თავი 27 - სიცარიელის ჭვრეტა
თავი 27 - სიცარიელის ჭვრეტა
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
თუ თქვენთან ჯერ არ მოსულა სიცხადე, მე დაგეხმარებით მიგაახლოვოთ მასთან, როგორც ამას ბუდისტები აკეთებენ, სამი რამის ჭვრეტის მეშეობით - სიცარიელის, ილუზიის და ცენტრის.
სიცარიელე - პირველია, ამ სამიდან. ყველაფერი, რასაც უყურებთ, აღიქმება როგორც სიცარიელე. შემდეგ მოდის ილუზია. აცნობიერებთ რა, რომ ყველაფერი და ყველგან სიცარიელეა, თქვენ არაფერს არ ანადგურებთ, არამედ დაკავებული ხართ ჩვეული საქმიანობით ცარიელ გარემოში. თუმცა არაფერს ანადგურებთ, თქვენ ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც არ ანიჭებთ საგნებს; სწორედ ესაა ცენტრის ჭვრეტა. სიცარიელის ჭვრეტის პრაქტიკის დროს თქვენ ხვდებით, რომ არ შეგიძლიათ გაანადგუროთ ათიათასი რაღაც; უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ მათ.. ამგვარად, ერთიანდება სამი ჭვრეტა. ბოლოს და ბოლოს, ძალა მდგომარეობს სიცარიელის ჭვრეტაში. ამიტომ როდესაც სიცარიელის ჭვრეტას აპრაქტიკებთ, სიცარიელე, უდავოდ ცარიელია, მაგრამ ილუზიაც - ასევე ცარიელია, და ცენტრიც ცარიელია. იმისთვის, რომ ილუზიის ჭვრეტა მოახდინოთ, უზარმაზარი ძალაა საჭირო; მაშინ ილუზია - მართლაც ილუზიაა. მაგრამ სიცარიელეც - ასევე ილუზიაა, ცენტრიც ილუზიაა. ცენტრის მიმართულებით მოძრაობისას სიცარიელის ხატ-სახეებს ქმნით. თქვენ არ უწოდებთ მას სიცარიელეს, თქვენ მას ცენტრს უწოდებთ. თქვენ ასევე აპრაქტიკებთ ილუზიის ჭვრეტას, მაგრამ არ უწოდებთ მას ილუზიას. თქვენ მას ცენტრს უწოდებთ. რაც შეეხება ცენტრს, მასზე მეტის არაფრის თქმა არაა საჭირო.
ძენის ისტორია...
მანამ, სანამ ძენის ოსტატი ნინაკავა სხეულს დატოვებდა, იგი სხვა ძენის ოსტატმა, იკიუმ მოინახულა.
- გაგაცილო? - ჰკითხა იკიუმ.
ნინაკავამ უპასუხა:
- მე აქ მარტო მოვედი და მარტო წავალ. შენ როგორ უნდა დამეხმარო?
იკიუმ თქვა:
თუ შენ ვარაუდობ, რომ მართლა მოხვედი და მართლა მიდიხარ, თუ ფიქრობ, რომ მოდიხარ და მიდიხარ, მაშინ ილუზიის ტყვეობაში იმყოფები. ნება მომეცი, მიგითითო გზა, სადაც არც მოსვლაა და არც წასვლა.
ეს თქვა, და იკიუმ ისე ნათლად უჩვენა გზა, რომ ნინაკავას გაეღიმა, თავი დაუქნია და ისე, რომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, სხეული დატოვა.
ეს მშვენიერი ისტორიაა. მასში რამდენიმე რამ უნდა გაიგოთ. ისინი დაგეხმარებიან ლუ-ძის სუტრას გაგებაში.
პირველ რიგში, ადამიანისთვის, რომელიც ჭეშმარიტების ძიებაშია, სიკვდილიც კი რაღაცის სწავლის შესაძებლობაა. ადამიანისთვის, რომელიც არაფერს არ ეძებს, სიცოცხლეც კი არ წარმოადგენს ამის საშუალებას. ადამიანები ცხოვრობენ და არაფერს სწავლობენ. ცხოვრობენ, და ვერანაირ სიმწიფეს ვერ აღწევენ. ისინი გამუდმებით იმყოფებიან თითქმის მძინარე მდგომარეობაში.
ადამიანები მთვარეულებივით ცხოვრობენ. ისინი არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან: არ იციან, რას აკეთებენ, არ იციან, რატომ აკეთებენ, არ იციან, საიდან მოდიან და სად მიდიან. სრულიად არ აქვთ წარმოდგენა, სად მიექანებიან; ისინი უბრალოდ ხის მორებს ჰგვანან, რომლებიც ქვემოთკენ მიჰყვებიან დინებას. მათი ცხოვრებები შემთხვევითია. გაიგეთ ეს სიტყვა - „შემთხვევითი“.
მილიონობით ადამიანი მხოლოდ შემთხვევით ცხოვრებას გადის, და, სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე, სანამ შემთხვევითიდან ეგზისტენციალურად არ აქცევთ მას, ტრანსფორმაცია არ მოხდება.
აი, რა არის სანიასა: ესაა მცდელობა, რომ შემთხვევითი ეგზისტენციალურად აქციოთ. ესაა გაღვიძების მცდელობა. მაშინ სიცოცხლეც და სიკვდილიც შესაძებლობა ხდება იმისთვის, რომ რაღაც ისწავლოთ. მაშინ თქვენ გამუდმებით სწავლობთ. მაშინ ყოველი წამი, ყოველი სიტუაცია საჩუქარი ხდება. დიახ, ტანჯვაც კი - ღმერთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც სწავლის უნარი აქვს, ვისაც საჩუქრის მიღების უნარი აქვს. ჩვეულებრივ, თქვენ წყალობებსაც კი ვერ ღებულობთ, როგორც საჩუქრებს, რადგან მათი მიღება არ შეგიძლიათ, მათი შეწოვა არ შეგიძიათ. თქვენ რობოტებივით ცხოვრობთ.
მე მსმენია...
ქმარი სახლში გვიან ღამით მივიდა. იმისთვის, რომ თავისი დაგვიანება აეხსნა, თქვა...
სინამდვილეში, უბრალოდ ზედმეტი მოუვიდა დალევა, მაგრამ ცოლს უთხრა, რომ სხვა ავტობუსში ჩაჯდა.
ცოლმა გესლიანად მიუგო:
- ნუ, ეს არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მდგომარეობაში ხარ. მაგრამ როგორ გაიგე, რომ სხვა ავტობუსში ჩაჯექი?
ქმარმა უპასუხა:
- ეს თავიდანვე უცნაურად მომეჩვენა: ორი საათი ვიდექი უკანა ადგილას, და შემდეგ უცებ შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლებიც ავტობუსშ შემოდიოდნენ, ჰამბურგერებს და ყავას უკვეთავდნენ.
ეს ავტობუსიც კი არ იყო!
ცხოვრება, რომელსაც თქვენ გადიხართ, - ეს ცხოვრებაც კი არაა. იგი ვერ იქნება ცხოვრება. როგორ შეიძლება ცხოვრება იყოს, თუკი თქვენს შიგნით სინათლე არაა? როგორ შეიძება ცხოვრება იყოს, თუკი თქვენს შიგნით სიყვარული არაა? როგორ შეიძება ცხოვრება იყოს, თუ ავტომატურად მოქმედებთ? სიცოცხლე ჩნდება არა დაბადების მომენტში, არამედ ცნობიერების გაჩენის მომენტში. მხოლოდ მედიტატორი ადამიანი იწყებს ცხოვრებას. სხვები უბრალოდ ატყუებენ საკუთარ თავს; სინამდვილეში ისინი არ ცხოვრობენ. შესაძლოა ისინი ათასი რამით არიან დაკავებულნი - დიახ, დაკავებულნი არიან სიცოცხლის ბოლომდე. ისინი აგროვებენ სიმდიდრეს, აღწევენ ძალაუფლებას, იკმაყოფილებენ ამბიციებს, და ასე უსასრულობამდე. და მაინც, მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში მათი ცხოვრება ნულამდე დაიყვანება.
ინტერვიუში სამოცი წლის ჩემპიონთან როდეოში, ოსტინიდან, ტეხასის შტატიდან, ნიუ-იორკელმა ჟურნალისტმა შენიშნა:
- ის ფაქტი, რომ როდეოს ჩემპიონი ამ ასაკში გახდით, იმაზე მეტყველებს, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ.
- ეს რა არის! - თქვა კოვბოიმ. - თქვენ მამაჩემი უნდა გენახათ. იგი ოთხმოცდაექვსი წლისაა, ის კი დღემდე თავდამსხმელად თამაშობს ფეხბურთის გუნდში.
- საოცარია! - წამოიძახა ჟურნალისტმა. - მინდა გავიცნო მამათქვენი.
- ახლა არ გამოვა. იგი ელ-პასოში წავიდა, რათა დაესწროს ბაბუის ქორწილს, რომელიც ასთოთხმეტი წლისაა.
- თქვენ არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ! - თქვა ჟურნალისტმა. თქვენ სამოცი წლის ხართ და ჩემპიონი ხართ როდეოში, თქვენი მამა ოთხმოცდაექვსი წლისაა და საფეხბურთო გუნდშ თამაშობს, თქვენი ბაბუა ასთოთხმეტი წლისაა და ცოლის მოყვანა უნდა!
- თქვენ ვერ გამიგეთ, მისტერ, - თქვა ტეხასელმა, - ბაბუას არ უნდა ცოლის მოყვანა. იგი იძულებულია.
ასე განაგრძობთ ცხოვრებას ბოლომდე. ეს არაა ნამდვილი ცხოვრება. თქვენ უბრალოდ მსხვერპლი ხართ - თქვენი არაცნობიერი ინსტინქტების მსხვერპლი, ბიოლოგიის მსხვერპლი, ფიზიოლოგიის მსხვერპლი, ბუნების მსხვერპლი. ეს თქვენი მონობა გახდა. განთავისუფლება იმაშ მდგომარეობს, რომ ბოლო მოუღოთ მთელ ამ გაუცნობიერებლობას. ნამდვილი ცხოვრება მაშნ იწყება, როდესაც თქვენი ფიზიოლოგიის მონობიდან თავისუფლდებით, იმ პროგრამისგან თავისუფლდებით, რომელიც ბუნებამ ჩადო თქვენი სხეულის უჯრედებში, თავისუფლდებით მთელი გაუცნობიერებლობისგან და საკუთარი თავის ბატონი ხდებით, გაცნობიერებული სინათლე ხდებით. დაითვალეთ თქვენი ასაკი იმ მომენტიდან, როდესაც გაცნობიერებულად, ყურადღებით, მედიტატიურად იწყებთ ცხოვრებას. სახლს მაშნ უახლოვდებით, როდესაც ყოველი თქვენი ქმედება გაცნობიერებულობის არომატით იჟღინთება. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ უფრო და უფრო შორდებით სახლს.
ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გთავაზობთ, რომ გაიღვიძოთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები, იმის ნაცვლად, რომ გაიღვიძოთ, თქვენ კიდევ უფრო ძლიერი ნარკოტიკების ძიებას იწყებთ, რომლებიც გეხმარებიან, რომ უფრო ღრმა გაუცნობიერებლობაში ჩაიძიროთ. როცა ტანჯვა მოდის, მას შეუძია გამოღვიძების შესაძლებლობად იქცეს, მაგრამ თქვენ ნარკოტიკის ძიებას იწყებთ. ეს ნარკოტიკი შესაძლოა იყოს სექსი, ალკოჰოლი, ლსდ, ფული, პოლიტიკა - ეს ნარკოტიკი შეიძება ნებისმიერი რამ იყოს. ნარკოტიკს წარმოადგენს ყველაფერი, რაც ხელს გიწყობთ გაუცნობიერებლობაში. ნარკოტიკს წარმოადგენს ყველაფერი, რაც გეხმარებათ, რომ რაღაც უმნიშვნელომ გაგიტაცოთ. ნარკოტიკები მხოლოდ აფთიაქში არ იყიდება. ისინი ყველგანაა მისაწვდომი. თქვენი სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები, თავისი არსით ნარკოტიკებს ავრცელებენ, რადგანაც ადამიანებში ამბიციებს ჰბადებენ, ხოლო ამბიციები გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ამყოფებენ მათ. ამბიციები აიძულებენ, რომ აჩრდილებს, ილუზიებს, ოცნებებს გამოეკიდონ. თქვენი პოლიტიკოსები - უდიდესი ნარკოვაჭრები არიან: ისინი გამუდმებით აღვიძებენ თქვენში მისწრაფებას, ავხორცობას, ძალაუფლების წყურვილს, რომლებიც ბოლომდე გიპყრობენ.
ამბიციურობა, კონკურენცია - ეს იგივე ალკოჰოლიზმია. ეს უფრო ლიერი ალკოჰოლიზმიც კია. ჩვეულებრივი ალკოჰოლი შეგვიძლია ავკრძალოთ. ეს ალკოჰოლი ძალიან მისაწვდომია, მას გვთავაზობენ ყოველ კუთხეში - გვთავაზობენ მშობლები, მღვდლები, პოლიტიკოსები, პროფესორები. მთელი საზოგადოება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაშია. თქვენ კარგად ხართ, როცა გაქვთ რაიმე, რასაც გაეკიდებით. როგორც კი აღმოჩნდება, რომ სარბენი არაფერი გაქვთ, მაშნვე იბნევით და დაუყოვნებლივ კავდებით სხვა რამით.
მრავალი საუკუნის განმავლობაში ბუდები ასწავლიდნენ, რომ ტანჯვა - ეს მინიშნებაა ღმერთისგან: გაღვიძების დრო მოვიდა. თქვენ კი ცდილობთ, რომ ეს ტანჯვა რაიმე ნარკოტიკით ჩაახშოთ.
თქვენ ცოლი გიკვდებათ - ამის გამო სმას იწყებთ და აზარტულ თამაშებში ეფლობით. მისი სიკვდილი შესაძლებლობა იყო იმის დასანახად, რომ ეს ცხოვრება მარადიული არაა. ეს სახლი ქვიშაზეა აშენებული, ეს ცხოვრება - კარტის სახლია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაინგრეს. ქარის მცირე დაქროლვა - და ცხოვრება გაქრება.გაიღვიძეთ! თქვენი ცოლი მოკვდა, თქვენც მოკვდებით, რადგანაც იმავე რიგში დგახართ, და ეს რიგი უცილობლად უახლოვდება ფანჯარას, რომელსაც“სიკვდილი“ ეწოდება.
მაგრამ თქვენ არ გაიღვიძეთ, თქვენ სხვა ცოლის ძებნა დაიწყეთ. გაკოტრდით, მაგრამ არ გაიღვიძეთ. მარცხი განიცადეთ, მაგრამ არ გაიღვიძეთ. კვლავ დაიწყეთ ძიება - კიდევ უფრო მეტი შემართებით, კიდევ უფრო მეტი მგზნებარებით.
ერთი ქალი კერძო კლინიკაში მივიდა, სადაც მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტი იყო. მას შემდეგ, რაც ოცი წუთი დაჰყო ერთ-ერთ ექიმთან, ქალი ყვირილით გამოვარდა კორიდორში. როცა სხვა ექიმმა, როგორც იქნა, შეძლო მისგან ახსნა-განმარტების მიღება, პირველი ექიმი გამოიძახეს.
-რატომ უთხარი პაციენტს, რომ ფეხმძიმედაა? ეს ხომ ასე არაა? კინაღამ მოკვდა, ისე შეაშინე.
- ვიცი, - თქვა პირველმა ექიმმა, - მაგრამ მე ხომ ენაბლუობისგან განვკურნე იგი!
თუ ყურს დაუგდებთ, თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ ნებისმიერი ტანჯვა, რომელიც თქვენს ცხოვრებაშ ხდება, - ეს შენიღბული წყალობაა: მას შეუძლია ენაბლუობისგან გიხსნათ. ეს შოკია... და ის გჭირდებათ! - რადგანაც თქვენ ძალიან დიდი რაოდენობის ბუფერები, დამცავი მექანიზმები შექმენით, რომლებიც შოკს შთანთქავენ. მათი დანგრევა აუცილებელია. სანამ ისინი არ დაინგრევიან, თქვენ სიზმარში იცხოვრებთ. და გახსოვდეთ: მას, ვინც სიზმარში ცხოვრობს, თავისი სიზმარი სინამდვილედ ეჩვენება. თქვენ ეს მშვენივრად იცით, ყოველ ღამე ხედავთ სიზმრებს: ძილის დროს სიზმარი აბსოლუტურად რეალური ჩანს. ყოველთვის შეგიძლიათ იპოვნოთ ლოგიკური არგუმენტები, რომ შეინარჩუნოთ თქვენი სიზმარი. მაშინაც კი, როცა სიზმარი წყდება, თქვენ პოულობთ არგუმენტებს, რომ შეინარჩუნოთ სიზმარი, რომელიც სრულიად არარეალური იყო.
მე მსმენია...
ერთმა კაცმა დილით შოკის მდგომარეობაშ გაიღვიძა. მან ცოლი გააღვიძა და უთხრა: „ძვირფასო, საშნელი სიზმარი მესიზმრა. ვნახე, რომ ათი კილოგრამი ზეფირი ვჭამე. უფრო მეტიც, ჩემს ბალიშს ვეღარსად ვპოულობ“.
მაშინაც კი, თუკი გაიღვიძებთ, რაღაც მტკიცებულებას უპოვნით თქვენს სიზმარს. მიმოიხედეთ გარშემო, და ყოველთვის იპოვნით მტკიცებულებას. თქვენი გონება ძალიან ეშმაკია, თქვენი გონება მრავალ თამაშს გეთამაშებათ, მრავალ ფანდს იყენებს, რომლებიც შესაძლოა ძალზე ლოგიკურნი ჩანდნენ. ისინი შესაძლოა ძალზე სარწმუნოდ მოგეჩვენონ.
ფრანგი სახლში დაბრუნდა და გაოგნებულმა თავისი ვაჟი ლოგინში ბებიასთან აღმოაჩინა...
ასეთი რამ მხოლოდ საფრანგეთში თუ მოხდება!
- შვილო, - უთხრა მან, - ეს როგორ შეგიძლია?
- ნუ, - უპსუხა შვილმა, - შენ დედაჩემთან წევხარ, მე კი - დედაშენთან. ყველაფერი ლოგიკურია!
არგუმენტები შეგვიძლია აბსურდულ მოვლენებსაც მოვუძებნოთ.იყავით ყურადღებით. თქვენი გონება მთლიანად სიზმრების მხარესაა, თქვენი გონება - ეს სიზმრების წყაროა, ამიტომაც თავის მოვალეობად თვლის მათ შენარჩუნებას. თუ ყურადღებით არ იქნებით, კვლავ და კვლავ აღმოჩნდებით საკუთარი გონების ტყუილების და ფანდების მსხვერპლი. კვლავ ჩაიდენთ სისულელეებს, რომლებიც უკვე მრავალჯერ ჩაგიდენიათ რომლებიც უკვე მრავალჯერ გინანიათ და დაგიფიციათ საკუთარ თავთან: „მეტჯერ არასოდეს!“ - მაგრამ გონება ძალიან ნატიფ სატყუარებს იყენებს. გონება - უდიდესი ვაჭარია. მას შეუძლია ნებისმიერ რამეში დაგარწმუნოთ. რადგანაც გონება ყოველთვის ხელს უწყობს თქვენს არაცნობიერ სურვილებს, სხეულიც ასევე გონების მხარეს აღმოჩნდება ხოლმე.
გამოღვიძების მცდელობა საოცრად რთულია. ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ადამიანს შეუძლია თავის ცხოვრებაში მიიღოს. მხოლოდ ადამიანს, მამაც ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. იმისთვის, რომ გამოწვევა მივიღოთ და გავიღვიძოთ, უზარმაზარი გამბედაობაა საჭირო. ეს ყველაზე დიდი მოგზაურობაა. გაცილებით უფრო ადვილია მთვარეზე გაფრენა, ევერესტის დაპყრობა, წყნარი ოკეანის სიღრმეების წვდომა. ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც საკუთარი თავის სიღრმეში იწყებთ მოძრაობას, როცა გამოღვიძებას იწყებთ. მთელი თქვენი წარსული უჯანყდება ამას, მთელი თქვენი წარსული, მთასავით გაწვებათ ბეჭებზე და დაბლა გძირავთ. საშუალებას არ გაძლევთ, რომ ცაში, უსასრულობაში, მარადისობაში, ღვთაებრივში, ნირვანაში აიჭრათ.
ამ მშვენიერ იგავში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ კვდება ერთი ოსტატი, მეორე კი მასთან გამოსამშვიდობებლად მოდის, - და თანაც როგორ ემშვიდობება! სიკვდილის მომენტი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც სიკვდილი გვთავაზობს. თუკი სიკვდილს გაუცნობიუერებლად შევხედავთ, იგი მტერს ჰგავს, ხოლო თუ მას გაცნობიერებულად შევხედავთ, მაშინ ის უდიდესი მეგობარია. თუ სიკვდილს გაუცნობიერებლად შევხედავთ, მაშინ ეს უბრალოდ მთელი თქვენი ოცნებების, მთელი თქვენი ცხოვრებისეული მოდელის, ყველა სტრუქტურის ნგრევაა, რომელიც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში აღმართეთ, ყველა შენატანის, რაც კი გააკეთეთ, - სრული ნგრევა. ხოლო თუკი სიკვდილს გაცნობიერებულად შეხედავთ, მაშინ ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია, კარი ღვთაებრივისკენ.
ნინაკავა კვდება, იკიუ ეკითხება მას:
- შემიძლია გაგაცილო?
იგი ამბობს, რომ სიკვდილი - დასაწყისია და არა დასასრული.
- გაგაცილო? გჭირდება რაიმე დახმარება? შენ ყოფიერების ახალი სახე უნდა შეიცნო, ახალი ხედვა უნდა შეიძინო, სხვა განზომილებაში გადიხარ, სხვა სიბრტყეში გადადიხარ, - გაგაცილო? შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?
ნინაკავა პასუხობს:
- მე აქ მარტო მოვედი და მარტო წავალ. შენ როგორ უნდა დამეხმარო?
დიახ, ჩვენ მარტონი მოვდივართ და მარტონი მივდივართ. ამ ორ მარტოობას შორის ყველანაირ სიზმრებს ვქმნით ერთიანობის, ურთიერთობების, სიყვარულის, ოჯახის, მეგობრების, კლუბების, საზოგადოებების, ნაციების, ეკლესიების, ორგანიზაციების შესახებ. ჩვენ მარტონი მოვდივართ და მარტონი მივდივართ. მარტოობა - ეს ჩვენი ბუნებაა. მაგრამ ამ ორ წერტილს შორის იმდენ სიზმარს ვქმნით! ჩვენ ვხდებით ქმარი ან ცოლი, მამა ან დედა, ვაგროვებთ ფულს, ძალაუფლებას, პრესტიჟს, - და ამ დროს მშვენივრად ვიცით, რომ ცარიელი ხელებით მოვდივართ და ცარიელი ხელებით მივდივართ. თან არაფრის წაღება არ შეგვიძლია. და მიუხედავად ამისა, მაინც ვაგროვებთ დაგროვებას, მაინც ვაგროვებთ მიჯაჭვას, უფრო და უფრო მიჯაჭვას, უფრო და უფრო ვიდგამთ ფესვებს ამ სამყაროში, რომლის დატოვებაც მოგვიწევს.
