სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მეოთხე ნაწილი - ენერგია

 

pran

მეოთხე ნაწილი - ენერგია

პრანის ნაკვალევზე

ამჟამად ადამიანები სხვადასხვანაირად იდენტიფიცირდებიან სხეულთან და გონებასთან. მაგრამ პრინციპში ის რასაც თქვენ „მეს“ ეძახით, არის ენერგიის გარკვეული რაოდენობა. თანამედროვე მეცნიერებამ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ ყველაფერი ამ სამყაროშიი ერთი და იგივე ენერგიის მილიონობით სხვადასხვა გამოვლინებაა. როდესაც აინშტაინმა მოგვცა ფორმულა E = mc2, მან მარტივად გვითხრა რომ, ეს სამყარო შეიძლება დავინახოთ როგორც ენერგია. მთელი მსოფლიოს რელიგიები იგივეს აცხადებენ, უბრალოდ იყენებენ განსხვავებულ ტერმინოლოგიას, როდესაც ამტკიცებენ რომ „ღმერთი ყველგანაა.“

თანამედროვე მეცნიერება ამ დასკვნებამდე მათემატიკური დედუქციის წყალობით მივიდა. რელიგიებმა კი ეს დასკვნები თავიანთი რწმენის წყალობით მიიღეს. მაგრამ იოგი კერკეტი კაკალია, რომელსაც არ აკმაყოფილებს არც დედუქცია და არც რწმენა. მას სურს აბსოლუტის საკუთარი გამოცდილების ფარგლებში მოქცევა, ინდივიდუალური აღქმის სრულყოფილების გზით. ამიტომაც იოგური ტრადიცია არ ახსენებს ღმერთს, და არც უარყოფს მას.

ადამიანის სწრაფვა გაფართოებისკენ სინამდვილეში არის აბსოლუტური უფორმო ინტელექტის გამოვლინება, რომელიც არის ჩვენი რაობის წყარო. ნაცვლად იმისა, რომ ვცადოთ და ვიპოვოთ ჩვენი სწრაფვის წყარო, ჩვენ ვცდილობთ მის გარე სამყაროში გამოხატვას. ჩვენი გრძნობის ორგანოების ბუნების გამო, რომლებიც მიმართულია გარე სამყაროსკენ, ჩვენ შეცდომით გვჯერა, რომ გარეგანი გამოხატულება როგორმე დაგვაკმაყოფილებს. როდესაც გამოხატულება გვეშლება მიზეზში, ამას მხოლოდ ვითარების დახლართულობამდე მივყავართ, და არა თავისუფლებამდე.

ადამიანების სასიცოცხლო ენერგიების ერთადერთი მიზანი არის უსასრულებასთან შეხება - რაც ჩვენი ჩამოყალიბების ბირთვია. მათ არ გააჩნიათ სხვა მიზანი. თქვენი გონება შეიძლება ფიქრობს ფულზე და ახალ სახლზე, თქვენს სხეულს შეიძლება სურდეს საკვები და ძილი, მაგრამ თქვენი სასიცოცხლო ენერგიები მუდამ ისწრაფვიან თქვენი ფიზიკური და მენტალური სტრუქტურების მიერ დაწესებული საზღვრების გარღვევისკენ. თანდათანობით, ცხოვრების პროცესში ბევრმა ადამიანმა შეწყვიტა, თავიანთი სასიცოცხლო ენერგიების ტრაექტორიის მიმართულებით სიარული. ამის შედეგად, მათ მიაჩნიათ, რომ არიან განცალკევებული, ავტონომიური წარმონაქმნები.

მაგრამ განცალკევებულობა არის მითი. თქვენი ფიზიკური და მენტალური სხეულების შიგთავსი შეგროვებულია გარედან. ისინი თქვენ გეკუთვნით მაგრამ ისინი არ ხართ თქვენ. თუ გინდათ იმ გზით წახვიდეთ, რასაც ამჟამად თქვენი სხეული მიუყვება, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ის მიდის პირდაპირ საფლავისკენ. მსგავსად ამის, რაც გონებად მიგაჩნიათ არის კომპლექსური, გარედან შეგროვებული მასალის უწესრიგობა. გონების მიზნები მთლიანად თვით-წარმოქმნილია. ამჟამად, შეიძლება გგონიათ რომ ეს მიზნები სრულიად ნორმალურია, მაგრამ ჩვეულებრივ ისინი გვაშორებენ ცხოვრებისეულ პროცესს. აქედან გამომდინარე, უნდა იცოდეთ, რომ თუ იმ გზას გაყვებით რასაც თქვენი გონება მიყვება, თქვენ ალტერნატიული ფსიქოლოგიური წარმონაქმნისკენ მიდიხართ; რომელიც შეიძლება იყოს მომხიბლავი, მასტიმულირებელი ან თუნდაც დროებით ნუგეში მომცემი, მაგრამ ამას ეგზისტენციალურ რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მთელი იოგური პროცესი მიმართულია იმისკენ რომ, ხელი შეუწყოს ადამიანში ცხოვრების უსასრულოდ გაფართოების ბუნებრივ სწრაფვას. ეს აძლევს ცნობიერ გამოხატულებას ადამიანის ამ საბაზისო მოთხოვნილებას. იოგურ მეცნიერებაში სხვადასხვა სულიერი პრაქტიკები მიმართულია ამ სწრაფვის ხელშესაწყობად სამ დონეზე: ფიზიკური სხეულის დონეზე, მენტალური სხეულის დონეზე, და ადამიანის მექანიზმის მესამე ქარქაშის, ან შრის - პრანამაიაკოშას, ან იგივე ენერგიის სხეულის დონეზე.

იოგა ნიშნავს მენტალური და ფიზიკური პროცესების გარკვევით განცდას, არა როგორც თქვენს საბაზისო მოცემულობას, არამედ როგორც თქვენს მიერ გამოწვეულს. თუ თქვენ ცნობიერად განაგებთ სხეულის და გონების ამ ორ ინსტრუმენტს, მაშინ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ასი პროცენტით თქვენი შემოქმედება იქნება. ამისათვის თქვენ მხოლოდ გჭირდებათ შექმნათ დამაშორებელი მანძილი(დისტანცია), თქვენსა და იმ ყველაფერს შორის რაც გარედან დააგროვეთ.

ყველაფერი რაც ამ ცხოვრებაში დააგროვეთ, თან გახლავთ სადაც არ უნდა წახვიდეთ. ყველაფერი რაც დააგროვეთ ძალიან ღრმად არის თქვენზე მიჯაჭვული, და თავის მხრივ, თქვენც ასევე ღრმად ხართ მათზე მიჯაჭვული, გარკვეულ ქვეცნობიერ დონეზე. ეს დამამძიმებელ ტვირთათ იქცევა, რადგან არ იცით თუ როდის უნდა გამოიყენოთ ეს და როდის გვერდზე გადადოთ. ეს იმ ტომარასავითაა, რომელსაც მუდამ მხრებით დაატარებით.

მაგრამ თქვენ შეგიძლია ეს ტვირთი ძირს ჩამოდოთ. ის მაინც თქვენი კომპანიონი იქნება, ოღონდ ნაკლებად დამამძიმებელი! ნამდვილად შესაძლებელია თქვენსა და თქვენს მიერ დაგროვებულს შორის დამაშორებელი მანძილის შექმნა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის როცა გსურთ, მაგრამ არ არის საჭირო მასთან თავის გაიგივება. თუ ვერ შეძლებთ ამ მანძილის შენარჩუნებას, თქვენი ცხოვრებისეული ხედვა დაბლარული იქნება. თქვენი მეხსიერება და წარმოხასვა - რაც მოიცავს თქვენს ყველა იდეას, შეხედულებას და ემოციას - განეკუთვნება ფსიქოლოგიურ სფეროს. ცხოვრების დაგემონვება და ტრანსცენდენტირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხედავთ განსხვავებას ფსიქოლოგიურსა და ეგზისტენციალურს შორის.

სპირიტუალური პროცესი ნიშნავს ცხოვრებასთან დაბრუნებას. ის ნიშნავს გაყვეთ თქვენს ცხოვრებისეული ენერგიების ღრმა ინტელექტს. არსებობს ბევრი საშუალება იმის გასარკვევად, თუ რა მიმართულბით სურს თვენს ცხოვრებისეულ ენერგიებს დინება. თუ თქვენ მოახერხებთ დე-იდენტიფიკაციის მოხდენას თქვენს ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებთან, ამას ნათლად დაინახავთ. ჰარმონიას და გაწონასწორებულობას მიაღწევთ მხოლოდ მაშინ როდესაც, თქვენი ცხოვრებისეული ენერგიების მიმართულებით ცნობიერად გაემართებით. მხოლოდ ასეთ სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნისას გაბედავთ გამოიკვლიოთ სიუხვის უმაღლესი დონეები და გარისკავთ შეაღწიოთ ცხოვრების უღრმეს საიდუმლოებებში.

ტკივილი მაგრამ არა ტანჯვა

ახალგაზრდობაში მოტოციკლით ვმოგზაურობდი მთელ ქვეყანაში. ერთხელ, ერთ მიყრუებულ ადგილას ავარიაში მოვყევი და შედეგად წვივის კუნთი შიგ ძვლამდე გადამესერა. ადგილობრივ კლინიკას მივაშურე და ექიმს ვთხოვე ჭრილობის გაკერვა. ექიმმა გასინჯა ჭრილობა და თქვა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან არ ჰქონდა არანაირი ანესთეზიური საშუალება. მან მირჩია, რომ დაუყოვნებლივ წავსულიყავი საავადმყოფოში, რათა მიმეღო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მე ვუპასუხე, რომ დრო არ მქონდა, რადგან მოგზაურობა უნდა გამეგრძელებინა და ჩემს განსაზღვრულ გრაფიკში უნდა ჩავტეულიყავი. ვუთხარი რომ, უნდა გავეკერე. მან კვლავ უარი მითხრა. ძლიერი სისხლდენა მქონდა. ბევრი კამათი შემდეგ დამნებდა, რადგან იმ ადგილას სადაც ვიდექი, პატარა სისხლის გუბე წარმოიქმნა. ამგვარად, მან ანესთეზიის გარეშე დაიწყო ჩემი გაკერვა, და 52 ნაკერი დამადო სამ განსხვავებულ დონეზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მე მას ვესაუბრებოდი. ის კი გამუდმებით ოფლად იღვრებოდა და ხვნეშოდა. როცა ყველაფერი დასრულდა, მან სკეპტიკურად მკითხა: „ნუთუ საერთოდ არ გტკივათ?“

რათქმაუნდა მტკიოდა, საშინელი, გაუსაძლისი ტკივილით. მაგრამ ტკივილი, ბუნებივი მოვლენაა, და ის კარგია. ფეხი, რომ გქონდეთ დაჩეხილი, ტკივილის გარეშე ამას საერთოდ ვერ გაიგებდით. მაგრამ ტანჯვა, ეს საერთოდ სულ სხვა რამეა. ტკივილის ატანა ისედაც საკმარისია: რატომ უნდა დავამძიმოთ სიტუაცია ტანჯვით? ტანჯვას ჩვენ თვითონ ვქმნით. და ყოველ ადამიანს აქვს არჩევანი; იტანჯოს ან არ იტანჯოს. უკანასკნელის არჩევას დიდი ჭკუა არ ჭირდება.

კარმული თავსატეხი

იყო ასეთი შემთხვევა... ერთ დღეს შანკარა პილაი მეგობრებთან ერთად ბარში იმყოფებოდა. მოულოდნელად, საათმა 8 ჩამოკრა. შანკარა პილაიმ ჭიქა მაგიდაზე დადო, წამოდგა და კარისკენ გაემართა.

მეგობრებმა ჰკითხეს: „ჰეი, რა ხდება? სად მიდიხარ? რატომ არ დაცლი შენს ჭიქას ბოლომდე?“ მაგრამ შანკარა პილაი აგრძელებდა კარისკენ სვლას, ხმის ამოუღებლად, როგორც ზომბი.

მეგობრებმა გაიცინეს და უთხრეს: „ყველაფერი გასაგებია! რვა საათია და სახლში უნდა წახვიდე, რადგან შენი ცოლის გეშინია, ასე არ არის? კაცი ხარ თუ თაგვი?“

შანკარა პილაი გაჩერდა, შემოტრიალდა და უთხრა მათ: „მე ოჯახის უფროსი ვარ. თაგვი რომ ვიყო, ჩემს ცოლს შეეშინდებოდა ჩემი!“

ის ნელა მივიდა სახლამდე. მისი ცოლის დადგენილი კანონი იყო, რომ ის რვა საათისთვის უნდა მისულიყო სახლში. დღეს ის თაგვზე და კაცზე კამათის გამო შეყოვნდა, და თან ნელი, ნასვამი სიარულის მანერის გამოც დააგვიანდა. მისი ცოლი ვერანდაზე იჯდა და ხელში საგორავს(ცომისას) ატრიალებდა. მან მწყრალად გადახედა და უთხრა: „შე ბრიყვო, ისევ მთვრალი ხარ? მოდი აქ და მე შენ გაჩვენებ!“

შანკარა პილაი იყო სუსტი, მაგრამ მარდი კაცი. ის ცოლისკენ მორჩილად გაემართა, მაგრამ მოულოდნელად გვერდზე გაუსხლტა და სახლში შეირბინა. ცოლი წამოდგა და გაეკიდა. მან ცოლი მთელ სახლში არბენინა. ის დარწმუნებული იყო, რომ ცოლი მას ვერასდროს დაიჭერდა. თუმცა მომქანცველი სირბილის შემდეგ, შანკარა პილაიმ საძინებელში შეირბინა და საწოლის ქვეშ შეძვრა. ცოლმა ის თითქმის დაიჭირა, მაგრამ რადგან ტანად ძალიან დიდი იყო, საწოლის ქვეშ ვერ შეძვრა. შანკარა პილაი საწოლის ქვეშ უსაფრთხოდ იწვა, ცოლი კი ზემოდან დასჩხაოდა: „შე მშიშარა! რას აკეთებ საწოლის ქვეშ? გამოდი ახალავე! კაცი ხარ
თუ თაგვი?“

შანკარა პილაიმ ქვევიდან გამოსძახა: „მე ოჯახის უფროსი ვარ. თავისუფალი კაცი ვარ და სადაც მინდა იქ დავწვები.“

ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც მას ამ მომენტში შეეძლო უსაფრთხოდ ყოფნა, მაგრამ მან მაინც განაცხადა, რომ ეს მისი თავისუფალი არჩევანი იყო! სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობაც სწორედ იგივეს აკეთებს: თავიანთ კომპულსურობას და შეზღუდევბს, თავისუფალ არჩევნად ასაღებენ. თქვენ თავისუფალი ხართ მაშინ, როდესაც შეგიძლიათ მხიარულად აკეთოთ, ის რაც საჭიროა მოცემულ სიტუაციაში. მაგრამ საკუთარი თავის შეზღუდვა, მხოლოდ იმის კეთებით რაც მოგწონთ, არის საშინლად კომპულსური ცხოვრების საშუალება. კომპულსურობა არის კარმის ხრიკი, კარმა კი არის მთელს მსოფლიოში გავრცელებული უძველესი სიტყვა, რომლის მნიშველობაც დამახინჯებულია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff