სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

დედამიწის ლუკმა

დედამიწის ლუკმა

თქვენი ფიზიკური სხეული, როგორც იოგა გვახსენებს, არის ანამაიაკოშა, ან საკვების სხეული, უბრალოდ თქვენს მიერ მიღებული საკვების გროვა. თავის მხრივ, საკვები რომელსაც მიირთმევთ არის უბრალოდ მიწის ნაწილი, ანუ თავად მიწა. თქვენ ხართ ამ პლანეტის პატარა ნაწილი, რომელიც თავის გემოზე დანებივრობს და აქვს პრეტენზია იყოს ავტონომიური წარმონაქმნი. მაგრამ, რადგან თქვენ ამ პლანეტის მცირე გაგრძელება ხართ, ყველაფერი რაც ხდება პლანეტაზე, აისახება თქვენშიც - ზოგჯერ ნატიფ და ზოგჯერ არცთუ ისე ნატიფ დონეზე.

ეს პლანეტა არის უფრო დიდი სხეულის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მზის სისტემას ვეძახით. რაც სისტემაში ხდება, ის ზეგავლენას ახდენს პლანეტაზე. ეს მზის სისტემა თავის მხრივ ნაწილია უფრო დიდი სხეულის, რომელსაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ. შეიძლება ეს ამჟამად თქვენი აღქმის შესაძლებლობის მიღმაა, მაგრამ რადგან თქვენი ფიზიკური ფორმა ამ პლანეტის პატარა ფრაგმენტია, ყვეალფერი რაც კი ხდება სამყაროს ნებისმიერ ნაწილში, გარკვეული სახით ასევე ხდება თქვენს თავს!

როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ თქვენ შეძლებთ ფიზიკური სხეულის გარკვეულ დონეზე შენარჩუნებას, თქვენ იგრძნობთ ნატიფ ცვლილებებს რომელიც ხდება ამ პლანეტაზე და მთლიანად კოსმოსში. როდესაც ამის მიმართ სენსიტიური გახდებით, თქვენი სხეული შეიგრძნობს ყველფერს რაც თქვენს გარშემო ხდება. თუ მეტ დროს და ყურადღებს დაუთმობთ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს, თქვენი მგრძნობიარობა მკვეთრად გაიზრდება.

რამოდენიმე წელი ფერმაში ვცხოვრობდი. ადგილობრივ სოფელში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ყურში კარგად არ ესმოდა. მისი სახელი იყო ჩიკეგოუდა. რადგან კარგად არ ესმოდა თუ რას ეუბნებოდნენ, ის ხალხს არ პასუხობდა, და ამიტომ ის გონებრივად ჩამორჩენილად მიაჩნდათ. მთელი სოფელი მასხრად იგდებდა მას. მე ის ჩემს ფერმაში სამუშაოდ მივიწვიე. ის შესაანიშნავი კომპანიონი იყო, რადგან მე დიდად არ მიყვარდა საუბარი, ის კი არ საუბრობდა რადგან არ ესმოდა. ასე რომ, არ იყო არანაირი პრობლემა! ეს იყო დრო როდესაც, სოფლად ხარ-გუთანს ვიყენებდით, და ტრაქტორები ჯერაც არ იყო გამოჩენილი. ერთხელ, მოულოდნელოად, დილის ხუთ საათზე გუთნის მომზადება დაიწყო.

მე ვკითხე; „რა ხდება?“
მან მიპასუხა; „მოსახნავად ვემზადები სერ.“
მე ვუთხარი; „კი, მაგრამ რა უნდა მოხნა? მიწა გამომშრალია და წვიმასაც არ აპირებს.“
მან მითხრა; „დღეს მოწვიმს.“
ზევით ავიხედე, აბსოლუტურად სუფთა ცა იყო. და ვუთხარი; „რა სისულელეა. მოწმენდილი ცაა და როგორ მოწვიმს?“
მან კვლავ გამიმეორა; „დღეს აუცილებლად მოწვიმს, სერ.“
და ასეც მოხდა. მართლაც მოწვიმა.

ამ შემთხვევის შემდეგ დღეებისა და ღამეების განმავლობაში ვფიქრობდი. რატომ ვერ შევიგრძნობდი მე იმას, რასაც ის ადამიანი შეიგრძნობდა? ვცდილობდი ხელების სხვადასხვა პოზიციაზე დაჭერით და ხელისგულების მეშვეობით შემეგრძნო სინესტე და ტემპერტურა, ან ცაზე დაკვირვებით მეწინასწარმეტყველებინა რამე. მეტეოროლოგიის შესახებ ბევრი წიგნი წავიკითხე, მაგრამ თავს მაინც გადაულახავი კედლის წინ მდგომივით ვგრძნობდი. თუმცა მოგვიანებით, საკუთარ სხეულზე და გარემოცვაზე დაკვირვებით აღმოვაჩინე მთავარი შეცდომა რასაც უმრავლესობა ჩვენთაგანი უშვებს; ჩვენი სხეულის შემადგენელ განსხვავებულ ელემენტებს, როგორიცაა მიწა, წყალი, ჰაერი და საკვები, აღვიქვამთ მოხმარების საგნად, და არა როგორც თავად სიცოცხლის ორგანულ ნაწილად.

18 თვიანი შეუპოვრობის შემდეგ, როგორც იქნა შევძელი. და ახლა თუ ვიტყვი, რომ ამ დღეს მოწვიმს 95 პროცენტის სიზუსტით ასეც იქნება. ეს არ არის ასტროლოგია ან ჯადოსნობა, არამედ ცოდნა რომელიც მომდინარეობას დაკვირვებიდან ადამიანის ორგანიზმის სრულიად განსხვავებულ დონეზე და მიმდინარე ტრანზაქციებზე, რომელიც ხორციელდება ორგანიზმსა და დედამიწას, ჰაერს, და მის გარემოცვას შორის. როდესაც წვიმა ახლოვდება, თქვენს სხეულში გარკვეული ცვილებები მოხდება. ქალაქის მკვიდრთა უმრავლესობა ამას ვერ შეიგრძნობს, მაგრამ მსოფლიოს გარშემო ბევრ სოფლად მცხოვრებს შეუძლია ამის შეგრძნება. მწერების, ფრინველების და ცხოველების უმრავლესობა შეიგრძნობს ამას. ხეებმა კი ეს დანამდვილებით იციან.

ჩვენს პლანეტარულ სისტემაში ამ მცირე ცვლილების შემჩნევით, ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ მათ გამოყენებას არა მარტო თავიანთი კეთილდღეობისთვის, არამედ ტრანსცენდენციისთვისაც. ჩვენი პლანეტის მაგნიტური ეკვატორი გადაკვეთს ინდოეთს. რამოდენიმე ათასწლეულის წინ, იოგებმა ზუსტად გამოავლინეს ეს ადგილები, და იქ სპეციფიური მიზნებით ტაძრები ააგეს. ერთერთი ყველაზე ცნობილი არის სამხრეთ ინდოეთის ჩიდამბარამის ტაძარი, რომელიც აიგო მათთვის ვინც უმაღლეს სულიერ ერთობას ეძიებდა. მისი აგების დროს ის ზუსტად იყო განლაგებული მაგნიტურ ეკვატორზე (მას შემდეგ ეკვატორმა ოდნავ გადაინაცვლა).

საუკუნეების განმავლობაში ბევრი სულიერი მაძიებელი იყრიდა თავს ჩიდამბარამში, იმ დროს როდესაც პლანეტა გარკვეულ პოზიციაში იმყოფებოდა. ამ ტაძარში, იოგას მამამ, პატანჯალიმ სალოცავი მიუძღვნა შუნიას, რომელიც სიტყვასიტყით ითარგმნება როგორც „სიცარიელე“ ან „არაფერი“. ეს არ არის უბრალო სიმბოლიზმი. მაგნიტურ ეკვატორზე არ არსებობს მიზიდვა ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთისკენ; იქ მაგნიტური ველის ნულოვანი დონეა, და ეს ხელს უწყობს გარკვეული ბალანსისა და სულიერი სიმშვიდის წარმოქმნას სულიერ მაძიებლებში. სულიერი სიმშვიდე (უშფოთველობა) შეიძლება გახდეს ფიზიკური სამყაროს შეზღუდვებისგან განთვისუფლების საშუალება, და აქედან გამომდინარე ეს რეგიონი იდეალური გეოგრაფიულ ადგილია მაძიებლებისთვის (მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ, მაგნიტური ეკვატორი განსხვავდება გეოგრაფიული ეკვატორისგან).

ჩიდამბარამის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა არის ის, რომ ტაძარი განედის თერთმეტ გრადუსზე მდებარეობს. როდესაც ის ააშენეს, მაგნიტური ეკვატორი ემთხვეოდა ამ განედს - იშვიათი და მნიშვნელოვანი შემთხვევა. რა იყო ამ ადგილმდებრეობის განსაკუთრებულობა? პლანეტის დახრას ამ განედზე ცენტრიფუგული ძალები თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობში მოყავს, რაც თავის მხრივ, ადამიანის ორგანიზმში ენერგეტიკის მომატებას უწყობს ხელს. ეს ნიშნაავს, რომ ადამიანის ენერგიის მომატებას ხელს თავად ბუნება უწყობს, როდესაც ეს სულიერი მოგზაურობის მიზანია. სულიერი მაძიებლებისთვის ეს ძალიან დიდი შთაგონების წყარო იყო, ამიტომ მთელი რეგიონი წმინდად მიიჩნეოდა (შემთხვევითი არაა, რომ სამხრეთ ინდოეთში „იშა იოგას ცენტრი“ სწორედ განედის თერთმეტ გრადუსზე მდებარეობს).

ზემოთ აღწერილი სულიერი სისტემა იყენებს ბუნებრივ მოვლენას, რათა გააძლიეროს ადამიანების ძალისხმევა სულიერი ზრდის გზაზე. სხვა სისტემა - მედიტატიურობა, ან შინაგან სამყაროში „ჩაძირვა“, - კი ყველანაირად უგულებელყოფს ყოფიერებაში მიმდინარე ცვლილებებს და ფოკუსირდება მხოლოდ შინაგან მოგზაურობაზე. ეს არის ორი ძირითადი გზა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ დაიწყოთ სულიერი მოგზაურობა; შეგიძლიათ იაროთ ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, და თან გამოიყენოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ბუნებრივი დამხმარე საშუალება, ან დააიგნოროთ ყველა ეტაპი ერთად, და პირდაპირ „შიგნით ჩაიძიროთ“. მეორე შესაძლებლობა იწვევს გარეგანი ცხოვრებისეული სიტუაციაბისგან განდგომას; პირველისთვის კი ცხოვრებისეულ სიტუაციებში მონაწილეობა აუცილებელია. ყველა ადამიანს აქვს თავისუფლება აირჩიოს, მისი ხასიათისთვის შესაფერისი გზა. ჩვენს დროში საუკეთესოა ამ ორს შორის მუდმივი ბალანსის შენარჩუნება.

სადჰანა (5)

როდესაც სხეული მიწას ეხება, ის მაშინვე ეხმაურება მას. სწორედ ამიტომაც, ინდოეთში სპირიტუალური ადამიანები ფეხშიშველნი დადიან და ყოველთვის მიწაზე იმ პოზაში ჯდებიან, რა დროსაც შესაძლებელია მიწასთან მაქსიმალური კონტაქტი. ასე სხეულს ეძლევა ძლიერი ემპირიული შეხსენება იმისა, რომ ის მხოლოდ მიწის ნაწილია. სხეულს არ აძლევენ თავისი წარმომავლობის დავიწყების საშუალებას. როდესაც მას ამის დავიწყების საშუალება ეძლევა, ის ჭირვეული ხდება და ხშირად უცნაურ მოთხოვნებს აყენებს; ხოლო თუ მუდმივად ახსენებენ, მან იცის თავისი ადგილი. ეს კონტაქტი მიწასთან უზრუნველყოფს სხეულის კლავ შეერთებას თავის ფიზიკურ წყაროსთან. მისი საშუალებით ხდება ადამიანის სისტემის სტაბილურობის აღდგენა და გაახალგაზრდავების შესაძლებლობის მკვეთრი გაუმჯობესება. ეს ხსნის იმ მოვლენას, როდესაც ადამიანები თავიანთი ცხოვრების ჯადოსნურ ტრანსფორმაციას, მიაწერენ სუფთა ჰაერზე რომელიმე მარტივი საქმიანობის დაწყებას, მაგალითად მებაღეობას.

დღეს მრავალი ხელოვნური ბარიერი გვყოფს მიწისგან; ტროტუარები და მრავალსართულიანი შენობები, ასევე ფართოდ გავრცელებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლების ტარების ტენდენცია. ეს ყველაფერი აცალკევებს ნაწილს მთელისგან და გუდავს ფუნდამენტურ სასიცოცხლო პროცესებს. ეს დაშორება ვლინდება აუტოიმუნური დარღვევების ფართო გავრცელებით და ქრონიკული ალერგიული მდგომარეობით.

თუ თქვენ ადვილად ხდებით ავად, სცადეთ იატაკზე დაძინება(ან ისე რომ თქვენსა და იატაკს შორის დაშორება იყოს მინიმალური). თქვენ ძალიან დიდ განსხვავებას შეამჩნევთ. გარდა ამისა, ასევე ეცადეთ მიწასთან ახლოს დაჯდეთ. თუ შეგიძლიათ იპოვოთ ხე, რომლსიც სიცოცხლით სისავსესაც შეიგრძნობთ მისი ფოთლებისა და ყვავილების სიუხვის წყლობით, მიდით და გაატარეთ გარკვეული დრო მის გარშემო. თუ შესაძლებელია ისაუზმეთ ან ისადილეთ მის ქვეშ. როდესაც ხის ქვეშ იჯდებით, შეახსენეთ თქვენს თავს; „სწორედ ეს მიწა არის ჩემი სხეული. მე ეს სხეული მივიღე მიწისგან, და სწორედ მიწასვე დავუბრუნებ მას. მე შეგნებულად ვთხოვ. რომ დედა მიწამ დამიცვას, გამომკვებოს და მომიაროს“. თქვენ აღმოაჩენთ რომ, თქვენი სხეულის გამოჯანმრთელების შესაძლებლობა მკვეთრად გაიზრდება.

ხოლო თუ ყველა თქვენი ხე უკვე ავეჯად გარდაქმენით, მაშინ აიღეთ მცირეოდენი მიწა, და ხელები და ფეხები დაიფარეთ. გაიჩერეთ 20დან 30 წუთამდე. ასე თქვენს გამოჯანმრთელებას მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff