სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მითი: თავი გულის წინააღმდეგ

 

მითი: თავი გულის წინააღმდეგ

ხშირად გაიგებთ ადამიანებისგან, რომ მათ თავიანთი თავი ერთი მიმართულებით მიუძღვება, გული კი სხვა მიმართულებით. იოგაში, ფუნდამენტური ბაზისის მიხედვით თქვენ ხართ ერთი პიროვნება, მთელი და ერთიანი. არ არსებობს დაყოფა თავსა და გულს შორის. თქვენ ხართ ერთი მთლიანი.

მოდი ჯერ ვნახოთ, რას გულისხმობენ როდესაც ამბობენ „თავს“ და „გულს“. ჩვეულებრივ თქვენს ფიქრებს მიაწერთ თავს და ემოციებს გულს. მაგრამ თუ ამას ყურადღებით და გულწრფელად დააკვირდებით, მიხვდებით რომ ფიქრები განსაზღვრავენ ემოციებს და პირიქით. სწორედ ამიტომაც იოგა ორივეს, ფიქრებს და ემოციებს მიაკუთვნებს მანომაიაკოშას, იგივე მენტალურ სხეულს.

ჩვეულებრივ, რაც „გონებად“ მიგაჩნიათ, არის ფიქრის პროცესი ან ჭკუა. მაგრამ სინამდვილეში გონებას გააჩნია ბევრი განზომილება; მათგან ერთი არის ლოგიკური მხარე, მეორე - ემოციური მხარე. როგორც უკვე ვიცით, ინტელექტს ეწოდება ბუდჰი. გონების უფრო ღრმა განზომილება ტრადიციულად ცნობილია როგორც „გული“. მაგრამ იოგაში ღრმა ემოციურ გონებას ეწოდება მანას. მანას - არის მეხსიერების რთული ამალგამა, რომელიც განსაკუთრებული სახით აყალიბებს ემოციებს. ასე რომ, ფიქრებიც და ემოციებიც ორივე გონების აქტიურობის შედეგია.

ეს ძალიან მარტივია. მე თუ ვფიქრობ რომ, თქვენ ხართ მშვენიერი ადამიანი, მაშინ თქვენთნ მიმართებაში სასიამოვნო ემოციები მექნება. თუ ვფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ხართ, მაშინ თქვენთან მიმართებაში არასასიამოვნო ემოციები მექნება. თუ ვინმეს მტრად დაისახავთ და მერე მის შეყვარებას შეეცდებით, ეს რთული სამუშაო იქნება. მოდით, ცხოვრების მარტივი ასპექტებიდან ნუ ვაქცევთ რთულ სამუშაოს.

როგორც ფიქრობთ ისევე გრძნობთ, მაგრამ ფიქრები და გრძნობები განსხვავდება თქვენი გამოცდილებით. რატომ? რადგან ფიქრებს გააჩნიათ გარკვეული სიცხადე, და გარკვეული სისწრაფეც. ემოციები უფრო ნელია. დღეს ვიღაცაზე ფქრობთ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და თბილი გრძნობები გაგაჩნიათ მის მიმართ. მოულოდნელად, ის ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც თქვენ არ მოგწონთ, და ახლა უკვე ფიქრობთ, რომ ის საშინელი ადამიანია. თქვენი ფიქრები გეუბნებათ, რომ ის საშინელი ადამიანია, მაგრამ ემოციები ვერ შეიცვლება მაშინვე. მას უჭირს. თუ ის ერთ მომენტში ტკბილია, უახლოეს მომენტში ვერ გამწარდება. ასეთ შემოტრიალებას დრო ჭირდება. მისი შემოტრიალების რადიუსი უფრო დიდია. თქვენი გრძნობების სიძლიერის მიხედვით ის შეიძლება შეიცვალოს სამ დღეში, ან სამ თვეში, ან სამ წელიწადში, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის აუცილებლად შეიცვლება.

არ არის მარგებელი თავს და გულს შორის კონფლიქტის წარმოქნა. ემოციები ფიქრის „წვნიანი“ ნაწილია. შეგიძლიათ დატკბეთ გრძნობებით, მაგრამ მიუხედავად იმისა აცნობიერებთ თუ არა, მას მეტწილად ფიქრები მართავს. ემოციები არ არის მთლად მდგრადი. გარკვეულწილად ემოციებიც ცვალებადია, მაგრამ ფიქრებთან შედარებით ნაკლებად მოძრავი. რადგან ემოციების შესაცვლელად გაცილებით მეტი დროა საჭირო, და მათი ინტენსივობა გაცილებით მაღალია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფიქრები და ემოციები ერთანეთისგან განსხვავდება. მაგრამ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც შაქრის ლერწამი განსხვავდება მისივე წვენისგან.

ადამიანთა უმრავლესობის გამოცდილებით ფიქრებს არ გააჩნიათ ისეთი ინტენსივობა, როგორც ემოციებს. (მაგალითად, თქვენ არ ფიქრობთ ისეთივე ინტენსივობით როგორც ბრაზდებით.) მაგრამ თუ შეძლებთ საკმარისად ინტენსიური ფიქრის გენერირებას, ის ისევე შეგიპყრობთ როგორც ემოციები. ადამიანების მხოლოდ ხუთიდან ათ პროცენტს შეუძლია ისეთი ინტენსიური ფიქრის გენერირება, რომ ემოციები აღარ დასჭირდეთ. 90 პროცენტს კი მხოლოდ ინტენსიური ემოციების გენერირება შეუძლია, რადგან არასდროს შეუსრულებიათ სხვა მიმართულებით საჭირო სამუშაო. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა ფიქრიც ძალიან ღრმაა. მათ არა აქვთ ბევრი ემოცია, მაგრამ ძალიან ღრმა მოაზროვნეები არიან.

კარგი იქნება თუ არ შექმნით პოლარულობას. ეს თქვენს შიგნით სამოქალაქო ომამდე და შიზოფრენიამდე მიგიყვანთ. ფიქრები და ემოციები არ არსებობს ერთმანეთის გარეშე. ერთი მშრალია, მეორე წვნიანი. მიიღეთ სიამოვნება ორივესგან.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff