სადჰგურუ - შინაგანი ინჟინერია

სადჰგურუ
5
1

  გზა სიხარულამდე, პრაქტიკული სახელმძღვანელო იოგისგან ავტორი: სადჰგურუ მთარგმნელი: ირაკლი მიქავა   შესავალი ოთხი ასოსგან შემდგარი უბრალო სიტყვა ერთხელ შანკარა პილაის აფთიაქში შემ...

როგორია ჩაკრების როლი ადამიანის ორგანიზმში?

 

aimg1 16

როგორია ჩაკრების როლი ადამიანის ორგანიზმში?

ორგანიზმში არის შვიდი მთავარი ჩაკრა; მულადჰარა, რომელიც მდებარეობს შორისზე, ანალურ ხვრელსა და სასქესო ორგანოს შორის; სვადჰისთანა, მდებარეობს სასქესო ორგანოს ზემოთ; მანიპურაკა, ჭიპიდან დაახლოებით ორი სანტიმეტრით ქვევით; ანაჰატა, ოდნავ დაბლა იმ ადგილიდან სადაც გულმკერდის ხვდება დიაფრაგმას; ვიშუდჰი, მდებარეობს ყელის ღრმულზე; აჯნა, რომელიც მდებარეობს წარბებს შორის; და საჰასრარა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბრაჰმარანდრა, რომელიც მდებარეობს თავის ქალის ყიფლიბანდზე(სადაც ახალდაბადებულ ჩვილებს აქვთ რბილი ადგილი).

ეს ჩაკრები არის შვიდი განსხვავებული განზომილება, საიდანაც თქვენი ენერგიები პოვებს გამოვლინებას. ყველა თქვენი შინაგანი განცდა - ბრაზი, ტანჯვა, სიმშვიდე, სიხარული, და ექსტაზი - არის თქვენი სასიცოცხლო ენერგიების სხვდასხვა დონეზე გამოვლინება. თუ თქვენი ენერგიები დომინირებენ მულადჰარაში, მაშინ საკვები და ძილი იქნება თქვენს ცხოვრებაში მთავარი ფაქტორი. თუ თქვენი ენერგიები სვადჰისთანაში დომინირებენ, მაშინ სიამოვნება იქნება მთავარი ფაქტორი თქვენს ცხოვრებაში; ეს ნიშნავს რომ თქვენ სიამოვნებას მრავალნაირად იღებთ თქვენი ფიზიკური რეალობისგან. თუ თქვენი ენერგიები მანიპურაკაში დომინირებენ, მაშინ თქვენ შემსრულებელი(მკეთებელი) ადამიანი ხართ, და ბევრი რამის წარმატებით შესრულება შეგიძლიათ ამ სამყაროში. თუ თქვენი ენერგიები უმთავრესად ანაჰატაში კონცენტრირდებიან, თქვენ ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხართ. თუ თქვენი ენერგიები ვიშუდჰიში დომინირებენ, თქვენ ავითარებთ ძლიერ ქარიზმას. თუ ენერგიები აგნაში დომინირებენ, თქვენ ხართ ინტელექტუალურად განხორციელებული (გაცნობიერებული). ამ ინტელექტუალური გაგებას შეუძლია მიგიყვანოთ გარკვეულ შინაგან სიმშვიდისა და სტაბილურობის მდგომარეობამდე, იმისგან დამოუკიდებლად თუ რა ხდება თქვენს გარეთ.

ესენია ინტენსიურობის(ძალის) განსხვავებული დონეები. სიამოვნების მაძიებელს უფრო მეტი სასიცოცხლო ძალა აქვს, ვიდრე იმას ვისი ცხოვრებაც მხოლოდ საკვები და ძილია. ადამიანს რომელსაც მსოფლიოში რაღაცის წამოწყება უნდა, გაცილებით მეტი ენერგია აქვს ვიდრე სიამოვნების მაძიებელს. ხელოვანი ან შემოქმედებითი ადამიანი ცხოვრობს გაცილებით ინტენსურად ვიდრე ეს სამი ადამიანი. ვიშუდჰიში გადასვლა ეს ძალის სრულიად განსხვავებული განზომილებაა, და აგნაში მასზე კიდევ უფრო მაღალია. თუ საჰასრარაში მიაღწევთ, აუხსნელი ექსტაზის განზომილება იფეთქებს. ყოველგვარი გარე სტიმულატორის ან მიზეზის გარეშე, თქვენ უბრალოდ ხართ ექსტაზურ მდგომარეობაში, რადგან თქვენმა ენერგიებმა მიაღწიეს გარკვეულ მწვერვალს.

დამაბნეველია მაღალ და დაბალ ჩაკრებზე საუბარი. ეს ისეთია რომ, სახლის საძირკველი სახურავს შევადაროთ. სახურავი არ არის უკეთესი, და საძირკველი უარესი. შენობის ხარისხი, ამორტიზაციის დრო, სტაბილურობა, და უსაფრთხოება მეტწილად დამოკიდებულია უფრო საძიკველზე, ვიდრე სახურავზე. მაგალითად, ფიზიკურ სხეულში, თქვენი ენერგიები უნდა იყოს მულადჰარა ჩაკრაში გარკვეული ოდენობით. „მულა“ ნიშნავს ძირს ან სათავეს, „ადჰარა“ კი საძირკველს. ეს არის სხეულის ინჟინერიის საფუძველი. თუ გსურთ რომ გაიზარდოთ, მაშინ ეს უნდა განავითაროთ.

ამავდროულად, ჩაკრებს გააჩნიათ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი განზომილებაც. თუ მას საკმარის გაცნობიერებას მიაპყრობთ, იგივე მულჰადარა შეიძლება იმდენად ტრანსფორმირდეს, რომ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი გახდეთ საკვებისა და ძილის კომპულსური მოთხოვნილებისგან.

ჩაკრები ერთიანდება ორ განსხვავებულ განზომილებაში; მულჰადარა, სვადჰისთანა, მანიპურაკა, და მათთან დაკავშირებული ჩაკრები, პასუხს აგებენ სხეულის მშვიდ და სტაბილურ მდგომარეობის შენარჩუნებაზე. ეს თვისებები ასოცირდება მიწასთან, თვით-გადაჩენასთან. როდესაც თქვენი ენერგიები დომინირებენ ამ ჩაკრებში, თქვენში ჭარბობს მიწიერი თვისებები, და უფრო მეტად ბუნების გავლენის ქვეშ ხართ. მაღალი ჩაკრები - ვიშუდჰი, აგნა, საჰასრარა, და მათთან დაკავშირებული ჩაკრები - გწყვეტენ დედამიწის მიზიდულობისგან. ეს ჩაკრები უზრუნველყოფენ თქვენს სწრაფვას უსასრულობისკენ. ეს ჩაკრები გეხმარებიან იმ ენერგიის ათვისებაში, რომელსაც ჩვეულებრივ მადლად მოვიხსენიებთ.

შუა ჩაკრა, ანაჰაtა არის ბალანსი ამ ორ შორის. ეს არის როგორც გადასასვლელი პუნქტი მაღალ და დაბალ ჩაკრებს შორის, თვით-გადარჩენის ინსტინქტსა და განმანთავისუფლებელ ინსტინქტებს შორის. ეს სიმბოლიზდება ორი ურთიერთ გადამკვეთი სამკუთხედით, რომელთაგანაც ერთი მიმართულია მაღლა, მეორე კი დაბლა, შედეგად კი ვღებულობთ ექვს ქიმიან ვარსკვლავს. ბევრი რელიგიური ტრადიცია იყენებდა ამ ვარსკვლავს როგორც წმინდა სიმბოლოს, რადგან ამ კულტურებში ზოგმა გასხივოსნებულმა თავისი თავდაპირველი ბუნება ანაჰატას მშვეობით გააცნობიერა, და თავის შიგნით აღმოაჩინა ჩაკრების ურთიერთ გადამკვეთი სამკუთხედები.

ვიშუდჰი ჩაკრა, რომელიც ყელის ჩაღრმავებაზე მდებარეობს, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ფილტრს“. როდესაც თქვენი ფიტრი ძლიერები ხდება, თქვენ გიჩნდებათ შესაძლებლობა გაფილტროთ ყველაფერი რაც თქვენში შემოდის. ან სხვა სიტყვებით, როდესაც თქვენი ვიშუდჰი ძალიან აქტიურია, თქვენი ისეთი ძლიერი ხდებით, რომ გარეგან ბუნებას აღარ აქვს თქვენზე გავლენა. ინდური იკონოგრაფია ასახავს ადიიოგის, ან შივას, ცისფერი ყელით, რადგან მას შეუძლია გაფილტროს გარეგანი სამყაროს ყველანაირი საწამლავი და არ შეუშვას თავის სისტემაში, საწამლავების ყელში გაჩხერით.

თუ თქვენი ენერგიები გადაინაცვლებს წარბებს შორის მდებარე აჯნა ჩაკრაში, თქვენ ინტელექუალურად გასხივოსნებული ხდებით, მაგრამ არა ემპირიულად თავისუფალი. მერვე საუკუნის ინდოეთის დიდი მისტიკოს-ფილოსოფოსი ადი შანკარა მოგზაურობდა ყველგან სადაც იმ დროს შესაძლებელი იყო და ერთმანითის მიყოლებით ამარცხებდა სწავლულთა ლეგიონებს მეტაფიზიკურ დებატებში. მისი ლოგიკა დაუმარცხებელი იყო, რადგან აგნაში განცდილი ერთიანობა ადამიანს ანიჭებს ექსტრაორდინალური დონის ინტელექტუალურ გაგებისა და აღქმას.

მეშვიდე ჩაკრა, საჰასრარა, სინამდვილეში სხეულის გარეთ მდებარეობს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ის მძინარეა. სულიერი პრაქტიკით გზით ან ძალიან ინტენსიური ცხოვრების წესით, შეგიძლიათ მისი გააქტიურება. თუ მიაღწევთ საჰასრარას, თქვენი გამოცდილება უკვე აღარ არის ინტელექტუალური; ის უკვე ემპირიულია. თქვენ უკვე ფეთქდებით აუხსნელ ექსტაზებში და უღრმესი მისტიკური სფეროები გეხსნებათ თქვენ. თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სულიერი პრაქტიკა, რათა შექმნათ საჭირო ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ბალანსი, შეიძლება ეს ექსტაზი უკონტროლო გახდეს. ინდურ ტრადიციაში, ამ ექსტატურ მისტიკებს „ავადჰუტას“ უწოდებენ. ისინი ცნობიერების ისეთ შეცლილ მგომარეობაში იყვნენ, რომ ხშირად გარშემომყოფებს მათი დაპურება და მათზე ზრუნვა უწევდათ, რადგან თავისით ცხოვრებისეულ ასპექტებს ვეღარ უმკლავდებოდნენ.

არსებითად, ნებისმიერი სულიერი გზა, შეიძლება აღიწეროს, როგორც მოგზაურობა მულჰადარადან საჰასრარამდე, ევოლუცია ერთი განზომილებიდან სხვა განზომილებამდე. იოგურ სისტემაში არსებობს სულიერი პრაქტიკების ფართო სპექტრი, რომლებიც ენერგიების ერთი ჩაკრიდან მეორეში გადატანის საშუალებას იძლევა. თუმცა, არ არსებობს გზა აგნადან საჰასრარამდე. თქვენ უნდა ახტეთ ან ჩახტეთ მასში.

ეს არის ერთერთი მიზეზი იმ უდიდესი ყურადღებისა რასაც, ინდური კულტურა ანიჭებს გურუს. აგნადან საჰასრარაში ნახტომის განხორციელებისთვის, აუცილებელია უზომო ნდობა.
დავუშვათ, რომ უძირო უფსკრულის წინ აღმოჩნდით, და ვიღაცამ შიგ ჩახტომა გთხოვათ, იმისათვის რომ ეს გააკეთოთ, თქვენ უნდა იყოთ ან სრულიად გიჟი, ან საოცრად გაბედული და ან აბსოლუტური ნდობა უნდა გქონდეთ ამ ადამიანის. თითქმის არავის გააჩნია ასეთი სიმამაცე. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანი საკმარისად გიჟი, რომ იცხოვრონ სრული თავდავიწყებით; ადამიანების უმრავლესობა სიფრთხილით ცხოვრობს და მათი უმთავრესი საჭიროებაა თავიანთი საზღვრების დაცვა. ასე რომ, ადამიანთა 99.9 პროცენტს სჭირდება ნდობა. ნდობის გარეშე ისინი არასდროს „გადახტებიან.“

თუმცა, უფსკრულზე ფიქრისას არ არის აუცილებელი წარმოვიდგინოთ საზარელი ღრმულის სურათები. პირიქით, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს ადგილს, რომელიც დაცლილია ყოველგვარი ტკივილისა და ტანჯვის შესაძლებობებისგან, სრულიად ახალი წუნდაუდებლად განუმეორებელი განზომილება, შედარებასა და კონტექსტის მიღმა არსებული განზომილება, რომელიც გტოვებთ არა როგორც ინდივიდს, არამედ როგორც ნეტარების მიღმა სიჩუმეში არსებულ ყველაფრის მომცველი უსასრულო ბუნებას.

ამგვარად, ეს ნახტომი ღირს ამად. ნახტომის შემდეგ უძირო უფსკრული იქცევა უსაზღვრო თავისუფლებად.

სადჰანა

თქვენს წარბებს შორის არსებული ადგილიდან, 15 დან 22 სანტიმეტრამდე მანძილის დაშორებით მდებარე წერტილზე 12 დან 48 წუთის განმავლობაში თვალებგახელილი ფოკუსირებით, შეგიძლიათ გააცნობიეროთ თქვენი ინდივიდუალური ჩაკრების ბუნება და სტრუქტურა(ფოკუსის ხანგრძლივობისა და ხარისხის მიხედვით). ამ აღქმას შეუძლია დაგეხმაროთ ჩაკრების შემთხვევითი მოძრაობის დასტაბილურობაში, რომლებიც წარმოიქმნება გარეგანი სტრესული სიტუაციების შედეგად. ეს არის ძალიან რთული კრია-იოგის მხოლოდ ერთი ასპექტი, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წვდომა თქვენს შინაგან აკაშურ, ან ეთერულ განზომილებაზე.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff