი მხოლოდ ქორწინების მოწმობის წყალობით, რომელიც ხუთი რუპია ღირს?
 
ოც წლიანი აღზრდა, რომელიც ერთმანეთისადმი შიშს ასწავლის,  თითქმის მესამედ ნაწილს შეადგენს სამოცი-სამოცდაათწლიანი ცხოვრებისა, თანაც ყველაზე მიმღებელ და ფაქიზ ნაწილს, რადგანაც როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ პირველ შვიდ წელიწადში ბავშვი იმის ნახევარს ითვისებს, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გებულობს. მომდევნო სამოცდასამ წელიწადში იგი მხოლოდ დარჩენილ ნახევარს ითვისებს. მაგრამ ორმოცდაათი პროცენტი პირველ შვიდ წელში აითვისება. იმ დროისთვის, როცა ოცი წლის ასაკს აღწევთ, თქვენ უკვე ოთხმოცი პროცენტით ხართ ჩამოყალიბებული. თქვენ უკვე უხეში და უცვლელი გახდით. თქვენ უნდობლობა გასწავლეს. 
 
ბიჭებს ეუბნებოდნენ: „თავი აარიდე გოგონებს, ისინი სახიფათონი არიან“. გოგონებს ეუბნებოდნენ: „თავი აარიდეთ ბიჭებს, ისინი ცბიერი არსებები არიან, ისინი რაიმე ცუდს დაგიშავებენ“. დაფიქრდით: ოცი წლის განმავლობაშ მშობლები, სკოლის, კოლეჯის,  უნივერსიტეტის მასწავლებლები,მღვდლები გამუდმებით გიმეორებდნენ ამას, - ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეგიძიათ, უეცრად გადააგდოთ მთელი ეს ოც წლიანი განპირობებულობა?
 
ეს საკითხი გამუდმებით ჩნდება. ჩემთან იმდენი მამაკაცი მოდის, რომლებიც ამბობენ, რომ ქალების ეშინიათ. ქალები მეუბნებიან, რომ მამაკაცების ეშინიათ. თქვენ არ დაბადებულხართ ამ შიშით; მამაკაცს, რომ მართლა ეშინოდეს ქალის, იგი არასოდეს ჩაისახებოდა მის საშვილოსნოში. არცერთი ქალი არ ჩაისახებოდა, რადგან მისი ჩასახვა მხოლოდ მამაკაცის მეშვეობითაა შესაძლებელი. როცა ცხოვრებას იწყებდით, ეს შიში არ გქონდათ. ბავშვი ყოველგვარი შიშის გარეშე იბადება, შემდეგ ჩვენ ვაწეპებთ მას შიშს და განპირობებულს ვხდით მის გონებას. 
 
ამ შიშის გადაგდება აუცილებელია. მან ადამიანები ნევროზულები გახადა. ქალები და მამაკაცები, ცოლები და ქმრები გამუდმებით ჩხუბობენ და არ ესმით, რატომ ჩხუბობენ. დროთა განმავლობაშ ყველა ურთიერთობა ფუჭდება. რატომ ხდება ეს? თქვენ მოგწამლეს, და გაცნობიერებულად უნდა გადააგდოთ ეს განპირობებულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შიში არ გაქრება. 
 
არც ქალში და არც მამაკაცში არაფერია საშიში. ქალებიც ზუსტად ისეთები არიან, როგორიც თქვენ, მათაც იმდენად ესაჭიროებათ სიყვარული, რამდენადაც თქვენ. მათ უნდათ, რომ მონაწილენი იყონ თქვენი ცხოვრებისა, მათ უნდათ, რომ სხვა ადამიანები იყვნენ მათი ცხოვრების მონაწილენი, რადგანაც რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ერთმანეთის ცხოვრებაში, მით უფრო მეტია სიხარული. 
 
ადამიანები ძალიან სევდიანად გამოიყურებიან. ისინი ძალიან მარტოსულნი გახდნენ. ისინი ბრბოშიც კი მარტოსულნი არიან, რადგანაც ყველას ეშინია სხვა დანარჩენების გამო. მაშინაც კი, თუკი ადამიანები ერთმანეთის გვერდით ზიან, ისინი თავს იკავაბენ, მთელი ძალით იკავებენ თავს, ამიტომ მთელი მათი არსება უხეში ხდება, შეუვალი ჯავშანით იფარება. ამიტომ მაშინაც კი, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, სინამდვილეშ შეხვედრა არ ხდება. ისინი ხელებს ჰკიდებენ ერთმანეთს, მაგრამ მათი ხელები ცივია, მათი გავლით სიყვარული არ გაედინება. დიახ, ისინი ეხვევიან ერთმანეთს, - ძვლებით ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ მათი გულები სადღაც შორს არიან. 
 
ადამიანებს სიყვარული სჭირდებათ. მათ სიყვარულის უზარმაზარი მოთხოვნილება აქვთ, ისეთივე მოთხოვნილება, როგორც საჭმლისა. საჭმლის საჭიროება - ეს უფრო დაბალი თანრიგის საჭიროებაა, ხოლო სიყვარულის საჭიროება - უფრო მაღალის, გაცილებით უფრო მაღალის.
 
ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს ბავშვებზე, რომლებიც სიყვარულის გარეშე იზრდებოდნენ. თითქმის ორმოცდაათი პროცენტი იმ ბავშვებისა, რომლებიც სიყვარულის გარეშე იზრდებოდნენ, ორი წლის განმავლობაშ კვდება. მათ აძლევდნენ საკვებს, ნებისმიერ მეცნიერულ ზრუნვას, მაგრამ მექანიკურად. ბავშთან ძძა მიდის, აბანავებს, აჭმევს მას, ყველა მის საჭიროებაზე ზრუნავს, მაგრამ ბავში არანაირ ადამიანურ სიყვარულს არ იღებს. ძძა არ ეხუტება მას, გულთან ახლოს არ მიაქვს, თავისი სხეულის სითბოთი არ ათბობს. ადამიანი არანაირ სითბოს არ ღებულობს. ორი წლის განმავლობაშ ამ ბავშვების ნახევარი კვდება. ეს უცნაური ჩანს, რადგანაც მათი სიკვდილის თვალნათლივი მიზეზები არ ჩანს. ისინი სრულიად ჯანმრთელნი იყვნენ, ფიზიკურად შესანიშნავად ვითარდებოდნენ, არ ავადმყოფობდნენ, მაგრამ შემდეგ ყოველგვარი მიზეზის გარეშე კვდებოდნენ. 
 
ცოცხლად დარჩენილები კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, ვიდრე მკვდრები. გარდაცვლილები გაცილებით უფრო გონივრულად იქცეოდნენ. რადგანაც გადარჩენილი ადამიანები არანაირ სიყვარულს არ ღებულობენ, ისინი ნევროზულები, შიზოფრენიკები, ფსიქოპატები ხდებიან. სწორედ სიყვარული გაქცევთ მთლიან ადამიანად. იგი წებოს ჰგავს, იგი მთლიანობად გაწეპებთ. ეს ბავშები კი ნაწილებად იშლებიან და ამ ნაწილებს არაფერი აკავებს ერთად. მათ არ გააჩნიათ სიყვარულის განცდა, არ აქვთ ცხოვრების ხედვა - ის, რაც მთლიანებად აქცევს. მათი ცხოვრება უაზროამრავალი მათგანი ნევროზიანი ხდება, მრავალი მათგანი დამნაშავე ხდება, რადგანაც სწორედ სიყვარული აქცევს ადამიანს შემოქმედად. თუ სიყვარული არაა, ადამიანი დამანგრეველი ხდება. ადოლფ ჰიტლერის დედას რომ მეტად ჰყვარებოდა იგი, სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. 
 
თუ სიყვარული არ არის, ადამიანს ავიწყდება შემოქმედების ენა, იგი დამანგრეველი ხდება. სწორედ ასე ჩნებიან კრიმინალები და პოლიტიკოსები. ეს ადამიანთა ერთი და იგივე ტიპია. მათ შორის არანაირი სხვაობა არაა, არანაირი ხარისხოვრივი სხვაობა. მათ სხვადასხვა სახეები, სხვადასხვა ნიღბები აქვთ, მაგრამ თავისი არსით ისინი ყველანი კრიმინალები არიან. თუ გისწავლიათ კაცობრიობის ისტორია, სინამდვილეში კაცობრიობის დანაშაულების ისტორია გისწავლიათ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ კაცობრიობის ნამდვილ ისტორიას, რადგანაც ნამდვილ ისტორიას ქმნიან ბუდები, ქრისტეები, ლაო ძიები. როდესაც ლუ-ძის კომენტირებას ვახდენ, მინდა სწორედ ასეთი ისტორია გაგაცნოთ. შესაძოა თქვენ მისი სახელიც კი არ გსმენიათ.
 
როდესაც ამ საოცრად მშვენიერ წიგნზე, „ოქროს ყვავილის საიდუმლოებაზე“ გესაუბრებით, ვცდილობთ დაგეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ არსებობს კაცობრიობის სრულიად სხვა ისტორია, რომელმაც ვერ იპოვნა ადგილი სკოლის სახელმძღვანელოებში. ისტორია მხოლოდ დანაშაულებებს ამჩნევს, ისტორია მხოლოდ დამანგრეველ მოვლენებს ამჩნევს. თუ ვინმეს მოკლავთ ქუჩაში, თქვენი სახელი მაშინვე გაჩნდება ყველა გაზეთში; ხოლო თუ ვინმეს ვარდის ყვავილს აჩუქებთ, ვერავინ გაიგებს ამ მოვლენის შესახებ.
 
თუ ბავშვობაში ბავშვს სიყვარული არ ჰყოფნიდა, იგი ან პოლიტიკოსი გახდება, ან კრიმინალი, ან სხვა რაიმე დამანგრეველ საქმიანობას იპოვნის, ან ჭკუიდან შეიშლება, რადგანაც მას არ შეუძლია შექმნა. მისი ცხოვრება უაზრო იქნება, იგი ვერანაირ აზრს ვერ იპოვნის მასში. იგი არასრულფასოვნების დიდი კომპლექსით დაიტანჯება, რადგანაც თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ღირსების შეგრძნება, თუ არავის უყვარდით. როცა ვიღაცას უყვარხართ, ღირსებას მოიპოვებთ, გრძნობთ, რომ ვიღაცას ჭირდებით, რომ ყოფიერებას რაღაც დააკლდებოდა თქვენს გარეშე. თუ ქალს უყვარხართ, იცით, რომ როდესაც მიდიხართ, ვიღაცა მოიწყენს. თუ მამაკაცს უყვარხართ, იცით, რომ ვიღაცის ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდით, და რადგანაც ვიღაცის ცხოვრებას უფრო ბედნიერს ხდით, უზარმაზარ სიხარულს გრძნობთ. სიხარული მაშინ ჩნდება, როცა ვინმეს სიხარულს ჩუქნით, - მხოლოდ მაშინ. რაც უფრო მეტ ადამიანს აქცევთბედნიერად, მით უფრო ბედნიერი ხდებით თავადაც.
 
სწორედ ამაშია მსახურების ჭეშმარიტი არსი, სწორედ ამაშია რელიგიის ჭეშმარიტი არსი - იმაში, რომ დავეხმაროთ ადამიანებს ბედნიერად გახდომაში, დავეხმაროთ ადამიანებს გათბობაში, დავეხმაროთ ადამიანებს, რომ უფრო მოსიყვარულეები გახდნენ. შექმენით ამ სამყაროში ცოტა სილამაზე, ცოტა სიხარული, შექმენით პატარა კუთხე, სადაც ადამიანებს შეეძებათ ზეიმი, სიმღერა, ცეკვა და უბრალოდ ყოფნა, და ჯილდო უზარმაზარი იქნება, - თქვენ ბედნიერი იქნებით.  მაგრამ ადამიანი, რომელიც არასოდეს ჰყვარებიათ, ვერ გაიგებს ამას. ისინი, ვინც გადარჩნენ, სახიფათო ადამიანები არიან. 
 
სიყვარული - ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილებაა, ეს საკვებია სულისთვის. სწორედ ისევე, როგორც სხეულს სჭირდება საკვები, იგი სჭირდება სულსაც. სხეული ფიზიკური საკვების ხარჯზე ცხოვრობს, სული სულიერი საკვების ხარჯზე ცხოვრობს. სიყვარული - სულიერი საკვებია, სულიერი კვებაა.
 
ჩემი გაგებით, მშვენიერი სამყაროს შექმნისთვის აუცილებელია, რომ ბავშებს ერთმანეთის სიყვარული ვასწავლოთ. ბიჭები და გოგონები არ უნდა დავაშოროთ ერთმანეთისგან. არაა საჭირო არანაირი დაყოფისა და არანაირი შიშს შექმნა. რატომ გაჩნდა ეს შიში? - სექსისადმი უზარმაზარი შიშის გამო. მთელი პრობლემა იმაშია, რომ სექსი მიუღებელია, და რადგანაც სექსი მიუღებელია, ბიჭებს და გოგონებს აშორებენ ერთმანეთს. კაცობრიობის ტანჯვა არ შეწყდება, სანამ იგი არ მიიღებს სექსს, როგორც ბუნებრივ მოვლენას. პრობლემები ქალსა და მამაკაცს შორის სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ დღესაც აგრძელებენ სექსის გაკიცხვას. ეს გაკიცხვა აუცილებლად უნდა გადავაგდოთ, და ახლა მისი გადაგდება შესაძლებელია.
 
მე მესმის, რატომ ხდებოდა ეს წარსულში. ამისთვის არსებობდა საფუძველი. მაგალითად, თუკი გოგო დაორსულდებოდა, პრობლემები იქმნებოდა. მშობლებს კი ძალიან ეშინოდათ ამის, საზოგადოებას ძალიან ეშინოდა ამის, ადამიანები შიშში ცხოვრობდნენ. ახდნენდნენ ბიჭების იზოლირებას გოგონებისგან, მათ შორის უზარმაზარ კედლებს აღმართავდნენ. შემდეგ ერთხელაც, ოცი წლის შემდეგ, მათ შორის კარს აღებდნენ და ეუბნებოდნენ: „ის არაა შენი მტერი, ის შენი ცოლია. გიყვარდეს იგი!“ ან: „ის არაა შენი მტერი, ის შენი ქმარია. გიყვარდეს იგი!“ და რა უნდა მოვუხერხოთ იმ ოც წელს, როცა იგი მტერი იყო? რა მოვუხერხოთ წინა ოცი წლის გამოცდილებას? ნუთუ შესაძლებელია ამის ასე იოლად გადაგდება? შეუძლებელია მათი გადაგდება. ისინი არ გტოვებენ, ისინი მთელი ცოხვრების მანძილზე თან დაგყვებიან.
 
დღეს ამის აუცილებლობა არ არის. ჩემი გაგებით მსოფლიოშ უდიდესი რევოლუცია მოხდა, როცა ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები გაჩნდა. ლენინი და მაო ძე დუნი არაფერია ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტებთან შედარებით. ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები - ეს უდიდესი რევოლუციაა. ისინი სრულიად სხვა სამყაროს შექმნიან, რადგანაც შიშის გადაგდება შესაძლებელი იქნება. ახლა არაფრის აღარ უნდა გვეშინოდეს. სექსის გაკიცხვის მიზეზი ორსულობის შიში იყო. ახლა საჭირო აღარაა მისი გაკიცხვა. შესაძლებელია მისი მიღება.
 
მეცნიერებამ ფუნდამენტი მოამზადა ახალი კულტურისთვის, და მე ვაცხადებ - ეს მომავალია! სწორედ ამიტომ, ყველა ის, ვინც თავისი წარსულითაა დამძიმებული, ჩემს წინააღმდეგ იქნება. მათ არ შეუძლიათ ჩემი გაგება, რადგანაც მე ვხედავ ამ მომავალს, მე ვხედავ, რა მოხდება მომავალში და გზას ვუმზადებ მას. ბიჭები და გოგონები მაქსიმალურ სიახლოვეში უნდა აღიზარდონ. ახლა შიში აღარაა საჭირო.
 
მე მესმის, რატომ იყო წარსულში ეს შიში. მე შემიძლია ვაპატიო წარსულის ადამიანებს, რადგანაც ისინი უმწეონი იყვნენ. მაგრამ თუკი ახლა ასწავლით თქვენს შვილებს ერთმანეთის შიშს, თუკი მათ იზოლირებას ახდენთ ერთმანეთისგან, ამის პატიება აღარ შეიძლება. ამის აუცილებლობა აღარაა. დღეს ბიჭებს და გოგონებს შეუძიათ ურთიერთობა, შეხვედრა, ერთად ყოფნა, სექსის შიში კი შეგვიძლია გადავაგდოთ. სექსი ასეთი მნიშვნელოვანი სწორედ შიშს გამო, გაკიცხვის გამო, უარყოფის გამო გახდა.წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი.
 
ეცადეთ გაიგოთ მარტივი ფსიქოლოგიური კანონი: თუკი რაღაცას ძლიერ უარყოფთ, იგი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თავად უარყოფა აქცევს მას რაღაც მნიშვნელოვნად, ეს შეპყრობილობად იქცევა. თუკი ბიჭებს და გოგონებს ოცი წლის განმავლობაში დააშორებთ ერთმანეთს, ისინი შეპყრობილნი გახდებიან ერთმანეთით, მხოლოდ ერთმანეთზე იფიქრებენ და სხვაზე ვერაფერზე. 
 
მე მსმენია ერთი ამბავი, რომელიც ელჩ ელისს შეემთხვა საბერძნეთში. ის და მისი მდივანი ემზადებოდნენ, რომ რაც შეიძლება სასწრაფოდ მოემზადებინათ მოხსენება, რომელიც რომში, უსაფრთხოების შესახებ ევროპის კონფერენციაზე უნდა წარედგინათ. მისი მდივანი, ოცი წლის დიდ მკერდიანი, ფუმფულა გოგო, დანიშნული იყო საზღვაო ფლოტის სიმპათიურ ოფიცერზე, და ორი დღის შემდეგ ჯვრისწერა ელოდა. ბუნებრივია, მას თავისი მზითევის მდგომარეობა უფრო აინტერესებდა, ვიდრე მდგომარეობა საბერძნეთის მთავრობაში. ელჩი ელისი უკიდურესად ცდილობდა, რომ მოხსენება დაემთავრებინა, რათა აეროპორტში რომის რეისისთვის მიესწრო. მოხსენების ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში გაცილებით უფრო მორყეული იყო, ვიდრე ეკონომიკური, ამიტომაც თავისი ნაშრომი ასე დაასათაურა: „არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს ადამიანი“. მას დრო არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ გულდასმით დაეთვალიერებინა თავისი ქაღალდები, რადგანაც უკვე აეროპორტში გამგზავრების დრო იყო. მან დაავალა, რომ თავისი სიტყვა ტელეტაიპით რომის საელჩოშ გადაეგზავნათ, რათა იქ ამოებეჭდათ მომავალი დღის კონფერენციისთვის. 
 
როდესაც რომში ჩავიდა, მას სსს-ს ოფიცერთა ჯგუფი შეხვდა, რომლებსაც კონფერენციის ადგილამდე უნდა წაეყვანათ იგი. ტელეტაიპით გადაცემულმა სათაურმა საგონებელში ჩააგდო ისინი. ელჩმა ელისმა ერთ-ერთ ასლს შეხედა. ელჩის მიერ ნაკარნახევი ბიბლიური გამოთქმა მისი მდივანის ინტერპრეტაციით ასე გამოიყურებოდა: „არა მხოლოდ სირითა ცოცხლობს ადამიანი“.
 
 
გონებას მხოლოდ ერთი რამ იპყრობს. სექსის გაკიცხვა, თავსმოხვეული ოცი წლის განმავლობაში, - და გონებას მხოლოდ ერთი რამ იპყრობს. ჩნდება ყველანაირი გარყვნილება, ჩნდება ჰომოსექსუალიზმი, ჩნდება ლესბოსელობა, პორნოგრაფია, ბინძური ფილმები, ადამიანები ფანტაზიებით იწყებენ ცხოვრებას, და ეს ყველაფერი იმ სისულელის გამო გრძელდება, რომელსაც თქვენი აღზრდით ახვევთ თავს. თქვენ გინდათ, რომ პორნოგრაფია გაქრეს. მას არ შეუძლია გაქრობა. თქვენ თავად ქმნით სიტუაციას მისი არსებობისთვის. ბიწებს და გოგონებს რომ თავისუფლად შეეძოთ ურთიერთობა, ვის მოუვიდოდა თავში ფოტოებზე შიშველი სხეულების თვალიერება?
 
წადით ინდიელი აბორიგენების ერთ-ერთ ტომში, რომლებიც შიშვლები ცხოვრობენ, აჩვენეთ მათ ჟურნალი „ფლეიბოი“ - და მათ გაეცინებათ. მე ვცხოვრობდი მათთან, ვსაუბრობდი მათთან და ვხედავდი, როგორ ეცინებოდათ. მათ არ ესმით, რა არის ამაში განსაკუთრებული. ისინი შიშვლები ცხოვრობენ და მშვენივრად იციან, როგორ გამოიყურება ქალი, და როგორ გამოიყურება მამაკაცი.
 
პორნოგრაფიის არსებობა მღვდლების ბრალია; ეს მათი ქმნილებაა, ისევე როგორც გარყვნილების ყველა სახე, რადგანაც თუ თქვენ არ შეგიძლიათ საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, რომლისადმიც ბუნებრივ მიზიდულობას გრძნობთ, ფანტაზიორობას იწყებთ. მაშნ უზარმაზარი პრობლემა ჩნდება: ფანტაზიის და ოცნებების ოცი წელი, შემდეგ კი ხვდებით ნამდვილ ქალს და ის სრულიად არ შეესაბამება თქვენს მოლოდინს - ყველა ამ ფანტაზიის გამო! თქვენ ისეთ გასაქანს აძლევდით თქვენს წარმოსახვას, რომ ახლა უკვე ვერცერთი რეალური ქალი ვერ დაგაკმაყოფილებთ! თქვენი ფანტაზიებითა და ოცნებებით თქვენ ისეთი წარმოდგენები შექმენით ქალზე, რომ ვერცერთი რეალური ქალი ვერ მოვა მათთან შესაბამისობაში; თქვენ ისეთი წარმოდგენები შექმენით მამაკაცზე, რომ ვერცერთი მამაკაცი ვერ მოვა მათთან შესაბამისობაში. აქედან მოდის სიმწარე და იმედგაცრუება, რომელიც ურთიერთობებში ჩნდება. მამაკაცები მოტყუებულად გრძნობენ თავს: „ეს ქალი მე არ შემეფერება“, - იგი იმდენ ხანს ოცნებობდა, ფანტაზიორობდა, რომ თავის ოცნებაშ შექმნა ყველაფერი, რაც სურდა, და ახლა ეს ქალი ძალიან უფერული ჩანს მისი ფანტაზიების ობიექტთან შედარებით.
 
თქვენს ფანტაზიებში ქალები არ ოფლიანდებიან - ნუთუ ასე არაა? ისინი არ გეკამათებიან, ისინი არ გექაქანებიან; ისინი უბრალოდ მშვენიერი ოქროს თოჯინები, არომატული ყვავილები არიან. და ისინი ყოველთვის ახალგაზრდებად რჩებიან, არასოდეს ბერდებიან, და რა თქმა უნდა არ ბუზღუნებენ. და რადგანაც ეს თქვენი ქმნილებაა, ისინი მაშინ იცინიან, როცა თქვენ გსურთ. მათი სხეულები იმდენად მშვენიერია, რომ ასეთები არ არსებობენ.
 
მაგრამ როდესაც რეალურ ქალს ხვდებით, მას ოფლი მოსდის, პირიდან ცუდი სუნი ამოსდის, და ხანდახან ქაქანებს. იგი გეკამათებათ, გიყვირით, ბალიშებს გესვრით, ჭურჭელს ამტვრევს, ათას რამეს გიკრძალავთ და თქვენს თავისუფლებაში ერევა. თქვენი ოცნების ქალი არასოდეს ერევა თქვენს თავისუფლებაში! რეალურ ქალთან ისე გრძნობთ თავს, როგორც ხაფანგში. ამასთან იგი არც ისეთი ლამაზია, როგორც წარმოგედგინათ. იგი სულაც არაა კლეოპატრა. იგი ჩვეულებრივი ქალია, ისევე როგორც თქვენ ხართ - ჩვეულებრივი მამაკაცი. არც თქვენ შეესაბამებით მის ფანტაზიებს და არც ის შეესაბამება თქვენსას. არავინაა ვალდებული, რომ ჩვენს ფანტაზიებს შეესაბამებოდეს! ადამიანები - უბრალოდ ადამიანები არიან. მაგრამ რადგანაც ოცწლიანი შიმშილობა ფანტაზიებს წარმოშობდა, ეს ფანტაზიები პრობლემებს ქმნიან მომავალში. 
 
შენ მეკითხები: „რატომ მეშინია ასე ქალების? და რატომ მომბეზრდა ასე ჩემი ცოლი?“
 
როგორც ჩანს შენ ძალიან ბევრს ფანტაზიორობდი. მოგიწევს, რომ გადააგდო ეს ფანტაზიები. მოგიწევს, რომ რეალობაშ ცხოვრება ისწავლო. მოგიწევს, რომ ჩვეულებრივში უჩვეულოს დანახვა ისწავლო. ეს უდიდესი ხელოვნებაა. ქალი - ეს არაა უბრალოდ სახე, უბრალოდ ფიზიკური პროპორციები, უბრალოდ ლამაზი კანი. ქალი - ეს სულია! მოგიწევს, რომ სიღრმეში შეეხო მას, მისი ცხოვრების, მისი შინაგანი ცხოვრების მონაწილე გახდე. შენ უნდა გაიცნო და შეერწყა მის ენერგიებს. ადამიანებს არ შეუძიათ გაცნობა და შერწყმა. მათთვის ეს არავის უსწავლებია. თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ სიყვარულის ხელოვნება, თუმცა ყველა ფიქრობს, რომ იცის, თუ რას ნიშნავს სიყვარული. თქვენ არ იცით. თქვენ იბადებით სიყვარულის მხოლოდ პოტენციალით, მაგრამ არა ხელოვნებით.
 
ორმოცდაათი წლის წინჯუნგლებში, კალკუტასთან ახლოს იპოვნეს ორი გოგონა, კამალი და ვიმალი. ისინი მგლებმა აღზარდეს. შესაძლოა ისინი არასასურველი ბავშვები იყვნენ, და დედამ ტყეში მიატოვა. მსგავსი არც თუ იშვიათად ხდება, მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილში: ტყეში პოულობენ ბავშვს, რომელიც ცხოველებს შორის გაიზარდა.
 
ეს ორი გოგონა აბსოლუტურად არ ჰგავდა ადამიანს. მათ არ შეეძლოთ ორ ფეხზე დგომა და ცხოველებივით დადიოდნენ. მათ ეს მგლებისგან ისწავლეს. მგლებივით ყმუოდნენ, არ იცოდნენ ბენგალიურად ლაპარაკი. ძალიან საშიშები იყვნენ და მგლებივით დარბოდნენ. იმდენად სწრაფად დარბოდნენ, რომ ნებისმიერ ოლიმპიურ ჩემპიონს გადაუსწრებდნენ. თუ განსრისხდებოდნენ და ვინმეს თავს ესმოდნენ, შეეძლოთ ნაკუწებად ექციათ ადამიანი. ისინი ადამიანებს გვაგონებდნენ, მაგრამ მთელი მათი აღზრდა მგლური იყო. 
 
თქვენ იბადებით ენის ათვისების შესაძლებლობით, მაგრამ არ იბადებით მასზე ლაპარაკის უნარით. სწორედ ასევე, თქვენ იბადებით სიყვარულის შესაძლებლობით, მაგრამ არ იბადებით სიყვარულის მზა ხელოვნებით. სიყვარულის ხელოვნება უნდა ისწავლოთ, იგი უნდა შეიწოვოთ.
 
ხდება სრულიად საწინააღმდეგო: თქვენ გასწავლიან არა სიყვარულის ხელოვნებას, არამედ სიძულვილის ხელოვნებას. თქვენ გასწავლიდნენ და ახლაც გასწავლიან, როგორ გძულდეთ ადამიანები. ქრისტიანები ასწავლიან მუსულმანების სიძულვილს, მუსულმანები ასწავლიან ინდუისტების სიძულვილს, ინდოელებს ასწავლიან პაკისტანელების სიძულვილს. თქვენ ბევრი რამის სიძულვილს გასწავლიან. რის სიძულვილს აღარ გასწავლიან! მამაკაცებს ქალების სიძულვილს ასწავლიან, ქალებს მამაკაცების სიძულვილს ასწავლიან, შემდეგ ერთხელა დაქორწინებას გადაწყვეტთ და ქორწინდებით - თქვენს მტერზე! - და მაშინ იწყება პრობლემები. მაშინ თქვენი ცხოვრება კოშმარად იქცევა. 
 
შენი ცოლი მოგბეზრდა, რადგანაც არ იცი, როგორ შეაღწიო მის სულში. შესაძოა იცი, როგორ შეაღწიო მის სხეულში, მაგრამ ძალიან მალე ეს მოგბეზრდება, რადგანაც უბრალოდ ერთიდაიგივეს გამეორებად იქცევა. სხეული - ძალიან ზედაპირული მოვლენაა. შეიძლება სექსი გქონდეს სხეულთან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შემდეგ იგი ძალიან ნაცნობი ხდება, მასში აღარაფერია ახალი. ამიტომ სხვა ქალებით ინტერესდები: ფიქრობ, რომ ალბათ რაღაცით განსხვავდებიან სენი ცოლისგან, - სხვა თუ არაფერი, ასე ჩანს, სანამ ჩაცმულები არიან. და შენ კვლავ აძლევ გასაქანს შენს წარმოსახვას. 
 
ტანსაცმელი იმისთვის მოიგონეს, რომ სექსუალური სურვილების პროვოცირება მოეხდინათ. შიშველი ქალი ვერ აძლევს საკვებს თქვენს წარმოსახვას. სწორედ ამიტომაც შიშველი ქალები და შიშველი მამაკაცები არც ისეთი მიმზიდველები არიან.თუმცა, როცა ქალის ან მამაკაცის სილამაზე ტანსაცმლითაა დაფარული, ეს თქვენს წარმოსახვას აღიზიანებს. თქვენ იწყებთ ფანტაზიორობას იმის შესახებ, რაც ტანსაცმლის ქვეშ იმალება. თქვენ კვლავ დაინტრიგებული ხართ.
 
ფანტაზიორობა საკუთარ ცოლზე წარმოუდგენელია, და ამაშია მთელი პრობლემა. ფანტაზიორობა შეიზლება მეზობლის ცოლზე, ის მიმზიდველად გეჩვენებათ.
 
მე მსმენია...
 
ერთი ადამიანი თრომბოზის მძიმე ფორმით იტანჯებოდა. ექიმებმა უთხრეს მას, რომ თუ გამოჯანმრთელება უნდოდა, სრულიად უნდა გამოერიცხა ალკოჰოლი, თამბაქო და ყველანაირი ფიზიკური ძალისხმევა. ნახევარი წლის შემდეგ იგი ისევ მივიდა ექიმთან გასინჯვაზე. როცა გაიგო, რომ საქმეები კარგად მიდის, ექიმს უთხრა:
 
- იცით, ხანდახან ისე მინდა დალევა - ცოტ-ცოტა, მხოლოდ გემოს გამო. იქნებ უკვე შეიძლება, რომ თვეში ერთხელ კი არა, კვირაში ერთხელ დავლიო - პარასკევობით ან შაბათობით?
 
- მე შემდეგს გთავაზობთ, - უპასუხა ექიმმა, - ნებას გაძლევთ, რომ ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ ვახშმის შემდეგ.
 
რამდენიმე თვეში პაციენტმა კვლავ მიმართა ექიმს. ამჯერად უთხრა:
 
- იცით, ექიმო, ხანდახან სიგიჟემდე მინდა მოწევა. იქნებ შეიძლება, რომ ერთი ღერი დილით მოვწიო, და თითო ყოველი ჭამის შემდეგ?
 
- არა, - უპასუხა ექიმმა, - ასე მალე დღეში ერთ კოლოფამდე ახვალთ. მაგრამ თუ გინდათ, შეგიძლიათ მოწიოთ კვირაში ერთი ღერი, მაგალითად, კვირის ვახშმის შემდეგ.
 
თვეები გადიოდა, ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განწყობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. მხოლოდ ერთი რამ ტანჯავდა განუწყვეტლივ. როცა ექიმს ესტუმრა, მაშინვე საქმეზე გადავიდა.
 
- ექიმო, სექსის გარეშე ცხოვრება არანორმალურია. დარწმუნებული ვარ, რომ საკმარისად ჯანმრთელი ვარ იმისთვის, რომ კვლავ მივცე თავს ამის უფლება. 
 
- არა, - უთხრა ექიმმა, - ფიზიკური ძალისხმევა და აგზნება შესაძლოა ზედმეტად დიდი აღმოჩნდეს თქვენთვის. შემიძლია შემდეგი რამ შემოგთავაზოთ: ნებას გაძლევთ, რომ კვირაში ერთხელ გქონდეთ სექსი - მაგრამ მხოლოდ ცოლთან.
 
ქმრებს ცოლები ბეზრდებათ, ცოლებს კი ქმრები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავისი პარტნიორის სულთან შეხებას. მათთვის ერთმანეთის სხეულები უკვე ნაცნობია, მაგრამ ხელიდან გაუსვეს ის კონტაქტი, რომელიც გულიდან გულზე, ცენტრიდან ცენტრზე, სულიდან სულზე უნდა მოხდეს. როცა თქვენ იცით, როგორ შეეხოთ ერთმანეთს სუყლებით, როგორ გახდეთ მეგობრები სულით, მაშინ არანაირი მობეზრება არ არსებობს. მაშინ სხვა ადამიანში ყოველთვის არის რაღაც აღმოსაჩენი, რადგანაც ყოველი ადამიანი - ეს უსასრულობაა, ყოველ ადამიანში თავად ღმერთია ჩადებული. ამ კვლევას დასასრული არ გააჩნია. 
 
სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ტანტრა აუცილებელი უნდა გახდეს ყოველი ადამიანისთვის. ყოველ სკოლაში, ყოველ კოლეჯში, ყოველ უნივერსიტეტში უნდა ასწავლიდნენ ტანტრას. ტანტრა - ესაა სულთა შეხების მეცნიერება, სხვა ადამიანის შუაგულ სიღრმეში შეღწევა. მოწყენილობა შეიძლება გაქრეს მხოლოდ იმ სამყაროში, რომელიც ტანტრას ხელოვნებას იცნობს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გაქრება - თქვენ მოითმენთ და აიტანთ მას, დაიტანჯებით მისგან, მოწყენილობისგან ეწამებით. სწორედ ასე ხდებოდნენ წამებულნი წარსულში. ისინი ამბობდნენ: „რას ვიზამ, ასეთია ჩემი ბედი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დასრულებულია. შემდეგ ცხოვრებაში რომელიმე სხვა ქალს ან მამაკაცს ავირჩევ, ამ ცხოვრებაში კი ყველაფერი დაკარგულია, ვერაფერს ვიღონებ. ამასთან, ჩვენ შვილებიც გვყავს, ათასი პრობლემა, პრესტიჟი, საზოგადოება, პასუხისმგებლობა...“ ასე იტანჯებოდნენ ადამიანები და წამებულად ყოფნას ირჩევდნენ.
 
ახლა კი ისინი მზად აღარ არიან ტანჯვისთვის და ამიტომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ:  ახლა ისინი სექსს არიან აყოლილები, მაგრამ ეს არ ანიჭებთ კმაყოფილებას. არც ინდოელი და არც ამერიკელი კმაყოფილი არაა. კმაყოფილი არავინაა, რადგან ყველას მთავარი ავიწყდება. ყველაზე მთავარი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუკი არ გაქვთ თქვენი ქალის ან თქვენი მამაკაცის შინაგანი მისტერიის ამოცნობის უნარი, ადრე თუ გვიან იგი მოგწყინდებათ. მაშინ ან წამებული გახდებით და ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, დაიტანჯებით და სიკვდილისგან დაელოდებით განთავისუფლებას, - ან სხვა ქალთან გააბამთ რომანს. მაგრამ ამ ქალთანაც ზუსტად იგივეს გაიმეორებთ, რასაც წინასთან აკეთებდით, და ახალი ქალიც მოგბეზრდებათ, ისევე როგორც ის, ვინც მის შემდეგ იქნება. მაშინ მთელი თქვენი ცხოვრება უბრალოდ პარტნიორების ცვლად იქცევა. ეს ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას... თუკი ტანტრას საიდუმლო ხელოვნებას არ შეისწავლით.
 
ტანტრა - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოა, რომელიც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. ეს უდიდესი ხელოვნებაა, ამიტომაც ძალიან ნატიფი. ხატვა ადვილია, ლექსების წერა ადვილია, სხვა ადამიანის ენერგიასთან ერთიანობის, სასიხარულო ერთიანობის შექმნა კი - ეს უდიდესი და ყველაზე რთულია ხელოვნებათა შორის.
 
ადამიანები ჩემს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, რადგანაც ვეუბნები, როგორ უყვარდეთ, როგორ აქციონ სიყვარული ლოცვად, ვეუბნები - როგორ უყვარდეთ იმდენად ღრმად, რომ თავად სიყვარული გახდეს თქვენი რელიგია - რომ ერთხელაც თქვენი ქალი გაქრეს, და მის ადგილას ღმერთი აღმოაჩინოთ; რომ ერთხელაც თქვენი მამაკაცი გაქრეს, და მის ადგილას ღმერთი აღმოაჩინოთ; რომ ერთხელაც ღრმა ერთიანობაში, ღრმა ორგაზმულ განცდაში, უზარმაზარ ექსტაზში თქვენ ორივენი წამიერად გაქრეთ, და დარჩეს მხოლოდ ღმერთი და მეტი არაფერი. 
 
მრავალი საუკუნის განმავლობაში თქვენ გასწავლიდნენ სექსის წინააღმდეგ ყოფნას, და ამან ძალიან სექსუალური გაგხადათ. აუცილებელია ამ პარადოქსის გაგება. თუ ჩემი გაგება გინდათ, მაშინ საჭიროა, რომ ძალიან ღრმად, ძალიან ნათლად გაიგოთ ეს პარადოქსი: თქვენ სექსუალური სექსის გაკიცხვის გამო გახდით.
 
ზუსტად რამდენიმე დღის წინ აქ მთავრობის წარმომადგენელი მოვიდა, რათა აშრამი დაეთვალიერებინა, რადგანაც მთავრობა ძალიან შეშფოთებულია: „რა ხდება აქ?“ - რას ვასწავლი აქ ადამიანებს? მას ძალიან მედიდურად ეჭირა თავი. ერთმა სანიასმა ქალმა აშრამის დათვალიერება შესთავაზა. რაღაც მომენტში მიეკრო და შეხება დაუწყო, ვითომც აქ არაფერიო. ქალს არანაირად არ მოუხდენია მისი პროვოცირება, მაგრამ იგი არ ისვენებდა. ქალი აღელდა: „რა მოვუხერხო ამ ადამიანს?“ იმდენად აღელდა, რომ მზად იყო დაერტყა, მე ვუთხარი მას: შემდეგში, თუ ეს მოხდება, როგორც საჭიროა ისე მოსცხე - მისთვის ეს აუცილებელია, იმსახურებს ამას. 
 
იგი სპეციალურად მოვიდა აქ, რათა გაერკვია ვითარება, კერძოდ სექსთან დაკავშირებით. და სეირნობის დროს, სანიასთან პირისპირ მარტო აღმოჩენილმა, მიეკრო და ჰკიტხა: „შეიძლება გაკოცოთ?“ და ეს ადამიანი იმისთვის გამოაგზავნეს, რომ დაეზვერა, თუ რა ხდებოდა აქ!
 
დაიმახსოვრეთ: შემდეგ ჯერზე, როცა აქ მთავრობის წარმომადგენელს აღმოაჩენთ, აჩვენეთ, სად იზამთრებენ კირჩხიბები!
 
ოფისში ეს ჩინოვნიკი კვლავ ძალიან მედიდური გახდა. ეს ჩახშობილი სექსუალობაა...
 
მე მსმენია ჯ.პ. მორგანის დუაიტ მოროუს სახლში სტუმრობის შესახებ. დიდი ამერიკელი ფინანსისტის გამორჩეული თვისება, სხვა ყველაფერთან ერთად, მისი უზარმაზარი, საოცრად უსახური წითელი ცხვირი იყო.
 
- გახსოვდეს, ენნ, - უმეორებდა მისის მოროუ თავის ქალიშვილს, - შენ ერთი სიტყვაც კი არ უნდა დაგცდეს მისტერ მორგანის გარეგნული შტრიხების შესახებ. ეცადე, რომ განსაკუთრებულად არ შეხედო მის ცხვირს. 
 
ენი შეჰპირდა ამას, მაგრამ როდესააც მისტერ მორგანი მოვიდა, დედა თვალს არ აცილებდა ქალიშვილს და ძალიან დაძანული იყო. ენი სამაგალითოდ იქცეოდა, მაგრამ მისის მოროუ ვერ ისვენებდა. იგი ფინანსისტს მიუბრუნდა, ჩაი დაუსხა და ნაზი ღიმილით ჰკითხა:
 
- მისტერ მორგან, ერთი თუ ორი ნატეხი შაქარი გინდათ ცხვირში?
 
აი, რა დაემართა მთელს კაცობრიობას: ჩახშობილი სექსი შეპყრობილობად იქცა.
 
ადამიანები თვლიან, რომ მე სექსუალობას ვასწავლი. მე ტრანსცენდენციას ვასწავლი. მალე ეს აშრამი ერთადერთი ადგილი გახდება, სადაც სექსი არავისთვის არ იქნება აკვიატებული იდეა. ეს განცდა უკვე დაემართა ასეულობით სანიასინს. ყოველდღე ვღებულობ წერილებს მამაკაცებისგანაც და ქალებისგანაც: „ოშო, რა ხდება? მე სექსუალური სურვილი მიქრება. სექსი უკვე აღარც ისე მაინტერესებს“.
 
პათოლოგიური ინტერესის მიზეზი დათრგუნვაა. როგორც კი დათრგუნვა გაქრება, ინტერესიც გაქრება, და რჩება ბუნებრივი მიდრეკილება, რომელიც არ წარმოადგენს პათოლოგიას ან შეპყრობილობას. ყველაფერი, რაც ბუნებრივია, მშვენიერია. მსგავსი ინტერესი სექსისადმი არაა ბუნებრივი. პრობლემა იმაშია, რომ იგი იქმნება მღვდლების, პოლიტიკოსებისა და ეგრეთ წოდებული მაჰატმების მიერ. დამნაშავენი ამაში სწორედ ისინი არიან - ისინი ხელს უწყობენ ამას, თუმცა ფიქრობენ, რომ ადამიანებს სექსის მიღმა გასვლაში ეხმარებიან. სრულიადაც არა! ისინი თავად უბიძგებენ კაცობრიობას ამ ჭაობისკენ. 
 
თუ სწორად გამიგებთ და აქ გამოცდით ამას საკუთარ თავზე, გაოცდებით: ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ სექსი ბუნებრივი მოვლენა ხდება, შემდეგ კი, თქვენი მედიტაციის გაღრმავების შესაბამისად, იმის შესაბამისად, თუ როგორ ჩაუღრმავდებით სხვა ადამიანის სულს, სხეულებრივი კონტაქტი ნაკლებად საჭირო გახდება. დადგება მომენტი, როდესაც სექსუალობაში არ იქნება აუცილებლობა, როცა იგი ახალ დონეზე გადავა, და ენერგია ზემოთკენ დაიწყებს მოძრაობას. ეს ერთი და იგივე ენერგიაა. დაბალ დონეზე ეს სექსუალობაა, მაღალ დონეზე - სამადჰი.
 
მე ერთი წიგნი დავწერე - უფრო ზუსტად, არ დავწერე, ეს ჩემი დისკურსების ნაკრებია. მას ეწოდება „სექსიდან ზეცნობიერებამდე“. უკვე თხუთმეტი წელი გავიდა. მას შემდეგ ორას წიგნამდე გამოიცა, მაგრამ როგორც ჩანს ამ სხვა წიგნებს არავინ კითხულობს, - ყოველ შემთხვევაში, ინდოეთში. ყველა კითხულობს წიგნს - „სექსიდან ზეცნობიერემამდე“. ასევე ყველა აკრიტიკებს მას, აღშფოთებულნი არიან მისით. ჯერ კიდევ იწერება სტატიები და წიგნები მის წინააღმდეგ, მაჰატმები განაგრძობენ მის გაკიცხვას. მე ორასი წიგნიო დავწერე, მაგრამ არავინ ახსენებს სხვა წიგნებს, არავინ არც კი უყურებს სხვა წიგნებს. 
 
გახსოვთ? – „მისტერ მორგან, ერთი თუ ორი ნატეხი შაქარი გინდათ ცხვირში?“ - თითქოს მხოლოდ ერთი წიგნი დამეწეროს.
 
ადამიანები იტანჯებიან ჭრილობისგან. სექსი ჭრილობად იქცა. აუცილებელია მისი განკურნება. 
 
გახსოვდეთ, არაა საჭირო, რომ ქალების გეშინოდეთ, არაა საჭირო, რომ მამაკაცების გეშინოდეთ. ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვგავართ, ყოველ ჩვენგანში - ერთი და იგივე ღმერთია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, ჩვენ უფრო უნდა დავუახლოვდეთ ერთმანეთს, რადგანაც ეს ერთადერთი საშუალებაა ღმერთთან დასაახლოვებლად. სიყვარული - ეს ერთ-ერთი უდიდესი კარია ღმერთისკენ, ისევე, როგორც გაცნობიერებულობა.
 
აღმოსავლეთი ყოველთვის გაცნობიერებულობის გზას მიჰყვებოდა და ცალმხრივი გახდა. დასავლეთი სიყვარულის გზას მიჰყვებოდა და ცალმხრივი გახდა. მე ერთსაც გასწავლით და მეორესაც - მოსიყვარულე გაცნობიერებულობას, გაცნობიერებულ სიყვარულს. ეს დაგეხმარებათ ინტერგაციის მიღწევაში, ინდივიდუაციის მიღწევაში.
 
დღეისათვის საკმარისია. 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff