თავი 24 - როგორ მესმის შენი, მეგობარო!
თავი 24 - როგორ მესმის შენი, მეგობარო!
პირველი კითხვა:
რა არის გონივრულობა, და რა კავშირია გულის გონივრულობასა და თავის გონივრულობას შორის?
გონივრულობა - ესაა ხედვისა და გაგების თანდაყოლილი უნარი. ყოველი ადამიანი გონიერი იბადება, მაგრამ შემდეგ საზოგადოება სულელად აქცევს მას. ჩვენ სისულელეს ვასწავლით და ადრე თუ გვიან იგი დიპლომირებული ბრიყვი ხდება.
გონივრულობა - ეს ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც სუნთქვა, როგორც ხედვა. გონივრულობა ინტუიტიურია, ეს შინაგანი ხედვაა. გახსოვდეთ: გონივრულობას არაფერი აქვს საერთო ინტელექტთან. არასოდეს აურიოთ გონივრულობა ინტელექტში. ეს პოლარული ურთიერთწინააღმდეგობებია. ინტელექტი - თავისგან მოდის, ესაა ის, რასაც სხვები გასწავლიან, რასაც თავს გახვევენ, რასაც სხვებისგან იღებთ და ანვითარებთ. ეს რაღაც უცხოა, იგი არაა თქვენი თანდაყოლილი თვისება. გონივრულობა კი - თანდაყოლილი თვისებაა. ეს თავად თქვენი არსია, თავად თქვენი ბუნებაა. ყველა ცხოველი გონიერია. ხეები გონიერნი არიან, მთელი ყოფიერება გონიერია. ყოველი ბავშვი გონიერად იბადება. როდესმე შეგხვედრიათ სულელი ბავშვი? ეს შეუძლებელია! მაგრამ ზრდასრულ გონიერ ადამიანს იშვიათად თუ ნახავთ. სწავლების პროცესში რაღაც ირღვევა.
მინდა, რომ ერთი მშვენიერი ისტორია მოისმინოთ. იგი ერთი რაღაცის გაგებაში დაგეხმარებათ. ისტორიას ეწოდება „ცხოველების სკოლა“.
ერთხელ ცხოველები შეიკრიბნენ და გადაწყვყეს სკოლის ორგანიზება მოეხდინათ. მათ შორის იყო კურდღელი, ჩიტი, ციყვი, თევზი და გველთევზა. მათ დირექტორთა საბჭო შექმნეს. კურდღელი მოითხოვდა, რომ სწავლების პროგრამაში სირვილი შეეტანათ. ჩიტი მოითხოვდა, რომ სწავლების პროგრამაში ტოტიდან ტოტზე გადაფრენა შეეტანათ. თევზი მოითხოვდა, რომ სწავლების პროგრამაშ ცურვა შეეტანათ. ციყვმა განაცხადა, რომ პროგრამაში აუცილებელი იყო ხეზე პერპენდიკულარული ცოცვა. მათ გააერთიანეს ყველა ეს საგანი და პროგრამა შეადგინეს. შემდეგ მოითხოვეს, რომ ყველაცხოველს ესწავლაყველა ეს საგანი.
თუმცა კურდღელი ხუთიანს იღებდა სირბილში, ხეზე პერპენდიკულარული ცოცვა მისთვის ნამდვილი პრობლემა აღმოჩნდა. იგი გამუდმებით ეცემოდა მიწაზე. საკმაოდ მალე ის ჭკუიდან შეიშალა და უკვე აღარ შეეძო სირბილი. ხუთიანის ნაცვლად სირბილში სამიანს ღებულობდა და ბუნებრივია ერთიანს - ხეზე პერპენდიკულარულად ცოცვაში. ჩიტი მშვენივრად დაფრინავდა, მაგრამ როდესაც საქმე სოროს თხრამდე მივიდა, მისი შედეგიანობა შემცირდა. იგი გამუდმებით იმტვრევდა ფრთებს და ნისკარტს. შედეგად იგი არა მხოლოდ ერთიანს ღებულობდა სოროს თხრაში, არამედ ფრენაშიც სამიანამდე დავიდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხეზე პერპენდიკულარულად ცოცვაში ჯოჯოხეთურ პრობლემებზე.
ამ ისტორიის მორალი ასეთია: ნებისმიერი სკოლადამთავრებული გონებრივად ჩამორჩენილ გველთევზას ჰგავს, რომელმაც ყველაფრის კეთება მხოლოდ სანახევროდ იცის. მაგრამ სკოლის დირექტორები კმაყოფილნი არიან: ასეთ განათლებას შეგვიძლია „ყოველმხრივი“ ვუწოდოთ, რადგანაც ყველა მოსწავლე ერთი და იმავე საგნებს სწავლობს.
ჩვენ ვიცინით ამაზე, მაგრამ სწორედ ასეა საქმე, სწორედ ამას აკეთებდით. ჩვენ მართლაც ვცდილობთ, რომ ყველა ერთნაირი გავხადოთ და ამით ვანადგურებთ ყოველი ადამიანის უნარს - იყოს ის, ვინც არის.
გონივრულობა კვდება, როდესაც ვიღაცის იმიტირებას ახდენთ. თუ გსურთ, რომ გონიერი დარჩეთ, მოგიწევთ, რომ უარი თქვათ იმიტაციაზე. გონიერი ადამიანი თვითმკვლელობას სჩადის, როდესაც ცდილობს ვინმეს კოპირება მოახდინოს, როცა ვინმეს მსგავსი ხდება. იმ მომენტში, როცა თქვენ ფიქრობთ: როგორ დავემგვანო ამ ადამიანს?“ - თქვენ კარგავთ გონიერებას, თქვენ სულელი ხდებით. როგორც კი საკუთარი თავის სხვასთან შედარებას იწყებთ, თქვენს ბუნებრივ პოტენციალს კარგავთ. ახლა უკვე ვეღარასოდეს იქნებით ბედნიერი, ვერასოდეს იქნებით სუფთა, ნათელი, გამჭვირვალე. თქვენს სიცხადეს, თქვენს ხედვას კარგავთ, სამყაროს სხვისი თვალებით უყურებთ. როგორ შეიძლება სამყაროს სხვისი თვალებით უყურო? თქვენ საკუთარი თვალები გჭირდებათ, რატა დაინახოთ, საკუთარი ფეხები გჭირდებათ, რათა იაროთ, და საკუთარი გული, რათა იცოცხლოთ. ადამიანები სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ამიტომაც მათი საკუთარი ცხოვრება პარალიზებული ხდება. ეს პარალიზება ძალიან სულელადაქცევს მათ.
მსოფლიოს სრულიად სხვაგვარი განათლება სჭირდება. პოეტად დაბადებული, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ვერ უმკლავდება მათემატიკას, ხოლო ადამიანი, რომელსაც შეეძლო დიდი მათემატიკოსი გამხდარიყო, უაზროდ იზუთხავს ისტორიას და უკმაყოფილოა. ყველაფერი ამოტრიალებულია თავით ფეხებისკენ იმის გამო, რომ განათლება არ შეესაბამება თქვენს ბუნებას: იგი პატივს არ სცემს ინდივიდუალობის თავისებურებებს. იგი ყველას ერთი და იმავე პროგრამას ახვევს თავს. ხდება ხოლმე, რომ ეს პროგრამა ზოგიერთი ადამიანის თავისებურებას შეესაბამება, მაგრამ მათი უმეტესობა გაუგებრობაშია და იტანჯება.
უდიდესი ტანჯვა ცხოვრებაში - ესაა შეგრძნება, რომ სულელი, უგუნური და უღირსი ხარ. არავინ იბადება არაგონიერად, ვერავინ ვერ დაიბადება არაგონიერად, რადგანაც ჩვენ ყველანი ღმერთისგან მოვდივართ, ღმერთი კი - წმინდა გონიერებაა. როცა ამ სამყაროში მოდიხართ, თან მოგაქვთ ღმერთისგან გარკვეული გემო, გარკვეული არომატი. მაგრამ საზოგადოება მყისვე თავს გესხმით და იწყებს მანიპულირებას, სწავლებას, შეცვლას, მოჭრას, დამატებას, და ძალიან მალე თქვენს ფორმას კარგავთ. საზოგადოებას უნდა, რომ დამჯერი კონფორმისტი, ტრადიციის მიმდევარი იყოთ. მაგრამ ასე თქვენი გონიერება ინგრევა.
მთელი ჩემი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენზე თავსმოხვეული პროგრამისგან გაგანთავისუფლოთ. იგი თქვენს ცხოვრებას ციხის კამერად აქცევს. მაგრამ შეგიძლიათ გადააგდოთ იგი. მისი გადაგდება ადვილი არ იქნება, რადგანაც შეჩვეული ხართ მას. მისი გადაგდება ძნელი იქნება, რადგან ეს არაა იგივე, რაც ტანსაცმლის გახდა. თქვენ იმდენად ხანგრძლივად იცხოვრეთ ამ პროგრამასთან ერთად, რომ ის თითქმის კანში შეგეზარდათ. მისი გადაგდება არც ისე ადვილი იქნება, რადგანაც სიღრმისეულად გააიგივეთ მასთან თავი. მაგრამ თუ ნამდვილად გინდათ დაიბრუნოთ თქვენი ჭესმარიტი არსი, მოგიწევთ მისი გადაგდება.
თუ ნამდვილად გინდათ იყოთ გონიერი, მოგიწევთ, რომ მეამბოხე გახდეთ. მხოლოდ მეამბოხეა გონიერი. რას ვეძახი ამბოხს? - ამბოხს ვეძახი ყველაფერი იმის გადაგდებას, რაც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგახვიეს თავს: მორალი, რელიგია, პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს. გადააგდეთყველაფერი, რაც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ მოგახვიეს თავს. კვლავ დაიწყეთ საკუთარი თავის ძიება. კვლავ დაიწყეთ სუფთა ფურცლიდან. გააცნობიერეთ, რომ აქამდე უბრალოდ დროს კარგავდით, რადგანაც არ მიჰვებოდით საკუთარ თავს.
არცერთი ადამიანი არ ჰგავს სხვას. ყოველი ადამიანი უნიკალურია, ყოველი ადამიანი შეუდარებელია. ეს გონივრულობის თავად ბუნებაა. ნურავის შეადარებთ საკუთარ თავს. როგორ შეგიძლიათ შედარება? თქვენ - თქვენ ხართ, სხვა ადამიანი კი - სხვა ადამიანი. თქვენ არ ჰგავხართ ერთმანეთს, ამიტომაც შედარება შეუძლებელია. მაგრამ ჩვენ გვასწავლეს, რომ სხვებს შევადაროთ თავი, და გამუდმებით ამას ვაკეთებთ. პირდაპირ ან ირიბად, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად, ჩვენ შედარებებში ვცხოვრობთ. მაგრამ თუკი ადარებთ, ვერასოდეს შეძლებთ საკუთარი თავის პატივისცემას. ყოველთვის აღმოჩნდება, რომ ვიღაც უფრო ლამაზია, ვიდრე თქვენ, ვიღაც უფრო ჯანმრთელია, ვიდრე თქვენ, უფრო მაღალია, ვიდრე თქვენ, ვიღაცას მუსიკალური სმენა აქვს, თქვენ კი... თუ გამუდმებით შეადარებთ, ეს უფრო და უფრო მეტად დაგამძიმებთ.
თქვენს გარშემო მილიონობით ადამიანია; მათთან საკუთარი თავის შედარებით, გაიჭყლიტებით. მშვენიერი სული გქონდათ, რომელსაც გაფურჩქვნა სურდა, რომელსაც ოქროს ყვავილად ქცევა სურდა, მაგრამ თქვენ არასოდეს აძლევდით საშუალებას ამის განხორციელებას. გადააგდეთ მთელი ეს ტვირთი, გადადეთ გვერდზე. მოითხოვეთ, დაიბრუნეთ თქვენი უმანკოება, თქვენი ბავშვური სისუფთავე. იესო მართალია, როცა ამბობს: „სანამ არ ხელახლა დაიბადებით, ვერ იხილავთ ცათა სასუფეველს“.
მეც იგივეს გეუბნებით: სანამ ხელახლაარ დაიბადებით...
დაე სანიასა თქვენი ახალი დაბადება გახდეს! გადააგდეთ მთელი ნაგავი, რომელიც თავს მოგახვიეს. დაიბრუნეთ სისაღე და დაიწყეთ სულ ტავიდან. და თქვენ გაოცდებით: მყისვე გამონთავისუფლდება უდიდესი გონიერება.
შენ მეკითხები: „რა არის გონიერება?“
ესაა ხედვის, გაგების, საკუთარ ბუნებასთან შესაბამისად ცხოვრების უნარი. აი, რა არის გონიერება.
მაშინ რა არის სისულელე? სისულელე - ეს სხვების მიბაძვაა, სხვების კოპირებაა, სხვებისადმი მორჩილების გამოვლინებაა, სამყაროს სხვების თვალებით აღქმაა, სხვების ცოდნის საკუთარად მიღებაა. სწორედ ამიტომაც პანდიტები თითქმის ყოველთვის სულელები აღმოჩნდებიან ხოლმე: ისინი თუთიყუშებივით, როგორც გრამაფონის ფირფიტები, ერთი და იგივეს იმეორებენ. შესაძლოა ამას ოსტატურად აკეთებენ, მაგრამ როგორც კი ახალი სიტუაცია ჩნდება, რომელიც მათ წიგნებში არაა აღწერილი, ისინი იბნევიან. მათ არანაირი გონიერება არ გააჩნიათ.
გონიერება - ესაა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე მომენტიდან მომენტამდე გამოხმაურების უნარი, და არა რაღაც პროგრამით ხელმძღვანელობა. პროგრამებით მხოლოდ არაგონიერი ადამიანები ხელმძღვანელობენ. მათ ეშინიათ. მათ იციან, რომ არ ყოფნით გონიერება იმისთვის, რომ ცხოვრება ისეთი მიიღონ, როგორიც არის. ისინი ცდილობენ მოემზადონ, რეპეტიციას გადიან. პასუხს მანამდე ამბობენ, სანამ კითხვა გაჩნდება, და ამით სულელურად იქცევიან, - რადგანაც კითხვა არასოდესაა ხოლმე ზუსტად იგივე. კითხვა ყოველთვის ახალია. ყოველ დღეს თავისი პრობლემები და ახალი გამოწვევები მოაქვს; ყოველი წამი ახალ კითხვებს ჰბადებს. თუკი თქვენს თავში უკვე არის მზა პასუხები, ვერც კი შეზლებთ კითხვის მოსმენას. თქვენ იმდენად დაგაკავებთ თქვენი პასუხი, რომ ვეღარ შეძლებთ მოსმენას, ვერ იქნებით გახსნილი. რაც არ უნდა აკეთოთ, თქვენი მზა პასუხით გააკეთებთ ამას, მაგრამ ამას არანაირი აზრი არ ექნება, ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ ექნება.
გონიერება - ესაა რეალობასთან ურთიერთქმედება წინასწარი მომზადების გარეშე. ცხოვრებასთან მოუმზადებლად შეხვედრის უნარი საოცრად მშვენიერია, რადგანაც ამ შემთხვევაში ცხოვრება სიახლით, ახალგაზრდულობით ივსება; მაშინ ცხოვრებას სისაღის და დინებადობის თვისება ეძლევა. მაშინ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. თუ ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა, თქვენ არასოდეს გაგიჩნდებათ მოწყენილობის შეგრძნება.
სულელი ადამიანი გამუდმებით მოწყენილია. იგი მოწყენილია რადგან, რომ სხვებისგან აღებული პასუხებით ხელმძღვანელობს. მოწყენილია, რადგან მისი თვალები ისეა სავსე ცოდნით, რომ ვეღარ ხედავს რა ხდება გარშემო. მან ძალიანბევრი იცის ისე, რომ სინამდვილეში არაფერი იცის. მას ვერ დავარქმევთ ბრძენს, მას შეგვიძლია მხოლოდ მცოდნე დავარქვათ. როცა ის ვარდის ყვავილს უყურებს, ის არ უყურებს ამვარდის ყვავილს. მის თვალწინ ყველა ვერდის ყვავილი დგას, რომლებზეც როდესღაც წაუკითხავს ან სმენია, რომლებიც პოეტებს აღუწერიათ, მხატვრებს დაუხატავთ და ფილოსოფოსებს გაურჩევიათ, - მოგონებების, ცოდნების მთელი რიგი. ნამდვილი ვარდის ყვავილი იკარგება ამ რიგში, ამ ბრბოში. ადამიანს არ შეუძია მისი დანახვა, იგი უბრალოდ იმეორებს: „ეს ვარდის ყვავილი მშვენიერია“. ეს სიტყვები - არაა მისი საკუთარი, არაა ნამდვილი, არაა გულწრფელი, არაა მართალი. იგი უბრალოდ ატრიალებს თავში ფირს სხვისი ხმით...
სისულელე - ესაა გამეორება, სხვების სიტყვების გამეორება. მას არ სჭირდება არანაირი ძალისხმევა, რადგანაც თქვენ არ გიწევთ არაფრის სწავლა. სწავლა - შრომაა. იმისთვის, რომ ისწავლოთ, სითამამეა საჭირო. იმისთვის, რომ ისწავლოთ, უბრალო უნდა გახდეთ. იმისთვის, რომ ისწავლოთ, უნდა გადააგდოთ ყველაფერი ძელი და მუდამ მზად იყოთ ახლის მისაღებად. სწავლა - ესაა ეგოს არარსებობის მდგომარეობა.
თქვენ არასოდეს იცით სადამდე მიგიყვანთ სწავლა. მოსწავლე წინასწარგანუსაზღვრელია, მთელი მისი ცხოვრება წინასწარგანუსაზღვრელია. თავადაც ვერ იტყვის, რა დაემართება, სად აღმოჩნდება ხვალ. იგი არცოდნის მდგომარეობაში იმყოფება, არცოდნის მუდმივმდგომარეობაში, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ. სწორედ ამიტომ სწავლობენ ბავშვები ასე ადვილად. როცა იზრდებიან, უფრო და უფრო ნაკლებს სწავლობენ, რადგანაც მათში იმდენი ცოდნა გროვდება, რომ უფრო ადვილია უბრალოდ გაიმეორონ იგი. რატომ უნდა დაიძაბონ? გაცილებით მარტივია, მოსახერხებელია, რომ მიჰყვნენ მზა პროგრამას და წრეზე იარონ. მაგრამ მაშინ მათ მოწყენილობის შეგრძნება არ ტოვებთ. სისულელე და მოწყენილობა განუყოფელია ერთმანეთისგან.
გონიერი ადამიანი საღია, როგორც ნამის წვეთი ამომავალი მზის სხივებში, საღი, როგორც ვარსკვლავები ღამის ცაზე. ეს სისაღე ძალიან ადვილად შესაგრძნობია, იგი მსუბუქ ნიავს ჰგავს. გონიერება - ესაა კვლავ და კვლავ დაბადების უნარი. გონიერება - ესაა წარსულისთვის სიკვდილის უნარი, გონიერება - ესაა აწმყოში ცხოვრების უნარი.
შენ ასევე მეკითხები: „რა კავშირია გულის გონიერებასა და თავის გონიერებას შორის?“
ეს დიამეტრალური ურთიერთწინააღმდეგობებია. თავის გონიერება - გონიერება კი არა ცოდნის დაგროვებაა. ნამდვილი გონიერება გულის გონიერებაა, ერთადერთი შესაძო გონიერება. თავი - უბრალოდ ინფორმაციის შემგროვებელია. იგი ყოველთვის ძველია, იგი ვერ იქნება ახალი, ვერ იქნება ორიგინალური. იგი აუცილებელია გარკვეული მიზნებისთვის: კარგად ახდენს ინფორმაციის დალაგებას, ცხოვრებაშჳ კი ეს აუცილებელია, რადგანაც გვიწევს, რომ გვახსოვდეს ბევრი რამ. გონება, თავი - ეს კომპიუტერია. თქვენ შეგიძიათ დააგროვოთ მასში ცოდნა და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ. იგი აუცილებელია მათემატიკური გამოთვლებისთვის, ჩვეულებრივ სამყაროში ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მაგრამ თუკი ეს მთელი თქვენი ცხოვრება გახდება, მაშინ სულელი აღმოჩნდებით. მაშინ ვეღარასოდეს შეიცნობთ შეგრძნების სილამაზეს, გულის წყალობას. ვერასოდეს შეიცნობთ მადლს, რომელიც მხოლოდ გულისგან მოდის; ვერასოდეს შეიცნობთ ღმერთს, რომელიც მხოლოდ გულის კარიდან შემოდის. მაშინ ვერ გაიგებთ, რა არის ლოცვა, რა არის პოეზია, რა არის სიყვარული.
გულის გონიერება თქვენს ცხოვრებას პოეტურობას ჰმატებს, თქვენს მოზრაობას გრაციოზულობას აძლევს, თქვენს ცხოვრებას სიხარულად, ზეიმად, სიცილად აქცევს. იგი იუმორის გრძნობას გაძლევთ, სიყვარულის და გაზიარების უნარს გაძლევთ. სწორედ ესაა ნამდვილი ცხოვრება. თავით განცდილი ცხოვრება - მექანიკური ცხოვრებაა. თქვენ რობოტად იქცევით, დაე პროდუქტიულად, - რობოტები და მანქანები ხომ გაცილებით უფრო პროდუქტიულნი არიან, ვიდრე ადამიანი. თავის მეშვეობით შეგიძიათ ბევრი ფული იშოვნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენში ბევრი სიცოცხლე იქნება. შესაძლოა ცხოვრების უფრო მაღალ დონეს მიაღწიოთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ თქვენში სიცოცხლე არ არის. სიცოცხლის სისავსე გულიდან მოდის.
ცხოვრებას შეუძლია მხოლოდ გულიდან გაიზარდოს. სწორედ გულის მეშვეობით იზრდება სიყვარული, იზრდება სიცოცხლე, იზრდება ღმერთი. ყველაფერი მშვენიერი, ყველაფერი ნამდვილად ღირებული, ყველაფერი, რასაც აზრი და მნიშვნელობა აქვს, გულისგან მოდის. გული - ეს თქვენი ცენტრია, თავი - მხოლოდ პერიფერიაა. იცხოვრო თავით - ნიშნავს იცხოვრო პერიფერიაზე და ვერასოდეს გააცნობიერო ცენტრის ყველა განძი და სილამაზე. პერიფერიაზე ცხოვრება სიბრიყვეა.
შენ მეკითხები: „რა არის სისულელე?“ სისულელე - ესაა თავით ცხოვრება. იცხოვრო გულით - და აუცილებლობის შემთხვებაში გამოიყენო თავი - ესაა გონიერება. თქვენი ცენტრი, თქვენი ბატონი არსების შიგ შუაგულში იმყოფება. ეს ბატონი - გულია; თავი - მისი მხოლოდ მსახურია. სწორედ ესაა გონიერება. სისულელეა - როცა თავი ხდება ბატონი და ბოლომდე ივიწყებს გულს. არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.
გახსოვდეთ, როდესაც თავი მონის როლში იმყოფება, მაშინ ეს მშვენიერია, იგი ძალიან სასარგებლო მონაა, მაგრამ ბატონის როლში იგი ძალიან სახიფათო ხდება და მთელ თქვენს ცხოვრებას ანგრევს, მთელს თქვენს ცხოვრებას წამლავს. მიმოიხედეთ გარშემო! ადამიანთა ცხოვრება ღრმადაა მოწამლული, თავით მოწამლული: მათ არ შეუძლიატ გრძნობა, მათ ყველანაირი მგრძნობელობა დაკარგეს, მათ ვერაფერი ეხება. როცა დილით მზე ამოდის, მათ ეს არ ეხებათ, ცარიელი თვალებით უმზერენ მას. როცა ღამის ცაზე ვარსკვლავები კაშკაშებენ, - რა სასწაულია, რა იდუმალებაა! - ეს არ ეხება მათ გულს, იგი ვერ მღერის. ჩიტები მღერიან, მაგრამ ადამიანს დაავიწყდა სიმღერა. ღრუბლები ცაზე მიცურავენ, და ფარშევანგები ცეკვავენ, მაგრამ ადამიანს არ შეუძია ცეკვა, იგი ხეიბრად იქცა. ხეზე ფოთლები იშლება, - ადამიანი კი მხოლოდ ფიქრობს, მაგრამ ვერასოდეს გრძნობს, გრძნობის გარეშე კი ყვავილობა შეუძებელია.
ოქროს ყვავილი, რომლის შესახებაც უკვე მთელი ერთი თვის განმავლობაში ვსაუბრობთ, თქვენს შიგნით ელოდება, მრავალი ცხოვრების, მრავალი საუკუნეების განმავლობაში ელოდება. როდის აპირებთ, რომ ყურადღება დაუთმოთ, რათა მან გაფურჩქვნა შეძლოს? სანამ ადამიანი ოქროს ყვავილი არ გახდება - ის, რასაც იოგი ათასფურცლოვან ლოტოსს, საჰასრარას უწოდებენ, - სანამ თქვენი ცხოვრება ყვავილობა არ გახდება, სანამ ათასი ფურცელი არ გაიშლება და მშვენიერი არომატი არ გამონთავისუფლდება, მანამდე თქვენს ცხოვრებას ამაოდ გაატარებთ, იგი იქნება „ზღაპარი, მოყოლილი იდიოტის მიერ, ზღაპარი, ხმაურითა და რისხვით სავსე, ყოველგვარი აზრის გარეშე“.
კიდევ ერთხელ ყურადღებით შეხედეთ, დააკვირდით თქვენს ცხოვრებას. სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. თქვენ ძალიან დიდხანს იყავით სხვებზე დამოკიდებული და სწორედ ამიტომ გახდით ბრიყვი. ახლა თავად იზრუნეთ საკუთარ თავზე. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. ღრმად და გამჭოლად შეხედეთ იმას, თუ რას უშვრებით საკუთარ ცხოვრებას, - ეს თქვენი ვალია საკუთარი თავის წინაშე. ცხოვრობს თქვენს გულში პოეზია? თუ არა, დროს ნუ დაკარგავთ, დაეხმარეთ თქვენს გულს, რომ მოიპოვოს, მოქსოვოს პოეზია. არის თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა? თუ არა, მაშინ მკვდარი ხართ, უკვე საფლავში წევხართ. ამოდით მაქედან! საშუალება მიეცით საკუთარ ცხოვრებას, რომ რომანტიკით, თავგადასავლების სულით აღივსოს. გამოიკვლიეთ!
თქვენ გელოდებათ სილამაზის, ბრწყინვალების მილიონობით გამოვლინება. თქვენ წრეებს ურტყამთ, მაგრამ მაინც არ შედიხართ ცხოვრების ტაძარში. ხოლო კარი ამ ტაძრისკენ - გულია.
ამიტომაც ვამბობ: ნამდვილი გონიერება - გულის გონიერებაა. იგი არაა ინტელექტუალური, იგი ემოციურია. ეს არაა აზროვნება, ეს შეგრძნებაა. ეს არაა ლოგიკა, ეს სიყვარულია.
მეორე კითხვა:
რა იმალება ისეთი ადამიანის ნიღბის უკან, როგორიცაა ევა რენცი, და რა აიძულებს მას, რომ ასეთი აღმაშფოთებელი ტყუილი ილაპარაკოს ჩვენი კომუნის შესახებ?
მე ძალიან ვწუხვარ ევა რენცის გამო. მას ღრმად უჭირდა. მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა. როგორც ჩანს, პიროვნების გაორებისგან იტანჯებოდა: იგი ორადაა გახლეჩილი, იგი არაა ერთიანი. იგი შიზოფრენიულია. და იმისთვის, რომ რაიმე სიცხადე, რაიმე ინტეგრაცია მოეპოვებინა, ძიება დაიწყო.
მან ფსიქოთერაპიის და ფსიქოანალიზის კურსი გაიარა, მაგრამ ფსიქოანალიზი ვერ დაეხმარა. სწორედ ამიტომ, მისმა ქმარმა აქ ჩამოსვლა შესთავაზა. ქმარს უკვე აღარ შეეძლო მასთან ცხოვრება. იძულებულნი გახდნენ, რომ დაშორებულიყვნენ.
ის კინომსახიობია, და ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ინტერვიუს ერთ კინორეჟისორთან. იგი იხსენებს, თუ როგორ იღებდა ათი თუ თორმეტი წლის წინ ფილმს, რომელშიცევა მთავარ როლს თამაშობდა. სპეციალურად გადაღებისთვის მათ ერთი დღით იქირავეს მშვენიერი ციხე-სიმაგრე სადღაც გერმანიაში. მთელი გადამღები ჯგუფი, ყველა მსახიობი ელოდა, მაგრამ ევა რენცი მაინც არ გამოჩნდა! თითქმის ყველა აცრემლებული წამოვიდა იქიდან. საღამოს იგი გამოჩნდა, მოცინარი და გაღიმებული. კინორეჟისორი ამბობს, რომ რისხვისგან სკამი ესროლა მას. ამის შემდეგ ცუდად გახდა, გულის შეტევა დაემართა, სამი-ოთხი თვით მუშაობაზე უარის თქმა მოუწია. მისი სიტყვებით, ყველას, ვინც თუნდაც ერთ საათს გაატარებს ევა რენცისთან, მისი ცემა მოუნდება!
როგორც ჩანს, ეს საწყალი ქალი, ძლიერ იტანჯება. ის გიჟია! ის რომ უფრო მეტხანს დარჩენილიყო აქ, მას რომ თუნდაც მცირე მოთმინება გამოევლინა, უზარმაზარ დახმარებას მიიღებდა. მაგრამ ზოგიერთი პროგრამა ძალიან ღრმადაა გამჯდარი. ზოგიერთი პროგრამა ისე ღრმადაა გამჯდარი, რომ მსგავსი ადამიანების დახმარება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
მან გაიარა „ცენტრირების“ ჯგუფი და იმხელა ხმაური ატეხა, იმდენი პრობლემა შექმნა, რომ ამან მთელი ჯგუფის მსვლელობა დაარღვია. არასწორია, რომ ნება მივცეთ ერთ ადამიანს დანარჩენ ასოცდახუთს შეუშალოს ხელი. ამიტომ ჯგუფის ხელმძღვანელი, პრასადი, იძულებული იყო ეთქვა მისთვის, რომ თუ ის ამხელა რისხვას, ამხელა ბრაზს, ძალადობისკენ ამხელა მიდრეკილებას გრძნობდა, მაშინ ჯობდა მონაწილეობა მიეღო ჯგუფში „შეჯახება“, სადაც შეძლებდა, რომ გამოეხატა თავისი რისხვა, სადაც შეძლებდა, კათარზისი განეცადა; რომ „ცენტრირების ჯგუფი“ მისთვის არაა.
მან მაშინვე დატოვა ჯგუფი და „შეჯახების“ ჯგუფში შევიდა, თუმცაღა რამდენიმე საათის შემდეგ იქ უკვე აღარ იყო, - მან კვლავ დიდი ხმაური ატეხა და ყველა მონაწილის პროვოცირება მოახდინა. ეს ჯგუფი გულისხმობს კათარზისულ გამონთავისუფლებას, მაგრამ როდესაც სხვა წევრები შეჯახებაში მოვიდნენ მასთან, მან დატოვა ჯგუფი. როგორც ჩანს, მას მისივე სხვა პიროვნება დაეუფლა.
მან არაფერი არ განაცხადა პოლიციაში აქვე, პუნაში. მას რომ მართლაც დამართნოდა რამე, იგი პოლიციას აქვე მიმართავდა. მაგრამ ის ბომბეის პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ იგი ცემეს, ისე ცემეს, რომ მთელი ოთახი სისხლით იყო სავსე, რომ ტანსაცმელი დაუხიეს და შიშველს მოუხდა აშრამიდან სასტუმრომდე მიღწევა! როგორ ფიქრობთ, შეეძლო ისეთ მომხივვლელ ქალს, როგორიც ევა რენცია, შიშველს გაევლო პუნას ქუჩებში და ხელუხლებელი დარჩენილიყო? სასტუმრო „ბლუ დაიმონდში“ არავის ახსოვს, რომ მათთან დასისხლიანებული და შიშველი ქალი შესულიყოს. იგი არავის უნახავს, იქ კი მთელი დღე ათასობით ადამიანია. არავის უნახავს, რომ ის შიშველი, გასისხლიანებული, მყვირალი მოსულიყო ან წასულიყო. იგი არავის უნახავს. მან ეს განცხადება ბომბეიში გააკეთა და არა აქ. პოლიცია ჩამოვიდა, ძიება ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მონაგონია.
მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ის იტყუება. ეს მისი სხვა პიროვნების გამოვლინებაა: იგი სხვა პიროვნებამ შეიპყრო, მას ცნობიერად არ უთქვამს ტყუილი. როცა თქვენ სხვა პიროვნება გეუფლებათ, ეს შესაძლებელი ხდება - თქვენ უკვე არ იცით, რას ამბობთ და რატომ.
გახლეჩილი ადამიანები ორ პიროვნებას წარმოადგენენ. როცა ერთი პიროვნება დომინირებს, ისინი ერთ ადამიანად გვეჩვენებიან; როცა მეორე პიროვნება დომინირებს, ისინი სხვა ადამიანები ხდებიან. და ეს ორი პიროვნება არასოდეს ხვდება ერთმანეთს.
მან დიდი ხმაური ატეხა გერმანიაში, გაზეთებში. მაგრამ მე ღრმა თანაგრძნობას განვიცდი მის მიმართ. მე მას კვლავ ვეპატიჟები. მე ის არ მინახავს. ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა და მე ის არ მინახავს. მინდა, რომ ვნახო და დავეხმარო. მას დახმარება სჭირდება. ამ შიზოფრენიამ იმდენად ღრმად შეაღწია მასში, რომ არა მგონია, ამ ადგილის გარდა სხვაგან შეძლონ მისი დახმარება. კარგი იქნება, თუ დაბრუნდება. მაშინ ეს ორი პიროვნება კვლავ შეძლებს გაერთიანებას. მაგრამ ამისთვის მოთმინებაა საჭირო. უკეთესი იქნებოდა, აქ რომ ქმართან ან მეგობრებთან ერთად ჩამოსულიყო. შესაძლოა, ხელი შეეშალათ ასე სწრაფად გაქცევაში.
ეს რაღაც დროს მოითხოვს. ღრმა და ხანგრძლივი პროგრამების ერთ დღეში მოშორება შეუძებელია. შიზოფრენიკებს კი თავისი წარმოდგენა აქვთ მოვლენებზე. ისინი იმდენად სავსენი არიან საკუთარი სიგიჟით, რომ ყველა გარშემომყოფსაც გიჟად თვლიან. მათი პროექცია ისეთ ფორმებს იღებს, რომ დევნის მანიისგან იტანჯებიან, ეშინიათ, რომ ყველას შეუძია მათი მოკვლა.
ერთ ამბავს მოგიყვებით...
ერთხელ, მთელი რამდენიმე თვის განმავლობაში მომიწია ერთ პროფესორთან ოთახში ცხოვრება. ის შიზოფრენიკი იყო. როცა ყველაფერი რიგზე ჰქონდა, ყველაფერი მართლაც კარგად იყო, ის ნამდვილად სათნო ადამიანი იყო. მაგრამ როცა ყველაფერი ცუდად იყო, მაშინ ყველაფერი მართლაც ცუდად იყო. წინასწარ განსაზღვრა, კარგად იქნებოდა თუ ცუდად, ძალიან ძნელი იყო. მას შეეძლო შუაღამისას დაეწყო ყვირილი და წავექეზებინე, რომ მეჩხუბა მასთან. თუ არ ეჩხუბებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ პატივს არ სცემდი. თუ არ ეცხუბებოდი, ეს გააბრაზდებდა. მასთან ჩხუბი სხვა უსიამოვნებების გამოწვევას ნიშნავდა, მაშინ ხომ სხვა მეზობლები მოვიდოდნენ, ის ყვირილს დაიწყებდა და დიდ ხმაურს ატეხდა. დილისთვის სრულიად ავიწყდებოდა მომხდარი! და თუ გავახსენებდი, ამბობდა: „რას ამბობ, ალბათ გესიზმრა ეს ყველაფერი“. თუ მეზობლებზე მივუთითებდი, ამბობდა: „როგორც ჩანს მათაც ესიზმრათ. მე მშვენივრად მეძინა მთელი ღამე“. მასთან ძალიან რთული იყო. დილით უნივერსიტეტში მივდიოდი ლექციებზე, და სახლში დაბრუნებული ზოგჯერ აღმოვაჩენდი, რომ ჩემი ყველა ნივთი გაქრა!
მასში ორი პიროვნება თანაცხოვრობდა. მეორე პიროვნება - ეს რაღაც საოცრება იყო! იგი ყველა ნივთს ჩემოდნებში ინახავდა, რომლებსაც კლიტეთი კეტავდა. როცა კარგ განწყობაზე იყო, იგი დიდ გულუხვობას იჩენდა და ყველა თავის ნივთს მე მაძლევდა. მე დიდი სიამოვნებით ვცხოვდობდი მასთან რამდენიმე თვის განმავლობაში, რადგანაც მასთან მეზობლობა სიურპრიზებით იყო სავსე, - ვერასოდეს განსაზღვრავდი, რა მოხდებოდა დღეს. როცა მას მეორე, ნევროზული პიროვნება ეუფლებოდა, საშინლად ეშინოდა ყველაფრის... ფიქრობდა, რომ სადღაც მკვლელი იყო ჩასაფრებული, ან პოლიცია ეძებდა. მისი წარმოსახვა ისეთი შლეგი იყო, რომ შეეძლო შუაღამისას გავეღვიძებინე, გვერდზე ჩამავალი ჯიპის ხმაზე, და ეთქვა: „ხედავ, პოლიცია მოდის. აი, ჯიპი მოვიდა. ახლა დამიჭერენ. გეუბნები, არ ვარ დამნაშავე! ცუდი არაფერი გამიკეთებია - შენ მოწმე ხარ!“ ან თუ პოლიციელის სასტვენის ხმა ისმოდა ღამით - უკიდურესი მღელვარება იპყრობდა.
მსგავსი ადამიანები ღრმად იტანჯებიან. მათ თავიანთი წარმოდგენა აქვთ მოვლენებზე, და ეს წარმოდგენები იმდენად უბინდავენ ხედვას, რომ რეალობას ვეღარ აღიქვამენ.
მე არ მგონია, რომ იგი ყველაფერს აცნობიერებს, რასაც ამბობს, რასაც ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჰყვება. იგი ამბობს, რომ ერთი ადამიანი, ხანშიშესული ჰოლანდიელი, - რა თქმა უნდა, ეს ცნობილი მწერალია, თქვენ იცნობთ მას, - მის გაუპატიურებას ცდილობდა. ის უკანასკნელი ადამიანი იქნებოდა, რომელსაც თავში მოუვიდოდა გაუპატიურების აზრი. ის მას შვილად ერგება, და თან ისეთი სათნო, მოსიყვარულე ადამიანია. მაგრამ მან რატომღაც აიკვიატა, რომ მოხუცი ჰოლანდიელი, რომელიც „შეჯახების“ ჯგუფში მონაწილეობდა, მის გაუპატიურებას ცდილობდა. ახლა ის ყველა ადამიანს, ყველა ჟურნალისტს უყვება ამის შესახებ. მან დაიჯერა ეს, ჟურნალისტები კი ყოველთვის მზად არიან მსგავსი საკითხებით მანიპულირებისთვის.
ქმარი სახლში დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მის ცოლს ნერვული შეტევა აქვს, იგი ყვირის და კედელს ურტყამს თავს.
- რა მოხდა, ძვირფასო? - ჰკითხა შეშფოთებულმა ქმარმა.
- ნაღველი შემომაწვა სახლის გამო! - უთხრა ქვითინით საწყალმა ქალმა.
- მაგრამ შენ ხომ სახლში ხარ ძვირფასო! - უთხრა ქმარმა.
- ზუსტადაც! და ეს ისეთი ნაღველია!
თუ თქვენ გაქვთ თქვენი წარმოდგენები, თქვენი ინტერპრეტაციები, მაშინ მიმდინარე მოვლენების თქვენეული აღქმა მათ დადასტურებას იწყებს. და ყოველთვის შეძებთ, რომ იპოვნოთ ახსნა, მიზეზები, არგუმენტები. გახსოვდეთ: ნევროზული ადამიანები ყოველთვის პოულობენ არგუმენტებს თავის სასარგებლოდ, რადგანაც ეს ადამიანები თავში იმყოფებიან.
ამიტომაც ნუ გაბრაზდებით ევა რენციზე. არ ღირს. და ნუ იდარდებთ იმაზე, რაც ახლა გერმანიაში ხდება. ეს ძალიან დაეხმარება ჩემს სამუშაოს! მე ვიცი ჩემი საქმე, და ვიცი, როგორ ვაკეთო იგი. ნუ განიცდით ამის გამო.
სკანდალი მთელს გერმანიაში გავრცელდა. ახლა ყველამ იცის ჩემი სახელი - და ეს მშვენიერია. ყველა კითხულობს: „ვინაა ეს ადამიანი?“ სანიასები, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ რამდენიმე დღის წინ, ჰყვებიან, რომ ტაქსის მძღოლებიც კი კითხულობენ: „თქვენ პუნაში მიდიხართ მეც ვფიქრობ წასვლას! რა ხდება იქ?“
ახლა ევა რენცის წყალობით აქ მრავალი ადამიანი ჩამოდის. გახსოვდეთ: ცხოვრება ყოველთვის წონასწორობისკენ ისწრაფვის, წინააღმდეგ შემთხვევაშჳ იგი ვერ იარსებებდა. ევა რენცის უარყოფითი სიტყვების შემდეგ დადებითი შეფასებები წამოვიდა. ყოველთვის ასე ხდება. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ ვიცი ჩემი საქმე. მაგალითად, ამ კინორეჟისორმა მხარი დამიჭირა. იგი არ მიცნობს, მაგრამ ამბობს, რომ თუ მსგავსი რამ ევა რენცის შეემთხვა, ეს კარგია, მან ეს დაიმსახურა, მისთვის ეს აუცილებელი იყო! იგი ამბობს, რომ ყველა, ვინც მას იცნობს, კმაყოფილი იქნება, განსაკუთრებით მისი ქმარი. ახლა უფრო და უფრო მეტი დადებითი გამოხმაურება წამოვა.
შექმენით რაღაც ნეგატიური, და დაიწყებს გამოვლინებას პოზიტიური. შექმენით რაღაც პოზიტიური, და გამოჩნდება ნეგატიური. ისინი ყოველთვის აწონასწორებენ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება შეუძებელი იქნებოდა. ამიტომ ნურასოდეს განიცდით ნეგატიური მოვლენების გამო. ყოველთვის ასე ხდება.
თქვენ იცით, ვინ შექმნა ქრისტიანობა? იგი ქრისტემ კი არა, იმ ადამიანებმა შექმნეს, რომლებმაც ჯვარს აცვეს იგი. მათ რომ ჯვარზე არ გაეკრათ იგი, ქრისტიანობა ვერ იარსებებდა, თქვენ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებდით იესოზე. ქრისტიანობა იმ ადამიანების წყალობით გაჩნდა, რომლებმაც იესო ჯვარს აცვეს. ჯვარცმა თავისთავად ისეთი ნეგატიურია, რომ უცილობლად გამოიწვევდა რაღაც პოზიტიურს. ბუნებრივია, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემდნენ მას და ამით აწონასწორებდნენ სიტუაციას. ცხოვრება ყოველთვის წონასწორობისკენ ისწრაფვის.
ეს საწყალი ქალი იტანჯება, მაგრამ ეს კარგია ჩემი სამუშაოსთვის. აქ ცუდი არაფერია. ტყუილი, რომელსაც ის ამბობს, უარყოფილი იქნება. ადამიანები თვითონ ჩამოვლენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ბევრი უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო მოვა. ამას კიდევ მრავალი მონაგონი და მრავალი სიმართლე მოჰყვება, რომლებიც გააწონასწორებენ ერთმანეთს. იმის გამო, რომ მე ეს ყველაფერი დავატრიალე, პუნაშჳ მრავალი ჟურნალისტი ჩამოვიდა. იმის გამო, რომ მან სკანდალი მოაწყო, აქ მრავალი გაზეთის მრავალი წარმომადგენელი ჩამოვიდა. ზოგიერთმა მათგანმა სტატია მის მხარდასაჭერად დაწერა, ზოგიერთმა - მის საწინააღმდეგოდ.
ერთი ჟურნალისტი, როგორც ჩანს, მდიდარ წარმოსახვას ფლობდა. იგი წერს, რომ აშრამის კარებთან დილით ადრე მოვიდა, ხუთ საათსა და ოცდაათ წუთზე. მან კარებზე დააკაკუნა და მას ქერა მზეთუნახავმა გაუღო - დილის ხუთ საათსა და ოცდაათ წუთზე! მან ვაშლით თუ რაღაც ამდაგვარით შეიტყუა იგი. ჟურნალისტი ამბობს: „მე არ ვიცი, რა ნაყოფი იყო ეს, მან მომცა იგი და მითხრა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოსტატის ბაღში. შემობრძანდით!“ მე ვკითხე: „და რად მინდა ეს ვაშლი? და მან მიპასუხა: „შეჭამეთ, იგი სექსუალურ ენერგიას მოგცემთ““.
ახლა ტაქსისტები კითხულობენ: „ნუთუ შეიძება, რომ ბაღში ასეთი ხილი იზრდებოდეს? ჩვენც გვინდა იქ ჩასვლა“. რა თქმა უნდა, ვის არ მოუნდებოდა! ნება მიეცით ამ ადამიანებს, რომ აკეთონ თავისი საქმე. ისინი ხელს უწყობენ ჩემს სამუშაოს. აქ არაფერია სანერვიულო. მე ყოველთვის ბედნიერი ვარ!
მესამე კითხვა:
ოშო, რა არის შენი გზავნილი? მე არ მესმის შენი.
ჩემი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ არანაირი გზავნილი არ არსებობს. მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რაიმე გზავნილი გადმოგცეთ, რადგანაც ნებისმიერი გზავნილი ცოდნად იქცევა. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ჩემი არსი გაგიზიაროთ. ეს გზავნილი არაა, ეს საჩუქარია. ეს არც თეორიაა და არც ფილოსოფია. მე მინდა, რომ ჩემი არსი იგემოთ. ეს არაა ის, რაც შეიძლება დოგმამდე დავიყვანოთ. თქვენ არ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში და ადამიანებს მოუყვეთ, თუ რა ისწავლეთ აქ. თქვენ ამას ვერ მოახერხებთ. თუ რამე ისწავლეთ, ვერავის მოუყვებით ამის შესახებ, თუმცა ეს მთელ თქვენს არსებას გამოხატავს. თქვენ ვერ გადასცემთ ამას სიტყვებით, თქვენ ამის მხოლოდ ჩვენებას შეძლებთ. ეს გამოვლინდება თქვენი თავლების გამომეტყველებაში, თქვენი სახის გაბადრულობაში. მთელ თქვენს ენერგიას სრულიად სხვა არომატი ექნება.
მე აქ არ ვმუშაობ მასწავლებლად, და ეს არაა სკოლა. მე არაფერს არ გასწავლით. უბრალოდ მინდა, რომ ჩემთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა იმ საიდუმლოში, რომელიც თავს გადამხდა. განეწყვეთ ჩემთან ერთად ერთ ტალღაზე, განიცადეთ პულსირება, ვიბრირება ჩემთან ერთად, - და თქვენ შეიცნობთ რაღაცას, რაც სიტყვებს მიღმა იმყოფება, რაღაცას, რასაც ვერცერთი გზავნილი ვერ დაიტევს.
ერთხელ დიდ მასტერ ჯოშუს სთხოვეს, რამდენიმე სიტყვა ეთქვა. ჯოშუმ წარმოთქვა:
- მე ნახევარი სიტყვაც კი არ მაქვს.
მაშინ მას ჰკითხეს:
- ოსტატო, შენ რა, აქ არ ხარ?
- მე არ ვარ სიტყვა, -უპასუხა ოსტატმა.
ის მართალია. ოსტატი არაა სიტყვა, ოსტატი - კარიბჭეა. ოსტატი - არაა გზავნილი, ის - შუამავალია. ოსტატი - ხიდია, დამაკავშირებელი რგოლია. შედით ამ კარიბჭეში, გაიარეთ ეს ხიდი, მაშინ ნათლად დაინახავთ, თუ რა არის ცხოვრება. თუ შეგიძლიათ, რომ ღრმად ჩაიძიროთ ოსტატში, თქვენ შეძლებთ, რომ ღმერთის თანამყოფობა იგრძნოთ, - მაგრამ არა სიტყვებში.
შენ ამბობ, რომ არ გესმის ჩემი? მე ვიცი, რატომაც არ გესმის ჩემი: არ გესმის იმიტომ, რომ ყველაფერი,რ ასაც ვამბობ, ძალიან მარტივია. ეს რომ რაიმე რთული იყოს, შენ ამას გაიგებდი. შენ შეეჩვიე სირთულეს. რაც უფრო რთულია საგანი, მით უფრო მეტი მონდომებით მუშაობს მასზე შენი ინტელექტი, - ეს ამოცანა გამოწვევა ხდება მისთვის... ჩემი ურთიერთობა თქვენთან იმდენად მარტივია, რომ ეგოსთვის არანაირი გამოწვევა არ არსებობს. სწორედ ამიტომაც არ გესმის ჩემი.
ყველაფერი, რასაც ვამბობს, ძალიან მარტივი და აბსოლუტურად ნათელია. მე არ ვიყენებ რაღაც ჟარგონებს. მე ვლაპარაკობ იმ ენაზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არ გესმის ჩემი: მე თვალნათლივს ვასწავლი, - დიახ, თვალნათლივს, - მაგრამ ეს თვალნათლივი უცნაურად ჟღერს, რადგანაც შენ შეეჩვიე სირთულეებს, რომლებსაც გონება გამუდმებით ღეჭავს.
უფრო მეტიც, ყოველთვის გახსოვდეს: იმას, რასაც ვამბობ, მე ვამბობ ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე. ესაა, რასაც ჰქვია, „ხელოვნება ხელოვნებისათვის“. მე ყოველგვარი მიზეზის გარეშე გელაპარაკებით, უბრალოდ თქვენთან ყოფნის ღრმა სიხარულის გამო. რასაც გეუბნებით, მხოლოდ გამოხმაურებაა თქვენს კითხვებზე. ჩემი პასუხები ვერ გადაწყვეტენ თქვენს კითხვებს. ჩემს პასუხებს რომ თქვენი კითხვების გადაწყვეტა შეეძლოთ, ისინი გზავნილებად იქცეოდნენ. ჩემი პასუხები უბრალოდ დაგეხმარებიან თქვენი კითხვების გაგებაში, ხოლო როცა კითხვა გაგებულია, იგი ქრება. არცერთი კითხვა არასოდეს არ წყდება. თუ თქვენ სწორად გესმით კითხვა, იგიკი არ წყდება, არამედ ქრება, უაზრო, ბანალური და ყალბი ხდება. იგი თავის აზრს კარგავს, ხიდან ჩამოვარდნილ ხმელ ფოთოლს ემსგავსება. მე არ ვაპირებ კითხვებზე პასუხების მოცემას, მე ვაპირებ, რომ ყველა კითხვა წაგართვათ.
როცა გონებაში მეტი კითხვა აღარ ჩნდება, მაშინ ამ აბსოლუტურ სიჩუმეში, კითხვების არარსებობის სიჩუმეში, თქვენ შეიცნობთ იმას, რაც არის, - დაარქვით ამას ღმერთი, დაო, ჭეშმარიტება, ნირვანა, როგორც გენებოთ.
სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემს გამოთქმებს არ გააჩნია რაიმე მიზეზი. მათ უკან არ დგას რაიმე მოტივაცია, ეს უბრალოდ გამოხმაურებაა თქვენს არსზე. მე უბრალოდ სარკე ვხდები, - არ არის აუცილებელი ჩემი გაგება. ნუ ეცდებით ჩემს გაგებას. გასაგები არაფერია. უბრალოდ იყავით ჩემთან ერთად, და გაგება თავისით მოვა. არსებობს გაგების ორი სხვადასხვა სახე. თუ ცდილობთ, რომ გამიგოთ, თქვენ ხელიდან უშვებთ, რადგანაც იმ დროს, როდესაც რაღაცას გიზიარებთ, თქვენ დაკავებული ხართ იმით, რომ გაიგოთ ეს. მაშნ თქვენ ხელიდან უშვებთ.
ნუ ეცდებით გაგებას, უბრალოდ უსმინეთ! სწორედ ისევე, როგორც ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გესაუბრებით, თქვენ თქვენი მხრიდან, ასევე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მისმინეთ, - და მაშინ ჩვენი შეხვედრა გარდუვალი იქნება. თუ მეც არ მაქვს მოტივაცია და თქვენც არ გაქვთ მოტივაცია, რა შეუშლის ხელს ჩვენს შეხვედრას? მაშნ შეხვედრა აუცილებლად მოხდება. ეს შეხვედრა, ეს ერთიანობაა სწორედ გაგება; სწორედ ეს ერთიანობაა სინათლე, სიცხადე, გამჭვირვალობა.
ასე რომ, ნაცვლად ჩემი გაგების მცდელობისა, ჯობია ჩემთან ერთად იზეიმოთ, ჩემთან ერთად გიხაროდეთ. მაშნ თქვენ გაიგებთ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
გაგება შეუძლებელია ძალისხმევის გზით. ნუთუ რაიმე ძალისხმევას მიმართავთ, როდესაც მუსიკას უსმენთ? ნუთუ ცდილობთ მის გაგებას? თუ მის გაგებას ცდილობთ, ყველა მის სიხარულს უშვებთ ხელიდან. მუსიკით უნდა დატკბეთ. ნუთუ ცდილობთ ცეკვის გაგებას? თუ კი, მაშინ ხელიდან უშვებთ მას. ცეკვა უნდა იზეიმოთ. ნუთუ ცდილობთ გაიგოთ ვარდის ყვავილები ან ჩიტების გალობა? ამაში არანაირი საჭიროება არაა! უბრალოდ იყავით ვარდის ყვავილებთან, უბრალოდ დააკვირდით მფრინავ ჩიტს ისე, რომ არაფერს მისცეთ ამაში ჩარევის უფლება, - და უეცრად მოვა გაგება. ეს გაგება გულიდან მოვა, თქვენი გონიერებიდან, და არა თავიდან.
მაშინ გაგება სრულიად სხვა გემოს, სრულიად სხვა არომატს ატარებს. თუ ძალისხმევის არარსებობის დროს ჩნდება, თუ სიყვარულისგან მოდის, მაშინ იგი დიდ სილამაზეს ფლობს. თუ არ ხარჯავთ ძალისხმევას იმისთვის, რომ გამიგოთ, თუ უბრალოდ იმის გამო მისმენთ, რომ მისმინოთ, მაშინ თანდათანობით რაღაც გახსნას, გამოღვიძებას, ამაღლებას დაიწყებს თქვენში.
აღიქვი ჩემი სიტყვები არა როგორც გზავნილი, არამედ როგორც პროვოკაცია. აღიქვი ჩემი სიტყვები არა როგორც გზავნილი, არამედ როგორც სირენა, რომელსაც შენი გამოღვიძება უნდა. თუ გზავნილის ტერმინებში განიხილავ ამას, მაშინ კედელს აღმართავ ჩემსა და შენს შორის. უბრალოდ იყავი აქ. სწორედ ისევე, როგორც მე ვიმყოფები აქ შენთან, იყავი აქ - ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ დატკბი ამ სიჩუმით, ამ თანმყოფობით, რომელიც ჩვენს გარშემოა, რომელიც გვაერთიანებს, დატკბი ამ მედიტატიურობით, ამ კურთხევით, უზარმაზარი სილამაზისა და მადლის ამ გაელვებით.
შენი გული გაიგებს. ესმის თუ არა შენს გონებას, არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეოთხე კითხვა:
მორარჯი დესაი ამბობს, რომ სტუდენტებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში. რას იტყვი ამაზე?
ყოველთვის გახსოვდეს: რაც არ უნდა თქვას პოლიტიკოსმა, იგი ამას პოლიტიკური თვალსაზრისიდან ამბობს. ყოველთვის, როცა რომელიმე პოლიტიკოსი ხელისუფლებაშ მოდის, იგი ეუბნება სტუდენტებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში, - მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ, როცა მიიწევს ამისკენ, ის ბოლომდე მომხრეა - სტუდენტებმა უნდამიიღონ მონაწილეობა პოლიტიკაში.
როგორ მოვიდა მორარჯი მთავრობაში? ფაქტიურად ეს მოხდა გუჯარატში და ბიჰარიში სტუდენტური მოძრაობის წყალობით. იგი ხელისუფლებაში სტუდენტური მოძრაობის ტალღით მოვიდა. როგორც ჩანს ახლა მას ეშინია, რომ თუ სტუდენტები განაგრძობენ პოლიტიკით დაინტერესებას, ის შეიძლება გადააყენონ.
ამის გაგება აუცილებელია: პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიიწევენ, აქეზებენ სტუდენტებს; იგივე პოლიტიკოსები ხელისუფლებაშ მოსვლის შემდეგ ეუბნებიან მათ: „გთხოვთ, ეს არაა თქვენი საქმე. დაბრუნდით თქვენს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ჯობია ერიდოთ პოლიტიკას. ნუ მოცდებით!“ ახლა ხიდები უნდა დაიწვას, წინააღმდეგ შემთხვევაშ ამ სტუდენტების უკან სხვები მოვლენ. სტუდენტობის გასულელება კი არც ისე ადვილია, როგორც სხვების.
ახალგაზრდობის გასულელება არც ისე ადვილია, როგორც სხვების, რადგანაც იგი ჯერ კიდევ არაა ჩართული საზოგადოების ინტერესებში. რაც უფრო ასაკოვანი ხდებით, მით უფრო ერთვებით არსებულ წესრიგში. უკვე აღარ შეგიძიათ მის წინააღმდეგ წასვლა. თქვენ გყავთ ოჯახი, შვილები, სამუშაო; ოჯახზე ზრუნვა გიწევთ, უამრავი პასუხისმგებლობა გაწევთ. თქვენთვის უკეთესია, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. გეშინიათ ნებისმიერი ცვლილების. ვინ იცის, იქნებ სამუშაო დაკარგოთ, - რა მოუვათ თქვენს შვილებს?
სტუდენტობა ყოველთვის წარმოადგენს საზოგადოების ყველაზე რევოლუციურ ნაწილს - იმ უბრალო მიზეზით, რომ მათ არაფერი აქვთ დასაკარგი, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ცვლილებები. ამასთან, ისინი ახალგაზრდები არიან: მათ თვალები უფრო ცხადად ხედავენ, ისინი ჯერ კიდევ გრძნობენ რაღაცას, და სწორედ მათ ელით წინ მომავალში ცხოვრება. მათი სამყარო წარსული კი არა, მომავალია. რაც უფრო ასაკოვანი ხდებით, მით უფრო ნაკლები გრჩებათ მომავალი და მეტი წარსული. სამოცდაათი წლის მოხუცს ძალიან მცირე მომავალი და უზარმაზარი წარსული აქვს. ოცი წლის ახალგაზრდას ძალიან მცირე წარსული და უზარმაზარი მომავალი აქვს. იგი მომავალზე ორიენტირდება. ყოველთვის, როცა ორიენტირს მომავალი წარმოადგენს, შესაძლებელია ამბოხი, რევოლუცია. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ყოველთვის ეშინიათ ნებისმიერი ამბოხის, ნებისმიერი რევოლუციის.
ამიტომ გახსოვდეთ, როცა პოლიტიკოსი ამბობს: „მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკაში“, - ის ამას პოლიტიკური მოსაზრებების გამო ამბობს. როცა ის ამბობს: „ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში“, - ის ამასაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ამბობს. რაც არ უნდა თქვას პოლიტიკოსმა, იგი ამას პოლიტიკის ფარგლებში ამბობს. სიზმარშიც რომ თქვას რამე, ეს პოლიტიკაა - არ დაუჯეროთ მას! პოლიტიკოსი პოლიტიკოსად რჩება სიზმარშიც კი.
მაგრამ ესენი ცბიერი, გაქნილი ადამიანები არიან: როგორც კი რევოლუცია იწყება, როგორც კი რაიმე ცვლილებები იწყება, როგორც კი რაღაც მოძრაობა იბადება, რომელიც ახალგაზრდობას იპყრობს, გაქნილი პოლიტიკოსები უბრალოდ ხელისუფლების სათავეში ექცევიან ამ ტალღის მეშვეობით.
რევოლუცია, რომელიც წელიწადნახევრის წინ მოხდა, ახალგაზრდულ გარემოში გაჩაღდა, თუმცაღა ძალაუფლება მიხრწნილ მოხუცებს დარჩათ. საოცარია, რომ ახალგაზრდობა აჯანყდა, სათავეში კი სამოცდაათს გადაცილებული ადამიანები აღმოჩნდნენ. ზოგიერთი ოთხმოცი წლისაც კი იყო. ხანდახან საკუთარ თავს კითხვას უსვამ: რატომ არ ამოდიან მკვდრები საფლავებიდან და არ ხდებიან პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები... ასე კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა!
ერთი ისტორია წავიკითხე...
სამი მოხუცებული მეგობარი ერთხელ სადილზე შეხვდა ერთმანეთს. ისინი პერიოდულად ხვდებოდნენ ხოლმე, რათა მიმდინარე მოვლენების კურსში ყოფილიყვნენ. პირველმა ახალი ამბები მათ შორის ყველაზე უმცროსმა მოყვა. იგი უკვე თითქმის სამოცდაცხრამეტი წლის იყო, მისმა ცოლმა კი გოგო გაუჩინა!
შემდეგ მეორემ დაილაპარაკა. იგი უკვე ოთხმოცდასამის იყო, ცოლმა კი ბიჭი აჩუქა. ორივენი მამლაყინწებივით ამაყად გამოიყურებოდნენ.
შემდეგ მესამემ დაიწყო:
- ჩემო მეგობრებო, - თქვა მან, - ნება მიბოძეთ ერთი ისტორია მოგიყვეთ. მე ოთხმოცდარვა წლის ვარ. ადრე ხშირად ვნადირობდი ხოლმე, მაგრამ ახლა ძალიან მოხუცი ვარ მსგავსი სისულელისთვის. მაგრამ წინა კვირას, როცა პარკში ვსეირნობდი, უეცრად ბუჩქებიდან კურდღელი გამოხტა. ძველ ინსტინქტს მივყევი, ჩემი ხელჯოხი თოფივით მოვიმარჯვე და დავიყვირე „ტრახ-ბახ!“ - და კურდღელი მაშინვე უხმოდ დაეცა! რამდენიმე წუთში კიდევ ერთი კურდღელი შევამჩნიე. კვლავ გავისროლე ჩემი წარმოსახვითი იარაღით და ვიყვირე: „პიფ-პაფ!“ კურდღელი ისევ მკვდარი დაეცა! „ეს რა მაგიაა? ეს რა საოცრებაა?“ - გავიკვირვე ხმამაღლა. შემდეგ, ჯენტლმენებო, უკან მოვიხედე და ჩემგან ათ ნაბიჯში ბიჭი დავინახე, რომელიც ნამდვილი თოფიდან ისროდა!
მორარჯი დესაი, თქვენ უნდა დაფიქრდეთ ამაზე: თქვენმა „პიფ-პაფ“-მა ვერაფერი გააკეთა, უბრალოდ ქვეყნის ახალგაზრდობამ გააკეთა თქვენს ზურგს უკან. მაგრამ ბუნებრივია, ახლა, როცა ხელისუფლებაშჳ მოხვედით, თქვენ გეშინიათ.
შენ მეკითხები: „რას იტყვი ამაზე?“
მეც გეუბნებით, რომ ერიდოთ პოლიტიკას, არ მიიღოთ მასში მონაწილეობა, - მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იგივე მიზეზით. პირველ რიგში, მე არ ვარ პოლიტიკოსი. მეორეც, მე არ ვარ ხელისუფლების სათავეში. მე არ მეშინია, რომ პოლიტიკაში მიიღებთ მონაწილეობას. მორარჯი დესაის ერთი მიზეზი აქვთ, რომ გითხრათ: „ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში“. მე სრულიად სხვა მიზეზი მაქვს, რომ გითხრათ: „ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში“. ჩემი მიზეზი ასეთია: დაუტოვეთ პოლიტიკა სულელებს, ბრიყვებს, რომლებსაც სხვა არაფერი შეუძლიათ. ჯერ სცადეთ, რომ გახდეთ მეცნიერი, პოეტი, მხატვარი, არქიტექტორი, მუსიკოსი, მწერალი, თერძი, ხურო, - რაიმე გონივრული, შემოქმედებითი. თუ აღმოჩნდება, რომ არაფრის შექმნა არ ძალგიძთ, რომ ყველაფერი გამოსცადეთ, რაც შეგეძლოთ, და ყველა საგანში ერთიანი მიიღეთ, მაშინ დაკავდით პოლიტიკით. პოლიტიკა - ეს უკანასკნელი თავშესაფარია სულელებისთვის და ნაძირალებისთვის. მათ სხვაგან არსად აქვთ წასასვლელი. მაგრამ ჯერ ყველაფერი დანარჩენი გამოსცადეთ. ცხოვრება მშვენიერი განცდებითაა სავსე. პოლიტიკა დამანგრეველია, ეს ყველაზე უსახური მოვლენაა. დაუტოვეთ იგი მათ, ვისაც სხვა არაფერი შეუძლია. და გახსოვდეთ: თუ არ დაუტოვებთ მას იმ ადამიანებს, ვისაც მეტი არაფერი ძალუძს, ეს ადამიანები კრიმინალები გახდებიან.
კრიმინალი და პოლიტიკოსი - ეს ადამიანთა ერთი და იგივე ტიპია. როცა კრიმინალი პოლიტიკურ წარმატებას აღწევს, ის დიადი ლიდერი ხდება. თუ პოლიტიკოსი ვერ ახერხებს პოლიტიკაში წარმატების მიღწევას, ის კრიმინალი ხდება. ესენი დამანგრეველი ადამიანები არიან. მთელი მათი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ სხვებზე მოახდინონ დომინირება.
ჭეშმარიტად შემოქმედ ადამიანს არ აინტერესებს ვინმეზე დომინირება. იგი ისე ხარობს სიცოცხლით, რომ უნდა შექმნას რაღაც, ღმერთში მიიღოს მონაწილეობა. ხელოვნება - ეს ლოცვაა. იმ მომენტებში, როდესაც რაღაცას ქმნით, თქვენ ღმერთში იმყოფებით - თქვენ დადიხართ ღმერთში, ცხოვრობთ ღმერთში. რაც უფრო შემოქმედებითი ხართ, მით უფრო ღვთაებრივი ხდებით. ჩემთვის რელიგია - ეს ხელოვნებაა. ხელოვნება - კარიბჭეა რელიგიაში შემავალ ტაძარში. იყავით შემოქმედნი!
თუ სხვა არაფერი გამოგდით, მაშინ რჩება პოლიტიკა. იგი არაა გონიერი ადამიანებისთვის, იგი სრულიად უგუნური და ბრიყვი ადამიანებისთვისაა. უდავოდ, მათაც სჭირდებათ რარაც გამოყენება, ისინი რაიმე სისულელით უნდა დაკავდნენ. მათ სჭირდებათ პარლკამენტები, რომ ჰქონდეთ ადგილი საჭორაოდ და ორთქლის გამოსაშვებად. ეს მათ დაუტოვეთ!
მეც ვეუბნები სტუდენტებს: ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში, თუკი რა თქმა უნდა ყველაფერ დანარჩენში არ განიცადეთ წარუმატებლობა. ჯერ გამოსცადეთ ცხოვრების სხვა, უფრო მდიდარი განზომილებები. მე სხვა მიზეზი მაქვს ამის სათქმელად.
თუ ძალიან ადრე დაინტერესდებით პოლიტიკით, მთელი ცხოვრება ჩამორჩენილები დარჩებით. როდის აპირებთ კალიდასას, შექსპირის, მილტონის, ტენისონის, ელიოტისა და პაუნდის კითხვას? როდის აპირებთ დიდი მხატვრების ტილოების ნახვას, მათი ხელოვნების შესწავლას? როდის აპირებთ კაჯურაჰოში ან კონარაკში მედიტირებას? როდის აპირებთ ტაჯ-მაჰალის, მშვენიერი ნახატების ან ლექსების შექმნაზე ოცნებას? როდის? არსებობს დიადი ლიტერატურა, დიადი ფერ-წერა, დიადი პოეზია. იყავით ყურადღებით, მოძრაობის მიმართულების არჩევისას.
პოლიტიკა მიმზიდველია მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, და ეს უნდა გაიგოთ. უნდა გაიგოთ ინგლისური სიტყვა „self-consciousness”. ეს დაგეხმარებათ. მას ორი მნიშვნელობა გააჩნია. პირველი მნიშვნელობა - ისაა, რასაც ბუდა ასწავლის, რასაც გურჯიევი ასწავლის, რასაც მე ვასწავლი. ეს მნიშვნელობაა - „თვითცნობიერება“, „დაკვირვებულობა“. გურჯიევი ამ მნიშვნელობით სიტყვა „თვითგახსენებას“ იყენებდა; ბუდა იყენებდა სიტყვას სამა სმრატი, - „გაცნობიერება“, „ყურადღებიანობა“; კრიშნამურტი იყენებდა სიტყვას „გაცნობიერებულობა“, - გახდით სრულიად გაცნობიერებულნი და დაკვირვებულნი. „თვითცნობიერება“ - ეს ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობაა. ეს სიტყვა ძალიან ორაზროვანია.
მისი მეორე მნიშვნელობა - „სიმორცხვეა“. წარმოიდგინეთ, რომ სცენაზე დგახართ ძალიან მორიდებული. ესმნიშვნელობა პათოლოგიურ გამოვლინებას აღწერს. პირველი მნიშვნელობა გულისხმობს, რომ თქვენ აცნობიერებთ საკუთარ თავს, - არ წარმოადგენთ რობოტს და გაცნობიერებულობიდან გამომდინარე მოქმედებთ. მეორე მნიშვნელობა გულისხმობს, რომ გრძნობთ, თუ როგორ გააცნობიერებენ სხვები, როგორ გიყურებენ სხვები, თქვენ სხვა ადამიანების ცნობიერებათა ობიექტს წარმოადგენთ, - და ამის გამო გეშინიათ. თქვენ იმდენი ადამიანი გიყურებთ, რომ თუ რაღაც ისე არ წავა, მათ გაეცინებათ და იფიქრებენ, რომ სულელი ხართ, სასაცილო ხართ, - და ამის გამო გეშინიათ. სხვები გიყურებენ, თქვენ ობიექტს წარმოადგენთ. აცნობიერებთ ამ მოვლენას, აცნობიერებთ, რომ სხვები გაცნობიერებენ თქვენ, და შიშ გეზრდებათ. მაგრამ ამავდროულად იზრდება სიხარულიც: „მე ამდენი ადამიანი მიყურებს...“ შიშ იმაშ მდგომარეობს, რომ თუ რაღაც ისე ვერ წავა, ისინი სულელად ჩაგთვლიან. სიხარული იმაში მდგომარეობს, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოახერხებთ კარგად გამოსვლას, მაშნ ამდენი ადამიანი იფიქრებს: „უყურე შენ! რა დიდებული ადამიანია! რა დიადი არტისტია, მსახიობია, ორატორია!“ თუ კარგად გამოსვლას მოახერხებთ, თქვენ აღტაცებით შემოგხედავთ ამდენი ადამიანი, და ეს თქვენს ეგოს განადიდებს.
პოლიტიკოსი სწორედ ამ შეგრძნებისთვის ცხოვრობს. მას უნდა, რომ მას აღტაცების უყუროს მრავალმა ადამიანმა და ამგვარად მისი ეგო განადიდონ. მას ეშინია სიღრმეში შესვლა, რადგანაც იცის, რომ შიგნით არაფერი აქვს, მხოლოდ სიცარიელე. არ იცის, ვინ არის. საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას სხვა ადამიანების თვალებში ყურებით, მათი მოსმენით აგროვებს. თუ ისინი ამბობენ: „შენ დიადი ადამიანი ხარ“, მას სჯერა ამის და ცამდე მაღლდება. თუ ისინი ამბობენ: „შენ დიდი მაჰატმა ხარ“, იგი საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს, ეს მის ეგოს აკმაყოფილებს. იგი თავს აიგივებს ამასთან და გრძნობს, რომ იცის, ვინც არის. მაგრამ ეს არაა ნამდვილი ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, სხვა ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძიათ ამის წართმევა. და ისინი ყოველთვის ართმევენ ამას, რადგანაც ადრე თუ გვიან ხვდებიან, რომ თქვენ ვერ შეასრულეთ თქვენი დაპირება, რომ მთელი თქვენიო წარმოდგენა გაბერილი იყო.
უკვე შესამჩნევია, როგორ ინგრევა თანდათანობით მორარჯი დესაის უზარმაზარი ეგო. იგივე ემართება ჯიმი კარტერსაც, მისი ღიმილი სულ უფრო და უფრო მცირდება. მათ არ შეუძიათ იმ დაპირებების შესრულება, რაც ხალხს მისცეს. არადა უზარმაზარი დაპირებების მიცემა უწევთ: დიდი დაპირებების გარეშე შეუძებელია ხელისუფლებაშ მოსვლა. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, რომ არარეალური დაპირებები მისცენ, რომელთა შესრულებაც, როგორც მათ თვითონვე იციან, შეუძებელია. მაგრამ ნუთუ ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა? ჯერ ხელისუფლებაშ უნდა მოვიდნენ, შემდეგ კი ვნახოთ; ვნახოთ, შეძლებს თუ არა ვინმე მათ გადაგდებას. მაშნ ისინი მთელი ძალით ეჭიდებიან თავიანთ სავარძლებს, მათ ამაში ხელისუფლების მთელი სისტემა უწყობს ხელს, მთელი ბიუროკრატია და მთელი სახელმწიფოებრივი მანქანა. მთავრობაშ მოსვლის შემდეგ ვის ახსენდება თავისი დანაპირები? ლიდერებს სრულიად ავიწყდებათ თავიანთი დაპირებები. და ნურც კი ეცდებით, რომ შეახსენოთ! ისინი ძალიან განაწყენდებიან და გაღიზიანდებიან.
მაგრამ ხალხი ხედავს, რომ დაპირებები არ სრულდება: „ამ ადამიანებმა ჩვენ მოგვატყუეს!“ ლიდერის იმიჯი ნგრევას იწყებს, მისი ეგო კი იჩუტება. ეს მტკივნეულია.
პოლიტიკოსი რაღაცის გამუდმებულ ძიებაშია, რაც მის ეგოს განადიდებდა. მას სხვისი ყურადღება სჭირდება, მისი ეგო მილიონობით ადამიანმა უნდა გამოკვებოს. თუკი მხატვარი, მუსიკოსი, მოცეკვავე, მისტიკოსი დაიწყებენ სხვისი ყურადღების მოთხოვნას, ისინი პოლიტიკოსებად იქცევიან. მაშნ ისინი აღარ არიან ნამდვილი მხატვრები, ნამდვილი მისტიკოსები.
ნამდვილი მისტიკოსი, ნამდვილი მხატვარი - ეს ისაა, ვისაც ყოველთვის ახსოვს თვითგაცნობიერება, ამ სიტყვის პირველი მნიშვნელობა. იგი უბრალოდ აცნობიერებს საკუთარ თავს. მას არ სჭირდება სხვისი ყურადღება. იგი თვითკმარია. მას შეუძლია უბრალოდ იჯდეს სიჩუმეშ და დატკბეს საკუთარი თავით, არავინ არ დასჭირდეს. მისი ცხოვრება გაცნობიერებულობითაა სავსე, იგი ცნობიერად მოძრაობს, მისი ყოველი ნაბიჯი სინათლითაა სავსე. ამიტომაც არასოდეს განიცდის სინანულს ან დანაშაულის გრძნობას. იგი აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძია და იღებს ყველაფერს, რაც თავისთავად ხდება, - რადგანაც ეს ერთადერთია, რაც შეიძლება მომხდარიყო. იგი არასოდეს იყურება უკან, წინ მოძრაობს, აწმყოთი ცხოვრობს, და ძალიან ცნობიერად ცხოვრობს.
თვითგახსენება - ის მნიშვნელობაა, რომელსაც ბუდა ანიჭებს თავის გამოთქმას, და სწორედ იგი გაქცევთ შემოქმედათ. მორცხვობა, არასრულფასოვნების კომპლექსი - ეს ისაა, რაც პოლიტიკოსს ახასიათებს და ეგოისტად აქცევს მას.
გეუბნებით: ნუ მიიღებთ მონაწილეობას პოლიტიკაში, რადგანაც პოლიტიკა - ეგოს თამაშებია. ეგოს გაძლიერება - ნიშნავს საწამლავის ძიებას, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას დაანგრევს. პოლიტიკოსი - ყველაზე ღარიბი ადამიანია მსოფლიოში, ყველაზე ცარიელი, - მხოლოდ თივით გამოტენილი და მეტი არაფრით.
ბოლო კითხვა:
როდის შეიძლება თერაპია „დასრულებულად“ ჩავთვალოთ?
თერაპიას გახლეჩილი ადამიანი საჭროებს. თერაპია - იმ ადამიანს სჭირდება, ვინც ცალკეულ ნაწილებად დაიყო. თერაპია შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ, როდესაც ერთიანი, ერთი მთელი ხდებით.
მაგრამ ვერანაირი თერაპია, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე სამყაროში ცნობილი, ვერ მიგიყვანთ მთლიანობამდე. თერაპია - მაქსიმუმ, კოსმეტიკური რემონტია. შესაძლოა ადრინდელზე ცოტათი უკეთ ხდებით, მაგრამ მაინც გახლეჩილი რჩებით. თქვენ იმავე ოთახში გადააადგილეთ ავეჯი, და შესაძლოა ოდნავ უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, მაგრამ ეს ვერ გაგხდით მთლიან ადამიანად, რადგანაც როცა ადამიანი მთლიანი ხდება, მისი ცხოვრება ლოცვად იქცევა. ლოცვა - ეს მთლიანობის შედეგი პროდუქტია. მთლიანობა წმინდანად გაქცევთ. სანამ თერაპიის წყალობით თქვენს გულში ლოცვა არ დაიბადება, თერაპიას ვერ ჩავთვლით დასრულებულად. მთავარი საჭიროება - ლოცვაა.
ამბობენ, რომ იუნგმა ერთხელ თქვა, -და ეს ძალიან სწორი შენიშვნაა, - რომ მათი პაციენტების უმეტესობა თერაპიას კი არა, რელიგიას საჭიროებდა. ასევე ამბობენ, რომ მანვე თქვა, - და ამაშიც მართალია, - რომ ყველა მისი პაციენტს, რომელიც ორმოცდაორს იყო გადაცილებული, თერაპია კი არა, ლოცვა სჭირდებოდა. ჭეშმარიტი საჭიროება იმაშ მდგომარეობს, რომ ერთიანობა ვიგრძნოთ ამ უსასრულო ყოფიერებასთან.
ეგო განცალკევებულობის შეგრძნებას ქმნის; ლოცვა აქრობს ეგოს, და თქვენ კვლავ ერთიანი ხდებით ყოფიერებასთან. ეს იგივეა, რაც ნეტარება, ხოლო განცალკევებულად დარჩენა კონფლიქტს ნიშნავს. განცალკევებულად დარჩენა ყოფიერებასთან ბრძოლას, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს. დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უცილობლად მიგიყვანთ იმედგაცრუებამდე და მარცხამდე. მდინარესთან ერთ ნაკადში დინება, იმდენად, რომ ერთიანი ხდებით მდინარესთან, მისი ნაწილი ხდებით, უარს ამბობთ თქვენს ნებაზე და მთელი ყოფიერის ნებას აძევთ თავს, - სწორედ ესაა ლოცვა. თერაპია მაშნ მთავრდება, როცა თქვენს გულში ლოცვა იბადება.
მაგრამ ლოცვა ნამდვილი უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს უბრალოდ ფორმალობა. ის არ უნდა იყოს სიტყვების ცარიელი, თუთიყუშივით გამეორება. მან თქვენს არსში უნდა გაიდგას ფესვები და მისგან გაიზარდოს.
მე ერთი შესანიშნავი ანეკდოტი გამომიგზავნეს. იმედიტირეთ მასზე...
ყოველდღე, ექვსი თვის განმავლობაში, თავის ეკლეშიაში სკამზე მოწიწებით მოხრილი და ხელებშეტყუპებული იმეორებდა ერთიდა იმავე საწყალობელ ისტორიას.
- უფალო! მე ღარიბი და უბრალო ადამიანი ვარ. კვირის მესის შემდეგ ღვინის ყლუპის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ საკუთარ თავს, და ვიცი, როგორი ცოდვილი ვარ. ჩემს ცოლს არც თუ იშვიათად ხვდება ჩემგან ალიყური, ბავშვების დასაწყნარებლად კი ქამრის გამოყენებაც კი მიწევს ხოლმე. ბევრს არ გთხოვ, მხოლოდ რამდენიმე ფუნტის დანამატს ხელფასზე, - ყურადღება მიაქციე, რომ ეს ბავშვებისთვის მინდა, კანფეტები რომ ვუყიდო, და ცოლისთვის, რომ წუწუნი შეწყვიტოს. და შეიძლება ერთი-ორი კათხა ჩემთვისაც. ღმერთო, გპირდები, რომ ცუდად არ გამოვიყენებ ამ ფულს. შეგიძლია დამეხმარო? მაშინ ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება, და აღარაფერს აღარ მოგთხოვ. უფალო, დამეხმარე! ღვთისმშობელო მარიამ, მომეცი წყალობა! ამინ!
ერთხელ, უეცრად, ეკლესიის კარი ფართოდ გაიღო და მედიდური სახით შემოვიდა მოდურად ჩაცმული პუერტო-რიკოელი. მან გამომწვევი მზერა ესროლა საკურთხეველს, მუჭი ზემოთ ასწია და დაიყვირა:
- ეი შენ, ღმერთო! მომისმინე აქ! მე არის რამდენიმე დღე ეს ქვეყანაში. მე არაფერი აქვს, და ისინი არ აძლევენ კრედიტი, ამიტომ მოვედი შენთან. პირველ რიგში გემრიელი გოგო მჭირდება. ძვირფასი ბეწვის შუბით და ბრილიანტებით უნდა შევმოსო, დიდი მანქანით უნდა ვაკატაო, და ბევრი ფული უნდა დავახარჯო. ამიტომ მე უნდა მოვიგო დოღში და კარგად ჩავდო ფული. და ეს რაც შეიძლება მალე უნდა. ამიტომ შეწყვიტე სისულელეების კეთება და საქმეს მიხედე. მე იცის, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება, ღმერთო, მე ზუსტად იცის...
შემდეგ, როცა უკან გამობრუნდა, იგივე სახით დაამატა:
- როგორ ესმის შენი მეგობარო, როგორ ესმის!
რამდენიმე კვირის შემდეგ იგივე კათოლიკე მუხლმოყრილი ლოცვას ბუტბუტებდა, როცა ეკლესიის კარი კვლავ ფართოდ გაიღო და იგივე პუერტო-რიკოელი შემოვიდა მდიდრულად გამოწყობილ ლამაზმანთან ერთად, ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა საკურთხეველს და ყურებამდე გაღიმებულმა თქვა:
- მე იცის, რომ შენ შეგიძლია ეს, ღმერთო! ახლა მე „როლს როისი“ ყავს. მე იპოდრომი აქვს. მას სემდეგ, რაც ამდენი მოიგო, ჩემი ჯიბეები ფულით სავსეა. ფისუნია, უთხარი მადლობა ღმერთს.
- გმადლობ ღმერთო! - ამბობს ლამაზმანი.
ეკლესიიდან გამოსვლამდე იგი ამატებს:
- გაითვალისწინე, ღმერთო, ნებისმიერ მომენტში, როცა თავად დაგჭირდება რამე, მე მომმართე, რადგან შენი მეგობარი ვარ!
საწყალი ირლანდიელი განრისხებული შოკში აკვირდებოდა ამ ყველაფერს, და როცა წავიდნენ, საკურთხეველს მივარდა, მიწაზე გაწვა და ქვითინი დაიწყო:
- რა გავაკეთე ისეთი, რომ არ გესმის ჩემი ტანჯვა-წვალება? რატომ არ პასუხობ ჩემს ლოცვებს? უკვე მრავალი თვეა გთხოვ. არც ისე ბევრს გთხოვ, ის კი უცხოელია, თავად ეშმაკის ფერი! რატომ დააჯილდოვე ის, მე კი არც მიპასუხე? ღვთისმშობელო მარიამ, შემიბრალე, მითხარი, რას ვაკეთებ არასწორად!
უეცრად ეკლესიაში შუქი გამოირთო, ავისმომასწავლებელმა სიჩუმემ დაისადგურა, და შემდეგ საკურთხევლის თავზე გამყინავმა ცისფერმა სინათლემ გაიელვა, და მრისხანე ხმამ დაიქუხა (თითების სამი გატკაცუნება):
- როგორც ჩანს, მე შენი უბრალოდ არ მესმის, მეგობარო!!
ლოცვა გულიდან უნდა მოდიოდეს. იგი თქვენი არსიდან უნდა გამომდინარეობდეს. იგი ნამდვილი უნდა იყოსმხოლოდ მაშინ, და მხოლოდ ამ სემთხვევაშ მოხდება რაღაც. თქვენ არ უნდა იყოთ ღმერთთან ფორმალურ ურთიერთობაში. უნდა გესმოდეთ მისი, და მხოლოდ ამ შემთხვევაშ გაგიგებთ ისიც თქვენ.
ფორმალობამ მთელი რელიგია მოკლა. იყავით არაფორმალური, იყავით მეგობრული, იყავით მოდუნებული ღმერთთან. როცა ღმერთთან მოშვებული ხართ, თერაპია მთავრდება, თქვენ რელიგიის სამყაროშ შედიხართ. თერაპია მხოლოდ იმიტომაა აუცილებელი, რომ ადამიანებს დაავიწყდათ, როგორ იყვნენ რელიგიურნი. ბუდას დროს თერაპია არ იყო საჭირო. ადამიანებმა ბუნებრივად იცოდნენ, როგორ ყოფილიყვნენ რელიგიურნი. თერაპია - ეს თანამედროვე მოთხოვნილებაა, რადგანაც ადამიანებს სრულიად დაავიწყდათ, როგორ იყვნენ რელიგიურნი. ისინი წარმოადგენენ ქრისტიანებს, ინდუისტებს, მუსულმანებს, მაგრამ ისინი არ არიან რელიგიურნი.
ჩემს კომუნაში მე შევქმენი ყველასთვის აუცილებელი თერაპია, რადგანაც სანამ თერაპიას არ გაივლით, ვერ შეძლებთ საკუთარი თავის ლოცვასთან დაკავშირებას. თერაპია დაგეხმარებათ განტვირთვაში, მთელი იმ ნაგვისგან დაცლაში, რომელიც საზოგადოებამ მოგახვიათ თავს. თერაპია დაგეხმარებათ კათარზისის გავლაში და იმ ყველაფრისგან განთავისუფლებაში, რაც თქვენს შიგნით დათრგუნეთ. თერაპია გაგწმენდთ. ლოცვა კი შესაძლებელია მხოლოდ სუფთა, ნათელ გულში. როცა იბადება ლოცვა - ხდება სასწაული. ლოცვა - ეს ყველაზე დიდი სასწაულია სამყაროში.
დღეისათვის საკმარისია.