სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

სიყვარულის მანტრა

 

სიყვარულის მანტრა

ვისაუბროთ სიყვარულზე. არსებობს უპირობო სიყვარული? შესაძლებელია ორ ადამიანს შორის ასეთი სიყვარულის არსებობა? ესენია ყველაზე ხშირად დასმული კითხვები.

ერთ დღეს შანკარა პილაი ერთ პარკში შევიდა. მან იქ ქვის ჩამოსაჯდომ სკამზე მჯდარი მიმზიდველი ქალი ნახა. ისიც იმავე სკამზე დაჯდა. ცოტა ხანში შანკარა პილაი ქალისკენ მიიწია. ქალი კი გაიწია. რამოდენიმე წუთში შანკარა პილაი კვლავ მიიწია, ქალი კი კვლავ გაიწია. როდესაც შანკარა პილაი კვლავ მიიწია, ქალი უკვე სკამის კიდეზე იჯდა. შანკარა პილაი უკვე გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია. ქალმა მოიშორა მისი ხელი. მაშინ შანკარა მუხლებზე დაემხო, იქვე მოწყვეტილი ყვავილი გაუწოდა ქალს და უთხრა; „მიყვარხართ, ისე როგორც ცხოვრებაში არავინ მყვარებია.“

მზე ჩადიოდა. მას ყვავილი ეჭირა და ამაღელვებელი მზერით შესცქეროდა ქალს. ატმოსფეროც შესანიშნავი იყო. ქალიც დადნა.

ბუნებამ თავისი გაიტანა და ქალი კაცის მკლავებში აღმოჩნდა. უკვე ღამდებოდა. შანკარა პილაი მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და თქვა; „რვა საათია, უნდა წავიდე.“

ქალმა უთხრა; „რაა? ახლა? კი მაგრამ, შენ ხომ ახლახანს მითხარი, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად გიყვარდი!“

„კი, რათქმაუნდა მიყვარხარ, მაგრამ ამ დროს ცოლი მელოდება ხოლმე.“ - უპასუხა შანკარა პილაიმ.

როგორც წესი, ურთიერთობებს ვაყალიბებთ ისეთ ჩარჩოებში, რომლებიც ჩვენთვის მოსახერხებელი და მომგებიანია. ადამიანებს გააჩნიათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური, ფინანსური და სოციალური საჭიროებები, რომლების დაკმაყოფილებაც სურთ. ამ საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო გზა არის ვინმეს უთხრათ - „მე შენ მიყვარხარ.“ ეს ეგრედ წოდებული სიყვარული გახდა „სეზამ, გაიღეს“ მსგავსი მანტრა. ამ სიტყვების წარმოთქმით შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი.

სიყვარული არის თვისება, და მას არაფერი ესაქმება სხვა ვინმესთან. ყველა ჩვენი ქმედება გარკვეულწილად ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. თუ ამას დაინახავთ, მაშინ შეგეძლებად სიყვარული აქციოთ თქვენს ბუნებრივ თვისებად. თუმცა შეგიძლიათ გააგრძელოთ თავის მოტყუება იმის რწმენით, რომ ურთიერთობები რომლებიც ჩამოაყალიბეთ სარგებლის, კომფორტის და კეთილდღეობის მისაღებად, სინამდვილეში არის სიყვარულის ურთიერთობები. მე არ ვამბობ, რომ ამ ურთიერთობებში საერთოდ არ არის სიყვარული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის შეზღუდულია. რამდენჯერაც არ უნდა უწოდოთ თქვენს სიყვარულს ნამდვილი, თუ არ სრულდება რამოდენიმე მოლოდინი და საჭიროება, ურთიერთობა ინგრევა. ეს არსებითად ურთიერთსარგებლიანობის სქემაა.

სინამდვილეში არ არსებობს ისეთი რამეები როგორიცაა, უპირობო სიყვარული და პირობიანი სიყვარული. არსებობს პირობები და არსებობს სიყვარული. როდესაც საუბრობთ სიყვარულზე, ის უნდა იყოს უპირობო. როგორც კი ჩნდება პირობა, მაშინ ის იქცევა საქმიან გარიგებად. ეს შეიძლება იყოს ხელსაყრელი გარიგება, და შიეძლება გაწყობთ კიდევაც, მაგრამ ასეთი სიყვარული არ მოგანიჭებთ კმაყოფილებას და ვერც სხვა განზომილებაში გადაგიყვანთ. ეს უბრალოდ მოსახერხებელია. არ არის აუცილებელი სიყვარული იყოს მოსახერხებელი; უმრავლეს შემთხვევაში არც არის.

იმასთვის რომ გიყვარდეთ, თქვენ „არ უნდა იყოთ.“ ინგლისური გამოთქმა „falling in love“ (შეყვარება, სიტყვასიტყვით სიყვარულში ჩავარდნა) ძალიან საყურადღებოა. თქვენ არ „ადიხართ“, არც „დგახართ“ და არც „დაფრინავთ“ სიყვარულზე, არამედ ვარდებით მასში. თქვენში რაღაც უნდა გაქრეს, რათა სხვა რამეს მისცეს ადგილი. სიყვარულს და გარიგებას შორის არის სხვაობა. არ არის აუცილებელი სიყვარულის ობიექტი იყოს სხვა ადამიანი; თქვენ შეგიძლიათ თავად ცხოვრება შეიყვაროთ სიგიჟემდე.

რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ გამომდინარეობს სიტუაციებისგან, რომლებშიც იმყოფებით. ჩვენი მოქმედებები ყოველთვის გარეგანი სიტუაცების საჭიროებებისგან ყალიბდება. მაგრამ სიყვარული არის შინაგანი მდგომარეობა, და ცხადია ის შეიძლება იყოს უპირობო. სიყვარულის აქტები დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს დამღლელი და სტრესული. გააცნობიერეთ რომ, სიყვარული არ არის ის რასაც აკეთებთ, სიყვარულია ის რაც ხართ თქვენ.

სადჰანა

სიყვარული არასდროს არის ორ ადამიანს შორის. სიყვარული არის ის, რაც თქვენს შიგნით ხდება, და არ არის საჭირო ვინმეს ან რამეს დაუქვემდებაროთ თქვენი შინაგანი სამყარო. სცადეთ შემდეგი; 15 წუთით დაჯექით რომელიმე ისეთი არსების ან საგნის წინ რაც თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენს; იქნება ეს ხე, ლოდი, ჭია თუ მწერი. გაიმეორეთ ეს რამოდენიმე დღე მიყოლებით. გარკვეული დროის შემდეგ აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ ისეთივე სიყვარულით შეხედოთ მას, როგორც უყურებთ თქვენს მეუღლეს, მშობელს ან შვილს. შეიძლება ჭიამ ეს არ იცოდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ შეგიძლიათ ყველაფერს სიყვარულით უყუროთ, თქვენს აღქმაში მთელი სამყარო მშვენიერი ხდება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff