სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

ენერგიის ლაბირინთი

 

chakras and the nadis

ენერგიის ლაბირინთი

იოგური სისტემა გვთავაზობს ადამიანის ენერგეტიკულ სხეულის ამომწურავ და დეტალურად დამუშავებულ ანატომიურ ხედვას. ენერგეტიკულ სისტემაში აღნიშნულია სამოცდათორმეტი ათასი არხი (ან ნადი, როგორც მათ იოგაში ვუწოდებთ). პრანა, ან ენერგია მოძრაობს ამ არხების გავლით. თავის მხრივ ეს სამოცდათორმეტი ათასი არხი გამოედინება სამი მთავარი არხიდან. მარჯვენა არხს ეწოდება პინგალა, მარცხენას იდა, ხოლო ცენტრალურ სუშუმნა.

ეს სამი არხი არის ენერგეტიკული სისტემის საფუძველი. პინგალა კაცური საწყისის სიმბოლოა, იდა კი ქალურის. „კაცური“ და „ქალური“ აქ არ მიეკუთვნება ბიოლოგიურ განსხვავებას, არამედ ბუნებაში არსებულ გარკვეულ თვისებებს. ეს თვისებები წარმოდგენილია ამ ორი არხის მეშვეობით.

თუ ადამიანის პინგალა მკვეთრად გამოხატულია, მაშინ მასში დომინანტური იქნება გარეთ მიმართული კვლევა-ძიების თვისებები. თუ იდაა უფრო გამოხატული, მაშინ შიგნით მიმართული მგრძნობიარე თვისებები იქნება დომინანტური. და არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი კაცი იქნება თუ ქალი. შეიძლება კაცი იყოთ და თქვენში იდა იყოს უფრო დომინანტური; ან შეიძლება იყოთ ქალი და თქვენში პინგალა იყოს უფრო დომინანტური.

პინგალა და იდა ასევე მზისა და მთვარის სიმბოლოებია - მზე არის მამრობითის განსახიერება, მთვარე კი მდედრობითის. მზე არის აგრესიული და გარეთ გამავალი; მთვარე კი ღებულობს და აირეკლავს. მთვარის ციკლები ღრმად არის დაკავშირებული ქალის სხეულთან. გონების დონეზე, პინგალა წარმოგვიდგება როგორც ლოგიკურ სფერო, იდა კი როგორც ინტუიციური სფერო. ეს ორი დუალობა არის ცხოვრების ფიზიკური სფეროს საფუძვლები. ადამიანი სრულქმნილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მასში ორივე მამრობითი და მდედრობითი ფუნქციონირებს სრული ძალით და ერთმანეთს სათანადოთ აბალანსებენ.

სუშუმნა, ცენტრალური ნადი, არის თქვენი ფიზიოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, თუმც ჩვეულებრივ გამოუკვლევი რჩება. ის დამოუკიდებელია სამოცდათორმეტი ათასი ნადისგან, და ამავდროულად მთელი სისტემის საყრდენი ღერძია. როდესაც ენერგიები შეედინება თქვენს სუშუმნაში, მიუხედავად იმისა თუ რა ხდება თქვენს გარშემო, თქვენ აღწევთ გარკვეულ წონასწორობის მდგომარეობას. ახლა თქვენ შეიძლება საკმაოდ გაწონასწორებული ხართ, მაგრამ თუ გარეგანი სიტუაცია გართულდება, ეს თქვენზეც იმოქმედებს. თუმცა როდესაც ენერგიები შეაღწევენ თქვენს სუშუმნაში, თქვენი შინაგანი ყოფიერება ხდება დამოუკიდებელი გარე სიტუაციებისგან, რადგან სუშუმნა დამოუკიდებელია სამოცდათორმეტი ათასი ნადისგან.

ჩვენს დროებაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩაკრებზე. „ჩაკრა“ ნიშნავს „ბორბალს“, და მას აქვს ძალიან სპეციფიური შინაარსი და მნიშვნელოვანება იოგურ სისტემაში. ჩვენს დროებაში არსებობს „ბორბლის ჰარმონიზირების ცენტრები“, სადაც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ თქვენი ჩაკრების ჰარმონიზირება, კვანძების გაწმენდა, და წარსულის, აწმყოს და მომავლის ავადმყოფობებისგან განკურნება. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი „იწმინდავს“ ჩაკრებს. ეს ფართოდ გავრცელებული დროებითი ახირება შეიძლება საშიში გახდეს. დროა ამ ფრიად სათუთ ასპექტს მივუდგეთ სიფრთხილით და სიზუსტით.

ნადებს არ გააჩნიათ ფიზიკური გამოვლინება. სხეული რომ გაკვეთო და შიგ ჩაიხედო, შიგ ნადებს ვერ იპოვით. მაგრამ თქვენში გაცნობიერების ზრდასთან ერთად, შეამჩნევთ რომ, ენერგია თქვენში მოძრაობს არა შემთხვევით და ქაოსურად, არამედ განსაზღვრული გზებით.

ფიზიოლოგიაში ჩაკრები წარმოადგენს მძლავრ ცენტრებს, სადაც ნადები ერთმანეთს განსაკუთრებულად ხვდებიან და ქმნიან ენერგეტიკულ მორევებს. ნადების მსგავსად, ჩაკრებიც სათუთი ბუნებისანი არიან და არ გააჩნიათ ფიზიკური არსებობა. მათი გადაკვეთის ადგილი ყოველთვის სამკუთხედს მოგვაგონებს(და არა წრეს, როგორც სიტყვა „ჩაკრას“ მნიშვნელობა მიგვანიშნებს). მანქანის წამყვანი ნაწილი ყოველთვის წრიულია, რადგან წრეს შეუძლია იმოძრაოს ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით. ამ ენერგეტიკულ ცენტრებს ასეთი სახელი იმიტომ ქვია რომ, ბორბლები ასოცირდება მოძრაობასთან ან დინამიკასთან.

სხეულში არის 114 ჩაკრა. ორი არის სხეულის გარეთ, 112 კი სხეულის შიგნით. ამ 112 ჩაკრას შორის, 7 არის მთვარი ჩაკრა. ადამიანთა უმრავლესობისთვის, ამ შვიდიდან მხოლოდ სამია აქტიური; დანარჩენი არის ან უმოქმედო ან ოდნავ აქტიურ მდგომარეობაში. ფიზიკური ცხოვრებისთვის არ არის აუცილებელია ას თოთხმეტივე ჩაკრის გააქტიურება. თქვენ სავსებით სრულქმნილი ცხოვრებით შეგიძლია იცხოვროთ, მხოლოდ რამოდენიმე მათგანით. ას თოთხმეტივე ჩაკრა რომ გააქტიუროდ, სხეულის შეგრძნება საერთოდ არ გექნებათ. იოგას მიზანი არის თქვენი ენერგეტიკული სისტემის იმგვარად გააქტიურება, რომ სხეულთან თქვენი თავის გაიგივებამ ერთთავად დაიწიოს, რათა შეძლოთ იყოთ სხეულში, მაგრამ მასთან აღარ აიგივებდეთ თავს.

სამხრეთ ინდოეთში იყო ლეგენდარული იოგი სახელად სადაშივა ბრაჰმენდრა. ის იყო ნირკაია, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „უსხეულო იოგი“-ს. მას არ ჰქონდა სხეულის შეგრძნება. ადამიანი ასეთ მდგომარეობით საერთოდ არ ატარებს ტანსაცმელს. ის ყველგან შიშველი დადიოდა. ასევე ასეთ მდგომარეობაში არ არსებობს სახლის, ქონების ან ფიზიკური საზღვრების შეგრძნებაც.

ერთხელ ის შემთხვევით მოხვდა მეფის ბაღში, მდინარე ქავერის სანაპიროზე. მეფეც ამ ბაღში იმყოფებოდა და ისვენებდა თავის დედოფლებთან ერთად. სადაშივა ბრაჰმენდრა სეირნობდა ბაღში ისე რომ, საერთოდ არ აწუხებდა თავისი სიშიშვლე. მეფე მის დანახვაზე გაცოფდა: „ვინ არის ეს სულელი, რომელიც ჩემი ქალების წინაშე შიშვლად სიარულს ბედავს?“

მან თავისი ჯარისკაცები გაგზავნა მის შესაპყრობად. ჯარისკაცებიც შეძახილებით გამოუდგნენ მას. სადჰავა ბრაჰმენდრა არ მოტრიალდა. ის სვლას აგრძელებდა. ერთმა გაბრაზებულმა ჯარისკაცმა ხმალი მოუქნია და მას მარჯვენა მკლავი მოაჭრა. სადჰავა ბრაჰმენდრას ნაბიჯიც კი არ შეუნელებია, ისე გააგრძელა სვლა.

ამის დანახვამ ჯარისაცები განაცვიფრა და შეაძრწუნა. ისინი მიხვდნენ რომ ის ჩვეულებრივი კაცი არ იყო. მეფის თამადობით ჯარისკაცები ხელმეორედ დაეწივნენ იოგის, მის წინაშე მიწაზე გართხმულებმა პატიება სთხოვეს და უკან, სამეფო ბაღში დააბრუნეს. ბრაჰმანდრამ მთელი თავისი ცხოვრება ამ ბაღში გაატარა და იქვე დატოვე თავისი სხეული.

იოგურ ტრადიციაში არის უამრავი ასეთი მაგალითი. როდესაც თქვენი ენერგიები ამაღლებულ მდგომარეობაშია, ფიზიკური სხეულის შეგრძნება იმდენად შემცირებულია, რომ შესაძლებელია რამოდენიმე დღის საკვების გარეშეც გატარება.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff