ხორციელიდან კოსმიურამდე
ხორციელიდან კოსმიურამდე
ყოფიერება ცეკვაა გამოვლინილსა და გამოუვლენელს შორის (ხილულსა და უხილავს შორის). როგორც კი ხდება გამოვლენა, მაშინვე ჩნდება დუალობა; სინათლე და სიბნელე, მამრობითი და მდედრობითი, დაბადება და სიკვდილი, და ა.შ. თუმც ერთანობა შემოქმედის მთავარია ქსოვილია, სწორედ დუალობას შემოაქვს ცხოვრებაში ქსოვილის სტრუქტურა, დიზაინი და ფერები. სიცოცხლის ყველა განსხვავებულ გამოვლინებას, რომელსაც დღეს ხედავთ, ფესვები მყარად აქვს გადგმული დუალობაში. რადგან არსებობს დუალობა, არსებობს მრავალგვარობაც. მხოლოდ ერთი, რომ ყოფილიყო, სამყარო არ იარსებდა. როდესაც გაჩნდა დუალობა, დაიწყო სიცოხლის თამაშიც.
როგორც კი იწყება დუალობა, იწყება სექსიც. რასაც ჩვენ სექსს ვეძახით, არის დუალობის ორი ნაწილის მცდელობა, გახდეს ერთი. დუალობების შეხვედრის პროცესში, ბუნება რთავს თავის ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა სახეობების გამრავლება და არსებობის გახანგრძლივება გადარჩენასთან ერთად. დუალობები ერთიანობას იმიტომ ცდილობენ, რომ ის რაც ოდესღაც იყო ერთი, გამოვლინდა როგორც ორი; და შესაბამისად არსებობს მუდმივი სწრაფვა იმისკენ, რომ ისინი კვლავ გახდნენ ერთნი.
ეს ერთიანობისკენ სწრაფვა ჰპოვებს მრავალ გამოხატულებას. როდესაც ახლაგაზრდა ხართ, და თქვენს გონებას ჰორმონები იმორჩილებს, ამ დროს ერთიანობის გზა არის სექსი. როდესაც საშუალო ასაკის ხართ, და თქვენს გონებას ემოციები იმორჩილებს, ამ დროს ერთიანობის გზა სიყვარულია. სიბერეში როდესაც ჰორმონები აღარ გაწუხებენ, ამ დროს ერთიანობის გზა არის ლოცვა. მაგრამ მიუხედავად ასაკისა, როდესაც თქვენ ამ ყველაფერს გადალახავთ და ეძებთ იგივე ერთიანობას ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე, მაშინ საუკეთესო საშუალება არის იოგა.
თუ თქვენ ფიზიკურ სხეულთან ერთიანობისკენ ისწრაფვით, უნდა გახსოვდეთ, რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, სხეულები მაინც განცალკევებულნი დარჩებიან. ერთიანობის შეგრძნება დიდხანს არ გრძელდება, შემდეგ მოსიყვარულე წყვილი ერთმანეთს შორდება. თუ განქორწინება არა, სიკვდილი აუცილებლად დაგაშორებთ. ეს გარდაუალია.
სექსი არის ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს მცდელობა გახდეს ერთი. თქვენი ინდივიდუალურობა ნიშნავს, არა მხოლოდ ყალბ საზღვრებს რაც თქვენს გონებრივ ჩარჩოში თავადვე შექმენით, სიმპატიების და ანტიპატიების, გემოვნებების და აზრების ფორმით. ის ასევე ნიშნავს, რომ თქვენ გამომწყვდეული ხართ თქვენი ფიზიკური სხეულის საზღვრებში. შეიძლება თქვენ ვერ აცნობიერებთ, მაგრამ თქვენში არსებული სიცოცხლე ისწრაფვის ამ საზღვრების გარღვევისკენ. როდესაც გსურთ გონებრივი საზღვრებიდან თავის დაღწევა, შეიძლება მოგინდეთ ვიმნესთან სერიოზულად დალაპარაკება ან წიგნის წაკითხვა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთერების მიღება, ან რაიმე უცნაურის ჩადენა. როდესაც გსურთ ფიზიკური საზღვრების დარღვევა თქვენ შეიძლება მოგინდეთ პირსინგის ან ტატუს გაკეთება, თმების შეღებვა, ან უბრალოდ ძველ საშუალებას - სექსს მიმართოთ.
განზრახვა, რომელიც გვაიძულებს სექსი ვეძებოთ დიდებულია, მაგრამ როგორც მეთოდი უიმედო. სიამოვნება ორ ადამიანს ერთმანეთისკენ იზიდავს, მაგრამ ერთიანობის შეგრძნება მხოლოდ მომენტალურად გრძელდება. ამიტომ, შემდეგ უკვე სხვა სფეროებში ეძებთ, იქნება ეს ემოციები თუ ინტელექტი. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ იპოვონ რაიმე საერთო; „ჩვენ ორივეს ერთი და იგივე ნაყინი გვიყვარს, ორივეს ქერა თმა გვაქვს, ორივე ვთამაშობთ ვიდეო თამაშებს, ერთი და იგეივე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებულები, და ორივეს ერთი და იგივე ტელე-გადაცემები მოგვწონს..“ მაგრამ სანამ არ გააცნობიერებთ რომ ვერასდროს გახდებით ერთნი, ვერ ისწავლით საპირისპიროსგან სიამოვნების მიღებას.
ეს ორი ენერგია, რასაც ადამიანები ვეძახით „მამრობითს“ და „მდედრობითს“, ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვის და ერთად ყოფნას ცდილობს. მაგრამ ერთად ყოფნის ამ სწრაფვის გარდა, ისინი ყველაფერში საპირისპიროები არიან. ისინი ერთდროულად არიან საყვარლები და მტრებიც. თუ მსგავსებებს დაუწყებთ ძებნას, საერთოს ცოტას აღომაჩენთ; მაგრამ, მიუხედავად ამისა საწინაღმდეგოები ერთმანეთისკენ მუდამ ილტვიან.
ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლიათ მიიღონ ძირითადი ფიზიკური ქმედებები ისეთად როგორიც არის, ამიტომაც გამოიგონეს ყველა სახის დეკორაცია მის ლამაზად შესაფუთად. თქვენ მას ყოველთვის ემოციებს ამატებთ, რადგან უემოციოდ ყველა მოქმედება მახინჯად გამოიყურება. ცდილობთ როგორღაც დაფაროთ რეალობის თქვენი ხედვა სხვადასხვა დეკორაციით.
სექსი ბუნებრივი მოვლენაა; ის არსებობს სხეულში. სექსუალობა კი თქვენი გამონაგონია; ეს ფსიქოლოგიური მოვლენაა. თუ სექსის ადგილი არის სხეულში, ეს კარგია, და მშვენერია. მაგრამ, როგორც კი, ის აღწევს გონებაში, ხდება მისი გაუკუღმართება. სექსს გონებასთან არაფერი ესაქმება. სექსი არის თქვენი პატარა ასპექტი, მაგრამ დღეს ის უზარმაზარ ასპექტად გადაიქცა. ბევრისთვის კი სექსი გახდა თავად ცხოვრება.
თანამედროვე საზოგადოებებზე დაკვირვებით, მე ვიტყოდი რომ, ადამიანური ენერგიის ალბათ 90 პროცენტი იხარჯება სექსის დევნაში ან მისგან თავის არიდებაში. სექსი უბრალოდ ბუნების ხრიკია გამრავლებისთვის. ეს საპირისპიროების ერთმანეთისკენ ლტოლვა რომ არ არსებობდეს, ჩვენი სახეობა გადაშენდებოდა. მაგრამ დღეს ჩვენ ისეთი განსხვავება დავადგინეთ ქალსა და კაცს შორის, თითქოს ორი განსხვავებული სახეობის წარმომადგენლები იყვნენ. არცერთ სხვა არსებას ამ პლანეტაზე არ აქვს ისეთივე პრობლემები სექსში, როგორც ადამიანს. ცხოველებს ეს ურთიერთლტოლვა მხოლოდ წელიწადის გარკვეულ პერიოდებში უჩნდებათ; სხვა დროს კი მისგან თავისუფალნი არიან. ადამიანები კი სექსზე მუდმივად ფიქრობენ.
ერთი მიზეზი, თუ რატომაც ხდება ეს, არის ის რომ, წარსულში ბევრი რელიგია უარყოფდა ამ მარტივ ფიზიკურ პროცესს და მას ცოდვის სახელიც კი მიანიჭეს. ჩვენ არ შეგვეძლო ადამიანის ბიოლოგიის მიღება, და იმის ნაცვლად რომ, ბიოლოგიური შეზღუდვების მიღმა კვლევა-ძიება დაგვეწყო, ჩვენ ვცადეთ მისი უარყოფა. ადამიანის ბიოლოგასთან პრობლემა რომ არ გვქონდეს, არ დავიწყებდით განსხვავების გავლებას, თუ ვინ არის ვინ. ყოველი ადამიანი დაფასებულ უნდა იქნას მისი ღირსების მიხედვით; და სრულიად არარელევანტურია, იქნება ეს კაცი თუ ქალი. ქალების მთელი ექსპლუტაცია იწყება მაშინ, როდესაც არ შეგიძლიათ მიიღოთ ფუნდამენტური განსხვავება კაცსა და ქალს შორის.
არ არის საჭირო ბიოლოგია გახადოთ რაღაც წმინდად, და არც უწმინდურად. ბიოლოგია ცხოვრების ინსტრუმეტია. მისი მეოხებით არსებობთ თქვენ. თუ იცით, როგორ უნდა იცხოვროთ, მისი გაკეთილშობილების ან დამახინჯების გარეშე, ნახავთ, რომ მას თავისი სილამაზე გააჩნია.
მგრძნობიარეობა - ეს არის ქიმიური საშუალება მოიპატიჟოთ რამე, რაც არ ხართ, რათა გახდეს თქვენი ნაწილი. ეს არის ბუნების მხრიდან ერთინობისკენ, იოგასკენ თქვენი წაქეზების მცდელობა. მგრძნობიარეობა მოგიწოდებთ როგორც დღესასწაულისკე,ნ ისე ბრძოლისკენ. როდესაც ორი ინდივიდი ერთმანეთს ვნებიანად ჩაეკონება, მათთვის მთელი სამყარო ქრება, ან თუნდაც ნადგურდება. იმისათვის რომ დღესასწაული გაგრძელდეს, თქვენი მგრძნობიარეობა ან ვნება უნდა გახდეს ყველაფრის მომცველი. როდესაც ყველაფრის მომცველ ვნების ან სიყვარულის მდგომარეობაში ხართ, ჩვენ ამას იოგას ვუწოდებთ. ასე რომ, უარყოფა არ არის პასუხი, ერთადერთი პასუხია გაფართოებაა.
და თუ თქვენ არ გაქვთ მაცოცხლებელი სუნთქვის მგრძნობიარობა, რომელიც თქვენი ცხოვრების თითოეულ მომენტშია, როგორ შეძლებთ დაიწყოთ სხვების შეცნობა? სუნთქვის პროცესის ორგაზმული ბუნების განცდას ეწოდება ანა-პანა-სატი-იოგა, ან შემომავალი და გამავალი სუნთქვის იოგა. ანა-პანა სიტყვასიტყვით ნიშნავს „შიგნით და გარეთ“. სატი ნიშნავს მდედრ მეუღლეს (ცოლს). ასე რომ, აქ აშკარა მითითებაა ორგაზმული ერთობის. ანა-პანა-სატი-იოგა არის პროცესი რომელიც გასწავლით სუნთქვის ცნობიერ და ღრმა გაგებას და გაჩვენებთ, როგორ შეძლება უბრალო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გახდეს უსახელო ექსტაზების წყარო.
სადჰანა
ადამიანის სხეულში უფრო დიდი შესაძლებლობები სახლობს. ფიზიკური სხეული არის პლატფორმა ყველა სახის შესაძლებლობისთვის, დაწყებული უხეშიდან საკრალურით დამთავრებული. თქვენ შეგიძლიათ უხეშად შეასრულოთ უბრალო მოქმედებები, დაკავშირებული ჭამასთან, ძილთან და სექსთან, ან შეგიძლიათ თქვენს მოქმედებებს გარკვეული სიწმინდე შესძინოთ. ამ სიწმინდის მიღწევა შესაძლებელია თქვენი მოქმედებებისთვის უფრო ფაქიზი ფიქრების, ემოციების და განზრახვების დამატების გზით. უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ რამის „უხეშობას“ და „სიწმინდეს“ დიდწილად განაპირობებს თქვენი უსურველობა და გაუცნობიერებლობა, ან თქვენი მზაობა და გაცნობიერებულობა. ყოველ ამოსუნთქვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ მარტივ მოქმედებას, ფიქრს, და ემოციას შეუძლია შეიძინოს საკრალური ხასიათი, თუ მათ თან ახლავს სხვა თანამონაწილის სიწმინდის აღიარება - იქნება ეს ადამიანი, საკვები პროდუქტი თუ ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომლისკენაც მიმართულია მოქმედება.
სიყვარულის გამოვლინების ყველა ფორმიდან, რისი უნარიც ორ ადამიანს გააჩნია, ხშირად ყველაზე ინტიმური შეიძლება ხელჩაკიდების მარტივი აქტი გახდეს. რატომ? - ხელებისა და ფეხების ბუნება ისეთია, რომ ენერგეტიკული სისტემა სხეულის ამ ნაწილებში განსაკუთრებული სახით არის წარმოდგენილი. ორი ხელისგულის ერთმანეთთან შეხებას გაცილებით მეტი ინტიმურობა გააჩნია, ვიდრე სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილებს შორის.
შეგიძლიათ თქვენ თვითონ სცადოთ. ამისთვის პარტნიორის დახმარებაც კი არ გჭირდებათ. როდესაც ხელის გულებს ერთმანეთს ადებთ, თქვენს შიგნით ორი ენერგეტიკული განზომილება(მარჯვენა-მარცხენა, მამრობითი-მდედრობითი, მზის-მთვარის, ინი-იანი, და ა.შ.) გარკვეული სახით უკავშირდება ერთმანეთს, და თქვენ იწყებთ ერთიანობის შეგრძნების განცდას თქვენს შიგნით. ასეთია ტრადიციული ინდური ნამასკარის(მისალმების) ლოგიკა. ეს არის სისტემის ჰარმონიზაციის საშუალება.
ასე რომ, ერთიანობის განცდის უმარტივესი გზა არის ნამასკარ-იოგას პრაქტიკა. მიადეთ ხელის გულები ერთმანეთს და მიაპყარით სიყვარულით სავსე ყურადღება ნებისმიერ საგანს რასაც იყენებთ ან მოიხმართ, ან სიცოცხლის ნებისმიერ ფორმას რომელსაც გადაეყრებით. თუ თქვენ ამ გაცნობიერებას თქვენს ყოველ უბრალო მოქმედებაში მოაქცევთ, თქვენი ცხოვრებისეული განცდა(აღქმა) აღარასოდეს იქნება უწინდელი.