უმოქმედობის ინტესივობა
უმოქმედობის ინტესივობა
ლოგიკურად, ის ვინც არანაირ ძალისხმევას არ დებს არაფერში, ძალდაუტანებლობის ოსტატი უნდა იყოს. მაგრამ, ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ შეიცნოთ ძალდაუტანებლობა, უნდა იცნობდეთ ძალისხმევას. ძალდაუტანებლობა მოდის მას შემდეგ, რაც ძალისხმევის მწვერვალს მიაღწევთ. მხოლოდ იმან, ვინც იცის, რა არის მუშაობა, იცის დასვენებაც. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვინც მუდამ ისვენებს მათთვის უცხოა დასვენება; ისინი უბრალოდ ლეთარგიასა და მოწყენილობაში იძირებიან, და ეს მათი ცხოვრების წესი ხდება.
რუსი მოცეკვავე ნიჟინსკისთვის ბალეტი მთელი ცხოვრება იყო. ის ცეკვისას ისეთ სიმაღლეზე ხტებოდა, რაც ადამიანისთვის შეუძლებელი ჩანდა. თუნდაც ადამიანის კუნთები საუკეთესო ფორმაში იყოს, მაინც არსებობს ზღვარი, რა სიმაღლემდე შეუძლია ადამიანს ახტომა. მაგრამ გარკვეულ მომენტებში, ნიჟინსკი ამ ზღვარსაც სცდებოდა.
ხალხი ხშირად ეკითხებოდა; „როგორ ახერხებთ ამას?“
ის პასუხობდა; „მე ამის გაკეთებას ვერასდროს შევძლებდი. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ ნეჟინსკი არ არის.“
თუ ადამიანი მუდმივად ასი პროცენტით იხარჯება, დგება მომენტი, როდესაც ის გადალახავს ყველანაირ ლიმიტს და აღწევს სრულ ძალდაუტანებლობას. მაგრამ ძალისხმევის გარეშე მოქმედება არ ნიშნავს უქნარად გადაქცევას. ეს ნიშნავს იმ საზღვრების გადალახვას, რომლის შიგნითაც საჭიროა ფიზიკური მოქმედებები. ამას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც ისწავლით მაქსიმალური დატვირთვის გაძლებას და თქვენი ძალისხმევის უმაღლეს მწვერვალზე შენარჩუნებას. დღეს ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ ისინი ირჩევენ ძენს როგორც სულიერ გზას, რადგან მათი აზრით ძენი არის არაფრის კეთება! სინამდვილეში ძენი მოიცავს კოლოსალურ აქტივობებს, რადგან ის არსებითად არაფრით განსხვავდება თავად ცხოვრებისგან. მაგალითად ძენის ბერი რამოდენიმე კვირას ანდომებს ძენის ბაღში კენჭების მოწესრიგებას. ასეთი სამუშაოს შესრულებისას, თქვენ აღწევთ „არ-მოქმედების“ მდგომარეობას, სადაც თავისუფლდებით მოქმედი პირის განცდებისგან. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას იგებთ ფიზიკურის მიღმა არსებულის გემოს.
თუ ასეთ მდგომარეობას ინტესიური მოქმედებით აღწევთ, როგორც მიაღწია ნიჟინსკიმ და ბევრმა სხვამ, ეს მომენტები ყოველთვის ჯადოსნურად შეირაცხება. მაგრამ თუ იგივე მდგომარეობას ინტენსიური უმოქმედობით მიაღწევთ, ამას „იოგური პოზა“ ჰქვია, და მისი გახანგრძლივება შესაძლებელია.
დჰიანას ან მედიტატიურობის თავად არსი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენს თავს უბიძგებთ ინტესიურობის უმაღლეს წერტილამდე, სადაც გარკვეული დროის შემდეგ არ იქნება არანაირი ძალისხმევა. მაშინ მედიტაცია იქნება არა მოქმედება, არამედ ინტენსივობით მიღწეული ბუნებრივი შედეგი. თქვენ შეგეძლებათ უბრალოდ იყოთ. სწორედ ამ მიდრეკილებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში ეწყობა შესაბამისი ატმოსფერო ინდივიდუალურის კოსმიურ შესაძლებლობად გარდაქმნისთვის.
თუ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და ცალკეულმა ინდივიდებმა, ძველებურად გავაგრძელეთ ასეთი მომენტების ხელიდან გაშვება და არ გამოვიყენეთ ისინი ყვავილობისთვის შესაფერის ატმოსფეროს შესაქმნელად, მაშინ ჩვენ ასე უზარმაზარ შესაძლებლობებს გავფლანგავთ. სამოთხეზე და მის სიამოვნებებზე ამდენი ბავშვური საუბარი, გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ადამიანის უსაზღვროება ჯერაც არ არის გამოკვლეული. როდესაც თქვენში ადამიანურობა ბოლომდე გაიზრდება, თქვენი ღვთაებრივი ბუნება გამოვლინდება და თქვენს სამსახურში ჩადგება. მას უბრალოდ სხვა გზა აღარ ექნება.