გველის ძალა
გველის ძალა
სიტყვა კუნდალინი სიტყვასიტყვით ნიშნავს „ენერგიას.“ ის აღნიშნავს გარკვეული სახის ენერგიას, რომელიც თითოეულ ადამიანში მეტწილად ფარული და გამოუხატავია. კუნდალინი იოგურ ტრადიციაში ყოველთვის ხვეულებიანი კობრას სიმბოლოთი აღინიშნება.
ხვეულებიან კობრას ახასიათებს უმაღლესი ხარისხის უძრაობა. როდესაც ეს გველი არ მოძრაობს, ის აბსოლუტურად უძრავია, და თქვენს გზაზეც რომ იწვეს, შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. მხოლოდ მაშინ დაინახავთ, როდესაც გაინძრევა. მის ხვეულებში იმალება წინასწარ განუსაზღვრელი დინამიზმი. კუნდალინს ხვეულებიან კობრას სწორედ იმიტომ ადარებენ რომ, თითოეულ ადამიანში არსებობს ეს უდიდესი ენერგია, რომელსაც მანამ ვერ შეამჩნევ სანამ არ ამოძრავდება.
სრულფასოვანი ფიზიკური სიცოცხლისთვის საკმარისია ამ ენერგიის უმცირესი ნაწილი. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიზიკურობის ტრანსცენდენტირების აუცილებლობა დგება, თქვენ დაგჭირდებათ ენერგიული აფეთქება, რაც რეალობის მიღმა გადაგიყვანთ. აქ ენერგიის სხვაობა ისეთია, როგორც იმ ენერგიის კვანტებს შორის რაც საჭიროა საჰაერო ფრენასა და რაკეტის გაშვებას შორის. ატმოსფეროს შიგნით ფრენა ერთი რამეა, მაგრამ ატმოსფეროს ბარიერის გადალახვა კოსმოსში მოგზაურობისთვის სრულიად სხვა რამეა. ამგვარადვე, ფიზიკურობის ტრანსცენდეტირებისთვის ენერგიის სრულიად სხვა განზომილებაა საჭირო.
არ არსებობს არცერთი ინდური ტაძარი სადაც გველი არ იყოს გამოსახული. ეს არ ნიშნავს იმას რომ, ეს გველთ მადიდებელი კულტურაა. არამედ ეს იმას აღნიშნავს რომ, წმინდა ადგილი ფლობს ადამიანში გამოუვლენელი ენერგიის გაღვიძების შესაძლებლობას.
როგორც ცნობილია გველები გამჭრიახი არსებები არიან.(ნაწილობრივ იმიტომ რომ, ისინი სრულიად ყრუები არიან და აღიქვამენ მხოლოდ ბგერით რხევებს.) გველს განსაკუთრებულად იზიდავს მედიტაციური ადამიანი. ამ ტრადიციაში ყოველთვის ამბობენ, რომ თუ სადმე იოგი მედიტირებს, შორიახლოს აუცილებლად გამოჩნდება გველი. თუ თქვენი ენერგიები ხდება უძრავი, გველები ბუნებრივად მოიზიდებიან თქვენკენ.
თუმც ფიზიკურად ძალიან დიდი განსხვავებაა გველსა და ადამიანს შორის, ენერგიული სისტემის თვალსაზრისით ის ძალიან ახლოს დგას ჩვენთან. ველურ ბუნებაში თუ კობრას გადაეყრებით, ნახავათ რომ, მას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუძლია მოსრიალდეს თქვენს ხელებში, რადგან თქვენი ენერგიები ძალიან მსგავსია. თუ თქვენი ქიმია განგაშს ატეხს, მაშინ გველი აღგიქვამთ როგორც საფრთხეს; სხვა შემთხვევაში მას არა აქვს საფუძველი დათმოს თავის შხამი, რაც მისი სიმდიდრეა, და რისი სამკურნალო თვისებებიც მზარდად ფასდება ჩვენს დროებაში.
რათქმაუნდა ისტორიულად, გველის რეპუტაცია საკმაოდ გააფუჭა ბიბლიურმა ამბავმა ადამისა და ევას შესახებ. თუმცა, ამ ისტორიას თუ კარგად შეისწავლით, ნახავთ რომ, სწორედ გველმა მოახდინა სიცოცხლის ინიცირება დედამიწაზე. რომ არა მისი ჩარევა, დედამიწაზე იცხოვრებდა მხოლოდ ორი მოსაწყენი ადამიანი, რომლებსაც არ ეცოდინებოდათ თუ რა ექნათ თავიანთი თავებისთვის. მე და თქვენ აქ არ ვიქნებოდით, ამ შესანიშნავი არსების გარეშე!
საბოლოო ჯამში, კუნდალინის ენერგიის გამოღვიძება ქმნის საფუძველს ცხოვრების უფრო ფართო აღქმისთვის. ადიიოგი, იგივე შივა ტრადიციულად გამოსახულია გველთან ერთად, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი აღქმისუნარიანობა უმაღლეს წერტილშია. რეალობის, სრული სისუფთავით აღქმისთვის, საჭიროა ენერგია იყოს თავის შესაძლო უმაღლეს წერტილში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული კარმული იმპრინტი რომელიც გვაქვს (მოყოლებული ერთუჯრედიანი არსებიდან რომელიც ვიყავით ათოსობით წლის წინ) ჩაერევა ჩვენს მიერ რეალობის აღქმაში.