გამოიყენეთ ეს სამყარო, როგორც კარავი, ნუ მოაწყობთ მასში სახლს. დიახ, გამოიყენეთ იგი, მაგრამ ნებას ნუ მისცემთ, რომ თქვენ გამოგიყენოთ. რაღაცის ფლობა უაზრობაა, რადგან როგორც კი რაღაცის ფლობას იწყებთ, ეს რაღაცაც იწყებს თქვენს ფლობას. რაც უფრო მეტად ფლობთ, მით უფრო ფლობილი ხდებით თავადაც. გამოიყენეთ! - მაგრამ გახსოვდეთ: სიკვდილი ახლოვდება, გამუდმებით ახლოვდება. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია კარზე დაგიკაკუნოთ, და თქვენ ყველაფრის ისე დატოვება მოგიწევთ, როგორც არის. წასვლა ყოველთვის შუაში გვიწევს. ცხოვრებაში შეუძებელია რაიმეს დასრულება.
ნინაკავამ ძალიან კარგად თქვა: „მე აქ მარტო მოვედი და მარტო წავალ. შენ როგორ უნდა დამეხმარო? როგორ შეგიძლია დამეხმარო სიკვდილში? ცხოვრებაში ილუზიები გვაქვს, რომ ჩვენ გვეხმარებიან, ან ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ნუთუ ეს სიკვდილშიც შესაძლებელია?“
იგი უდიდეს ჭეშმარიტებას განაცხადებს, მაგრამ არსებობს ასევე სხვა მრავალი ჭეშმარიტება, უფრო მაღალი თანრიგის ჭეშმარიტება.იკიუ უფრო მაღალი თანრიგის ჭეშმარიტებას ამბობს.
გახსოვდეთ: საქმე არ ეხება კონფლიქტს ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს შორის. საქმე ეხება ნამდვილ კონფლიქტს - კონფლიქტს უფრო დაბალი თანრიგის ჭეშმარიტებასა და უფრო მაღალი თანრიგის ჭეშმარიტებას შორის. არაჭეშმარიტი არაჭეშმარიტია: რა ზიანი შეუძია მას მიანიჭოს ჭეშმარიტებას? პრობლემა არასოდეს მდგომარეობს არჩევანში ჭეშმარიტსა და არაჭეშმარიტს შორის. პრობლემა ყოველთვის დაბალ და მაღალ ჭეშმარიტებას შორის არჩევანშია.
ის, რაც ნინაკავამ თქვა, - რომ ჩვენ მარტონი მოვდივართ და მარტონი მივდივართ, - დიდი ჭეშმარიტებაა.მაგრამ არსებობს უფრო მაღალი ჭეშმარიტებაც.
იკიუმ თქვა: „თუ შენ ვარაუდობ, რომ მართლა მოხვედი და მართლა მიდიხარ, თუ ფიქრობ, რომ მოდიხარ და მიდიხარ, მაშინ ილუზიის ტყვეობაში იმყოფები“.
ვინ მოდის? ვინ მიდის? ყველაფერი ისეა, როგორცაა. მოსვლა და წასვლა - ეს ასევე სიზმარია.
მაგალითად, ღამით იძინებთ და სიზმარი გესიზმრებათ. დილით სიზმარი ქრება. ნუთუ ფიქრობთ, რომ სადმე იყავით წასული, შემდეგ კი დაბრუნდით? თქვენ იმავე ოთახში იღვიძებთ, იმავე ლოგინში, - სად ხდება ყველა ეს სიზმარი? შესაძლოა შორეულ ადგილებშ იყავით, მთვარე, ვარსკვლავები და პლანეტები მოინახულეთ, მაგრამ დილით, როდესაც გაიღვიძეთ, მთვარეზე არ გაგიღვიძიათ. იმავე ადგილას გაიღვიძეთ, სადაც დაიძინეთ.
ცხოვრება - სიზმარია! ჩვენ იქ ვართ, სადაც ვართ. ჩვენ ის ვარც, რაც ვართ. ერთი წამითაც, ერთი მილიმეტრითაც კი არ დავშორებულვართ ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებას! ესაა უმაღლესი ჭეშმარიტება.
დიახ, ნინაკავამ რაღაც მნიშვნელოვანი თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი: ჩვენ მარტონი მოვდივართ და მარტონი მივდივართ. მაგრამ იკიუს სიტყვები უფრო ღრმა აღმოჩნდა. მან თქვა: „რა მოსვლა, რა წასვლა? სისულელეს ამბობ! ვინ მოდის? ვინ მიდის?“
ტალღები იბადებიან ოკეანეში, შემდეგ კი ქრებიან ოკეანეში. როცა ოკეანეში ტალღა ჩნდება, ეს ტალღა იმდენადვეა ოკეანე, რამდენადაც მანამდე, სანამ დაიბადებოდა. შემდეგ იგი კვლავ ქრება ოკეანეში. ფორმები იბადებიან და ქრებიან; რეალობა ისეთად რჩება, როგორიცაა. ყველა ცვლილება მხოლოდ ზედაპირზე ხდება. შიგნით სიღრმეში არაფერი არასოდეს არ იცვლება. იქ ყველაფერი უწინდებურად რჩება. დრო მხოლოდ ზედაპირზე არსებობს. ცენტრში არც დროა, არც განზომილება, არც მოძრაობა. იქ ყველაფერი მარადიულია.
გააცნობიერეთ ეს. ასევე ისიც, რომ ეს დიალოგი ნინაკავას სიკვდილის დროს ხდება. სიკვდილის მომენტში ადამიანები არ განიხილავენ მსგავს საკითხებს. სიკვდილის მომენტში ადამიანები ცდილობენ დაეხმარონ მომაკვდავს, ანუგეშონ იგი: „შენ არ კვდები. ვინ გითხრა, რომ კვდები? შენ იცოცხლებ“. მაშინაც კი, როცა ზუსტად იციან, და ექიმმა თქვა: „ყველაფერი დასრულებულია. ვერაფერს ვიღონებთ“, - მაშინაც კი ყველა თავს გაჩვენებთ, რომ არ მოკვდებით. ყველა ცდილობს დაგეხმაროთ ამ სიზმრის გახანგრძლივებაში და იმედი აქვთ, რომ რაღაც სასწაული მოხდება, და თქვენ გადარჩებით.
ეს დიალოგი საოცრად მშვენიერია. როდესაც ვინმე კვდება, ჯობია დაეხმაროთ იმის გაცნობიერებაშ, რომ სიკვდილი მოვიდა. სინამდვილეშ ამის გაცნობიერება ყველასთვის კარგია - მნიშვნელობა არ აქვს დღეს მოვა სიკვდილი, ხვალ თუ მაზეგ. ერთხელ ის მაინც მოვა. ერთი რამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ - ის აუცილებლად მოვა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია ცხოვრებაზე სრულიად ზუსტად - რომ სიკვდილი მოვა, ამიტომ ჯობია თავიდანვე ვილაპარაკოთ მასზე.
უძველეს კულტურებში ყოველ ბავშვს ეხმარებოდნენ სიკვდილის არსებობის გაცნობიერებაში. სიკვდილის გაცნობიერება თქვენი საფუძველი უნდა გახდეს. ადამიანი, რომელიც სიკვდილს აცნობიერებს, უპირობოდ, სიცოცხლესაც გააცნობიერებს, ხოლო ადამიანი, რომელიც სიკვდილს ვერ აცნობიერებს, ვერც სიცოცხლეს გააცნობიერებს, რადგანაც სიოცხლე და სიკვდილი - ერთი მონეტის ორი მხარეა.
იკიუმ თქვა: „თუ შენ ვარაუდობ...“ - გახსოვდეთ, იგი იყენებს სიტყვას „თუ“, რადგანაც მშვენივრად იცნობს ამ ადამიანს, ნინაკავას. ნინაკავა იმდენად გამჭვირვალეა, რომ იკიუ ბოლომდე ხედავს მას, იცის, რომ მან მიაღწია. სრულიად შესაძლებელია, რომ ნინაკავა უბრალოდ პროვოცირებას უკეთებს იკიუს, რომ რაღაც ლამაზი თქვას, ჭეშმარიტება წარმოთქვას. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს პროვოკაციაა - უბრალოდ ფანდი, რომ ის უბრალოდ თამაშობს. სწორედ ამიტომ ამბობს იკიუ: „თუ შენ ვარაუდობ, რომ მართლა მოხვედი და მართლა მიდიხარ, თუ ფიქრობ, რომ მოდიხარ და მიდიხარ, მაშინ ილუზიის ტყვეობაში იმყოფები. ნება მომეცი, მიგითითო გზა, სადაც არც მოსვლაა და არც წასვლა“.
რა გზაა ეს, რომელზეც არც მოსვლაა და არც წასვლა? დიახ, თქვენს შიგნით სივრცეა, რომელიც თქვენს მუდმივ სახლს წარმოადგენს, სივრცე, სადაც არასოდეს არაფერი არ იცვლება, არასოდეს არაფერი არ ხდება, - არც დაბადება, არც სიკვდილი, არც მოსვლა, არც წასვლა, არც გაჩენა, არც გაქრობა. იქ ყველაფერი ყოველთვის უცვლელია.
„ეს თქვა, და იკიუმ ისე ნათლად უჩვენა გზა, რომ ნინაკავას გაეღიმა, თავი დაუქნია და ისე, რომ ერთი სიტყვაც არ დასცდენია, სხეული დატოვა“.
შეუძლებელია ამის უკეთესად გამოთქმა - სწორედ ამიტომაც არ უთქვამს ნინაკავას აღარცერთი სიტყვა. მაგრამ მან გაიღიმა... რადგანაც ის, რისი გამოთქმაც სიტყვებით არ შეიძლება, შეგვიძლია ღიმილით გამოვთქვათ; ის, რისი გამოთქმაც სიტყვებით არ შეიძლება, შეგვიძლია თავის დაქნევით ვთქვათ; ის, რისი გამოთქმაც სიტყვებით არ შეიძლება, შეგვიძლია ვაჩვენოთ. მისი სახის გამომეტყველებამ აჩვენა, რომ იგი აღიარებდა ამ სიტყვებს. თავის დაქნევით მან თითქოს უთხრა იკიუს: „შენ მართალი ხარ, აბსოლუტურად მართალი ხარ. ეს ნიშნავს, რომ შენც დაბრუნდი სახლში“.
ორი ოსტატი ძალიან იშვიათად შედის დიალოგში, რადგანაც როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, როგორც წესი მდუმარებაში იმყოფებიან ხოლმე, მათ არაფერი აქვთ სათქმელი. ხოლო თუ ორი ოსტატი ერთმანეთს შორის საუბრობს, ეს საოცარი თამაშია. ისინი ძალიან ანცები ხდებიან. გახსოვდეთ - ეს არაა კამათი, ეს დიალოგია. ისინი პროვოცირებას უკეთებენ ერთმანეთს, რომ უფრო უკეთ გამოთქვან. როცა იკიუმ ეს სიტყვები თქვა, ნინაკავა ძალიან დაკმაყოფილდა.
რა თქვა იკიუმ? - ის, რომ ცხოვრება, რომელიც როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს, სინამდვილეში არ არსებობს, და ჩვენ არ ვუყურებდით იმას, რაც სინამდვილეში იყო. ჩვენ ძალიან ვართ გატაცებულნი ილუზორულით და ბოლომდე მას ვაქცევთ ყურადღებას.
მე მსმენია...
ერთიადამიანი ძალიან განიცდიდა თავისი დაქვრივებული სიდედრის გამო. ქვრივი ოთხმოცდაორი წლის იყო, და ღრმა მწუხარებაშ იმყოფებოდა. ერთხელ, უბრალოდ იმისთვის, რომ როგორმე გაერთო, სიძემ მას პაემანი მოუწყო ოთხმოცდახუთი წლის მამაკაცთან. იმ საღამოს ქალი გვიან დაბრუნდა სახლში და რბილად რომ ვთქვათ აღელვებული ჩანდა.
- რა მოხდა? - ჰკითხა სიძემ.
- შენ რა, მეხუმრები? - შეუღრინა მან. - სამჯერ მომიწია, რომ სილა გამეწნა მისთვის!
- თქვენ გულისხმობთ, რომ ზედმეტის უფლება მისცა საკუთარ თავს? - ჰკითხა სიძემ.
- არა, - უპასუხა მან, - მომეჩვენა, რომ ის მოკვდა!
მოხუცებიც კი არ წყვეტენ პაემნებზე სიარულს. თუ მოჩვენებები არსებობენ, ალბათ ისინიც იგივეს აკეთებენ, რასაც თქვენ... და ასე გრძელდება ცხოვრებიდან ცხოვრებამდე.
მე მსმენია ერთი წყვილის შესახებ. მათ ნაზად უყვარდათ ერთმანეთი, სწამდათ ღმერთის, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და სულების არსებობის. ერთხელ, ერთმანეთთან სიკვდილისა და მსგავსი ღრმა თემების შესახებ საუბრის დროს, ისინი შეთანხმდნენ, რომ თუკი ერთ-ერთი მათგანი ადრე მოკვდებოდა, მაშინ იგი კონტაქტში შევიდოდა ცოცხლად დარჩენილთან სიკვდილიდან ოცდამეათე დღეს, ცოცხლად დარჩენილი კი ღია და მიმღები იქნებოდა და გარდაცვლილის სულს ზუსტად იმავე დღეს დათქმულ დროს გამოიძახებდა.
მოხდა ისე, რომ ქმარი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ცოლი მოუთმენლად ელოდა მასთან კონტაქტს. როცა ოცდამეათე დღე დადგა, დათქმულ დროს მან ყველა კარი ჩარაზა, შუქი გამორთო და ცოტა არ იყოს დაეჭვებულმა, არც თუ ისე იმედიანად იკითხა:
- ჯო, აქ ხარ?
წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდა, როდესაც ჯონის ხმა გაიგო:
- დიახ, ძვირფასო, აქ ვარ.
ცოლმა ჰკითხა:
- როგორ ხარ მანდ? ბედნიერი ხარ?
- ძალიან, ძალიან ბედნიერი. შეხედე ამ ძროხას - რა ლამაზია!
- ძროხას? - გაუკვირდა ცოლს. - რაზე მელაპარაკები?
- ძროხაზე, - უპასუხა მან, - მშვენიერ ძროხაზე. შეხედე, რა უზარმაზარი ჯიქანი აქვს, რა ლამაზი ახალგაზრდა სხეული, რა დახვეწილი.
ცოლმა დაიყვირა:
- შენ რა, ჭკუიდან შეიშალე?! ვკვდები, ისე მინდა გავიგო რაიმე სამოთხეზე, შენ კი ვიღაც სულელ ძროხაზე მელაპარაკები!
- რა სამოთხეზე მელაპარაკები? მე ხარი გავხდი კორეგაონ-პარკში, პუნაში!
იგივე სისულელე გრძელდება ცხოვრებიდან ცხოვრებამდე. სანამ გაცნობიერებულნი არ გახდებით, თავს ვერ დააღწევთ ამ ჩაკეტილ წრეს, და ყველაფერი უმოწყალოდ კვლავ და კვლავ განმეორდება. ეს ძალიან მოსაწყენია, და ამ წრეზე სიარულის გაგრძელება ძალიან დიდი სისულელეა. მაგრამ იმისთვის, რომ გაცნობიერებული გახდეთ, უზარმაზარი ძალისხმევაა საჭირო. იმისთვის, რომ გაცნობიერებულნი გახდეთ, მოგიწევთ, რომ ხანგრძლივ ბრძოლაში ჩაერთოთ საკუთარ ძილთან, საკუთარ არაცნობიერ მდგომარეობასთან. მოგიწევთ, რომ მოიპოვოთ თქვენი გზა. ეს ბრძლა ძალზე რთულია, იგი უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს, რადგანაც მთაზე გიწევთ ასვლა.
ახლა კი სუტრები. ეს სუტრები გაღვიძებაში დაგეხმარებიან.
ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:
თუ თქვენთან ჯერ არ მოსულა სიცხადე, მე დაგეხმარებით მიგაახლოვოთ მასთან, როგორც ამას ბუდისტები აკეთებენ, სამი რამის ჭვრეტის მეშეობით - სიცარიელის, ილუზიის და ცენტრის.
ოსტატის თანაგრძნობა უსასრულოა. იგი კვლავ და კვლავ გეხმარებათ, რომ სიცხადეს მიუახლოვდეთ, რადგანაც მშვენივრად იცის, რა ღრმაა თქვენი ძილი. შესაძლოა, პირველად, როცა ეს თქვა, თქვენ მას ვერ გაუგეთ, - იგი კვლავ იმეორებს ამას. შესაძლოა ვერც მეორედ გაიგეთ, - იგი კვლავ იმეორებს.
გასხივოსნების შემდეგ ბუდამ ორმოცდაორი წელი იცოცხლა და ყოველ დილით, ყოველ საღამოს, დღიდან დღემდე ერთი და იმავეს იმეორებდა. ამ ორმოცდაორი წლის განმავლობაში იგი გამუდმებით ერთ რამეს ამბობდა. არასოდეს იცი, რა მომენტში შეიძლება გაიგოთ; არასოდეს იცი, როდის გაიღება თქვენს გულში ფანჯარა, ისე რომ სტუმარი შემოვიდეს, ისე რომ თქვენში სინათლის სხივი შეძლებს შემოჭრას.
დღე-ღამის განმავლობაში თქვენ არ იმყოფებით ერთი და იმავე მდგომარეობაში. ხანდახან ძალზე უხეში ხდებით, და მაშინ თქვენში შემოღწევა ძნელია. ხანდახან ძალზე ყრუ ხდებით, - თქვენ ისმენთ, მაგრამ არ გესმით. ხანდახან კი შედარებით უფრო გახსნილი ხდებით, უფრო ფაქიზი, უფრო მოსიყვარულე, უფრო მიმღები, არც ისე კრიტიკულად განწყობილი. ხანდახან რბილი ხდებით, ქალური, ხანდახან კი - უხეში და მამაკაცური. ეს რიტმი გამუდმებით იცვლება. შეგიძლიათ დააკვირდეთ მას და მალე აღმოაჩენთ, რომ არის მომენტები, როდესაც უფრო მიმღები ხართ, და არის მომენტები, როდესაც ნაკლებად მიმღები ხართ. დღე-ღამის განმავლობაშ თქვენ არ იმყოფებით ერთ მდგომარეობაში. გამუდმებით იცვლებით, ნაკადში იმყოფებით, ამიტომ ოსტატი განაგრძობს ლაპარაკს: არასოდეს იცი, რა დროს დადგება თქვენთვის სწორი მომენტი, ამიტომაც ერთი და იგივეს იმეორებს. როცა სწორი მომენტი დადგება, ტრანსფორმაცია მოხდება. საკმარისი იქნება ერთადერთხელ ზუსტად მოხვდეს გულში, - და ამის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანად იქცევით. უკვე აღარასოდეს იქნებით უწინდებური.
ლუ-ძი ამბობს... ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ამ მშვენიერი წიგნის - „ოქროს ყვავილის საიდუმლოს“ დასასრულს. იგი იმეორებს: „თუ თქვენთან ჯერ არ მოსულა სიცხადე...“ მან უკვე ყველაფერი ზუსტად თქვა, მაგრამ...
თუ თქვენთან ჯერ არ მოსულა სიცხადე, მე დაგეხმარებით მიგაახლოვოთ მასთან, როგორც ამას ბუდისტები აკეთებენ, სამი რამის ჭვრეტის მეშეობით - სიცარიელის, ილუზიის და ცენტრის.
რას ნიშნავს სიცხადე? სიცხადე - ესაა გონების მდგომარეობა, რომელშიც აზრები არაა. აზრები ღრუბლებს ჰგვანან ცაზე. როცა ცა ღრუბლებითაა დაფარული, თქვენ არ შეგიძლიათ მზის დანახვა. როცა თქვენს ცაზე, თქვენს შინაგან ცაზე, თქვენი ცნობიერების ცაზე არაა ღრუბლები, დგება სიცხადე.
გახსოვდეთ: სიცხადე არაა გონებრივი ცოდნა. ჭკვიანი ადამიანები არ ფლობენ სიცხადეს. ჭკვიანი ყოფნა ადვილია, რადგანაც ეს უბრალოდ მოხერხებულად, ცბიერად ყოფნის უნარია. ჭკვიანი ადამიანები - ცბიერი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არ გამოირჩევიან სიცხადით. გახსოვდეთ, არაა აუცილებელი, რომ ინტელექტურლი ადამიანი გონიერი ადამიანი იყოს. ინტელექტუალად ყოფნა ადვილია: თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ ინფორმაცია, დააგროვოთ ცოდნა და გახდეთ დიადი მეცნიერი, პანდიტი, - მაგრამ ეს არაა სიცხადე, ეს არაა გონიერება. გონიერება - რაღაც საპირისპიროა. როცა თქვენი თავი დატვირთული არაა ცოდნებით, როცა არცერთი ღრუბელი არ ჩრდილავს თქვენს შინაგან ცას, როცა არაა არანაირიგათვლა, არანაირი ცბიერება, როცა არაფერზე არ ფიქრობთ, არამედ უბრალოდ სარკეს ჰგავხართ, რომელიც ყველაფერს ირეკლავს, რაც არსებობს, - მაშინ სწორედ ესაა სიცხადე. სარკედ ყოფნის უნარია სიცხადე. იყო სიცხადის მდგომარეობაში - ნიშნავს შეხვდე ღმერთს.
ღმერთი არ შეიცნობა ცოდნის დაგროვებით. ღმერთი შეიცნობა სიცხადის მდგომარეობაში. სწავლულობა და ცბიერება ვერ დაგეხმარებიან ღმერთის შეცნობაში. ღმერთი შეიცნობა უმანკო მდგომარეობაში. უმანკოებაა სწორედ სიცხადე. სწორედ ამიტომ ამბობს იესო: „სანამ არ გახდებით, როგორც პატარა ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“. რას გულისხმობს იგი? იგი გულისხმობს მდგომარეობას, რომელიც იმ ბავშვის მდგომარეობის მსგავსია, რომლის შინაგანი ცაც ჯერ არაა სავსე ღრუბლებით, რომლის სარკეც ჯერ არაა დამტვერილი, რომლის აღქმაც სრულიად სუფთაა, იმდენად სუფთა, რომ იგი მოვლენებს ისე ხედავს, როგორიც სინამდვილეშია, იგი არ ამახინჯებს მათ, იგი არაა დაინტერესებული მათ დამახინჯებაში, იგი არაფრის პროექციას არ ახდენს, უბრალოდ ხედავს იმას, რაც არის, იგი პასიურ სარკეს წარმოადგენს. სწორედ ესაა სიცხადე. ლუ-ძი ამბობს: „თუ თქვენთან ჯერ არ მოსულა სიცხადე, მე დაგეხმარებით მიგაახლოვოთ მასთან, როგორც ამას ბუდისტები აკეთებენ, სამი რამის ჭვრეტის მეშეობით...“ სამი რამის ჭვრეტა, რაც ბუდიზმში გამოიყენება, მედიტაციის ერთ-ერთი უდიდესი მეთოდია. გახსოვდეთ: ეს მეთოდია, და არა ფილოსოფია. თუ ამას ფილოსოფიად აღიქვამთ, ყველაზე მთავარს გაუშვებთ ხელიდან.
მაგრამ სწორედ ასეც მოხდა: მრავალი საუკუნის განმავლობაში ტრაქტატების უზარმაზარი რაოდენობა დაიწერა ბუდისტურ ფილოსოფიაში, მაგრამ ეს უბრალოდ სისულელეა, რადგანაც ბუდა - არაა ფილოსოფოსი. იგი არ ასწავლიდა არანაირ ფილოსოფიას. სინამდვილეში, იგი ფილოსოფიის წინააღმდეგ იყო.
როცა იგი რომელიმე ქალაქში ჩადიოდა, თავის მოსწავლეებს თხოვდა, რომ გასულიყვნენ ხალხთან და ეთქვათ: „გთხოვთ, არ დაუსვათ ბუდას არანაირი ფილოსოფიური კითხვა“. მან შეადგინა სია ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისგან ფილოსოფიაში. ეს იყო კითხვები ღმერთზე, სამყაროს შექმნაზე, რეინკარნაციაზე, სიცოცხლეზე სიკვდილის შემდეგ და სხვა საკითხებზე. ამ თერთმეტ კითხვაში ჩადებული იყო ყველა შესაძლო ფილოსოფია. როდესაც შეხედავდით თერთმეტი კითხვისგან შემდგარ ამ სიას, თქვენ უკვე ვეღარ დასვამდით ვერცერთ ფილოსოფიურ კითხვას. მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობდნენ ამ სიას და თხოვდნენ ქალაქელებს: „გთხოვთ, ნუ დაუსვამთ ბუდას ამ კითხვებს. ის არაა ფილოსოფოსი, ის არაა მეტაფიზიკოსი, ის არაა მოაზრვნე! ის აქ მოვიდა როგორც ექიმი, და არა ფილოსოფოსი. თუ თქვენ ბრმები ხართ, მას წამალი აქვს თქვენთვის. თუ ყრუები ხართ, იგი სმენას დაგიბრუნებთ“.
ბუდა არაერთხელ იმეორებდა: „მე ექიმი ვარ“, - თუმცაღა მისი სახელით უზარმაზარი ფილოსოფია გაჩნდა. სიტყვები, რომლებსაც იგი მეთოდებად იყენებდა, ფილოსოფიურ დოგმატებად იქცა. ავიღოთ, მაგალითად, სიტყვა „სიცარიელე“. დღეს არსებობენ ბუდისტური სკოლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიცარიელე - ეს ფუნდამენტალური პრინციპია. ეს სიტყვა, უბრალოდ მეთოდია, იგი არაფერს ამბობს ყოფიერებაზე. იგი რაღაცას ამბობს მხოლოდ თქვენს გონებაზე. იგი სიცხადემდე მისვლაში გეხმარებათ, სულ ესაა. ბუდას არ აღელვებს გლობალური საკითხები, მას თქვენი სიცხადის მდგომარეობა აღელვებს, ამიტომაც ამბობს: „თუ თქვენ სიცხადე გაქვთ, შეიცნობთ ყოფიერებას“. რა აზრი აქვს ყოფიერებაზე ლაპარაკს? ეს სრულიად უსარგებლოა. ეს იგივეა, რომ ბრმა ადამიანს ველაპარაკოთ მზეზე, სინათლეზე, ცისარტყელასა და ფერებზე. ეს აბსურდია.
შეუძლებელია ველაპარაკოთ ბრმა ადამიანს განთიადზე, ან მთვარის ვერცხლისფერ შუქზე. შეუძლებელია მასთან ლაპარაკი იმაზე, რომ ხეები მწვანენი არიან, რადგანაც მწვანე ფერს მისთვის არანაირი აზრი არ აქვს. ის გაიგებს სიტყვას „მწვანე“, - გაიგებს ზუსტად ისევე, როგორც თქვენ გესმით სიტყვა „ღმერთი“; ვერც ის გაიგებს და ვერც თქვენ. გესმით რა კვლავ და კვლავ სიტყვა „ღმერთი“, ნუ აჰყვებით სულელურ იდეას, რომ იცით, თუ რას ნიშნავს ეს. იმისთვის, რომ ღმერთი გაიგოთ, იგი აუცილებლად უნდა იხილოთ. სხვა საშალება არ არსებობს. იმისთვის, რომ გაიგოთ, თუ რას ნიშნავს ხეების სიმწვანე, იგი უნდა დაინახოთ. სხვა საშუალება არ არსებობს.
რამაკრიშნა ხშირად ჰყვებოდა ერთ ისტორიას...
ერთხელ ბრმა ადამიანი სტუმრად წავიდა მეგობრებთან. მათ მოამზადეს კჰირი, აღმოსავლური ტკბილეულობა რძისგან. ბრმას ძალიან მოეწონა კჰირი და იკითხა:
-რაარის ეს, და როგორ გამოიყურება?
- მის გვერდით იჯდა დიადი ფილოსოფოსი. ისევე როგორც ყველა ფილოსოფოსმა, მან ხელიდან არ გაუშვა წაფილოსოფოსების, მსჯელობის შანსი. მაშინვე დაუწყო ბრმას ახსნა, როგორ გამოიყურება და როგორ მზადდება კჰირი. როდესაც მან თქვა: „იგი თეთრი ფერისაა“, ბრმამ შეაწყვეტინა:
- მოიცა! ეს სიტყვა ჩემთვის გაუგებარია. რას ნიშნავს „თეთრი“? გთხოვ, ამიხსენი!
ისე, რომ ყურადღებაც არ მიუქცევია მისი სიბრმავისთვის, ფილოსოფოსმა ახსნა დაუწყო, თუ რას ნიშნავდა თეთრი ფერი. მან თქვა:
- ოდესმე გინახავს თეთრი გედები, ან თეთრი წეროები? ისინი სწორედ ამ ფერის არიან.
- წეროები? - გაუკვირდა ბრმას. - მგონი უფრო დავიბენი. არ მესმის, რას ნიშნავს თეთრი ფერი. ჩნდება პრობლემა: როგორ გამოიყურებიან წეროები? მე არასოდეს მინახავს ისინი.
მაგრამ ფილოსოფოსი კვლავინდებურად ვერ ამჩნევდა, რომ ეს ადამიანი ბრმა იყო, ამიტომაც მისი სიტყვები უაზროდ ჟღერდნენ. მან დაიწყო ახსნა, თუ როგორ გამოიყურება თეთრი წერო. მან სპეციალური მეთოდი გამოიგონა: ბრმას ხელი გაუწოდა, სთხოვა, რომ შეხებოდა და უთხრა:
- ნახე, ჩემი ხელის ეს ნაწილი წეროს ყელს ჰგავს.
ბრმას ძალიან გაუხარდა და გაეცინა. მთელი გულით გადაუხადა მადლობა ფილოსოფოსს და თქვა:
- ახლა მესნის, რას ჰგავს კჰირი, - ხელის ნაწილს! ახლა მესმის. დიდი მადლობა!
ამ მომენტში ფილოსოფოსმა გააცნობიერა, რაც ჩაიდინა.
შეუძებელია - ავუხსნათ ბრმა ადამიანს, თუ რას ნიშნავს თეთრი ფერი. დიახ, მას შეგვიძლია დავეხმაროთ: შეგვიძლია განვკურნოთ მისი თვალები, შეგვიძლია იგი ექიმ მოდის თვალის ბანაკში გავგზავნოთ, - ექიმი მოდი ხანდახან ჩამოდის ხოლმე აქ. ბრმა ადამიანს მკურნალობა ესაწიროება. იმ დღეს, როცა იგი დანახვას შეძებს, ახსნა აღარ იქნება საჭირო, - იგი თვითონ გაიგებს, რას ნიშნავს თეთრი ფერი, რას ნიშნავს მწვანე ფერი. სწორედ ასევე შეიცნობა ღმერთი, სწორედ ასევე შეიცნობა ყოფიერება.
ამიტომ გახსოვდეთ: სიცარიელე, ილუზია და ცენტრი - ეს მხოლოდ მეთოდებია. ეს არაა ფილოსოფიური ცნებები. ბუდა არ ამბობს: მე გთავაზობთ ფილოსოფიურ სისტემას“. იგი უბრალოდ ამბობს: „მე თქვენთვის მეთოდებს ვქმნი“.
კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ამის გაგებაშ დაგეხმარებათ...
ერთი ადამიანი ბაზრიდან სახლში მიდიოდა. უეცრად დაინახა, რომ მის სახლში ხანძარი იყო. მან იცოდა, რომ იქ მისი ბავსვები ტამაშობდნენ. სახლშ შესვლის შეეშინდა და ეზოდან დაუყვირა:
- ბავშვებო, გამოდით! სახლში ხანძარია!
მაგრამ ბავშვები ისე იყვნენ გართულნი თამაშით, რომ ვერ გაიგეს მისი ხმა. მაშინ მამამ სპეციალური მეთოდი მოიფიქრა. ხმამაღლა დაიყვირა:
- გესმით თუ არა ჩემი? ბაზრიდან ბევრი სათამაშო მოგიტანეთ!
ბავშები მყისვე გამოვარდნენ სახლიან, - მას კი არცერთი სათამაშ არ ჰქონდა ნაყიდი!
როცა ბაზარში მიდიოდა, ბავშებმა სთხოვეს, რომ სათამაშოები მოეტანა. როცა დაინახეს, რომ სათამაშოები არ იყო, ჰკითხეს:
- სადაა სათამაშოები?
მამას გაეცინა და უპასუხა:
- ეს უბრალოდ საშუალება იყო, რომ ალმოდებული სახლიდან გამომეყვანეთ. ხვალ გიყიდით სათამაშოებს.
ეს ყველაფერი მეთოდებია. გახსოვდეთ: მეთოდი არ არის ჭეჭმარიტი ან არაჭეშმარიტი. მეთოდი ან სასარგებლოა, ან უსარგებლო; მას არ შეუძია იყოს ჭეშარიტი ან არაჭეშმარიტი. არ აქვს მნიშვნელობა, რას უწოდებენ ამ მეთოდს. მედიტაციები, რომლებსაც აქ აკეთებთ, - ასევე მეთოდებია. ისინი არ წარმოადგენენ ჭეშმარიტს, ან არაჭეშმარიტს. უდავოდ, ისინი ან სასარგებლოა, ან უსარგებლო. ეს არაა ჭეშმარიტების საკითხი. მე სათამაშოებს გაძევთ იმისთვის, რომ ალმოდებული სახლიდან გამოხვიდეთ. როცა გამოხვალთ, ყველაფერს მიხვდებით. ბავშებიც კი მიხვდნენ: როცა ხანძარი დაინახეს, დაივიწყეს სათამაშოები და მიხვდნენ, რომ მამამ ეს სიყვარულის გამო გააკეთა. როგორც ჩანს, ისე ძლიერ უყვარდა ისინი, რომ ტყუილის თქმაც შეეძლო. მან იცრუა.
გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ძენის ოსტატები მრავალი საუკუნის განმავლობაშ ბუდას დიდ მატყუარას ეძახდნენ. მისი თანაგრძნობა იმდენად დიდი იყო, რომ შეეძო ეცრუა. იგი სპეციალურ მეთოდებს ქმნიდა. სამი ობიექტი ჭვრეტისთვის: სიცარიელე, ილუზია და ცენტრი - ეს მეთოდებია.
