სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ერთგულება: განზომილებითი ცვლილება

 

ერთგულება: განზომილებითი ცვლილება

ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს ფრხთილად, სიყვარულს და სიხარულს გასცემენ მომჭირნე დოზებით, იმის შიშით რომ, მარაგი გამოელევათ. ცხოვრების ყველაზე სულგრძელი საშუალება არის ისეთი სრულფასოვანი და ყოველგვარი შეზღუდვებს მიღმა არსებული ცხოვრებით ცხოვრება, რომ მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითი გახდე. თუ თქვენ ისეთი ძუნწი ხართ, რომ არ შეიგიძლიათ გიყვარდეთ, იცინოთ, ან იცხოვროთ ტოტალურად, მაშინ თქვენ ხართ ის, რასაც ჩვენ ინდოეთში ვეძახით „კანჯუს“ - წუწურაქი, ყველა დონეზე! ერთგულება ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ტოტალური (ყველაფრის მომცველი) ცხოვრება. ერთგულების ადამიანი არის ის ვინც ისწრაფვის გამოიკვლიოს და განიცადოს სამყარო, რაც შეიძლება სრულად.

ერთგულება ნიშნავს არა ცხოვრების დანაწევრებას, არამედ მის ტოტალურად მიღებას. ეს არ არის სასაიყვარულო ინტრიგა, არამედ გიჟური საქმეა. სიყვარული თავისთავად არის სიგიჟე, მაგრამ მას ახლავს კეთილგონიერების თავისი წილი; თქვენ გაქვთ განკურნების საშუალება. ერთგულებაში კი არ არსებობს კეთილგონიერების წილი; შესაბამისად არც განკურნების შანსი. ერთგულების ადამიანები ცხოვრებას ყველაზე ტკბილად განიცდიან. ყველამ შეიძლება იფიქროს, რომ ისინი იდიოტები არიან, მაგრამ სიანმდვილეში ისინი დედამიწაზე ყველაზე მაგარ დროს ატარებენ. ასე რომ, თავად გადაწყვიტეთ ვინ არის იდიოტი.

როდესაც ვამბობ „ერთგულებას“, მე არ ვსაუბრობ რწმენაზე ან მრწამსზე. რწმენა არის უბრალოდ მორალი. ადამიანებს ვისაც რაღაცის სწამთ, ხშირად თავიანთი თავი სხვებზე აღმატებულად მიაჩნიათ. ხშირად, როდესაც რაღაცის გწამთ, თქვენი სისულელე იძენს თავდაჯერებულობის ელფერს. დარწმუნებულობა და სისულელე ძალიან სახიფათო კომბინაციაა; მაგრამ სამწუხაროდ, მათ ხშირად ერთად ნახავთ. თუ თქვენს გარე სამყაროზე დაკვირვებას დაიწყებთ, აშკარად დაინახავთ; ის რაც თქვენ იცით იმდენად პაწაწინაა, რომ არ არსებობს დარწმუნებულობით მოქმედების არანიარი გზა. რწმენათა სისტემა მარტივად აგვარებს ამ პრობლემას; რამეთუ ის გაძლევთ უზარმაზარ დარწმუნებულობას, მაგრამ ეს ვერ კურნავს სისულელეს.

ერთგულება არ არის ქმედება; ის არ არის რაიმესკენ მიმართული; ერთგულების მიზანი არამატერიალურია. უბრალოდ ერთგულების საშუალებით შლით თქვენში ყველანაირ წინააღმდეგობას, რათა ღვთაებრივი ისევე ადვილად შემოვიდეს თქვენში, როგორც სუნთქვა შემოდის. ღვთაებრივი არ არის ზემოთ მჯდომი რაღაც წარმონაქმნი; ეს არის თქვენი ცხოვრების თითოეულ წამში არსებული ცოცხალი ძალა. ამას სწორედ ერთგულების საშუალებით იგებთ.

ერთხელ ასეთი რამ მოხდა... ტრადიციულ კათოლიკურ ოჯახში სადილის დროს, ოჯახის უფროსი მაგიდასთან მივიდა, კერძებს დახედა, და ჩვეულებისამებრ, გალანძღა და შეაჩვენა თავისი ცოლი, და ყველა და ყველაფერი მის გარშემო. ამის შემდეგ, როდესაც ყველა მაგიდას მიუსხდა, მან ლოცვა წარმოსთქვა; „უფალო მადლობა, საარსებო პურისთვის და ყველა შესანიშნავი კერძისთვის რაც დღეს სუფრაზე გვაქვს.“

მისი ხუთი წლის ქალიშვილი სუფრასთან თვნიერდ იჯდა. ხომ იცით, ხუთი წლის პატარებს, ხშირად სკამზე ბალიშებს ვულაგებთ რათა ადვილად მისწვდნენ თავიანთ თეფშებს, მაგრამ მაინც ვერ წვდებიან. ამგვარად, ამ ხუთი წლის გოგონამ, რომელსაც მაგიდა ყელამდე სწვდებოდა, იკითხა; „მამიკო, ღმერთს ყველა ჩვენი ლოცვა ესმის?“

მასში მაშინათვე გაიღვიძა ქრისტიანმა და უპასუხა; „რათქმაუნდა, მას ესმის ყველა ჩვენს მიერ წარმოთქმული ლოცვა.“

გოგონა უფრო დაბლა ჩაეშვა თავის სკამზე, რადგან ფიქრებში ჩაიძირა, შემდეგ კი კვლავ იკითხა; „ნეტავ სხვა რაღაცეებიც თუ ესმის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ?“

-„დიახ, ჩვენი ცხოვრების თითოეულ მომენტში ღმერთი ისმენს ჩვენს თითოეულ სიტყვას.“

შემდეგ გოგონა კიდევ უფრო დამდაბლდა თავის სკამზე და კითხა; „მაშ, რომელი ნათქვამის უფრო სჯერა?“

მითხარით, რომელს უნდა დაუჯეროს ღმერთმაა - თქვენს ლოცვებს თუ წყევლებს? ის სრულიად დაბნეული იქნება! ალბათ უკვე ხელიც ჩაიქნია. რადგან ჩვენ ცხოვრების ყველაზე ფაქიზი გამოვლინების სისტემატიზირება და ინსტიტუციონალიზაცია მოვახდინეთ, ყველაფერი კარგავს ჩვეულ სიხალისეს და უსიცოცხლო ხდება. ყველა, თუთიყუშივით ერთი და იგივე სიტყვებს იმეორებს, მაგრამ მათ სხვა მეტი არ იციან რა. როდესაც ისეთ რაღაცას ვამბობთ, რაც ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, და არც შინაგანად გვწვავს, - ეს ტყუილის ტოლფასია. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია გავჩუმდეთ.

ჩვენ ყოველთვის ვიმიტირებთ მათ, ვინც ჩვენს მოძღვრად და მისაბაძ მაგალითად მიგვაჩნია. როედსაც ვიღაცამ რაღაც მსგავსი თქვა ორი ათასი წლის წინ, ამან იმუშავა მისთვის - მის გულში არსებული ცეცხლის გამო, მის შიგნით მგზნებარე ჭეშმარიტების გამო, და არა იმ სიტყვების გამო რაც მან წარმოსთქვა.

ერთგულებაში არ არის არაფერი ნელ-თბილი ან ზომიერი. ის არ არის მშიშრებისთვის. ერთგულება ცხელია და ის წვავს.

აკა მაჰადევი

დაახლოებით 900 წლის წინ სამხრეთ ინდოეთში ცხოვრობდა ქალი მისტიკოსი სახელად აკა მაჰადევი. აკა იყო შივას მოთაყვანე (ერთგული). ბავშვობადან მას შივა თავის მიჯნურად, მეუღლედ მიაჩნდა. ეს არ იყო უბრალოდ რწმენა; მისთვის ეს იყო ცოცხალი რეალობა.

ერთხელ ეს ლამაზი ახალგაზრდა ქალი ნახა მეფემ, და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. ქალმა უარით გაისტუმრა. მეფე უდრეკი აღმოჩნდა და მის მშობლებს დაემუქრა, და ამიტომაც მათ ქალი დაუთმეს.

აკა დაქორწინდა მეფეზე, მაგრამ ფიზიკურად ახლოს არ იკარებდა. მეფე მის გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ ქალი უდრეკად პასუხობდა: „ჩემი მეუღლე არის შივა.“ დრო გავიდა, და მეფის მოთმინებაც ამოიწურა. გაცოფებულმა, ხელები შემოხვია, მაგრამ ქალი კვლავ იმეორებდა: „მე მყავს მეუღლე, მისი სახელია შივა. ის მე მსტუმრობს, და მე ვარ მასთან. მე ვერ ვიქნები შენთან.“

რადგან ის ამტკიცებდა, რომ სხვა ქმარი ყავდა, ის სასამართლოში აღმოჩნდა. ამბობენ, რომ იქ აკამ ყველას განუცხადა: „დედოფლობა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. მე წავალ.“

როდესაც მეფემ ნახა, თუ რა ადვილად თმობდა აკა ყველაფერს, მან თავისი ღირსების გადასარჩენად უკანასკნელი ფუჭი მცდელობა განახორციელა. მან მას უთხრა; „ყველაფერი რაც ტანს გმოსავს - ძვირფასეულობა, ტანისამოსი - ჩემია. ასე რომ ყველაფერი დატოვე აქ და წადი.“

აკამ ყველას თანდასწრებით მაშინვე მოიხსნა ძვირფასეულობა, გაიხადა ტანსაცმელი, და შიშველმა დატოვა დარბაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილა მის გადარწმუნებას, მას ამ დღის შემდეგ ტანისამოსი აღარ ჩაუცვამს. ქალისთვის წარმოუდგენელი რამ იყო, იმ დროის ინდოეთის ქუჩებში შიშვლად სიარული - და თან აკა ლამაზი და ახალგაზრდა იყო. მან მოხეტიალე ასკეტის ცხოვრებით იცხოვრა და შექმნა რამოდენიმე ჩინებული ლექსი, რომელიც დღესაც კი ცნობილია.

(ა.კ.რამანაჯუნის თარგმნილ) ლექსში ის ამბობს:

„ხალხი, კაცები და ქალები, მორცხვად წითლდებიან, როდესაც სამშვინელს აღარ უფარავთ ტანისამოსი.

როდესაც სიცოცხლის მეუფე, ჰგავს უსახო დამხრჩვალს, როგორ შეგიძლიათ იყო მოკრძალებული?

როცა მთელი სამყარო, თვალია უფლის, რომელიც ყველაფერს ხედავს, რას დამალავ ან რას დაფარავ?“

ასეთ ერთგულებზე ამბობენ, რომ „არიან ამ ქვეყნად, მაგრამ არა ქვეყნისგან.“ ისინი ბევრ თაობას ინსპირირებენ თავიათნი ძალით და ვნებით. აკა დღემდე ცხოვრობს ინდოეთის კოლექტიურ ცნობიერებაში, მისი ლირიკული ლექსები კი შედის სამხრეთ ინდოეთის უძვირფასეს ლიტერატურულ საგანძურში.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff