ოშო - საიდუმლოთა საიდუმლო

ოშო
4.5
1

მთარგმნელი: მამუკა გურული  ...ნეტარება  თავად ადამიანის ბუნებაა. მას არ სჭირდება ძებნა, მას უბრალოდ ხელახლა აღმოჩენა სჭირდება. ვეძებოთ იგი სადღაც გარეთ - ეს საიმედო გზაა მისი ხელიდან გ...

თავი 21 - სული ბრუნდება და ზეცას ეხება

 

თავი 21

სული ბრუნდება და ზეცას ეხება

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

არსებობს წარმატების სამი ნიშანი, რომელთა შემოწმებაც შეიძლება. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ, როცა პრაქტიკოსი მედიტაციის მდგომარეობაში შედის, ღმერთები დაბლობზე აღმოჩნდებიან. მაშინ მას შეუძლია გაიგოს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც რამდენიმე ასეული ნაბიჯის მანძილზე საუბრობენ, და გაიგოს ეს ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ. მაგრამ ყველა ეს ხმა ისმის, როგორც ექო დაბლობზე. პრაქტიკოსს ყოველთვის ესმის ისინი, მაგრამ არასოდეს ესმის საკუთარი თავის. ამას ეწოდება „ღმერთების დაბლობზე თანმყოფობა“.

დროდადრო შესაძლოა მოვიდეს ასეთი განცდა: როგორც კი პრაქტიკოსი სიმშვიდეში იძირება, თვალთა სინათლე ფეთქდება ისე, რომ მის წინ ყველაფერი ნათდება, თითქოს სინათლის ღრუბელში იყოს. თუ პრაქტიკოსი თვალებს ახელს, რათა საკუთარ სხეულს შეხედოს, მას უკვე აღარ შეუძლია მისი პოვნა. ამას ასე უწოდებენ: „ცარიელ ოთახში სინათლე ინთება“. ყველაფერი, შიგნითაც და გარეთაც, ერთნაირად მანათობელი ხდება. ეს ძალიან სასიკეთო ნიშანია.

ან როდესაც პრაქტიკოსი მედიტირებს, ფიზიკური სხეული ნათებას იწყებს, როგორც აბრეშუმი ან ნეფრიტი. მაშინ მას უჭირს მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენა: პრაქტიკოსი გრძნობს, თითქოს რაღაც ძალა მაღლა სწევს მას. ამას ასე ეწოდება: „სული ბრუნდება და ზეცას ეხება“. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თქვენ ეს იგრძნოთ, თითქოს მართლაც მიწას წყდებით და ჰაერში იწევით.

შემდგომში შესაძლებელი ხდება ყველა ამ სამი გამოცდილების განცდა. მაგრამ შეუძლებელია ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. სხვადასხვა მოვლენა სხვადასხვაგვარად ვლინდება ყოველ ადამიანში მისი ხასიათის შესაბამისად. თუ თქვენ ეს განცდები გემართებათ, ეს კარგი შესაძლებლობების მანისნებელია. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ხდება, როგორც წყლის დალევისას: თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ცივია წყალი თუ თბილი. სწორედ ასევე, პრაქტიკოსმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში, რომ ყველა ეს გამოცდილება ნამდვილად ხდება; მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ნამდვილნი.

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

როცა თანდათანობით ახერხებთ, რომ მიაღწიოთ სინათლის წრეზე მოძრაობას, არაა საჭირო ყოველდღიური საქმიანობის გადაგდება. ძველი ბრძენები ამბობდნენ: როცა საქმეები ჩვენთან მოდიან, უნდა მივიღოთ ისინი; როცა მოვლენები ჩვენთან მოდიან, სიმაღლის პოზიციიდან უნდა მივიღოთ ისინი. თუ თქვენს საქმიანობას სწორი აზრები ხელმძღვანელობენ, მაშინ სინათლე არ გაიფანტება გარე მოვლენების ზეგავლენის შედეგად, არამედ განაგრძობს წრეზე მოძრაობას თავისი კანონების შესაბამისად. ასე ხდება სინათლის წრეზე ჯერ კიდევ უჩინარი მოძრაობა; თუ არაფერს ვიტყვით სინათლის წრეზე ნამდვილად მოძრაობაზე, რომელიც ბოლომდე გამოვლენილი გახდა.

თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება მხოლოდ რეფლექსის სახით შეგიძლიათ, ყველანაირი აზრის გარეშე საკუთარ თავზე ან სხვებზე, მაშინ ეს სინათლის წრეზე მოძრაობაა, რომელიც გარემოებების შესაბამისად გაჩნდა. ეს პირველი საიდუმლოა.

თუკი დილით ადრე ყველანაირი საზრუნავისგან გაინთავისუფლებთ თავს და შეძლებთ ერთი ან ორი საათის განმავლობაში მედიტირებას, შემდეგ კი ნებისმიერი საქმიანობისადმი და გარე მოვლენებისადმი ძალიან ობიექტური და რეფლექსიური სახით განეწყობით, და თუ ეს შესვენებების გარეშე მოხდება, მაშინ ორი ან სამი თვის შემდეგ ყველა სრულყოფილი არსება ჩამოვა ციდან და შეგაქებთ ასეთი ქცევისთვის.

 

მშვენიერი დილა იყო. ალბათ ისეთი, როგორიც ახლაა. გრილი ნიავი უბერავდა,სველი მიწის ტკბილი სურნელით გაჟღენთილი. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ჰორიზონტზე მზე ამოდიოდა. ცვრის წვეთები მარგალიტებივით ბრჭყვიალებდნენ ბალახზე.

სამყარო ყოველთვის სავსეა სილამაზით. უბრალოდ საჭიროა თვალები, რომ ეს დავინახოთ. ჩიტები ყოველ დილით ჭიკჭიკებენ, მაგრამ ვინ უსმენს მათ? ხეები ყვავიან, მაგრამ ვინ აფასებს ამას? ესთეტიური გული გამორთულია, მხოლოდ ანგარიშიანი გონებაა ჩართული. ამიტომაც ცხოვრობთ უსახურ სამყაროში. მინდა ერთი ძველი ისტორია მოგიყვეთ...

გაუტამა ბუდას სანიასი მანგოს ხეების ქვეშ მედიტირებდა...

დილა - ეს საუკეთესო დროა მედიტაციისთვის. მთელი ღამის დასვენების შედეგად თქვენი არსის ცენტრთან ძალიან ახლოს აღმოჩნდებით ხოლმე. დილით ადრე უფრო ადვილია საკუთარი ცენტრისკენ გაცნობიერებული მოძრაობა, იდრე ნებისმიერ სხვა დროს, რადგანაც მთელი ღამის განმავლობაში თქვენს ცენტრში იმყოფებოდით, თქვენ ახლახანს დატოვეთ იგი. თქვენ ჯერ კიდევ არ ჩაძირულხართ ათასერთი მოვლენის სამყაროში. ჯერ მხოლოდ იწყებთ იქ, საგნების სამყაროში, გარესამყაროში მოძრაობას, მაგრამ თქვენი შინაგანი ცენტრი ჯერ კიდევ ახლოსაა, იქვე კუთხეში. უბრალოდ შემოატრიალეთ თავი და დაინახავთ იმას, რაც არის, - ჭეშმარიტებას, ღმერთს, გასხივოსნებას. თქვენ დაინახავთ იმას, რაშიც ჩაძირული იყავით ღრმა ძილის მდგომარეობაში, როცა სიზმრები არ იყო. მაგრამ ძილის დროს გაუცნობიერებლად იმყოფებოდით მასში.

ღრმა ძილის შემდეგ განახლებული იღვიძებთ, რადგანაც თქვენი არსის შუაგულში იმყოფებოდით, - დაე გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც იქ იყავით. იქ ქრება ყველანაირი დაღლილობა გარესამყაროსგან, იკურნება ყველა ჭრილობა, გშორდებათ ყველანაირი მტვერი. თქვენს არსში ღრმად ჩაყვინთვისას გრძნობთ, თითქოს წყაროში განიბანეთ.

სწორედ ამიტომ ამბობს პატანჯალი: ღრმა ძილი სიზმრების გარეშე - ეს თითქმის სამადჰია, მაგრამ მხოლოდ თითქმის, და არა სამადჰი. რაშია განსხვავება? - იგი ძალიან მცირე და ძალიან დიდია. განსხვავება იმაშია, რომ ძილშ თქვენ გაუცნობიერებელი ხართ, ხოლო სამადჰიში გაცნობიერებული. მაგრამ ეს ერთი და იგივე სივრცეა.

ამიტომაც დილით, როცა ახლახანს გაიღვიძეთ და ჯერ კიდევ ახლოს ხართ საკუთარ ცენტრთან, - სანამ პერიფერია შეგიპყრობთ, სანამ საზრუნავის და სამუშაოს სამყაროში ჩაეფლობით, - ჩაიხედეთ შიგნით, ჩაიხედეთ გაცნობიერებულად, რათა დაინახოთ, ვინ ხართ. სწორედ ესაა მედიტაცია. სწორედ ამიტომ დილა, ადრეული დილა, როცა მიწა იღვიძებს, ხეები იღვიძებენ, ჩიტები იღვიძებენ, მზე იღვიძებს, - როცა გარშემო ყველაფერი გამოღვიძებითაა სავსე, - ეს საუკეთესო დროა მედიტაციისთვის, და ასე იყო ოდითგანვე. გამოღვიძების ამ ტალღაზე თქვენ შეძლებთ, რომ საკუთარ არსში შეხვიდეთ, გაცნობიერებულში, ყურადღებიანში, გამოღვიძებულში, და თქვენი მთელი ცხოვრება ტრანსფორმირდება. თქვენი დღეც ასევე ტრანსფორმირდება, რადგანაც უკვე სხვა განწყობა გექნებათ.

მაშინ შეძლებთ, რომ გარესამყაროსკენ იაროთ და ამავდროულად კონტაქტში დარჩეთ თქვენს შინაგან სამყაროსთან. ეს უდიდესი საიდუმლოა, ოქროს ყვავილის საიდუმლო.

ბუდას სანიასი იმ დილით მანგოს ხეების ქვეშ მედიტირებდა...

სწორედ ისევე, როგორც ახლა შეიკრიბეთ ჩემს გარშემო, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდას გარშემო. მათ სასწავლი არაფერი ჰქონდათ გარდა მედიტაციისა.

ბუდები არ ასწავლიან, ისინი მხოლოდ უზიარებენ. ისინი არ გაძლევენ დოქტრინას, მაგრამ გთავაზობენ დისციპლინას. ისინი არ გაიძულებენ რაიმეს დაჯერებას, მაგრამ საშუალებას გაძლევენ, რომ ნდობის გემო იგრძნოთ. ერთხელ მაინც თუ შეიგრძენით ეს გემო, თქვენი ცხოვრება ტრანსფორმირდება. გამოღვიძებულ ადამიანთან კონტაქტში შესვლის ერთადერთი საშუალება - ესაა თქვენ თვითონ გახდეთ გამოღვიძებული, რადგან მსგავსი ხვდება მსგავსს. იყო ბუდას გვერდით - ნიშნავს იყო უფრო დაკვირვებული, ვიდრე ამას თქვენგან ჩვეულებრივ მოითხოვს ცხოვრება. ცხოვრებას უნდა, რომ თქვენ ავტომატურები, რობოტების მსგავსნი იყოთ. როცა ოსტატთან მიდიხართ, იგი მოითხოვს, რომ გადააგდოთ თქვენი ავტომატიზმი, რომ დეავტომატიზაცია განიცადოთ, რომ უფრო დაკვირვებული გახდეთ, რომ მიგიზიდონ არა მხოლოდ გარეგნულმა საგნებმა... არამედ გახსოვდეთ ასევე საკუთარი არსი.

 

ამრიგად, ბუდას მოსწავლეები მედიტირებდნენ...

ასეთი მშვენიერი დილის ხელიდან გაშება არ შეიძლება! როცა ჩიტები დილის მზეს უგალობენ, თქვენც უნდა უგალობოთ ღმერთს. როცა ხეები ქარში ირწევიან, თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამ უსასრულო ცეკვაში, თქვენც უნდა იზეიმოთ. იბადება ახალი დღე, - დაივიწყეთ წარსული, მოკვდით წარსულისთვის, - დაიბადეთ ხელახლა.

ბუდას ჰყავდა მოსწავლე, სახელად სუბჰუტი... ბუდას ძალიან გაუმართლა, როგორც ოსტატს: მისი მოსწავლეები უზარმაზარ პოტენციალს ფლობდნენ. ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათი ადამიანი იყო. სუბჰუტი ერთ-ერთი ასეთი იშვიათთაგანი გახლდათ. ის სწორედ ბუდაობის ზღვარზე იმყოფებოდა - ერთი ნაბიჯიც, და ბუდა გახდებოდა. იგი სახლში ბრუნდებოდა, ყოველ წამს სახლშ ბრუნდებოდა, უფრო და უფრო უახლოვდებოდა ცენტრს, - სადაც ქრება ეგო და იბადება ღმერთი, სადაც კვდებით თქვენ და იბადება მთელი ყოფიერი. როცა ნაწილი მთელს ერწყმის, როცა სამყარო გიპყრობთ და აღარ ხართ განცალკევებული არსება, რომელიც სიკვდილის შიშისგან კანკალებს, მაშინ ყოფიერების ამ მარადიული თამაშის მონაწილე ხდებით. იგი გასხივოსნების ზღურბლზე იყო.

სუბჰუტი ბუდას ერთ-ერთი ყველაზე მდუმარე მოსწავლე გახლდათ. წერილებში ნათქვამია, რომ იგი იმდენად მდუმარე იყო, რომ თითქოს არც კი იმყოფებოდა იქ. როცა მოდიოდა, ვერავინ ამჩნევდა. როცა გვერდზე ჩაივლიდა, ვერავინ ამჩნევდა. იგი ჩუმ ნიავს ჰგავდა...

ჩვეულებრივ თქვენ გინდათ, რომ შეგამჩნიონ. თუ ყურადღებას არ გაქცევენ, გწყინთ. ყურადღება გსურთ. ვის უნდა ყურადღება? ყურადღება - ეს ეგოს მოთხოვნილებაა, ყურადღება ეგოს კვებავს. თუ არავინ გითმობთ ყურადღებას, თუ სადმე მიდიხართ და ვერ გამჩნევენ, თუ სადმე ჩაივლით და არავინ გეუბნებათ: „დილამშვიდობის, როგორ ხარ?“, თუ თქვენ იგნორირებას გიკეთებენ, გწყინთ. თქვენ ფიქრობთ: „როგორც ჩანს არარაობად მთვლიან. მე ვაჩვენებ ამ ხალხს, ვინ ვარ!“

ეგოს ყოველთვის სწყურია ყურადღება.

სუბჰუტი ისეთი მდუმარე იყო... ყურადღებისადმი მისი წყურვილი გაქრა...

როგორც კი ყურადღებისადმი წყურვილი ქრება, თქვენი არსებიდან მთელი პოლიტიკა ქრება. მაშინ რელიგიური ხდებით. მაშინ სრულიად კომფორტულად ხართ იმით, რომ არავინ ხართ. მაშინ სრულიად სხვაგვარად ცხოვრობთ. მაშინ ისე მდუმარედ ცხოვრობთ, რომ მცირე ხმაურსაც კი არ ქმნით, არანაირ ტალღებს არ ქმნით. მაშინ ისე მოდიხართ და მიდიხართ, თითქოს არასოდეს მოსულხართ და არასოდეს წასულხართ.

ის იყო, და ამავე დროს არ იყო...

სინამდვილეში, როდესაც ნამდვილად ხართ, ეგოს ყველა იდეას აგდებთ. ადამიანები ატარებენ ეგოს ყველა იდეას იმიტომ, რომ ისინი არ არიან. ეცადეთ გაიგოთ ეს პარადოქსი: ისინი, ვინც არ არიან, გამუდმებით ტრაბახობენ საკუთარი თავით, - მათ უწევთ ტრაბახი, მათ უწევთ სხვების წინაშე თავის დამკვიდრება. ისინი გამუდმებით რაღაც როლს თამაშობენ. მათ იციან, რომ თუ როლს არ ითამაშებენ, არავინ არ იქნებიან. მათ როლის თამაში უწევთ, მათ ტრაბახი უწევთ, მათ ხმაურის ატეხა უწევთ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციონ. ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ ადოლფ ჰიტლერები, ჩინგიზ ხანები და ყველა დროის სულელი პოლიტიკოსები, - ცდილობდნენ რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი ხალხის ყურადღება მიეპყროთ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან.

ადამიანები, რომლებიც არიან, იმდენად თვითკმარნი არიან, რომ მათ არ აქვთ საქმე იმასთან, მიაქცევენ თუ არა ყურადღებას. მათ საკუთარი თავიც ჰყოფნით.

ასეთია პარადოქსი: ადამიანი, რომელიც არ არის, თავს აჩვენებს, რომ ის ბევრია, რომ ის ვიღაც განსაკუთრებულია; ხოლო ადამიანი, რომელიც არის, - არ თამაშობს, არ ტრაბახობს, არამედ ძალიან მდუმარე ხდება.

იგი ისე იმყოფებოდა იქ, რომ თითქოს არც იყო... ნამდვილი თანმყოფობა კი მხოლოდ არყოფნაში იბადება: როცა პიროვნება ქრება, ჩნდება თანმყოფობა.

იგი თანდათანობით დადნა და გაქრა როგორც პიროვნება... როცა ეს ხდება, როცა ეს სასწაული ხდება, არყოფნა მანათობელ ყოფნად იქცევა.

სუბჰუტი ხის ქვეშ იჯდა, ისე რომ არც კი მედიტირებდა... დანარჩენები მედიტირებდნენ, ის კი უბრალოდ ხის ქვეშ იჯდა და არაფერს აკეთებდა...

ეს მედიტაციის უმაღლესი ფორმაა. მედიტაციის კეთება - ნიშნავს უბრალოდ დამწყებად ყოფნას. დამწყებს უხდება, რომ მედიტაცია აკეთოს. ის, ვინც გაიგო მედიტაცია, ვერ იფიქრებს მასზე კეთების ტერმინებში, რადგანაც როგორც კი რაღაცის კეთებას იწყებთ, სიმშვიდეს კარგავთ; როგორც კი რაღაცას აკეთებთ, დაძაბული ხდებით; როგორც კი რაღაცას აკეთებთ, კვლავ შეუმჩნევლად ჩნდება ეგო, - რადგანაც კეთებასთან ერთად ჩნდება გამკეთებელი. მედიტაცია - ეს არკეთების მდგომარეობაა. უდავოა, რომ თავდაპირველად კეთება გვიწევს, მაგრამ თანდათანობით, იმის მიხედვით, თუ როგორ ღრმავდება მედიტაცია და მოდის გაგება, კეთება ქრება. მაშინ მედიტაცია - ეს უკვე კეთება კი არა, მდგომარეობაა.

კეთება - ეს ფლობის სამყაროს ნაწილია. კეთება - ეს ფლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. თუ გინდათ, რომ რაღაცას ფლობდეთ, რაიმეს კეთება მოგიწევთ. და მილიონობით ადამიანი რჩება მხოლოდ კეთებისა და ფლობის სამყაროში. კეთებისა და ფლობის ამ სამყაროს მიღმა არსებობს სხვა სამყარო, ყოფიერების სამყარო, სადაც თქვენ არაფერს არ ფლობთ, და სადაც თქვენ არ წარმოადგენთ მკეთებელს. იქ სრული სიჩუმე სუფევს, აბსოლუტური პასიურობა მცირედი მოძრაობის გარეშე.

გახსოვდეთ: ის არ აკეთებდა მედიტაციას. ის უბრალოდ ხის ქვეშ იჯდა და არაფერს არ აკეთებდა, როცა უეცრად მის თავზე ყვავილებმა იწყეს ცვენა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ყვავილები, ეს არ იყო ამ სამყაროს ყვავილები, მიწიერი ყვავილები, - ისინი არ ცვიოდნენ ხეებიდან. ისინი ციდან ცვიოდნენ, არსაიდან ცვიოდნენ. მას არასოდეს უნახავს მსგავსი სილამაზე, არასოდეს უგრძვნია მსგავსი არომატი. ეს იყო მიღმიერის ყვავილები, ოქროს ყვავილები. ბუნებრივია, იგი განცვიფრებამ და მადლიერების გრძნობამ მოიცვა. შემდეგ მოესმა, როგორ ჩასჩურჩულეს ღმერთებმა:

- დიდება შენ, დისკურსისთვის სიცარიელის შესახებ...

სუბჰუტი გაოგნებული იყო:

- დისკურსი სიცარიელის შესახებ? მე სიტყვაც კი არ მითქვამს სიცარიელის შესახებ.

- შენ სიტყვაც კი არ გითქვამს სიცარიელის შესახებ, ჩვენ ერთი სიტყვაც კი არ გაგვიგია სიცარიელის შესახებ, - უპასუხეს ღმერთებმა, - სწორედ ესაა ნამდვილი სიცარიელე.

და ყვავილები წვიმასავით ეცემოდნენ სუბჰუტის.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ისტორიაა, რომელიც ოდესმე შემხვედრია. მასში უზარმაზარი აზრია ჩადებული: თუ თქვენ მდუმარე ხართ, თუ აბსოლუტურად მდუმარე ხართ, ყოფიერება ყვავილებს გაყრით, წყალობა წვიმასავით ცვივა თქვენს თავზე. თუ მდუმარე ხართ, თუ მედიტაციის მდგომარეობაში იმყოფებით, როცა უბრალოდ ხართ და არაფერს აკეთებთ, მაშინ მთელი ყოფიერება ისწრაფვის თქვენსკენ მთელი თავისი სილამაზით, მთელი თავისი გრაციით, მთელი თავისი წყალობით.

ესაა მდგომარეობა, რომელსაც იესო მადლს (Благодать) უწოდებდა.თქვენ პირველად აცნობიერებთ სილამაზეს, ყოფიერების მშვენიერებას. მაშინ ყოველი წამი - ეს მარადისობაა; მაშინ უბრალოდ სუნთქვაც კი - ეს უდიდესი სიხარულია, უდიდესი ზეიმია. იმ მომენტში, როცა თქვენ ქრებით, ქრება ტანჯვაც. ტანჯვა - ეს ეგოს ჩრდილია. მადლი - ეს ბუნებრივი მოვლენაა: იგი თავისთავად ხდება იმ მომენტში, როდესაც ცარიელი აღმოჩნდებით, - მაშინ მთელი ყოფიერება თქვენსკენ ისწრაფვის და თქვენს შიგნით ფეთქდება.

ლუდვიგ ვიტგენშტეინმა თქვა: „ამ სამყაროს გამოცანა ის კი არაა, თუ როგორ გაჩნდა, არამედ ის, რომ იგი საერთოდ არსებობს“.

თავად ფაქტი, რომ ის არსებობს, უკვე გამოცანაა. არაა საჭირო არცერთი სხვა სამყაროსკენ სწრაფვა. გამოცანა არაა თქვენგან დაფარული. მისი დანახვა ყველგან შეიძლება. ამ სამყაროს გამოცანა იმაშია, რომ იგი არსებობს! არაა საჭირო ღრმად გათხრა იმისთვის, რომ გამოცანა აღმოაჩინოთ. მისი დანახვა ყველგან შეიძლება - ზედაპირზეც და სიღრმეშიც. ყველაფერი რაც გრჭირდებათ - ეს მგრძნობიარე გულია. ყველაფერი რაც გჭირდებათ - ეს გახსნილი და მიმღები არსია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ - ეს ყურადღებაა, ყურადღება ყოველგვარი ძალისხმევისა და დაძაბულობის გარეშე. ყველაფერი რაც გჭირდებათ - ეს მედიტატიური მდგომარეობაა, და მაშინ ყვავილები წვივასავით დაიწყებენ ციდან ცვენას.

სუტრები...

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

არსებობს წარმატების სამი ნიშანი, რომელთა შემოწმებაც შეიძლება. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ, როცა პრაქტიკოსი მედიტაციის მდგომარეობაში შედის, ღმერთები დაბლობზე აღმოჩნდებიან. მაშინ მას შეუძლია გაიგოს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც რამდენიმე ასეული ნაბიჯის მანძილზე საუბრობენ, და გაიგოს ეს ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ. მაგრამ ყველა ეს ხმა ისმის, როგორც ექო დაბლობზე. პრაქტიკოსს ყოველთვის ესმის ისინი, მაგრამ არასოდეს ესმის საკუთარი თავის. ამას ეწოდება „ღმერთების დაბლობზე თანმყოფობა“.

ლუ-ძი საუბრობს წარმატების სამ ნიშანზე. პირველ ნიშანს იგი უწოდებს „ღმერთების დაბლობზე თანმყოფობას“. ისინი, ვინც მედიტაციაში შედიან, - თქვენ კი ყველანი მედიტაციაში შედიხართ, - შეხვდებიან ამ უჩვეულო, მაგრამ საოცრად ლამაზ მდგომარეობებს. პირველი ნიშანი იმისა, რომ მედიტაციამ შიგნით დაიწყო კრისტალიზება, - ეს ღმერთების ველზე თანმყოფობაა.

რას ნიშნავს ეს მეტაფორა? იგი ნიშნავს, რომ როგორც კი მედიტაცია გემართებათ, მთელი ყოფიერება დაბლობად იქცევა, თქვენ კი მთის მწვერვალზე აღმოჩნდებით. თქვენ მწვერვალზე აღმოჩნდებით, მთელი სამყარო კი განზე იწევს და დაბლობად იქცევა. მედიტაცია აღგამაღლებთ - არა ფიზიკურად, არამედ სულიერად, - და იოლი ამოსაცნობია, როდის ხდება ეს. ამის ამოცნობა შემდეგი გამოვლინებებით შეგვიძლია.

როცა მედიტაციაში შიგნითკენ მოძრაობთ, უეცრად ხედავთ, რომ თქვენსა და გარე ხმაურს შორის უზარმაზარი დისტანცია ჩნდება. შესაძლოა, თქვენ ბაზრის მოედანზე ზიხართ და უეცრად გრძნობთ, როგორ ჩნდება თქვენსა და ამ ხმაურს შორის ინტერვალი. სულ რაღაც წუთის წინ ერთი მთლიანი იყავით ამ ხმაურთან, ჩაძირული იყავით მასში; ახლა კი დაშორებას იწყებთ მისგან. დიახ, ფიზიკურად კვლავაც იქ იმყოფებით; თქვენ არ გჭირდებათ მთებში წასვლა. შეგიძლიათ ნამდვილი მთები თქვენს შიგნით აღმოაჩინოთ, შეგიძლიათ ჰიმალაები თქვენში იპოვნოთ. თქვენ იწყებთ ღრმა სიჩუმისკენ მოძრაობას და უეცრად მთელი ხმაური, ყველა ბგერა, რომლებიც თითქოს ძალიან ახლოს იყვნენ, მთელი ეს ამაოება, რომელიც თქვენს გარშემო იყო, დაშორებას, თქვენგან განცალკევებას იწყებს. ყველაფერი ისეთივე რჩება, როგორც მანამდე, გარეგნულად არაფერი იცვლება, თქვენ იმავე ადგილას ზიხართ, სადაც მედიტაცია დაიწყეთ. მაგრამ მედიტაციაში ჩაღრმავების შესაბამისად, გრძნობთ, რომ თქვენსა და გარშემო მიმდინარე მოვლენებს შორის დისტანცია ჩნდება.

მაშინ მას შეუძლია გაიგოს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც რამდენიმე ასეული ნაბიჯის მანძილზე საუბრობენ...

თითქოს სამყარო გადაადგილდა თქვენგან, ან თქვენ გადაადგილდით სამყაროსგან; მაგრამ ამასთან ნათლად აცნობიერებთ ყოველ აზრს, მშვენივრად გესმით ყველაფერი, რასაც ამბობენ ხმები გარეთ; სინამდვილეში უფრო მკაფიოდაც კი გესმით ეს, ვიდრე მანამდე. ამაშია მედიტაციის ჯადოსნობა.

თქვენ არ ხდებით არაცნობიერი, თუმცა არაცნობიერ მდგომარებაში ასევე გეჩვენებათ, რომ ხმაური ქრება. მაგალითად, როდესაც ქლოროფორმს გაძლევენ, იგივე ხდება:ხმები უფრო და უფრო გშორდებიან... და ქრებიან, - მაგრამ თქვენ უბრალოდ ცნობიერებას კარგავთ, უკვე აღარაფრის გაგება არ შეგიძლიათ მკაფიოდ. იგივე ხდება მედიტაციაშიც, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებით: ერთი მხრივ ყველა ხმა გშორდებათ, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველი ხმა არაჩვეულებრივად მკაფიო ხდება, უფრო მკაფიო, ვიდრე მანამდე, რადგანაც ამჯერად თქვენ მოწმე ხართ.

ადრე თქვენც ხმაური იყავით ხმაურთა შორის, იკარგებოდით მათში. ახლა კი მოწმედ იქეცით, დამკვირვებლად, და რადგანაც მდუმარე გახდით, ყველაფერს უფრო ნათლად და მკაფიოდ ხედავთ. მართალია ხმები გშორდებიან, მაგრამ ისინი უფრო მკაფიოდ გეჩვენებიან, ვიდრე ოდესმე ადრე. ახლა უკვე ყველა ნოტი გესმით.

იგივე მოხდება, თუკი მედიტაციის დროს მუსიკას მოუსმენთ. თავიდან იგრძნობთ, რომ მუსიკა გშორდებათ, შემდეგ კი, ან შეიძლება იმავდროულადაც, იგრძნობთ, რომ ყოველი ნოტი უფრო ნათელი და მკაფიო ხდება, ვიდრე მანამდე. ადრე იგივე ნოტები ერთმანეთს ერეოდნენ, ერთმანეთზე ლაგდებოდნენ. ახლა ისინი განცალკევებული ინდივიდუალობები, განცალკევებული ნაწილაკები ხდებიან.

მაშინ მას შეუძლია გაიგოს იმ ადამიანების ხმა, რომლებიც რამდენიმე ასეული ნაბიჯის მანძილზე საუბრობენ, და გაიგოს ეს ყველაფერი ნათლად და მკაფიოდ. მაგრამ ყველა ეს ხმა ისმის, როგორც ექო დაბლობზე.

ამ განცდის მესამე გამოვლინება იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ეს ხმა ისმის არა პირდაპირ, არამედ თითქოს ირიბად, როგორც ნამდვილი ბგერების ექო, და არა თავად ბგერები. ისინი უფრო და უფრო არანივთიერნი ხდებიან და კარგავენ სისავსეს. ისინი უფრო და უფრო არამატერიალურნი ხდებიან, მათი მატერიალურობა ქრება. ისინი მძიმედან მსუბუქებად იქცევიან. ექოს ემსგავსებიან - და მაშინ თქვენს უწონადობას გრძნობთ. მთელი ყოფიერება ექოს ემსგავსება.

სწორედ ამიტომ ინდოელი მისტიკოსები სამყაროს მაიას, ილუზიას უწოდებენ. ილუზია არ ნიშნავს რაღაც არარეალურს, არარსებულს; ილუზია უბრალოდ ნიშნავს „ჩრდილის მსგავსს“, „ექოს მსგავსს“. იგი ნიშნავს სიზმრის მსგავსს. აი, როგორი იქნება თქვენი შეგრძნება: თქვენ იგრძნობთ, რომ ეს საგნები არარეალურია, რომ ისინი ჩრდილს, ექოს, სიზმარს ჰგვანან. მთელი ყოფიერება სიზმრად იქცევა - ძალიან ნათელ და მკაფიო სიზმრად, რადგანაც ყურადღებით ხართ. ისინი სიზმარს გაგონებენ, რადგანაც ყურადღებით ხართ. ადრე იკარგებოდით ამ სიზმარში: არ იყავით დაკვირვებული და ფიქრობდით, რომ ეს რეალობაა. საკუთარ გონებასთან აიგივებდით თავს, ახლა უკვე აღარ აიგივებთ მასთან თავს, თქვენს შიგნით ახალი თვისება დაიბადა - დაკვირვება; თქვენს შიგნით ახალი არსება გაჩნდა - მოწმე.

პრაქტიკოსს ყოველთვის ესმის ისინი, მაგრამ არასოდეს ესმის საკუთარი თავის.

ამ განცდას კიდევ ერთი, მეოთხე გამოვლინება ექნება. თქვენ მოისმენთ მთელი ყოფიერების ხმას გარშემო: როგორ საუბრობს ვიღაც, ვიღაც გზაზე მიდის, ვიღაც ტირის, ბავში იცინის, ჩიტი ჟღურტულებს, გვერდით მანქანა ჩაივლის, თვითმფრინავი მიფრინავს. თქვენ შეძებთ ამ ყველაფრის მოსმენას. მაგრამ ამასთან ვერ მოუსმენთ საკუთარ თავს: თქვენ ბოლომდე გაქრით, თქვენ სიცარიელე გახდით - თქვენ გახდით, როგორც სუბჰუტი. თქვენ უბრალოდ არ ხართ. თქვენ არ გრძნობთ საკუთარ თავს, როგორც ცალკეულ პიროვნებას. გარს გახვევიათ ჩვეულებრივი ხმაური, მაგრამ თქვენი შინაგანი ხმაური გაქრა. ჩვეულებრივ თქვენს შიგნით მეტი ხმაურია, ვიდრე გარეთ. ნამდვილი შეშლილობა - თქვენშია, ნამდვილი სიგიჟე - თქვენშია. როცა შინაგანი სიგიჟე გარეგანს უერთდება, იქმნება ჯოჯოხეთი.

გარეგნული სიგიჟე გაგრძელდება, რადგან თქვენ არ შეგიქმნიათ იგი და თქვენ ვერ დაანგრევთ. მაგრამ ძალიან იოლად შეგიძლიათ თქვენი შინაგანი სიგიჟე, ეს თქვენს ძალებშია. როცა შინაგანი სიგიჟე უკვე აღარ არის, გარეგნული სიგიჟე არამატერიალური ხდება, იგი კარგავს რეალობას, იგი ილუზორული ხდება: თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი ხმის აღმოჩენას. თქვენს შიგნით აღარ იბადება არცერთი აზრი, და შესაბამისად არანაირი ხმაური. ამას ეწოდება „ღმერთების დაბლობზე თანმყოფობა“ - თქვენ ცარიელი გახდით, ყველაფერმა დანარჩენმა შორს, დაბლობში გადაინაცვლა. თქვენ მხოლოდ ექო გესმით, და ბუნებრივია, იგი არ გაღელვებთ.

რამდენიმე დღის წინ ერთმა გიჟმა ერთ-ერთი სანიასი ქალის გაუპატიურება სცადა. იგი დაიჭირეს, სანამ რაიმე ზიანის მიყენებას მოასწრებდა. მე ვთხოვე სანიასს, რომ ჩემთან მოსულიყო, რათა გამერკვია, შეეხო თუ არა მას ეს ყველაფერი. მე საოცრად ბედნიერი ვიყავი, რადგანაც იგი სრულიად ხელუხლებელი იყო, მას ოდნავაც კი არ შეხებია ეს ინციდენტი. ამაშია მზარდი მედიტაციის სილამაზე: რომ გკლავდნენ, თქვენ მაინც ხელშეუხებელი რჩებით.

გაუპატიურების ეს მცდელობა საშინელება იყო. დაე მორარჯი დესაიმ იცოდეს, რომ სწორედ ესაა რეალური ვითარება ინდოეთში, - ამის გაკეთება ინდოელმა სცადა! და ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, ეს ხდებოდა და ხდება თითქმის რეგულარულად. აშრამის საზღვრებს გარეთ გასვლა სახიფათო გახდა ჩემი სანიასებისთვის. ეს უსახური ინდოეთია, ეს არაა ჩემი ინდოეთი. ეს უსახური ინდოეთი მორარჯი დესაის, შარან სინგჰს, ადვანის და კომპანიას ეკუთვნის. მე განზე ვდგები ასეთი უსახური ინდოეთისგან.

მაგრამ არსებობს სხვა ინდოეთიც: ბუდების ინდოეთი, მარადიული ინდოეთი. მე მის ნაწილს წარმოვადგენ, თქვენ მის ნაწილს წარმოადგენთ. სინამდვილეში, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს მედიტატორი ადამიანი, ის ამ მარადიული ინდოეთის ნაწილად რჩება. ეს მარადიული ინდოეთი - არაა გეოგრაფიული ცნება, ეს სულიერი სივრცეა. გახდე სანიასი - ნიშნავს გახდე ამ მარადიული ინდოეთის ნაწილი.

მე ბედნიერი ვიყავი, საოცრად ბედნიერი, როდესაც ჩემი სანიასი დავინახე: ის საერთოდ ხელუხლებელი იყო, მასში შიშის წვეთიც კი არ იყო, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა. სწორედ ასე იზრდება თანდათანობით ადამიანი თავის მედიტაციაში: ყველაფერი არამატერიალური ხდება, მაგრამ ამავდროულად ნათელი და მკაფიო.

მან სიმამაცე და ვაჟკაცობა გამოიჩინა, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არ დანებდა. მისი შინაგანი ცნობიერება ხელუხლებელი დარჩა.

ამას ეწოდება „ღმერთების დაბლობზე თანმყოფობა“.

დროდადრო შესაძლოა მოვიდეს ასეთი განცდა: როგორც კი პრაქტიკოსი სიმშვიდეში იძირება, თვალთა სინათლე ფეთქდება ისე, რომ მის წინ ყველაფერი ნათდება, თითქოს სინათლის ღრუბელში იყოს. თუ პრაქტიკოსი თვალებს ახელს, რათა საკუთარ სხეულს შეხედოს, მას უკვე აღარ შეუძლია მისი პოვნა. ამას ასე უწოდებენ: „ცარიელ ოთახში სინათლე ინთება“. ყველაფერი, შიგნითაც და გარეთაც, ერთნაირად მანათობელი ხდება. ეს ძალიან სასიკეთო ნიშანია.

წარმატების მეორე ნიშანს ეწოდება: „ცარიელ ოთახში სინათლე ინთება“.

სანამ ცარიელი არ გახდებით, სიბნელეში დაჩებით, სიბნელედ დარჩებით. „ცარიელ ოთახში სინათლე ინთება“: როცა თქვენ აბსოლუტურად ცარიელი ხართ, როცა თქვენს შიგნით არავინაა, მაშნ სინათლე ინთება. სიბნელეს ეგოს არსებობა ქმნის. სიბნელე და ეგო - ეს სინონიმებია. სინათლე და ეგოს არარსებობა - ეს სინონიმებია.

ამიტომაც ყველა მედიტაცია, რაზეც არ უნდა იყოს იგი მიმართული, ბოლოს და ბოლოს თქვენი შინაგანი არსის ცარიელ სივრცეს ერწყმის. რჩება უბრალოდ მდუმარე სივრცე, და ამ სივრცეში დიადი სინათლე ინთება, და ინთება თავისით. იგი არ ჰგავს სინათლეს, რომელსაც თქვენ ხედავთ, როცა მზე ამოდის, რადგანაც მზის სინათლე ვერ იქნება მარადიული, ღამით იგი კვლავ გაქრება. შინაგანი სინათლე არ ჰგავს სინათლეს, რომელიც საწვავს საჭიროებს, რადგანაც როცა საწვავი თავდება, სინათლე ქვრება.

ამ შინაგან სინათლეს სრულიად მისტიკური თვისება გააჩნია: იგი თავისთავად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ინთება. იგი არაფრით არაა გამოწვეული, ამიტომ, ერთხელ ანთებული, მარადიულად აგრძელებს ნათებას. სინამდვილეში, ეს სინათლე უკვე ანთია; უბრალოდ საკმარისად ცარიელი არ ხართ იმისთვის, რომ ეს დაინახოთ. როცა ეს ცეცხლი თქვენს შიგნით ინთება, „როგორც კი პრაქტიკოსი სიმშვიდეში იძირება“, როცა სიჩუმეში ზიხართ, როცა უძრავად ხართ, როცა არ მოძრაობთ არც გარეთ და არც შიგნით, „ფეთქდება თვალთა სინათლე“ უეცრად ხედავთ, რომ თქვენი თვალებიდან სინათლე იღვრება.

ესაა მოვლენა, რომელსაც მეცნიერება ჯერ კიდევ არ იცნობს. მეცნიერება ვარაუდობს, რომ თვალებს შეუძლიათ მხოლოდ შთანთქონ სინათლე, მაგრამ არა პირიქით. სინათლე მოდის გარედან და თვალების მიერ შთაინთქმება, შიგნით შედის, - მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ ნახევარია. ისტორიის მეორე ნახევარს მხოლოდ მისტიკოსები და მედიტატორი ადამიანები იცნობენ. სინათლის შთანთქმა - ეს პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. არსებობს მეორეც: სინათლეს შეუძლია თქვენი თვალებიდან გარეთ გამოვიდეს. და როცა ეს ხდება, როცა „თვალკთა სინათლე ისე ფეთქდება, რომ ყველაფერი მის წინ ნათდება“, მაშინ მთელი ეს ყოფიერებაც ნათდება.

მაშინ, უყურებთ რა ხეებს, უფრო მწვანედ ხედავთ მათ, ვიდრე ოდესმე; და ეს სიმწვანე მანათობლად გეჩვენებათ. უყურებთ რა ვარდებს, უფრო ვარდისფრად ხედავთ მათ, ვიდრე ოდესმე. ეს იგივე ხეებია, იგივე ვარდებია, მაგრამ სინათლე, რომელიც თქვენი თვალებიდან იღვრება, უფრო ნათელს ხდის მათ. მაშინ უბრალოდ საგნებიც კი უზარმაზარ სილამაზეს ფლობენ. ბუდას აღქმაში ფერადი ქვები გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე კოჰინორის ალმასი დედოფალი ელისაბედის აღქმაში. დედოფალი ელისაბედის აღქმაში კოჰინორიც კი, ულამაზესი ალმასი მსოფლიოში, არაა ისეთი მშვენიერი, როგორც ჩვეულებრივი კენჭი ბუდას აღქმაში. რატომ? იმიტომ, რომ ბუდას თვალები სინათლეს ასხივებენ, და ემ სინათლეში ჩვეულებრივი კენჭებინ კოჰინორის ალმასებად იქცევიან, ჩვეულებრივი ადამიანები კი - ბუდებად. ბუდასთვის ყველაფერი ბუდაობითაა აღსავსე. სწორედ ამიტომ თქვა ბუდამ: „იმ დღეს, როცა გასხივოსნებული გავხდი, მთელი ყოფიერება გასხივოსნებული გახდა. ხეები, მთები, მდინარეები, ქვები - ყველაფერი გასხივოსნებული გახდა“. მთელი ყოფიერება უფრო ღრმა დონეზე გადავიდა.

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული: ყოფიერებისგან ზუსტად იმდენს იღებთ, რამდენის მიცემაც შეგიძლიათ მისთვის. თუ არაფერს არ გასცემთ, მაშინ არაფერს არ ღებულობთ. იმისთვის, რომ რაღაც მიიღოთ, ჯერ უნდა გასცეთ. სწორედ ამიტომაა შემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში მეტი სილამაზე, მეტი სიყვარული, მეტი სიხარული, ვიდრე არაშემოქმედი ადამიანების ცხოვრებაში, რადგანაც შემოქმედი ადამიანები რაღაცას აძლევენ ყოფიერებას, - და ყოფიერება პასუხობს ამაზე... პასუხობს მთელი თავისი გულუხვობით.

თქვენი თვალები ცარიელია: ისინი არაფერს გასცემენ, ისინი მხოლოდ იღებენ და იგროვებენ, არ უზიარებენ არაფერს. ყოველთვის, როდესაც ხვდებით თვალებს, რომლებსაც შეუძლიათ გაზიარება, თქვენ მათშ სრულიად სხვა თვისებას ხედავთ - უზარმაზას სილამაზეს, ძალას, სიჩუმეს, პოტენციალს. თუ დაინახავთ თვალებს, რომლებიც სინათლეს ღვრიან თქვენზე, სულის სიღრმემდე იქნებით შეძრულნი.

მაგრამ იმისთვისაც კი, რომ უბრალოდ დაინახოთ ეს სინათლე, მოგიწევთ, რომ უფრო დაკვირვებული გახდეთ. შესაძლოა გათენდა და მზე ამოდის, მაგრამ თქვენ ღრმად გძინავთ, - მაშინ თქვენთვის მზე არ ამოდის და დილა არ დგება; თქვენ სიბნელეში ხართ ჩაძირული და კოშმარულ სიზმარს ხედავთ. თქვენ უფრო გამოღვიძებული უნდა გახდეთ... ხანდახან ეს ხდება. ფსიქოდელიური საშუალებების წყალობით თანამედროვე ცნობიერება გაეცნო, თუნდაც მცირედ, მსგავს განცდას. ეს მიიღწევა ხელოვნური, ძალადობრივი მეთოდით, - ეს არაბუნებრივია, თქვენ ძალადობთ თქვენს ბიოქიმიაზე, - მაგრამ განცდები ხდება. მრავალი ადამიანი მივიდა მედიტაციამდე ნარკოტიკების მეშვეობით, რადგანაც ნარკოტიკები დაეხმარნენ მათ ისეთი რაღაცის გაცნობიერებაშ, რაც არასოდეს გაუცნობიერებიათ.

როცა რაიმე ნარკოტიკს იღებთ, სამყარო მშვენიერი გეჩვენებათ, ჩვეულებრივი საგნები არაჩვეულებრივნი ჩანან. რა ხდება ამ დროს? ნარკოტიკები ანთავისუფლებენ შინაგან სინათლეს და აიძულებენ, რომ თვალებიდან გადმოღვაროს ყველა გარშემომყოფ საგანზე. ეს ხელოვნური მოვლენაა, და ძალიან სახიფათო, - ნარკოტიკის ყოველი მიღების შემდეგ კიდევ უფრო მეტ სიბნელეში იძირებით, ვიდრე მანამდე. იმ ადამიანის თვალები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაშ იღებდა ნარკოტიკებს, სრულიად ცარიელი ხდება, რადგანაც იგი დიდხანს ღვრიდა სინათლეს თვალებიდან, ისე, რომ არ იცოდა მათი შევსება. მან არ იცის, როგორ აიძულოს შინაგან სინათლეს წრეზე ტრიალი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სინათლე დაგროვდეს; მან სინათლის მხოლოდ გარეთ გადმოღვრა იცის. ამიტომაც ნარკომანის თვალები თანდათანობით მთელ სასიცოცხლო ძალას, მთელ ახალგაზრდულობას კარგავენ და ბნელ ხვრელებად იქცევიან.

მედიტაციის წყალობით საპირისპირო ხდება: რაც უფრო მშვიდი ხდებით, მით უფრო მეტ სინათლეს ქმნით, - და ეს არაა ხელოვნური მოვლენა. თქვენ იმდენი სინათლე გიგროვდებათ, რომ იგი აღგავსებთ და სიჭარბისგან თვალებიდან იწყებს გადმოღვრას. რადგანაც ძალიან ბევრი გაქვთ, მისი გაზიარება გიწევთ, მსგავსად იმისა, როგორც ტენით გაჟღენთილი ღრუბელი იღვრება წვიმად. თქვენ გადავსებულნი ხდებით სინათლით, ყოველ მომენტში მეტი სინათლე შემოდის, და ეს უსასრულოდ გრძელდება. ახლა უკვე შეგიძლიათ გაუზიაროთ: გაუზიაროთ ხეებს, ქვებს და ადამიანებს; შეგიძლიათ ყოფიერებას მისცეთ იგი. ეს ძალიან სასიკეთო ნიშანია.

ამიტომ ნუ მისცემთ საშუალებას ნარკოტიკებს, რომ შეცდომაში შეგიყვანონ. ნარკოტიკები ცრუ განცდას გაძლევენ, ხელოვნურ განცდას, ხოლო ნებისმიერი ხელოვნური განცდა დამანგრეველია თქვენი შინაგანი ეკოლოგიისთვის. საბოლოოდ ამით არაფერს იძენთ, არამედ მხოლოდ კარგავთ.

დროდადრო შესაძლოა მოვიდეს ასეთი განცდა: როგორც კი პრაქტიკოსი სიმშვიდეში იძირება, თვალთა სინათლე ფეთქდება...

თქვენ იგრძნობთ ამას! - რომ თქვენი თვალები მხურვალე ხდება. როცა თვალები მხურვალე ხდება, მთელი ყოფიერება ახალ ფერებს, ახალ სიღრმეს, ახალ განზომილებას იძენს, თითქოს სამი კი არა ოთხი განზომილება არსებობდეს. ჩნდება ახალი განზომილება - მბრწყინავი სინათლის განზომილება.

თვალთა სინათლე ფეთქდება ისე, რომ მის წინ ყველაფერი ნათდება, თითქოს სინათლის ღრუბელში იყოს.

თითქოს მზე ანათებს ღრუბელს, და ღრუბელი ფეთქდება, თქვენ კი ამ ღრუბელში იმყოფებით, რომელიც ცაცხლის ალად იქცევა. თქვენ სინათლის ამ ღრუბელში იწყებთ ცხოვრებას: მასში გძინავთ, მასში დადიხართ, მასში ზიხართ. ეს ღრუბელი გამუდმებით გარს გახვევიათ. იგი აღიქმება, როგორც აურა. ისინი, ვისაც თვალები აქვთ, მანათობელ აურას ხედავენ წმინდანებზე, სინათლეს მათ თავზე, სინათლეს ყველგან, მათ გარშემო. მათ ნატიფი აურა აკრავთ.

ახლა ამას მეცნიერებაც კი ეთანხმება. ექსპერიმენტები კირლიანის ფოტოგრაფიით, კერძოდ, რუსეთში, საშუალებას იძლევიან, რომ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივიდეთ. ერთ-ერთი ასეთი დასკვნა მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი ნატიფი აურითაა გარშემორტყმული. მის დასანახად მხოლოდ თვალებია საჭირო, - და სხვადასხვა მდგომარეობებში ეს აურა იცვლება. დღეს ეს მეცნიერულადაა დადასტურებული. როცა ავად ხართ, თქვენი აურა იცვლება - იგი მილეული, სევდიანი და უფერული ხდება. სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე აურა ბოლომდე ქრება, და თქვენს სხეულს აღარ აკრავს სინათლე. თუ ბედნიერი, კმაყოფილი და სიხარულით სავსე ხართ, მაშინ აურა იზრდება და უფრო ნათელი ხდება.

ბუნებრივია, კირლიანის ექსპერიმენტი ჯერ არც ერთ ბუდაზე არ ჩატარებულა - მითუმეტეს, რომ საბჭოთა რუსეთში ძალიან ძნელია თუნდაც ერთი ბუდას პოვნა, განსაკუთრებით ახლა. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ქვეყანა ხაფანგში მოყვა და უაზრო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი ქვეყანა მატერიალიზმის ხაფანგში მოექცა. არც ერთ სხვა ქვეყანას მანამდე არ მართავდნენ მატერიალისტები. მატერიალიზმი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ არცერთ ქვეყანას არ მართავდნენ მატერიალისტები. არც ერთი ქვეყნისთვის თავს არ მოუხვევიათ ისეთი ღრმა მატერიალური განპირობებულობა, როგორც საბჭოთა რუსეთისთვის. რუს ბავშვებს ასწავლიან, რომ ღმერთი არ არსებობს, სული არ არსებობს, რომ ადამიანი - ეს მხოლოდ სხეულია. აქ ლაპარაკიც ზედმეტია ლოცვაზე, მედიტაციაზე, მდუმარებაზე.

თუ მეცნიერები, რომლებიც კირლიანის ფოტოგრაფიას აკეთებენ, შეხვდებიან ისეთ ადამიანს, როგორიცაა იესო, ბუდა ან სუბჰუტი, ისინი სასწაულს დაინახავენ. ისინი დაინახავენ წმინდა სინათლეს, გრილ სინათლეს - რომელიცაა სწორედ სიცოცხლე, რომელიცაა სწორედ სიყვარული.

თუ პრაქტიკოსი თვალებს ახელს, რათა საკუთარ სხეულს შეხედოს...

თუკი იმ მომენტში, როცა სინათლე შიგნიდან აღგავსებთ, თქვენი თვალები ნათებას დაიწყებენ და მთელი ყოფიერება ახალი სიცოცხლის სინათლით აღივსება, გაახელთ თვალებს და საკუთარი სხეულის დანახვას ეცდებით, თქვენ ვერ აღმოაჩენთ მას. ასეთ მომენტებში მატერია ქრება. სინამდვილეში, თანამედროვე ფიზიკა ამტკიცებს, რომ მატერია არ არსებობს, რომ ეს ილუზიაა, რომ თქვენს სხეულში არაფერია მყარი. თანამედროვე ფიზიკა ამტკიცებს, რომ ყველაზე დიდ სიღრმეზე სხეული ელექტრონებისგან შედგება. ელექტრონები - ეს სინათლის ნაწილაკებია. ამიტომ, როცა შინაგანი ცეცხლი აღინთება, როცა ის მართლაც სრულად იწვის, თქვენ ახელთ თვალებს და ვერ პოულობთ საკუთარ ფიზიკურ სხეულს. არა ისე, რომ ის იქ არ იყოს, - ის იქაა, - უბრალოდ ისე ვერ ხედავთ მას, როგორც ადრე. ახლა მხოლოდ აურას ხედავთ, მხოლოდ სინათლის ღრუბელს. თქვენი გეშტალტი იცვლება. ახლა იმას ხედავთ, რაც აქამდე არ გინახავთ, ხოლო რასაც ადრე ხედავდით, ქრება. ყველაფერი თქვენს ხედვაზეა დამოკიდებული. რადგანაც თქვენი თვალები ამჟამად ვერ ხედავენ სულს, ისინი მხოლოდ სხეულს, ფიზიკურ გამოვლინებას ხედავენ. იმისთვის, რომ მატერიალური დაინახოთ, არაფერი არაა საჭირო - არც განსაკუთრებული გონიერება, არც მედიტატიურობა, არც ლოცვა. მატერიალურის დანახვა - ძალიან უხეში მოვლენაა, ხოლო სულის დანახვა - ძალიან ნატიფი.

როგორც კი მოიპოვებთ სულის დანახვის უნარს, ამჩნევთ, რომ მატერია ქრება. თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ სულიც და მატერიაც ერთდროულად. სწორედ ამიტომ - ნება მიბოძეთ კვლავ გავიმეორო, - სწორედ ამიტომ ინდოელი მისტიკოსები სამყაროს ილუზიას უწოდებენ: ისინი მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომელშიც დაინახეს, რომ მატერია არ არსებობს; ყველაფერი, რაც არსებობს, - ღმერთია, ყველაფერი, რაც არსებობს - ცნობიერებაა.

მატერია - ეს უბრალოდ შეცდომაა. მატერიის ცნება იმიტომ ჩნდება, რომ სწორად ხედვის უნარი არ გაგაჩნიათ. სინამდვილეში, ეს ცნობიერებაა. მაგალითად, როცა თქვენ გიყურებთ, გხედავთ, როგორც ცნობიერებას და არა როგორც მატერიას. როცა გეხებით, თქვენს სხეულს კი არ ვეხები, არამედ თქვენს ენერგიას, თქვენი სიღრმის შუაგულს! როცა თვალებში გიყურებთ, ფიზიკურ თვალებს კი არ ვხედავ, არამედ ვცდილობ კონტაქტი ვიპოვო თქვენს სულიერ თვალთან. ის არის! თქვენთვის ის ჯერ კიდევ არ არის, ჩემთვის კი უკვე არის. და თუ შეგიძლიათ ჩემი მოსმენა, თუ ეცდებით გაიგოთ, რისი გაზიარება მინდა, მაშინ იგი მალე თქვენთვისაც რეალობა გახდება.

არსებობს ან ღმერთი, ან სამყარო; ერთიც და მეორეც ვერ იარსებებს ერთდროულად. ისინი, ვინც სამყაროს ხედავენ, ვერასოდეს ხედავენ ღმერთს; ხოლო მათთვის, ვინც ღმერთი დაინახა, სამყარო გაქრა. მათ გააცნობიერეს, რომ სამყარო უბრალოდ ილუზია იყო. იგივე ხდება, როცა შეცდომით ითვლით: ორს პლუს ორი უდრის ხუთს, და მაშინვე ყველაფერი არასწორად მიდის. როცა უკან ბრუნდებით, შეცდომას პოულობთ, ასწორებთ მას, და ორს პლუს ორი ისევ ოთხია, მაშინ ყველაფერი იცვლება. სწორედ ასევე გახდა მატერია ხედვის შეცდომა.

ინდოელი მისტიკოსები ამბობენ, რომ თუ სიბნელეში თოკს ხედავთ და გველად აღიქვამთ, მაშჳნ გაიქცევით მისგან, გული აგიჩქარდებათ, შიშისგან კანკალს დაიწყებთ, ოფლი წამოგივათ, მიუხედავად იმისა, რომ ღამის სიგრილე გაკრავთ გარშემო, შესაძოა გულის შეტევაც კი დაგემართოთ, - უბრალოდ იმიტომ, რომ თოკი გველად მიიღეთ! დილით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ეს უბრალოდ თოკი იყო, მომხდარი ძალზე სასაცილოდ მოგეჩვენებათ.

ერთხელ ჩემი მეგობრის სახლში გავჩერდი. ამ სახლში ბევრი თაგვი და ვირთხა იყო. როგორც ჩანს, როცა გვეძინა, ერთი ვირთხა ჩემს მეგობარს შეუძვრა ლოგინში. ის ის იყო, ვირთხას ფეხზე უნდა ეკბინა, როდესაც მას გაეღვიძა. საწოლიდან წამოხდა და დაიყვირა, ვირთხა კი გაიქცა. არაფერი საშინელი არ მომხდარა, - ვირთხამ მხოლოდ დააპირა კბენა, - მაგრამ მას ძლიერ შეეშინდა. შეეშინდა იმიტომ, რომ იფიქრა - გველი იყო. მე ვუთხარი: „შე სულელო, არანაირი გველი აქ არაა, - გავიხედ-გამოვიხედეთ. - ორივემ ვიცით, რომ შენს სახლში ბევრი ვირთხაა. ალბათ ვირთხა იყო.“ ის დამშვიდდა და კვლავ დავწექით დასაძინებლად. ყველაფერი მშვენივრად იყო.

დილით მდინარეზე წავედით საბანაოდ, შემდეგ კი სახლში დავბრუნდით. სადილის შემდეგ ჩემმა მეგობარმა სახლში გველი აღმოაჩინა, და მყისვე გონება დაკარგა - მხოლოდ ერთი გაფიქრების გამო! მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ ახლა იგი უგონოდ იყო; მეტი რა შემეძლო?

საათნახევრის განმავლობაში ასე იყო, თითქმის კომაში. ექიმები მოვიდნენ და გასინჯეს. მათ განაცხადეს: „საშიში არაფერია. შხამი არაა. ვირთხასაც კი არ მიუყრნებია ზიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ გველზე“. მაგრამ ნემსი მაინც გაუკეთეს, რათა გრძნობაზე მოეყვანათ... მხოლოდ გაფიქრება! მაგრამ ფიქრს შეუძლია რეალობა შექმნას.

როდესაც თოკს ხედავთ და გარბიხართ, თქვენი გაქცევა რეალობად იქცევა, თქვენი გულისცემა რეალობად იქცევა. შესაძლოა გულის შეტევა დაგემართოთ, შესაძლოა მოკვდეთ - ეს რეალობაა! მაგრამ გველი იქ არ იყო, ეს მხოლოდ აზრი იყო.

მისტიკოსები ამბობენ, რომ სამყარო - ეს მხოლოდ აზზრია: თქვენ ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე გეშინიათ, თქვენ ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე გარბიხართ, თქვენ ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ღელავთ. სამყარო - ეს მხოლოდ აზრია, შეცდომაა. არ არსებობს არანაირი სამყარო, არსებობს მხოლოდ ღმერთი, - ყველაფერი არსებული მხოლოდ ცნობიერებისგან შედგება.

თუ პრაქტიკოსი თვალებს ახელს, რათა საკუთარ სხეულს შეხედოს, მას უკვე აღარ შეუძლია მისი პოვნა. ამას ასე უწოდებენ: „ცარიელ ოთახში სინათლე ინთება“. ყველაფერი, შიგნითაც და გარეთაც, ერთნაირად მანათობელი ხდება. ეს ძალიან სასიკეთო ნიშანია.

ეს აუცილებლად უნდა გაიგოთ, იმიტომ რომ იგივე თქვენც დაგემართებათ. ეს გაგება დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ერთხელაც თვალებს გაახელთ და საკუთარ სხეულს ვერ იპოვნით, შესაძლოა ჭკუიდან შეიშალოთ. დაინახავთ, რომ რაღაც მოხდა: ან მოკვდით, ან ჭკუიდან შეიშალეთ - აბა რა დაემართა სხეულს? მაგრამ თუკი ამ სუტრებს გაიგებთ, საჭირო მომენტში ისინი გაგახსენებენ ამას. სწორედ ამიტომ ვახდენ ამდენი წერილის კომენტარებს, - რათა დაგეხმაროთ იმ ყველაფრის გაცნობიერებაში, რაც შეიძლება მოხდეს, ამიტომ არაფერი იქნება თქვენთვის მოულოდნელი. თქვენ იცით, თქვენ გესმით. თქვენ უკვე გაქვთ რუკა: ახლა უკვე შეგიძლიათ გაარჩიოთ, თუ რა ხდება, და რელაქსირდეთ ამის გაცნობიერებით.

ან როდესაც პრაქტიკოსი მედიტირებს, ფიზიკური სხეული ნათებას იწყებს, როგორც აბრეშუმი ან ნეფრიტი. მაშინ მას უჭირს მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენა: პრაქტიკოსი გრძნობს, თითქოს რაღაც ძალა მაღლა სწევს მას. ამას ასე ეწოდება: „სული ბრუნდება და ზეცას ეხება“. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თქვენ ეს იგრძნოთ, თითქოს მართლაც მიწას წყდებით და ჰაერში იწევით.

მესამე ნიშანი „სული ბრუნდება და ზეცას ეხება“.

ეს ძალიან მალე ხდება. ეს ძალიან ადრეულ ეტაპებზე იწყება. თქვენ სიჩუმეში ზიხართ და უეცრად გრძნობთ, თითქოს ცოტათი აიწიეთ მიწის ზემოთ - თხუთმეტი სანტიმეტრით. როცა თვალებს ახელთ, გაოცებულნი აღმოაჩენთ, რომ მიწაზე ზიხართ, და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დაგესიზმრათ.

არა, ეს არ დაგსიზმრებიათ. თქვენი ფიზიკური სხეული მუდამ მიწაზე რჩებოდა. მაგრამ ფიზიკური სხეულის შიგნით დაფარულია სხვა სხეული - სინათლის სხეული. შეგიძლიათ როგორც გნებავთ ისე უწოდოთ - ასტრალური სხეული, ნატიფი სხეული, ეთერული სხეული. სწორედ ეს სხეული იწყებს ზემოთ აწევას - და შიგნიდან მხოლოდ ამ სხეულს გრძნობთ, რადგანაც სწორედ იგი იმყოფება თქვენს შიგნით. როცა თვალებს ახელთ, ხედავთ, რომ ფიზიკური სხეული მიწაზე ზის, ზუსტად ისევე, როგორც მანამდე. ნუ იფიქრებთ, რომ ჰალუცინაციები გაქვთ, სულაც არა. ეს ნამდვილად ხდება: თქვენ ზემოთ იწევით - მაგრამ არა პირველი სხეულით, არამედ მეორეთი.

...ფიზიკური სხეული ნათებას იწყებს, როგორც აბრეშუმი ან ნეფრიტი.

როცა გრძნობთ, რომ მიწაზე მაღლა აიწიეთ, გრძნობთ, თითქოს გრავიტაციის ძალა თქვენზე აღარ მოქმედებს, თითქოს თქვენზე სრულიად კანონმა დაიწყო ზემოქმედება. მე ამ კანონს „მადლის კანონს“ ვუწოდებ. ერთი კანონი - გრავიტაციის კანონია: იგი მიწისკენ გიზიდავთ. მეორე კანონს „მადლის კანონს“ ვუწოდებ: იგი მაღლა გქაჩავთ. ადრე თუ გვიან მეცნიერება აუცილებლად აღმოაჩენს მას, რადგანაც ყოველი კანონი საწინააღმდეგოთი შეივსება. არც ერთი კანონი არ არსებობს მისი შემავსებელი კანონის გარეშე. მიზიდულობის ძალას უნდა ჰყავდეს მისი შემავსებელი ძალა. ზუსტად ისევე, როგორც დღეს ჰყავს ღამე, ზაფხულს - ზამთარი, მამაკაცს - ქალი, სიყვარულს - სიძულვილი, სიცოცხლეს - სიკვდილი, ნეგატიურს - პოზიტიური, სწორედ ასევე უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ავსებს და აწონასწორებს გრავიტაციის კანონს. ამ კანონს მე „მადლის კანონს“ ვუწოდებ: იგი ზემოთ გქაჩავთ. როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი ფიზიკური სხეული „ნათებას იწყებს როგორც აბრეშუმი ან ნეფრიტი“, თქვენ ამავდროულად გრძნობთ, რომ...

...ძნელია მჯდომარე მდგომარეობაში დარჩენა: პრაქტიკოსი გრძნობს, თითქოს რაღაც ძალა მაღლა სწევს მას. ამას ასე ეწოდება: „სული ბრუნდება და ზეცას ეხება“.

ახლა იწყება ზემოთკენ მოგზაურობა. გახსოვდეთ, ზემოთ და შიგნით - ეს სინონიმებია, ისევე როგორც გარეთ და ქვემოთაა - სინონიმები. რაც უფრო ღრმად შედიხართ შიგნით, მით უფრო იწევით ზემოთ, რაც უფრო იწევით ზემოთ, მით უფრო შედიხართ სიღრმეში. ეს ერთი და იგივეა, ერთი განზომილებაა, ერთი განზომილების ორი ასპექტია.

დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თქვენ ეს იგრძნოთ, თითქოს მართლაც მიწას წყდებით და ჰაერში იწევით.

ასეთი რამ ასევე შესაძლებელია: როცა შინაგანი სხეული ძალიან მაღლა იწევა და უზარმაზარ ძალას იგროვებს, მაშინ ფიზიკურ სხეულსაც კი შეუძლია გაჰყვეს მას. ეს შესაძლებელია, მაგრამ არაა საჭირო ამისადმი სწრაფვა. ეს სისულელეა. თუ ეს ერთხელ თავისთავად მოხდება, დატკბით ამით და ნუ მიანიჭებთ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას.ეს სასიკეთო ნიშნები უნდა გააცნობიეროთ, მაგრამ არაა საჭირო მათით ტრაბახი. არ მოუყვეთ მათ შესახებ სხვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ეგო დაბრუნდება და ამ განცდების ექსპლუატაციას დაიწყებს. და თუ ეგო დაბრუნდება, განცდები გაქრება. არასოდეს მოყვეთ მათ შესახებ! თუ ისინი მოხდება, უბრალოდ გააცნობიერეთ, შეიგრძენით და ბოლომდე დაივიწყეთ.

შემდგომში შესაძლებელი ხდება ყველა ამ სამი გამოცდილების განცდა. მაგრამ შეუძლებელია ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა.

ყველა ეს სამი განცდა ნამდვილად შესაძლებელია; მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, თქვენ ვერ გადმოცემთ ამ განცდებს სიტყვებით. ყველაფერი, რაზეც აქაა საუბარი, ეს უბრალოდ სიმბოლოებია, რადგანაც ნამდვილი განცდის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ყველაფერი თქმული ტყუილად იქცევა: გამოხატეთ სიტყვებით, და ჭეშმარიტება ტყუილად იქცევა. შეუძლებელია ჭეშმარიტების სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ თქვენ მაინც უნდა თქვათ რაღაც. სწორედ ამიტომ გაჩნდა ეს მეტაფორები: „ღმერთები დაბლობზე“, „ცარიელ ოთახშ სინათლე ინთება“, „სული ზემოთ მაღლდება“ და „სული ბრუნდება და ცას ეხება“. ეს უბრალოდ მეტაფორებია, სიმბოლოები, რომლებიც საჭიროა, რათა რაღაცაზე მიუთითოს. თავად განცდა უსაზღვროა!

 

სხვადასხვა მოვლენა სხვადასხვაგვარად ვლინდება ყოველ ადამიანში მისი ხასიათის შესაბამისად.

ესეც აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: აუცილებელი არაა, რომ ეს ყველაფერი დაგემართოთ, აუცილებელი არაა, რომ ამავე თანმიმდევრობით და ამავე სახით დაგემართოთ. შესაძებელია ათასობით ვარიანტი, რადგანაც ყველა ადამიანი განსხვავებულია. ვიღაცას ეს განცდა სხვაგვარად დაემართება, და არა ისე, როგორც აქაა აღწერილი.

მაგალითად, ვიღაც იგრძნობს არა იმას, რომ ზემოთ იწევა, არამედ იმას, რომ იზრდება - უფრო და უფრო დიდი ხდება და მთელ ოთახს ავსებს. შემდეგ იმხელაზე იზრდება, რომ მთელი ოთახი მის შიგნით ექცევა. ამან შეუძება გაოგნება გამოიწვიოს. გინდება გაახილო თვალები და დაინახო, რა ხდება: „ნუთუ ჭკუიდან ვიშლები?“ შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა იგრძნობთ, რომ „მთელი ყოფიერება ჩემშია. მე არ ვარ ყოფიერების საზღვრებს მიღმა, ის კი არაა ჩემს საზღვრებს მიღმა. იგი ჩემშია, ვარსკვლავები ჩემს შიგნით მოძრაობენ“. შესაძლოა ვიღაცამ იგრძნოს, რომ უფრო და უფრო პატარავდება და მოლეკულად იქცევა, თითქმის უჩინარ ნაწილაკად, შემდეგ ატომად, შემდეგ კი ქრება. ესეც შესაძლებელია. პატანჯალიმ ყველა ეს შესაძლო განცდა აღწერა.

ყოველ ადამიანს თავისი ხასიათი, თავისი ნიჭი, თავისი პოტენციალი აქვს, ამიტომ ყოველი ადამიანი სხვადასხვაგვარად განიცდის ამას. განცდები აქ იმისთვისაა აღწერიული, რათა აჩვენოს, რომ ასეთი მოვლენები ხდება, - არ იფიქროთ, რომ ჭკუიდან იშლებით ან რაღაც უცნაური ხდება.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ხდება, როგორც წყლის დალევისას: თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ ცივია წყალი თუ თბილი.

ეს პირადი განცდაა. როცა წყალს სვამთ, მხოლოდ თქვენ იცით, თბილია იგი თუ ცივი. თუ წყურვილი გტანჯავთ, მხოლოდ თქვენ იცით, აცხრობს წყალი თქვენს წყურვილს თუ პირიქით, აძლიერებს. ვერცერთ გარე დამკვირვებელს ვერ ეცოდინება, რა ხდება თქვენს შიგნით, - დაკმაყოფილდ წყურვილი თუ პირიქით, გაძიერდა, თბილი იყო წყალი თუ გრილი. ამას ვერავინ დაინახავს გარედან. მასნაც კი, თუკი ვინმე ხედავს, როგორ სვამთ წყალს, თქვენი განცდა ვერ იქცევა მის განცდად. ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ, რომ თქვენ მედიტირებთ, მაგრამ მათ არ შეუძლიათ დაინახონ, თუ რა ხდება შიგნით.

ბევრი მოდის ჩემთან და მთხოვს ნებართვას, რომ დააკვირდნენ მათ, ვინც მედიტირებს. მე ვეუბნები მათ: „როგორ შეგიძიათ ამას დააკვირდეთ? ჯერ არავის გამოსვლია მედიტაციაზე დაკვირვება. თქვენ დაინახავთ, რომ ადამიანები ზიან მედიტაციაში, ცეკვავენ ან მღერიან, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. მედიტაცია მათ შიგნით ხდება. არავის შეუძლია მისი დანახვა მათ გარდა. თუ ნამდვილად გსურთ მედიტაციის ნახვა, მოგიწევთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ ამაში. მოგიწევთ, რომ თავად იმედიტიროთ - ეს ერთადერთი გზაა. თქვენ არ შეგიძიათ, რომ სხვისგან მიიღოთ მედიტაცია, და ვერც ვერავინ მოგიყვებათ მის შესახებ“. ამიტომაც ისინი, ვინც აქ მხოლოდ მაყურებლის როლშ იმყოფებიან, დროს კარგავენ. ყველა ამ საგნის შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეობის მეშვეობით.

სწორედ ასევე, პრაქტიკოსმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი იმაში, რომ ყველა ეს გამოცდილება ნამდვილად ხდება; მხოლოდ მაშინ იქნებიან ისინი ნამდვილნი.

არაა საჭირო ამ ყველაფრის დაჯერება მხოლოდ იმიტომ, რომ ლუ-ძი ჰყვება მათ შესახებ. უბრალოდ ეცადეთ გაიგოთ ეს ყველაფერი, მეხსიერებაში შეინახეთ ისინი. ეს არ უნდა დაიჯეროთ, და არც უნდა უარყოთ. უბრალოდ შეინახეთ მეხსიერებაში: როცა დრო მოვა, და რაღაც მოხდება, თქვენ ამას გაიგებთ. თქვენ უბრალოდ რუკა გეძლევათ, რომ არ დაიკარგოთ, რადგანაც შინაგან მოგზაურობაშიც კი ხდება მრავალი მომენტი, როცა შეიძება დაიკარგო, როცა შეიძლება გზა აგებნეს, შეგეშინდეს. შეშინებულები კი შესაძლებელია შინაგანი სამყაროდან გარეთ გამოიქცეთ.

ეს განცდები არ არიან საშიშნი, მაგრამ თქვენმა ინტერპრეტაციებმა შესაძლოა საშიშად აქციონ ისინი. წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თვალებს გაახელთ და საკუთარ სხეულს ვერ აღმოაჩენთ. თქვენი ინტერპრეტაცია შემაშინებელი იქნება: „ეს ნამდვილად სიგიჟის ნიშანია“. თქვენ შეწყვეტთ მედიტაციას, შეგეშინდებათ მედიტაციის, რადგანაც, ვინ იცის, რა მოხდება შემდეგში: ვინ იცის, საით მოძრაობთ, საით მიდიხართ? თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ ყველა თქვენს განცდას, ფიქრობთ, რომ ნევროზული ხდებით.

ჩემთან ყოველდღე მოდიან ადამიანები თავიანთი განცდებით. როცა ისინი საკუთარ განცდებზე ჰყვებიან, მე შიშს ვხედავ მათ თვალებში, მათ სახეზე - ისინი შეშინებულები არიან. როცა ვეუბნები, რომ ეს კარგი ნიშნებია, ყველაფერი მყისვე იცვლება. ისინი სიცილს იწყებენ და ბედნიერად გამოიყურებიან. თუ ვეუბნები: „ეს შესანიშნავი განცდაა“, „ძალიან მიხარია შენს გამო“ ან: „ყველაფერი კარგად მიდის“, მყისიერად ხდება საოცარი ცვლილება. სევდა უზარმაზარ სიხარულად იქცევა. მათი განცდა არ იცვლება, მათი განცდა უწინდებური რჩება; მე უბრალოდ სხვა ინტერპრეტაციას ვთავაზობ მათ. ისინი შეშინებულნი იყვნენ, რადგანაც არ ესმოდათ.

საჭირო არაა ამ ყველაფრის დაჯერება და არც უარყოფაა საჭირო. ისინი უბრალოდ უნდა შეინახოთ მეხსიერებაში, რათა გარკვეულ მომენტში მოვლენების სწორი ინტერპრეტაცია მოახდინოთ. სწორ ინტერპრეტაციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს; მის გარეშე შინაგანი მოგზაურობა ძალიან ძნელი ხდება. არსებობს მრავალი მომენტი, როცა გინდა გაჩერდე, კვლავ დაუბრუნდე სამყაროს და ნორმალური გახდე.

თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც არანორმალური ხდება, სიტყვა “არანორმალური“ კი რაღაც განკითხვას გულისხმობს. თუ მოუყვებით ამის შესახებ ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს გაუკეთებიათ მედიტაცია, ისინი გირჩევენ: „ჯობია ფსიქოანალიტიკოსს ან ფსიქიატრს მიმართო. დაე გამოგიკვლიონ. რა სისულელეებს ყვები - ფართოვდები? შენ რა, ჭკუიდან შეიშალე?ამბობ რომ მიწას სწყდები, რომ გრავიტაციის ძალები შენზე აღარ მოქმედებენ? ამბობ რომ უფრო და უფრო პატარავდები და ქრები? შენჰალუცინაციები გაქვს, ილუზიის ტყვეობაში იმყოფები. მიმართე ფსიქიატრს - ის დაგეხმარება, ყველაფერს გამოასწორებს“.

თუ ფსიქოანალიტიკოსს ან ფსიქიატრს მიმართავთ, ისინი უცილობლად გამოგასწორებენ: ისინი თავს დაგატყდებიან თავიანთი ეგრეთ წოდებული ცოდნით. მათ არაფერი იციან მედიტაციის შესახებ! მედიტაცია ჯერ არ შესულა მათ ცნობიერებაში. მათ არაფერი იციან იმ განცდებზე, რომლებიც გზაზე მოდის, მაგრამ მათ ბევრი იციან გიჟ ადამიანებზე. უნდა გაითალისწინოთ, რომ მედიტატორ ადამიანს და გიჟ ადამიანს მსგავსი განცდები ემართებათ, - ისინი იმდენად მსგავსია, რომ ფსიქიატრი უპირობოდ იტყვის, რომ გაგიჟდით, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. და ის გიმკურნალებთ როგორც გიჟს, წამლებს მოგცემთ, ნემსებს გაგიკეთებთ, ელექტროშოკს გამოიყენებს, რათა დაგიბრუნოთ გონების ნორმალური მდგომარეობა. ასე შეძლებს იგი, რომ მედიტაციის ნებისმიერი შესაძლებლობა მოგისპოთ.

ახლა დასავლეთში ეს საფრთხე გაჩნდა: ადამიანები, რომლებიც აქ სწავლობენ მედიტაციას, დასავლეთში ბრუნდებიან, და თუკი ხდება ის, რაც მათი გაგების მიღმაა, მღვდლებს უზიარებენ ამას, - ქრისტიანმა მღვდელმა კი არაფერი იცის მედიტაციაზე, იგი ფსიქიატრთან აგზავნის მათ. ფსიქიატრებმა კი არაფერი იციან ბუდებზე, ისინი მხოლოდ გიჟებს იცნობენ, - ბუდებსა და გიჟებს კი ისეთი განცდები აქვთ, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი ჩანან. იგი გარდუვალად მიდის დასკვნამდე, რომ თქვენ გაგიჟდით, რომ ჯანსაღი გონება უნდა დაგიბრუნონ, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს მან, დამანგრეველი იქნება, საზიანო იქმენა თქვენი სხეულისა და გონებისთვის. ეს ზიანი შესაძლოა იმდენად დიდი აღმოჩნდეს, ამ მკურნალობამ შესაძოა იმდენი დაბრკოლება შეგიქმნათ, რომ თქვენ უკვე ვეღარასოდეს შეძლებთ მედიტირებას.

ამიტომ, თკი რაღაც უჩვეულო განცდა გეუფლებათ,ყოველთვის მიმართეთ ადამიანებს, რომლებიც მედიტირებენ. სწორედ ამიტომ ვამბობ ასე დაჟინებით, რომ მთელს მსოფლიოში გაიხსნას ცენტრები, სადაც სანიასები შეძლებდნენ მედიტაციას, სადაც, რამე რომ მოხდეს, ისინი სანიასებს შეხვდებოდნენ და თავიანთ განცდებს გაუზიარებდნენ. მაშინ იპოვიდნენ მათ, ვინც თანაგრძნობას გამოავლენდა, არ განსჯიდა, პატივისცემით მოეპყრობოდა მათ განცდებს, მიიღებდა მათ განცდებს, დააიმედებდა და ეტყოდა: „ყველაფერი კარგადაა, განაგრძე გზა. წინ გაცილებით მეტი გელოდება“.

სწორედ ამიტომაა საჭირო ოსტატი. ოსტატი - ესაა ის, ვისაც თქვენ ენდობით; ესაა ის, ვინც ამბობს: „ყველაფერი კარგადაა, განაგრძე სვლა“, - და თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ სვლა. ეს სარისკო მოგზაურობაა.

ოსტატმა ლუ-ძიმ თქვა:

როცა თანდათანობით ახერხებთ, რომ მიაღწიოთ სინათლის წრეზე მოძრაობას, არაა საჭირო ყოველდღიური საქმიანობის გადაგდება.

მეც ვამტკიცებ, რომ სანიასი არ უნდა განდგეს სამყაროსგან. თქვენი მედიტაცია სამყაროში უნდა გაიზარდოს. იგი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. არ უნდა გაიქცეთ სამყაროსგან. რატომ?

ძველი ბრძენები ამბობდნენ: როცა საქმეები ჩვენთან მოდიან, უნდა მივიღოთ ისინი; როცა მოვლენები ჩვენთან მოდიან, სიმაღლის პოზიციიდან უნდა მივიღოთ ისინი. თუ თქვენს საქმიანობას სწორი აზრები ხელმძღვანელობენ, მაშინ სინათლე არ გაიფანტება გარე მოვლენების ზეგავლენის შედეგად, არამედ განაგრძობს წრეზე მოძრაობას თავისი კანონების შესაბამისად. ასე ხდება სინათლის წრეზე ჯერ კიდევ უჩინარი მოძრაობა; თუ არაფერს ვიტყვით სინათლის წრეზე ნამდვილად მოძრაობაზე, რომელიც ბოლომდე გამოვლენილი გახდა.

პირველ რიგში, ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც თქვენ იმყოფებით, - ესაა სიტუაცია, რომელიც ღმერთმა მოგცათ. ნუ უარყოფთ მას. ესაა შანსი, შესაძლებლობა ზრდისთვის. თუკი თავს აარიდებთ ამ შესაძებლობას, ვერ გაიზრდებით. ადამიანები, რომლებიც ჰიმალაის გამოქვაბულებში მიდიან და იქ იწყებენ ცხოვრებას, ეჯაჭვებიან იქაურობას და მოუმწიფებელნი რჩებიან. ინფანტილურები რჩებიან. ისინი ვერ იღებენ გამოცდილებას, სიმწიფეს. თუ კვლავ დაბრუნდებიან სამყაროში, ძალიან შეძრულნი დარჩებიან, ვერ აიტანენ ამას.

სწორედ რამდენიმე დღის წინ აქ დაბრუნდა ერთი სანიასი ქალი ჰიმალაებში სამთვიანი ყოფნის შემდეგ. მან თქვა: „ახლა ჩემთვის უკვე ძნელია აქ ყოფნა. მინდა მთებში დავბრუნდე“. ეს ვერ დაგეხმარებათ სიმწიფის მიღწევაში. ჰიმალაები აკვიატებული იდეა გახდება თქვენთვის, და ყველაფერი, რასაც იგი თავის მედიტაციად, თავის მდუმარებად თვლის, სინნამდვილეში მისი არაა; ეს მხოლოდ ჰიმალაის სიჩუმის შედეგია. მე მას ვუთხარი: „დარჩი აქ სამი კვირით, შემდეგ კი მომიყვები რა დაემართება შენს დუმილს და მედიტაციას. თუ ისინი გაქრებიან, ესე იგი შენი არ ყოფილან. მაშინ ჯობია არ წახვიდე ჰიმალაებში. მაშინ ჯობია აქ გაიზარდო შენს მედიტაციაში! თუკი შეძლებ რომ მედიტატიური იყო აქ, ისევე როგორც ჩვეულებრივ სამყაროში, მაშინ შენი მედიტაცია ათასჯერ გაიზრდება, მაშინ შენ წახვალ ჰიმალაებში. მაგრამ დიდხანს არ დარჩე იქ, ყოველთვის უკან, ხალხში დაბრუნდი. იქ კარგია წასვლა მოკლევადიანი შვებულების დროს“.

დიახ, დროდადრო კარგია მთებში წასვლა, ეს მშვენიერია. მაგრამ მათზე მიჩვევა და განდეგილობაზე ფიქრი სრულიად არასწორია, რადგანაც სწორედ ცხოვრებისეული ქარბუქების წყალობით ჩნდება თქვენში მთლიანობა; სწორედ იმ გამოწვევების წყალობით, რომლებსაც სამყარო გთავაზობთ, თქვენ კრისტალიზდებით.

ლუ-ძი ამბობს: მიიღეთ სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით; სავარაუდოდ ეს თქვენთვის სწორი სიტუაციაა, სწორედ ამიტომაც დაგემართათ. ყოფიერება ზრუნავს თქვენზე. ეს სიტუაცია შემთხვევით არ მომხდარა. იგი შემთხვევითი არაა, შემთხვევითი არაფერია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, გეძლევათ. თუ დაგჭირდებოდათ, რომ ჰიმალაებში ყოფილიყავით, იქნებოდით კიდეც ჰიმალაებში. როცა საჭიროება გაჩნდება, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ან თქვენ მიდიხართ ჰიმალაებისკენ, ან ჰიმალაები მოდიან თქვენსკენ. ასეც ხდება: როცა მოსწავლე მწიფდება, ოსტატიც ჩნდება; როცა თქვენი შინაგამი დუმილი მწიფდება, ღმერთიც ჩნდება. ყველაფერი, რაც გზაზე გჭირდებათ, ყოველთვის გეძლევათ. ყოფიერება გიფრთხილდებათ, ზრუნავს თქვენზე.

ამიტომ ნუ იღელვებთ. ჯობია გამოიყენოთ მოცემული შესაძლებლობა. ეს სამყარო, რომელიც გამუდმებით გთავაზობთ გამოწვევას, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენ მოწმე უნდა გახდეთ. დააკვირდით მიმდინარე მოვლინებს. ისწავლეთ, როგორ დარჩეთ შეუხებელი - როგორც ლოტოსი წყლის ზედაპირზე. მაშნ თქვენ იგრძNობთ მადლიერებას, რადგანაც ამქვეყნიურ ამაოებაზე დაკვირვებისას, ერთხელაც უეცრად დაინახავთ, რომ სამყარო გშორდებათ, ექოდ იქცევა: „ღმერთები დაბლობზე აღმოჩნდებიან“. სწორედ ესაა ნამდვილი ზრდა. 

თუკი შეძლებთ, რომ შეინარჩუნოთ მედიტატიურობა ჩვეულებრივი საქმიანობის დროს, მაშინ აღარაფერი იქნება შეუძლებელი. მაშინ სინათლე წრეზე დაიწყებს მოძრაობას, თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩებათ, რომ დააკვირდეთ.

იმედიტირეთ დილით და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ცენტრში დარჩით. წადით სამყაროშ, მაგრამ ცენტრში დარჩით, გქახსოვდეთ საკუთარი თავი, დარჩით გაცნობიერებული იმაში, რასაც აკეთებთ.

თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირება მხოლოდ რეფლექსის სახით შეგიძლიათ, ყველანაირი აზრის გარეშე საკუთარ თავზე ან სხვებზე, მაშინ ეს სინათლის წრეზე მოძრაობაა, რომელიც გარემოებების შესაბამისად გაჩნდა. ეს პირველი საიდუმლოა.

როცა სიტუაციები ჩნდება, იმოქმედეთ, მაგრამ ნუ გააიგივებთ თავს ამ მოქმედებებთან. დარჩით დამკვირვებლად. გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა, გააკეთეთ ეს რეფლექტორულად. გააკეთეთ ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არ გახდეთ მკეთებელი, არ ჩაერთოთ ამაში. გააკეთეთ და დაივიწყეთ - გააკეთეთ ეს რეფლექტორულად.

თუკი დილით ადრე ყველანაირი საზრუნავისგან გაინთავისუფლებთ თავს და შეძლებთ ერთი ან ორი საათის განმავლობაში მედიტირებას, შემდეგ კი ნებისმიერი საქმიანობისადმი და გარე მოვლენებისადმი ძალიან ობიექტური და რეფლექსიური სახით განეწყობით, და თუ ეს შესვენებების გარეშე მოხდება, მაშინ ორი ან სამი თვის შემდეგ ყველა სრულყოფილი არსება ჩამოვა ციდან და შეგაქებთ ასეთი ქცევისთვის.

მოიქეცით ობიექტურად. მიიღეთ სიტუაცია ყურადღების ქვეშ და გააკეთეთ რაც საწიროა. მაგრამ არ მიეჯაჭვოთ კეთებას, არ იღელვოთ ამაზე, არ იღელვოთ შედეგზე. უბრალოდ გააკეთეთ ყველაფერი აუცილებელი და დარჩით ყურადღებიანი, შეუხებელი და განდეგილი, საკუთარ ცენტრში გამყარებული. ყოველ დილით წარმართეთ საკუთარი თავი შინაგანი ცენტრისკენ, რათა მთელი დღის განმავლობაში გახსოვდეთ იგი.

დღის განმავლობაშ არსებობს ორი საუკეთესო დრო მედიტაციისთვის. პირველი - ეს ადრიანი დილაა. დილით ადრე მიმართეთ საკუთარი თავი ცენტრისკენ, რათა შეძლოთ პერიფერიაშ ყოფნა და ამავდროულად ცენტრიც გახსოვდეთ. მეორე საუკეთესო დროა - ძილის წინ, როცა შეგიძლიათ კვლავ მიმართოთ საკუტარი თავი ცენტრისკენ, რათა ღრმა ძილშიც კი, როცა არაცნობიერი ხართ, როცა რაღაც გესიზმრებათ, შეგეძლოთ უფრო და უფრო მეტად იმყოფებოდეთ ცენტრში. ეს ორი საუკეთესო მომენტია მედიტაციისთვის. თუ შეგიძლიათ ამ საათებში მედიტირება, მაშნ სხვაგან არსად წასვლა აღარ დაგჭირდებათ. აღარ დაგჭირდებათ რომელიმე მონასტერში წასვლა, რომელიმე გამოქვაბულში წასვლა, სამყაროსგან განდგომა. მაშინ ერთხელაც უეცრად დაინახავთ, როგორ გაყრით ცა თავზე ყვავილებს, ღმერთები კი ქება-დიდებით გამკობენ.

მთელი ყოფიერება ზეიმობს იმ მომენტს, როცა სული სახლში ბრუნდება. ის, რაც სუბჰუტის დაემართა, შესაძლებელია თქვენც დაგემართოთ. ისწრაფვეთ ამისკენ. ეს სწრაფვა - თქვენი უფლებაა დაბადებიდან.

დღეისათვის საკმარისია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff