სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მზესთან სინქრონიზაცია

 

მზესთან სინქრონიზაცია

სურია ნამასკარი არის ნაცნობი პოზების თანამიმდევრობა, მათთვის ვინც ოდესმე დაკავებულა ან იცის რაიმე იოგას შესახებ. ჩვეულებრივ ადამიანები სურია ნამასკარს აღიქვამენ როგორც ფიზიკურ სავარჯიშოს. სხვებისთვის სურია ნამასკარს მზის თაყვანისცემის ელფერი დაჰკრავს. ორივე მოსაზრება მცდარია. რათქმაუნდა, ის გეხმარებად ხერხემლის და კუნთების გამაგრებაში, და კიდევ სხვა რამეშიც, მაგრამ ეს არ არის მისი მიზანი.

მაშინ რა მნიშვნელობა გააჩნია იმას, რასაც ხშირად მზის მისალმებას უწოდებენ?

პირველ რიგში, ეს საერთოდ არ არის მისალმება. ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს მზის ენერგიის თქვენს შიგნით ორგანიზებას, რაც ემყარება მარტივ ლოგიკას, რომ მზე არის დედამიწაზე ყველა სიცოცხლის წყარო. მზე არის თავად პლანეტის სიცოხლის წყარო. ყველაფერში, რასაც ჭამთ, სვამთ და სუნთქავთ, არის მზის ელემენტი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ისწავლით მის უკეთ „მონელებას“ - მის გათავისებას, და თქვენს სისტემაში ინტეგრირებას - შეძლებთ ამ პროცესისგან რეალური სარგებლის მიღებას.

ისინი, ვინც სურია ნამასკარს რეგულარულად აკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ მათი „ელემენტები“ ძლებს გაცილებით დიდხანს, და ჭირდება უფრო ნაკლები დამუხტვა ან შევსება. გარდა ამისა, სურია ნამასაკარი გვეხმარება შინაგანი ენერგიების ბალანსირებას ან რეორგანიზებაში, როგორც მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა, ან მთვარის და მზის განზომილებები. ეს ქმნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წონასწორობას, რომელიც შეიძლება გახდეს უდიდესი მონაპოვარი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩემს ბავშვობაში დედაჩემი ძალდატანებით მაღვიძებდა. მაგრამ, მას შემდეგ რაც იოგას პრაქტიკა დავიწყე, ჩემი ორგანიზმი ყოველ დღე კონკრეტულ საათზე თავისით იღვიძებს. ცხოვრებაც გაცილებით უფრო ძალდაუტანებელი და მშვიდი გახდა.

არსებითად სურია ნამასკარი, არის თქვენში ისეთი განზომილების შექმნა, სადაც სხეულის ფიზიკური ციკლები სინქრონიზდება მზის ციკლებთან. მზის ციკლი გრძელდება დაახლოებით თორმეტი წელი და სამი თვე. შემთხვევით არაა, ის რომ სურია ნამასკარი შედგება თორმეტი ასანისგან. თუ თქვენი ორგანიზმი იმყოფება ვიბრაციისა და მზაობის გარკვეულ დონეზე, და ასევე გააჩნია მგრძნობიარობის მაღალი დონეც, მაშინ თქვენი ციკლები მზის ციკლებთან ბუნებრივად სინქრონიზირდება.

ახალგაზრდა ქალებს გააჩნიათ უპირატესობა, რადგან ისინი მთვარის ციკლებთანაც სინქრონიზირდებიან. ეს აშკარად უპირატესობაა, მაგრამ ქალთა უმრავლესობა მას წყევლად მიიჩნევს. ეს არის ფანტასტიური შესაძლებლობა, როდესაც თქვენი სხეული დაკავშირებულია ორივესთან, როგორც მზის ისე მთვარის ციკლებთან. ბუნებამ უბაძა ეს უპირატესობა ქალს, რადგან მასვე აკისრია ადამიანური რასის გამრავლბის პასუხისმგებლობა. ასე რომ, მასვე მიენიჭა გარკვეული პრივილეგიებიც, რაც სამწუხაროდ საზოგადოებაში ნაკლოვანებად აღიქმება. ხალხმა არ იცის, როგორ წარმართოს ციკლების დროს გენერირებული დამატებითი ენერგია, და ამიტომ ეპყრობიან მას როგორც წყევლას, ზოგჯერ როგორც სიგიჟის გარკვეულ სახეობასაც (სიტყვა მთვარეული მომდინარეობს სიტყვიდან lunar (მთვარის)).

ფიზიკური სხეული წარმოადგენს ფანტასტიურ ტრამპლინს უფრო მაღალი შესაძლებლობებისთვის, მაგრამ ადამიანების უმრავლესობისთვის დამაბრკოლებელ ბარიერად მოქმედებს. სხეულის კომპულსურობა არ აძლევთ მათ წინ წასვლის საშუალებას. სურია ნამასკარის პრაქტიკა აძლიერებს ფიზიკურ ბალანსს და ადვილად ათვისების უნარს, რაც ნიშნავს სხეულის იმ ზღვრამდე მიყვანას, სადაც ის უკვე აღარაა დამაბრკოლებელი ბარიერი.

მენსტრუალურ ციკლს, რომელიც არის უმოკლესი 28 დღიანი ციკლი, და მზის ციკლს შორის, რომელიც თორმეტ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება, არსებობს კიდევ ბევრი სხვადასხვა სახის ციკლები. სიტყვა „ციკლური“ აღნიშნვს რეპეტიციას, გამეორებას. ის ასევე ნიშნავს წრეზე სიარულს და ვერსად მიღწევას. განმეორება გარკვეულ დონეზე ნიშნავს კომპულსურობას. კომპულსურობა გულისხმობს ისეთ რამეს, რაც არ არის ცნობიერებისთვის ხელის შემწყობი.

ყველაფერი, რაც არის ფიზიკური, ატომიდან კოსმიურამდე, არის ციკლური. ან თქვენ იყენებთ ამ ციკლებს, ან ისინი გმართავენ თქვენ. იოგური პრაქტიკა ყოველთვის მიმართულია იმისკენ, რომ ამ ციკლების მართვის საშუალება გქონდეთ, და შესაბამისად გქონდეთ სწორი საძირკველი ცნობიერებისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ციკლური მოძრაობის ან სისტემის განმეორებადი ბუნება, რასაც ტრადიციულად ვუწოდებთ სამსარას, უზრუნველყოფს ცხოვრებისთვის საჭირო სტაბილურობას. ყველაფერი შემთხვევით რომ ხდებოდეს, შეუძლებელი იქნებოდა ცხოვრების უზრუნველყოფისთვის მყარი მექანიზმის შექმნა. ციკლურ ბუნებაში ფესვების გადგმა აძლევს როგორც მზის სისტემას ის ცალკეულ ინდივიდებს ცხოვრებაში გარკვეულ გამძლეობასა და მდგრადობას. ფიზიკური სამყაროს თავად ბუნება არის ციკლური.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სიცოცხლემ მიაღწია ევოლუციის იმ დონეს, როდესაც გაჩნდა გონიერი ადამიანი, ბუნებრივი გახდა სწრაფვა არა მარტო სტაბილურობისკენ, არამედ არსებული საზღვრების გადალახვის სურვილიც. ახლა უკვე ცალკეული ინდივიდების გადასაწყვეტია დარჩებიან ციკლურობის ხაფანში, თუ გამოიყენებენ ამ ციკლებს ფიზიკური კეთილდღეობისთვის, ან საერთოდ დააღწევენ თავს ყველანაირ ციკლურობას.

თუ თქვენ კომპულსური ხართ, თქვენს ცხოვრებაში სიტუაციები, განცდები, ფიქრები და ემოციები იქნება ციკლური. ისინი განმეორდებიან ყოველ ექვს ან თვრამეტ თვეში ერთხელ, ან სამ წელიწადში, ან ექვს წელიწადში, თქვენი კომპულსურობის ხარისხის მიხედვით. თქვენ ამას შეამჩნევთ, თუ უბრალოდ გადახედავთ თქვენს განვლილ ცხოვრებას. თუ ისინი თორმეტ წელიწადში ერთხელ მეორდება, ეს ნიშნავს რომ, თქვენს სისტემას მაღალი შთანთქმისუნარიანობა და ბალანსი გააჩნია.

სურია ნამასკარი მნიშვნელოვანი პროცესია ამის მოსახდენად. ელემენტარულ დონეზე, ის არის მთლიანი ფიზიკური სისტემის სავარჯიშო - ყოვლისმომცველი ვარჯიში ყველანაირი მოწყობილობების საჭიროების გარეშე. მაგრამ მთავარია, რომ ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს თავი დააღწიონ თავიანთი კომპულსური ცხოვრების მოდელებს.

არსებობს ამ პრაქტიკის რამოდენიმე განსხვავებული ვარიანტი, რისი გამოყენებაც დამოკიდუბულია ადამიანების ინდივიდუალურ მისწრაფებებზე. თუ ვინმეს სურს კუნთების მასის გაზრდა, შეუძლია პრაქტიკაში გამოიყენოს საბაზისო ვარიანტი, რომელსაც სურია შაქტი ეწოდება. ამ პრაქტიკის მეშვეობით თუ ადამიანი აღწევს სტაბილურობის გარკვეულ დონეს და უკვე კარგად ფლობს თავის სხეულს, მას შეუძლია დაიწყოს უფრო მძლავრი და სპირიტუალურად მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც სურია კრია ეწოდება. მაშინ, როდესაც სურია ნამასკარი გვეხმარება ჩვენს ორგანიზმში ორი განზომილების, მზისა და მთვარის(ან მამაკაცურის და ქალურის) გაწონასწორებაში, სურია კრია აერთიანებს ამ ორ ფუნდამნტურ დანაყოფს შემდეგი სპირიტუალური ზრდისთვის.

ლეგენდარული იოგი

რაგჰავენდრა რაო, იოგას მასწავლებელი, რომელსაც ბავშვობაში შევხვდი, ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ ჩვეულებრივი სტანდარტებით ზეადამიანად შეირაცხებოდა. ის ცნობილი იყო სვამი მალადიჰალის სახელით, რადგან წარმოშობით სოფელ მალადიჰალიდან იყო, რომელიც სამხრეთდასევლეთ ინდოეთის შტატ კარნატაკაში მდებარეობს.

ის ცნობილი იყო იმით, რომ დღეში 1008 სურია ნამასკარს აკეთებდა. მოგვიანებით, როდესაც 90 წელს მიაღწია ეს რიცხვი 108 მდე შეამცირა(არა იმიტომ, რომ არ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ უკვე დრო აღარ ქონდა). ეს იყო მისი სპირიტუალური პრაქტიკა.

გარდა იმისა, რომ ის იყო იოგას მასწავლებელი, ის ასევე იყო ბრწყინვალე აიურვედისტი ექიმი. ის იყო ნადი ვაიდია - ტრადიციული მედიცინის მიმდევარი ექიმი, რომელსაც შეეძლო დიაგნოზის დასმა პულსის გამოკვლევით. მას შეეძლო განესაზღვრა არა მხოლოდ იმ მომენტში არსებული დაავადება, არამედ დიდი ალბათობით იმასაც გეტყოდათ უახლოეს 15 წელიწადში რა დაავადება შეგაწუხებდათ, და გასწავლიდათ ამის თავიდან ასაცილებელ სამკურნალო პრაქტიკასაც. კვირაში ერთი დღე, ის თავის აშრამში პაციენტებს ღებულობდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ის კვირას საღამოს უსათუოდ ბრუნდებოდა აშრამში, რათა დილით პაციენტები მიეღო. ის დილის ოთხ საათზე იწყებდა მუშაობას და საღამოს შვიდ-რვა საათამდე მუშაობდა. მის დასახმარებლად მოხალისეები მოდიოდნენ, რომლებიც დღის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ, მაგრამ თავად სვამი არასდროს ტოვებდა თავის პოსტს. ყოველი პაციენტისთვის ცალკეული ხუმრობა ჰქონდა გამზადებული. და მათაც ავიწყდებოდათ, რომ იქ სამკურნალოდ იყვნენ მისულები. ეს ნაკლებად ჰგავდა ექიმ-პაციენტის ურთიერთობას, ეს ყველაფერი უფრო ზეიმს მოგაგონებდათ.

ერთხელ, როდესაც ის 83 წლის იყო საინტერესო ამბავი გადახდა თავს. ერთ კვირა დღეს, გვიან ღამით ის იმყოფებოდა მატარებლის სადგურში თავისი აშრამიდან დაახლობით 74 კილომეტრის დაშორებით. ის ორ თანამგზავრთან ერთად იყო. მალე აღმოაჩინეს რკინიგზაზე გაფიცვა იყო, რაც ნიშნავდა, რომ არც მატარებელი და არც ტრანსპორტის სხვა სახეობა აღარ იქნებოდა. სამუშაოს მიმართ მისი პასუხისმგებლობა იმდენად მაღალი იყო, რომ ის გამოემშვიდობა თანამგზვრებს და ლიანდაგებს სირბილით გაუყვა. ზუსტად დილის ოთხ საათზე ის უკვე თავის აშრამში იყო. 83 წლის ასაკში ერთ ღამეში დაფარა 74 კილომეტრი.

დილის ოთხი საათიდან ის უკვე პაციენტებს ღებულობდა, აშრამში ვერავინ ხვდებოდა, რომ ის აშრამამდე სირბილით მოვიდა. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც აშრამში მისი თანამგზავრებიც მოვიდნენ, გაამხილეს სვამიჯის ღამის ამბავი. ასეთი საოცარი ცხოვრება ჰქონდა. მან 106 წელი იცხოვრა, და სიკვდილის დღემდეც იოგას ასწავლიდა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff