სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

გასტრონომიული ალღო

 

გასტრონომიული ალღო

თუ სხეულის ბუნებრივ ციკლს დააკვირდებით, აღმოაჩენთ ისეთ რამეს რასაც ქვია მანდალა. მანდალა არის 40-48 დღიანი ციკლი რომელსაც ადამიანის ორგანიზმი გაივლის. თითოეული ციკლის დროს არის სამი დღე, როდესაც თქვენს სხეულს არ სჭირდება საკვები.

თუ შეგიძლიათ თქვენი სხეულის ფუნქციონირების გაცნობიერება, მაშინ შეძლებთ შეიგრძნოთ, როდის არის ის კონკრეტული დღეები, როდესაც თქვენს სხეულს საკვები არ სჭირდება. ეს დღეები შეგიძლიათ უპრობლემოდ გაატოროთ საკვების გარეშე. ამის შეგრძნება ძაღლებს და კატებსაც კი შეუძლიათ; ხშირად კონკრეტულ დღეებში საერთოდ არ ჭამენ.

დღე, როდესაც ორგანიზმი ეუბნება საკვებს უარს, არის გაწმენდის დღე. რადგან ადამიანების უმრავლესობა ვერ შეიგრძნობს იმ დღეს რომელიც საკვების გარეშე უნდა გაატაროს, ინდურ კალენდარში დაწესდა ეკადეშის დღე. ეს არის მთვარის სეგმენტის მეთერთმეტე დღე (სავსემთვარეობის და ახალმთვარეობის მეთერთმეტე დღე), რომელიც ყოველ თოთხმეტს დღეში მეორდება. ტრადიციულად ეს მარხვის დღედ ითვლება. თუ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია ჭამის გარეშე მთელი დღის გაძლება, თავიანთი აქტივობის დონიდან გამომდინარე, ან თუ არ გააჩნიათ შესაბამისი სულიერი პრაქტიკა მსგავსი აქტივობის მხარდასაჭერად, მაშინ მათ შეუძლიათ ეს დღეს ხილის დიეტაზე გაატარონ.

თუ თქვენს თავს მარხვას აიძულებთ სხეულისა და გონების საკმარისი მომზადების გარეშე, ასე თქვენს ჯანმრთელობას მხოლოდ ზიანს მიაყენებთ. მაგრამ, როდესაც თქვენი სხეული, გონება და ენერგია სწორად არის მომზადებული შესაბამისი პრაქტიკების საშუალებით, მაშინ მარხვას ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის.

ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ნიკოტინისა და კოფეინს ზემოქმედების ქვეშ არიან მარხვა განსაკუთრებით უჭირთ. ამიტომ მარხვის დაწყებამდე, მოამზადეთ სხეული შესაბამისი საკვების მიღებით, განსაკუთრებით წყლის მაღალი შემცველობის საკვებით, ისეთი როგორიცაა ხილი და ბოსტნეული. მარხვა შეიძლება ყველასთვის არ იყოს კარგი, მაგრამ მას ბევრი სარგებელი გააჩნია როდესაც მას სწორი გაგებით იცავენ.

იოგას მიზანია გახსნას ფიზიკური სხეულის გარსი უფრო დიდი სენსორული სხეულისთვის, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ყველაფერი თქვენს ნაწილად აღიქვათ. მარხვა ამ ლოგიკის გაფართოებაა; ეს არის საკუთარი თავის გამოკვება საჭმლის მიღბის გარეშე. ჩვენს დროში მარხვას შეიძლება დეტოქსიფიკაციის პროცესის სახე მიეცეს, მაგრამ ეს მხოლოდ შინაგანი დასაბუთება იქნება. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სულიერი ტრადიცია თავის მიმდევრებს მარხვისთვის ფიქსირებულ დღეებს სთავაზობს. იოგურ ტრადიციაში შიმშილის პერიოდი განისაზღვრება მთვარის ციკლის მიხედვით. რადგან წყლისგან, ჰაერისგან და მზისგან ენერგიის ათვისების უნარი მთვარის ციკლის კონკრეტულ დღეებში უფრო ძლიერია. ზოგიერთ რელიგიაში მარხვა ზაფხულის პიკს ემთხვევა, რადგან ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმის მიერ წყლის და მზის მოხმარების დონე ბუნებრივად მაღალია.

ჩემი დიდი ბებია, საოცარი მოხუცი ქალი, რომელიც უმეცარ ხალხს ექსცენტრიკულად მიაჩნდა, ხშირად თავის საჭმელს ჭიანჭველებსა და ბეღურებს უთმობდა. ნეტარების ცრემლები სდიოდა, როცა ამას აკეთებდა. მის გარშემო მყოფი ხალხი მუდამ ეკითხებოდა; „მოხუცო თავად რატო არ ჭამ?“ რაზეც ის მარტივად პასუხობდა; „მე მაძღარი ვარ.“ მისი ყველა განმკითხავი მასზე გაცილებით ადრე გარდაიცვალა. მან კი 113 წელი იცოცხლა!

დედაჩემიც ამის მსგავსად იქცეოდა; ყოველ დილით საუზმის მიღებამდე, ერთ მუჭა საკვებს აიღებდა და ჭიანჭველების ძებნას დაიწყებდა, მათ გამოსაკვებად. ამ ტრადიციას ბევრი ოჯახის ქალი იცავდა. ჭიანჭველა არის ყველაზე პატარა ცოცხალი არსება, რომელსაც ჩვენს გარშმეო შევხვდებით. ეს ერთერთი ყვლაზე უმნიშვნელო ორგანიზმია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. სწორედ ამ მიზეზით, პირველი ის უნდა გამოკვებოთ. თქვენ შესაწირავს სთავაზობთ არა ღმერთს, ან სხვა ზეციურ არსებებს, არამედ თქვენთვის ცნობილ ყველაზე პატარა არსებას. ეს პლანეტა რამდენადაც თქვენ გეკუთვნით, იმდენადვე ეკუთვნის მათაც. ალბათ გესმით, რომ ამ პლანეტაზე ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია ცხოვრების ისეთივე უფლება როგორც თქვენ. ამის მიხვედრა დაგეხმარებათ შექმნათ ცნობიერების ზრდისთვის მენტალურად და ფიზიკურად ხელისშემწყობი ატმოსფერო.

ასეთ მარტივ მოქმედებას შეუძლია შეამციროს ფიზიკურ სხეულთან თქვენი თავის გაიგივების დონე. რაც უფრო იკლებს ეს დონე, ბუნებრივად იზრდება თქვენი გაცნობიერება, თქვენს სხვა ასპექტებთან მიმართებაში. როდესაც ძალიან გშიათ, ერთადერთი, რაც თქვენს სხეულს სურს, არის ჭამა. მოიცადეთ ორი წუთი და თქვენ არსებით ცვლილებას შეამჩნევთ. როდესაც ძალიან გშიათ, თქვენ ხართ ფიზიკური სხეული. მიეცით თქვენს თავს ცოტა სივრცე, და მალევე აღმოაჩენთ, რომ მარტო სხეული არ ყოფილხართ.

გაუტამა ბუდამ ერთხელ თქვა; „როდესაც საკვები ძალიან გჭირდებათ, და თქვენ ამ საკვებს სხვას მისცემთ, ამით ძალიან გაძლიერდებით.“ მე არ გთავაზობთ ასე შორს წასვლას. უბრალოდ მოითინეთ რამოდენიმე წუთი! ეს ნამდვილად გაგაძლიერებთ.

თუ საკვებზე ძალიან მიჯაჭვული ხართ, კარგი იქნება თუ დღეში ერთ ტრაპეზს შეგნებულად გამოტოვებთ. სცადეთ შემდეგი; ერთ დღეს როდესაც განსაკუთრებით გშიათ და ამასთან სამზარეულოში თქვენი საყვარელი კერძები მზადდება, სცადეთ უარი თქვათ ერთ ტრაპეზზე. ეს არ იქნება თქვენი თავის ტანჯვა; არამედ ეს იქნება იმ წამების ოთახისგან განთავისუფლების მცდელობა, რომელიც თქვენი სხეული შეიძლება ადვილად გამხდარიყო.

რა სახის საკვებს, რამდენს და როგორ ჭამთ, ამ ყველაფრის კომპულსური ქცევიდან ცნობიერ პროცესად გადაქცევა არის მარხვის დედაარსი.

სადჰანა

უბრალოდ სცადეთ. დაიწყეთ დღეს ასეთი ექსპერიმენტი; თქვენს კვების რაციონში ჩართეთ 25 პროცენტით ნატურალური, უმი ან ცოცხალი საკვები - ხილი ან ბოსტნეული, და ნელ-ნელა მისი წილი 100 პროცენტამდე აიყვანეთ 4-5 დღეში. იკვებეთ ასე ერთი ან ორი დღე. შემდეგ ისევ შეამცირეთ დღეში ათი პროცენტით, და ხუთ დღეში თქვენი რაციონის 50 პროცენტი იქნება უმი საკვები, მეორე 50 პროცენტი კი თერმულად დამუშავებული. ადამიანთა უმეტესობისთვი ეს არის იდეალური რეჟიმი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც სურს დღეში 16-18 საათის აქტიურად გატარება.

გახსოვდეთ, თუ თერმულად მომზადებულ საკვებს შეჭამთ, ამას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება. იგივე რაოდენობის უმი საკვების შესაჭმელად ცოტათი მეტი დრო დაგჭირდებათ, რადგან უფრო მეტჯერ მოგიწევთ დაღეჭვა. მაგრამ სხეულის ბუნება ისეთია, რომ 15 წუთის შემდეგ, თქვენ სხეული გამცნობთ, რომ მისთვის ტრაპეზი დასრულებულია. ამის გამო შეიძლება ადამიანებმა ნაკლები ჭამონ და წონაშიც დაიკლონ. ყველაფერი, რაც საჭიროა - არის მხოლოდ ცოტათი უფრო მეტად იმის გაცნობიერება თუ რამდენს ჭამთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff