სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

სიხარული - დასაწყისი

 

სიხარული - დასაწყისი

სიხარული იშვიათი სტუმარია ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში. ამ წიგნის მიზანი იყო, რომ ის თქვენი მეგზური გამხდარი მთელი ცხოვრების მანძილზე.

სიხარული არ არის რაღაც მოუხელთებელი სულიერი მიზანი. ეს არის უბრალოდ ის ფონი, გარემო, რაც საჭიროა იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრების თითოეული ასპექტი ჯადოსნურად გაიშალოს. თუ თქვენი ცხოვრების ატმოსფერო არ შეიცავს სიხარულს, მაშინ ყველაზე სასიამოვნო აქტივობებიც დამამძიმებელი ხდება. თქვენ ცხოვრების მნიშვნელოვანი პრობლემები, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი საუკეთესო თვისებების საშუალებით. მაგრამ მას შემდეგ რაც, სიხარული თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება, თქვენ უუკვე აღარ იქნებით პრობლემური საკითხი თქვენს ცხოვრებაში. ამის შემდეგ ცოხვრება ხდება დღესასწაულისა და აღმოჩენების უსასრულო გზა.

პირველად, კაცობრიობის ისტორიაში, გვაქვს საჭირო რესურსები, შესაძლებლობები და ტექნოლოგია რათა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა ამ პლანეტაზე - კვება, ჯანმრთელობა, განათლება, თუ ნებისმიერი რამ. ჩვენს განკარგულებაში გაგვაჩნია მეცნირებისა და ტექნოლოგიების უდიდესი ინსტრუმეტები - იმდენად მძლავრი რომ, ეს საკმარისი იქნებოდა დედამიწის რამოდენიმეჯერ დასანგრევად და ხელახლა ასაშენებლად. თუმცა, თუ ასეთი ძლევამოსილი ინსტრუმენტების ხელთპყრობის შესაძლებლობას, თან არ ახლავს თანაგრძნობის, ინკლუზიიურობის, ბალანსისა და მოწიფულობის ღრმა გრძნობა, მაშინ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ გლობალური კატასტროფის ზღვარზე. ჩვენმა შეუჩერებელმა სწრაფვამ გარეგანი კეთილდღეობისადმი, პლანეტა უკვე მიიყვანა განადგურებს ზღვარზე.

არცერთ ადრინდელ თაობას არ ქონია ის კომფორტი და კეთილმოწყობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. და მიუხედავად ამისა, ვერ დავიჩემებთ, რომ ყველაზე მხიარული და მოსიყვარულე თაობა ვართ ისტორიაში. ადამიანების დიდი ნაწილი ცხოვრობს მუმდივ მღელვარებისა და დეპრესიის მდგომარეობაში. ზოგიერთი იტანჯება თავიანთი მარცხის გამო, მაგრამ ბედის ირონიით, ბევრია ისეთი, ვინც მიღწეული წარმატების თანმდევი შედეგების გამო იტანჯება. ზოგიერთი იტანჯება შეზღუდევების გამო, მაგრამ ბევრს თავიანთი თავისუფლება ტანჯავს.

ის რაც გვაკლია არის ადამიანური ცნობიერება. სხვა ყველაფერი თავის ადგილზეა, გარდა ადამიანისა. ადამიანები რომ შეწყვეტდნენ, თავიანთი ბედნიერების გზაზე წინააღმდეგობების შექმნას, სხვა ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა. შეუძლებელია მსოფლიოს ტრანსფორმაცია, ინდივიდის ტრანსფორმაციის გარეშე.

ჩემს ცხოვრებისეულ სამუშაოს ვუძღვნი იმას, რომ ადამიანებს ვუბიძგო აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ბედისწერაზე და მივიდნენ სიხარულით სავსე ინკლუზიურ მდგომარეობამდე, რათა ჩვენმა თაობამ არ გაუშვას იმად ყოფნის შესაძლებლობა რაც ვართ. სიხარული, მწუხარება, სიყვარული, აგონია, ნეტარება, არის მხოლოდ თქვენს ხელში.

არის გამოსავალი. და ეს გამოსავალი არის შიგნით. მხოლოდ შიგნით შეტრიალებით შეგიძლიათ შექმნათ სიყვარულის, სინათლის და სიცილის სამყარო. ამ წიგნს შეუძლია გახდეს შესასვლელი იმ სამყაროში.

მოდი აღვასრულოთ ეს.

სადჰგურუს შესახებ სხვა ტექსტების სანახავად გადადით ამ ლინკზე.

დონაციის რეკვიზიტების სანახავად გადადით ამ ლინკზე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff