სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

კოსმოსის „ჩამოტვირთვა“

 

კოსმოსის „ჩამოტვირთვა“

ბოლო პერიოდამდე, ინდოეთში ყოველი შტორმის შემდეგ, ადამიანებს სახლის სახურავზე ასვლა და ტელივიზორის ანტენის გასწორება უწევდათ. მხოლოდ მაშინ, თუ ანტენა საჭირო მხარეს იყო მიმართული, მისაღებ ოთახში იჭრებოდა „მსოფლიოს ფანჯარა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი სერიალის ან საფეხბურთო მატჩის ყურების დროს ტელევიზორის ეკრანზე ხარვეზები ჩნდებოდა.

ადამიანის სხეული ანტენის მსგავსია; თუ თქვენ მას სწორ პოზიციაში ფლობთ, ის სამყაროში ყველაფერის ამთვისებელი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შეიცნობთ იმას, რაც მდებარეობს თქვენი ხუთი შეგრძნების მიღმა.

კიდევ ერთი ანალოგია; თქვენი სხეული გავს ბარომეტრს. თუ შეგიძლიათ მისი სწორად წაკითხვა, მას შეუძლია გითხრათ ყველაფერი თქვენსა და თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს შესახებ. სხეული არასდროს იტყუება. შესაბამისად, იოგაში ჩვენ ვსწავლობთ სხეულის ნდობას. ჩვენ გარდავქმნით ფიზიკურ სხეულს ხორცის, სისხლის და ჰორმონების კომბინაციიდან ცნობიერ პროცესად, აღქმისა და ცოდნის მძლავრ ინსტრუმენტად. თუ შეგიძლიათ სხეულის (სიგნალების) სწორად წაკითხვა, ის მოგიყვებათ თქვენი პოტენციალების და შეზღუდვების, და თუნდაც თქვენი წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ. სწორედ ამიტომ ფუნდამენტური იოგა იწყება ფიზიკური სხეულით.

ეს ამდენად მარტივია. რაც უფრო მეტი იცით თქვენს ტელეფონზე ან რომელიმე გაჯეტზე, მით უფრო კარგად შეგიძლიათ მისი გამოყენება. რამოდენიმე წლის წინ მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანიებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ მომხმარებლეთა 97 პროცენტი ტელეფონის შესაძლებლობების მხოლოდ 7 პროცენტს იყენებდა. აქ მე არ ვსაუბრობ დღევანდელ სმარტფონებზე - არამედ ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონებზე! ადამიანები ამ მარტივი ნივთის შესაძლებლობების მხოლოდ შვიდ პროცენტს იყენებდნენ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანის სხეული არის სწორუპოვარი მექანიზმი, რომელსაც ვერცერთი გაჯეტი ვერ შეედრება. როგორ ფიქრობთ ამ მექნიზმის რამდენ პროცენტს იყენებთ?

ერთ პროცენტზე ნაკლებს! იმისათვის, რომ წარმართოთ თქვენი ცხოვრება მატერიალურ სამყაროში, უზრუნველყოთ არსებობის გახანგრძლივება, თქვენი სხეულის შესაძლებლობების ერთი პროცენტიც კი არ გჭირდებათ. ჩვენ ვკავდებით ყველანაირი ტრივიალური საქმით, მხოლოდ იმიტომ რომ, ჩვენი ცხოვრებისეული აღქმა შეზღუდულია ყოფიერების ფიზიკური ბუნებით. მაგრამ სხეულს შეუძლია აღიქვას მთლიანი სამყარო. თუ თქვენ მას სწორად მოამზადებთ, მას შეუძლია სწრაფად აღიქვას ყოფიერების ყველა ასპექტი, რადგან ყველაფერი, რაც კი ხდება ამ სამყაროში, გარკვეულწილად აისახება თქვენს სხეულშიც.

ყოველი ფიზიკური ქმნილება არის გარკვეული გეომეტრიული სრულყოფილება. გეომეტრიის გარეშე შეუძლებელია ფიზიკური სხეულის არსებობა. თუ სხეულის გეომეტრიას სწორ ფორმას მივცემთ, ის შეძლებს თავისივე შიგნით აირეკლოს კოსმოსის უფრო დიდი გეომეტრია, და კოსმიური გახდება ჩვენი გამოცდილების ნაწილი. სხვა სიტყვებით, ადამიანის სხეულს შეუძლია მთელი კოსმოსის „ჩამოტვირთვა“.

სადჰანა (4)

დაჯექით თქვენთვის ნებისმიერ მოსახერხებელ პოზაშე, ისე რომ ხერხემალი გამართული გქონდეთ; შეგიძლიათ გამოიყენოთ საყრდენი. იჯექით გაუნძრევლად. ეცადეთ ნელ-ნელა მოუდუნოთ თქვენი ყურადღებაც. გააკეთეთ ეს დღეში 5-7 წუთის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ, რომ დროთა განმავლობაში თქვენი სუნთქვა შენელდება.

რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სუნთქვის შენელებას? არის ეს რამე იოგური სუნთქვითი აკრობატიკა? არა, ასე არ არის. ჩვეულიბრივ, ადამიანი საშუალოდ წუთში 12-15 ჯერ ჩაისუნთქავს. თუ ეს რიცხვი თორმეტამდე შემცირდება, თქვენ გაიცნობთ დედამიწის ატმოსფეროს (ანუ თქვენ გახდებით მეტეოროლოგიურად მგრძნობიარე). თუ ეს რიცხვი ცხრამდე შემცირდება, თქვენ პლანეტის სხვა ქმნილებების ენას გაიგებთ. თუ ექვსამდე შემცირდება, თქვენ თავად დედამიწის ენას შეიცნობთ. ხოლო თუ ეს რიცხვი სამამდე შემცირდება, თქვენ შემოქმედის წყაროს ენა გეცოდინებათ. აქ არ არის საუბარი თქვენი აერობული შესაძლებლობის გაზრდაზე. არც თქვენი თავისთვის სუნთქვის ძალადობრივ შეზღუდვაზე. ჰათჰა იოგასა და პროგრესული იოგური სისტემის - კრიას კომბინაცია, თანდათანობით გაზრდის თქვენი ფილტვების მოცულობას, მაგრამ რაც მთვარია ის დაგეხმარებათ მიაღწიოთ გარკვეულ ჰარმონიას, გარკვეულ სიმსუბუქეს, რათა თქვენი სისტემა განვითარდეს იმ დონის სტაბილურობამდე, სადაც არ არის დაბრკოლებები და არც ბზარები; თქვენ უბრალოდ აღიქვმთ ყველაფერს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff