წყალობის მთები
წყალობის მთები
იოგების და მისტიკების უმრავლესობას ჰქონდა პრობლემა; მათ არ შეეძლოთ, რომ გაეზიარებინათ თავიანთი გაცნობიერებულობის ნაყოფი გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. არ არის ადვილი იპოვო ადამიანი, რომელსაც შეუძლია აღიქვას თქვენი ცოდნა. თქვენ იღბლიანი იქნებით თუნდაც ერთი რომ იპოვოთ.
ამიტომ, სულიერი ოსტატები ტოვებდნენ თავიანთ ცოდნას შორეულ, მაგრამ არა სრულიად მიუღწეველ ადგილებში. ისინი ხშირად ირჩევდნენ მთის მწვერვალებს, რადგან ასეთ ადგილებში ნაკლებია ადამიანური მოძრაობა და აურზაური. ძალიან ბევრი ასეთი საუცხოო ადგილია ინდოეთში. კაილაშის მთა(მთის მწვერვალი დასავლეთ ტიბეტში, რომელიც მიიჩნევა განუზომელი ძალის მქონე ანტიკური დროის წმინდა ადგილად.) არის ადგილი სადაც ძალიან დიდხანს ინახებოდა მაქსიმალური ოდენობის ცოდნა ენერგიის სახით.
კაილაში არის პლანეტის უდიდესი მისტიკური ბიბლიოთეკა. თითქმის ყველა აღმოსავლური რელიგია მას წმინდა ადგილად მიიჩნევს. ჰინდუებში, ეს ადგილი ტრადიციულად მიიჩნევა ღმერთ შივას და მისი მეუღლის ადგილსამყოფელად. ბუდისტებს ის წმინდა ადგილად მიაჩნიათ რადგან, მათი რწმენით სამი დიდი ბუდა ცხოვრობს მანდ. ჯაინებს სჯერად, რომ მათმა პირველმა დიდმა ოსტატმა, ტირთანკარამ, განთავისუფლებას იქ მიაღწია. ბონის რელიგია, რომელიც არის ტიბეტის თავდაპირველი რელიგია, მას ასევე წმინდა ადგილად მიიჩნევს.
ბოლო თერთმეტი წელია, რაც პილიგრიმებს კაილაშზე ვატარებ. 2007 წელს, როდესაც იქ მივედი, ჩემი ჯანმრთელობა განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყო. კვირების განმავლობაში შეუჩერებლად ვმოგზაურობდი, ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში დაბნეულმა ექიმებმა განსხვავებული დაავადებების დიაგნოზები დამისვეს; მალარია, დენგეს ციებ-ცხელება, ტიფი და კიბოც კი. შეცბუნებული ექიმები ჩემს სისხლის ანალიზის პასუხებს „ეზოთერულად“ რაცხავდნენ. საბოლოოდ გადავწყვიტე შიგნით ჩამეხედა და ჩემს თავზე მემუშავა. რამოდენიმე დღის შემდეგ კაილაშზე გავემგზავრე. იმ დროს ცოტა უკეთ ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან სუსტად. როდესაც მთას შევხედე, დავინახე იმდენი მისტიკური ცოდნა, რომელიც ელოდა, რომ ვინმეს მასზე წვდომა მიეღო. ამიტომ, მთისგან მომდინარი ენერგეტიკული სიმი, გარკვეული სახით შევუერთე ჩემს ენერგეტიკულ სისტემას. როგორც კი ეს გავაკეთე, ჩემი სიცოცხლისუნარიანობა მაშინათვე გამოცოცხლდა, და ჩემი დაცლილი ენერგეტიკული სხეული(თითქმის რვა კვირიანი სიცხით გამოლეული) კვლავ ჩვეული ენერგიით აღივსო. მე უფრო ახალგაზრდად გამოვიყურებოდი, თავსაც უფრო ახალგაზრდად ვგრძნობდი, და ჩემი ხმაც კი შეიცვალა - ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ საათში! შედეგები თვალში საცემი იყო. ჩემს გარშემო დაახლოებით ორასი კაცი იყო, ვინც ამ ყველაფერს შეესწრო.
არის ასევე სხვა დიდი ენერგიული ვიბრაციის მქონე ადგილები, სადაც მისტიკოსებმა შთამომავლებისთვის ანდერძად დატოვეს თავიანთი სულიერი პრაქტიკის ნაყოფები. ჰიმალაის მთებში ასეთი ადგილები აურაცხელია. მრავალი იოგი და მისტკოსი ირჩევდა ამ მთას თავიანთი ნავსაყუდელისთვის. იქ ცხოვრებით, ისინი ბუნებრივად ტოვებდნენ გარკვეული განზომილების ენერგიას, და შედეგად, ჰიმალაის მთებმა მოაგროვა გარკვეული სახის აურა.
მაგალითად, კედარნათი არის პატარა ტაძარი ჰიმალაის მთებში. იქ არ არის ღვთაების ქანდაკება. ეს უბრალოდ კლდეზე აღმართული ქვისგან ნაგები ტაძარია. მაგრამ ის ერთერთი ყველაზე ძლიერი ადგილია მსოფლიოში! თუ თქვენი მგრნძობელობის უნარის გაზრდას ცდილობთ და ამ ადგილს ეწვევით, ის თქვენზე წარუშლელ ზეგავლენას მოახდენს. აღმოსავლეთში ამის მსგავსი ძალიან ბევრი ადგილია, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას ჰიმალაის მთები იზიდავს.
სამხრეთ ინდოეთის შტატ კარნატაკაში არის ადგილი სახელად კუმარა ფარვატი. „ფარვატი“ ნიშნავს მთას. კუმარა, შივას ვაჟის კარტიკეის ერთერთი სახელია. ის ძალიან ბევრ ბრძოლაში იბრძოდა, ცდილობდა რა სამყაროს შეცვლას, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის ამაოება გააცნობიერა, მოვიდა ამ რეგიონში. სწორედ აქ განბანა თავისი მახვილი სისხლისგან უკანასკნელად. ის მიხვდა რომ, სულ რომ ათასი წელი ებრძოლა, მაინც ვერასდროს შეცვლიდა სამყაროს; ერთი პრობლემის ძალადობრივი გადაწყვეტა წარმოშობს სხვა ათ პრობლემას. ამგვარად, ის ავიდა მთაზე და დადგა მის მწვერვალზე. ჩვეულებრივ, როდესაც იოგი სხეულის დატოვებას გადაწყვეტს, ის ან ჯდება ან წვება. მაგრამ, რადგან კარტიკეა მეომარი იყო, მან ფეხზე მდგომარემ დატოვა სხეული.
თუ ვინმეს შეუძლია ნებაყოფლობით დატოვოს თავისი ფიზიკური ფორმა მის დაუზიანებლად, ეს ცხოვრებისეულ პროცესებზე მისი აბსოლუტური გაბატონების ნიშანია. სწორედ ამას აღნიშნავს ინდურ ტრადიციაში „მაჰასამადჰი“, ან „დიადი გაწონასწორებულობა.“
ბევრი წლის წინ, როდესაც კუმარა პარვატიში მივედი, იქ ჩემთვის პატარა კარავი გაშალეს. დაძინება მინდოდა, შევედი და დაწოლა ვცადე, მაგრამ ჩემი სხეული ძალაუნებურად მდგომარე პოზას იღებდა, რაც კარავის დემონტაჟს იწვევდა. მთელი ღამე ვერც დაჯდომა შევძელი; სხეული მხოლოდ მდგომარე პოზიციას იკავებდა. სწორედ მაშინ დავიწყე კარტიკეას ცხოვრებისეული მემკვიდრეობის გაცნობიერება. ის ათასობით წლის წინ ცხოვრობდა, მაგრამ კვალი რაც მან დატოვა კვლავ ცოცხალია.
შეუძლებელია ასეთი სახის სამუშაოს განადგურება. სადაც არ უნდა იყოს, თუ ადამიანი რამეს აკეთებს თავისი სასიცოცხლო ენერგიებით, ის ქმნის გარკვეულ შესაძლებლობას რისი წაშლაც არანაირ მოვლენას არ შეუძლია. მისი ნაშრომი და თანდასწრება, ვისაც, თუნდაც სულ მცირეოდენი ცდები ჩაუტარებია თავის შინაგან განზომილებებთან, არასოდეს განადგურდება.
მაგალითად, ვარაუდობენ რომ, გაუტამა ბუდჰა ცხოვრობდა 2500 წლის წინ, იესო კი 2000 წლის წინ, მაგრამ რამდენადაც მე ვხედავ, დღესდღეისობით ორივე ცოცხალია. როდესაც თქვენი სასიცოცხლო ენერგიებით შექმნით გარკვეულ მოცულობის ნაშრომს, ის სამუდამოდ ხელმისაწვდომია პრაქტიკული გამოყენებისთვის და დრო მას ვერ გაანადგურებს. თუ თქვენ ხორცისა და სისხლისგან შემდგარ ფიზიკურ სხეულთან მუშაობთ, ამას შეზღუდული სასიცოცხლო ციკლი გააჩნია. თუ გონებას იყენებთ, თქვენი სამუშაოს(ნაშრომის) სასიცოცხლო ციკლი გაცილებით ხანგრძლივია. მაგრამ როდესაც მუშაობთ თქვენს ფუნდამენტურ სასიცოცხლო ენერგიებთან, შედეგები სამარადისოა.
ვერცხლის მწვერვალები
ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, საითკენაც არ უნდა გამეხედა, ფონად ყოველთვის გარკვეულ მთის მწვერვალებს ვხედავდი. როდესაც თექსვმეტი წლის ვიყავი და ეს ჩემს მეგობრებს გავუმხილე (მათ მიპასუხეს, „ხომ არ გაგიჟდი? სად არის მთები?“), მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ, სხვა არავის თვალებში არ ჩანდა ეს მთები! გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ უნდა მომეძებნა ეს მწვრვალი, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე.
წარმოიდგინეთ რომ, თქვენს სათვალეზე არის რაღაც ლაქა. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ამ ლაქას შეეჩვევით. ამის მსგავსი იყო ჩემს მთის მწვერვალებთანაც. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც დამიბრუნდა მოგონებების ტალღა, და როდესაც ვეძებდი დჰიანალინგას აღსამართ ადგილს, დავიწყე იმ მთების ძებნა, რასაც ბავშვობაში მუდამ ვხედავდი.
ვიმოგზაურე ყველაგან. სამხრეთ ინდოეთში, გოადან კანიაკუმარამდე 1200 კილომეტრიანი მანძილი თერთმეტჯერ დავფარე. ალბათ ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში არ არის ისეთი გზა, რომელზეც რამოდენიმეჯერ არ გამევლოს.
ბევრი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით მოვხვდი კოამბატორის მიმდებარე ერთ სოფელში. სწორედ იქიდან დავინახე ველიანგირის მთებზე აღმართული „მეშვიდე მწვერვალი“. სწორედ ამ მწვერვალს ვხედავდი ბავშვობიდან მოყოლებული. როგორც კი დავინახე მწვერვალი, რომელიც ჩემში ცხოვრობდა მთელი ჩემი ცხოვრება, - ის მაშინათვე გაქრა ჩემი შინაგანი ხედვიდან და გახდა ცოცხალი რეალობა. უცებ გავაცნობიერე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე ხელისშემწყობი ადგილი ჩემი ცხოვრების სამუშაოსთვის.
თუ მკითხავთ, „რომელია პლანეტაზე ყველაზე დიდი მთა?“ მე ყოველთვის გიპასუხებთ, „ველიანგირი.“ მე დავიბადე ამ მთების ანაბეჭდით ჩემს თვალებში, და მას შემდეგ მუდამ აჩრდილივით დამზდევენ. ეს მთები ჩემში ცხოვრობდა და იყო ნავიგაციის სიტემა, ჩემი შინაგანი რადარი. ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ადგილი. ეს მთები იმ ყველაფრის რეზერვუარია, რისი ცოდნაც მჭირდებოდა, დჰიანალინგას შესაქმნელად.
სიტყვა „ველიანგირი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „ვერცხლისფერ მთებს“, და ასე ეწოდა, რადგან ეს მთები წელიწადის უმეტესი პერიოდის განმავობაში დაფარულია ღრუბლებით. ეს მთები ასევე ცნობილია „სამხრეთის კაილაშის“ სახელით, რადგან ადიიოგიმ, იგივე შივამ, სულ მცირე სამი თვე გაატარა ამ მწვერვალებზე. როდესაც აქ მოვიდა, ის არ იყო თავის ჩვეულ ნეტარ გუნებაზე. (ლეგენდის მიხედვით, ის თავის თავზე იყო გაბრაზებული, რადგან ვერ შეასრულა დანაპირები, რომელიც მისადმი გამორჩეულ თავგამოდებულად ერთგულ ქალს მისცა.) ის ძალიან დაღვრემილი იყო, და ეს ენერგია დღესაც ცხადად ვლინდება; მან სათავე დაუდო გაბრაზებული იოგების ტრადიციას. ისინი აქ ასრულებდნენ სულიერ პრაქტიკებს და იძენდნენ ამ თვისებას. ისინი არ ბრაზობდნენ რამე კონკრეტულზე; ისინი უბრალოდ იყვნენ ინტენსივობის(დაძაბულობის) გარკვეულ მდგომარეობაში.
ყველაფერი აღნიშნულის გარდა, ეს მთა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან, ჩემმა გურუმ სწორედ აქ დატოვა თავისი სხეული. ეს მთა არის ტაძრის, ცოცხალი სალოცავის მსგავსი, ჩვენს იოგურ ტრადიციაში - ეს არი ღვთაებრიობის ნაკადი, მადლის კასკადი.