სიცარიელე ნიშნავს, რომ მთელი ეს გარესამყარო, მთელი ობიექტური სამყარო აბსოლუტურად ცარიელია. აღიქვით იგი, როგორც სიცარიელე, ჭვრიტეთ იგი, როგორც სიცარიელე. და გაოცდებით: როგორც კი გაგიღრმავდებათ იმის გაგება, რომ ეს სამყარო ცარიელია, ბევრი მოვლენა თავისთავად შეიცვლება. თქვენ აღარ იქნებით ხარბი; ნუთუ სიცარიელეში შესაძლებელია სიხარბე? თქვენ აღარ იქნებით ამბიციური; ნუთუ სიცარიელეში შესაძებელია ამბიციურობა? თუკი გესმით, რომ პრეზიდენტის სავარძელი ცარიელია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? თქვენ ამბიციური ხდებით, რადგან დიდი შიგთავსით ავსებთ, ზედმეტად რეალურს ხდით მას. როცა ხვდებით, რომ ფული ცარიელია, მაშინ რა მიშვნელობა აქვს თქვენთვის? შეგიძლიათ განაგრძოთ მათი გამოყენება, მაგრამ შეწყვეტთ მათზე ზრუნვას.
იფიქრეთ, რომ მთელი გარესამყარო ცარიელია... მრავალი ფორმა, მრავალი ოცნება.
გურჯიევი ხშირად ეუბნებოდა თავის მოსწავლეებს: „როცა ქუჩაში მიდიხართ, გახსოვდეთ, რომ ოცნებობთ, რომ ადამიანები, რომლებიც გვერდზე ჩაგივლიან, ასევე ოცნებობენ. მაღაზიები - ასევე ოცნებებია“. თუ სამი თვის განმავლობაში მედიტირებთ ამაზე, ეს ხდება. უზარმაზარი აფეთქება ხდება: უეცრად ყველაფერი ცარიელი ხდება. ადამიანები ქუჩაში მიდიან, მაღაზიებში რაღაცას ყიდულობენ. ზედაპირულად არაფერი შეიცვალა, მაგრამ უეცრად მხოლოდ ცარიელ ფორმებს ხედავთ.
როცა კინოში ზიხართ, მშვენივრად იცით, რომ ეკრანზე მხოლოდ ცარიელი ფორმები მოძრაობენ, მაგრამ ამ ცარიელ ფორმებს შეცდომაში შეჰყავხართ. კინოში ჯდომისას ყველა შესაძლო ემოციას განიცდით. რაღაც ტრაგედია ხდება და ტირილს იწყებთ. შესაძლოა სწორედ ამიტომაცაა კინოთეატრებში სიბნელე, - წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სულელურად გამოჩნდებოდით. თუ თქვენი მეუღლე ან მეგობარი, რომელიც გვერდით გიზით, დაინახავს, რომ ტირიხართ, მას გაეცინება. იტყვის: „რა დაგემართა? ეს ეკრანი ცარიელია, მასზე არაფერია გარდა სურათების მონაცვლეობისა, შავ-თეთრის, ხანდახან ფერადის. ეს მხოლოდ ჩრდილებია“. მაგრამ თქვენ შეგიძიათ იმდენად გაერთოთ ჩრდილებით, რომ ისინი რეალობად მოგეჩვენებიან.
ბუდას მეთოდი გთავაზობთ, რომ ამას სხვა მხრიდან შეხედოთ. ბუდა ამბობს: აღიქვით ადამიანები, რომლებიც რეალურებად გეჩვენებიან, როგორც სიცარიელე, როგორც სიზმარი. ერთხელ გაოცდებით: მთელი სამყარო თეთრ ეკრანად იქცევა, რომელზეც მხოლოდ ჩრდილები მოძრაობენ. როცა მხოლოდ ჩრდილები მოძრაობენ, თქვენ აღმოაჩენთ, რომ თქვენს შიგნით უზარმაზარი განჯაჭვულობა იბადება. მაშინ თქვენ განჯაჭვული ხდებით, თითქოს მოშორებით ხართ. მაშინ არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა.
ჭვრეტის მეორე ობიექტი - ილუზია.
როცა მედიტირებთ, როცა ჭვრეტთ, როცა სამყაროს გამუდმებით აღიქვამთ, როგორც სიცარიელეს, როგორც სიზმარს, იწყება მეორე მოვლენა. გახსოვდეთ: არაფერი გაქრება უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენ ამას სიზმრად აღიქვამთ. ნუ მოტყუვდებით. ნუ იფიქრებთ, რომ თუ საკმაოდ დიდხანს აღიქვამთ სამყაროს, როგორც სიზმარს, ის გაქრება. ის არ გაქრება. შესაძოა მშვენივრად გესმოდეთ, რომ ფილმი ეკრანზე - ეს უბრალოდ პროექციაა, მაგრამ ის მაინც გაგრძელედება. ის არ გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ეს იცით. არასოდეს მოხდება ისე, რომ ადამიანი, რომელიც კინოთეატრში ზის და მედიტირებს, ფილმის დანახვას შეწყვეტს და მხოლოდ თეთრ ეკრანს დაინახავს, ყველა დანარჩენი მაყურებელი კი ფილმს დაინახავს. ისიც ასევე ფილმს ნახავს, მაგრამ სხვაგვარად: იგი ნახავს მას და ეცოდინება, რომ ეს სიზმარია. სამყარო არსად არ გაქრება, სამყარო იმავე ადგილას დარჩება; გაქრება მისი მნიშვნელოვანობა, გაქრება მისი სისავსე.
წარმოიდგინეთ, რომ წყალში სწორი ჯოხი ჩაყავით. როგორც კი იგი წყალში ჩაიძირება, მოღუნულად მოგეჩვენებათ. წყლიდან ამოიღებთ და ხედავთ, რომ ისევ სწორია. შემდეგ ისევ წყალში ჩადებთ და ისევ მოღუნული ჩანს. მშვენივრად იცით, რომ ეს ილუზიაა, რომ ჯოხი მხლოდ გეჩვენებათ ასეთად, რომ სინამდვილეშ იგი სწორია. მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ხვდებით ამის ილუზორულობას, ჯოხი არ მოგეჩვენებათ სწორად.
ამიტომ პირველი, რაზეც უნდა იმედიტიროთ, - ესაა ის, რომ სამყარო ცარიელია. შემდეგ გაჩნდება მეორე: სამყარო კვლავინდებურად არსებობს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს ილუზიაა. ახლა მასშ აღარაა სისავსე. იგი იმავე ნივთიერებისგანაა შექმნილი, რისგანაც სიზმრები. ადრე ჩვენს არაცნობიერ აღქმაში სამყარო ძალიან რეალური ჩანდა. იგი ძალზე ობიექტური იყო, იგი არსებობდა. სიცარიელეზე მედიტაციის შემდეგ იგი კვლავინდებურად არსებობს, მაგრამ არ წარმოადგენს რეალობას; ეს უბრალოდ გონების თამაშია. ეს უბრალოდ სიზმარს ჰგავს.
სწორედ ამას გულისხმობენ ინდუისტები, როდესაც ამბობენ, რომ სამყარო - ეს მაიაა. ეს არ ნიშნავს, რომ წმინდანისთვის იგი გაქრება. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ახლა მას აღარ აქვს ღირებულება, იგი ფასს კარგავს, სრულიადკარგავს მას.
მესამე საგანი ჭვრეტისთვის - ეს ცენტრია. როცა სამყარო უკვე აღარაა რეალური, როცა ობიექტური სამყარო ქრება და სუბიექტურ ილუზიად იქცევა, მაშინ თქვენთან ახალი განცდა მოდის: პირველად ცხოვრებაში, რეალობა ხდებით თქვენ. ჩვეულებრივ, რეალობის პროეცირებას გარემომცველ სამყაროზე ახდენთ. როცა მას ართმევთ, რეალობად თქვენ რჩებით. როცა სამყარო რეალურია, თქვენ არ ხართ რეალური, როცა სამყარო არაა რეალური, რეალობად თქვენ იქცევით. ნება მომეცით, რომ ისევ აგიხსნათ ეს კინოს მაგალითით.
თუ თქვენ აცნობიერებთ, რომ არსებობს მხოლოდ ეკრანი და სურათების რიგი, უეცრად აცნობიერებთ, რომ ხართ თქვენ, - რომ ეს სურათები არარეალურია, თქვენ კი რეალური ხართ. როცა ბოლომდე იკარგებით სურათებში, თქვენ არარეალური ხდებით, საერთოდ გავიწყდებათ საკუთარი თავი. სიზმარში ბოლომდე გავიწყდებათ საკუთარი თავი, და სიზმარიც რეალობა ხდება. მაშინ სიზმარი მთელი თქვენი რეალობის ექსპლუატაციას ახდენს. მაშინ სიზმარი მთელ რეალობას გართმევთ და ცარიელს გტოვებთ. როცა სიზმარს ართმევთ ამ რეალობას, მაშნ თქვენ ხდებით რეალური, თქვენშ ცენტრი ჩნდება, ინტეგრირებული ხდებით. სწორედ ამას ეწოდება ინდივიდუაცია, კრისტალიზაცია. რეალური შეიძლება იყოს ან სამყარო, ან თქვენ. ორივე ვერ იქნება ერთდროულად რეალური.
გახსოვდეთ: თქვენ ვერ იქნებით რეალურნი ერთდროულად. ეს გეშტალტის ცვლილებაა. როცა სამყაროს ართმევთ რეალობას, თქვენ ხდებით რეალური, ყოფიერებას აღწევთ. არსებობენ სულ ორი ტიპის ადამიანები: ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ ჰქონდეთ, და ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ იყვნენ.
ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ იყვნენ, ფიქრობენ, რომ სამყარო რეალურია: „საჭიროა გქონდეს მეტი ფული, მეტი დიდება“. ეს ადამიანები არარეალურნი არიან: მათ ბოლომდე დაკარგეს თავიანთი ცენტრი, მათ არ იციან, ვინ არიან, მათი „მე“ უბრალოდ ჩრდილი გახდა. ადამიანთა მეორე ტიპი, რომლებსაც რელიგიურებს ვუწოდებ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რეალობას გარე სამყაროს ართმევენ და აბრუნებენ იქ, სადაც მისი ადგილია. ისინი ივსებიან რეალობით, ისინი ივსებიან ყოფიერებით - მათში მეტიყოფიერებაა. როცა თქვენ ხვდებით ადამიანს, რომელსაც ყოფნაშეუძლია, თქვენ ერთგვარ მიმზიდველ ძალას გრძნობთ. სწორედ ყოფნის ამ უნარმა, სწორედ ყოფიერების ამ რეალობამ მიიზიდა ბუდასკენ ათასობით ადამიანი.
მიაქციეთ ყურადღება: როცა თქვენ უყურებთ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, იგი ცარიელი ჩანს, მხოლოდ თივით გამოტენილი. შეხედეთ ადამიანს, რომელიც უზარმაზარი ფულის მფლობელია და თვლის, რომ რაღაც გააჩნია, - და თქვენ მხოლოდ შავ ხვრელს დაინახავთ, ღარიბს, რომელიც მდიდრის ნიღბის ქვეშ იმალება.
თუ ადამიანს შეუძლია იყოს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, იმპერატორია იგი თუ ღარიბი, - იგი მაინც იმპერატორი იქნება. მას შეუძლია იყოს ღარიბი, როგორც ბუდა, ან იმპერატორი, როგორც ჯანაკა, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი: ვინცარ უნდა იყოს, იგი ყოველთვის იმპერატორია. მისი სამეფო შიგნითაა, იგი რეალური გახდა. იგი არის! თქვენ არ ხართ. თქვენ გაქვთ ნივთები, მაგრამ არ გაქვთ ყოფიერება, და ნივთებით ანაცვლებთ მას. რაც უფრო მეტი ნივთი გაქვთ, მით უფრო მეტად, როგორც თქვენ გეჩვენებათ, არსებობთ, აქედანაა სიხარბე, ამბიციები, უფრო და უფრო მეტის ფლობის სურვილი, რადგანაც ეს ერთადერთი საშუალებაა საკუთარი თავის მოსატყუებლად და იმის დასაჯერებლად, რომ „მე ვიღაც ვარ“.
ადამიანს, რომელსაც ყოფნა შეუძლია, ეს ყველაფერი ვერ ეხება. მეტის ფლობა - არაა მისი თამაში. ეს არ ნიშნავს, რომ იგი სამყაროს ტოვებს, განდგება მისგან. თუკი ვინმე განდგება კიდეც სამყაროსგან, ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ იგი კვლავინდებურად ძალიან რეალურად თვლის სამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაშ რატომ უნდა განუდგეს მას? თქვენ ხომ არ მოგდით თავშ, რომ დილით, ახალგამოღვიძებულმა, მთელ კვარტალში დაიწყოთ ყვირილი: „მე უარს ვამბობ ჩემს სიზმრებზე. სიზმარში მეფე ვიყავი, და უარს ვამბობ ჩემს სამეფოზე“. ადამიანები ჩათვლიან, რომ ჭკუიდან შეიშალეთ, და პოლიციაშ დარეკავენ. რჩევას მოგცემენ, რომ ფსიქიატრს მიმართოთ, იტყვიან, რომ ფსიქიატრიული მკურნალობა გესაჭიროებათ: „ჭკუიდან შეიშალე? როგორ შეიძლება განუდგე სიზმარს?“
ბუდა განუდგა, იმიტომ რომ სიზმარში ცხოვრობდა და ძალიან რეალურად თვლიდა მას. იგი ტყეშ გასხივოსნდა. გახსოვდეთ, როცა ის განდეგილი გახდა, მაშნ უმეცარი იყო. ის რომ მანამდე გასხივოსნებულიყო, სანამ სამყაროს განუდგებოდა, იგი არასოდეს გახდებოდა განდეგილი - ამას აზრი არ ექნებოდა. ჯანაკა, რომელიც მეფე იყო, საკუთარ სასახლეშ გასხივოსნდა. მას არ უთქვამს მასზე უარი, - ამას აზრი არ ჰქონდა. კრიშნა არასოდეს ყოფილა განდეგილი, - ამას აზრი არ ჰქონდა. როგორ შეიძლება განუდგე ჩრდილს? ბუდა განუდგა, მაჰავირა განუდგა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყვნენ გასხივოსნებულნი.
მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც სამყაროზე ამბობდნენ უარს, უმეცრების გამო აკეთებდნენ ამას. ბუდაც კი გახდა განდეგილი, როცა ის უმეცრებაშ იყო. ხოლო როცა გასხივოსნდა, სამყაროს დაუბრუნდა. მას მოუწია დაბრუნება, რადგანაც იცოდა, რომ არსებობს კიდევ მრავალი ადამიანი, რომლებსაც ღრმად ძინავს და თვლის, რომ მათი სიზმრები რეალურია. მას უნდა გამოეღვიძებინა ისინი.
ცენტრი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც მთელ რეალობას ართმევთ გარე სამყაროს.
თქვენ მთელი რეალობა ნივთებს გადაეცით, რეალობით გარე ობიექტები შეავსეთ. დააკვირდით: ადამიანებს ნივთები უყვარდებათ, ისინი თავიანთ სულს გარე ობიექტებშ ღვრიან და სრულიად ავიწყდებათ, ვინ არიან სინამდვილეში. ისინი იკარგებიან თავიანთ ნივთებში.
დაბრუნდით სახლში, დაიბრუნეთ თქვენი რეალობა. საგნები იმდენად არიან რეალურნი, რამდენადაც თქვენ ხდით მათ რეალურს. ეს თქვენი პროექციებია; სინამდვილეშ ისინი ცარიელნი არიან. ეს უბრალოდ თეთრი ეკრანებია. არ აქვს არანაირი აზრი არც მათგან განდგომას, და არც მათთვის საკუთარი თავის მთლიანად მიძღვნას. ერთიც და მეორეც უაზრობაა.
სიცარიელე - პირველია, ამ სამიდან. ყველაფერი, რასაც უყურებთ, აღიქმება როგორც სიცარიელე. შემდეგ მოდის ილუზია. აცნობიერებთ რა, რომ ყველაფერი და ყველგან სიცარიელეა, თქვენ არაფერს არ ანადგურებთ, არამედ დაკავებული ხართ ჩვეული საქმიანობით ცარიელ გარემოში.
ღრმად განიმსჭვალეთ ამით. თითქმის ყველა უბედური ადამიანი სამყაროსგან განდგომაზე იწყებს ფიქრს - თითქოს პრობლემა სამყაროშ იყოს! პრობლემა სამყაროში არაა, პრობლემა თქვენშია. სადაც არ უნდა წახვიდეთ, პრობლემას შექმნით. თქვენ გამუდმებით ახდენთ მის პროეცირებას ეკრანზე. დიახ, თქვენ შეგიძლიათ განუდგეთ სამყაროს, მაგრამ სამყარო - ეს უბრალოდ თეთრიო ეკრანია, და პროექტორი თქვენს შიგნით დარჩება. სადაც არ უნდა გაემგზავროთ, კვლავ დაიწყებთ იმავე ფილმის პროეცირებას, მაგრამ ამჯერად სხვა რამეზე. შესაძლოა ამჯერად ეს აღარ იყოს სასახლე, შესაძლოა ეს მხოლოდ პაწაწინა ქოხი იყოს, მაგრამ ეს ქოხი თქვენი სასახლე გახდება. შესაზოა ეს ქოხიც კი არ იყოს...
ჰიმალაებში მოგზაურობისას მრავალ ადამიანს შევხვდი. ერთხელ როგორღაც ერთ წმინდანს შევხვდი - ეგრეთ წოდებულ წმინდანს, - რომელმაც არანაკლებ ოცდაათი წლისა გამოქვაბულში გაატარა. მე მომეწონა ეს გამოქვაბული, ამიტომ მე და ჩემმა ორმა თანამგზავრმა გადავწყვიტეთ ღამე გაგვეთია იქ. წმინდანი განრისხდა. მან წამოიძახა:
- რას გულისხმობთ? ეს ჩემი გამოქვაბულია!
- კი მაგრამ, შენ ხომ განდეგილი ხარ, - ვუთხარი მე. - როგორ შეიძლება ეს გამოიქვაბული შენი იყოს?
მან მიპასუხა:
- ის ჩემია! მე აქ უკვე ოცდაათი წელია ვცხოვრობ.
-შენ შეგეძლო ოცდაათი ცხოვრება გაგეტარებინა მასში. რა აზრი აქვს შენს განდეგილობას? რატომ მიატოვე ცოლი? რატომ მიატოვე საკუთარი სახლი? რაში იყო პრობლემა? პრობლემა იმაში იყო, რომ ისინი „შენები“ იყვნენ. ახლა ეს გამოქვაბულიც შენია; ეს ნიშნავს, რომ პრობლემა განმეორდა. ახლა შენი მესაკუთრეობის გრძნობა გამოქვაბულისკენაა მიმართული.
მნიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით; საკუთარი ცხოვრების შეცვლა არც ისე ადვილია. აუცილებელია საკუთარი აღქმა, საკუთარი გეშტალტი შეცვალოთ. აუცილებელია შინაგანი მექანიზმი შეცვალოთ.
ლუ-ძი ამბობს: „თქვენ არაფერს არ ანადგურებთ, არამედ დაკავებული ხართ ჩვეული საქმიანობით ცარიელ გარემოში“. თქვენ იცით, რომ სამყარო ცარიელია, მაგრამ განაგრძობთ ჩვეული საქმეების კეთებას. არსად წასვლა არაა საჭირო. სად შეგიძლიათ წახვიდეთ? მთელი სამყარო ცარიელია! ჰიმალაებიც ისევე ცარიელია, როგორც მაღაზიები თქვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ხეები და ცხოველები ჰიმალაებში - ისეთივე ჩრდილებია, როგორც პუნას მცხოვრებლები. არანაირი სხვაობა არაა. სხვაობა თქვენს ცენტრში უნდა მოხდეს, თქვენს შინაგან არსში.
თუმცა არაფერს ანადგურებთ, თქვენ ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც არ ანიჭებთ საგნებს...
ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ არაფერს ანადგურებთ და უარს არ ამბობთ გარე საგნებზე, უბრალოდ ყურადღებას აღარ უთმობთ მათ, ყურადღებას ართმევთ მათ. ყურადღება - ეს საკვებია; როცა ყურადღებას უთმოვთ საგნებს, ეჯაჭვებით მათ. თუ რომელიმე ქალი მოგწონთ, გინდათ, რომ კვლავ და კვლავ ხედავდეთ: ყურადღებას უთმობთ, პროეცირებას უკეთებთ. თუ რაღაც გიყვართ, ყურადღებას უთმობთ ამას, და ამით ეჯაჭვებით. ყურადღება - ესაა გზა მიჯაჭვულობისკენ. არაა საჭირო რაიმეზე უარის თქმა, უბრალოდ უარი თქით ამ გზაზე. იცხოვრეთ სამყაროში, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საგნებს; იმოძრავეთ სამყაროში ისე, თითქოს სიცარიელეში მოძრაობდეთ.
... სწორედ ესაა ცენტრის ჭვრეტა.
თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, თქვენს შიგნით ცენტრი გაჩნდება. თუკი შეძლებთ, იცხოვროთ სამყაროში ისე, თითქოს მასში არ იყოთ, თითქოს სამყარო მხოლოდ სიზმარია, მაშნ უეცრად თქვენს შიგნით უზარმაზარი ენერგია კრისტალიზდება - მთელი ის ენერგია, რომელიც ადრე იფანტებოდა. ადრე ათასი საშალებით ფანტავდით ენერგიას, ყველა მიმართულებით ფანტავდით მას. თავად ქმნიდით ხვრელებს იმით, რომ მრავალ საგანს უთმობდით ყურადღებას. ახლა, როცა თქვენიუ ენერგია უკვე აღარ იფანტება, როცა თქვენი ყურადღება გარეთკენ აღარ მოძრაობს, არამედ გროვდება და შიგნით კრისტალიზდება - ჩნდება ცენტრი.
სიცარიელის ჭვრეტის პრაქტიკის დროს თქვენ ხვდებით, რომ არ შეგიძლიათ გაანადგუროთ ათიათასი რაღაც; უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ მათ.
თქვენ გესმით, რომ ეს სიზმარი უნდა გაგრძელდეს. და ეს სიზმარი მშვენიერია. არაა საჭირო მასთან ბრძოლა, არაა საჭირო მღელვარება, არაა საჭირო განდგომა, არაა საჭირო არაფრის განადგურება. თქვენ აზრად არ მოგივათ საკუთარ ჩრდილთან ბრძოლა, - თქვენ ხომ იცით, რომ ეს ჩრდილია. ასევე არ მოგივათ აზრად მისი განადგურება, -თქვენ ხომ იცით, რომ ეს ჩრდილია. თქვენ არ იღელვებთ იმაზე, რომ იგი განუწყვეტლივ თან დაგყვებათ და არ გშორდებათ, - თქვენ ხომ იცით, რომ ეს ჩრდილია. როცა იცით, რომ სამყარო - ეს ჩრდილია, რეალობის ანარეკლია, და არა თავად რეალობა, მთვარის ანარეკლი წყლის ზედაპირზე და არა თავად მთვარე, - მაშინ ამ სამყაროშიც კი სახლში ხართ. მაშინ, ისე, რომ დიდ ყურადღებას აღარ აქცევთ სამყაროს, საკუთარ საქმეს აკეთებთ, საკუთარი მოვალეობებით ხართ დაკავებული, აგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ ძალზე განჯაჭვულ ცხოვრებას.
ამგვარად, ერთიანდება სამი ჭვრეტა.
ახლა სამი ჭვრეტა ერთიანდება და ერთიან ჭვრეტად იქცევა. თქვენ ივსებით ცენტრში და აცნობიერებთ ცენტრს. ეს ისაა, რასაც გურჯიევი „თვითგახსენებას“, ბუდა სამა-სატის, გაცნობიერებულობას, ხოლო მაჰავირა ვივეკას, სიცხადეს უწოდებს. ამ მომენტისთვის თქვენ დაინახეთ, რა არის არარეალური, და განაცალკევეთ არარეალური რეალურისგან. დაინახეთ, რა არის ჩრდილი და რა არის რეალობა.
დაინახეთ ნამდვილი მთვარე და მთვარის ანარეკლი წყლის ზედაპირზე. ახლა... არეკვლა გრძელდება! უბრალოდ იმის ცოდნით, რომ ეს ანარეკლია, იგი არ ქრება. იგი განაგრძობს არსებობას, და ამაშ არაა არანაირი პრობლემა - იგი მშვენიერია! თქვენ შეგიძლიათ იჯდეთ ტბის ნაპირას და უყუროთ ანარეკლს. იგი მშვენიერია, მასში არაა პრობლემა, მაგრამ თქვენ იცით, რომ იგი არარეალურია.
ბოლოს და ბოლოს, ძალა მდგომარეობს სიცარიელის ჭვრეტაში.
გახსოვდეთ: ინტეგრაცია, კრისტალიზაცია სიცარიელის ჭვრეტისგან ჩნდება. ეს მედიტაციის დასაწყისია.
ამიტომ როდესაც სიცარიელის ჭვრეტას აპრაქტიკებთ, სიცარიელე, უდავოდ ცარიელია...
ახლა მოგიწევთ, რომ უფრო სიღრმეში შეხვიდეთ. ახლა, როდესაც იცით, რომ ყველფერი ცარიელია, ჩნდება პრობლემა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, თითქოს სიცარიელე - ეს რაღაც რეალურია, რადგანაც გონება ყოველთვის ეჭიდება სიტყვებს.
შესანიშნავ წიგნში „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ არის მცირე ისტორია.
ალისა მეფის სასახლეში აღმოჩნდა. მეფე მოუთმენლად ელოდა სასიყვარულო ბარათს და ყველას ეკითხებოდა: „შიკრიკი ხომ არ გინახავს?“
მან ალისასაც ჰკითხა:
- ვინ შეგხვდა გზაში?
ალისამ უპასუხა:
- არავინ, სერ.
და მეფემ გადაწყვიტა, რომ მას შეხვდა ვიღაც, ვისაც ჰქვია არავინ. მაშინ მეფემ თქვა:
- როგორც ჩანს არავინ არ ჩქარობდა, წინააღმდეგ შემთხვევაშ ის უკვე მოაღწევდა აქამდე. უკვე ბევრი ადამიანი მოვიდა, და ვისაც არ უნდა ვკითხო, თუ ვინ შეხვდა მათ გზაზე, ყველა მპასუხობს: „არავინ სერ“. როგორც ჩანს, არავინ არ ჩქარობს! არავინ არ უნდა დადიოდეს შენსავით ნელა.
ბუნებრივია, ალისა დაფიქრდა: „რას ამბობს! - არავინ არ უნდა დადიოდეს ჩემსავით ნელა?“ ეს გულზე მოხვდა, და უთხრა:
- მე ისე ჩქარა მოვდიოდი, როგორც არავინ!
ახლა მეფე დარჩა გაკვირვებული:
- შენ ისე ჩქარა მოდიოდი, როგორც არავინ? მაშინ აქამდე რატომ არ მოვიდა?
მაშინ ალისა მიხვდა, რაში იყო საქმე. მან თქვა:
- არავინ - ეს არავინაა, სერ.
მეფემ უპასუხა:
- რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ არავინ - ეს არავინაა. მაგრამ სადაა?
ასე განაგრძობდნენ კამათს.
სიცარიელეც კი შეიძლება საგნად იქცეს. ბუდისტურ ფილოსოფიაში ასეც მოხდა: ფილოსოფოსებმა დაიწყეს სიცარიელეზე საუბარი, თითქოს სიცარიელე ღმერთი იყოს, თითქოს სიცარიელე თავად ცხოვრების რეალობა იყოს. მათ დაიწყეს არაფრის აღქმა ისე, თითქოს არაფერი - ეს რამე იყოს. არაფერი - ეს მხოოდ სიტყვაა. ბუნებაში არ არსებობს „არა“. „არა“ - ეს ადამიანის გამოგონებაა. ბუნებაში მხოლოდ „კი“ არსებობს. ბუნებაში მხოლოდ დადასტურებაა. უარყოფა - ადამიანის მოგონილია.
მაგალითად, სავარძელი - ეს უბრალოდ სავარძელია. ბუნებაში სავარძელი - ეს უბრალოდ სავარძელია, ის, რასაც იგი წარმოადგენს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ: „ეს არაა მაგიდა. ეს არაა ცხენი. ეს არაა ადამიანი“. ყველა ეს მტკიცებულება სწორია, რადგანაც სავარძელი - არაა მაგიდა, სავარძელი - არაა ცხენი, სავარძელი - არაა ადამიანი. თუმცაღა ლინგვისტურად ეს ყველაფერი უარყოფაა. ბუნებაში, ყოფიერებაში სავარძელი - ეს უბრალოდ სავარძელია. ბუნებაშ არ არსებობს უარყოფა, არსებობს მხოლოდ დადასტურება. მაგრამ ენაში არსებობს უარყოფა, და ამ უარყოფებზე მთელი ფილოსოფიები გაიზარდა. არაფერი საგნად იქცა საკუთარ თავში; არარსებობაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ეს რაიმე თანმყოფობა იყოს. თავი აარიდეთ ამას.
გახსოვდეთ, რას ამბობს ოსტატი ლუ-ძი. იგი ამას იმისთვის ამბობს, რომ გაგაფრთხილოთ:
სიცარიელე, უდავოდ ცარიელია, მაგრამ ილუზიაც - ასევე ცარიელია...
ნუ იფიქრებთ, რომ ილუზია რეალურია, უკიდურეს შემთხვევაშ, როგორც ილუზია. იგი ასევე ცარიელია, ასევე არაფერია. მაგალითად, სიბნელეშ თოკის მაგივრად გველს ხედავთ, თუმცაღა როდესაც სინათლეს რთავთ, აღმოჩნდება, რომ გველი არ არსებობს. შეიძლება გაჩნდეს კიტხვა: „სად გაქრა გველი? ან საიდან გაჩნდა?“ ის არასოდეს გაჩენილა და არსად გამქრალა, მას არ უარსებია. ბუნებაშ თოკი ყოველთვის თოკი იყო, გველი თქვენი ილუზია იყო. თქვენ თავად შექმენით გველი და მოახდინეთ მისი პროეცირება თოკზე. იგი თქვენი გონების ქმნილება გახლდათ.
გახსოვდეთ:
სიცარიელე, უდავოდ ცარიელია, მაგრამ ილუზიაც - ასევე ცარიელია...
ამაშია ბუდას უდიდესი წვლილი.
ინდუისტები ამბობენ: სამყარო - ილუზიაა. ჯაინები ამბობენ: სამყარო - ილუზიაა, გონება - ასევე ილუზიაა. ბუდა ამბობს: სამყარო - ილუზიაა, გონება - ილუზიაა, ცენტრი - ასევე ილუზიაა. მისი გაგება საოცრად ღრმაა. იგი ამბობს: თუ ხილული - ილუზიაა, როგორ შეუძლია დამკვირვებელს - რეალური იყოს? ეს ძალიან ღრმა გაგებაა, რომელიც ნირვანას მდგომარეობიდან ჩნდება: თუ სიზმარი - ილუზიაა, მაშინ ის, ვინც სიზმარს ხედავს, - ასევე ილუზიაა; თუ ცეკვა - ილუზიაა, მაშინ მოცეკვავე - ასევე ილუზიაა.
რის დამტკიცებას ცდილობს იგი? მას შემდეგის თქმა უნდა: ჯერ მიატოვეთ სამყაროს ილუზია, შემდეგ მიატოვეთ გონების ილუზია, შემდეგ კი ასევე მიატოვეთ ცენტრის ილუზია, თვითმყოფობის ილუზია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგო განაგრძობს არსებობას. ახლა ეგო უკვე ახალი სახელით იარსებებს, უფრო ნატიფი სახით. ნება მიეცით ამასაც, რომ გაქრეს, ნება მიეცით ყველაფერს, რომ გაქრეს. მხოლოდ სიცარიელეს მიეცით დარცენის საშუალება, და ამ სიცარიელეში მდგომარეობს ყველაფერი, ამ სრულ არარსებობაში იმყოფება თანმყოფობა.
ბუდა არასოდეს საუბრობს თანმყოფობაზე, რადგანაც, როგორც იგი თვლის, არაა საჭირო საუბარი იმაზე, რაც უნდა შევიცნოთ. გონება ძალიან ეშმაკია: თუ თქვენ საუბრობთ თანმყოფობაზე, იგი ხარბად ეძებს თანმყოფობას. თუ ღმერთზე საუბრობთ, გონება იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მიაღწიოს ღმერთს. ბუდა არასოდეს საუბრობს ღმერთზე, - მაგრამ არა იმიტომ, რომ ღმერთი არ არსებობს. სხვამ ვინ იცის, თუ არა ბუდამ, რომ ღმერთი არსებობს? მაგრამ იგი არასოდეს საუბრობს ღმერთზე გარკვეული მიზეზით: ღმერთზე საუბრებმა შესაძლოა ღმერთის სურვილი შექმნას, ხოლო თუ სურვილი ჩნდება, ვერასოდეს მიაღწევთ ღმერთს. თქვენი სურვილი უნდა გაქრეს. ღმერთი მხოლოდ სურვილის არარსებობის მდგომარეობაში მოდის.
იმისთვის, რომ ილუზიის ჭვრეტა მოახდინოთ, უზარმაზარი ძალაა საჭირო; მაშინ ილუზია - მართლაც ილუზიაა. მაგრამ სიცარიელეც - ასევე ილუზიაა, ცენტრიც ილუზიაა. ცენტრის მიმართულებით მოძრაობისას სიცარიელის ხატ-სახეებს ქმნით.
სიცარიელის ეს ხატ-სახეები - უბრალოდ მეთოდებია. თავიდან, იმისთვის, რომ სამყაროსგან გაგანთავისუფლოთ, ბუდა ამბობს, რომ სამყარო ცარიელია. მაშინ ჭეშმარიტება ილუზია ხდება. შემდეგ იგი ამბობს, რომ ილუზიაც ასევე ცარიელია. ახლა ჭეშმარიტებად ცენტრი იქცევა. შემდეგ ამბობს, რომ ცენტრიც ასევე ცარიელია. ყველაფერი უკვალოდ გაქრა, დარჩა მხოლოდ სრული სიჩუმე - და ამ სრულ სიჩუმეში მოდის წყალობა, მოდის ღმერთი.
თქვენ ასევე აპრაქტიკებთ ილუზიის ჭვრეტას, მაგრამ არ უწოდებთ მას ილუზიას. თქვენ მას ცენტრს უწოდებთ. რაც შეეხება ცენტრს, მასზე მეტის არაფრის თქმა არაა საჭირო.
რა მოხდება, როდესაც ყველაფერი გაქრება, - სამყაროც, გონებაც და ცენტრიც? ოსტატი ლუ-ძი მართალია. იგი ამბობს: „მეტის არაფრის თქმა არაა საჭირო“. კიდევ რაღაცის თქმა - სახიფათოა, კიდევ რაღაცის თქმა - ნიშნავს შექმნათ ობიექტი თქვენი სურვილებისთვის. როგორც კი სურვილი მოვა, მასთან ერთად მტელი სამყარო მოვა.
ეს შესანიშნავი მეთოდია. თუ იმედიტირებთ მასზე, უსასრულობას, მარადისობას, დროის არარსებობას - ჭეშმარიტ სიცოცხლეს მიაღწევთ.
დღეისათვის საკმარისია.
გაგრძელება იხილეთ მეორე ნაწილში