სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

გაიგივებით დაბინძურება

 

გაიგივებით დაბინძურება

ინტელექტი სკალპელის მსგავსია. მისი ფუნქციაა რეალობის ცალკეულ ნაწილებად დაჭრა, რათა შედეგად გაგიადვილდეთ ერთი მოვლენის მეორისგან გარჩევა. იმისათვის, რომ დანამ რაიმე სუბსტანცია იოლად დაჭრას, მნიშვნელოვანია რომ ის მას არ მიეწებოს. წებვადი დანა აშკარად არაეფექტური ინსტრუმენტია.

დავუშვათ დღეს დანას ნამცხვრის დასაჭრელად ხმარობთ; ხვალ ხორცს დაჭრით; და ზეგ ხილს. თუ ყველა ამ ნივთიერების ნარჩენი დანას მიეწებება, დროთა განმავლობაში ის გამოუსადეგარ იარაღად იქცევა. თქვენ ალბათ ეს უკვე გამოგიცდიათ; თუ ხახვის დაჭრის შემდეგ, დაჭრით მანგოს ან ვაშლს, ყველაფერს ხახვის გემო ექნება. ასეთი დანა დახმარების ნაცვლად უფრო ხელს გიშლით. სხვა სიტყვებით, როდესაც თქვენი ინტელექტი გაიგივებას (იდენტიფიცირებას) ახდენს რამესთან, ის ეჯაჭვება ამ გაიგივებას, და შედეგად თქვენ სამყაროს აბსულუტურად დამახინჯებულ აღქმას ღებულობთ.

ერთხელ ასეთი რამ მოხდა... პოლიტიკური მიზეზებით, იმპერეტორი აქბარი, ჩვილ ასაკში დააშორეს დედას. ძიძად მოუყვანეს სხვა ქალი რომელსაც თავადაც ყავდა შვილი. ეს ქალი აქბარს ძუძუთი კვებავდა, და მოგვიანებით გაწეული სამსახურისთვის ჯოლდოც შესთავაზეს. მის ვაჟს, რომელიც აქბარზე ოდნავ უფროსი, თუმცა ჯერ ისევ ბავშვი იყო, გამოუყვეს რამოდენიმე სოფელი და მათ მართველად დანიშნეს. მრავალი წლის შემდეგ აქბარი იმპერატორად ეკურთხა. მაგრამ მისმა ძუძუმტემ, რომელსაც აკლდა მმართველისთვის აუცილებელი ინტელექტი და უნარები, გაანიავა რესურსები, გაფლანგა რაც კი ებადა და გაღატაკდა.

ერთხელ 32 წლის ასაკში დიდებული იდეა დაებადა; „რადგან იმპერატორი და მე ორივე დედაჩემის რძეს ვსვამდით, ძმები გამოვდივართ. და რადგან პირველი მე დავიბადე, უფროსი ძმაც მე ვარ!“

ეს იდეა მტკიცედ გაუჯდა გონებაში. აქბართან მივიდა და მოახსენა; „ნახე, ჩვენ ძმები ვართ, და მე უფროსი ძმა ვარ. მაგრამ შეხედე ჩემს ბეჩავ მდგომარეობას; მე ღარიბი ვარ, შენ კი იმპერატორი! როგორ შეგიძლია ასე მიმატოვო?“

აქბარმა გულთან ახლოს მიიტანა მისი ნაამბობი. მან მიიღო ძმა, დააბინავა სასახლეში და მეფესავით ექცეოდა. ეს კაცი არ იყო შეჩვეული სამეფო კარის წესრიგს და ბევრი უხეში შეცდომაც დაუშვა. მაგრამ გულუხვი იმპერტორი კვლავ იმეორებდა: „ის ჩემი უფროსი ძმაა. ჩვენ ერთი დედის რძეს ვსვამდით.“ მან ყველას მისი თავი ასე გააცნო.

ასეთი იყო ვითარება გარკვეული ხნის განმავლობაში. შემდეგ ამ კაცის სოფელში სამუშაოდ დაბრუნების დრო მოვიდა. აქბარმა უთხრა; „ძმაო, შენ დაკარგე ყველა სოფელი რომელიც ოდესღაც გებოძა. მე შენ ხუთ ახალ სოფელს მოგცემ - და შენი პატარა სამმართველო გექნება.“

კაცმა უპასუხა: „მაგრამ, შენ ასეთი წარმატებული იმიტომ გახდი, რომ გარშემო ჭკვიანი ხალხი გახვევია. მე კი არავინ მყავს მრჩეველი. კარგი მრჩევლები და მინისტრები რომ მყავდეს, მეც დიდებულ იმპერიას ავაშნებდი. მაგალითად, შენ გყავს ბირბალი! ის ისეთი ჭკვიანია. ვინმე ასეთი რომ მყავდეს გვერდით, მეც დიდი იმპერატორი ვიქნებოდი.“

გულუხვა აქბარმა უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ბირბალი თან წაიყვანო.“

მან უხმო ბირაბლს და უბრძანა: „შენ ჩემს უფროს ძმასთან ერთად უნდა წახვიდე.“

ბირბალმა უპასუხა; „თქვენო ბრწყინვალებავ, თქვენი უფროსი ძმა ჩემზე უკეთესს იმსახურებს, მაგალითად ჩემს უფროს ძმას. მე გთავაზობთ ის გააგზავნოთ ჩემს ნაცვლად.“

აქბარს მოეწონა ეს იდეა, რადგან ბირბალის გაშვება დიდად არ უნდოდა. გახარებულმა უთხრა ბირბალს: „წადი და უხმე შენს უფროსს ძმას.“

მეორე დღეს, აქბარის უფროსი ძმის წასვლის საპატივცემლოდ, გრანდიოზული გამოსამშვიდობებელი მიღება მოაწყვეს. ყველა მოუთმენლად ბირბალისა და მისი ძმის მოსვლას ელოდა.

როგორც იქნა ბირბალი მოვიდა და თან თოკზე გამობმული ხარი მოიყვანა.

„ეს რა არის?“ კითხა აქბარმა.

ბირბალმა უპასუხა: „ეს ჩემი უფროსი ძმაა.“
გაცხარებულმა აქბარმა უთხრა: „შენ ამით ჩემი და ჩემი ძმის შეურაცხყოფას ცდილობ?“

„არა მბრძანებელო“ უპასუხა ბირბალმა, „ის ჩემი უფროი ძმაა. ჩვენ ორივენი ერთი დედის რძეს ვსვამდით.“

როგორც კი თქვენი ინტელექტი - ან ბუდჰი, როგორც მას იოგურ სისტემატიკაში ვუწოდებთ, რამესთან ახდენს გაიგივებას, თქვენ შემდეგ ამ იდენტობის ფარგლებში ფუნქციონირებთ. რაც არ უნდა იყოს თქვენი გაიგივების ობიექტი, სწორედ მისგან მომდინარეობს თქვენი ფიქრები და ემოციები. დავუშვათ თქვენ ახლა თქვენს თავს აიგივებთ როგორც მამაკაცი, ყველა თქვენი ფიქრი და ემოცია სწორედ ამ გაიგივებისგან წარმოიშობა. თუ თქვენს თავს აიგივებთ რომელიმე ეროვნებასთან ან რელიგიასთან, მაშინ შესაბამისი ფიქრები და ემოციები გექნებათ. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ფიქრები და ემოციები, ნებისმიერი იდენტიფიკაცია არის გარკვეული დონის წინასწარ შექმნილი მიკერძოებული წამოდგენა. სინამდვილეში თქვენი გონებაც კი არის გარკვეული სახის წინასწარ შექმნილი მიკერძოებული წამოდგენა. რატომ? რადგან ის ფუნქციონირებს შეზღუდული მონაცემებიდან და მას ხელმძღვანელობს ინტელექტი, რომელიც არსებითად მიკერძოებულია. ასე რომ, თქვენი გონება რომელიც შეიძლება ღვთაებრივისკენ მიმავალი კიბე გამხდარიყო, უსასრულო საშუალოობაში ფორთხიალობს და ზოგ შემთხვევაში, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზადაც იქცევა.

გაიგივებას, რომლის გარშემოდაც ფუნქციონირებს ინტელექტი, აჰანკარა ეწოდება. ზემოთ მოყვანილი დანის ანალოგია რომ გავაგრძელოთ, ხელი რომელსაც უჭირავს დანა, არის გაიგივება. სხვა სიტყვებით, სწორედ თქვენი გაიგივება ხელმძღვანელობს და საზღვრავს თქვენს ინტელექტს. როდესაც ხმარობთ დანას, მნიშვნელოვანია არა მარტო დანის ბასრი პირი, არამედ ასევე მის დამჭერი მტკიცე ხელიც. მტკიცე ხელის გარეშე თქვენ შეიძლება მრავალგვარი ჭრილობა მიაყენოთ თქვენს თავს. ადამიანების მიერ განცდილი ტანჯვების უმრავლესობას არ იწვევს გარე სიტუაციები. გარედან ტანჯვის მიმყენებელი ფაქტორები მინიმალურია; დანარჩენი თავად ადამიანების მიერ წარმოიქმნება.

როგორც კი თქვენს თავს გააიგივებთ იმასთან, რაც არ ხართ, გონება ხდება ჩქაროსნული მატარებელი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. თუ ის სრული სვლით(სიჩქარით) მიდის, დამუხრუჭება შეუძლებელია. მაგრამ თუ შეგიძლიათ განთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც არ ხართ, - მოახდინოთ დე-იდენტიფიკაცია, ანუ გააუქმოთ თქვენი გაიგივება, ნახავთ რომ გონება გახდება სუფთა და ცარიელი. შეძლებთ მის გამოყენებას როცა დაგჭირდებათ; დანარჩენ დროს ის იქნება უბრალოდ ცარიელი, თავისუფალი ყოველგვარი ფსიქოლოგიური ხარახურისგან. მაგრამ ახლა, თქვენ თავს ძალიან ბევრ რამესთან აიგივებთ, და თან ცდილობთ გონების გაჩერებას; ეს არ იმუშავებს.

იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ გგონიათ რომ ხართ, როდესაც სიკვდილი მოვა, ყველა გაიგივება ჩამოიშლება. ადამიანიები ამ გაიგივებების ნებაყოფლობით მოშორებას რომ ისწავლიდნენ, ცხოვრება ნეტარებით სავსე იქნებოდა. თუ თქვენ არ ამძიმებთ თქვენს ინტელექტს რაიმესთან გაიგივებით - იქნება ეს სხეულთან, სქესთან, ოჯახთან, საზოგადოებასთან, რასასთან, კასტასთნ, მრწამსთან, თემთან, ერთან, თუ თუნდაც სახეობასთან - თქვენ ბუნებრივად მიხვალთ თქვენს უმაღლეს ბუნებასთან. თუ არა და, სიკვდილი გაანადგურებს ყველა ამ გაიგივებას. ეჭვიც არ შეგეპაროთ!

თუ თქვენი უმაღლესი ბუნების მისაღწევად თქვენს ინტელექტს იყენებთ, ამას ჯნანა იოგა ეწოდება, ან ცოდნის იოგა. ჯნანა-იოგები თავს არ აძლევენ რაიმესთან გაიგივების უფლებას. და თუ რამესთან გააიგივებენ, ეს მათი მოგზაურების დასასრული იქნება. მაგრამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, ჯნანა-იოგას მხარდამჭერები, ყოველ შემთხვევაში ინდოეთში, მისდევენ რამოდენიმე მრწამსს, მაგ: „მე ვარ უნივერსალური სული, აბსოლუტი, უმაღლესი არსება.“ - მათ ყველაფერი იციან, კოსმოსის მოწყობიდან დაწყებული სულის ფორმის ჩათვლით! მათ ეს ყველაფერი წიგნში წაიკითხეს. მაგრამ ეს არ არის ჯნანა იოგა. ნებისმიერი ინფორმაცია რის შესახებაც, არ გაგაჩნიათ ცოცხალი გამოცდილება, ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებულია. შეიძლება ეს უმნიშვნელობა ძალიან წმინდაა, მაგრამ ის არ განთავისუფლებთ, არამედ პირიქით - მახეში გაბამთ.

ერთ დღეს ხარი ტყის მახლობლად ბალახობდა. ის ტყეში ღრმად შევიდა, და რამოდენიმე კვირა უხვი ბალახის ძოვით, მომრგვალდა და მოსუქდა. ასაკს მიღწეულმა ლომმა, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო ხეირიანად მსხვერპლზე ნადირობა, დაინახა კარგად მოსუქებული და მომრგვალებული ხარი, ეცა მას, მოკლა და შეჭამა. მისი კუჭი აივსო. დიდი კმაყოფილების გრძნობით იღრიალა. შორიახლოს რამოდენიმე მონადირე ნადირობდა. მათ გაიგეს ლომის ღრიალი, მოძებნეს ის და მოკლეს.

ამბავის მორალი: „როდესაც ხარით ხარ სავსე, უმჯობესია გაჩუმდე. (When you are full of bull, - როდესაც სისულელეებით გაქვს თავი გამოტენილი.)“

ჯნანა იოგას ასი პროცენტით პრაქტიკისთვის საჭირო ინტელექტი ძალიან ცოტა ადამიანს გააჩნია. უმრავლესობას ძალიან დიდი მომზადება სჭირდება. არსებობს ისეთი იოგური პროცესი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინტელექტი გახდეს სამართებლივით ბასრი და თან არაფერს მიეკრას. მაგრამ ეს ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რადგან გონება ცბიერი კლიენტია; მას შეუძლია მილიონობით ილუზიის შექმნა. ჯნანა იოგა, როგორც სულიერი პროცესის ნაწილი - მიღწევადი საქმეა; მაგრამ როგორც ექსკლუზიური და მთლიანი გზა, ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.

სადჰანა

უბრალოდ დაჯექით მარტო ერთი საათით. ნუ წაიკითხავთ, ნუ გამოიყენებთ ტელეფონს, ტელევიზორს, არავითარი კომუნიკაცია, აბსოლუტურად არაფერი. დააკვირდით ამ ერთი საათის განმავლობაში რაზე ფიქრები დომინირებენ თქვენს გონებას - იქნება ეს საკვები, სექსი, თქვენი მანქანა, ავეჯი, ძვირფასეულობა, თუ რამე სხვა. თუ აღმოაჩენთ რომ პერიოდულად ფიქრობთ ადამიანებზე ან ნივთებზე, ე.ი. გაიგივებას არსებითად თქვენს სხეულთან ახდენთ. თუ თქვენი ფიქრები ეხება იმას თუ რისი კეთება გსურთ ამ ცხოვრებაში, მაშინ გაიგივებას არსებითად თქვენს გონებასთან ახდენთ. სხვა დანარჩენი ამ ორი ასპექტის კომპლექსური განშტოებებია. ეს არ არის განმსჯელობითი შეფესაბა. ეს უბრალოდ იმის დადგენის საშუალებაა, თუ ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით. თქვენი გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად გინდათ განვითარდეთ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff