სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ტანტრა - ტექნოლოგია ტრანსფორმაციისთვის

 

ტანტრა - ტექნოლოგია ტრანსფორმაციისთვის

დღეს, ოკულტურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრაქტიკა ინიღბება როგორ სულიერების პროცესი.

ვთქვათ, მე ვარ ინდოეთში და თქვენ კი ამერიკაში. მე მინდა რომ მოგართვათ ყვავილი, მაგრამ არ მსურს იგივე გზა გავიარო რაც კოლუმბმა გაიარა. თუ ისე მოვახერხე რომ, ეს ყვავილი უცაბედად თქვენს კალთაში დაეშვა, ეს არის ოკულტიზმი. აქ არ არის არაფერი სულიერი; ეს არის უბრალოდ ცხოვრების ფიზიკური განზომილებასთან მოპყრობის კიდევ ერთი საშუალება.

ინდოეთში, ჩვენ გვაქვს ბევრი რთული ოკულტური პროცესი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ფოტოსურათზე შეხედვით შეუძლიათ გაუუმჯობესონ ან დაუნგრიონ ადამიანს ცხოვრება. მათ შეუძლიათ ადამიანს მყისიერად ისეთი დაავადება შეჰყარონ, ჩვეულებრივ რის ჩამოყალიბებასაც ორგანიზმში დიდი დრო სჭირდება. ამ ოკულტიზმის პრაქტიკოსებს ასევე შეუძლიათ ადამიანის გამოჯანმრთელებაც, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი მათგანი თავიანთ შესაძლებლობებს სხვა დანიშნულებით იყენებს, როგორც ჩანს ბაზარზე ტალანტების ნეგატიურ გამოყენებაზე უფრო დიდი მოთხოვნაა. როგორც არ უნდა ხდებოდეს მათი გამოყენება, დადებითად თუ უარყოფითად, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. ოკულტიზმის გამოყენება პირადი მიზნებისთვის არ არის მიზანშეწონილი.

იოგურ ტრადიციაში არის ბევრი ისტორია, დიდი იოგის გორახნატის შესახებ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ის ცხოვრობდა მეთერთმეტე საუკუნეში, მაგრამ ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ის გაცილებით უფრო ადრე ცხოვრობდა. ის იყო მაცეინდრანათის მოსწავლე, რომელიც თავის მხრივ იყო სახელგანთქმული იოგი. მას პატივისცემით ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც შივას ან ადიიოგის რეინკარნაციას. თქმულების მიხედვით მაცეინდრანათი ცხოვრობდა ექვსასი წლის განმავლობაში. ეს არ უნდა მივიღოთ არც სიტყვასიტვით და არც უნდა ვუარყოთ როგორც ჰაგიოგრაფიული ამბავი. ეს არსებითად მიუთითებს, იმაზე რომ, ის გამორჩეულად დიდხანს ცხოვრობდა და რომ, მას საოცარი მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ.

გორახნატი გახდა მისი მოსწავლე, და ის აღმერთებდა და თაყვანს სცემდა თავის ოსტატს. მასში ძალიან ბევრი ძალა და ცეცხლი იყო. მაცეინდრანატი ხედავდა, რომ მასში იყო ბევრი ცეცხლი და არასკმარისი თავშეკავებულობა. ცეცხლი ბევრ რამეს წვავს, და გორახნატი თავისი უვიცობის კედლების წვას შეუდგა, და მოულოდნელად უფრო მეტი ძალა შეიძინა. მაცეინდრანათმა ნახა, რომ ის მოვლნებს წინ უსწრებდა, და უთხრა მას; „წადი, ჩემს ახლო აღარ გაჩერდე თოთხმეტი წელი. შენ ჩემგან ძალიან ბევრს ისრუტავ.“

ეს ყველაზე რთული რამ იყო გორახნატისთვის. მაცეინდრანათს რომ ეთქვა; მოკვდიო,“ - ის მაშინვე აღასრულებდა ამას. „წადი ჩემგან“, კი მისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. მაგრამ რადგან მისმა საყვარელმა ოსტატმა ასე სთხოვა, ის წავიდა.

14 წლის განმავლობაში ისე ითვლიდა დღეებსა და საათებს, ელოდა რა დაბრუნების მომენტს. როგორც კი ეს პერიოდი დასრულდა, ის მაშინათვე დაბრუნდა უკან. დაბრუნებულმა ნახა, რომ შეგირდი დარაჯობდა ქვაბულს სადაც მაცეინდრანატი ცხოვრობდა. გორახნატმა უთხრა; „მინდა ვნახო ჩემი ოსტატი!“

იოგმა, რომელიც ქვაბულს დარაჯობდა უპასუხა; „მე არ მაქვს ასეთი განკარგულება, ასე რომ, უმჯებესია დაელოდო.“

გორახნატი წამოენთო. მან უთხრა; „შე სულელო, მე თოთხემტი წელი ველოდი! მე არ ვიცი შენ როდის მოხვედი აქ. იქნებ მხოლოდ გუშინწინ მოხვედი. როგორ ბედავ ჩემს შეჩერებას!“

მან მას ხელი კრა და ქვაბულში შევიდა. მაცეინდრანათი იქ არ იყო. გორახნათი უკან მობრუნდა, შეანჯღრია შეგირდი და ჰკითხა; „სად არის ის? მე ახლავე უნდა ვნახო ჩემი ოსტატი!“

შეგირდმა უპასუხა; „მე არ მაქვს რამე მითითება, იმაზე რომ გითხრა სად არის ის.“

გორახნატს აღარ შეეძლო თავის შეკავება. მან გამოიყენა თავისი ოკულტური ძალები, შეგირდის გონებაში ჩაიხედა, და დაადგინა ოსტატის ადგილსამყოფელი. შემდეგ ამ მიმართულებით გზას გაუდგა. მისი გურუ მას ნახევარგზაზე ელოდა.

მაცეინდრანათმა უთხრა; „ჩემგან შორს თოთხმეტი წლით იმიტომ წარგზავნე, რომ ოკულტიზმისადმი მიდრეკილებები გაგიჩნდა. შენ უგულებელყოფდი სულიერ პროცესებს და მისგან მიღებული ძალით ტკბობას იწყებდი. დაბრუნების შემდეგ, პირველ საქმედ, შენი სულიერი ძმის გონების წასაკითხად ოკულტიზმი გამოიყენე. მეორე თოთხმეტი წელი შენთვის.“

და ასე მაცეინდრანათმა კიდევ ერთხელ წარგზავნა გორახნატი.

ბევრი ისტორია არსებობს იმის შესახებ, ისევ და ისევ როგორ ბრუნდებოდა გორახნატი მისთვის აკრძალულ ადგილას, ხოლო მაცეინდრანათი კი როგორ სჯიდა მას. თუმცა, ამ ყველაფრის წყალობით გორახნატი გახდა მაცეინდრანატის საუკეთესო შეგირდი.

სწორედ ასე ეპყრობოდნენ იოგურ კულტურაში ოკულტურ პრაქტიკებს. მათ არასდროს მიაგებდნენ პატივის. ეს პრქტიკები ყოველთვის განიხილებოდა როგორც ცხოვრების ბოროტად გამოყენება, იმ სფეროებში შეჭრად სადაც არაფერი გესაქმებათ. მათ მხოლოდ ის ადამიანები აპრაქტიკებდნენ ვინც შეპყრობილი იყო ძალაუფლების და ფულის ქონის სურვილით.

ამავდროულად, ოკულტიზმი არ არის ნეგატიური რამე. მან ასეთი რეპუტაცია არასწორად გამოყენების გამო დაიმსახურა. ოკულტიზმი არსებითად არის ტექნოლოგია. არცერთი მეცნიერება ან ტექნოლოგია არ არის თავისთავად ნეგატიური. თუ ტექნოლოგიის გამოყენებას დავიწყებთ ადამიანების გასანადგურებლად და საწამებლად, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ ვიტყვით; „აღარ გვინდა ეს წყეული ტექნოლოგია!“ სწორედ ეს დაემართა ოკულტიზმს. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ის პირადი სარგებლის მისაღებად. ასე რომ, სულიერ გზაზე ოკულტიზმს თავს არიდებენ.

რასაც ხშირად ოკულტიზმად მოიხსენიებენ, არის ის რასაც ჩვენ ვიცნობთ ტანტრას სახელით. საზოგადოებაში არსებული თანამედროვე გაგების მიხედვით, ტანტრა არის ძალიან არაორთოდოქსული და სოციალურად მიუღბელი მეთოდების გამოყენება. მაგრამ თავისი წმინდა გაგებით, ტანტრა უბრალოდ ნიშნავს „ტექნოლოგიას.“ მას არაფერი ესაქმება აღვირახსნილ სექსუალობასთან. მნიშვნელოვანია, კარგად განვასხვავოთ ერთმანეთისგან ოკულტური სახის ტანტრა და სულიერი ტანტრა. ამ ორს ასევე მოიხსენიებენ როგორც „მარცხენა ხელის ტანტრას“ და „მარჯვენა ხელის ტანტრას“, და ისინი ბუნებით სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მარცხენა ხელის ტანტრაში გამოიყენება ისეთი რიტუალები, რაც ბევრს შეიძლება ძალიან უცნაურად მოეჩვენოს. მარცხენა ხელის ტანტრა არის ძალიან გარეგანი; წარმატების მისაღწევად საჭიროა მატერიალები და საგულდაგულო მომზადება. ოკულტური პრაქტიკები, რომლებსაც მოიხსენიებენ როგორც მარცხენა ხელის ტანტრა, ადამიანებს აძლევს საშუალებას იკონტაქტოს შორეულ მანძილზე, გამოჩნდეს ერთდროულად ორ განსხვავებულ ადგილას, ენერგია გამოიყენოს საკუთარი კეთილდღეობისთვის და სხვების საზიანოდ. მარჯვენა ხელის ტანტრა უფრო შინაგანია; ის საშუალებას გაძლევს რაიმეს მისაღწევად გამოიყენო შენი ენერგიები. აქ ადამიანი იყენებს ცხოვრების ყველა მარტივ ასპექტს, როგორც სუბიექტურ მეცნიერებას, რათა შეტრიალდეს შიგნით და ქნას რამე საკუთარ თავთან. მარცხენა ხელის ტანტრა არის განუვითარებელი ტექნოლოგია და ხელმისაწვდომია უფრო არა-ინიცირებულთათვის, მარჯვენა ხელის ტანტრა კი არის უმაღლესად დახვეწილი და ხელმისაწვდომია მხოლოდ მძლავრი ინიციაციების შემდეგ.

ტანტრა არის მნიშვნელოვანი უნარი (შესაძლებლობა); მის გარეშე არ არსებობს არცერთი სულიერი პროცესი. თუ შენში არ გაქვს ტანტრა, ე.ი. არ გაქვს ტექნოლგია ადამიანების ტრანსფორმაციისთვის: ყველაფერი რაც გაქვთ არის მხოლოდ სიტყვები. სიტყვები შეიძლება იყოს შთამაგონებელი და წარმართველი, მაგრამ არა ტრანსფორმაციული. მკვლევარს ვერ უწოდებთ გურუს. ტრანსფორმაციული ტექნოლოგიის გარეშე არ არსებობს ოსტატი. ამგვარად, არ არსებობს გურუ ტანტრას გარეშე. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იჩემებს გურუობას, მაგრამ სინამდვილეში ისინი დაკავებულები არიან წმინდა წერილების გადამღერებით. ჭეშმარიტი გურუს სამუშაო მდგომარეობს ადამიანის მთლიანი ორგნიზმის, შეძენილი კარმას ციკლური პატერნებიდან მის უმაღლეს შესაძლებლობამდე გადაწყობაში. ეს მექანიკოსის სამუშაოს მსგავსია, მან უნდა მოაცილოს კარმული გამონაზარდები! თუ ადამიანში არ არის ტანტრა ან ტექნოლოგია, მას ევრ უწოდებთ გურუს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff