მთარგმნელი: მამუკა გურული
...ნეტარება თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...
...ნეტარება თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გაშვებისკენ. შეწყვიტეთ ძიება და ჩაიხედეთ თქვენსსიღრმეში - იქ გელით ცხოვრების უდიდესი აღმოჩენა.
ოშო
ავტორის შესახებ
ოშოს სწავლება უნივერსალურია. იგი უკუაგდებს თემატურ დაყოფას და საკითხთა ფართო წრეს მოიცავს ადამიანის მიერ ცხოვრების საზრისის ძიებიდან -თანამედროვეობის ყველაზე აქტუალურ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებამდე. ოშოს წიგნები არაა ფურცელზე დაწერილი , მისი წიგნები ოცდათხხუთმეტი წლის განმავლობაში გაკეთებულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებია, სადაც ოშო იმპროვიზირებულად მიმართავს მსმენელებს მთელი მსოფლიოდან.
„Sunday Times”-ის ლონდონის გამოცემაში ოშო დასახელებულ იქნა ერთ-ერთად „მეოცე საუკუნის შემქმნელთაგან“ , ხოლო ამერიკელმა მწერალმა , ტომ რობინსმა იგი დაახასიათა, როგორც „ყველაზე სახიფათო ადამიანი იესო ქრისტეს დროიდან მოყოლებული“.
თავად ოშომ თავის სამუშაოზე განაცხადა, რომ იგი გვეხმარება პირობების შექმნაში ახალი ტიპის ადამიანის დაბადებისთვის. იგი ხშირად უწოდებს ასეთ ადამიანს „ზორბა-ბუდას“, ესაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია დატკბეს როგორც მიწიერი სიამოვნებებით, ბერძენი ზორბას მსგავსად, ასევე გაუტამა ბუდას მდუმარე უშფოთველობით. ოშოს სწავლების ყველა ასპექტში არის იდეა, რომელიც მოიცავს როგორც აღმოსავლეთის მარადიულ სიბრძნეს, ასევე დასავლური მეცნიერების და ტქენოლოგიის უმაღლეს პოტენციალს.
ოშოს ასევე თავისი რევოლუციური წვლილი მიუძღვის შინაგანი ტრანსფორმაციის მეცნიერებაში. მისი მიდგომა მედიტაციისადმი არ გამორიცხავს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ რიტმს. უნიკალური „აქტიური მედიტაციები“ მოწოდებულია პირველ რიგში იმისთვის, რომ სტრესისგან გავანთავისუფლოთ სხეული და გონება, რაა შემდეგ ადვილი გახდეს აზრებისგან თავისუფალ, მშვიდ და მედიტატიურ მდგომარეობაში გადასვლა.
ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)
☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი.
☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები.
☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე).
☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან.
☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).
☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:
✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);
✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);
✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;
✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;
✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები;
✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);
✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);
✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა; ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);
✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);
✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები; ჩაკრების სისტემა;
✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;
✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია);
☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები.
☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს.
☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია).
☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები.
☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად.
☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის.
☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.
☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით).
☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის).
☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.
☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება.
🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.
⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com