სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელი

 

უდიდესი სიამოვნების მომნიჭებელი

ერთხელ თავის სამეფო კარზე იმპერატორმა აკბარმა იკითხა; „როგორ ფიქრობთ რა ანიჭებს ადამიანს ყველაზე დიდ სიამოვნებას?“

ძალიან მრავალრიცხოვანი პასუხები გაისმა. ერთმა კარისკაცმა უპასუხა; „ღვთის მსახურება არის უდიდესი სიამოვნება, თქვენო უმაღლესობა.“

იმპერატორს მუდამ ყველა სახის მლიქვნელთა არმია ახვევია გარს. შესაბამისად ვიღაცა სხვამ თქვა: „ჩემო მბრძანებელო, თქვენი მსახურებაა ყველაზე დიდი სიამოვნება რისი წარმოდგენაც კი შემიძლია!“

მესამემ თქვა: „უბრალოდ თქვენი სახის ცქერა უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია!“

და ასე გრძელდებოდა, მხოლოდ მეფის ბრძენი ვეზირი ბირბალი იჯდა ჩუმად, მოწყენილი.

აკბარმა ჰკითხა: „ბირბალ, რატომ ხარ ჩუმად? შენ რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?“

ბირბალმა უპასუხა: „კუჭში გასვლა.“

აქამდე ყველა ამ ლაქუცითა და თაყვანისცემით აკბარი თავს დიდებულად გრძნობდა. ახლა კი ძალიან გაბრაზდა. მან თქვა: „რადგან ასეთი უხამსობა სამეფო კარზე განაცხადე, კეთილი ინებე და დაამტკიცე, რომ ეს სიმართლეა. თუ ვერ დაამტკიცებ შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.“

ბირბალმა უპასახა; „თქვენო უმაღლესობა, ორი კვირა მომეცით და დაგიმტკიცებთ.“ აკბარი დათანხმდა.

შემდეგ შაბათ-კვირას ბირბალმა იმპერატორისთვის ტყეში ნადირობა მოაწყო, და ისე გააკეთა, რომ ამ ექსპედიციაში სამეფო კარის ყველა ქალი იღებდა მონაწილეობას. მან კარვები ისე მოაწყო, რომ აკბარის კარავი სხვა კარვებს შუა აღმოჩნდა. მის გარშემო კი, ოჯახების, ქალების და ბავშვების კარვები განათავსა. მზარეულებს საუკეთესო კერძების მომზადება დაავალა. მათაც საუკეთესო დელიკატესები მოამზადეს და აქბარმაც გემრიელად მიირთვა. ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად იყო წასული.

მეორე დილას, როდესაც გაიღვიძა და გარეთ გამოვიდა, აღმოაჩინა რომ ირგვლივ ტუალეტი არ იყო. კარავში შებრუნდა და წინ და უკან სიარული დაიწყო, მაგრამ „ზეწოლა“ იზრდებოდა. შემდეგ ტყეში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ბირბალმა უკვე იზრუნა, რომ საგვარეულოს ქალები ყველგან ყოფილიყვნენ მოდებულნი.

„კუჭიდან ზეწოლა“ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. უკვე შუადღის თორმეტი იყო და აკბარს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ცოტაც და „გასკდებოდა“. იქვე შორიახლოს ბირბალი დაიარებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა: „ტუალეტის კარავი, ნეტავ სად დავდგა? ნეტავ სად დავდგა?“ ის უბრალოდ დაბნეულის როლს თამაშობდა და ტუალეტის კარავის დადგმას აყოვნებდა.

უკვე არცე ერთი წუთით აღარ შეეძლო იმპერატორს მეტის გაძლება, და სწორედ ამ დროს ბირბალმა როგორც იქნა, იქვე ახლოს მოახერხა ტუალეტის კარავის დადგმა. აკბარი სასწრაფოდ შევიდა შიგ და შვებით ამოიკვნესა. ბირბალი კარვის გარეთ ელოდა და როცა გამოვიდა ჰკითხა: „ახლა მეთანხმებით თქვენო უმაღლესობა?“

აკბარმა უპასუხა: „დიახ, ეს მართლაც ყველაზე დიდი სიამოვნებაა.“

რასაც თქვენში უკვე ვეღარ იტევთ, იმის განთავისუფლებისგან მიღებული შვება ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა, ასე არ არის? რაც არ უნდა იყოს ეს!

ასე რომ, სხეული შეიძლება გახდეს პრობლემა. დიდი პრობლემა. ის შეიძლება გახდეს ბარიერი თქვენსა და სიცოცხლით ტკბობას შორის.

თუ გსურთ სხეულის გარკვეულ ფორმაში შენარჩუნება, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა აქტივობებს საკვებთან, ძილთან და სექსთან მიმართებაში. შემდეგ ფურცლებზე თითოეულ მათგანს უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.

სადჰანა (7)

მნიშვნელოვანია, რომ მთელი დღე საკვების მიღებაში არ გაატაროთ. თუ ოცდაათი წლის ჯერ არ ხართ, მაშინ დღეში სამჯერადი კვება კარგად აისახება თქვენს ცხოვრებაზე. თუ ოცდაათ წელზე მეტის ხართ, კარგი იქნება საკვებს დღეში მხოლოდ ორჯერ თუ მიიღებთ. ჩვენი სხეული და გონება საუკეთესოდ მაშინ ფუნქციონირებს როდესაც კუჭი ცარიელია. ასე რომ, ეცადეთ გაცნობიერებულად იკვებოთ ისე, რომ საკვები მიღებიდან დაახლოებით ორ საათ ნახევარში კუჭიდან გავიდეს, ხოლო 12-დან და 18 საათამდე ვადაში სრულიად გავიდეს თქვენი ორგანიზმიდან. ამ მარტივი გაცნობიერებულობის წყალობით თქვენი გაცილებით მეტი ენერგია, სიმსუბუქე და სიფხიზლე გექნებათ. ესენია წარმატებული ცხოვრების ინგრედიენტები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყვეტთ მათ გამოყენებას.

საკვები, როგორც საწვავი

თქვენი ფიზიკური სხეული არის მხოლოდ დაგროვებული საკვები. იოგა დიდ ყურადღებას აქცევს საკვებს, რადგან საკვები რომელსაც ღებულობთ უდიდეს გავლენას ახდენს თქვენი სხეულის ფორმირებაზე. ცალკეული იოგური სისტემა ეძღვნება საკითხს, იმის შესახებ, თუ რა და როდის უნდა მივირთვათ. ის, თუ რა სახის მასალას უშვებთ თქვენს ორგანიზმში, განსაზღვრავს სხეულის ხარისხს და მისი კომფორტის დონეს.

თქვენს სხეულს იმისთვის ამზადებთ, რომ ავაზასავით სწრაფად სირბილი შეეძლოს? თუ იმისათვის რომ, ასამდე კილოგრამის თან ტარება შეძლოს? თუ იმისათვის, რომ გახდეს ხელშემწყობი უფრო მაღალი მედიტატიური შესაძლებლობებისთვის? თქვენ უნდა იკვებოთ თქვენი მისწრაფებების შესაბამისად, და ასევე იმის მიხედვით თუ რის მიღებას ცდილობთ ცხოვრებისგან.

ის, თუ როგორ იკვებებით, განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, არამედ თქვენი ფიქრების ხასიათს, თქვენს შეგრძნებებს და ცხოვრებისეულ აღქმას. გონივრულად კვება ნიშნავს იმის გაგებას, თუ რა სახის საწვავისთვის არის ეს სხეული მოწყობილი და მისი შესაბამისი საკვებით მომარაგებას, რათა სხეულმა საუკეთესოდ იფუნქციონიროს.

ვთქვათ, ბენზინზე მომუშავე ძრავით აღჭურვილი მანქანა შეიძინეთ, მაგრამ ავზი დიზელით გაავსეთ. მანქანა როგორღაც შეძლებს სვლას, მაგრამ ის ნამდვილად ვერ იფუნქციონირებს ოპტიმალურად, და მისი არსებობის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდება. ანალოგიურად, როდესაც არ გვესმის, თუ რა სახის საკვების მისაღებად არის სხეული მოწყობილი, და ვიკვებებით ყველაფრით, რაც კი ჩვენს თეფშზე მოხვდება, მაშინ რათქმაუნდა სხეული ვერ იფუნქციონირებს ოპტიმალური სიმძლავრით და მისი დღეგრძელობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. საწვავისა და მანქანის შეთავსებადობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ რომ მანქანა დიდხანს და ხარისხიანად გემსახუროთ.

სინამდვილეში რა სახის საკვებისთვის არის ადამიანის ორგანიზმი მოწყობილი?

როდესაც გარკვეული საკვებით იკვებებით, თქვენი სხეული თავს ბედნიერად გრძნობს. როდესაც სხვა სახის საკვებს ღებულობთ, სხეული უენერგიო და ლეთარგიული ხდება, და ძილის მოცულობა იმატებს. თუ დღეში რვა საათი გძინავს, და ასი წელი ცხოვრობ, ცხოვრების ერთ მესამედს ძილში ატარებ! კიდევ ოცდაათიდან ორმოც პროცენტამდე დრო გადის სამზარეულოში, ტუალეტსა და აბაზანაში. უშუალოდ ცხოვრებისთვის ძალიან მცირე დრო რჩება!

თქვენ იკვებებით ენერგიის მისაღებად, მაგრამ როდესაც საკვების მოცულობა დიდია, თავს ენერგიულად გრძნობთ თუ ლეთარგიულად? გამომდინარე თქვენს მიერ მიღებული საკვები ხარისხიდან, ჯერ თავს ლეთარგიულად გრძნობთ, და შემდეგ ნელ-ნელა გემატებათ ენერგია.

რატომ ხდება ასე?

ერთი მიზეზი არის ის რომ, ორგანიზმი ვერ ახერხებს თერმულად მომზადებული საკვების პირდაპირ მონელებას; მას ამისათვის გარკვეული ფერმენტები სჭირდება. მონელების პროცესისთვის აუცილებელი ყველა ფერმენტი არ მოიპოვება მხოლოდ ორგანიზმში; ზოგი მათგანი წარმოდგენილია საკვებში, რომლითაც იკვებებით. როდესაც საკვებს თერმულად ამზადებთ, როგორც წესი ფერმენტები 80 დან 90 პროცენტი ნადგურდება. ამიტომ სხეული ცდილობს განადგურებული ენზიმების აღდგენას. მაგრამ თერმულად განადგურებული ენზიმების სრულფასოვანი აღდგენა შეუძლებელია, ასე რომ, ადამიანთა უმრავლესობისთვის მიღებული საკვების თითქმის ნახევარი აუთვისებელი რჩება.

შემდეგი ასპექტი ეს არის ორგანიზმზე არსებული ძლიერი სტრესი. სხეულმა უნდა გადაამუშაოს მთელი ეს საკვები მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღოს ყოველდღიური აქტივობისთვის საკმარისი ენერგიის მცირე დოზა. თუ საკვებს, რომელსაც მივირთმევთ ექნება ყველა საჭირო ფერმენტი, ჩვენი ორგანიზმი იფუნქციონირებს ეფექტურობის აბსოლუტურად განსხვავებულ დონეზე, და საკვების ენერგიად გადაქცევის კოეფიციენტიც ძალიან განსხვავებული იქნება. ნატურალური საკვები მიღება, თერმულად დაუმუშავებელ მდგომარეობაში, როდესაც უჯრედები ჯერ კიდევ ცოცხალია, მოგიტანთ ჯანმრთელობის უდიდეს შეგრძნებას და თქვენს ორგანიზმს სიცოცხლეს შეჰმატებს.

ამის შემოწმება ადვილად შეგიძლიათ ექსპერიმენტირების გზით. ნუ ჰკითხავთ თქვენს ექიმს, დიეტოლოგს, ან იოგას მასწავლებელს. როდესაც ვსაუბრობთ საკვებზე, ეს პირველ რიგში სხეულის საქმეა. ჰკითხეთ თქვენს სხეულს და არა ენას, რა სახის საკვებია მისთვის ყველაზე უფრო კომფორტული. და სწორედ ის საკვები რომელიც ყველაზე კომფორტულია თქვენი სხეულისთვის, არის იდეალური საკვები რომელიც უნდა ჭამოთ. უნდა ისწავლოთ სხეულის მოსმენა. სხეულის გაცნობიერებულობის ზრდასთან ერთად, თქვენ შეგეძლებათ ზუსტად განსაზღვროთ, კონკრეტულ საკვები რა ზემოქმედებას მოახდენს თქვენს ორგანიზმზე. ამისათვის საკვების პირში ჩადებაც კი არ დაგჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ განავითაროთ ისეთი მომატებული მგრძნობიარობა, რისი მეშვეობითაც საკვებზე უბრალოდ შეხედვით ან შეხებით გაიგებთ მის პოტენციური ზემოქმედების მასშტაბს თქვენს ორგანიზმზე.

სადჰანა (8)

შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი ექსპერიმენტი; გაიმზადეთ თქვენთვის ყველაზე გემრიელი კერძი, შემდეგ რამეზე გაბრაზდით, და დაწყევლეთ მთელის სამყარო. შემდეგ კი მიირთვით კერძი. შედეგად ნახავთ როგორ „მოიქცევა“ საკვები თქვენს ორგანიზმში დღის განმავლობაში. საკვების შემდეგ მიღებაზე კერძს მოეპყარით ისეთი მოწიწებით, რასაც იმსახურებს ეს სიცოცხლის დიდებული საშენი მატერიალი და შემდეგ მიირთვით ის. თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ საკვების განსხვავებულ „ქცევას“ თქვენში. (რა თქმა უნდა, თუ გონიერი ხართ იგნორირებას გაუკეთებთ პირველ რჩევას, და მხოლოდ მეორეს შეასრულებთ!)

ადამიანების უმრავლესობას შეუძლია შეამციროს დღიურად მიღებული საკვების წილი ერთ მესამედამდე და შედეგად გაცილებით მეტი ენერგია მიიღოს და წონაშიც არ დაიკლოს. საკითხავია მხოლოდ ის, თუ რამდენად განავითარეთ ათვისების უნარი. სხეული ამის შესაბამისად ღებულობს. თუ ჩვეულებრივ ყოველდღიურად მიღებული საკვების მოცულობის მხოლოდ ოცდაათი პროცენტის მიღებით, შეგიძლიათ შეასრულოთ იგივე სამუშაო, ისე რომ ხელი არ შეუშალოთ სხეულში მიმდინარე პროცესებს - ეს ნიშნავს, რომ თქვენ იყენებთ გაცილებით ეფექტურ მანქანას ვიდრე გჭირდებათ.

ნაჭუჭში

ყველა თესლის პრანული ღირებულება ძალიან მაღალია, რადგან ისინი კონცეტრირებულ სიცოცხლეს წარმოადგენენ. ეს პირდაპირ არცაა დაკავშირებული მათ მაღალ კვებით ღირებულებასთან. რასაც თქვენ თხილს უწოდებთ, სინამდვილეში მხოლოდ თესლია, თესლი კი შესანიშნავი შესაძლებლობაა. თესლი მცენარის მომავალია. ერთ თესლს შეუძლია მთელი დედამიწის გამწვანება. შესაბამისად, თესლების საკვებად გამოყენებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანთა ჯანმრთელობა ბევრ სხვადსხვა დონეზე.

შეძლებისდაგვარად, თხილეული რომლის ჭამასაც აპირებთ, ჩაალბეთ წყალში ექვსიდან რვა საათამდე, განსაკუთრებით მაშინ თუ გამომშრალია. ყველა თესლს გააჩნია გარკვეული ბუნებრივი ქიმიური ნივთიერება თავდაცვისთის. წყალში ჩალბობით ხდება ამ ტოკსიკური ნივთირერებების გამორეცხვა, ნაწილი ზედაპირზე დაილექება, რისი მოშორებაც მისი გაფრცქვნით შეიძლება. გარდა ამისა, წყალში ჩალბობის საშუალებით ხდება კონცენტრირებული პროტეინის შემცირება, რაც ხშირად ართულებს მის მონელებას.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff