ელემენტარული გაუგებრობა
ელემენტარული გაუგებრობა
ცხოვრება მხოლოდ ხუთი ინგრედიენტის თამაშია. პიცასაც კი უფრო მეტი ინგრედიენტი სჭირდება! მაგრამ იოგაში ადამიანის სხეული და კოსმოსი ეფუძნება მხოლოდ ხუთ ჯადოსნურ ელემენტს - მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი. სასწაულებრივად რთული ფენომენი, რომელიც შედგება მხოლოდ ხუთი ცვლადისგან! გასაკვირი არ არის, რომ ისინი ვინც მიაღწია თვითრეალიზაცია ცხოვრებას ხშირად კოსმიურ ხუმრობას უწოდებენ.
ერთხელ, შუაღამის შემდეგ მანქანით ვმგზავრობდი. ერთ მთას ვუახლოვებოდი და შევამჩნიე, რომ ამ მთის თითქმის ნახევარი ალმოდებული იყო. საერთოდ მე არასდროს გავურბივარ საფრთხეს, და შესაბამისად სვლა გავაგრძელე. მაგრამ ფრთხილად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ადვილად აალებადი საწვავით სავსე მანაქანაში ვიყავი და უკანა სავარძელზე ჩემი პატარა ქალიშვილი იჯდა. ნისლიანი ღამე იყო და რაც უფრო წინ მივდიოდი, ცეცხლის ალი ცოტათი სულ უფრო შორს მოსჩანდა. შემდეგ გავაცნობიერე, რომ თუმც ქვევიდან ისე მოსჩანდა, თითქოს მთის ფერდობი ცეცხლის ალში იყო გახვეული, სინამდვლეში არანაირი ხანძარი არ იყო.
როდესაც ცეცხლის წყაროს მივაღწიე, ვნახე გაფუჭებული სატვირთო მანქანა. სიცივის გამო მძღოლს და მის თანმხლებ რამოდენიმე მგზავრს კოცონი დაენთოთ. უზარმაზარი ხანძარი უბრალოდ ოპტიკური ილუზია აღმოჩნდა, რაც ნისლის, ცვრის და კოცონის ურთიერთქმედებამ წარმოშვა; ჰაერში მოფარფატე მილიონობით პატარა ცეცხლოვანი წვეთი ქმნიდა იმ ხანძრის ილუზიას, რაც ქვევიდან მოსჩანდა. ამ ინციდენტმა ძლიერ გაოცებული დამტოვა.
ყოფიერებაც ამის მსგავსია, ოღონდ გაცილები უფრო დიდია. იმან ვინც ახლოდან და ყურადღებით ჩაიხედა თავის თავში, გააცნობიერა, რომ არ არსებობს მაკრო ვერსიის ძიების აუცილებლობა. მთელი კოსმოსი იმ შემთხვევის გადიდებული პროექციაა რაც თქვენს შიგნით ხდება - ეს შემთხვევა ხუთი ელემენტის თამაშია. ესაა ყველაფერი, რაც საჭიროა სრულფასოვანი პულსირებადი ადამიანური არსების შესაქმნელად!
შესაძლოა, თქვენ გაქვთ ინდივიდუალური ან უნივერსალური სურვილი. იქნება ეს სურვილი თქვენი მექანიზმის სრული პოტენციალის გამოვლენა, თუ უფრო დიდ მექანიზმთან - კოსმოსთან შერწყმა - სულერთია, თქვენ ამ ხუთ ელემენტის გარკვეული ხარისხით ოსტატურად მართვა გჭირდებათ. ამის გარეშე, თქვენ ვერც ინდივიდუალურ ადამიანად ყოფნის სიამოვნებას შეიგრძნობთ და ვერც კოსმოსთან ერთიანობის ნეტარებას.
კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე თქვენი სხეული ტრამპლინის როლს ითამაშებს, თუ დამაბრკოლებელი ბარიერი გახდება, ეს მეტწილად დამოკიდებულია თქვენს უნარზე როგორ შეგიძლიათ ამ ხუთი ელემენტის მართვა. თუ ისინი არ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება. მაგრამ მათი ურთიერთ-თანამშრომლობის შედეგად თქვენი ცხოვრება - უმცირესიდან უმაღლეს ასპექტამდე, მოულოდნელად გარდაიქცევა უზარმაზარ შესაძლებლობად.
სხეული კარის ზღურბლს ჰგავს. თუ ყოველთვის დაკეტილ კარს შეჰყურებთ, მაშინ კარები თქვენთვის შემაკავებელი ბარიერის სიმბოლო იქნნება. ხოლო თუ ეს კარები მუდამ იხსნება თქვენთვის, მაშინ ის შესაძლებლობების სინონიმად იქცევა. ამბობენ, რომ არსებითად წუთის ხანგრძლივობა განისაზღვრება იმით, თუ სააბაზანოს კარების რომელ მხარეს ხართ, შიგნით თუ გარეთ! ის ვინც შიგნითაა იძახის; „ერთ წუთში გამოვალ“, რაც გარეთ მდგომი ადამიანისთვის მთელი მარადისობაა!
ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა გარკვეულწილად დაკავშირებულია ამ ხუთი ელემენტის რეორგანიზებასთან. ყველაზე ფუნდამენტური პრაქტიკა იოგურ სისტემაში არის ბჰუტა შუდჰი - ფიზიკურ სისტემაში ელემენტების გაწმენდა ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის. არსებითად ყველა იოგური პრაქტიკა ამ ელემენტების გაწმენდის პრაქტიკიდან გამომდინარეობს. კომპულსური მიდრეკილებებისგან ამ ელემენტების გაწმენდა ათავისუფლებს ადამიანს მენტალური, გენეტიკური, ევოლუციური და კარმული მეხსიერებისგან, და ეხმარება კოსმოსთან აბსოლუტური ჰარმონიის დამყარებაში. (მეხსიერებას უფრო დაწვრილებით შემდეგ თავებში განვიხილავთ).
როდესაც თქვენს იოგურ პრაქტიკაში ექსპერტის დონეს მიაღწევთ, მიუახლოვდებით იმას, რასაც ბჰუტა სიდდჰის, ან ელემენტებზე ბატონობას ეძახიან. ამ ბატონობის მოპოვებით ცხოვრება მთელი თავისი სიუხვით გადაგეშლებათ. ჯანმრთელობა, კეთილდღობა, სიცხადე, გასხივოსნება, -ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის.
ასე რომ, ცხოვრება თქვენთვის დიდებული შესაძლებლობაა თუ უდიდესი დაბრკოლება, დამოკიდებულია ამ ხუთი ელემენტის თქვენთან თანამშრომლობის დიაპაზონზე. თავისუფლება და მონობა - ორივეს ეს ხუთი ელემენტი განსაზღვრავს. თავად ყოფიერება რომელიც მახეში გაბამთ, ამავდროულად გიცავთ. ეს არის ცხოვრების პროცესის პარადოქსი. სიყვარული და სიძულვილი, თავისუფლება და დატყვევება, სიცოცხლე და სიკვდილი, ყველა ეს ერთმანეთშია კაპსულირებული. ისინი განცალკევებული რომ ყოფილიყვნენ, პრობლემა არ იქნებოდა; შეძლებდი მათთან შეთანხმენის მიღწევას. პრობლემა ისაა, რომ ისინი განუყოფელები არიან. თუ ცხოვრებას გაურბიხართ, ეს ნიშნავს რომ, თქვენ ასევე გაურბიხართ სიკვდილს!
უძველეს ინდოეთში არსებობდნენ კურტიზანები, რომლებიც შეცდენის ოსტატები იყვნენ. ძვირფასეულობას ისე ოსატურად ატარებდნენ, სხეულისგან განუყოფელი გეგონებოდათ. მთელი მათი სხეული ორნამენტებით იყო დაფარული. ორნამენტების სათითაოდ მოსახსნელად, ძალიან დიდი დრო იყო საჭირო. ჟინით ანთებული კაცი, ასეთი ქალის გახდას ამაოდ ცდილობდა. ქალი მასში ჟინის აღძვრას აგრძელებდა, სხვადასხვა დამათრობელი სასმელების შეთავაზებით - კიდევ ცოტა, კიდევ ცოტა, და კიდევ ცოტა. და კაცის ხედვა ბუნდოვანი ხდებოდა, შესასრულებელი ამოცანა უფრო რთულდებოდა, და საბოლოოდ, მალევე იძინებდა და ხვრინვას იწყებდა. თუმცა იყო ერთი ქინძისთავი, რომლის საშუალებითაც ყველა ორნამენტის ერთბაშად მოხსნა იყო შესაძლებელი, მაგრამამ ამ ქინძისთავის ადგილმდებარეობა მხოლოდ კურტიზანმა იცოდა.
ცხოვრებაც ცოტათი ამის მსგავსია. ის ჩახლართული ქსელია, მაგრამ არსებობს ერთი უბრალო ქინძისთავი. და ეს თქვენი პიროვნულობაა. ამ ხუთი ელემენტის თამაში ძალიან რთული და მაღალ განვითარებულია, მაგრამ თავისუფლების გასაღები თქვენს შეზღუდულ პიროვნებაშია. თუ საცობს ამოაძრობთ, ის ჩამოიშლება და თქვენ თავისუფლებას მოიპოვებთ. როდესაც თავისუფლდებით შეზღუდული იდენტიფიკაციისგან, მაშინ ცხოვრების სირთულე ჩამოიშლება და ყველაფერი თავისით ლაგდება. თქვენ მოულოდნელად ყოფიერებასთან იდეალური ჰარმონიას აღწევთ.
სადჰანა (6)
თქვენი სხეული ჯანმრთელობის და ფუნდამენტური სტრუქტურის შესაცვლელად უმარტივესი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის ის, რომ მოეპყროთ ამ ხუთ ელემენტს ერთგულებითა და პატივისცემით. უბრალოდ სცადეთ შემდეგი: ყოველ ჯერზე, როცა ურთიერთობთ რომელიმე ამ ელემენტთან (და რომელიც ხართ ცხოვრების ყოველ მომენტში), ეცადეთ ცნობიერად მიმართოთ მას, როგორც მიმართავთ თქვენი ცხოვრების უმაღლეს იდეალს, იქნება ეს შივა, რამა, კრიშნა, ღმერთი, ალაჰი (ან თუნდაც მარქსი!). თქვენ ახლა ხართ ფსიქოლოგიური არსება და თქვენს გონებაში იერარქიული წყობაა. ეს პროცესი დაარეგულირებს იერარქიას. გარკვეული დროის შემდეგ თავად სიტყვა შეიძლება გაქრეს. მაგრამ ცვლილებებს მაშინვე შეამჩნევთ, როგორც კი თქვენ ცხოვრებაში ჭეშმარიტად ცნობიერი მომენტების რიცხვი დაიწყებს ზრდას. ჰაერი რომლითაც სუნთქავთ, საკვები რომლითაც იკვებებით, წყალი რომელსაც სვამთ, მიწა რომელზეც დადიხართ, და სივრცე რომილიც გარს გარტყიათ, - თითოეული ამ ელემენტთაგანი გთავაზაობთ ღვთაებრივ შესაძლებლობებს.
ტაძრები ელემენტებისთვის
სამხრეთ ინდოეთში ხუთი ელემენტის სახელზე ხუთი მთავარი ტაძარი ააგეს. ეს ტაძრები ააშენეს არა თაყვანისცემისთვის, არამედ სულიერი პრაქტიკისთვის ხელის შესაწყობად.
წყლის ელემენტის გასაწმენდად უნდა მიხვიდეთ კონკრეტულ ტაძარში და გაიაროთ ერთი სახის პრაქტიკა. ჰაერის ელემენტის გასაწმენდათ სხვა ტაძარში უნდა მიხვიდეთ. ამგვარად, თითოეული ელემენტისთვის ხუთი მშვენიერი ტაძარი აიგო, რომლებიც კონკრეტული სულიერ პროცესისთვის ხელშემწყობი ენერგიით იყო სავსე. ტრადიციულად მაძიებლები ან ტაძრებს შორის მოგზაურობდნენ, რათა კონკრეტული პრაქტიკების საშუალებით ამ ელემენტებზე ძალაუფლება მოეპოვებინათ, რაც თავის მხრივ განკურნების, კეთილდღეობის და ზოგჯერ ტრანსცენდენტულობის მიღწევაში დაეხმარებოდათ.
ეს ხუთი ტაძარი ისე იყო აგებული, რომ ერთ მთლიან სისტემად ფუნქციონირებდა. ეს იყო ფენომენალური ტექნოლოგია. მათ ვინც იცოდა საჭირო სულიერი პრაქტიკები, შეეძლო მათი გამოყენება. ხოლო ვინც არ იცოდა, ისინი უბრალოდ მიმდებარე რეგიონში ცხოვრებით ღებულობდნენ სარგებელს. ეს ტაძრები დღესაც არსებობს, და ისინიც კი ვისაც არ ესმის მათი ენერგეტიკული ღირებულება, ამ დიდებული არქიტექტურული ძეგლებით გამოწვეულ გაოცებას ვერ მალავენ.