სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ჰორმონების შემოტევა

 

ჰორმონების შემოტევა

ერთხელ მკითხეს; „განა უცნაური არაა, რომ ადამიანებს სექსი უფრო აინტერესებთ, ვიდრე რომელიმე სხვა ფიზიკური აქტივობა?“ არაფერი უცნაური ამაში არ არის. ეს უბრალოდ ჰორმონების შემოტევაა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. თუმცა, ყველაზე ძლიერი ფიზიკური წადილი არის არა სექსი, არამედ შიმშილი.

უმეტესწილად, სექსზე ფიქრი არის კომპულსური ქცევა. როდესაც ბავშვი იყავით, თქვენთვის უმნიშვნელო იყო, თუ ვის რა რეპროდუქციული ორგანო ჰქონდა. მას შემდეგ რაც თქვენში ჰორმონები ათამაშდა, ცხოვრებას სექსის გარეშე ვერ წარმოიდგენთ. და ასევე ნახავთ, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ როდესაც ჰორმონების თამაში ჩაწყნარდება, თქვენთვის კიდევ ერთხელ უმნიშვნელო გახდება სექსზე ფიქრი. უკან მოიხედავთ, და ვერ დაიჯერებთ, რომ თქვენ ოდესღაც სექსზე ფიქრით იყავით შეპყრობილი.

სხეულში არ არის არაფერი ცუდი; ის უბრალოდ შეზღუდულია. არც შეზღუდულად ყოფნა არის ცუდი. თუ სხეულის გზას გაყვებით, თქვენ შეიძლება ზოგჯერ განიცადოთ გარკვეული სახის სიამოვნება. დანაშაული არ არის, რომ გინდოდეს შეზღუდულად ყოფნა, მაგრამ ასეთი ცხოვრება ვერასოდეს დაგაკმაყოფილებთ.

ვთქვათ, დღეს მე თქვენ ისეთი წყალობა გიბოძეთ, რომ შედეგად ამ ქვეყნად საპირისპირო სქესის ყველა წარმომადგენელს თქვენს მიმართ ფიზიკური ლტოლვა გაუჩნდა. გარწმუნებთ, რომ ესეც კი ვერ შეძლებს თქვენს დაკმაყოფილებას. მიიღებთ ცოტა სიამოვნებას, ცოტა ტკივილს, მაგრამ მაინც სხეულის სფეროში დარჩებით. სხეული მხოლოდ თვითგადარჩნისკენ და გამრავლებისსკენ ისწრაფვის. და ამ გზით ის პირდაპირ საფლავისკენ მიდის, და არსად სხვაგან.

თქვენი სხეული უბრალოდ ამ პლანეტისგან მიღებული სესხია. რასაც თქვენ „სიკვდილს“ ეძახით, არის უბრალოდ დედამიწის მიერ თქვენთვის მოცემული სესხის უკან დაბრუნება. ამ პლანეტაზე სიცოცხლის ყველა ფორმა მხოლოდ დედამიწის სხვადასხვა ელემენტების გადამუშავებაა. შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ ახლა მიდიხართ თქვენს ოფისში, სახლში, ან საფეხბურთო მატჩზე, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სხეულს, ის მიდის პირდაპირ საფლავისკენ. შეიძლება ახლა უკვე აღარ გახსოვთ, მაგრამ ნელ-ნელა, რაც უფრო მეტი დრო გავა, თქვენთვის უფრო აშკარა გახდება, რომ სწორედ ასეთია სხეულის ბუნება. როდესაც ერთადერთი რაც იცით, არის მხოლოდ სხეული, - და ნებისმიერ შემთხვევაში მისი დაკარგვა გიწევთ, - მაშინ შფოთი და შიში თქვენი მუდმივი თანამგზავრი იქნება ცხოვრების გზაზე.

ადამიანები იმის დაჯერებასაც კი იწყებენ, რომ შიში მათი არსებობის განუყოფელი ნაწილია. არა. შიში თქვენი არასრულყოფილი არსებობის შედეგია. თუ არ გამოგიკვლევიათ ცხოვრება მთელი მისი სიდიადით და მრავალგანზომილებით, და მხოლოდ ფიზიკური სხეულით შეიზღუდეთ თავი, მაშინ შიში ბინებრივი შედეგი იქნება.

ოდესმე გსმენიათ ჯორჯ ბესტზე? ის თავისი დროის ერთერთი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელი იყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი სიცოცხლე მაქსიმალურად გამოეყენებინა, ისე როგორც თვითონ მიაჩნდა საუკეთესოდ. იმ დროინდელი მედია წერდა, რომ მისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, ნებისმიერი კინო ვარსკვლავის ან მოდელის მოხიბლვა. 35 წლის ასაკში, ის იყო გატეხილი, უბედური და იმედგაცრუებული კაცი; ის 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვილი არ არის პრობლემა; პრობლემაა ის თუ როგორ ცხოვრობთ. ჯორჯ ბესტს სავარაუდოდ ყველაფერი ჰქონდა, თუმცა მაინც საშინელი ცხოვრებით იცხოვრა.

ასეთი პრობლემების მიზეზი, არის ის, რომ ფიზიკური გზა ყოველთვის ვიწროა. სხეულის როლი თქვენს ცხოვრებაში შეზღუდულია. თუ ეცდებით მისი როლის „გაწელვას“, ისე რომ მთელ თქვენ ცხოვრებას მოარგოთ, შედეგად მხოლოდ დაიტანჯებით, რადგან ეს სიყალბის შექმნის მცდელობა იქნება. მაშინ ცხოვრებას მილიონი მოეხერხებული საშუალება გამოუჩნდება თქვენს მოსადრეკად, გასატეხად, დასაჩოქებლად, და გასასრესად.

არაფერი ცუდი არ არის ჰორმონებში, მაგრამ როდესაც კომპულსური ცხოვრებით ცხოვრობთ, თქვენ მონობაში იმყოფებით. შეიძლება ყველაფერი კარგად არის თქვენს ცხოვრებაში - თქვენს საქმეში, ოჯახში, ურთიერთობებში, - მაგრამ ნელ-ნელა, სხვადასხვა სახის მიჯაჭვულობები გჯაბნით, და უფრო და უფრო უბედური ხდებით. თქვენში არის რაღაც, რასაც არ სურს იყოს მონა. ბევრ ადამიანს, სიმდიდრისკენ და ფიზიკური კეთილდღეობისკენ სწრაფა სულ უფრო სასოწარკვეთილ მოქმედებებისკენ უბიძგებს. ცივილურობის საფარველის მიღმა რომ ჩაიხედოთ, ძალადობის ყველაზე საშინელ ფორმებს აღმოაჩენთ. ჩვენს საკუთარ შვილებსაც კი არ ვინდობთ. ეს არის ადამიანად ყოფნის სხვადასხვა ასპექტების უგულვებელყოფის და მხოლოდ ფიზიკური სფეროთი თვითშეზღუდვის შედეგი.

დღეს, ადამიანები სხეულის გაფეტიშების მცდელობისას, წარმოუდგენელ ტანჯვას წარმოქმნიან. დღეს ჩვენი ცხოვრების მატერიალური დონე მაღალია, როგორც არასდროს; ჯანმთელობის დაცვის, დაზღვევების, მანქანების არსებობის თვალსაზრისით. თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი კომფორტი და ხელსაყრელი პირობები, ვიდრე თქვენამდე გააჩნდა სხვა რომელიმე თაობას. მაგრამ ადამიანები მაინც ძალიან იტანჯებიან. განვითარებულ საზოგადოებებში თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი დამოკიდებულია გარკვეული სახის მედიკამენტებზე, მენტალური ბალანსის შესანარჩუნებლად. თუ ყოველდღიურად წამლების მიღება გიწევთ საღი გონების შესანარჩუნელად, ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენ განადგურების პირას დგახართ, რადგან თქვენი მცირე ასპექტი აქციეთ მთელ თქვენს ცხოვრებად.

მოკვდავობა და სიღრმე

მხოლოდ მაშინ, როდესაც აცნობიერებთ თქვენს მოკვდავ ბუნებას, უფრო მეტად გინდებათ ცხოვრების შეცნობა. სწორედ მაშინ იხსნება სულიერი პროცესი.

ერთხელ ორი ოთხმოცი წლის კაცი შეხვდა ერთმანეთს. ერთმა იცნო მეორე და კითხა: „შენ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდი?“

მეორემ უპასუხა; „დიახ.“

პირველმა გამოკითხა თუ სად იბრძოდა და რომელ ბატალიონში მსახურობდა. მეორე დაწვრილებით უპასუხა.

პირველმა წამოიძახა: „ო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ვერ მცნობ? ჩვენ ორივე ერთ სანგარში ვიჯექით.“

მეორემაც გაიხსენა. და შემდეგ დაუსრულებლი საუბარი გააბეს. ისინი ერთად მხოლოდ ორმოცი წუთის განმავლობაში იყვნენ და ისიც დაძაბულ საომარ სიტუაციაში, მაგრამ ახლა ისინი ლაპარაკობდნენ თითოეულ ტყვიაზე, რომლებმაც ზუზუნით რამოდენიმე სანტიმეტრით გვერდზე აუარათ. ამ ორმოც წუთიანი ცხოვრების მონაკვეთზე საუბარში ოთხ საათზე მტი გაატარეს.

როდესაც ბოლომდე ამოწურეს და ყველაფერი თქვეს იმ ორმოცი წუთის შესახებ, შემდეგ პირველმა კითხა მეორეს: „ომის შემდეგ რას აკეთებდი?“

მეორემ უპასუხა: „ოჰ, უკანასკნელი სამოცი წლის მანძილზე გაყიდვების აგენტად ვმუშაობდი.“

იმ ორმოცმა წუთმა დიდი გავლენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე, რადგან მათ სიკვდილიანობა ყოველ წუთს თვალწინ ედგათ. ბრძოლაში მათ ღრმა კავშირი დაამყარეს. ომის შემდეგ ამ კაცის ცხოვრების შეჯამება ერთი წინადადებით შეიძლება; ის უბრალოდ გაყიდვების აგენტი იყო.

საკუთარი მოკვდავი ბუნების გაცნობიერებით, ადამიანი საკუთარ თავში უსაზღვრო სიღრმეს აღმოაჩენს. თუ თქვენს მარადიულ ბუნებას ვერ აცნობიერებთ, სულ მცირე მოკვდავი ბუნება მაინც გააცნობიერეთ. სიკვდილი არ არის სიცოცხლის დასასრული. სიკვდილი მხოლოდ სხეულის დასასრულია. რაც უფრო მეტად აიგივებთ თავს ფიზიკურ სხეულთან, მით უფრო შეეწინააღმდეგებით სიკვდილს, რადგან თქვენთვის სიკვდილი ყველაფრის დასასრული იქნება. მხოლოდ მაშინ როდესაც პირისპირ შეხვდებით თქვენს მოკვდავობას - პოტენციურ, მაგრამ თქვენი ფიზიკური ფორმის გარდაუვალ დასასრულს - ამ საზღვრებიდან თავის დაღწევის ნამდვილი სწრაფვა სწორედ მაშინ იბადება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff