თავი მეთოთხმეტე - ზოგადი მიმოხილვა

1. მოცემული ნაშრომის პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ კაბალისტური სიცოცხლის ხის გამოყენების ზოგადი სქემა და მეთოდი. ამჟამად, ცალკეული სეფიროტის დეტალურ შესწავლაზე გადავდივართ. ასეთი შესწავლა აუცილებელია, რადგან ჩვენი კვლევის მიზანს სიმბოლური კორესპონდენციების განშტოებათა კავშირის შესწავლა წარმოადგენს.

2. ყოველი სეფირას დასაწყისში მოყვანილი შესაბამისობების ცხრილი შედგება ძირითადი სიმბოლური ასოციაციებისგან და იდეებისგან, რომლებიც შესაბამის სეფირებს ეკუთვნის. თითოეული ასოციაცია შეიცავს კიდევ უფრო მნიშვნელოვან სიმბოლოებს, რაც საკმარისია ადეპტისთვის საფუძვლიანი, ფილოსოფიური გაგების მისაღწევად. სტუდენტი, სიცოცხლის ხეზე ექსპერიმენტებს სიმბოლოებზე მედიტაციის გზით ჩაატარებს.

3. ცნობები ძირითადად აღებულია ალისტერ ქროულის "777"-დან, რომელმაც წვდომა დიდწილად მაკგრეგორ მაზერსისგან მიიღო. მაზერსი არ ასახელებს საკუთარ ავტორიტეტებს, მაგრამ ჩემივე კვლევის საფუძველზე ვაცხადებ, რომ იგი ეყრდნობა დოქტორი დისა და სერ ედუარდ კელის ნამუშევრებს - კორნელოუს აგრიპას, რეიმონდ ლულის და პიეტრო დე აბანას შრომებთან ერთად. თანამედროვეთა შორის იგივე მასალა გვხვდება ნორ ფონ როზენროტის, ვინ ვესტკოტის, ელიფას ლევის, მადამ ეტვუდის, მადამ ბლავატსკაიას, ანა კინგსფორდის, მეიბელ კოლინსის, პაპიუსის, მარტინის, გერალდ მაზეის და მრავალი სხვა ავტორის ნამუშევრებშიც. ზოგიერთი ავტორის კვლევა დამოუკიდებელია, დანარჩენები კი მასალას სხვისგან სესხულობენ. რამდენიმე მათგანი ნამდვილად ირიცხებოდა "ოქროს განთიადში", რომელიც მაზერსმა დააარსა.

4. ინფორმაციის კიდევ ერთი წყაროა ფრეიზერის "ოქროს ტოტი"; უოლის ბაჯის, კარლ იუნგისა და ზიგმუნდ ფროიდის შრომები. ასევე, დოქტორი ჯოვეტის თარგმანები ბერძნული ენიდან, აღმოსავლური წმინდა წიგნები, სტივენ მაკკენას თარგმნილი პლატონის შრომები, "სონიკო პრესის" გამოქვეყნებული "ზოჰარის" თარგმანი და უკანასკნელი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული წყარო - წმინდა ბიბლია, ოკულტური საიდუმლოებების უდიდესი საცავი!

5. ახლა, მოკლედ განვმარტოთ ასოციაციების თითოეული სექცია, რომელიც სეფიროტების განხილვის დასაწყისშივე იქნება მოყვანილი.

6. პირველი სექცია: სეფიროტისთვის მინიჭებული სახელწოდება - ამ სექციაში ასახულია სიფირას ებრაული და ქართული დასახელება, ტიტული, რომელსაც სეფირას ანიჭებენ. კაბალაში გამოყენებული სიტყვების ზუსტი მართლწერა და გამოთქმა სასიცოცხლოდ აუცილებელია ებრაული ანბანის გემატრიული და ნუმეროლოგიური მნიშვნელობების გამო. მე არც ნუმეროლოგი ვარ და არც მათემატიკოსი, ამიტომ, არ შემოგთავაზებთ კომენტარებს იმგვარ საკითხებზე, რომელიც ჩემი კომპეტენციის მიღმაა. ერთადერთი რასაც ვაკეთებ, ესაა მონაცემთა მიცემა მათთვის, რომელთაც შეუძლიათ მისი მნიშვნელობის დაფასება.

7. მეორე სექცია: მაგიური ხატ-სახე და სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ სეფირასთან - მაგიური ხატ-სახე არის მენტალური სურათი, რომელსაც ოკულტისტი წარმოსახვაში სეფიროტის წარმოსაჩენად და მედიტაციური მიზნებისათვის იყენებს. ასეთი ხატ-სახე მედიტაციისთვის ბევრ მნიშვნელოვან სიმბოლოს იძლევა. მოცემული ხატ-სახეები ძალიან ძველია, და ისინი იმდენად დიდი მაგიური შრომის ხარჯზეა შექმნილი, რომ მედიტაციის დროს სეფიროტის ხეზე მსგავსი გამოსახულებები თითქმის ავტომატურად იგება. კაბალას მიმართ ჩემი მუშაობის კურსის განმავლობაში, აღმოვაჩინე, რომ მოცემული ხატ-სახეების უმეტესობა იმაზე დიდი ხნით ადრე მქონდა აღმოჩენილი, ვიდრე ასოციაციური ცხრილის შესახებ გავიგებდი, რომელსაც ადეპტს სიცოცხლის ხეზე პრაქტიკული მუშაობისას აძლევდნენ და სტუდენტს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო სიმბოლიზმის დეტალური ნაკრების გამოყენება; ეს ძალიან ღირებული მაგიური სავარჯიშოა, მსგავსი ხატ-სახეების ვიზუალიზაციისათვის, რომელშიც ყოველი დეტალია ჩართული. ასეთი დეტალების უმეტესი ნაწილის შეგრივება შესაძლებელია იმ ინფორმაციიდან, რომელსაც თითოეული სეფირას განხილვისას ვიძლევი. მაგრამ, ისეთი მკითხველები, რომელთაც აღმოსავლური ან კლასიკური პანთეონის სპეციალიზებული ცოდნა გააჩნიათ, თავისუფლად დაამუშავებენ მსგავს ასპექტებს სიცოცხლის ხეზე; მათი ამოცნობა ასტროლოგიური ასოციაციების მეშვეობითაა შესაძლებელი.

8. მესამე სექცია: განლაგება სიცოცხლის ხეზე - მოცემული ასოციაცია უზარმაზარ სინათლეს ანიჭებს ნებისმიერ მედიტაციას, რადგან იგი ბუნებაში მოქმედი სულიერი ძალების წონასწორობას ასახავს. მაგალითად, გებურა (მარსი) და ხესედი (იუპიტერი), სიცოცხლის ხეზე ერთმანეთისგან საპირისპირო პოზიციაში იმყოფებიან. ამავდროულად, მეომარი მეფე და კეთილი ბუნების მქონე კანონმდებელი ერთმანეთს აბალანსებს. როცა გებურა გაუწონასწორებელია, ადგილი აქვს სისასტიკესა და ჩაგვრას, ხოლო როცა ხესედი განიცდის ბალანსის ნაკლებობას, სამყაროში ბოროტება მრავლდება.

9. მეოთხე სექცია: ტექსტი "სეფერ იეცირადან" - ამ სექციაში მოყვანილია მოკლე ტექსტი "სეფერ იეცირადან", სეფიროტთან ან ბილიკთან დაკავშირებით. თარგმანი, რომელსაც ვიყენებ, ეკუთვნის ვინ ვესტკოტს.

10. "სეფერ იეცირას" აღწერილობები მეტად საიდუმლოებით მოცულია, მაგრამ ისინი დროდადრო გამოიღებენ შთაგონების გამონათებებს. "სეფერ იეცირას" ტექსტები უდავოდ შეიცავენ კაბალისტური ფილოსოფიის არსს.

11. მეხუთე სექცია: აღწერილობითი დასახელებები - აქ მოყვანილია სახელწოდებათა კატალოგი, რომელიც რაბინულ ლიტერატურაში თითოეული სეფირას დასახასიათებლად გამოიყენება. სახელწოდებები, სეფირას ბუნების გასაგებად მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენენ.

12. მეექვსე სექცია: ღმერთის სახელი - იგი წარმოადგენს სეფიროტის ძალაუფლების ყველაზე მაღალ სულიერ ფორმას, რომელიც დაკავშირებულია აზილუთის სამყაროში ძალის ფუნქციონირებასთან - ყველაზე მაღალ სამყაროსთან, კაბალისტების სამყაროებში.

13. მთავარანგელოზის სახელი წარმოადგენს ძალის ფუნქციონირებას ბრიაჰის სამყაროში, რომელიც უმაღლესი გონებისა და არქეტიპული იდეების სამყაროა.

14. ანგელოზთა დასები შეესაბამებიან ასტრალურ სფეროებს და სამყაროსეულ ჩაკრებს, რომლებიც ასიას სამყაროში (მატერიალურ სფეროში) თითოეული მოქმედი ძალის წარმომადგენლები არიან.

15. რასაც მე საკუთარ ცხრილში სულიერ გამოცდილებას ვუწოდებ, ალისტერ ქროული მაგიურ ან/და ოკულტურ ძალად მოიხსენიებს. ქროულის ტერმინი კარგად მიესადაგება ოცდაორ ბილიკს, მაგრამ სეფიროტებთან მიმართებაში იგივე ტერმინის გამოყენება შეცდომაა. ტერმინი შევცვალე მხოლოდ სეფიროტებთან მიმართებაში, ხოლო ბილიკებთან დაკავშირებით ქროულის დასახელებას ვიყენებ.

16. მეშვიდე სექცია: სათნოება და მანკიერება - ეს ასოციაცია თითოეულ სეფირას ეკუთვნის, მაგრამ შესაძლოა მანკიერება გამოტოვებული იყოს ზოგიერთი სეფირას - მაგალითად კეტერის - შემთხვევაში, რადგან უმაღლეს სფეროებში მსგავსი შესაბამისობები არ არსებობს.

17. მერვე სექცია: შესაბამისობა მიკროკოსმოსში - მიკროკოსმოსი, ანუ ადამიანი, იდენტურად შეესაბამება სეფიროტულ მაკროკოსმოსს და მოცემული საკითხი მრავალმხივ მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, განსაკუთრებით სულიერი განკურნებისა და ასტროლოგიის საკითხში.

18. მეცხრე სექცია: ტაროს ოთხი სუიტი - ტაროს კარტები პრაქტიკული მნიშვნელობის უზარმაზარ ასპექტებს გვიხსნიან. ისინი აყალიბებენ სიცოცხლის ხის ფილოსოფიურ გაგებას და მკითხაობის ხელოვნებას შეგვასწავლიან. მე მოვიყვან რამდენიმე საკვანძო სიტყვას, სეფიროტებთან დაკავშირებული ტაროს კარტების მნიშვნელობის შესახებ.

19. მკითხველი იმახსოვრებს მოცემულ განმარტებებს საკუთარ გონებაში, რაც სამომავლოდ სეფიროტების სიმბოლიზმის უკეთ აღქმაში დაეხმარება.

20. ჯერ კიდევ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი სხვადასხვა პოლითეისტურ, ქრისტიანულ, ებრაულ და ისლამურ პანთეონებში სიცოცხლის ხესთან დაკავშირებით. გარკვეულწილად ასეთი სამუშაო უკვე ჩაატარა ქროულმა, რომელიც ბევრად ორიგინალური და უკეთესია, ვიდრე მაზერსის სისტემა. ქროულის მიერ დადებული შედეგები ჩემთვის ბოლომდე ცხადი არ არის და მეეჭვება, დეტალურად განვიხილო ამ ძალიან ფართო სპექტრის შესაბამისობები. მოცემულ ასპექტს ძალიან დიდი სამეცნიერო გამოცდილება სჭირდება, რომელიც მე არ გამაჩნია. ამიტომ, მხოლოდ ისეთი საკითხებისა და პუნქტების განხილვით დავკმაყოფილდები, რომლებიც ჩემი კომპეტენციის ფარგლებში იმყოფებიან.

21. მეათე სექცია: ფერადოვანი ასოციაციები - ეს ასპექტი გამოიყენება მოწინავე ადეპტების მიერ, რომლებიც საჭირო გასაღებებს ფლობენ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff