მისტიკოსის გზა
მისტიკოსის გზა
მისტიკური გამოცდილების შესახებ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს გარკვეულ წრეებში. ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ჰქონდათ უჩვეულო პარანორმალური გამოცდილება, რასაც თავიანთი სულიერი ევოლუციის დამამტკიცებელ საბუთად იყენებენ.
ჩვენს დროებაში, ადამიანების სულიერ ლექსიკონში ფართოდ გავრცელებული სიტყვაა „სამადჰი“, რაც მისტიკური მიღწევის დამადასტურებელ სინონიმად მიიჩნევა.
რა არის სამადჰი?
ეს არის უშფოთველობის გარკვეული მდგომარეობა, რომელშიც ინტელექტი სცდება თავის ნორმალურ დისკრიმინატორულ(განმასხვავებელ) ფუნქციას. ეს თავის მხრივ ასუსტებს, ადამიანის კავშირს თავის ფიზიკურ სხეულთან, მათ შორის სივრცეს წარმოშობს.
არსებობს სამადჰის ბევრი სახეობა, რომლებიც უკეთესად გაგების მიზნით, კლასიფიცირდება რვა ტიპად. ამ რვას შორის არის, ორი ფართო კატეგორია; სავიკალპა (სამადჰები ისეთი მახასიათებლებითა და თვისებებით, როგორიცაა, ძალიან სასიამოვნო, ნეტარი, და ექსტაზური); და ნირვიკალპა (სამადჰები, რომლებიც არის სასიამოვნოსა და უსიამოვნოს მიღმა, ყოველგვარი მახასიათებლებისა და თვისებების გარეშე.) ნირვიკალპა სამადჰის შემთხვევაში, სხეულთან კონტაქტი მხოლოდ ერთ წერტილშია. დანარჩენი ენერგია თვისუფალია და არ არის დაკავშირებული ფიზიკურთან. ეს მდგომარეობები ნარჩუნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა დაეხმაროს პრაქტიკოსებს, თავიანთ თავსა და სხეულებს შორის განსხვავების დადგენაში.
სამადჰი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადამიანის სულიერ ევოლუციაში, მაგრამ ის მაინც არ არის საბოლოო. გარკვეულის სახის სამადჰის გამოცდილების ქონა, სულაც არ ნიშნავს რომ, თავისუფლდებით არსებობის ციკლიდან. ეს უბრალოდ გამოცდილების ახალი დონეა. როდესაც ბავშვი იყავით, ცხოვრებას განსაკუთრებული სახით განიცდიდით. როდესაც მოწიფულობის ასაკში ინაცვლებთ, გამოცდილების სხვა დონე ჩნდება. ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში ერთიდაიგივე მოვლენებს სრულიად განსხვავებულად განიცდით. სამადჰიც სწორედ ასეა.
ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს(ჩიაძიროს) გარკვეული დონის სამადჰის და წლების განმავლობაში დარჩეს ამ მდგომარეობაში, რადგან ეს სასიამოვნოა. ამ მდგომარეობაში არ არსებობს არც სივრცე და არც დრო, და არც ხორციელი პრობლემები, რადგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბარიერები გარკვეულ დონემდე გადალახულია. როგორც კი ისინი გამოვლენ ამ მდგომარეობიდან, ყველა ხორციელი საჭიროება და მენტალური ჩვევა ისევ უბრუნდებათ.
ჩვეულებრივ, მას ვინც ოდნავ მთვრალია გააჩნია ცხოვრების განცდის და სიცოცხლითაღსავსეობის განსხვავებული დონე, მასთან შედარებით ვინც სრულიად ფხიზელია. მაგრამ გარკვეულ მომენტში ყველა უწევს დაეშვას ღრუბლებიდან. ყველა სამადჰის არის ინტოქსიკაციის(„კაიფის“) საშუალება, გარედან ყოველგვარი ქიმიური ნივთიერების მიღების გარეშე. ამ მდგომარეობაში, თქვენს წინაშე ახალი განზომილებები იხსნება. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ტრანსფორმაცია არ არის სამუდამო. თქვენ არ გადასულხართ სხვა რეალობაში. თქვენი გამოცდილების დონე გაღრმავდა, მაგრამ თქვენ საბოლოოდ არ განთავისუფლებულხართ.
გასხივოსნებულთა უმრავლესობა არასდროს დარჩენილა სამადჰის მდგომარეობაში. გასხივოსნების შემდეგ გაუტამა ბუდჰა არასდროს დამჯდარა წლობით განგრძობითი მედიტიციისთვის. ბევრი მისი მოწაფე წლობით, ძალიან დიდხანს მედიტირებდა. მაგრამ თავად გაუტამას ეს აღარ გაუკეთებია, რადგან ალბათ ნახა რომ, ეს არ იყო მისთვის აუცილებელი. გასხივოსნებამდე მან აპრაქტიკა და განიცადა სამადჰის რვავე ტიპი, მაგრამ ყველა უკუაგდო. მან თქვა, „ეს ის არ არის.“ მან იცოდა რომ, ეს არ მიიყვანდა გაცნობიერებამდე. სამადჰი არის უბრალოდ გამოცდილების ამაღლებული დონე, თავისებური შინაგანი LSD, ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე, რაც იწვევს აღქმის დონეების ცვლილებას. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ძლიერ მიეჩვიოთ, რადგან ის გაცილებით მშვენიერია ვიდრე არსებული მდგომარეობა, მაგრამ როგორც ვიცით ულამაზესი გამოცდილებაც კი, დროთა განმავლობაში შეიძლება ნარკოტიკად გადაიქცეს.
თუ გაცნობიერებულობა გახდა თქვენი ცხოვრების უმაღლესი პრიორიტეტი, მაშინ ყველაფერი უაზროა, რაც თუნდაც ერთი ნაბიჯით არ გაახლოებთ თქვენს საბოლოო თავისუფლებას. დავუშვათ, რომ ევერსეტის მთაზე ადიხართ; თქვენ გვერდზე არ გადადგამთ არც ერთ ზედმეტ ნაბიჯს, რადგან ენერგიის უმცირესი ნაწილიც კი მნიშვნელოვანია მწვერვალის დასაპყრობად. და ახლა, თუ თქვენ გსურთ ცნობიერების მწვერვალის დაპყრობა, ამისთვის ენერგიის ყველაზე უმცირესი ნაწილიც კი დაგჭირდებათ, რასაც კი მოიხელთებთ. მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი! ახლა, თქვენ არ გენდომებათ ისეთი მოქმედების განხორციელება, რაც თქვენი მთავარი მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინებთ(მოგაცდენთ).
შეიძლება იკითხოთ, რა არის თვით-რეალიზაცია? ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი რასაც ადამიანთა უმრავლესობა ეძებს არის, ჯანმრთლობა, კეთილდღეობა, სიმდიდრე, სიყვარული, და წარმატება. ნუთუ მართლა გვჭირდება თვით-რეალიზაცია?
მოდი ამას შევხედოთ, შესაძლოთგან ყველაზე მარტივი მხრიდან. განა რაც უფრო მეტი იცით თქვენი კომპიუტერის შესახებ, მით უფრო უკეთ არ შეგიძლიათ მისი გამოყენება? განა პირდაპირ პროპორციული არ არის, თქვენი ცოდნა რაიმე მოწყობილობის ან ინსტრუმენტის შესახებ, მის გამოყენების უნართან? განა ასე არ არის, რომ მაღალი დონის კომპეტენტურობისა და მოხერხებულობის მქონე ადმიანის ხელში, მარტივი ინსტუმენტის მუშაობაც კი ჯადოსნურად გამოიყურება?! გინახავთ ადამიანები რომლებიც საოცრებებს სჩადიან, პლასტმასის ფრაგმენტით (რასაც თავად სასერფინგო ფიცარს უწოდებენ) ზღვის ტალღებზე სრიალისას? უბრალოდ პლასტმასის ფრაგმენტით რა საოცრად მარჯვე და გრაციოზული მოქმედებების შესრულება შეიძლება!
მსგავსად ამისა, რაც უფრო ღრმაა თქვენი გაგება ადამიანის მექნიზმის შესახებ, თქვენი ცხოვრება უფრო ჯადოსნური იქნება. ყველა კულტურაში, იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც შეასრულეს ისეთი მოქმედები, რამაც დანარჩენებს სასწაულის არსებობა დააჯერა. ყველა ეს მოქმედებები, რომლებიც სასწაულებად წარმოგვიდგებიან, არის უბრალოდ ცხოვრებისადმი ღრმა მიდგომისგან შობილი. როგორც ადრე ვთქვი, ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სურს და მზადაა საკუთარ თვში უფრო ღრმად ჩაიხედოს.