სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

მაშ რა არის კარმა?

 

მაშ რა არის კარმა?

„კარმა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „მოქმედებას.“ მოქმედება არსებობს სამი სახის. მოქმედებას ადგილი შეიძლება ქონდეს სამ დონეზე; სხეულის, გონების და ენერგიის. ყველაფერი რასაც აკეთებთ სხეულის, გონების ან ენერგიის მეშვეობით ტოვებს თავის ნარჩენს. ეს ნარჩენი აყალიბებს თავის ნიმუშს(პატერნს), რომელიც რჩება თქვენთან. როდესაც აგროვებთ დიდი ოდენობის შთაბეჭდილებებს, ისინი ნელ-ნელა ფორმირდებიან თქვენს მიდრეკილებებად, და შედეგად თქვენ ხდებით მექანიკური სათამაშოს მსგავსი, თქვენი ნიმუშის მონა, წარსულის მარიონეტი.

კარმა გავს ძველ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ქვეცნობიერად შეადგინეთ თქვენი თავისთვის. თითოეული თქვენი მოქმედება რაღაცას წერს თქვენს პროგრამულ უზრუნველყოფაში. როდესაც წერთ გარკვეული სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, თქვენი მთლიანი სისტემა შესაბამიდ იფუნქციონირებს. წარსულ ინფორმაციაზე დაფუძნებით, გონებაში ყალიბდება გარკვეული ნიმუშები, და გამუდმებით მეორდება. შედეგად ცხოვრება ხდება ციკლური.

სწორედ ამიტომაც მეორდება თქვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე ნიმუშები(პატერნები). მათში არსებობს რამოდენიმე ნაირსეხეობა, მაგრამ არსობრივად ისინი ყველა ერთნაირია, და მეორდება თაობიდან თაობამდე. გარკვეული დროის შემდეგ ეს განმეორებადობა შეიძლება შეუქცევადი გახდეს. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ეს ნიმუშები გვმართავენ შიგნიდან და არა გარედან. არავინ გაკონტროლებთ გარედან. თქვენი შინაგანი დესპოტი გმართავთ გამუდმებით. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ დღეს ახალი დღეა. გარემოებები შეიცვალა, მაგრამ შინაგანად თქვენ ისევ და ისევ ერთი და იგივეს განიცდით. ამიტომაც, რაც უფრო მეტად იცვლება სიტუაციები, მით უფრო უცვლელი რჩება, არა ფიზიკურ, არამედ განცდის დონეზე. თქვენ უიმედოთ გაიჭედეთ კარმულ ბორბალში.

თავისუფლება უკვე ცარიელი სიტყვაა, რადგან თქვენი ფიქრები და გრძნობები, ცხოვრების თქვენეული გაგება, და ჯდომის, დგომის და მოძრაობის მანერებიც კი - განპირობებულია თქვენი წარსული გამოცდილებით. თქვენი დაბადების მომენტიდან, თქვენმა მშობლებმა, ოჯახმა, განათლებამ, მეგობრებმა, ადგილებმა სადაც გიცხოვრიათ და გიმოგზაურიათ - განსაზღვრეს ყველაფერი თქვენს შესახებ. კარმა დაშიფრულია ცხოვრების ყვეალა ასპექტში. ის დაშიფრულია თქვენს მენტალურ მეხსიერებაში, ფიზიკური სხეულის საფუძვლებში, ქიმიაში და თავად ენერგიაშიც. ყველა ჩამოთვლილი სარეზერვო სისტემაა. თუნდაც დაკარგოთ თვენი სხეული და გონება, კარმას მაინც არ დაკარგავთ. რადგან თქვენი სარეზერვო სისტემები ძალიან ეფექტურად მუშაობს.

რაც თქვენს პიროვნებად მიგაჩნიათ - იმ თვისებებისა და მიდრეკილებების ერთობლიობა, რასაც წარმოადგენთ - არის იმ ინფორმაციის შედეგი, რომელიც დააგროვეთ ქვეცნობიერად. ამ მიდრეკილებებს ტრადიციულად ვასანა ეწოდება. სიტყვა „ვასანა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სუნს“. ნაგვის ყუთიდან, მასში არსებული ნაგვის სუნი ამოვა. თქვენი „სუნი“ მოიზიდავს თქვენკენ შესაბამის ცხოვრებისეულ სიტუაციებს.

დავუშვათ, დღეს ნაგვის ყუთში არის დამპალი თევზი. თქვენ შეიძლება გაყროლებთ მისი სუნი, მაგრამ ბევრ სხვა არსებას ეს სუნი იზიდავს. ხვალ თუ ნაგვის ყუთში ყვავილები აღმოჩნდება, მას განსხვავებული სუნი ექნება და სხვა არსებებს მიიზიდავს.

ოცდაათი წლის წინ, როდესაც პირველად გავემგზავრე სამხრეთის ქალაქ კოამბატორში, სტუმრად დავრჩი ერთ-ერთი ექიმის სახლში. ის გულზიარი კაცი იყო და თავის ოჯახში მომხდარი შემთხვევის შესახებ მომიყვა. მისი ოჯახი ინდოეთის სანაპირო რეგიონიდან იყო, და მისი უფროსი ქალიშვილი თევზის დიდი მოყვარული გახლდათ. ის სწავლობდა ჩრდილოეთში მდებარე დერადუნის მთიან რეგიონში, სადაც ვერ ღებულობდა თევზს საჭმელად, და როდესაც არდადეგებზე სახლში ბრუნდებოდა, თევზის მიღება ყოველდღიურად სურდა. ექიმის ცოლი ვეგეტარიანელი იყო, მაგრამ შვილისთვის მაინც ამზადებდა თევზის კერძებს.

ქვეყნის ამ ნაწილში მიირთმევენ პატარა გამხმარ თევზებს. ამ თევზებს საშინელი სუნი აქვთ. თუ ის სატვირთო მანქანით გადააქვთ, თქვენ რამოდენიმე კმ-ით მისგან დაშორებას ინატრებთ ან ახლოს ჩავლისას სუნთქვას აუცილებლად შეიკავებთ. ამ თევზის სახლში მომზადება, საკმაოდ კარგი სტრატეგიაა მეზობლების თავიდან მოსაცილებლად! ექიმის ქალიშვილს სურდა რომ, სწორედ ეს თევზი მოემზადებინათ ყოველდღიურად.

როდესაც ამ გამხმარ თევზს წვავდნენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ იფიქრებდით ეს-ესაა მთლიან სახლი აირით შეეწამლესო. ასეთ სუნს მკვდვრის წამოყენება შეუძლია! დედა სამზარეულოში შევიდა, რათა მზარეულებისთვის ინსტრუქციები მიეცა თევზის შეწვასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც კი ტაფიდან თევზის სუნის გავრცელება დაიწყო, მაშინვე გარეთ გამოვარდა, რადგან იმ სუნის ატანა აღარ შეეძლო. ამავდროულად, სუნმა თავის საძინებელში მყოფ ქალიშვილამდეც მიაღწია და ისიც მაშინთვე გარეთ გამოვარდა. დედა და ქალიშვილი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და შედეგად დედამ ცხვირი გაიტეხა!

ეს შემთხვევა მოვიყვანე არა როგორც დაჯილდოების ან დასჯის მაგალითად, არამედ იმ შესაძლო შედეგების ილუსტრირებისთვის, რაც ძლიერ მიჯაჭვულობას და ზიზღს მოყვება. როდესაც ესენი დომინირებენ თქვენს ცხოვრებაში, გარკვეული კატასტროფები გარდაუვალია. „სუნები“, ან მიდრეკილები იქმნება უზარმაზარი დაგროვებული შთაბეჭდილებების შედეგად, რასაც იწვევს თქვენი ფიზიკური, მენტალური და ენერგიული მოქმედებები. რასაც თქვენ პიროვნებას უწოდებთ, არის უბრალოდ ამ მიდრეკილებების გამოვლინება.

თუ თქვენ დღეს რაღაცას თქვენებურად აკეთებთ, და ვინმე გკითხავთ, თუ რატომ აკეთებთ მაინცდამაინც ასე და არა სხვანაირად, თქვენ ხშირად პასუხობთ; „ასეთია ჩემი ბუნება. რატომ არ შემიძლია ვაკეთო ის რაც მინდა? “ ეს არ არის თქვენი ბუნება. თქვენ არ აკეთებთ იმას რაც გინდათ. ეს თქვენი მიდრეკილებები გახდა კომპულსური. ეს თქვენი უღელია, პროგრამული უზრუნველყოფის მსგავსი რომელსაც თავად წერთ ქვეცნობიერად. როდესაც დაასრულებთ ამ პროგრამის შედგენას, ისე გამოჩნდება, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა გაქვთ გასავლელი, რომ თქვენი ხვედრი უკვე წინასწარ განსაზღვრულია. მაგრამ სულიერი პროცესი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ცნობიერად გადავწეროთ (ხელახლა დავწეროთ) ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა.

ინდოეთში „კარმა“ ფართოდ გავრცელებული სიტყვაა. თუ ვინმე გამოხატავს რაიმე სახის კომპულსურ ქცევას, ხალხი მაშინათვე იტყვის: „ოჰ, ეს მისი კარმაა.“ ეს ნიშნავს რომ, ეს მისი შემოქმედებაა(ნამოქმედარია). გამოცდილების სიტკბოება და სიმწარე სულაც არ გამომდინარეობს შემთხვევისგან, არამედ იმისგან თუ როგორ აღიქვამთ და რეაგირებთ მასზე. რაც ერთისთვის მწარე გამოცდილებაა, მეორესთვის შეიძლება ნეტარება იყოს.

ერთხელ, ერთი დამწუხრებული კაცი საფლავთან იჯდა, მწარედ ტიროდა და თავს საფლავის ქვას ურტყამდა. „როგორი უაზრო გახდა ჩემი ცხოვრება. რაც წახვედი სხეული ჩემი მძორია მხოლოდ. შენ რომ ცოცხალი იყო, ბედი ასეთი სასტიკი, რომ არ ყოფილიყო, რომ არ დაგეტოვებინე, ჩემი ცხოვრება სრულიად სხვანაირი იქნებოდა!“ - მოსთქვამდა ის.

მისი სიტყვები გაიგო მღვდელმა და უთხრა: „როგორც მივხვდი, აქ განსვენებული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის.“

„ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი!“ უპასუხა კაცმა და უფრო ხმამაღლა აქვითინდა. „ის ჩემი ცოლის პირველი ქმარი იყო!“

თქვენი ცხოვრების ხარისხს ყოველთვის განსაზღვრავს, ის თუ როგორ აღიქვამთ მას, და არა ის თუ რას გთავაზობთ ის.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კარმა არ არის ნეგატიური სიტყვა. კარმა სძენს სტაბილურობას და აძლევს ფორმას თქვენს ცხოვრებას. ყოველ მომენტში, თქვენი ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით შთაბეჭდილებები ნიაღვარად იღვრება თქვენს სისტემაში, და ინახება იქ. არაფერია ცუდი შენახულ ინფორმაციაში. ის ძალიან სასარგებლოა თქვენი თვით-გადარჩენისთვის. ეს ინფორმაცია რომ წაშალოთ, თქვენ არ გეცოდინებათ როგორ გაუმკლავდეთ ცხოვრების უმარტივეს ასპექტსაც კი. სპირიტუალური პროცესი არ ცდილობს კარმული შთაბეჭდილებების საცავის განადგურებას, არამედ გეხმარებათ მათ გაცნობიერებაში, და მცირე სივრცის შექმნაში, რომელიც მათგან განცალკევების საშუალებას მოგცემთ.

ასე რომ, თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა არ არის თავის თავად პრობლემა. ის პრობლემად იქცევა მაშინ, როდესაც ის თქვენი ცხოვრების განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა. კარგ და ცუდ კარმაზე საუბარი, იგივეა რაც კარგ და ცუდ მონობაზე საუბარი. ასეთი რამ არ არსებობს. კარმა მხოლოდ თქვენი შემოქმედებაა. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს, თუ მისგან თავისუფალი ხართ. სულიერი პროცესი მიმართულია იმისკენ რომ, შეასუსტოს კარმის ჩაჭიდების არეალი. როგორიც არ უნდა იყოს წარსული კარმის ბუნება, ადამიანს აქვს საკმარისი ცნობიერება, რომ სრული პასუხისმგებლობა აიღოს მოცემული მომენტის კარმაზე.

ნებისმიერი სახის ტრანსფორმაცია, ან რაიმე სახის წინსვლა ცხოვრებაში, შესაძლებელია მხოლოდ კარმის ციკლური პატერნების დარღვევით. ყველაფერი ციკლური ითხოვს მუდმივ მოძრაობას, მაგრამ სინამდვილეში მას არსად მივყავართ. თუ მგრძნობიარე ხართ ცხოვრების მიმართ, ამას ადრე აცნობიერებთ. თუ ნაკლებად მგრძნობიარე ხართ, ეს გაცნობიერება ასაკთან ერთად მოდის. შეიძლება ისე ჩანდეს რომ, ყველაფერი ისე მიდის როგორც თქვენ გინდათ; შეიძლება თქვენს პროფესიულ საქმიანობას წარმატება მოაქვს , თქვენი კაპიტალი იზრდება, ოჯახი ყვავის, - მაგრამ ამით სინამდვილეში ვერაფერს აღწევთ. რაც უფრო მალე მიაღწევთ წარმატებას, მით უფრო მალე გააცნობიერებთ ამას. როდესაც რაღაცის უკმარისობას განიცდით, თქვენ ფიქრობთ, რომ როგორც კი თქვენი ოცნებები ახდება, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ყველაფერი რაზეც ოცნებობდით მალე სრულდება, თქვენ აცნობიერებთ რომ; თუმც ყველაფერი ისე ხდება როგორც მოელოდით, ცხოვრება მაინც განუხორციელებლობის შეგრძნებას ტოვებს და სურვილები არსად არ ქრება.

სანამ არ დაარღვევთ ამ ციკლს, ცხოვრებაში რეალური არჩევანი არ გექნებათ. ზოგჯერ გეუფლებათ შეგრძნება, რომ რაღაც გარღვევა განახორციელეთ. მომდევნო სამი დღე, თითქოს ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ მეოთხე დღეს კვლავ თქვენს ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებით. ასეთი რამ ხომ ბევრჯერ დაგმართნიათ? ეს იმიტომ ხდება რომ, როდესაც კარმის ჩაჭიდების სფეროში ხართ, არ გაგაჩნიათ ფიქრის, გრძნობის, მოქმედების, და ყველაზე მთავარი გამოცდილების მიღების თავისუფლება.

ამავდროულად კარმის თავიდან არიდებაც, არ არის გამოსავალი. თავის არიდებამ შეიძლება მოგცეთ გარკვეული ბალანსი და სტაბილურობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გფიტავთ და გაკარგვინებთ ცხოვრების ხალისს. ეს კი ძალიან ნეგატიური კარმაა. ცხოვრების უარყოფას, დათრგუნვას ან თავის არიდებას მოაქვს მეტი მონობა ვიდრე თავისუფლება. სურვილი - „მე არ მინდა კარმა“, თავისთავად არის დიდი კარმა.

ცხოვრების პროცესი თავად არის კარმის დამრღვევი. თუ თქვენი ცხოვრების თითოეულ წამს ცნობიერად ცხოვრობთ, ამით აუქმებთ თქვენი კარმის საკმაოდ დიდ ნაწილს. როდესაც ღებულობთ ყველაფერს რაც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ, და სიცოცხლის თითოეულ სუნთქვას განიცდით უღრმესი ინტესივობით, ფიქრისა და ემოციის ხელის შეშლის გარეშე, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დრამის გარეშე, თქვენ თავისუფლდებით თავად სიკვდილისა და სიცოცხლის პროცესისგან. თქვენ უკვე არა მხოლოდ ცოცხალი ხართ, არამედ თავად ხართ სიცოცხლე.

იოგა გთავაზობთ არა მხოლოდ თქვენი კარმისგან დისტანცირების საშუალებას, არამედ თავად კარმის წყაროსგანაც, რაც თქვენი სელექციური ინტელექტია. ის გთავაზობთ არჩევანს თქვენი არსებობის თითოეულ მომენტში; იყოთ მსხვერპლი, მაყურებელი ან წარმმართველი თქვენი ცხოვრების. გარკვეული ოდენობის პრაქტიკისა და ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ ყველას შეგვიძლია შევადგინოთ ჩვენთვის, სიხარულისა და კეთილდღეობის პროგრამული უზრუნველყოფა.

სადჰანა

როდესაც გააცნობიერებთ რომ, ყველა თქვენს მატერიალურ მონაპოვარს ღირებულება მხოლოდ იმათთან მიმართებაში გააჩნია, ვინც მათ არ ფლობს, მაშინ მიხვდებით რომ თქვენი სიხარული სხვების დანაკლისისგან მომდინარეობს. ნუთუ მართლა შეგიძლიათ ამას სიხარული უწოდოთ? განა ეს ავადმოყობის ერთ-ერთი სახე არ არის? დროა ყველამ მივაქციოთ ამას ყურადღება. ამ პლანეტაზე მარტო რომ იყოთ, რა გენდომებოდათ თქვენი თავისთვის? დაუსვით თავს ეს შეკითხვა, და ნახეთ სად მიგიყვანთ ის.

სცადეთ შემდეგი. დაჯექით მარტო ხუთი წუთი, და ამ დროის განმავლობაში იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, აბსოლუტურად მარტო რომ ყოფილიყავით ამ პლანეტაზე. არავინ და არაფერი რომ არ ყოფილიყო ვისაც შეადარებდით თავს, მაშინ რას ინატრებდით? რას ექნებოდა რეალური მნიშვნელობა თქვენთვის, რომ არ არსებობდეს არანაირი გარეგანი შეფესაბა და კრიტიკა? თუ ამას ყოველდღიურად შეასრულებთ, მაშინ გაიგებთ იმ სიცოცხლის სურვილებს, რომელიც სინამდვილეში ხართ თქვენ, და არა იმ ქაოტურ კარმულ გროვისას, რომელიც გგონიათ რომ ხართ.

ცხოვრების მექანიკა

არსებითად კრია ნიშნავს „შინაგან მოქმედებას“. შინაგანი მოქმედებაა ის, რომელშიც არ ერევა არც სხეული, არც გონება, და არც ენერგიის ფიზიკური განზომილებები. როგორც ადრე დავადგინეთ სხეული და გონება გეკუთვნით თქვენ, მაგრამ თქვენ არ ხართ ისინი. თქვენ დააგროვეთ ორივე გარედან; სხეული არის საკვების მიღების შედეგად დაგროვებული, ხოლო გონება იდეების დაგროვება. ენერგიული სხეულის იმპრინტებიც კი, ხუთი გრძნობის ორგანოს მიერ დაგროვებულ შტაბეჭდილებებს წარმოადგენს. როდესაც შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედება ენერგიის არაფიზიკური ასპექტის მეშვეობით, ამას „კრია“ ეწოდება. ყველაფერი ეს შეიძლება ეზოთერიულად ჟღერდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ კრიას პრაქტიკა, როდესაც ისეთი ვინმე გხელმძღვანელობთ, ვინც მართავს ენერგიის სფეროებს.

როდესაც თქვენი მოქმედებები პოულობს გარეგან გამოხატულებას, რაშიც მონაწილეობს სხეული, გონება და ენერგიის ფიზიკური ასპექტები, ეს არის კარმა. მაგრამ თუ „შიგნით შებრუნდებით“ და ისე შეასრულებთ მოქმედებას, ყველანაირი ფიზიკური ასპექტის მიღმა, ეს არის კრია. კარმა არის თქვენი შებოჭვის პროცესი. კრია კი არის თქვენი განთავისუფლების პროცესი. იოგას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ყოველთვის არის ენერგიის ფიზიკური განზომილებების მიღმა შესრულებული მოქმედებები. ფიზიკურობის ოთხ განზომილებას შორის, თქვენ ყვეალზე უკეთ აცნობიერებთ სხულებრივ მოქმედებებს, უფრო ნაკლებად მენტალურს, კიდევ უფრო ნაკლებად ემოციურს, და ძალიან უმნიშვნელოდ ენერგიულს. როგორც კი ისწავლით თქვენი სასიცოცხლო ენერგიის არაფიზიკური ასპექტიდან მოქმედებას, თქვენ ინაცვლებთ თავისუფლების ახალ დონეზე როგორც შინაგანად ისევე გარეგნულად.

როგორ ვღბულობთ წვდომას სასიცოცხლო ენერგიის არაფიზიკურ ასპექტზე? იოგური პრაქტიკები სადაც ჩართულია პოზები, სუნთქვა, გონებრივი განწყობილება, და ენერგიის აქტივაცია, არსებითად მიმართულია პირველი სამი სხეულის შრის; ფიზიკური, მენტალური და ენერგეტიკული შრეების ჰარმონიზაციისკენ. მხოლოდ მათი ჰარმონიზირების გზით მიიღებთ წვდომას არაფიზიკურ განზომილებებზე - ფუნდამენტურ სასიცოცხლო ენერგიაზე.

მე მინახავს უამრავი ადამიანი, რომლებიც მარტივი კრიას პრაქტიკის შემდეგ, უცებ გახდნენ უჩვეულოდ კრეატიულები და მიაღწიეს ისეთ რამეებს, რაც ცხოვრებაში არასდროს წარმოედგინათ. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მათ ოდნავ მოარყიეს თავიანთი კარმული საფუძველი. სხეულის, გონების და ენერგიის ფიზიკურ პროცესებში გახლართვის მაგივრად, მათ შეანჯღრიეს თავიანთი სასიცოცხლო ენერგიები ცვლილებებისთვის. ამის სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

კრია იოგა არის ძალიან ძლიერი საშუალება სულიერ გზაზე სიარულისთვის, მაგრამ ამავდროულად არის უკიდურესად მომთხოვნი. ბევრ თანამედროვე ურბანულ ადამიანს, რომლებიც მიუჩვეველნი არიან სხეულის სრული მრავალმხივობით გამოყენებას, კრია იოგა შეიძლება დამქანცველად და არაადამიანურად მოეჩვენოს. ეს იმიტომ რომ, კრიას პრაქტიკა არის დეტალურად დამუშავებული და ითხოვს დიდ დისციპლინას, კონცენტრაციას და სიზუსტეს. ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლია იაროს იოგას გზაზე, რადგან არ გააჩნია შესაბამისად მომზადებული სხეული, გონებრივი განწყობილება ან ემოციური სტაბილურობა, - უმთავრესად იმ მიზეზით, რომ ისინი ბავშობიდან მოყოლებული მიეჩვივნენ მუდმივად კომფორტულ მდგომარეობაში ცხოვრებას. ფიზიკური კომფორტისადმი მიჩვევა პრობლემა არ არის. მაგრამ ამ კომფორტისაკენ მუდმივი სწრაფვა დიდი პრობლემაა. ასეთი სახის განწყობა და ემოციები შეუფერებელია კრია-იოგას გზისთვის.

გარდა ამისა, კრია-იოგას ვერ შეასრულებს ადამიანი რომელიც გამუდმებით „თავისუფლებაზე“ საუბრობს. ეს არ არის იმ ხალხისთვის, ვინც მუდამ კითხულობს: „რატომ არ შემიძლია ვჭამო ნაყინი? რატომ არ შეიძლება გავიღვიძო იმ დროს როცა მომესურვება? რატომ არ შემიძლია ვჭამო, დავლიო, და მქონდეს სექსი, - რაც მე მინდა, ვისთანაც მინდა და როცა მინდა?“ თუ კრია-იოგას გზას გაუდგებით, მაშინ თქვენს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ პროცესებში საბაზისო დისციპლინა უნდა დანერგოთ. თუ გსურთ თქვენი ცნობიერების პიკს მიაღწიოთ, ეს დისცილინა აუცილებელია. თქვენ ვერ შეძლებთ დილამდე წვეულებაზე გაერთოთ და დილით ევერესტის დასაპყრობათ გაემართოთ! აქაც იგივე ლოგიკა მოქმედებს.

თქვენ გეძლევათ კრია-იოგას გარკვეული რეჟიმი, რომელსაც უნდა მისდიოთ. შესაძლოა დროთა განმავლობაში გაიგოთ რისთვისაა საჭირო დისციპლინა, მაგრამ ბოლომდე ამის ახსნა შეუძლებელია. და თუ ამის ახსნა გახდება საჭირო, ამით კრიას არსი დაიკარგება. იმიტომ რომ კრია არის ინსტრუმენტი ლოგიკის და გამოცდილების ჩარჩოს ტრანსცენდენტირებისთვის, იმ არა-ფიზიკური განზომილებების მისაღწევად, რომლებიც მიიჩნევა სპირიტუალურად ან მისტიკურად.

თქვენთვის კრიების უბრალოდ სწავლება რომ მდომოდა პრაქტიკების სახით, შემეძლო მარტივად წიგნში შემეტანა საიდანაც შეძლებდით მათ შესწავლას და დამახსოვრებას. მაგრამ იმისათვის რომ, კრია დარჩეს ცოცხალ პროცესად და გარკვეული სახით აღიბეჭდოს თქვენს სისტემაზე, საჭიროა გარკვეული დისციპლინა, საქმისადმი თავდადება და აღქმისუნარიანობა. თუ თქვენთვის სრულიად უცნობ ტერიტორიაზე შეაბიჯებთ და არ ენდობით მას, ვინც მეგზურობას გიწევთ, თქვენი მოგზაურობა ხდება უსარგებლო გრძელი და რთული.

როგორც წესი, კრიას გზაზე გურუების უმრავლესობა ალოდინებს თავიანთ მოწაფეებს. ტრადიციულად, როდესაც მოსაწავლე მიდიოდა გურუსთან კრია იოგას შესასწავლად, მათ სთავაზობდნენ ერთი წელი იატაკები ეწმინდათ, შემდეგი წელი კი ჭურჭელი ერეცხათ! თუ ამ დროის განმავლობაში მათი ნდომა არ შეირყეოდა, გურუ გაანდობდა(გაუზიარებდა) კრიას პრაქტიკას. ამის ჰქონდა თავისი მიზეზი. როდესაც ადამიანს გარკვეულ სახის უფლებამოსილებას ანიჭებთ, რისი საშუალებითაც მთელი მისი სისტემა ნორმალურზე უფრო მაღალ სიხშირეზე ვიბრირებას იწყებს, და თუ მათი განწყობილება და ემოციები, ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს, მაშინ მათ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენონ თავიანთ თავს. მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ძნელია ამდენი დრო მიუძღვნა თითოეულ ადამიანს, მოიპოვა მათი ნდობა და შემდეგ გაანდო მათ კრია. ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ შანსები ძალიან მცირეა.

მე ჩემი ცხოვრების 21 წელი მივუძღვენი მძლავრ კრიას - შამბავი მაჰამუდრას - ისეთი სახით ტრანსფორმაციას, რომ მისი სწავლება შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანთა დიდი ჯგუფებისთვის დღევანდელ მსოფლიოში. კონკრეტული ასპექტები, რის მეოხებითაც შეიძლება პრაქტიკანტებმა ზიანი მიაყენონ სხვებს და თავიანთ თავს, და ზეგავლენა მოხდინონ მათ გარშემო არსებულ ელემენტებზე, პროგრამიდან ამოღებულია, და მხოლოდ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ბენეფიტები რჩება. ამ ორ ათწლეულის განმავლობაში მე განზრახ ვარიდებდი თავს ყოველგვარ საჯაროობას, რადგან მთელი ჩემი ყურადღება მიმართული იყო კრიას გადამუშავებისკენ. მე მინდოდა უზრუნველმეყო მისი ფართო და უსაფრთხო გავრცელება, ყოველგვარი არახელსაყრელი შედეგების გარეშე.

კრია-იოგა როგორც სრულფასოვანი გზა, მნიშვნელოვანია მხოლოდ მათთვის ვისაც აინტერესებს მისტიკური განზომილებების აღმოჩენა-გმოკვლევა. თუ მხოლოდ კეთილდღეობა გაინტერესებთ ან ეძიებთ თვითრეალიზაციას, კრია შეიძლება გამოიყენოთ შეზღუდული ფორმით. მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ კრია როგორც ექსკლუზიური გზა, რადგან ძალიან დიდ გულმოდგინებას მოითხოვს.

თუ კრიას გზას ძალიან ინტენსიურად გაყვებით ყოველგვარი წინამძღოლობის გარეშე, ნაყოფის მიღებას შეიძლება რამოდენიმე ცხოვრება დასჭირდეს. თუ გყავთ ვინმე ვინც აქტიურად გიხელმძღვანელებთ ამ პროცესში, მაშინ კრია შეიძლება გახდეს ყველაზე მძლავრი და დიდებული საშუალება შინაგანი ბუნების და მისტიკური ფენომენის გამოსაკვლევად. სხვა შეთხვევაში კრია შემოვლითი გზაა. თქვენ ამ გზაზე ეძებთ არა უბრალდ კეთილდღეობას, ნეტარებას ან თვითრეალიზაციას. თქვენ გსურთ თავად ცხოვრების მექანიკის, ცხოვრების ინჟინერიის შეცნობა. აი რატომაა, ეს გაცილებით გრძელი პროცესი.

ადამიანებს კრიას გზაზე სრულიად განსხვავებული ატმოსფერო აკრავთ, რადგან მათ შეძლეს თავიანთი ენერგიების დამორჩილება. მათ შეუძლიათ დაშალონ ცხოვრება და შემდეგ ისევ ააწყონ. მაგალითად თუ თქვენ გნანას გზას მისდევთ, თქვენი ინტელექტი შეიძლება გახდეს სამართებლივით ბასრი, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეგეძლებათ თქვენს ენერგიებთან. იგივეა ბაქჰტის ან ერთგულების გზაზე, ბევრს ვერაფერს იზამთ თქვენს ენერგიებთან.(და ეს არც დაგაინტერესებთ, რადგან თქვენთვის მნიშვნელობა მხოლოდ ემოციების ინტენსიურ სიტკბოებას ექნება; მხოლოდ თქვენს ერთგულების ობიექტში „გაუჩინარება“ გენდომებათ.) თუ კარმა იოგას გზაზე დგახართ, თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგეძლებათ გარე სამყაროში, მაგრამ თქვენს თავთან მიმართებაში ვერაფერს იზამთ. კრია იოგებს კი, შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი რასაც მოისურვებენ თავიანთ შინაგან სამყაროში, და ასევე მიაღწიონ დიდ წარმატებებს გარე სამყაროშიც.

სადჰანა

ყოველ ადამიანში კარმული სტრუქტურა ციკლურად მუშაობს. თუ ახლოდან დააკვირდებით, ნახავთ რომ, დღის განმავლობაში ერთი და იგივე ციკლები ბევრჯერ ტრიალდება. თუ ძალიან ყურადღებიანი დამკვირვებელი ხართ, ნახავთ რომ, ყოველ ორმოც წუთში ფიზიოლოგიურ ციკლს ახლიდან გადიხართ. მას შემდეგ რაც ამას დაინახავთ, შეგიძლიათ გაიაროთ ის საჭირო ყურადღებით და გაცნობიერებით, და ასე უფრო ახლოს მიხვიდეთ ამ ციკლური კომპლექტის მიერ დაწესებულ შეზღუდვების ტრანსენდეტირებასთან. ამგვარად, სამყარო ყოველ ორმოც წუთში ერთხელ გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ცნობიერი.

ყოველ 48 წუთში იცვლება სუნთქვის დომინანტი ნესტო მარჯვენასა და მარცხენას შორის. ამ პერიოდის განმავლობაში, სუნთქვისას დომინანტი არის მარჯვენა ნესტო, შემდეგ ციკლზე მარცხენა. გააცნობიერეთ ეს, რათა შეამჩნიოთ რომ, თუნდაც რაღაცა რეგულარულად იცვლება თქვენში. ეს გაცნობიერებულბა შემდეგში შეიძლება გადაიზარდოს მზისა და მთვარის სხეულზე ზეგავლენის გაცნობიერებულობაში. თუ თქვენს ფიზიკურ სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანთ მზისა და მთვარის ციკლებთან, თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა გარანტირებული იქნება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff