სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

პირველი ნაწილი; რჩევა მკითხველს

inner22

პირველი ნაწილი

რჩევა მკითხველს

ასეთი წიგნისთვის ბევრნაირი მიდგომა მოიძებნება. ერთი მათგანია პირდაპირ პრაქტიკის დაწყება, პრინციპით "გააკეთე-ეს-თავად". მაგრამ ამ წიგნს არა აქვს პრეტენზია იყოს თვითდახმარების სახელმძღვანელო. მისი როლი გაცილებით დიდია, მაგრამ ამ წიგნს პრაქტიკული ორიენტაციაც გააჩნია.

მეორე მიდგომა იქნება თეორიული. მაგრამ ეს წიგნი ვერ იქნება სახელმძღვანელო მეცნიერთათვის. მე არასდროს წამიკითხვს რომელიმე იოგას ტრაქტატი ბოლომდე. არასოდეს დამჭირვებია. მე შინაგანი გამოცდილებიდან მოვდივარ. მხოლოდ ცხოვრების გვიანდელ პერიოდში გადავხედე პატანჯალის იოგა სუტრებს, მნიშვნელოვან იოგურ ტექსტებს, და გავაცნობიერე, რომ მქონდა გარკვეული წვდომა მათი შინაგანი ბირთვისადმი. ეს იმიტომ, რომ ჩემი ამ სუტრებისადმი მიდგომა იყო ემპირიული, ვიდრე თეორიული. ასეთი დახვეწილი მეცნიერების - იოგას, დაყვანა უბრალო დოქტრინამდე, ისეთივე ტრაგიკულია, როგორც მისი გადაქცევა კარდიოვასკულარულ ვარჯიშად.

ამიტომაც ეს წიგნი იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გთავაზობთ ტერიტორიის რუკას, მეორე კი მასში გადაადგილების საშუალებებს.

რასაც წაიკითხავთ მოცემულ ნაწილში, არ წარმოადგენს საჩვენებელ აკადემიურ ცოდნას. აქ ფუნდამენტური გაცნობიერებების სერია წარმოდგენილია როგორც საფუძველი, რომელზეც შენდება მეორე ნაწილის არქიტექტურა, რომელიც უფრო პრაქტიკაზეა ორიენტირებული.

ეს გაცნობიერებები არ წარმოადგენს პრინციპებს ან სწავლებებს, და რა თქმა უნდა არც დასკვნებს. უმჯობესი იქნება აღიქვათ ისინი როგორც გზის მაჩვენებლები, გზაზე რომელსაც თქვენს ნაცვლად სხვა ვერავინ გაივლის. აქ წარმოდგენილია ფუნდამენტალური პერსპექტივები, რომელიც წარმოიშვა მაღალი გაცნობიერებული მდგომარეობის შედეგად, რამაც 33 წლის წინ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მას შემდეგ ჩემი განუყრელი მეგზური გახდა.

პირველი ნაწილი იწყება ავტობიოგრაფიით. ეს ნაწილი საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიცნოთ ავტორი, ვის საზოგადოებაშიც მოგიწევთ გარკვეული დროის გატარება, თუ რათქმაუნდა წიგნის ბოლომდე წაკითხვას გადაწყვეტთ. შემდეგ საშუალება გექნებათ გამოსცადოთ რამოდენიმე საბაზისო იდეა, და ამავდროულად ჩვენ ასევე განვიხილავთ ხშირად (და მცდარად) გამოყენებულ ტერმინებს, როგორიცაა „ბედისწერა“, „პასუხისმგებლობა“, „კეთილდღეობა“, და უფრო ფუნდამენტურ ტერმინ „იოგასაც“.

ამ ნაწილის ერთერთი თავი მთავრდება სადჰანით. სანსკრიტზე სიტყვა სადჰანა ნიშნავს „მოწყობილობას“ ან “ინსტრუმენტს“. ეს საკვლევი ინსტრუმენტები მკითხველს გთავაზობთ წიგნში წარმოდგენილი იდეების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას, და ასევე იმის შემოწმების საშუალებას მუშაობს თუ არა ისინი თქვენთვის (ეს სადჰანები უფრო ხშირად მეორე ნაწილში გამოჩნდება.)

მე ხშირად მიწოდებენ ახალმოდურ გურუს. ამაზე ჩემი პასუხი ასეთი იქნება; მე არ ვარ არც ახალმოდური და არც ძველმოდური, არც ახალი დროის და არც ძველი დროის. მე უბრალოდ ვარ თანამედროვე, ისეთი როგორიც იყოს ნებისმიერი გურუ. მხოლოდ მკვლევარებს, სწავლულებს და თეოლოგებს შეუძლიათ იყვნენ ძველი ან ახალი სისტემის წარმომადგენლები. ფილოსოფია ან რწმენის სისტემა შეიძლება იყოს ძველი ან ახალი. მაგრამ გურუ ყოველთვის თანამედროვეა და შეესაბამება თავის ეპოქას.

როგორც ზემოთ ითქვა, გურუ არის ის ვინც ფანტავს წყვდიადს, ვინც გიღებთ კარს. მე თუ შეგპირდებით ხვალ კარის გაღებას ან თუ ვინმეს გავუღე გუშინ, ეს სულაც არ არის რელევანტური. მე თუ თქვენ დღეს გაგიღებთ კარებს, მხოლოდ ამას ექნება რეალური ღირებულება.

ჭეშმრიტება მარადიულია, მაგრამ ტექნოლოგია და ენა ყოველთვის თანამედროვეა. ისინი რომ არ შეესაბამებოდნენ თავიანთ ეპოქას, უარყოფის ღირსი იქნებოდნენ. ტრადიცია, რომელმაც დაკარგა აქტუალურობა (როგორი დამსახურებულიც არ უნდა იყოს ისტორიის განმავლობაში), არ იმსახურებს სამუზეუმო ექსპონანტზე მეტ ყურადღებას. მიუხედვად იმისა, რომ ამ წიგნში მე ვიკლევ უძველეს ტექნოლოგიას, უნდა ითქვას რომ ის წუნდაუდებლად თანამედროვეა.

პირადად მე არ ვარ დაინტერესებული შემოგთავაზოთ რაიმე ახალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის რაც ჭეშმარიტია. მაგრამ, ვიმედოვნებ რომ შემდეგ ნაწილში დაგანახებთ მომენტებს სადაც „ახალი“ და „ჭეშმარიტი“ ერთმანეთს ერწყმის. როდესაც შეერთების და დამთხვევის პირობები სწორია, - როდესაც ავტორის შინააგანი სიცხადის საფუძველზე წარმოშობილ გაცნობიერებას ერთვის, მკითხველის სწორი აღქმისუნარიანობა, მაშინ ძველი დროის ჭეშმრიტება გარდაიქცევა ნამდვილ ალქიმიად. მოულოდნელად ის ხდება ისეთი ქორფა, ახალი და ცოცხალი, თითქოს ისტორიაში პირველად იქნა წარმოთქმული და გაგებული.

გაგრძელების სანახავად გადადით შემდეგ თავზე...

 

სადჰგურუს შესახებ სხვა ტექსტების სანახავად გადადით ამ ლინკზე.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff