ჯოჯოხეთის სამზარეულო
ჯოჯოხეთის სამზარეულო
გრძელდება დებატები ვეგეტარიანელობას და არა ვეგეტარიანელობის მხარდამჭერებს შორის. მე ხშირად მეკითხებიან, თუ რომელია უკეთესი.
ვეგეტარიანელები მიდრეკილნი არიან ხშირად თავი დანარჩენებზე უფრო წმინდანებად წარმოაჩინონ, ხოლო არა-ვეგეტარიანელები ასევე ხშირად ამტკიცებენ, რომ ისინი უფრო ჯანმაგრები არიან და უფრო ადვილად ეწყობიან ამ სამყაროს, რადგან ისინი მზად არიან თავიანთ მენიუში ჩართონ პლანეტაზე არსებული ყველა სახის ცოცხალი ორგანიზმი. საკვების არჩევამ დიდი ფილოსოფიური მიმდინარეობები შვა.
იოგაში აბსოლუტურად არაფერია რელიგიური, ფილოსოფიური, სპირიტუალური, ან მორალური იმ საკვებთან დაკავშირებით რასაც ვჭამთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ საკვები თავსებადი იყოს თქვენს სხეულთან.
თავსებადობა დამოკიდებულია განსხვავებულ მიზნებზე. თუ თქვენი მიზანია დიდი სხეულის ქონა, მაშინ ის საკვები უნდა მიირთვათ რაც ამის მიღწევაში დაგეხმრებათ. თუ გსურთ გქონდეთ სხეული, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენში განსაკუთრებული ხარისხის ინტელექტის არსებობას, ან გსურთ გქონდეთ სხეული გარკვეული დონის სიფხიზლით, სიმარჯვით და სიმარდით, მაშინ განსხვავებული სახის საკვები უნდა მიირთვათ. ხოლო თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ მხოლოდ ჯანმრთელობა და ცხოვრებისეული სიამოვნებები, და გსურთ გქონდეთ საკმარისად ამთვისებელი სხეული რათა ჩამოტვირთოთ მთელი კოსმოსი, მაშინ საერთოდ განსხვავებული სახით უნდა იკვებოთ. თქვენი მიდრეკილებების შესაბამისად უნდა შეადგინოთ თქვენი დიეტა. ან თუ მიდრეკილებები დაკავშირებულია ყველა ამ განზომილებებთან, მაშინ ხელსაყრელი ბალანსი უნდა იპოვოთ.
დროებით გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები და მისწრაფებები, და ვნახოთ რა სახის საწვავისთვის არის ჩვენი სხეული მოწყობილი. ყველა ჩვენთაგანმა პირველ რიგში სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ყურადღება დავუთმოთ დიეტის შედგენას, მოდიფიკაციას და ადაპტაციას. თუ მთავარი საკითხი უბრალოდ გადარჩენა და არსებობის გახანგრძლივებაა, მაშინ შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი რაც გინდათ. მაგრამ მას შემდეგ რაც გადარჩენისა და არსებობის გახანგრძლივების საკითხი მოგვარებულია და უკვე არჩევანის საშუალება გაგიჩნდათ, მნიშვნელოვანია იკვებოთ შეგნებულად, და საკვები აარჩიოთ არა ენის გემოვნებით, არამედ თქვენი სხეულის ძირითადი დანიშნულების მიხედვით.
ცხოველთა სამეფოში უმთავრესად შეგვიძლია გამოვყოთ ორი კლასი; ჰერბივორები და კარნივორები, ისინი ვინც იკვებება მცენარეული საკვებით და ისინი ვინც ნადირობენ და ჭამენ ხორცს ან იკვებებიან ლეშით. ცხოველთა ამ ორ კატეგორიას შორის, არსებობს ფუნდამენტური განსხვავება მათ ორგანიზმის აგებულებასა და დიზაინში. რადგან ჩვენი ინტერესი დაკავშირებულია საკვებთან, მოდით განვხილოთ თითოეულის საჭმლის მომნელებელი სისტემა. საჭმლის მომნელბელი ტრაქტი იწყება ტუჩებით და მთავრდება ანალური ხვრელით. თუ ჩაუყვებით ამ ტრაქტს, რამოდენიმე ფუნდამენტურ განსხავებას აღმოაჩენთ ჰერბივორებსა და კარნივორებს შორის. განვხილოთ რამოდენიმე მათგანი.
ერთი განსხავებაა ის, რომ კარნივორების ყბებს შეუძლიათ მხოლოდ მჭრელი ფუნქცია შეასრულონ, ხოლო ჰერბივორების ყბებს შეუძლიათ როგორც მჭრელი ისე ღეჭვის ფუნქციის შესრულებაც. ჩვენ ადამიანებს ასევე გაგვაჩნია ორივე.
რა არის ამ განსხვავების მიზეზი?
დაუშვათ, ცოტა უმი ბრინჯი ჩაიდეთ პირში ერთი წუთით ან ცოტა მეტი ხნით; თქვენ შეამჩნევთ, რომ ის დატკბება. ეს დატკბობა ხდება იმიტომ, რომ თქვენს პირის ღრუში იწყება ნახშირწყლების შაქრად გარდაქმნის პროცესი (მომნელებელი სისტემის არსებითი ნაწილი), ფერმენტ პტიალინის წყალობით, რომელიც არის თქვენს ნერწყვში. პტიალიანი არის ყველა ჰერბივორის ნერწყვში, მაგრამ არ არის კარნივორების ნერწყვში. შესაბამისად კარნივორებს უწევთ თავიანთი საკვების უბრალოდ მცირე ნაწილებად დაჭრა და შემეგ გადაყლაპვა, ხოლო ჰერბივორებს კი საკვების ღეჭვა უწევთ. ღეჭვა მოიცავს საკვების დაქუცმაცებას და შემდეგ მის ნერწყვთან შერევის პროცესს; ეს ყველაფერი განპირობებულია მათი ყბების განსხვავებული დიზაინით.
თუ ღეჭვის პროცესი სათანადოდ მიმდინარეობს, მაშინ საჭმლის მომნელებელი პროცესის დაახლოებით ორმოცდაათი პროცენტი პირის ღრუში სრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კუჭის არე ღებულობს ნაწილობრივ მონელებულ საკვებს და შემდეგ ასრულებს ამ პროცესს. თანამედროვე ცხოვრებაში, ადამიანებს ისე ეჩქრებათ რომ, უბრალოდ ყლაპავენ პიკის საათის ლანჩებს, სათანადო ღეჭვის გარეშე.
კუჭი მძიმდება არა მხოლოდ აუთვისებელი საკვებით, არამედ ნაწილობრივ განადგრებული საკვებითაც. დღევანდელი სამზარეულო ძირითადად გადაიქცა ადგილად სადაც ხდება საკვების განადგურება. მკვებავი და სიცოცხლით სავსე პროდუქტები სისტემატურად ნადგურდება თერმულად მომზადების პროცესში, რაც თავის მხრივ ანადგურებს მის კვებით და პრანულ ღირებულებას(ანუ სულიერ საყრდენად მსახურების შესაძლებლობა).
ახლა ვნახოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიგრძე. ჩვეულებრივ ჰერბივორების მომნელებელი ტრაქტი სიგრძით თავიანთი სხეულის სიგრძეს 5-6 ჯერ აღემატება. კარნივორების კი მხოლოდ 2-3 ჯერ აღემატება. მარტივად რომ ვთქვათ, კარნივორებს გაცილებით მოკლე მომნელებელი ტრაქტი გააჩნიათ ვიდრე ჰერბივორებს, და ეს განსხვავება ნათლად მიუთეთებს იმაზე, თუ რა სახის საკვები უნდა მიიღოს თითოეულმა სახეობამ.
თუ უმ ხორცს შეჭამთ, თქვენი ორგანიზმიდან მის სრულად გასვლას დაახლოებით 70-72 საათი სჭირდება; თერმულად დამუშავებულ ხორცს დაახლოებით 50-52 საათი სჭირდება; თერმულად მომზადებულ ბოსტნეულს 24 დან 30 საათამდე; უმ ბოსტნეულს 12-15 საათამდე; ხილს კი მხოლოდ საათ-ნახევრიდან სამ საათამდე დრო სჭირდება.
უმი ხორცი შენობაში რომ დატოვოთ 70-დან 72 საათამდე, ლპობას დაიწყებს - და ხორცის მცირე ნაჭერი ისე ამყრალდება,რომ შეუძლია სახლი დაგატოვებინოთ! ლპობის პროცესი ძალიან სწრაფად იწყება ზაფხულობით, და ამაში მას მაღალი ტემპერატურა და ტენი უწყობს ხელს. თქვენი კუჭი ყოველთვის ტროპიკული ადგილია, თუ იქ ხორცი 72 საათის განმავლობაში რჩება, მაშინ ლპობის პროცესის დონე ძალიან მაღალია. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის ჭარბი ბაქტერიული აქტივობა, და სხეულს დიდი დოზით ენერგიის ხარჯვა უწევს, რათა ბაქტერიული დონე არ გასცდეს იმ ზღვარს, რომელიც ყოფს ჯანმრთელობას ავადმყოფობისაგან.
თუ საავამყოფოში თქვენს ავადმყოფ მეგობარს ინახულებთ, ნამდვილად არ მიუტანთ მას პიცას ან სტეიკს. დიდი ალბათობით თქვენ მას ხილს მიუტანთ. ველური ბუნების წიაღში რომ აღმოჩნდეთ, პირველი რისი ჭამა მოგინდებათ? ცხადია ხილის. (გახსოვთ ალბათ, რომ ადამიც კი ვაშლს ჭამდა, თუმცა ყველამ იცის ამის გამო რა განსაცდელში აღმოჩნდა!) შემდეგ ამას მოყვება ფესვები, ცხოველების კვლა, საჭმლის ცეცხლზე მომზადება და კულტურული მცენარეების გაზრდა. თუმცა ხილი არის ყველაზე ადვილად მოსანელებელი საკვები და ეს ადამიანმა ინსტინქტის დონეზეც კი იცის.
კარნივორი ცხოველების უმრავლესობა არ ჭამს ყოველდღურად - და ნამდვილად არ ჭამს დღეში სამჯერ! მათ იციან, რომ საკვები რასაც ჭამენ ძალიან ნელა მოძრაობს მათ მომნელებელ ტრაქტში. ამბობენ, რომ ვეფხვი დაასლოებით ყოველ 6-8 დღეში ერთხელ ჭამს. როდესაც მშიერია ის ძალიან მოძრავია და ხეტიალობს ყველაგან, შემდეგ მოინადირებს და ერთ ჭამაზე შეუძლია დიდი ულუფა, დაახლოებით 25 კილო ხორცი ჭამოს. ამის შემდეგ ჩვეულებრივ ძინავს ან ზანტად დაიარება. კობრა ყოველ 12-15 დღეში მხოლოდ ერთხელ, თავისი სხეულის წონის დაახლოებით 60 პროცენტს ჭამს ერთ ჭამაზე. ცენტრალურ აფრიკის რეგიონში მოსახლე პიგმეები ადრე ნადირობენ სპილოებზე, უმად ჭამდნენ მათ ორგანოებს და ხორცს, და სვამდნენ ახალ და ახლადშენახულ სისხლს. ამბობენ, რომ ასეთი ჭამის შემდეგ გადაბმულად 40 საათი ეძინათ ხოლმე. მაგრამ ურბანიზაციასთან ერთად იცვლება ჩვენი ცხოვრების წესიც, და ხდება სულ უფრო მჯდომარე, და ნათელია, რომ ადამიანები მსგავსად ცხოვრებას ვერ გააგრძელებენ. ჩვენ უნდა ვიკვებოთ ყოველ დღიურად და განსაზღვრულ დროს დავისვენოთ, რადგან ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ისეთივეა, როგორიც ჰერბივორების.
დებატები ცილის (პროტეინის) გარშემო
დღესდღეისობით დიდი ყურადღება ექცევა ცილის(პროტეინის) მოხმარების საკითხს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სხეულის მხოლოდ სამი პროცენტი შედგება ცილისგან და ცილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კიბო. ხორცი მდიდარია პროტეინით. ადამიანის ცილით დაკმაყოფილება შეუძლია ხორცის ძალიან პატარა პორციას. დანარჩენი კი ძალიან ნელა გადის მომნელებელი ტრაქტში და გზად უამრავ პრობლემას ქმნის, როგორც მაგალითად გადაჭარბებული ბაქტერიული ატივობა, ძილის ხანგრძლივობის ზრდა, გაზრდილი ინერტულობის დონე სხეულში, უჯრედების რეგენერაციის შენელება. ეს ყველაფერი თავის მხრივ, ასევე გამოიხატება აღქმის მგრძნობიარობის შემცირებაში. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ხორცი სულიერად არაკეთილსასურველად, რადგან სულიერი პროცესი არსებითად ადამიანის აღქმის გაფართოებაშია, ფიზიკური ლიმიტაციების მიღმა.
საჭმლის მომნელებელი დრამა
საჭმლის მონელების კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ ერთი სახის საკვები პროდუქტების მონელებისთვის ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ტუტეს, ხოლო მეორე სახის პროდუქტებისთვის მჟავას. როდესაც თქვენ ამ განსხვავებულ პროდუქტებს ერთად მიირთმევთ, მაშინ თქვენი კუჭი იბნევა და ერთდროულად გამოყოფს ტუტეს და მჟავას, რომლებიც ანეიტრალებნ ერთმანეთს და ამისგან საჭმლის მომნელებელი წვენი კარგავს თავის თვისებებს. შესაბამისად საკვები კუჭში იმაზე უფრო დიდხანს რჩება ვიდრე საჭიროა, და ასუსტებს ჩვენს ძალების აღდგენის უნარს უჯრედულ დონეზე.
ის ასევე იწვევს ენერგეტიკულ სისტემაში „ტამასს“, იგივე ინერტულობას, რაც დროთა განმავლობაშ არსებითად შეცვლის იმის ხარისხს ვინც ხართ, და გააურესებს იმის ხარისხს ვინც შეგეძლიათ რომ იყოთ. ტრადიციულად სამხრეთ ინდოეთში ადამიანები ცდილობენ, რომ ერთმანეთში არ აურიონ გარკვეული პროდუქტები. მაგრამ დღეს საკვები ემსახურება არა სხეულის კეთილდღეობას, არამედ სოციალურ მიზნებს. ადამიანები იკვებებიან ბუფეტებში, სადაც კერძების მრავალფეროვნება და სიმრავლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, სხეულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამოკვება.
საკითხავია არა ის, თუ რა არ უნდა ვჭამოთ, არამედ რამდენი რამ არ უნდა ვჭამოთ ერთად. ეს არ არის მორალური საკითხი; ეს ცხოვრებისეული ალღოს საკითხია. როდესაც ქალაქის ცხოვრებას ებრძვით, თქვენ საზრიანი და მოქმედი გონება გესაჭიროებათ, და ასევე ფიზიკური და მენტალური ბალანსი. და ზოგიერთ თქვენთაგანს სულიერი მისწრაფებებიც კი გაგაჩნიათ - თუნდაც მხოლოდ დროგამოშვებით! ასე რომ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი დიეტის დაბალანსების საშუალება - ოღონდ არა გონების დიქტატის გზით, არამედ დაკვირვებით და გაცნობიერებით.
მნიშვნელოვანია არ გადავიქცეთ „კაი პურის მჭმამელ“ გურმანებად. საკვების მიღება არასდროს უნდა გადაიქცეს ყველაფრის მშთანთქავ საქმედ. ამ პლანეტაზე ყველა არსებამ, იცის რა უნდა ჭამოს და რა არ უნდა ჭამოს. მაშ რატომაა ეს ადამიანებისთვის პრობლემა? ადამიანებისთვის ეს პრობლემაა არა ყურადღების ნაკლებობის, არამედ ზედმეტი ინფორმაციულობის გამო.
იოგას მეცნიერება ასრებითად ადამიანის შინაგან ასპექტებთან მუშაობს. ადამიანის მექანიზმის საფუძვლიანი გაგების წყალობით, იოგას მეცნიერება დაიყო რამოდენიმე განსხვავებულ განშტოებად. ერთერთი ამ განშტოებათაგანია აურვედა, რომლის პოპულარობაც ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. აურ ნიშნავს „სიცოცხლის ხანგრძლივობასა“, ვედა კი „მეცნიერებას“ ან „ცოდნას“. ასე რომ, აურვედა არის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერება. ეს სისტემას იყენებს მცენარეებს და დედამიწის სხვა ელემენტებს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სისტემური გაუმართაობების გამოსასწორებლად. ასეთი ცოდნის სისტემები მოწოდებულები იყვნენ, დახმარებოდნენ მათ ვისაც არ შეეძლო სათანადო იოგას პრაქტიკის მეშვეობით იგივე მიზნებისთვის მიეღწიათ.
სადჰანა (9)
ყოველდღიურად ჭამამდე რამოდენიმე წუთით ადრე სავსე კოვზი გამდნარი კარაქის(ინდოეთში გიის სახელით არის ცნობილი) მიღება, სასწაულებს ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. თუ გამდნარ კარაქს შაქართან ერთად მიირთმევთ, მაშინ ის მონელების შედეგად ცხიმად გადაიქცევა. მაგრამ გამდნარი კარაქის შაქრის გარეშე მიღება წმენდს, კურნავს და „პოხავს“ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. გარდა ამისა მსხვილი ნაწლავის გაწმენდა მაშინვე აისახება თქვენს კანზე და ის გარკვეულ სიღაჟღაჟეს და ცოცხალ იერს შეიძენს. მათაც კი, ვისაც ურჩევნიათ არ მიიღონ რძის პროდუქტები, შეუძლიათ იექსპერიმენტონ გიისთან, რადგან ის ისე გადის ორგანიზმიდან, რომ მისი ათვისება თითქმის არ ხდება.
ევოლუციური კოდი
თუ არავეგეტარიანული საკვების ჭამა გიწევთ, საუკეთესო ვარიანტი იქნება თევზი. ჯერ ერთი, რომ თევზს გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება და ის ადვილად მოსანელებელია. და მეორე, ის უმნიშვნელო გავლენას ახდენს თქვენზე.
რა იგულისხმება ამაში?
ჩვენი სხეულები - ყველაფერი რასაც ვჭამთ, და შემდეგ გამოვყოფთ, ყველაფერი რაც ბოლოს იმარხება ან კრემირებას უკეთებენ - არის მხოლოდ მიწა. თქვენს ორგანიზმში არსებული პროგრამული უზრუნველყოფა წყვეტს იმას, რომ თუ თქვენ ხილს შეჭამთ, ის ადამიანის სხეულად გადაიქცევა, და არა მაიმუნის ან თაგვის სხეულად. ამგვარად, თქვენი ორგანიზმის პროგრამული უზრუნველყოფა აგრძელებს სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საქმიანობას, რომელმაც თავის მხრივ მიწა გარდაქმნა ხილად. მაღალგანვითარებული ცხოველების, განსაკუთრებით ძუძუმწოვრების პროგრამული უზრუნველყოფა უფრო დახვეწილი და ინდივიდუალიზირებულია. ეს ართულებს თქვენი სისტემისთვის კოდირების საქმეს, რომლის მოვალეობაც თქვენს მიერ შეჭმულ არსებების პროგრამული უზრუნველყოფის წაშლა და ახლის ჩაწერაა.
თევზს, რომელიც ამ პლანეტაზე სიცოცხლის ერთერთი უძველესი ფორმაა, გააჩნია უმარტივესი პროგრამული კოდი, რომლის დაშლაც და ჩვენში ინტეგრირებაც ადვილად შეუძლია ჩვენს ორგანიზმს. ცხოველები, რომლებსაც გააჩნიათ უფრო განვითრებული გონებრივი შესაძლებლობები, და განსაკუთრებით ისინი ვისაც ასევე გააჩნიათ განსხვავებული ემოციები(როგორც მაგალითად ძროხები ან ძაღლები), ინარჩუნებენ თავიანთ სისტემურ მახსოვრობას. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ შეგვიძლია მაღალგანვითარებული, გონიერი და ემოციებით დაჯილდოებული არსებების სრულად ჩვენს ორგანიზმში ინტეგრირება.
ძველ დროში, თემებში რომლებსაც ახლო კავშირი ქონდათ მიწასთან, ხალხი ნადირობდა და ჭამდა ცხოველის ხორცს, თუმცა ამისგან გამოწვეულ შედეეგებს ანეიტრალებდა ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის საშუალებით. მაგრამ დღესდღეისობით ფარდოთ გავრცელებული მჯდომარე ცხოვრების სტილის პირობებში, იგივე დიეტის მიერ გამოწვეულ მაღალ მჟავიანობას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს წარმოუდგენელი დონის სტრესის გამოწვევაში. გარდა ამისა, დიდი ზომის ცხოველები, განსაკუთრებით ძროხები, წინასწარ გრძნობენ მათი დაკვლის მოახლოებულ მომენტს. ამის შედეგად ისინი განიცდიან მძიმე სტრესს, რის შემდეგაც მათ ორგანიზმში ძალიან დიდი ოდენობით მჟავური მოცულუბა წარმოიქმნება. ეს თავის მხრივ მძიმე გავლენას ახდენს მათზე, ვინც მოგვიანებით მათ ხორცს ჭამს.