სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ცოდნა ფიქრის გარეშე

 

ცოდნა ფიქრის გარეშე

ოდესმე სკას თუ დაკვირვებიხართ ახლოდან? სულ რომ მოწინავე დონის ინჟინერია გქონდეთ შესწავლილი, ყოველთვის არის რაღაც რისი სწავლაც შესაძლებელია სკიდან. საინჟინრო ხელოვნების რა შესანიშნავი ნიმუშია! ეს მართლაც საუკეთესო საცხოვრებელი კომპლექსია რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ, დახვეწილად დაგეგმილი და მოწყობილი, და საოცრად მოქნილი. ვერანაირ ამინდში ვერ ნახავთ თუ როგორ ვარდება ხიდან სკა, ასე არ არის?

თუმც ეს საუცხოო ნამუშევარია, მაგრამ აქვთ კი ფუტკრებს თავში საინჟინრო გეგმები? არა. ეს გეგმები არსებობს მათ სხეულებში. მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ, მათ სისტემაში არსებული სამუშო ნახაზების მეშვეობით.

სულიერი ცოდნა ყოველთვის ამ გზით გადაეცემოდა - არა ფიქრებით, არა სიტყვებით, არამედ ისევე როგორც ფუტკრები გადასცემენ ერთმანეთს თაობების მანძილზე, გაგებას თუ როგორ ააგონ სკა. როგორც კი ხდება ამ ცოდნის გადაცემა ან „ჩამოტვირთვა“, ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, უკვე თქვენს შიგნითაა. როდესაც თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთავთ გარკვეული სახის პროგრამას, თქვენ არ გჭირდებათ რომ გესმოდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. თქვენ არ გჭირდებათ წაიკითხოთ პროგრამაში ჩაწერილი თითოეული სიტყვა. თქვენ აჭერთ ერთ ღილაკს და ის გაძლევთ ერთ შედეგს; სხვა ღილაკი, სხვა შედეგს. და უცებ რაღაც ახალი ჩნდება.

მე განვასხვავებ ერთანეთისგან ცოდნას და შეცნობას. ცოდნა არსებითად არის აკუმულირებული ინფორმაცია. ნებისმიერი ინფორმაცია დაკავშირებულია მხოლოდ ყოფიერების ფიზიკურ მხარესთან. შეცნობა, კი მეორე მხრივ, არის ცოცხალი ინტელექტი. თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, ის მაინც არის. თქვენ ან მასში ხართ ან არა; ეს არის ერთადერთი არჩევანი რომელიც თქვენ გაგაჩნიათ.

თქვენში არის თანდაყოლილი ინტელექტი, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეუძლია პურის ნაჭერი გადააქციოს ადამიანად. ყველაზე რთული მექანიზმი, რომლის ნაწილიც არის ტვინი, შეიქმნა სწორდ ამ ინტელექტის მეშვეობით. ახლა თქვენ უბრალოდ ცდილობთ გამოიყენოთ თქვენი ტვინის შეზღუდული ნაწილი, და თან ფიქრობთ, რომ ის არის ინტელექტი. არა. თქვენში არის რაღაც, რასაც შეუძლია შექმნას ადამიანის ტვინი მთელი თავისი საუცხოო კომპლექსურობით და შესაძლებლობებით. ეს „რაღაც“ ფუნქციონირებს სრულიად განსხვავებულად. მაგალითად, მე არ ვფიქრობ თავით, არამედ სხეულის ყოველი უჯრედით. ეს ჩემს ფიქრს აქცევს ორგანულ, მთლიან და ინტეგრირებულ პროცესად. აქ არის ინტეგრირებულობის რამოდენიმე დონე, რადგან ამაში მთლიანად ვარ ჩართული. სანამ მე თვითონ არ გადავწყვეტ, გონებაში საერთოდ არანაირი ფიქრი არ მაქვს.

ამ სამყაროში არასოდეს არ ყოფილა არაფერი ზედმეტი. რამე ზედმეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანთა საზოგადოებებში. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების შედარება შესაძლებელია. მაგრამ ინტელექტისთვის, რომელიც ქმნის ყველანაირ სიცოცხლეს, ვერანაირი კონტექსტი და შედარება ვერ იარსებებს, რადგან არ არსებობს მის გარდა სხვა. ამგვარად, შეუძლებელია იკითხო ახლა, უადგილოა ის თუ არა - ის ყოველთვის მართებულია. სხვანაირად ვერც იქნება.

და იოგას განზრახვაც სწორედ ესაა; გონებაში არსებული მცირე ინფორმაცია კოსმიურ ინტელექტამდე გაიზარდოს. რა საშინელ არჩევანს აკეთებენ ადამიანები, როდესაც ირჩევენ თავიანთი ტვინის შეზღუდულობას ამ სამყაროს უსასრულო ცოდნის საპირწონედ.

სადჰანა

იმუშავეთ მარტივ ამოცანაზე - შეეშვით ფიქრის ინტელექტთან გაიგივებას. ქმნილების მთელი პროცესი, ატომიდან კოსმოსამდე, წარმოადგენს ინტელექტის ფანტასტიურ გამოვლინებას. სწორედ ახლა თქვენს სხეულში ბუდობს პულსირებადი ინტელექტი, ქმნილების პირველწყარო. შეგიძლიათ თქვენი გადაჭარბებულად ნაქები ჭკუით, გაიგოთ თქვენი სხეულის თუნდაც ერთი უჯრედის აქტივობა მთლიანობაში? პირველი ნაბიჯი ჭკუის მახიდან დიდებული ინტელექტის სფერომდე გადასასვლელად იქნება იმის აღიარება, რომ სიცოცხლის ყოველი ასპექტი - ქვიშის მარცვლიდან მთამდე, წვეთიდან ოკეანემდე, ატომურიდან კოსმიურამდე - არის თქვენს ჭკუაზე გაცილებით უფრო დიდი ინტელექტის გამოვლინება. თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ცხოვრება დაიწყებს თქვენთან საუბარს, ისე როგორც არასდროს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff