საიდუმლოსთან ჩახუტება
საიდუმლოსთან ჩახუტება
მხოლოდ განუვითარებელი ინტელექტი აანალიზებს ყველაფერს და შემდეგ გამოაქვს დასკვნები. თუ თქვენი ინტელექტი არის საკმარისად განვითარებული და მომწიფებული, თქვენ აცნობიერებთ, რომ რაც უფრო მეტს აანილიზებთ, მით უფრო შორს ხართ დასკვნის გამოტანისგან.
ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში ჩაღრმავებით, თქვენ სულ უფრო დაშორდებით ყველანაირ დასკვნას. ცხოვრება სულ უფრო საიდუმლებებით მოცული ხდება ვიდრე ოდესმე. რაც უფრო ღრმად ეფლობით ცხოვრებაში, ხედავთ რომ ის უსასრულო და განუზომელი პროცესია. თქვენ მას ვერ მოიხელთებთ, რადგან თავად ხართ ის. როცა საკუთარი გამოცდილებით გააცნობიერებთ რომ, თითოეულ ატომი, ქვიშის მარცვალი, კენჭი, და სიცოცხლის ყოველი ფორმა, უმცირესიდან უდიდესამდე, არის იდუმალებით მოცული, თქვენ ბუნებრივად უღრმესი ერთგულებით ქედს მოიხრით ყოველივეს წინაშე. უბრალოდ ერთ ადგილზე ჯდომით და სუნთქვაზე დაკვირვებით, ცხოვრებას უკეთ გაიგებთ, ვიდრე ღრმა ანალიზის მეშვეობით.
როდესაც ფიზიკური ბუნებისგან ჭეშარიტების გასაგებად, ყველაფერს ვანაწევრებთ, ჩვენ ვეფლობით ნაწილაკების მეცნიერების უმცირეს განზომილებებში. ჩვენ გვეჩვენება, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვგებულობთ ჭეშმარიტებას, როდესაც პროტონებისგან, ნეიტრონებისგან და ელექტრონებისგან ვინაცვლებთ ნეიტრინებზე, ბოზონებზე და ზესიმეტრიულ ნაწილაკებზე. მაგრამ ეს კვლავ მხოლოდ ფიზიკური ბუნების სამფლობელოა. გვეუბნებიან რომ სამყაროს უდიდეს ნაწილს შეადგენს ბნელი მატერია, რომელიც შედგება არა ატომებისგან, არამედ ჩვენთვის უცნობი ტიპის ნაწილაკებისგან.
აიღეთ ჭიქა წყალი და შეხედეთ მას. სინამდვილეში რა იცით მის შესახებ? მაგალითად, რატომ ერთიანდება წყალბადი და ჟანგბადი, რათა გახდეს წყალი? ან აიღეთ კენჭი და დააკვირდით დიდხანს და ყურადღებით. რატომ გააჩნია მას ეს განსაკუთრებული ფორმა, ზომა და სტრუქტურა? ან თქვენს თავს შეხედეთ; რატომ ხართ ისეთი, როგორიც ხართ? ბევრი უპასუხებს; „ოჰ, იყო დედა, მამა - და აგერ მეც.“ მაგრამ რატომ ხართ ზუსტად ასეთი? რა არის ამ ფორმის, სხეულის, ინდივიდუალობის საფუძველი?
ტრადიციულად ინდოეთში ამბობდნენ, რომ ადამიანმა ყველაფერს უნდა მოუხაროს ქედი რასაც კი გადაეყრება. არა აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ხე, ძროხა, გველი თუ ღრუბელი - ადამიანები ყველაფერს უხრიდნენ თავს. თუ ყველაფერს თავს უხრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ უბრალო სულელი ხართ, ან ის რომ ცხოვრებას მთელი თავისი უკიდეგანო სიღრმით უყურებთ. განსხვავება იდიოტსა და გასხივოსნებულს შორის ფაქიზია. ეს ორი ხშირად შეიძლება ერთნაირად გამოიყურებოდეს, მაგრამ სინამდვილეში მათ ერთმანეთისგან მთელი სამყაროები აშორებს. იოდიოტს არ შეუძლია დასკვნის გაკეთება. მისტიკოსს კი არ სურს დასკვნის გაკეთება. დანარჩენები კი თავიანთ დასკვენებს განადიდებენ როგორც ცოდნას. სულელი ტკბება იმ მცირედით, რაც იცის, ხოლო მას ვინც ნახა ცხოვრება თავისი უკიდეგანო სიღრმით, შეუძლია აბსოლუტურად დატკბეს ცხოვრებით. დანარჩენები კი გამუდებით იბრძვიან და იტანჯებიან.
ერთხელ ერთი კაცი შევიდა თავის უფროსთან კაბინეტში და უთხრა: „უფროსო, მინდა იცოდეთ, რომ სამი დიდი კომპანია ნადირობს ჩემზე. ამიტომ ხელფასი უნდა მომიმატოთ.“
უფროსმა უთხრა: „რაა? რომელი კომპანიები? შენ ვის უნდიხარ?“
კაცმა უპასუხა: „ელექტროენერგიის, სატელეფონო და გაზის კომპანიები.“
ამ ეგრეთ წოდებულ ჭკვიან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დადასტურებული დასკვნები ცხოვრების შესახებ, ყოველთვის აქვთ რაღაც სათქმელი. ან მუდამ დაკავებულნი არიან რაღაც საქმის კეთებით. სულელს შეუძლია იჯდეს მშვიდად. მისტიკოსს შეუძლია იჯდეს მშვიდად. მაგრამ დანარჩენებს ეს არ შეუძლიათ.
ერთგულება არის გზიდან ყოველგვარი დაბრკოლებების მოცილების მარტივი მეთოდი. თუ ისინი, ვინც მთელი ძალით, მაგრამ უშედეგოდ ცდილობენ „მაიმუნის გონების“ ლაყბობის შეჩერებას, ოდესმე გახდებიან ერთგულების ადამიანები, ეს ლაყბობა თავისით გაქრება.
ყველაფრისთვის თავის დახრა და ყველაფრის საკუთარ თავზე მაღლა დაყენება, ერთი შეხედვით თქვენი თვითშეფასებისთვის არ უნდა იყოს კარგი. ერთგულების ადამიანად გახდომა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე მიმყოლი ან უნებისყოფო გახდებით. მან, ვინც იცის, როგორ უნდა მოიხაროს, არასდროს გატყდება. (ამიტომაც გთავაზობთ ყოველ დილით ჰათჰა იოგას შესრულებას - რათა სხეულმა შეიძინოს დრეკადობა და აღარ „გატყდეს“!) ეს ასევე ეხება ყველაფერს თქვენს შიგნით.
სამწუხაროდ, დღეს ეგრეთ წოდებული რელიგიური ლიდერებიც კი საუბრობენ თვით შეფასებაზე. ორივე პრობლემაა - „თვით“-იც და „შეფასება“-ც. ორივე ძალინ შეზღუდულია; ორივე მყიფეა, ორივე მუდამ დაუცველი იქნება. თუ არ გაქვთ არანაირი შეფასება, ეს ძალიან კარგია. და თუ არც „თვით“-ი(მე) გაქვთ, ეს საერთოდ შეუდარებელია!
სადჰანა
თუ თქვენზე უფრო დიდ რამეს ახლოდან გაიცნობთ, თქვენ ბუნებრივად მოიხრით მის წინაშე ქედს. თუ გინდა გახდეთ ერთგულების ადამიანი, მაშინ ხელისგულების ერთმანეთზე მიდებით მოუხარეთ თავი რამეს თქვენს ირგვლივ, სულ ცოტა საათში ერთხელ, მღვიძარების პერიოდში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რა იქნება ეს. ნუ აირჩევთ. უბრალოდ მოუხარეთ თავი რასაც ნახავთ, იქნება ეს ხე, მთა, ძაღლი, კატა თუ ნებისმიერი რამ. არ არის აუცილებელი ეს იყოს ფიზიკური მოქმედება; ეს შეიძლება იყო შინაგანი მოქმედება. უბრალოდ გააკეთეთ ეს ერთ დღეს ყოველ საათში ერთხელ. შემდეგ ნახეთ, თუ შეგიძლიათ ყოველ წუთში ერთხელ ამის გაკეთება. როდესაც ეს ყოველ წუთიერ მოქმედებად გადაიქცევა, მაშინ აღარ იქნება ფიზიკურად ამის გამოხატვის აუცილებლობა; უბრალოდ შინაგანად მოუხარეთ თავი. როდესაც ეს თქვენი ცხოვრების საშუალებად გადაიქცევა, თქვენ გახდებით ერთგულების ადამიანი.
თუნდაც მთელი ცხოვრება მიუძღვნათ, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ ვერც ფოთოლს, ვერც სპილოს, ვერც ჭიანჭველას, და ვერც ატომს. თქვენ დნმ-ის მოლეკულის გაგებაც კი არ შეგიძლიათ. ყველაფერი რისი გაგებაც არ შეგიძლიათ იმყოფება უფრო მაღალ ეგზისტენციალური ინტელექტის მდგომარეობაში ვიდრე თქვენ ხართ. როდესაც თქვენ ამას ხედავთ - ნამდვილად ხედავთ - თქვენ ერთგული ხართ.
ერთგულია ის, ვინც მზადაა ერთგულების ობიექტში „გაუჩინარდეს“. თუ თქვენ ცხოვრების ერთგული ხართ, თქვენ ერთიანი გახდებით. ცხოვრებისეული პროცესებისგან განზე ნუ გადგებით. გახდით ერთგული.