ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 6 - სიხარულში დაბადებულები

 

თავი 6

სიხარულში დაბადებულები

პირველი კითხვა:

რატომაა ასე ძნელი რომ გიხაროდეს?

ძნელია გიხაროდეს, რადგანაც ამისთვის საჭიროა გაქრე. სიხარული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შენ არ ხარ. შენ და სიხარული შეუთავსებელი ხართ: როცა სიხარულია, შენ არ ხარ; როცა შენ ხარ, სიხარული არაა. ეს ისევეა, როგორც სინათლე და სიბნელე: მათ არ შეუძლიათ ერთდროულად თანაარსებობა.

სიხარული ძნელია, სიხარული არაა ადვილი, - რადგანაც ძნელია სიკვდილი, სიკვდილი არაა ადვილი. მხოლოდ მათ, ვინც ყოველ მომენტში კვდება, შეუძლიათ სიხარული. რაც უფრო მეტად შეგიძლია მოკვდე, მით უფრო ღრმაა შენი სიხარული, მით უფრო დიდია მისი ალი და მშვენიერია მისი ყვავილობა.

სიხარული ძნელი კიდევ იმიტომაა, რომ ძალიან ბევრი ჩადე უბედურად ყოფნისთვის. სანამ ამას არ გააცნობიერებ, შენ შეეცდები გახარებას, მაგრამ ვერასოდეს შეძლებ. უნდა გადააგდო უბედურად ყოფნის ჩვევა. ბავშვობიდან ყველა ეჩვევა იმას, რომ უბედურად ყოფნა მომგებიანია. თუ უბედური ხართ, მშობლები მეტ ყურადღებას ავლენენ. თუ ავად ხართ, მშობლები მეტად ზრუნავენ თქვენზე. თუ ბედნიერი და ჯანმრთელი ხართ, არავინ გაქცევთ ყურადღებას. ყურადღება კი  საკვებია ეგოსთვის, ეგოს არ შეუძლია ყურადღების გარეშე , ეს   მისი სუნთქვაა. ისევე, როგორც სხეულს სჭირდება ჟანგბადი, ეგოს სჭირდება  ყურადღება.

როცა ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ, მშობლები არანაირ ყურადღებას არ გაქცევენ, ამაში არაა აუცილებლობა. მაგრამ როდესაც ავად ხართ და უბედური , როცა ტირით და ოხრავთ, მთელი ოჯახი იწყებს თქვენზე ზრუნვას, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ყველა ტოვებს თავის საქმეს: დედა სამზარეულოდან მორბის, მამა გვერდზე დებს გაზეთს და მთელი ყურადღება თქვენზე ფოკუსირდება. ეს უზარმაზარ დაკმაყოფილებას იძლევა ეგოსთვის, და თანდათანობით იწყებთ ამის გამუდმებულად გამოყენებას: გახდი უბედური და ყველა მოგაქცევს ყურადღებას, გახდი უბედური და ყველა შეგიბრალებს. როცა გახარებული ხართ, არავის ეცოდებით. სწორედ ამიტომ სცემენ ასეთ დიდ პატივს ასკეტებს. როცა ვინმე მარხულობს, ადამიანები ამბობენ: „რა დიადი წმინდანია!“ მას უბრალოდ მოსწონს უბედურად ყოფნა. დატკბით საკვებით და არავის შეეცოდებით; იმარხულეთ, და ყველა შეგიბრალებთ.

თუ შეგიყვარდებათ, ვინ შეგიცოდებთ? არავინ,  პირიქით, ყველას შეშურდება თქვენი. თქვენ მეტოქე იქნებით. მათ თავად სურთ ეს ქალი. თქვენ მტერი ხართ. უარი თქვით სექსზე, დადეთ უბიწოების აღთქმა, წადით გამოქვაბულში, და მაშინ ადამიანები ყველაზე შრეული ადგილებიდან ჩამოვლენ, რომ პატივი მოგაგონ - „რა დიადი ასკეტია!“ - არადა თქვენ მხოლოდ თამაშობთ უბედურებას... მაგრამ უბედურება ფასდება. თუ უბედური ხართ, შეგიძლიათ მაჰატმა გახდეთ.

ასეთია კაცობრიობის მთელი ისტორია: უბედურება ყოველთვის ფასდებოდა, თქვენ ყოველთვის აფასებდით უბედურ ადამიანებს, ხოლო თუ უბედურება ნებაყოფლობითია, თუ თავად აიძულეთ საკუთარ თავს, რომ უბედური ყოფილიყავით, მაშინ კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებთ. მაჰატმა განდის მთელ სამყაროში პატივსე სწორედ იმიტომ სცემენ, რომ ის ნებაყოფლობითი ტანჯული იყო, ის აიძულებდა საკუთარ თავს, რომ უბედური ყოფილიყო. როგორ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ მას? ის რომ დამტკბარიყო და ნორმალურად ეცხოვრა სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებით, თქვენ მისი შეგშურდებოდათ, თქვენი მისი მოწინააღმდეგე იქნებოდით.

გააცნობიერე გონების ეს ხერხები და სტრატეგიები და შეძლებ მათ გადაგდებას. ნუ მოითხოვ ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური დარჩები. ყურადღებას მხოლოდ მაშინ გაქცევენ, როცა უბედური ხარ; ეს ბუნებრივი მექანიზმის ნაწილია.

იგივე ემართება სხეულსაც: თუ თავი გტკივათ, მთელი თქვენი ყურადღება თავისკენაა მიმართული და ივიწყებთ დანარჩენ სხეულს. თუ ფეხი გტკივათ, მთელი ყურადღება ფეხზე გადადის და ივიწყებთ დანარჩენ სხეულს. ფეხი ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. ძალიან კარგია, რომ ხელებს, ფეხებს და თავს არ შეუძლიათ ეშმაკობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მუდამ ავად იქნებოდნენ. კარგია, რომ მათ არ გააჩნიათ ეგო. ფეხს რომ ეგო ჰქონოდა, ის მუდამ იავადმყოფებდა, რადგანაც მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაქცევდით ყურადღებას, დაიზელდით, იზრუნებდით მასზე.

სწორედ ასეთივე მექანიზმი მოქმედებს შიგნითაც: ყურადღება იმ ნაწილისკენ მიემართება, რომელიც გვტკივა. ასეთივე მექანიზმი მოქმედებს ოჯახში, საზოგადოებაში, მთელს მსოფლიოში. ამ ხერხის ერთხელ გამოყენების შემდეგ, თქვენ არაცნობიერად აგრძელებთ მის მუდმივად გამოყენებას, იგი ავტომატური ხდება; თქვენ უბრალოდ იყენებთ ამ ფანდს. ქმარი სახლში მოდის და ცოლი მყისიერად ხდება უბედური. მე ეს არაერთხელ შემიმჩნევია.

როცა ინდოეთში ბევრს ვმოგზაურობდი , ხშირად ვსტუმრობდი სხვა და სხვა ოჯახებს. ცოლი ბედნიერია და იცინის, ქმარი სახლში ბრუნდება და მე ვაკვირდები, როგორ იცვლება მისი სახე. ის არ თვალთმაქცობს, სრულიადაც არა, ეს აღარაა აუცილებელი, ეს ავტომატურად ხდება: ხედავს რა, როგორ იღება კარი და შემოდის ქმარი, ის მყისიერად იცვლება. . მისი სახე უბედური ხდება, რადგანაც ქმარი მხოლოდ მაშინ მიაქცევს ყურადღებას, თუკი ის იტანჯება.

შენ უნდა გააცნობიერო ეს მექანიზმი. ეს აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაანგრევს სიხარულის ნებისმიერ შესაძლებლობას შენს ცხოვრებაში .  მან უკვე დაანგრია. მილიონობით ადამიანი იტანჯება და უბედურია, რადგანაც ყურადღება სწყურიათ. ეს სიბრიყვეა, რადგანაც ყურადღება არაფერს იძლევა. ის მხოლოდ აძლიერებს შენს ეგოს, რომელიც შენ არ ხარ. ეს არაა შენი არსი, ეს მხოლოდ შენი პიროვნებაა. , შენი „ფსევდო - მე“, მაშინ, როცა ჭეშმარიტი „მე“ შიმშილობს.

შენს ჭეშმარიტ „მე“-ს არ ჭირდება არანაირი ყურადღება. ჭეშმარიტ „მე“-ს შეუძლია იცხოვროს ყოველგვარი ყურადღების გარეშე, რადგანაც იგი არავისზეა დამოკიდებული. ჭეშმარიტ „მე“-ს შეუძლია სრულ მარტოობაში უხაროდეს. მას სხვა არავინ სჭირდება, რაღა უნდა ვთქვათ ყურადღებაზე? მას სხვაც კი არ სჭირდება. მისი სიხარული  შიგნითაა. იგი არ მოდის გარედან, იგი არაა დამოკიდებული რაიმე პირობებზე. იგი უპირობოა. ეს სპონტანური, შინაგანი, ბუნებრივი მოვლენაა.

დააკვირდი და გააცნობიერე, რამხელა სარგებელს ნახულობ შენი უბედურებისგან, და მაშინ მიხვდები, რატომ არ შეგიძლია გახარება. ნუ შეიტან წვლილს უბედურებაში და შენ დაგიბრუნდება სიხარული.

ჩვენ სიხარულში ვიბადებით. სიხარული თავად ჩვენი არსია. იმისთვის, რომ გახარებული ვიყოთ არაფერია საჭირო. შეგვიძლია გახარებული ვიყოთ უბრალოდ დუმილში. სიხარული ბუნებრივია, ტანჯვა არაბუნებრივია. მაგრამ ტანჯვა მომგებიანია, სიხარული კი უსარგებლო . მას არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

ასე რომ,  არჩევანი შენზეა. თუ გინდა, რომ სიხარულით სავსე იყო, უნდა გახდე არავინ - ეს შენი არჩევანია. თუ გინდა, რომ გახარებული იყო, მოგიწევს, რომ არავინ გახდე, რადგანაც ვერ მიიღებ ვერანაირ ყურადღებას.პირიქით, ადამიანებს შეშურდებათ და მტრულად იქნებიან განწყობილი. შენ არ მოეწონები მათ. მხოლოდ მაშინ მოეწონები, თუ უბედური იქნები. მაშინ შეგიცოდებენ. მაშინ მათი ეგოც დაკმაყოფილდება და შენიც. როცა გიბრალებენ, ისინი საკუთარ თავს შენზე მაღლა აყენებენ. ისინი ზემოდან გიყურებენ და ტკბებიან სიბრალულის თამაშით. სიბრალული ძალადობრივია. ისინი ხედავენ, რომ შენ უბედური ხარ, მაშინ როცა თავად არ არიან უბედური.  ისინი შემცოდებელი ხდებიან,  შენ კი -  შეცოდებული. მათი ეგო დაკმაყოფილებულია, და შენი ეგოც დაკმაყოფილებულია, რადგანაც შეგიძლია საკუთარ თავს უთხრა: „ხედავ, რა მნიშვნელოვანი ხარ: ყველას ებრალები“. ასე რომ , ორივე მხარის ეგო დაკმაყოფილებულია. ეს ძალიან მომგებიანია. არავინ არაფერს კარგავს.

როცა გიხარია, ცეკვავ, მღერი, როცა ბედნიერი ხარ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შენი ეგო ქრება, რადგანაც ის ვერანაირ ყურდღებას ვერ იღებს.მაგრამ გარშემომყოფები ვერ გრძნობენ თავს კარგად, რადგან მათ  შესაძლებლობას ართმევ, რომ თავიანთი ეგო დაიკმაყოფილონ.

სწორედ ამიტომ იყვნენ ადამიანები იესოს და ბუდას წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ არიან ჩემს წინააღმდეგ. მათ ურჩევნიათ, რომ ასკეტი ვიყო, ვიშიმშილო და ხის ქვეშ ვიცხოვრო, როგორც გლახაკმა, - მაშინ ძალიან კმაყოფილები იქნებოდნენ. მაშინ ათასობით მოვიდოდნენ და თაყვანს მცემდნენ. მაგრამ მე სხვაგვარად ვცხოვრობ : მე სიხარულსა და სიუხვეში ვცხოვრობ და ეს მათ აღიზიანებს. ისინი ბედნიერები არიან, როცა ვიღაც მიდის სასახლიდან და გლახაკი ხდება. მაშინ ისინი კმაყოფილები არიან, მაშინ უყვართ ეს ადამიანი. მაგრამ თუ გლახაკი გადადის სასახლეში, ყველა მის წინააღმდეგ ხდება განწყობილი. ეს იდეა  მათ საერთოდ არ მოსწონთ.

უბრალოდ , დააკვირდი საკუთარ თავს: შენც ასე იქცევი. თუ ვინმე ნემსებზე წვება, მას მაშინვე თაყვანს სცემ მას, თითქოს რაღაც დიადს აკეთებდეს, თითქოს სიკეთე მოჰქონდეს კაცობრიობისთვის. ის უბრალოდ მაზოხისტია, მაგრამ ის უყვართ, მას პატივს სცემენ. ეს არაჯანსაღი და ავადმყოფური პატივისცემაა.  სწორედ პატივისცემის გულისთვის წევს იგი ნემსებზე. მას ყურადღება სწყურია, ეს კი ყველაზე მარტივი მეთოდია ყურადღებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად. მისი ეგო დაკმაყოფილებულია. იგი მზადაა ნემსებზე იწვეს და იტანჯებოდეს.

დიდი ან მცირე მასშტაბით ყველგან მსგავსი ხდება .   უარი თქვი ამაზე ,  ეს ძალიან ძველი მახეა და მაშინ შეძლებ გახარებას, მაშინ ვერ შეძლებ, რომ არ გიხაროდეს. თუ მზად ხარ, რომ არავინ გახდე, თუ არ საჭიროებ არავის ყურადღებას, მაშინ არ არსებობს არანაირი პრობლემა. მაშინ შეგიძლია გიხაროდეს... გიხაროდეს უბრალო ამბები. მაშინ წვრილმანებიც კი უდიდეს სიხარულს მოგგვრის.

დააკვირდი, როგორ ზის იესო თავის მეგობრებთან ერთად, ჭამს და ღვინოს სვამს.  ადამიანებმა ეს ვერ აიტნეს . მათ ეყვარებოდათ იგი, ასკეტი რომ ყოფილიყო, მაგრამ ის არ იყო ასეთი.

ერთხელ იესო რომელიღაც ქალაქში ჩავიდა. მარიამ მაგდალინელმა იგი პირველად დაინახა იქ და მაშინვე შეუყვარდა. იგი სიყვარულს იმსახურებდა. ნუთუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება? ნუთუ შეიძლებოდა, რომ არ შეგყვარებოდა ასეთი ადამიანი? მან ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი მოიტანა, ფეხებზე დაასხა იესოს და ამ ძვირფასი ნელსაცხებლით დაბანა ფეხები. და სიხარულისგან ტიროდა. მაშინ იუდამ უთხრა იესოს: „ეს არაა კარგი, შენ უნდა გაგეჩერებინა იგი. ეს ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელია. შეგვეძლო გაგვეყიდა და ამ ფულით რამდენიმე ღატაკი დაგვეპურებინა“.

ვის ეთანხმები :  იუდას თუ იესოს? თუ გულწრფელი ხარ, იუდას ეთანხმები, ხოლო თუ გულწრფელი ხარ საკუთარ თავთან, ეთანხმები იუდას. როგორც ჩანს, ის პირველი სოციალისტი იყო ან კომუნისტი, ან განდისტი. ლოგიკის თვალსაზრისით, ის სრულიად მართალია. ინტელექტუალურად ის იესოს ყველაზე სრულყოფილი მოსწავლე იყო და მისი ლოგიკა უზადოა.

მაგრამ იცი რა თქვა იესომ? იესომ რაღაც აბსურდული თქვა. მან თქვა: „შეგიძლიათ ღატაკებზე მაშინ იზრუნოთ, როდესაც მე წავალ. ღატაკები ყველგან და ყოველთვის არიან, ასე რომ , არ იდარდოთ ამაზე. მაგრამ სანამ აქ ვარ, გიხაროდეთ“.

შენ ეთანხმები იესოს? თუ კი, მაშინ შეგიძლია სიხარული. თუ არა, მაშინ ყოველთვის უბედური იქნები. „მომისმინე, - შეიძება თქვას შენმა ჭკუამ, - იუდა ხომ მართალია“. იესოს სიტყვები სრულიად აბსურდულად ჟღერს. რას ამბობს? – „ღატაკები ყველგან და ყოველთვის არიან, ახლა კი თქვენთან საქმროა - მაშინ გიხაროდეთ, იზეიმეთ“. ეს ზეიმია.

ის, რომ ადამიანები იესოს წონააღმდეგ იყვნენ, სრულიად ბუნებრივია ჩვენი ე.წ. ინტელექტისთვის. იესომ თქვა: „მე არ შემიძლია ამ ქალის მიტოვება, რადგანაც იგი ისეთი გახარებულია. მე არ შემიძლია მისი სიხარულის დანგრევა. შეხედეთ მის ცრემლებს, შეხედეთ მის არსებას.ის ხომ ასეთ ბედნიერ განწყობაზეა. ეს სიმბოლური ჟესტია: მან ჩემს ფეხებზე დაღვარა ეს ძვირფასი ნელსაცხებელი, რადგანაც ნეტარების მწვერვალზეა. და იგი ზეიმობს ამას. მე არ შემიძლია მივატოვო ის, ვინც ზეიმშია“.თუ შენ ეთანხმები იესოს, შენ შეგიძლია სიხარული.

ასე რომ შენზეა დამოკიდებული, იუდას დაეთანხმები თუ იესოს.

მეორე კითხვა:

შენ არ გყოლია ოსტატი. შესაძლოა არც ერთ ბუდას არ ჰყოლია ოსტატი. ხანდახან მგონია, რომ ოსტატის არჩევა ნიშნავს ხელი შეუშალო საკუთარ გასხივოსნებას. მე ვგულისხმობ საკუთარი გზის საჭიროებას, დამრიგებლობის შეუძლებლობას. გთხოვ, ამიხსენი, რას გულისხმობ ამაში?

მე არასოდეს და არავისთვის დამისვამს მსგავსი კითხვა. დასვა კითხვა - ნიშნავს ეძებო დამრიგებელი, გესაჭიროებოდეს დამრიგებლობა. შეკითხვა ყოველთვის ვინმესგან პასუხის მიღების საჭიროებაა. თუ კითხვები გაქვს, მოგიწევს ოსტატის არჩევა.

ოსტატი ისაა, ვინც მზადაა გიპასუხოს. მოსწავლე არაა ის, ვინც უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო სვამს კითხვას; ესაა ის, ვინც მზადაა ყველაფერი გაიღოს პასუხის მისაღებად, და მზადაა მოახდინოს საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაცია მიღებული პასუხის შესაბამისად. თუ შენ ნამდვილად სვამ კითხვას, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გახდი მოსწავლე. მოსწავლე ისაა, ვინც პასუხს ეძებს თავის კითხვაზე.

იესო ამბობს: „ითხოვეთ და მოგეცემათ. დააკაკუნეთ და გაგიღებენ. ეძიეთ და ჰპოვებთ“.

„ითხოვეთ და მოგეცემათ“... კითხვაზე პასუხის თხოვნა - ეს მოსწავლეობის დასაწყისია. და სანამ მოსწავლე არ გახდები, ოსტატი არ მოგაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგანაც ბევრი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო მიდის მასთან. უბრალო ცნობისმოყვარეობა არ ნიშნავს ძებნისთვის მზადყოფნას. იმისთვის რომ ეძებოთ, საჭიროა შინაგანი ვალდებულება, რადგანაც ძიება სარისკოა .  ის არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ეგზისტენციალურიცაა. ასე რომ, თუ მართლა გინდა კითხვის დასმა, გახსოვდეს, - მე მინდა, რომ გააცნობიერო, - ეს ნიშნავს, რომ შენ მოსწავლე ხდები. ხოლო თუ თვლი, რომ ოსტატის არჩევით საკუთარ გასხივოსნებას უშლი ხელს, მაშინ გთხოვ, ნუ დასვამ კითხვებს.

და იმის მიხედვით, რაც შენ დღეს იკითხე, ვხედავ, რომ შვიდი კითხვა დასვი. შენ ყველაზე მეტი კითხვა დასვი.

მეორეც, შენ ამბობ: შენ არ გყოლია ოსტატი“. ეს მართალია, მე არ მყოლია ოსტატი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვყოფილვარ მოსწავლე. მე მთელი არსებობა მივიღე ოსტატად. იმისთვის, რომ მთელი არსებობა აირჩიო ოსტატად, გაცილებით მეტი სიმამაცეა საჭირო. თუ შენ არ შეგიძლია, რომ ერთადერთი ადამიანი მიიღო მასწავლებლად, როგორ შეძლებ მთელი არსებობის მიღებას - ხეებისა და ქვების, მდინარეებისა და ღრუბლების? თუ არ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ადამიანი, როგორ შეგიძლია შეიყვარო ყველაფერი არსებული? ეს მართალია, რომ მე არ მყოლია ოსტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლე არ ვყოფილვარ. მთელი მოსწავლეობის დროს უფრო მეტად ვიყავი ძიების ერთგული, ვიდრე შენ. მე ღრუბლებს ვენდობოდი, რაც ძალიან რთულია. მე ხეებს ვენდობოდი, რაც თითქმის შეუძლებელია. მე ვენდობოდი ყოფიერებას, როგორც ასეთს. თუ ამის უნარი გაქვს, მაშინ არ გჭირდება რომელიმე განსაკუთრებული ოსტატი, რადგანაც მაშინ ნებისმიერ რამეს შეუძლია გახდეს  შენი ოსტატი.

როცა დიადი სუფი მისტიკოსი - ჰასანი  კვდებოდა ,  ვიღაცამ ჰკითხა:

- ჰასან, ვინ იყო შენი ოსტატი?

მან უპასუხა:

- ძალიან გვიანია კითხვების დასმა. მე ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა.

მაგრამ მამაკაცი დაჟინებით უმეორებდა:

- უბრალოდ დაასახელე მისი სახელი. შენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, ჯერ კიდევ სუნთქავ და ლაპარაკობ, შენ შეგიძლია უბრალოდ დაასახელო მისი სახელი.

ჰასანმა თქვა:

_ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ მე ათასობით ოსტატი მყავდა. თუ მათი სახელების ჩამოთლას დავიწყებ, ამაზე თვეები და წლები დაიხარჯება. ძალიან გვიანია. მაგრამ სამ ოსტატზე აუცილებლად მოგიყვები.

ერთ-ერთი მათგანი ქურდი იყო. ერთხელ უდაბნუში გზა ამებნა, და როდესაც როგორც იქნა , დასახლებულ ადგილს მივაღწიე , უკვე ძალიან გვიანი იყო. ნახევარი ღამე გავიდა; ყველა მაღაზია და ქარავან-სარაი დაკეტილი იყო. ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. გადავწყვიტე ვინმე მაინც მომეძებნა. და დავინახე ადამიანი, რომელიც ცდილობდა ხვრელი გაეკეთებინა სახლის კედელში. მე ვკითხე, თუ სად შემეძლო გაჩერება, მან კი მიპასუხა: „მე ქურდი ვარ, შენ კი სუფ მისტიკოსს ჰგავხარ“, - ის ჩემი ტანსაცმლით მიხვდა, მელი ჩემი გარეგნობით... შემდეგ თქვა: „საეჭვოა, რომ ახლა რაიმე იპოვნო, მაგრამ შეგიძლია ჩემს სახლში გაჩერდე. შეგიძლია ჩემთან დარჩე, თუ ქურდის საზოგადოება უხერხული არ იქნება შენთვის“.

მე დავეჭვდი, - განაგრძობდა ჰასანი, - მაგრამ შემდეგ ვიფიქრე: თუ ქურდს არ ეშინია სუფის, სუფს რატომ უნდა ეშინოდეს ქურდის? სინამდვილეში მას უნდა შეშინებოდა ჩემი. ასე რომ ვუპასუხე: „კარგი, დავრჩები შენთან“.  მასთან სახლში გავემგზავრეთ, და ის ისეთი მშვენიერი, კეთილი ადამიანი აღმოჩნდა, რომ მასთან მთელი ერთი თვე დავყავი. ყოველ ღამით მეუბნებოდა: „მე სამუშაოზე მივდივარ, შენ კი დაისვენე, ილოცე, შენი საქმე აკეთე“. და როდესაც ბრუნდებოდა, ვეკითხებოდი: „აბა, როგორაა საქმე? მოიტანე რამე?“ ის კი მპასუხობდა: „დღეს არა. ხვალ ისევ ვცდი“. მას არასდროს გადაუწურავს იმედი.

მთელი ამ თვის განმავლობაში ცარიელი ხელებით ბრუნდებოდა, მაგრამ ყოველთვის ბედნიერი იყო. ის ამბობდა: „ხვალ ისევ ვცდი. თუ ღმერთის ნება იქნება, ხვალ ეს მოხდება. შენ კი ილოცე ჩემზე. შეგიძლია უთხრა ღმერთს: „დაეხმარე ამ საწყალს““.

როცა მრავალი წელი ვმედიტირებდი, და ვმედიტირებდი, და ვმედიტირებდი, და არაფერი ხდებოდა, ისეთ სასოწარკვეთილებაში ვიყავი, ისეთ უიმედობაში, რომ ამ სისულელეების მიტოვებაც კი გადავწყვიტე. დავიწყე ფიქრი, რომ არ არსებობს არანაირი ღმერთი, რომ ლოცვა უგუნურებაა, ხოლო მედიტაცია - სისულელე, და ამ დროს უცებ ეს ქურდი გამახსენდა, რომელიც ყოველ ღამე ამბობდა: „თუ ღმერთის ნება იქნება, ხვალ ეს მოხდება“.

ამიტომ ყველდღიურად ვაგრძელებდი ჩემს მცდელობებს. თუ ქურდი არ კარგავდა ნდობას და იმედს, მეც ხომ უნდა მეცადა. ასე ხდებოდა ბევრჯერ, ყოველ ჯერზე ქურდს ვიხსენებდი, და ეს ეხმარებოდა ჩემს მოთმინებას. და ერთხელაც ეს მოხდა - ეს მაინც მოხდა! და მაშინ მე თაყვანი ვეცი. ათასი მილის მანძილზე ვიყავი იმ სახლისგან, სადაც ქურდი ცხოვრობდა, მაგრამ ქედი მოვიხარე მის მხარეს. ის ჩემი პირველი ოსტატი აღმოჩნდა.

ჩემი მეორე ოსტატი ძაღლი იყო. წყურვილი მტანჯავდა და მდინარესთან მივედი, რომ წყალი დამელია. გვედრით ძაღლი დავინახე. მასაც ტანჯავდა წყურვილი. მან მდინარეს შეხედა და იქ მეორე ძაღლი ( თავისივე ანარეკლი ) დაინახა    და შეშინდა. მან დაიყეფა, და მეორე ძაღლმაც დაიყეფა. მაგრამ წყურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ მას არ უნდოდა თავის იდეაზე უარის თქმა. ხან გარბოდა, ხან ისევ მდინარეს უბრუნდებოდა, წყალს უყურებდა და იქ მეორე ძაღლს ხედავდა. მაგრამ წყურვილი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ უეცრად წყალში გადახტა და ანარეკლი გაქრა. ის ბოლომდე გაძღა წყლით და თან გაგრილდა :  ცხელი ზაფხული იყო. მე კი ამ ყველაფერს ვაკვირდებოდი. მივხვდი, რომ ეს გზავნილი იყო ჩემთვის ღმერთისგან: მიუხედავად ყველანაირი შიშისა უნდა გადახტე .

როცა ჩემთვის შეუცნობელში გადახტომის მომენტი დადგა, ასეთივე შიში მტანჯავდა. კიდემდე მივდიოდი, შემდეგ ეჭვი მიპყრობდა და უკან ვბრუნდებოდი. და მაშინ გავიხსენე ეს ძაღლი: თუ ძაღლმა გადალახა შიში, ნუთუ მე ვერ შევძლებ ამას? და ერთხელაც გადავხტი შეუცნობელში: მე გავქრი, და დარჩა მხოლოდ შეუცნობელი. ძაღლი ჩემი მეორე ოსტატი აღმოჩნდა.

ჩემი მესამე ოსტატი ბავშვი იყო. ერთხელ რომელიღაც ქალაქში ჩავედი და გზად ერთ ბიჭუნას შევხვდი, რომელსაც ხელში ანთებული სანთელი ეჭირა.  ის მეჩეთში მიდიოდა, რომ იქ დაედგა სანთელი და თან ხელისგულს აფარებდა, რომ არ ჩამქრალიყო. მე ხუმრობით ვკითხე: „შენ თვითონ აანთე ეს სანთელი?“ მან მიპასუხა: „დიახ, ბატონო“. მაშინ კვლავ ხუმრობით მივმართე: „მითხარი, საიდან გაჩნდა სინათლე? იყო მომენტი, როცა სანთელი ჯერ არ ენთო, შემდეგ კი დადგა მომენტი, როცა იგი უკვე აინთო. შეგიძლია მაჩვენო წყარო, საიდანაც სინათლე მოვიდა? შენ ხომ თავად აანთე იგი, ასე რომ ალბათ დაინახე, საიდან მოვიდა სინათლე. ‘’ ,, საიდან?“ მაშინ ბიჭუნას გაეცინა და ჩააქრო სანთელი: „ახლა თავად დაინახეთ როგორ წავიდა სინათლე. სად წავიდა იგი? მითხარით!“ ჩემი ეგო გატეხილ იქნა, მთელი ჩემი ცოდნა დაინგრა. იმ მომენტში მწვავედ ვიგრძენი საკუთარი სიბრიყვე. მას შემდეგ მთელი ჩემი ცოდნა გადავაგდე.

აი , რა მოყვა ჰასანმა სამი ოსტატის შესახებ. და დაამატა:

- იყვნენ სხვებიც, მაგრამ უკვე აღარ დარჩა დრო, რომ ყველაზე მოვყვე.

დიახ, ეს სიმართლეა, მე არ მყოლია ოსტატი, რადგანაც მე მილიონობით ოსტატი მყავდა. მე ვიყენებდი ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ მესწავლა. თუ შეგიძლია გახდე ასეთი მოსწავლე, მაშინ აღარ გჭირდება ოსტატი. ან ირჩევ ერთ ოსტატს, ან ირჩევ ყველას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მოსწავლე უნდა იყო. მოსწავლედ ყოფნა გზაზე აბსოლუტური აუცილებლობაა.

რას ნიშნავს მოსწავლედ ყოფნა? ეს ნიშნავს, შეგეძლოს სწავლა, გახსნილად ყოფნა იმისთვის, რომ ისწავლო, ღია იყო ყოფიერებისთვის. რა ხდება სინამდვილეში, როცა ოსტატს პოულობ? შენ სწავლობ, სწავლობ  და თანდათანობით, როცა ოსტატთან ერთ ტალღაზე გადაეწყობი, იწყებ გაგებას, რომ სწორედ ასევე შეგიძლია ერთ ტალღაზე გადაეწყო მთელ ყოფიერებასთან.

ოსტატი უბრალოდ ყოფიერებაა მინიატურაში. რაც უფრო მეტად უახლოვდები ოსტატს, მით უფრო მეტად აცნობიერებ სილამაზეს, სიახლოვეს, სიყვარულს, ინტიმურობას, ძიებაში ჩართულობას, ერთგულებას. და თანდათანობით ხვდები, რომ თუ ერთი ადამიანისადმი სიახლოვე ასეთი სიხარულის მომტანი იქნება, რამდენად დიდ სიხარულს მოგიტანს მთელ ყოფიერებასთან სიახლოვე. ოსტატი მხოლოდ დასაწყისია, ოსტატი არაა დასასრული. ჭეშმარიტი ოსტატი კარია: შენ გადიხარ მას და სცდები მის საზღვრებს. ჭეშმარიტი ოსტატი გეხმარება, რომ საზღვრებს გასცდე...

შენ ამბობ: „შენ არ გყოლია ოსტატი. შესაძლოა არც ერთ ბუდას არ ჰყოლია ოსტატი. ხანდახან მგონია, რომ ოსტატის არჩევა  ნიშნავს ხელი შეუშალო საკუთარ გასხივოსნებას“.

გასხივოსნება გასხივოსნებაა; ის არც ჩემია და არც შენი. ეგო ყოველთვის ყოფს; ყოფიერება კი ერთიანია. „საკუთარი გასხივოსნების“ ტერმინებში ფიქრი  ეგოს ხაფანგში მოქცევას ნიშნავს. მაშინ შენ ყველაფერს ხელიდან  უშვებ .  თუ იწყებ ფიქრს, რომ გასხივოსნება „შენია“, ისევე, როგორც შენი სახლი,  მანქანა,  მეუღლე, მაშინ შენ აღიქვამ გასხივოსნებას როგორც რაღაც საკუთრებას. როცა გასხივოსნება მოდის, არავინაა, ვინც დაეუფლებოდა მას. პირიქით, გასხივოსნება შენ გეუფლება.

როცა ოსტატს ნებდები, უბრალოდ ექსპერიმენტზე მიდიხარ, რომელშიც ნებას აძლევ ვიღაცას, რომ დაგეუფლოს: შენ აგდებ საკუთარ თავს, ოსტატი კი შემოდის და გავსებს შენ. შენ დანებებას სწავლობ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია დანებების ხელოვნებაში. მაგრამ შეუძლებელია უკანასკნელი ნაბიჯების გადადგმა, თუ პირველ ნაბიჯებს არ გადადგამ. როცა ცურვის სწავლას იწყებ, შენ მაშინვე არ მიცურავ ოკეანესთან ან გაშლილ ზღვასთან; თავიდან მცირე წყალში ან აუზში იწყებ.

ოსტატი აუზს ჰგავს, რომელშიც შეგიძლია ცურვა ისწავლო. როცა ისწავლი, ყველა ოკეანე შენია, შეგიძლია სადაც გინდა იქ იცურო. მაშინ მთელი ეს ყოფიერება შენ გეკუთვნის. შენ უბრალოდ აღარ არსებობ. სინამდვილეში, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ შენ ეკუთვნი მთელს ყოფიერებას; შენ კი არ ფლობ გასხივოსნებას, გასხივოსნება გეუფლება შენ.

„ხანდახან მგონია, რომ ოსტატის არჩევა ნიშნავს ხელი შეუშალო საკუთარ გასხივოსნებას“.

შენ ჯერ არ გყავს ოსტატი, ვინც ხელი  შეგიშალა  გასხივოსნებაში? მაშინ რატომ არ ხარ დღემდე გასხივოსნებული? თუ ეს სიმართლეა, რომ ოსტატის ამორჩევით ხელს უშლი საკუთარ გასხივოსნებას, მაშინ ყველა ის, ვისაც ოსტატი არ ჰყავს, გასხივოსნებული უნდა იყოს. ოსტატის ამორჩევით, შენ არ იქმნი დაბრკოლებას შენი გასხივოსნებისთვის. შენ მაშინ იქმნი ამ დაბრკოლებებს, თუკი ეჭიდები ოსტატს, თუკი ეჯაჭვები მას  -ამაში  უზარმაზარი სხვაობაა. სწორედ ამიტომ ამბობს ბუდა: „თუ მე გზაზე გადაგეღობებით, დაუყოვნებლივ მომკალით“. მეც იგივეს გეუბნებით: თუ გზაზე გადაგეღობებით, დაუყოვნებლივ მომკალით.

ოსტატი კიბეა: უნდა გამოიყენო იგი, შემდეგ კი უფრო შორს წახვიდე. ოსტატი ნავია: უნდა გამოიყენო იგი, მაგრამ რაწამს მეორე ნაპირს მიაღწევ, უნდა მიატოვო.  მისი თავით ტარება არაა საჭირო . თუ მის თავით ტარებას განაგრძობ, შენ უბრალოდ ბრიყვი ხარ, შენ ჯერ არსად არ მიგიღწევია ,  შენ ეს მხოლოდ გესიზმრება, რადგანაც ასეთი ბრიყვები ვერასოდეს აღწევენ მეორე ნაპირამდე.

ოსტატის არჩევით, შენ არ უშლი ხელს საკუთარ გასხივოსნებას; უბრალოდ დგება მომენტი, როდესაც უნდა მიატოვო ოსტატი და გზა განაგრძო - მაშინ ნუ მოეჭიდები მას. ეს მოჭიდება ხელს შეგიშლის. მაგრამ თუ ნამდვილი ოსტატი იპოვნე, ის არ მოგცემს უფლბას, რომ მიეჯაჭვო. აი,  ჩემი განსაზღვრება ნამდვილი ოსტატისა: ის გასწავლით, როგორ ჩაერთოთ ძიებაში, როგორ მიუძღვნათ თავი ბოლომდე მას, შემდეგ კი ერთხელ, გასწავლით იმას, თუ როგორ არ მიეჯაჭვოთ ძიებას, როგორ გახდეთ კვლავ „გაუნათლებელი“. მაშინ ეს სრულყოფილი ოსტატია.

ჩვეულებრივი ე.წ. ოსტატები ასწავლიან ერთს: როგორ მიეჯაჭვოთ მათ და სამუდამოდ დარჩეთ ამ მიჯაჭვულობაში. ეს ჩემი განსაზღვრებაა ფსევდო - ოსტატისა. თავი აარიდეთ ფსევდო ოსტატებს.

ჭეშმარიტ ოსტატს არ შეუძია ხელი შეუშალოს შენს გასხივოსნებას. შენ არ შეგიძლია გასხივოსნდე მის გარეშე. პარადოქსი იმაშია, რომ შენ უნდა იპოვო ოსტატი, შემდეგ კი  მის საზღვრებს გასცდე. თუ ამ პარადოქსს გაიგებ, ჩემს პასუხსაც გაიგებ.

მესამე კითხვა:

მე მინდა დავიპყრო ღმერთის სასუფეველი. როგორ გავაკეო ეს?

ღმერთის დაპყრობა შეუძლებელია. თავად ეს იდეა სულელურია. შენ უნდა მისცე ღმერთს უფლება, რომ დაგიპყროს, შენ უნდა იქნე დაპყრობილი ღმერთის მიერ. შენ კი ამბობ: „მე მინდა დავიპყრო ღმერთის სასუფეველი“. ეს მამაკაცური ეგოა, აგრესიული გონება, რომელიც ყოველვის დაპყრობის ტერმინებით მსჯელობს: დაიპყროს ბუნება,  ღმერთი, სიყვარული. და ის ანგრევს ყველაფერს, რასაც იპყრობს. მან დაანგრია ეკოლოგია, ბუნების სილამაზე, ბუნების შინაგანი ჰარმონია იმით, რომ დაიპყრო იგი.

ისეთმა ადამიანმაც კი, როგორიც ბერტრან რასელია, დაწერა წიგნი სახელწოდებით „ბუნების დამორჩილება“. მაგრამ სწორედ ასე მსჯელობს დასავლური გონება - დაპყრობის, დამორჩილების ტერმინებით. დაიპყარი ეს სამყარო, ან სხვა სამყარო, მაგრამ გახდი ალექსანდრე მაკედონელი.

არ ღირს ასეთი დამოკიდებულება სიყვარულთან, არ ღირს ასეთი დამოკიდებულება ლოცვასთან. თავად სიტყვა „დაპყრობა“ უსახურია. დანებდი ღმერთს, უფლება მიეცი დაგიპყროს, უფლება მიეცი შემოვიდეს შენში... ნუ შეეწინააღმდეგები მას. არ გჭირდება მის საძებნელად წასვლა, არ გჭირდება მეომრად გახდომა იმისთვის, რომ დაიპყრო იგი. სწორედ ამაშია განსხვავება მეომარსა და სანიასინს შორის: მეომარს დაპყრობა უნდა, სანიასინს კი სურს, რომ დაპყრობილ იქნეს.

სამოთხის კართან გამაყრუებელი კაკუნი გაისმა. წმინდა პეტრე კარს მიუახლოვდა და იკითხა:

- რა ხმაურია? ვინ აბრახუნებს ასე?

ადამიანმა, რომელიც კარს უკან გახუნებული ტანსაცმლით იდგა , უპასუხა:

- მე ვარ პედი მაკგინესი. გაიგეთ, რა ამბები დაატრიალა ჩვენმა ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში?

- მაპატიეთ, მისტერ მაკგინეს, - მიმართა წმინდა პეტრემ, - მაგრამ ჩვენთვის არ შეუტყობინებიათ თქვენი მობრძანების შესახებ. ვერ შემოგიშვებთ.

- ნუთუ ვინმე გთხოვთ შეშვებას? - წამოიძახა მაკგინესმა. - მე უბრალოდ მოვედი, რომ შეგატყობინოთ, რომ თხუთმეტი წუთი გაქვთ სრული ევაკუაციისთვის.

სწორედ ესაა ღმერთის დაპყრობა ღმერთის სასუფეველში.

ბოლომდე გადააგდე გონება. შენი გონება ხელს გიშლის. ეს გონება უპატივცემულოა. ამ გონებამ არ იცის, რა არის ლოცვა და თაყვანისცემა. გახდი უფრო გაცნობიერებული, ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც გინდა. გინდა ღმერთს დაეუფლო, როგორც საგანს? გინდა ღმერთი საკუთარ საბანკო ანგარიშზე გყავდეს? შეუძებელია ღმერთის ბანკში ჩადება, როგორც ფულის; შეუძლებელია ღმერთის ხელებში შენარჩუნება, როგორც ნივთის. ღმერთი ნივთი და საკუთრება  არაა.

ეცადე, არ გამოიყენო ის  სიტყვები, რომლებსაც ჩვეულებრივ,  საკუთარი ეგოს დაკმაყოფილებისთვის იყენებ. ამ სიტყვებს სწორი გზიდან გადაყავხარ. ეს სიტყვები მხოლოდ შენი ამბიციების დემონსტრირებას ახდენენ და არა რელიგიის. რელიგიური ადამიანი ნებდება, ის ლოცულობს,  ელოდება,  ხსნის თავის არსს,  ენდობა. ის მიმართავს ღმერთს: „დაე,  იყოს ნება შენი. დაე,  მოვიდეს სუფევა შენი“. ის ამბობს თავის ლოცვაში: „დაე,  ბოლომდე გავქრე, აბსოლუტურად, რომ არ დარჩეს არანაირი წინააღმდეგობა. დაე,  აბსოლუტურად ცარიელი გავხდე, რომ შეგეძლოს შემოხვიდე და ბოლომდე ამავსო“.

მეოთხე კითხვა:

ჩემი ორთოდოქსი-ქრისტიანი მშობლები თვლიან, რომ შენ სახიფათო სოფისტი ხარ, და რომ რაღაც ბოროტი ძალა მოქმედებს შენით, რათა მოსპოს რელიგია. რატომ ფიქრობენ ასე?

ამაში არაფერია ახალი; ასე იყო ყოველთვის. ასე ფიქრობენ არა მხოლოდ ქრისტიანები , არამედ  ინდუისტები და ბუდისტებიც. ისინი იგივეს ფიქრობდნენ ქრისტეზე. ესენი იგივე ადამიანები არიან. ისინი იგივეს ფიქრობდნენ ბუდაზეც, ესენი იგივე ადამიანები არიან. ადამიანი  უცნაური ცხოველია. ყველაზე უცნაური ადამიანში ისაა, რომ იგი არაფერს არ სწავლობს; ის განაგრძობს კვლავ იგივეს კეთებას.

რატომ გააკრეს ჯვარზე იესო? რა გააკეთა ცუდი? მას ბოროტების და ეშმაკის გამოვლინებად თვლიდნენ. ეს ადამიანები მრისხანებაში იყვნენ. ბუნებრივია, იესო იზიდავდა ახალგაზრდებს, რადგანაც მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებიან ახლით. უფროსმა თაობამ ძალიან ბევრი ჩადო არსებულ წესრიგში, ძალიან მიეჩვია სტატუს-ქვოს. შენ ფიქრობ, რომ იესოს მიმდევრები ხანშიშესულები იყვნენ? ის თვითონ იყო ახალგაზრდა და მის გარშემოც ახალგაზრდები იყვნენ. მათი მშობლები განრისხებული იყვნენ, ძალიან განრისხებულიც კი. რაბინებიც განრისხებული იყვნენ, მღვდლებიც, რადგანაც იესო რევოლუციას ახდენდა. თუ იესო ჭეშარიტებაზე საუბრობს, მაშინ მთელი ოფიციალური რელიგია მცდარია. თუ იესო მართალია, მაშინ რაღა უნდა ქნან მღვდლებმა? შეუძლებელია ისე იყოს, რომ მღვდელიც მართალი იყოს და იესოც, : ან იესო, ან მღვდლები. ამიტომ მღვდლებმა გადაწყვიტეს შეთქმულება მოეწყოთ მის წინააღმდეგ. მათ უნდა მოეკლათ იგი და ბუნებრივია, უფროსი თაობა მათ მხარეზე იყო.

გონება ძველთან ყოველთვის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რადგანაც ძველი კარგად ცნობილია, ჩვეულია. ახალი ყოველთვის სახიფათოდ გვეჩვენება. მას არ ვენდობით. რელიგია  ყოველთვის რაღაც ახალია. ჭეშმარიტი რელიგია ყოველთვის რაღაც ახალია, ჭეშმარიტი რელიგია ყოველთვის არის ამბოხი ძველის წინააღმდეგ. როცა ჩნდებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან იესო და ბუდა, ეს გარდატეხას გვიქადის. მაგრამ იესო ჯვარზე გააკრეს, და თანდათანობით მისი ცხოვრება ახალი ოფიციალური რელიგიის საფუძველი გახდა.  როცა ქრისტიანობა სახელმწიფოსა და უფროსი თაობის მიერ მიღებულ ოფიციალურ რელიგიად იქცა, და მას მღვდლების მთელი არმია გაუჩნდა, პრობლემები გაქრა. პრობლემები კვლავ ჩნდება მაშინ, როცა ჩემნაირი ადამიანები ჩნდებიან.

შენ ამბობ: „ჩემი ორთოდოქსი-ქრისტიანი მშობლები თვლიან, რომ შენ სახიფათო სოფისტი ხარ, და რომ რაღაც ბოროტი ძალა მოქმედებს შენით, რათა მოსპოს რელიგია“.

რაღაც თვალსაზრისით,  ისინი მართლები არიან. ის, რასაც ისინი რელიგიას უწოდებენ, სულაც არაა რელიგია, და მე მართლაც არ ვარ წინააღმდეგი, რომ დავანგრიო იგი. მათ არ ესმით ის, რასაც მე ვუწოდებ რელიგიას; ეს უბრალოდ მათ გაგებაზე მაღლა დგას. მათ ძალიან სტერეოტიპული აზროვნება აქვთ, მათ ძალიან განპირობებული, გაყინული გონება აქვთ, რომელიც აღარაა რბილი და გაშეშებულია.  რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო იყინება იგი.

ნება მომეცი,  მოგიყვე რამდენიმე რაღაც, რასაც ქრისტიანებზე ამბობდნენ, როცა ქრისტიანობა ჯერ კიდევ ახალი დაბადებული იყო, და მაშინ მიხვდები, რატომ არიან შენი მშობლები ჩემდამი ასე განწყობილი.

ტაციტი ამბობდა: „არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ქრისტიანებს უწოდებენ თავიანთ თავს და ყველას ზიზღს გვრიან“.

სვეტონიუსი ამბობდა: „ქრისტიანებიადამიანთა ჯგუფია, რომლებიც რომელიღაც ახალ, ღმერთისთვის საძულველ ცრურწმენას მიეცნენ“.

ცელსიუსი ამბობდა: „ისინი გიჟებივით ეთაყვანებიან  ადამიანს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა. ბაყაყებს ჰგვანან, რომლებმაც ჭაობზე თათბირი მოაწყვეს იმ თემაზე, თუ ვინაა მათში ყველაზე ცოდვილი“.

ლუციანე ამბობდა: „ეს საწყლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ უკვდავები გახდებიან და მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ, თუ ამ ჯვარცმულ სოფისტს ეთაყვანებიან და მისი მცნებების მიხედვით იცხოვრებენ...“

პლინიუს უმცროსი ამბობდა: „მათ აქვთ ჩვეულება, შეიკრიბონ გარკვეულ დღეს, განთიადისას და რიგრიგობით წარმოთქვან ერთგვარი მიმართვა ქრისტესადმი, როგორც ღმერთისადმი. ეს საზიზღარი და სულელური ცრურწმენა ჭირივით გავრცელდა არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. მიუხედავად ამისა, არის იმედი, რომ ამას ბოლო მოეღება და წესრიგი აღსდგება“.

ამ ყველაფერს ჩემზე არ ამბობდნენ. ამ ყველაფერს ქრისტეზე ამბობდნენ. მსგავს სიტყვებს ამბობდნენ ბუდაზეც.

ინდუისტებმა მშვენიერი ისტორია მოიფიქრეს ბუდაზე. მათ განაცხადეს, რომ იგი ღმერთის ინაკრნაცია იყო. მათ მოუხდათ ამის გაკეთება. ინდუისტები უფრო ზრდილობიანები არიან და ,რა თქმა უნდა,  უფრო ცბიერები და დახვეწილებიც. მათ იციან სიტყვებით თამაში. მათ განაცხადეს, რომ ბუდა ღმერთის განსხეულებაა, მაგრამ არა კარგი განსხეულება. როგორ შეუძლია ღმერთის ინკარნაციას რომ  ცუდი იყოს? მათ ამის შესახებ შესანიშნავი ისტორია შეთხზეს.

ისინი ამბობენ, რომ როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, მან სამი სამყარო შექმნა :  სამოთხე, ჯოჯოხეთი და დედამიწა. მილიონობით წელი გავიდა, მაგრამ არავინ ხვდებოდა ჯოჯოხეთში, ის ცარიელი რჩებოდა. ეშმაკი და მისი მოსწავლეები განრისხებულნი იყვნენ : ისინი ელოდნენ და ელოდნენ, მაგრამ არავინ მოდიოდა. ყველაფერი მზად იყო, ჯოჯოხეთის ცეცხლიც ენთო, მაგრამ არავინ მოდიოდა. ბოლოს და ბოლოს , ისინი ღმერთთან მივიდნენ, და ეშმაკმა თქვა:

- მომისმინე, რა სისულელეა ეს? რატომ შექმენი ჯოჯოხეთი, თუ იქ არავინ არ მოხვდება? რა ვაკეთოთ იქ?  ჩვენ ,უბრალოდ,  ველოდებით და ველოდებით, და ველოდებით. რამდენი უნდა ველოდოთ? ჯერ ერთი სულიც კი არ მოხვედრილა ჩვენთან - რაღა აზრი აქვს? ან გამოგვიგზავნე ერთი-ორი ადამიანი, რომ საქმე გამოგვიჩნდეს, ან... ჩვენ იმდენი რეპეტიცია გავიარეთ, რომ ერთი სული გვაქვს, როდის გამოვიყენებთ საქმეში... რაღაც ხომ უნდა ვაკეთოთ. ჭკუიდან გადაგყავართ. ან გამოგვიგზავნე რამდენიმე ადამიანი, ან საერთოდ გააუქმე ეს ყველაფერი.

- კიდევ ცოტა ხანს მოიცადეთ, - უპასუხა ღმერთმა. - მალე დედამიწას მოვევლინები, როგორც გაუტამა ბუდა, ადამიანებს ჭეშმარიტი გზიდან გადავიყვან და შეცდომაში შევიყვან. მაშინ ისინი ავტომატურად მოხვდებიან ჯოჯოხეთში.

და აი, ღმერთი გაუტამა ბუდას სახით მოევლინა დედამიწას და ადამიანები შეცდომაში შეიყვანა, რომ ეშმაკი სამუშაოს გარეშე არ დარჩენილიყო. მას შემდეგ, რაც ბუდა გამოჩნდა, ჯოჯოხეთი მუდამ გადავსებულია.

შეიგრძენი ამ ისტორიის სილამაზე და მისი ცბიერება. ბუდა ღმერთის ინკარნაციად ითვლება, მაგრამ ის ჯოჯოხეთში აგზავნის ადამიანებს, ამიტომ ფრთხილად იყავით, ნუ გახდებით მისი მიმდევრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთში მოხვდებით. ბუდა გამოჩნდა, რომ ეშმაკს დახმარებოდა და საქმე გაეჩინა მისთვის. მას შემდეგ ჯოჯოხეთი მუდამ გადავსებულია, იქ ვაშლიც კი ვერსად ჩავარდება, ადამიანები წლობით დგანან  მის ჭიშკართან რიგში .

ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის : როცა მიღმიერიდან ახალი რელიგია შემოდის, ის შეუთავსებელი აღმოჩნდება ხოლმე ტრადიციასთან. და ეს აშინებს იმათ, ვინც ტრადიციას მისდევს. მათ საერთოდ არ აღელვებთ, რა დაერმართება მათ რელიგიას. ისინი საერთოდ არ არიან რელიგიური, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეეშინდებოდათ; მათი რელიგია სოციალური ფორმალობაა. ისინი ღმერთზე საუბრობენ, რადგანაც ეს ძალზე მოსახერხებელია. ისინი ეკლესიაში დადიან, რადგანაც ესეც  ძალზე მოსახერხებელია. ეკლესია დაზეთვის  ფუნქციას ასრულებს. ეს „კვირის“ რელიგიაა. ეს ძალიან კარგია: ყველა მართალ ადგილას გხედავს, და ყველამ იცის, რომ რელიგიური ხარ. ეს ხომ ასეთი  მოსახერხებელია.

ეკლესია უფრო ელიტურ კლუბს ჰგავს. ძალიან მოსახერხებელია ელიტური კლუბის წევრობა: თუ რომელიმე კლუბს მიეკუთვნები, ე.ი.  ღირსეული ადამიანი ხარ. გარდა ამისა,  კლუბში ნაღებ საზოგადოებას ეცნობი, ახალ მეგობრებს შეიძენ, ეს კი გეხმარება ბიზნესსა  და  ცხოვრებაში. ეკლესია ერთგვარი რელიგიური კლუბია. მისი წევრობა ძალზე მოსახერხებელია. მაგრამ ამას არავინ აღიქვამს სერიოზულად. ადამიანები  ქრისტესადმი პატივისცემის დემონსტრირებას ახდენენ, დადიან მსახურებაზე , მაგრამ ეს უბრალო თვალთმაქცობაა, მათ მიუფურთხებიათ ქრისტესთვის, ქრისტიანობისთვის და მისი სწავლებისთვის.

ვინ უფიქრდება ქრისტეს სწავლებას? ვინ მისდევს მას სინამდვილეში? ვინმე რომ ნამდვილად მისდევდეს, მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა: დედამიწაზე დიდი ხნის წინ შეწყდებოდა ომები. ახლა ნახევარი მსოფლიო  ქრისტიანულია. ქრისტიანები რომ მართლა მისდევდნენ იესოს... იესო ამბობს: „გიყვარდეს მტერი შენი“,  და ქრისტიანები ბომბებს უშენენ თავიანთ  მტრებს. სწორედ ქრისტიანებმა გამოიყენეს პირველი ატომური ბომბი, სწორედ ქრისტიანებმა დაბომბეს იაპონია. წარმოიდგინეთ, რა დაემართებოდა იესოს,  ეს რომ დაენახა. ქრისტიანები ისვრიან ატომურ ბომბებს? ქრისტიანებს ეუბნებოდა   იგი: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, როორც საკუთარი თავი“.

ვინ მისდევს იესოს? ამაზე საუბარიც კი არაა. ადამიანები უბრალოდ დადიან ეკლესიაში. ეკლესიაში სიარული და  საკუთარი რელიგიურობის შეგრძნება მიღებულია.

მე მსმენია...

ერთი თვითმფრინავი როგორღაც ტურბულენტურ ზონაში მოხვდა, მაგრამ პილოტმა იცოდა, რომ თავს გაართმევდა ამას. მან მიკროფონით სცადა მგზავრების დამშვიდება, ასევე  სტიუარდესას სთხოვა დაერწუნებინა მგზავრები, რომ ყველაფერი რიგზეა.

ერთმა პატარა ხანშიშესულმა რელიგიურმა ლედიმ არ დაიჯერა ეს ყველაფერი. სტიუარდესამ უთხრა მას, რომ მათ შესანიშნავი პილოტი ჰყავთ  და  თანამედროვე თვითმფრინავები ძალიან საიმედოა, მაგრამ მოხუცი დარწმუნებული იყო, რომ ვერასოდეს იხილავდა მიწას.

სტიუარდესა დაიბნა, მაგრამ შემდეგ  ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტს მიმართა.

- უბრალოდ ენდეთ განგებას, - უთხრა დამამშვიდებელი ტონით.

მოხუცს შიშისგან კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები:

- ნუთუ არანაირი იმედი აღარ დარჩა?

რელიგიური მოხუცი ლედი... ღმერთზე მინდობა ნიშნავს, რომ სიკვდილი გარდაუვალია: „ნუთუ არანაირი იმედი არ დარჩა?“

ადამიანები ნიღბებს ატარებენ. ისინი არც კი ეჭვობენ, თუ როგორია მათი ნამდვილი სახე. მათ პიროვნების გაორება აქვთ. შენი მშობლები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არიან, რომ რელიგიური ადამიანები არიან. ისინი არ არიან ქრისტიანები, და არ არიან რელიგიურები, რადგანაც მე იგივეს ვამბობ, რასაც იესო ამბობდა, აბსოლუტურად იგივეს. შესაძლოა მე სხვა ენას ვიყენებ , ეს გარდაუვალია. ორი ათასი წელი გავიდა, მაგრამ იგივე სამუშაოს ვაკეთებ, იგივე საქმეს განვაგრძობ. მაგრამ მე შემიძლია გავუგო მათ , ისინი კარგავენ ძალაუფლებას შენზე და ეს აშინებთ .

გუშინ ერთი სტატია წავიკითხე. გერმანიაში მშობლებმა სპეციალური საზოგადოების ორგანიზება მოახდინეს იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ახალგაზრდებს ახალ რელიგიებთან, კერძოდ აღმოსავლურ მისტიციზმთან შეერთებაში; ამერიკაში უკვე დიდი ხანია არსებობს  მსგავსი ორგანიზაციები.

გაგიკვირდება, მაგრამ მშობლები აგენტებსაც კი ქირაობენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები მოიპარონ. მშობლები იჭერენ და იბრუნებენ თავიანთ შვილებს, შემდეგ კი ფსიქოლოგებთან აგზავნიან მათ. ეს ფსიქოლოგები მათ დეპროგრამირებას ცდილობენ, მათ სწორედ ასე ეძახიან -  დეპროგრამისტებს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ახალგაზრდები დააპროგრამეს.

მაგალითად, თუ შენ ძალიან გაგიტაცებს ჩემთან ყოფნა და შემდეგ სახლშიც აღარ მოგინდება დაბრუნება, შენი მშობლები შესაძლოა შეშინდნენ და აგენტები დაიქირავონ, რომ აქედან წაგიყვანონ. შენი მშობლები ამას „შენივე სიკეთისთვის“ გააკეთებენ, რადგანაც ეშმაკის კლანჭებში მოხვდი. ისინი მართლა ასე ფიქრობენ... „ვის ჰგავხარ ამ ფორთოხლისფერ ტანსაცმელში, მალათი, წვერით და გრძელი თმით?  ვინაა ეს ბოროტი ადამიანი? რითია ცუდი ჯვრის ტარება და იესოს ხატზე ლოცვა? რას აკეთებ იქ?“ თუ აქ მოხვდებიან და იხილავენ დინამიურ მედიტაციას, ან კუნდალინის მედიტაციას, ისინი უბრალოდ ჭკუიდან გადავლენ. ისინი აღელდებიან.

სრულიად შესაძლებელია, რომ შენ მოგიპარონ  და სახლში წაგიყვანონ, შემდეგ კი გაიძულონ, რომ დეპროგრამისტთან „იმკურნალო“. ისინი ფიქრობენ, რომ შენ დაგაჰიპნოზეს, ამიტომ შენი დეჰიპნოტიზირება უნდა მოახდინონ. ისინი თავიდან გასწავლიან ქრისტიანობას, წაგიკითხავენ კატეხიზმოს. გაიძულებენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე აკეთო ეს იმისთვის, რომ კვლავ ქრისტიანი გახდე და კვლავ თქვა: „დიახ, მე მწამს მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა“, და მაშინ ისინი შეგეშვებიან. თუ სულიწმინდის გჯერა, ე.ი.  ყველაფერი რიგზეა. თუ ბიბლიის კითხვას დაიწყებ, მაშინ ყველაფერი რიგზეა: ახლა უკვე დაუბრუნდი ეკლესიის წიაღს, კვლავ რელიგიური გახდი. თუ ატომურ ბომბების დამზადებას დაიწყებ, მაშინ ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნები, ჭეშმარიტი კათოლიკე. თუ ჯარში წახვალ, სადაც თმას გადაგპარსავნ და ჯარისკაცად გაქცევენ, მაშინ სრულყოფილი ქრისტიანი, სრულყოფილი კათოლიკე იქნები. თუ დაიწყებ სისხლიან ბრძოლას ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, პრესტიჟისთვის, თუ დაიწყებ სხვების მოკვლას, რომ მეტს მიაღწიო და მეტს დაეუფლო, მაშინ იდეალურად რელიგიური ადამიანი იქნები.

პოლიტიკოსებიც კი რელიგიურ ადამიანებად ითვლებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიაში დადიან და მღვდელთა ქადაგებებს ისმენენ. პოლიტიკოსები „რელიგიურები“ არიან, ჩემი სანიასები კი „არარელიგიურები“!

შენ უნდა გაიგო ეს ყველაფერი. მოგიწევს, რომ ძალიან მომთმენი და რბილი იყო შენი მშობლების მიმართ.ისინი იმსახურებენ თანაგრძნობას. ისინი გარკვეული იდეოლოგიის მონები გახდნენ, რომლისგანაც თავის დაღწევა არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ რაღაც ახლის აღქმა და ახლად ქცევა. მათ არ შეუძლიათ გაიგონ. ისინი ძალიან გაიყინნენ, ისინი ძალიან შეეჩვივნენ თავიანთ იდეოლოგიას, და ყველაფერი ახალი მათ აშინებთ. როცა ბედნიერს გხედავენ, ფიქრობენ, რომ უბრალოდ ჭკუიდან შეიშალე, რადგანაც მთელი ცხოვრება უბედურები და ძალიან რელიგიურები იყვნენ.

ისინი ფიქრობენ, რომ რელიგიური ადამიანები უბედური ადამიანები არიან სევდიანი სახეებით. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება იყო რელიგიური და თან იცინოდე, რომ შეიძლება იყო რელიგიური და თან ცეკვავდე, რომ შეიძლება იყო რელიგიური და ამასთან ბედნიერიც. მაშინ ვინ არიან მათი წმინდანები? სულელები? ისინი ყოველთვის სევდიანი სახეებით ცხოვრობდნენ, თითქოს ცხოვრება მათთვის უზარმაზარი ტვირთი იყო, თითქოს გამუდმებით ქვას ატარებდნენ ზურგით, შენ კი ასეთი უშფოთველი ხარ, ასეთი მსუბუქი, სრულიად არასერიოზული. შენ ასე იცინი, როგორ დაიჯერებენ, რომ რელიგიური ხარ? შენ უბრალოდ დაგაჰიპნოზეს. როგორ შეგიძლია ბედნიერი იყო  ასეთ უბედურ სამყაროში? ეს უბრალოდ შეუძლებელია. შენ რაღაც ილუზიის ქვეშ ხარ. ამიტომაც ისინი ამბობენ: „ეს ადამიანი ბოროტ ძალებზე მუშაობს. მან დაგაჰიპნოზა. შენი სიცილი და სიხარული ყალბია .“ მათი ტანჯვა ნამდვილია, შენი სიხარული კი - ყალბი. როცა ისინი კვლავ შეძლებენ, რომ უბედური გაგხადონ, მაშინ დაწყნარდებიან: მათი ვაჟი ან მათი ქალიშვილი დაბრუნდა.

ეცადე ეს გაიგო . მათ არ შეუძლიათ მე გამიგონ, შენ გაგიგონ, მაგრამ ისინი შენი მშობლები არიან, და შენ რაღაცით ვალში ხარ მათთან. იყავი მოსიყვარულე მათ მიმართ, ნურც მტრულად განწყობი და ნურც  გაბრაზდები მათზე. ნუ ეცდები მათთან კამათს და ბრძოლას, რადგანაც ეს მათ კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებს  იმაში, რომ მართლები არიან, შენ კი მტყუანი ხარ. მეტი სიყვარული გამოავლინე. ისინი არავის არ უყვარდა; ისინი ყალბ , თვალთმაქცობის სამყაროში ცხოვრობდნენ. შენი სიყვარული უფრო დამაჯერებელი იქნება მათთვის, ვიდრე ლოგიკა.

მოუსმინე მათ.ნუ იკამათებ მათთან. მოუსმინე მოთმინებით. მათ  არასოდეს უსმენდნენ. სწორედ ამიტომ გახდა ასეთი აუცილებელი ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიზი  შესაძლებლობაა აღმოჩნდე მომთმენი მსმენელის - ფსიქოანალიტიკოსის გვერდით, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი მოუყვე, რაც გაგიხარდება  :  გონივრულიც  და არაგონივრული.

ადამიანები შიგნიდან იხრჩობიან. მათ უნდათ რაიმე თქვან, მაგრამ არავინაა, რომ მოუსმინოს: სამყარო ყრუ გახდა. ქმარს არ შეუძლია ცოლთან დალაპარაკება, რადგან პირველივე სიტყვიდან კონფლიქტი იწყება. ერთი ერთს ამბობს, მეორე კი სხვანაირად იგებს. . ცოლს არ შეუძლია ქმართან დალაპარაკება, რადგანაც ეს სარისკოა. ჯობია გაჩუმდეს. ასე, სხვა თუ არაფერი, უფრო მშვიდად მაინც იქნება. როგორც კი ერთ სიტყვას იტყვი, მაშინვე კამათი იწყება. ადრე თუ გვიან, ადამიანები მიდიან აზრამდე, რომ ჯობია ჩუმად იყო და საერთოდ არ ილაპარაკო.

მათ არავინ უსმენდა. გააცნობიერე ის სამწუხარო ფაქტი, რომ მათ უწევთ ვინმეს ძებნა, რომ მოუსმინონ... მათ ამაში ფულის გადახდა უწევთ, და არც თუ ისე ცოტასი. ფსიქოანალიზი ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესია გახდა. ებრაელებისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ებრაელებმა იციან ფულის შოვნა. ფროიდმა უზარმაზარი იმპერია შექმნა და მისი მიმდევრები დიდ სარგებელს ნახულობენ, ტკბებიან. რას აკეთებენ ისინი? - უბრალოდ ისმენენ; მეტი არაფერია საჭირო. თუ ვინმეს მთელი დღეები, თვეები და წლები მოუსმენენ, ის ორთქლს გამოუშვებს, ორთქლის გამოშვებით კი იგი წყნარი და მშვიდი ხდება და ფიქრობს, რომ ყველაფერი ეს ფსიქოანალიზის წყალობითაა. არადა  ეს სრულიადაც არაა ფსიქოანალიზით განპირობებული.

უფრო ძველ, პრიმიტიულ კულტურებში ამის საჭიროება არაა, რადგანაც ადამიანებს ძალიან უყვართ მოსმენა. წადით ნებისმიერ ინდურ სოფელში , იქ  ადამიანები მზად არიან მოგისმინონ. მათ ამისთვის საკმარისი დრო აქვთ, არავის არსად  ეჩქარება. ადამიანები სხედან, საუბრობენ და უსმენენ ერთმანეთს. თქვენ ვერ დაარწმუნებთ ინდოელ გლეხებს იმაში, რომ ფსიქოანალიზი აუცილებელია, ისინი ისედაც გამუდმებით ახდენენ  ერთმანეთის ფსიქოანალიზს და თან სრულიად უფასოდ.

მაგრამ მაღალგანვითარებულ, კულტურულ და ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანები ისე ჩქარობენ, რომ არავის აქვს სხვისი მოსმენის დრო. მშობლები ვერასოდეს ხედავენ თავიანთ შვილებს, და თუ ხედავენ ,  მხოლოდ ზრდილობის გულისთვის ეუბნებიან: „გამარჯობა, როგორ მიდის საქმეები?“ - და ამის შემდეგ გარბიან. ან მექანიკურად ეფერებიან თავზე, ან ყოველგვარი განსაკუთრებული გრძნობის გარეშე ეხვევიან ან ჩვევის გამო კოცნიან. მაგრამ არავინ საუბრობს, არავინ გიყურებს თვალებში. არც სიყვარულია და არც მეგობრობა. მშობლები ერთ სამყაროში ცხოვრობენ, შვილები კი - მეორეში.

მშობლები იმდენად დაიხუთნენ თავიანთ ტანჯვაში, უმწეობასა და , შფოთვაში, რომ გამოსავალს მხოლოდ ალკოჰოლში პოულობენ;  შვილები კი - ნარკოტიკებში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ისინი, ვინც ალკოჰოლს მოიხმარენ - ნარკოტიკების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგენი არიან. სინამდვილეში ეს ერთი და იგივეა. არანაირი განსხვავება არაა. მოტივი იგივეა: თავდავიწყება, საკუთარი თავისგან, პრობლემებისგან და მთელი სამყაროსგან გაქცევა. თავად ბავშვებსაც კი უკვე ბევრი პრობლემა აქვთ, რადგანაც კონკურენციას, ამბიციურობას ვასწავლით მათ. სკოლაში ვგზავნით და  კონკურენცია იწყება . „შენ ყველაზე საუკეთესო უნდა იყო. შენ ფრიადოსანი უნდა იყო“. ასე ვბადებთ მათში შფოთვას. ახლა ისინი გამუდმებულ შფოთვასა  და დარდში არიან: გამოუვათ ეს თუ არა.

ადრე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, რომ პატარა ბავშვები წყლულით დაავადებულიყვნენ, რომ ახალგაზრდებს ინფარქტი დამართნოდათ, რომ ისინი ჭკუიდან შეშლილიყვნენ და თვითმკვლელობა ჩაედინათ. ხოლო თუ არ გინდა თავი მოიკლა, ჭკუიდან შეიშალო, წყლულით, კიბოთი დაავადდე ან ინფარქტით დაგემართოს, მაშინ გამოიყენე ნარკოტიკები. მაგრამ მაშინ სახელმწიფო და საზოგადოება იქნება შენს წინააღმდეგ, თავს დამნაშავედ იგრძნობ. შენ რაღაც კანონსაწინააღმდეგოს აკეთებ, შენ დამნაშავე ხარ; ისინი ციხეში ჩაგამწყვდევენ.

ერთადერთი შესაძლებლობა მთელი ამ სისულელისგან თავის დასაღწევად - ესაა ახალი სივრცის პოვნა საკუთარ თავში ლოცვის მეშვეობით, მედიტაციის მეშვეობით; სიცოცხლის და ენერგიის პირვანდელი წყაროს პოვნა. სწორედ ამას აკეთებთ აქ, ჩემთან ერთად. თუ მართლა დაკავდებით მედიტაციით, თქვენ არ დაგჭირდებათ ნარკოტიკები, არც ალკოჰოლი. თუ ნამდვილად დაკავდებით მედიტაციით, თქვენი ცხოვრება სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით აივსება . მასში არ იქნება არც კონკურენცია და არც ამბიციები. თქვენ არ გახდებით პოლიტიკოსი, თქვენ არავინ არ გახდებით. თქვენ არ იქნებით ავად არასრულფასოვნების კომპლექსით, რადგანაც არავის შეეჯიბრებით. და უდიდეს მადლიერებას იგრძნობთ, რადგანაც თქვენი სიცოცხლე სიხარულით იქნება სავსე. თქვენ განშორდებით ჩვევას, რომ იყოთ უბედური, რადგანაც შეწყვეტთ უბედურებაში წვლილის შეტანას.  თუ თქვენ არ გაქვთ ეგო, მაშინ არ გჭირდებათ უბედურებაში წვლილის შეტანა. მაშინ შეგიძლიათ დატკბეთ და თქვენი ცხოვრება ზეიმად იქცევა. მე სწორედ ამას გასწავლით.

სწორედ ესაა ჩემთვის რელიგია: გადავაქციო ცხოვრება ზეიმად; მოვახდინო ენერგიის ტრანსფორმაცია იმგვარად, რომ იგი დღესასწაულად იქცეს.

შენს მშობლებს გაუჭირდებათ ამის გაგება. დაეხმარე მათ  გაგებაში. გამოავლინე მათდამი სიყვარული. მოთმინებით მოისმინე მათი არგუმენტები და ნუ შეეკამათები; უბრალოდ გიყვარდეს ისინი. შენი არსი,  მთლიანობა,  მოთმინება,  ზრუნვა დაარწმუნებს მათ იმაში, რომ სწორ გზაზე დგახარ. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული: თუ სიყვარულით დაუმტკიცებ, რომ სწორ გზაზე ხარ, მაშინ ისინი დაიჯერებენ, რომ ადამიანი, რომელიც შენს ოსტატად აირჩიე, არაა ბოროტების ადამიანი. ხოლო თუ მტრულად იქნები განწყობილი, თუ ეკამათები და შეებრძოლები ,  (რაც ბუნებრივად  ჩანს) რადგანაც ისინი იქნებიან მტრულად განწყობილი, ისინი  მზად იქნებიან შეგეკამათონ , ასე რომ ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა - შენც ასევე მოქცეულიყავი. თვალი თვალის წილ - თუ ასევე მოიქცევი, დაარწუნებ, რომ შენი ოსტატი ბოროტების ძალას ემსახურება, და  არასწორ გზაზე დგახარ.

ის, თუ როგორ აღმიქვამს ის სამყაროს, თქვენზეა დამოკიდებული.

 

ბოლო კითხვა:

ნუთუ არ შეიძლება სექსის ტრანსცენდირება, უბრალოდ მასზე უარის თქმით?

მაშინ რა საჭიროა მისი ტრანსცენდირება? ტრანსცენდენციის აუცილებლობა მხოლოდ იმიტომ ჩნდება, რომ შენ უკვე მასში იმყოფები. შენ იბადები მასში, შენ იბადები მისგან. ადამიანი  სექსუალური მოვლენაა.

იესოს გარდა ჯერ არავინ შობილა ქალწულისგან. ქრისტიანები სწორედ ამიტომ ამტკიცებენ ასე დაჟინებით უბიწოდ ჩასახვის თეორიას, რომ სექსი გააკრიტიკონ. თუ მიიღებენ, რომ იესოც სექსის შედეგად დაიბადა, მაშინ ძნელი იქნება სექსის გაკიცხვა. სინამდვილეში იესოც სექსის შედეგად დაიბადა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი.

სხეულის ფორმირება მამაკაცური და ქალური ენერგიებისგან უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ ჩამოყალიბდება. იმის თქმა, რომ მარიამი ქალწული იყო, ეს იგივეა, რომ ელექტროობას თქვენ სახლში მხოლოდ ერთი პოლუსი აქვს :  დადებითი ან უარყოფითი. ეს უბრალოდ ნონსენსია. ელექტროობას ორივე პოლუსი ესაჭიროება : დადებითი და უარყოფითი. ამ ორი პოლუსის გარეშე ელექტროობა ვერ იარსებებს (იესოს სახლშიც კი),  ელექტროობა ორი პოლუსისგან შედგება. ელექტროობისთვის სულ ერთია, ვინ ხართ; იგი ჩემს სახლშიც კი ორი პოლუსისგან შედგება.

შეგიძლიათ შეეკითხოთ ჩემს ელექტრიკოსს. იგი მთელი დღე ცდილობს, რომ ელექტროობა ქალწულებრივად აქციოს. დღემდე ვერ მოახერხა ეს. სამაგიეროდ მომავალში შესაძლებელი იქნება დაიწეროს ჩემზე რაიმე ისტორია, მსგავსი იმისა, რომ „ოშოს სახლში ელექტროობა მხოლოდ ერთი პოლუსისგან შედგება“. ამ ისტორიებს ყოველთვის თხზავენ მოგვიანებით, რათა დაამტკიცონ, რომ თქვენი ოსტატი განსაკუთრებულია.

ჯაინები ამტკიცებენ, რომ მაჰავირა არასოდეს ოფლიანობდა. რა სისულელეა? მან ხელიდან გაუშვა მზეზე გაოფლიანების სიხარული. ის შიშველი ცხოვრობდა და შიშველი დადიოდა; ის ალბათ უფრო მეტად ოფლიანდებოდა, ვიდრე სხვები. თუ თქვენ იტყვით, რომ მე არ ვოფლიანობ, ეს სიმართლეა, რადგანაც მე ვცხოვრობ ოთახში კონდიციონერით, მაგრამ როგორ ცხოვრობდა მაჰავირა შიშველი და ამასთან არ ოფლიანდებოდა? აქ რაღაც რიგზე ვერაა. როგორც ჩანს ის საშინლად ყარდა. ეს რომ დაიფაროს, უნდა ითქვას, რომ ის არც კი ოფლიანდებოდა, მაშინ თავად ფესვებია ამოჭრილი. ის არასოდეს შარდავდა, ის არასოდეს გადიოდა კუჭში. როგორ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მაჰავირა შარდავდა? ეს შეუფერებელია.

ყველა ეს ისტორია გამონაგონია. ისინი უბრალოდ იმაზე მეტყველებენ, რომ მათი მიმდევრები ბრიყვები არიან. ისინი არაფერს ამბობენ მაჰავირაზე, იესოზე ან მუჰამედზე. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათი მიმდევრები ნევროზიანები არიან. იესოც ისევე დაიბადა ქალისგან და კაცისგან, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. თქვენც ასევე სექსის წყალობით გაჩნდით. თქვენი სხეულის ყოველი უჯრედი სექსუალურია. თქვენი სხეულის ყოველ უჯრედში ორი პოლარობაა :  ქალური და მამაკაცური, ინი და იანი.

შენ მეკითხები: „ნუთუ არ შეიძლება სექსის ტრანსცენდირება, უბრალოდ მასზე უარის თქმით?“ ამ შემთხვევაში ერთადერთი შესაძლებლობაა არ დაიბადო. თუ შენ დაიბადე, უკვე სექსუალური არსება ხარ. მამაკაცთან გაქვს სექსი თუ ქალთან, ეს არაა მნიშვნელოვანი. შეგიძლია უბიწოების აღქმაც დადო, მაგრამ სექსზე უარის თქმა არ ნიშნავს სექსუალურობის საზღვრებს მიღმა გასვლას. სექსუალობა უკვე შენი ნაწილია. იმ მომენტში, როცა დედის საშვილოსნოში გაჩნდი, შენ უკვე იქეცი სექსუალურ არსებად. ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. ყველაფერი, რაც შეიძლება დათრგუნვაა. მაშინ შენ არაბუნებრივი ადამიანი გახდები, და შენი ცხოვრება გარყვნილება იქნება. სექსზე უარის თქმით, შენ შეგიძლია მხოლოდ ჩაახშო, მაგრამ ტრანსცენდენციას ვერ მოახდენ.

მე გამიგია...

ელენი და დოლფი ოცდაათი წელია ერთად იყვნენ და ცოლ-ქმრული ნეტარების ერთი ღამეც კი არ ჩაუგდიათ. ერთხელ ელენი ექიმთან მივიდა, და მან უთხრა, რომ თუ სრულად არ დაისვენებდა თუნდაც ნახევარი წლის განმავლობაში, ვერ იცოცხლებდა.

ელენმა და დოლფმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ელენი მეორე სართულზე გადავიდა, დოლფი კი  პირველზე დარჩა.

სრული თავშეკავებისა და მარტოობის სამი თვის შემდეგ ნებისყოფის ძალამ მიატოვა დოლფი და ის ცოლის საძინებლისკენ გაემართა. როცა კიბეზე ადიოდა, დაინახა, რომ ამ დროს ელენიც ჩამოდიოდა კიბეზე.

- ძვირფასო, - თქვა მან, - მე მოვდივარ, რომ მოვკვდე.

- ძალიან მიხარია, საყვარელო, - უპასუხა მან. - მეც ზუსტად ახლა მოვდიოდი, რათა მომეკალი.

ნუ შეიშლები ჭკუიდან. იყავი უფრო მარტივი. არაა საჭირო სიკვდილი ან ვინმეს მოკვლა. დათრგუნვა ძალიან გაართულებს შენს ცხოვრებას: შენ გაორებული გახდები, შიზოფრენიული : შენ ასექსუალური იქნები ზედაპირზე, შიგნით ღრმად კი პირიქით , ძალიან სექსუალური.

ტრანსცენდენცია - ესაა როცა ქრება მოთხოვნილება სხვა ადამიანში, (ქალში ან მამაკაცში ) შერწყმის სურვილი. ეს შესაძლებელია მხოლოდ გაგებით, გაგება კი გამოცდილებასთან ერთად მოდის. ამიტომ მე არ გთავაზობთ ურთიერთობებზე უარის თქმას; მე გთავაზობთ, რომ უფრო მედიტატიურები გახდეთ თქვენს ურთიერთობებში.

უფლება მიეცი სექსს, რომ მედიტაცია გახდეს. და გაოცდები: თუ სექსი მედიტაციის მდგომარეობაში გექნება, შენთან მოვა გაგება, თუ რა ხდება სინამდვილეში, და შენი გადაულახავი მოთხოვნილება, რომელსაც სექსი ეწოდება, გაცნობიერებული გახდება. თუ ის გაცნობიერებული გახდება, მას შეუძლია გაქრეს. და ის თავისთავად ქრება. შენ არ გჭირდება ამისთვის ძალისხმევა, შენ არ გჭირდება ამისთვის რაიმეს კეთება. როცა ის თავისთავად ქრება, ეს მშვენიერია. დიახ, სექსი ქრება - შენ მის ტრანსცენდენციას ახდენ,  მაგრამ არა დათრგუნვით. ეს სიმართლეა, მაგრამ ამ სიმართლის გამო მსოფლიოში მრავალი არასწორი გაგება გაჩნდა.

სექსი გაქრა ბუდას ცხოვრებიდან, სექსი გაქრა ქრისტეს ცხოვრებიდან. ადამიანები ხედავდნენ, როგორ ქრებოდა სექსი, და ისინი ხედავდნენ, რომ როცა იგი ქრება, რაღაც მშვენიერი ხდება: თითქის ზეცა ცეკვავს მიწაზე, თითქოს მიღმიერი ეშვება მიწაზე, თითქოს მიწიერი ერწყმის ღვთაებრივს. და ადამიანები ამ ყველაფერს ხედავდნენ, მათში ჩნდებოდა უზარმაზარი სურვილი, რომ თვითონაც გადაელახათ სექსი. მაგრამ შემდეგ არასწორ გზას ირჩევდნენ: ბრძოლას იწყებდნენ მასთან.

ეს საიდუმლო ცოდნაა, და თუ არასწორ გზას აირჩევ, ყველაფერი უკუღმა წავა.

ერთმა მამაკაცმა თავის მეგობარს რჩევა მისცა:

- შენ უნდა აირჩიო ცოლი, რომელიც ეკონომისტი იქნება სამზარეულოში, ლედი - მისაღებში და მეძავი - საძინებელში.

როცა ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს ქორწილიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, მამაკაცმა ჰკითხა თავის მეგობარს, კმაყოფილია თუ არა თავისი არჩევანით.

- იცი, - თქვა ახალდაქორწინებულმა, - მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარი, მაგრამ როგორც ჩანს სადღაც შეცდომა დავუშვი. ჩემი ცოლი მეძავი აღმოჩნდა მისაღებში, ლედი - სამზარეულოში და ეკონომისტი საწოლში!

როგორც კი მცირე შეცდომას დავუშვებთ , საგნებს თავის ადგილებზე არ ალაგებთ, ყველაფერი ისე აღარ ხდება,  როგორც საჭიროა.

ტრანსცენდენცია არასოდეს მოდის დათრგუნვის გზით; ტრანსცენდენცია გაგებით და გაცნობიერებულობით მოდის.

სწორედ გუშინ მივეცი სანიასა ერთ შესანიშნავ ადამიანს, ფსიქოანალიტიკოსს . მე მივეცი მას სახელი, რომელიც ნიშნავს „ნეტარებას სექსის საზღვრებს მიღმა“. და მე ვუთხარი: „თუ მედიტატიურად დაკავდები სექსი, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან რამეს აღმოაჩენ“.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი  ისაა, რომ როდესაც პიკს აღწევ და ღრმა ორგაზმში შედიხარ, უზარმაზარ სიხარულს გრძნობ, რადგანაც ამ მომენტში სექსი ქრება. სექსს ორგაზმის მდგომარეობამდე მიჰყავხარ, და როცა ეს მიზანი მიღწეულია, სექსი ქრება. ორგაზმის მდგომარეობაში შენში აღარ რჩება არანაირი სექსუალურობა: შენ უბრალოდ პულსირებ, და შენსი აღარაა არანაირი სურვილი, შენ ბოლომდე აქ და ახლა იმყოფები - არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, არც ფანტაზიები და არც წარმოსახვა, არაფერი. როცა ორგაზმი ხდება, მამაკაცი მარტო რჩება - ქალი გვერდითაა, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს მას. ქალიც მარტო რჩება - მამაკაცი გვერდითაა, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს მას.

ორგაზმი ინდივიდუალურია: ის ხდება მამაკაცის და ქალის შიგნით. პარტნიორი მხოლოდ პროცესის სტიმულირებას ახდენს, მაგრამ ამაზე მისი ფუნქცია მთავრდება: შენ უკვე აღარ გაინტერესებს პარტნიორი. ღრმა ორგაზმში შენ უბრალოდ საკუთარი თავის სიღრმეში იმყოფები, სექსი ქრება ,  ამიტომაც გრძნობ ასეთ ნეტარებას. კარგი ორგაზმის შემდეგ ამ ნეტარებას რამდენიმე საათის განმავლობაში გრძნობ, და რამდენიმე საათის განმავლობაში შენ არ ფიქრობ სექსზე , სექსის  სურვილი გტოვებს. რა ხდება? თუ ნეტარებას გრძნობ, სურვილები ვეღარ გექნება. თუ სურვილები გაქვს, შენ ვერ გრძნობ ნეტარებას. ნეტარება და სურვილი შეუთავსებელია.

და თუ სექსით ღრმა მედიტაციის მდგომარეობაში დაკავდები, გააცნობიერებ, რომ დრო ქრება; პიკის მომენტში დრო აღარ არსებობს, შენ უბრალოდ აქ და ახლა აღმოჩნდები. მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, რას ნიშნავს აქ და ახლა ყოფნა. ჩვეულებრივ ან წარსულში ხარ, ან მომავალში. როცა დრო ქრება, გონებაც ქრება, რადგანაც გონება დროის ასპექტია, ეს დროის სხვა დასახელებაა. გონება არის წარსულს პლუს მომავალი. როცა დრო არაა , აღარც გონებაა. უბრალოდ წარმოიდგინე: არაა გონება, არაა დრო, არაა სექსუალური სურვილი  და ამ დროს უზარმაზარი ნეტარებაა.

მაგრამ ადამიანები ხელიდან უშვებენ ამას, რადგანაც გაუცნობიერებლად არიან. მათ მექანიკური, გაუცნობიერებელი სექსი აქვთ. გქონდეს სექსი გაცნობიერებულად, ყურადღებით, მუდამ გახსოვდეს, რა ხდება, მუდამ დააკვირდი, იყავი მოწმე, და მაშინ შენთან მოვა გაგება, მაშინ შენთან მოვა გაცნობიერებულობა. გაცნობიერებულობა ტრანსცენდენციაა და თავისუფლებაა.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff