სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მოუსვენრობიდან სიმშვიდემდე

 

მოუსვენრობიდან სიმშვიდემდე

ის ფაქტი, რომ ღამით გძინავთ, განაპირობებს გარკვეულ განსხვავებას თქვენს დილას და საღამოს შორის. ამ განსხვავებას განაპირობებს ძილისგან მიღებული დასვენების ხარისხი. რომ შეგეძლოთ სრული რელაქსაციით ყოველდღიური აქტივობების შესრულება, საღამოს ისეთივე ენერგიით და ენთუზიაზმით იქნებოდით, როგორც იყავით დილით.

როდესაც ცინცხალი იღვიძებთ, ეს კარგი დასაწყისია, თუმცა ნელ-ნელა დღის განმავლობაში, როგორც თქვენი დასვენების დონე იკლებს, თანდათანობით იწყებთ სტრესის შერძნებას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესი არ წარმოიქმნება სამუშაოს გამო. ყველა ფიქრობს, რომ მათი სამუშაო სტრესულია. მაგრამ არ არსებობს სტრესული სამუშაო. არსებობს ბევრი სამუშაო, სადაც შეიძლება გარკვეული სირთულეები წარმოიქმნება. არსებობენ საძაგელი უფროსები, არასანდო კოლეგები, აუტანელი გარემო პირობები, შეუძლებელი დედლაინები, - თქვენ ასევე შეიძლება აღმოჩნდეთ სამხედრო მოქმედებათა ეპიცენტრში! მაგრამ არსებითად არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის სტრესული. სტრესს იწვევს ჩვენი კომპულსური რეაქცია იმ სიტუაციებისადმი, რომლებშიც აღმოვჩნდებით. სტრესი არის შინაგანი დაძაბულობის გარკვეული დონე. თავისუფლად შეიძლება შინაგანი მექანიზმის გაპოხვა საკუთარ თავზე მუშაობით და გაცნობიერებულობით. ასე რომ, თქვენ გსტრესავთ თქვენივე უუნარობა გაუმკლავდეთ თქვენს ორგანიზმს. გარკვეულ დონეზე, თქვენ არ იცით როგორ მართოთ თქვენი სხეული, გონება და ემოციები; სწორედ ამაშია პრობლემა.

მაშინ როგორ დავიცვათ თავი სტრესისგან, ისე რომ, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმის, დასვენების, ბედნიერების ერთი და იგივე დონე, როგორც დილას ისე საღამოს?

ადამიანის საშუალო პულსის სიხშირე ცარიელ კუჭზე იქნება 70-სა და 80 შორს , ან თუნდაც 80-სა და 90 შორის. იმ ადამიანის პულსის სიხშირე, რომელიც ასრულებს სწორ მდეტაციურ პრაქტიკას, იქნება 30-სა და 40 შორის. კარგად სადილობის შემდეგაც კი მისი პულსის სიხშირე დარჩება 50-ის ფარგლებში. ეს არის მხოლოდ ერთი პარამეტრი რომელიც მიუთითებს დასვენების დონეზე, რომელსაც თქვენი სხეული განიცდის მომენტიდან მომენტამდე. დასვენების დონე არსებითად განსაზღვრავს სხეულის განახლების და გაახალგაზრდავების შესაძლებლობას.

თქვენ ვერ შეანელებთ ორგანიზმის მუშაობას აქტივობის შემცირების ხარჯზე. საჭიროა მხოლოდ, ორგანიზმის იმგვარად შენარჩუნება, რომ აქტივობამ ვერ შეძლოს მისთვის ზიანის მიყენება. თქვენ შეიძლება ფიზიკურად დაიღალოთ, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სტრესი. თუ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ენერგიული და აქტიური, და ამავდროულად მოდუნებული, - ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. თუ თქვენ დაიწყებთ იოგას გარკვეულ მარტივ პრაქტიკას, სამიდან ოთხ თვემდე ვადაში, თქვენი პულსის სიხშირე შენელდება სულ მცირე რვიდან ოც დარტყმით. შედეგად ორგანიზმი გაცილებით უფრო მარჯვედ და მოდუნებული ტემპით იმუშავებს.

სხეულს სჭირდება არა ძილი, არამედ დასვენება. თუ დღის განმავლობაში ინარჩუნებთ სხეულის მოდუნებულობის დონეს, ძილის ხანგრძლივობა ბუნებრივად შემცირდება. თუ თქვენთვის მოდუნების საშუალება არის არა მარტო სეირნობა ან ვარჯიში, არამედ მუშაობაც კი, მაშინ თქვენი ძილის ხანგრძლივობა კიდევ უფრო შემცირდება.

დღეს ადამიანებს უნდათ, რომ ყველაფერი რთულად და დაძაბულად გააკეთონ. ვხედავ, როგორი დაძაბულები სეირნობენ ადამიანები პარკში. იქნება ეს სეირნობა თუ სპორტული ძუნძული, რატომ არ შეიძლება ამის მარტივად, სიხარულით გაკეთება? ვარჯიში სარგებელზე უფრო მეტ ზიანს მოგაყენებთ, თუ ისეთი განწყობით ივარჯიშებთ, თითქოს ბრძოლაში ერთვებოდეთ!

ნუ ებრძვით ცხოვრებას. თქვენ არ ხართ სიცოცხლის წინააღმდეგი; თქვენ თავად ხართ სიცოცხლე. უბრალოდ შეეწყვეთ მას ჰარმონიულად და ნახავთ როგორ ადვილად გადალახავ დაბრკოლებებს, არ არის საჭირო ბრძოლა იმისთვის, რომ ფორმაში იყოთ და თავს კარგად გრძნობდეთ. დაკავდით ისეთი რამით, რაც სიამოვნებას განიჭებთ; ითამაშეთ რამე, იცურავეთ, ისეირნეთ, ირბინეთ. თუ არ გიყვართ არაფრის კეთება, მთელი დღე ჩისქეიქის ჭამის გარდა, მაშინ დიდი პრობლემა გქონიათ. სხვა მხრივ არ არსებობს არანაირი შეუთავსებლობა ერთდროულად აქტიურობასა და დასვენებას შორის.

რამდენ საათიანი ხანგრძლივობის ძილი სჭირდება თქვენს სხეულს? ეს დამოკიდებულია თქვენი ფიზიკური აქტივობის დონეზე. არ არსებობს ძილის ან კვების რეჟიმის ფიქსირების საჭიროება. დაგეგმვა იმისა თუ, დღის განმავლობაში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ და რამდენი საათი უნდა გეძინოთ, ცხოვრების წარმართვის სულელური გზაა. დაე სხეულმა და არა თქვენ, გადაწყვიტოს დღეს რამდენი უნდა ჭამოს. ანალოგიურად ძილთანაც; როდესაც საკმარისად დასვენებულად იგრძნობთ თავს მაშინ გაგეღვიძებათ. როგორც კი სხეული დაისვენებს ის გაიღვიძებს - იქნება ეს სამ, ოთხ თუ რვა საათზე. როდესაც საქმე ეხება ძილს და კვებას, თქვენი სხეული საუკეთესო მსაჯულია.

თუ სხეული გარკვეული დონის სიფხიზლისა და გაცნობიერების მდგომარეობაშია, თქვენ ნახავთ რომ, როდესაც ის კარგად დასვენებული იქნება ის თავისით გაიღვიძებს; ის ღვიძილში დაბრუნების ძლიერ მოსურნე იქნება. ნუ გამოიყენებთ საწოლს, როგორც საფლავს. შეინარჩუნეთ სხეული ისე, რომ მას არ მოუნდეს სიცოცხლისგან გაქცევა ან თავის არიდება. შეინარჩუნეთ ისე რომ, სიფხიზლეში დაბრუნება მოუნდეს.

სადჰანა

თუ თქვენ გძინავთ უბალიშოდ ან ისეთ დაბალ ბალიშზე, რომელიც არ აძლევს ხერხემალს დაჭიმვის საშუალებას, ტვინის ნეირონული რეგენერაცია და ნევროლოგიური სისტემის უჯრედების რეგენერაცია გაცილებით უკეთესი იქნება. თუ ბალიშის გამოყენებაზე უარს იტყვით, უმჯობესი იქნება თუ ზურგზე მწოლიარედ დაიძინებთ, ვიდრე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. ზურგზე მწოლიარე პოზას იოგაში შავასანა ეწოდება; ის ხელს უწყობს სხეულის გაწმენდის და გაახალგაზრდავების პროცესს, ორგანიზმში ენერგიის თავისუფალ გადაადგილებას, უზრუნველყოფს მოდუნებას და აძლიერებს სიცოცხლის უნარიანობას. მაგრამ ნუ მიუდგებით ამ საკითხს დოგმატურად(ძილში მაინც „ნუ დაიჭერთ“ რომელიმე პოზიციას).

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff