სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ცხოვრების აზრი; ცხოვრების ცოდნა შეგრძნებების მიღმა

 

ცხოვრების აზრი; ცხოვრების ცოდნა შეგრძნებების მიღმა

როგორ ახერხებს ადამიანის სხეული ცხოვრების მნიშვნელობის შეცნობას? რა არის მისი შემეცნების წყარო? პასუხი აშკარაა: ხუთი შეგრძნების მეშვეობით.

ყველაფერი რაც იცით სამყაროზე ან საკუთარ თავზე, არის ინფორმაცია მოგროვებული მხოლოდ ამ ხუთი შეგრძნების მეშვეობით - მხედველობით, სმენით, ყნოსვით, გემოვნებით და შეხებით. თუ გრძნობის ორგანოები მოშლილია, თქვენ ვერასოდეს შეიცნობთ სამყაროს და ვერც თქვენს თავს.

ყოველღამე, როდესაც იძინებთ, ანაზდეულად თქვენს ირგვლივ ადამიანები უჩინარდებიან, სამყაროც და თქვენ თავადაც უჩინარდებით. თქვენ კვლავ ცოცხალი ხართ, ისევე როგორც ყველა თქვენს ირგვლივ, მაგრამ თქვენს შეგრძნებებში ყველა უჩინარდება, რადგან თქვენი ხუთი გრძნობის ორგანო გადადის „გამორთულ (ძილის)“ რეჟიმზე.

გრძნობის ორგანოები შეზღუდულია. მათ მხოლოდ იმის აღქმა შეუძლიათ, რაც ფიზიკურია. თუ თქვენი აღქმა შეზღუდულია ხუთი შეგრძნებით, შესაბამისად თქვენი ცხოვრებისული თვალსაწიერიც მხოლოდ ფიზიკური რეალობის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, შეგრძებები ყველაფერს რაღაცასთან მიმართებაში აღიქვამენ. მე თუ ვეხები მეტალის ნივთს და ჩემი თითები სიცივეს შეიგრძნობენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩემი სხეული უფრო თბილია. დავუშვათ შევძელი სხეულის ტემპერატური შემცირება და შემდეგ შევეხე მეტალის ნივთს, ახლა უკვე შეხებისას სითბოს შევიგრძნობ.

აღქმის შეგრძნებები აბსულუტურად მშვენიერი ინსტრუმენტებია ადამიანის არსებობის გასახანგრძლივებლად. ისინი თქვენი დაბადებისთანავე აქტიურდება, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი არსებობის გასახანგრძლივებლად. მაგრამ თუ არსებობის გახანგრძლივებაზე მეტი გსურთ, მაშინ მარტო შეგრძნებები არ კმარა. ისინი რეალობის დამახინჯებულ სურათს გაწვდიან, რადგან მათი შეგრძნების უნარი ფარდობითია.

თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ შეიცნოთ ცხოვრება მთელი თავისი სიღრმითა და სიდიდით, აუცილებელია ჩაიხედოთ თქვენს შიგნით და არა გარეთ. რატომ? რადგან სიცოცხლის არსებითი ბუნება მდგომარეობს არა სხეულისა და გონების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოვლინებებში, არამედ მის წყაროში. თუმცა შიგნით ჩახედვა ადვილი არ არის. ეს მოითხოვს მუშაობს, რადგან თქვენ ჯერ არ გაგაჩნიათ შემეცნებითი მექანიზმი შიგნით ჩახედვისთვის. ადამიანებისთვის ეს სირთულეს წარმოადგენს, რადგან თქვენი განცდების წყარო თქვენს შიგნითაა, ხოლო აღქმა კი მხოლოდ და მხოლოდ გარეთაა მიმართული.

სწორედ ამიტომაც არის გათიშული ერთმანეთისგან „შიგნით“ და „გარეთ“. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რაც არის თქვენს გარეთ, მაგრამ ვერ ხედავთ იმას რაც თქვენს შიგნითაა. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ჩურჩულით ნათქვამიც კი, მაგრამ თქვენს შიგნით ხდება იმდენი რამ, რაც აღემატება თქვენი მოსმენის უნარს. თუ თქვენს სხეულზე ჭიაანჭველა აცოცდება, თქვენს ამას ადვილად შეიგრძნობთ, მაგრამ ვერ გრძნობთ სისხლის ნაკადების დინებას თქვენს სხეულში. თქვენს გრძნობის ორგანოებს შეუძლიათ მხოლოდ გარე შეგრძნებების რეგისტრირება - მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს, და შეხების. მაგრამ განცდების წყარო თქვენს შიგნითაა. განცდა შეიძლება გამოწვეულ იქნას გარეგანი სტიმულით, მაგრამ ის მუდამ შიგნით წარმოიშობა, და ისეც ხდება, რომ იგიგვე განცდები ყოველგვარი გარეგანი სტიმულების გარეშე გენერირდება.

იოგა მთლიანობაში მიმართულია თქვენი გამოცდილების გაფართოებისკენ ხუთი შეგრძნების საზღვრებს მიღმა. არსებობს განზომილება რომელიც მიუწვდომელია შეგრძენებებით აღქმისთვის. შეგიძლიათ ამ განზომილებას უწოდოთ ის რაც გაგიხარდებათ. თუ გნებავთ დაარქვით მას „პირადი მე“ ან „ღვთაებრივი“. თქვენ ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ ეს როგორც „ღმერთი“. ტერმინოლოგიის არჩევა თქვენზეა დამოკიდებული.

და თუ თქვენ არ ეძებთ ღვთაებრივს ან პიროვნულ მეს, აღქმისუნარიანობის გაზრდას მაინც შეუძლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თქვენი კეთილდღეობისთვის საფუძვლის შექმნაში. ვინც არ უნდა იყოთ - ექიმი, პოლიციელი, ინჟინერი, ხელოვანი, დიასახლისი თუ სტუდენტი, - არსებითად თქვენი აღქმის ხარისხი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური და წარმატებული ხართ, და რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ ამ პლანეტაზე. შეგრძნებითი აღქმის გაფართოებას მის არსებულ საზღვრებს მიღმა, შეუძლია მოგცეთ ფენომენალური შედეგი, სრულიად ახალი და გარეგნულად ჯადოსნური განზომილების თქვენს ცხოვრებაში შემოტანით.

ხშირად დასმული კითხვებია: „აღქმის გაზრდა ძალიან რთულია? იმისათვის რომ, შიგნით ჩახედვა შევძლო, ხომ არ უნდა განვმარტოვდე ჰიმალიას რომელიმე გამოქვაბულში?“

რათქმაუნდა არა. ეს შესაძლებლობები არ წარმოიშობა სადმე მთაზე განმარტოების შედეგად; ის თქვენს შიგნითაა. ის თქვენთვის ხელმიუწვდომელია იმ მიზეზით, რომ თქვენ დაკვებული ხართ იმით, რაც ხდება გარეთ, ან ძალიან გართული ხართ თქვენივე ფსიქოლოგიური დრამით. სწორედ ყურადღების ნაკლებობამ განაპირობა ადამიანების მიერ შინაგანი სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობის უარყოფა.

შიგნით შებრუნებას არაფერი აქვს საერთო ფიქრებთან, იდეებთან, მოსაზრებებთან ან ფილოსოფიურ მიდგომებთან. მას არა აქვს საერთო არც თქვენი გონების ფსიქოლოგიურ აქტივობასთან. თქვენი აღქმისუნარიანობის გაზრდა ნიშნავს შეგეძლოთ ცხოვრების მიღება ისეთად, როგორიც არის. თუ მზად ხართ, ამას მიუძღვნათ დღეში სულ რამოდენიმე წუთი, მალე ცვლილებებს იხილავთ. თქვენი შინაგანი ბუნებისთვის ცოტათი მეტი ყურადღების მიპყრობის მარტივი პროცესი, არსებითად შეცვლის თქვენი ცხოვრების ხარისხს.

სადჰანა (2)

დასაწყისისთვის, ძილის წინ ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაზეც ფიქრობთ, რომ ხართ თქვენ; თქვენს ფიქრებს, ემოციებს, თმას, კანს, ტანსაცმელს, მაკიაჟს. იცოდეთ რომ არც ერთი მათგანი არ ხართ. არ არის დასკვნის გამოტანის საჭიროება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხართ „თქვენ“ ან რა არის „ჭეშმარიტება“. ჭეშმარიტება არ არის დასკვნა. თუ მცდარი დასკვნების გამოტანისგან თავს შეიკავებთ, ჭეშმარიტება თავისით გამოაშკარავდება. ეს გავს თქვენს მიერ ღამის აღქმას; მზე არ გამქრალა, უბრალოდ პლანეტა სხვა მხარეს იყურება. თქვენ ფიქრობთ, კითხულობთ, ლაპარაკობთ „მე-ზე“, რადგან დაკავებულიხართ სხვა მხარეს ყურებით! თქვენ ჯერ არ გიცდიათ გაგეგოთ, თუ რას წარმოადგენს თქვენი ნამდვილი მე. საჭიროა არა დასკვნის გამოტანა, არამედ შემოტრიალება. თუ ამ გაცნობიერებით მოახერხებთ ძილის მდგომარეობაში გადასვლას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. რადგან ძილი თავისუფალია გარე ჩარევისგან, ეს გაცნობიერბეულობა გადაიზრდება მძლავრ გამოცდილებაში. დროთა განმავლობაში თქვენ შეაღწევთ ყველა დაგროვებულობის მიღმა არსებულ განზომილებაში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff