სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

რწმენა თუ ძიება

 

რწმენა თუ ძიება

ერთხელ ასეთი რამ მოხდა... ერთ დღეს ორი ირლანდიელი ლონდონის საროსკიპოს წინ ქუჩაში მუშაობდა. მათ გზად მომავალი პროტესტანტი მღვდელი დაინახეს. საყელო აეწია, თავი შიგ ქონდა ჩარგული, და ასე ჩუმად შეიპარა საროსკიპოში.

ორმა ერთმანეთს შეხედეს და მხრები აიჩეჩეს; „აბა, პროტესტანტისგან სხვა რას უნდა მოელოდე?“

მუშაობა გააგრძელეს. ცოტა მოგვიანებით რაბინი გამოჩნდა. ყელზე შარფი ჰქონდა შემოხვეული, რომელიც სახესაც თითქმის უფარავდა. ისიც საროსკიპოში შეიპარა. მუშებმა ამოიოხვრეს და თავები სევდიანად გააქნიეს; „რა ხდება? რელიგიური კაცი საროსკიპოში? ეტყობა დრო წახდა. რატომ ხდება ასე?“

ცოტა მოგვიანებით ადგილობივმა ეპისკპოსმა გამოიარა. მან ირგვლივ მიმოიხედა, ლაბადაში კარგად ჩაიმალა და საროსკიპოში შეიძურწა.

ამის დანახვაზე ერთმა ირლანდიელმა უთხრა მეორეს; „ეტყობა ერთ-ერთი გოგო ძალიან ცუდადაა.“

როგორც კი თქვენს თავს ძლიერად რამესთან გააიგივებთ, თქვენ კარგავთ ცხოვრების ობიექტურ შეფასების უნარს. ცუდისა და კარგის, ბოროტისა და კეთილის იდეები - მხოლოდ თქვენი მენტალური კონსტრუქციებია. მათ არაფერი აქვთ საერთო ცხოვრებასთან როგორც ასეთი. ის რაც ასი წლის წინ მორალურად მიიჩნეოდა, დღეს უკვე მიუღებელია. ის რაც კარგად მიგაჩნიათ, ზიზღს იწვევს თქვენს შვილებში. თქვენი იდეები კარგისა და ცუდის შესახებ, მხოლოდ გარკვეული დონის ცრურწმენებია.

როდესაც თქვენი ზნეობრიობის შეზღუდულ იდეასთან ახდენთ გაიგივებას, თქვენ მის შეზღუდილ ჩარჩოებში ემწყვდევით. თქვენი გონება ფუნქციონირებს ამ იდენტიფიკაციის გარშემო იმგვარად, რომ ვეღარ დაინახავთ სამყაროს როგორც ის არის. თუ გსურთ, რომ სულიერების ელემენტი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, პირველ რიგში უნდა მოიშოროთ უდრეკი იდეები სათნოებაზე და მანკიერებაზე, და ისწავლოთ შეხედოთ ცხოვრებას ისე როგორც ის არის სინამდვილეში.

დღეს მსოფლიოში ერთერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბავშვობიდანვე გონებაში გვიბეჭდავენ მტკიცე მორალურ სისტემას. თქვენ ბუნერივად ახდენთ იმასთან გაიგივებას, რაც მიგაჩნიათ რომ კარგია. და ხელს კრავთ ყველაფერს იმას, რაც მიგაჩნიათ რომ ცუდია. ეს მიზიდულობა და ანტიპათია არის ყოველი ძლიერი გაიგივების ბაზისი. თქვენი გონების ბუნება ისეთია, რომ მასზე ყოველთვის დომინირებს ის, რაც მას არ უყვარს. მორალისტები და მქადაგებლები თაობების მანძილზე გეუბნებოდნენ, რომ თავიდან მოგეცილებინათ „ბოროტი ფიქრები“. ეს საწინააღმდეგოს მიღწევის საუკეთესო სტრატეგიაა! თუ თქვენ ცდილობთ შეეწინააღმდეგოთ ეგრედ წოდებულ „ბოროტ ფიქრებს“, ეს თქვენი მთავარი საქმიანობა გახდება. თქვენს გონებაში სხვა მეტი არაფერი ხდება.

მორალური უპირატესობის იდეას მივყავართ იმ რაოდენობის არაადამიანურ საქციელამდე, რომ მათი იგნორირება შეუძლებელია. იმ ადამიანთა უმრავლესობა ვინც თავიანთ თავს კეთილისმყოფელად თვლის, გარშემომყოფთათვის ძნელი ასატანია. გარდა ამისა, ისინი თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს იმისგან თავის არიდებას უთმობენ, რაც „არასწორად“ ან „ცოდვად“ მიაჩნიათ. ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ ისინი გამუდმებით ამის შესახებ ფიქრობენ. რამისგან თავის არიდება არ ნიშნავს მისგან გათავისუფლებას. ასეთი მორალი გამონაკლისებზეა დაფუძნებული. ხოლო მეორე მხრივ, სულიერება კი იბადება ჩართულობისგან.

კაცობრიობის არსებითი ბუნება იმდენად ჩახშობილი და დამახინჯებულია, რომ საჭირო გახდა მისი შეცვლა „მორალით“, რათა მას ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული წესრიგი და საღი აზრი შემოეტანა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ არაფერი გავაკეთეთ ჩვენი ადამიანურობის შესანარჩუნებლად. თქვენი ადამიანურობა აქტიური რომ ყოფილიყო, არანაირი მორალის საჭიროება არ დადგებოდა.

მორალი ყოველთვის ინდივიდუალურია; ის დამოკიდებულია დროზე, ადგილზე, სიტუაციაზე - და მოხერხებულობაზე. მაგრამ, ადამიანებმა როგორი გამოხატულებაც არ უნდა მოძებნოს ამისთვის, ის ყოველთვის ერთნაირია სხვადასხვა დროში თუ კულტურაში, და ყოველთვის ასე იქნება. ზედაპირულ დონეზე ყველანი განვსხვავდებით; განსხვავდება ჩვენი ღირებულებები, მორალი და ეთიკა. მაგრამ თუ ადამიანში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ვნახავთ რომ ყველანი ერთნაირები ვართ.

გარშემომყოფთათვის მორალის თავზემოსახვევად, სულაც არ არის საჭირო მათზე ზრუნვა; საკმარისია უბრალოდ ბრძანებების გაცემა; „იყავი კეთილი, ისაუბრე თავაზიანად; თუ უხეშად ილაპარაკებ, შესაბამისად მოგეზღვება და ა.შ. მაგრამ თუ გსურთ ვინმეში ადამიანობის გაღვიძება, ამისათვის მეტი ჩართულობაა საჭირო. ამისათვის საჭიროა თქვენი თავის მიცემა (მიძღვნა).

მორალი საჭიროა, რადგან ის უზრუნველყოფს სოციალურ წესრიგს, მაგრამ მას შეუძლია ადამიანი შინაგანად გაანადგუროს. რადგან ძნელია რელიგიების უმრავლესობის მიერ დაწესებული ზნეობრივი ნორმების დაცვა, ადამიანების უმრავლესობა ცხოვრობს მუდმივი დანაშაულის, სირცხვილის გრძნობის და შიშის ქვეშ. ეს დასახიჩრებული არსებობაა. ადამიანურობაც უზრუნველყოს სოციალურ წესრიგს, მაგრამ ის არ ითხოვს არანაირ გარეგან იძულებას.

ჩამოთვალეთ ყველაფერი რასაც უმთავრესი რელიგიები „ცოდვას“ უწოდებენ, და ნახავთ რომ, თუ ცოცხალი ხარ - ამით უკვე სცოდავთ. თუ დაიბადეთ ეს ცოდვაა; მენსტრუაციის ქონა - ცოდვაა. სექსი - ცოდვაა. შოკოლადის ჭამაც კი ცოდვაა. რადგან სიცოცხლის პროცესი ცოდვაა, თქვენც მუდმივი დანაშაულის გრძნობასა და ტერორში ცხოვრობთ. ადამიანები რომ არ იყვნენ შიშითა და დანაშაულის გრძნობით შეპყრობილები, მაშინ ტაძრები, მეჩეთები და ეკლესიები თითქმის დაცარიელდებოდა. ბუნებრივად მხიარული რომ ყოფილიყავით, სანაპიროზე წახვიდოდით, ან ფოთლების ჩურჩულს მოუსმენდით. რელიგიებმა იმ დონეზე ჩაგინერგეს შიშისა და სირცხვილის შეგრძნები, რომ უკვე საკუთარი ბიოლოგიისაც კი გრცხვენიათ! და გიწევთ იმ ადგილებში იაროთ, რომლებიც „წმინდათ“ მიიჩნევა, რათა ჩამოირეცხოთ ცოდვები.

ადამიანები ყოველთვის პოულობენ ღირებულებების, მორალის და ეთიკის შერყვნის გზებს. მაგრამ როდესაც ბუნებრივად ხართ მხიარული, მაშინ თქვენი გარემოც ბუნერივად სასიამოვნოა. სულიერება არ ნიშნავს ცხოვრებისგან დაშორებას; პირიქით, ეს ნიშნავს იყოთ ბოლომდე ცოცხალი, მთელი თქვენი პოტენციალით. ასაკთან ერთად, ფიზიკური სიმარჯვე შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არა სიხარული და სიხალისე. თუ თქვენი სიხარულისა და სიხალისის დონე კლებულობს - ეს შენელებული თვითმკვლელობაა.

სამწუხაროდ, მრავალი სახის რწმენათა სისტემა საღდება როგორც სულიერება. სულიერი პროცესი ყოველთვის არის ძიება. ძალიან დიდი განსხვავებაა რწმენასა და ძიებას შორის. რწმენა ნიშნავს რომ მიიღეთ რაღაც, რაც არ იცით; ძიება კი იმის გაცნობიერებაა, რომ არ იცით. ეს იძლევა მოქნილობის უდიდეს შესაძლებლობას. როდესაც რაღაცის გწამთ, თქვენ გარკვეული სიმტკიცე (უდრეკობა) შემოგაქვთ თქვენს ცხოვრების პროცესში. ეს სიმტკიცე ვლინდება არა მხოლოდ თქვენს ქცევებში; არამედ ის აღწევს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში და მსოფლიოში უზარმაზარი რაოდენობის ტანჯვის მიზეზი ხდება. საზოგადოება ირეკლავს ადამიანის შინაგან გამოცდილებას. მოქნილი ადამიანების შექმნით, რომლებიც მოწადინებულები არიან, რომ ყველაფერს შეხედონ ცოცხალ ფერებში და მიუკერძოებლად, და არ გაიჭედონ რწმუნებებში და შეხედულებებში, შესაძლებელია სრულიად განსხვავებული საზოგადოების ჩამოყალიბება.

იოგა არის მეთოდი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა ჩემთვის, და მილიონობით ადამიანისთვის. ეს არის სრულიად მეცნიერული მეთოდი, რომელიც წარმოიქმნა არა რწმენიდან ან რწმუნებიდან, არამედ ადამიანის მექანიზმის ღრმა გაგებიდან. ის არ მომდინარეობს არც ოპტიმიზმის გულუბრყვილო შეგრძნებიდან. წინამძღვარი ძალიან მარტივია; თუ თქვენ გაქვთ კარგი თესლი და თუ მას შეუქმნით სწორ გარემოს, ის გაღვივდება. სხეულისა და გარემოს სწორი ატმოსფეროს შექმნა - ერთადერთი სამუშაოა. სხვა არაფრის კეთება არ მოგიწევთ. მორალის სასწავლებლად არ არის საჭირო მეტაფიზიკური დებატები. თუ თქვენი ადამიანურობა გაიღვიძებს, თქვენ უმშვენიერესი ადამიანი გახდებით.

ყველაფერი რაც მსოფლოში ნეგატიურად მიიჩნევა, ფაქტობრივად შეზღუდვებიდან მომდინარეობს. შეზღუდული გაიგივება, რომელსაც ვუწესებთ ჩვენს თავებს, განსაზღვრავს როგორი ვარ „მე“ „სხვებთან“ შედარებაში. სწორედ ამ დაყოფასა და შედარებაში იბადება ყველანაირი დანაშაული და უარყოფითობა. ასე რომ, უსასრულობისკენ სწრაფვა - ეს არის დაზღვევა ნეგატიური მიდრეკილებებისგან. კაცობრიობამ, დღეს ნაცვლად კონტროლისა უნდა გაანთვისუფლოს სიცოცხლე. შეზღუდულობიდან განთავიისუფლებამდე - ეს არის ერთადერთი გზა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff