თავი ოცდამეერთე - ოთხი დაბალი სეფიროტი

ნაწილი მესამე

 თავი ოცდამეერთე - ოთხი დაბალი სეფიროტი

 

1. ათი წმინდა სეფიროტი, რომელიც სიცოცხლის ხეზე ტრადიციული ნიმუშის სახით არის განლაგებული, იყოფა სამ მთავარ ჰორიზონტალურ განყოფილებად, ისევე როგორც სვეტების სამ ვერტიკალურ განყოფილებად. ჰორიზონტალური განყოფილებიდან ყველაზე მაღალი სფერო შედგება სამებისაგან (კეტერი, ხოქმა, ბინა), რომელიც ნებისმიერი პრაქტიკული მიზსნისთვის ჩვენი გაგების სფეროს სცილდება. პირველ სამებას განვმარტავთ ფუნდამენტური პრინციპების სახით, რაც შემდგომი გამოვლინებების ახსნისთვის გვეხმარება. ისინი წმინდა არსების აქტიურ და პასიურ, ურთიერთსაპირისპირო მხარეებს განასახიერებენ და სახელდობრ მათ ზეციური სამების ტერმინით მოიხსენიებენ.

2. მომდევნო ფუნქციონალური სამება შედგება ხესედის, გებურასა და ტიფარეტისგან. ისინი განასახიერებენ ანაბოლიზმს, კატაბოლიზმს და აბსოლუტური წონასწორობის აქტიურ პრინციპებს.

3. ჩვენ უკვე დეტალურად განვიხილეთ ექვსი უმაღლესი სეფიროტი და დავინახეთ, თუ როგორ ქმნიან მანიფესტაციის საფუძვლებს უმაღლესი სამების პრინციპები, ხოლო მეორე სამების პრინციპები უშუალოდ მანიფესტაციას. თუ ჩვენ შევძლებთ მოცემული საკითხების გაგებას, აღმოვაჩენთ, რომ კაბალას სახით გაგვაჩნია სისტემა, რომელიც ფორმაციული სიბრტყეების მანიფესტაციის უსასრულო მრავალფეროვნების ახსნაში გვეხმარება; ასეთი საკითხების გაგება შესაძლებელი ხდება სეფირების ძირითად პრინციპებზე დაყვანით, რაც მათ შორის არსებულ ურთიერთქმედებას და განვითარების წესს, ჩვენთვის ნათლად გასაგებს ხდის.

4. სიცოცხლის ხეზე ყველაზე დაბალი ფუნქციონალური ერთეული სამების ნაცვლად, ოთხეულისგან შედგება, და ამასთან დაკავშირებით კაბალისტები ამბობენ, რომ უკანასკნელი ოთხეულის ზედა სფეროებიდან მოწყვეტის შედეგი ბიბლიური დაცემის შედეგად დადგა, ხოლო დემონ-სულთანი, სახელად ლევიათანი, ვერ სცდება იესოდსა და ტიფარეტს შორის გავლებულ ბილიკს; სწორედ ამ მიზეზით, ზედა ექვსი სეფირა მარადიულ სიწმინდესა და უმანკოებას ინარჩუნებენ. სხვა სიტყვებით, ოთხი დაბალი სეფირა მიეკუთვნება ფორმაციულ სიბრტყეებს, სადაც ძალაუფლება აღარ არის თავისუფლად მოძრავი, არამედ შეზღუდული და გაჭედილია; ხოლო დატყვევებული ძალაუფლება მხოლოდ განადგურებისა და დესტრუქციის სამუშაოებით უნდა განთავისუფლდეს.

5. ტიფარეტი, როგორც უკვე ვნახეთ, სიცოცხლის ხეზე წონასწორობის ცენტრს განასახიერებს; წონასწორობა იწვევს სტაბილურობას, სტაბილურობა კი ერთიანობას. ამიერიდან, ინვოლუციის გზაზე სასიცოცხლო ძალის დაშვებისას ჩვენ ვხვდებით, რომ თანმიმდევრობის პრინციპი სულ უფრო და უფრო გაბატონებულ როლს თამაშობს, სანამ მალქუთში იგი თავის აპოგეას არ მიაღწევს.

 6. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ რიგით მეორე სამების აქტიურმა პრინციპებმა ნეცახის მეშვეობით განიცადეს დაღმასვლა და სპეციალიზაცია ცხოვრების წარმოშობის პროცესში, ხოლო იესოდში მიაღწიეს სტერეოტიპების მნიშვნელოვან ხარისხს, რომლის საშუალებითაც განისაზღვრა მალქუთის ფორმები. მას შემდეგ, რაც მალქუთმა (რომელიც სუფთა ფორმაციული სიბრტყეა) მიაღწია განვითარებას, ევოლუციურმა ნაკადმა დაიწყო უკან, პირველადი წყაროსკენ, სულისკენ მიბრუნება, რათა განთავისუფლდეს ფორმის მონობისაგან და შეინარჩუნოს ფორმის დისციპლინის გამოცდილებით შეძენილი შესაძლებლობები.

7. მაშასადამე, ცხოვრებისეული ფუნქციის მრავალი აბსტრაქტული პრინციპი ფორმაციულ სამყაროში, გარეგანი გამოვლინებების სახით არის შემოსილი; ანუ, კაბალისტების ენაზე, მათში დაცემა იგრძნობა, რადგან ფორმაციულ სამყაროს უმანკოება დაკარგული აქვს.

8. ეს მოსაზრებები საშუალებას გვაძლევს ფორმის სიბრტყეების მეოთხეული ბუნება გავიაზროთ და გავიაროთ ბილიკი სარწმუნოებასა და სკეპტიციზმს შორის, ილუზიის მოცემულ სფეროში, როგორც მას გარკვეულწილად არაკეთილსინდისიერი ტერმინის სახით მოიხსენიებენ.

9. განვითარებადი ცხოვრების უზარმაზარი ტალღა, რომელიც ტიფარეტიდან გამოდის, ნეცახში იშლება, ისევე როგორც პრიზმაში მრავალ ფერად გარდატეხილი სხივი. ჰოდში მოცემული მრავალფეროვანი ძალები ფორმაშია შემოსილი; იესოდში ისინი მოქმედებენ, როგორც ეთერული ფორმები, ხოლო მალქუთში საბლოო ემანაციას აქვს ადგილი.

10. მალქუთში არსებული მანიფესტაცია არის ინვოლუციის ციკლის დასასრული, რის შედეგადაც გამოვლენილი სიცოცხლე საკუთარ წრეს უკან აბრუნებს. ადამიანური ინტელექტი ვითარდება და იწყებს მედიტაციას სხვადასხვა ღმერთების გარჩევის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველყოფილ ადამიანს არასოდეს მიუღწევია მონოთეიზმისთვის, ერთი ნაბიჯის გადადგმით; ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდა მიზეზ-შედეგობრიობას, როგორც მრავალფეროვან ასპექტს, და კულტურის მრავალი თაობა იყო საჭირო, რათა მრავალი ასპექტი ერთიანობამდე დაეყვანათ.

11. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩაღრმავება დიდ კითხვებამდე მიგვიყვანს, რომელსაც შეიძლება ოკულტური მეცნიერების ზღურბლზე მცხოვრები საშინელება ეწოდოს, როდესაც ყველა ავანტიურისტი ადრე თუ გვიან უხილავს დაპირისპირებია; იგი თავისთავად აერთიანებს სფინქსის ფუნქციებს და სფინქსის დასმული კითხვის შემდეგ, ყველაფერი სულის მიერ გაცემულ პასუხზეა დამოკიდებული, რადგან მისი ბედი ამ პასუხზე კიდია. იქნება თუ არა შედეგი ილუზიების სფეროში ხეტიალი? დაბრუნდება თუ არა სული ფორმის სიბრტყეებზე, თუ მიეცემა სინათლეში გადასვლის ნება? სფინქსის მიერ დასმული კითხვაა: გწამს ღმერთების? თუ სული უპასუხებს: "დიახ", მაშინ მას ილუზიების სიბრტყეში ხეტიალი მოუწევს, რადგან ღმერთები არ არიან რეალური პიროვნებები, იმ გაგებით, როგორც ჩვენ გვესმის. თუ სული უპასუხებს: "არა", მაშინ იგი ფორმაციის სიბტყეში დაბრუნდება, რადგან ღმერთები ილუზიებს არ წარმოადგენენ. მაშ, რა არის პასუხი?

12. ამაზე პასუხი პოეტურმა ინტუიციამ გაგვცა: "ვინაიდან ჩემს არც ერთ აზრს ღმერთები არ უყვარდა და მათ პატივს არ სცემდა, ჩემს სულში სიმღერა არ აღმოცენდა, არც დედამიწა აღმოცენდა სიზმარში და ვერც სამოთხეს მივწვდი, სანამ იდეა არ შეიმოსა სიტყვით".

  13. აქ გამოცანაში ჩადებული საიდუმლოება იმალება. ღმერთები ქმნილების ქმნილებები არიან. ღმერთები არ არსებობენ თაყვანისმცემლების გარეშე. შემოქმედების სამუშაოს ღმერთები არ არსულებენ; შემოქმედებას ასრულებენ დიადი ბუნების ძალები, სადაც თითოეული ძალა საკუთარი ბუნებისა და ფუნქციის მიხედვით მოქმედებს. ღმერთები მსვლელობაში მხოლოდ მას შემდეგ შემოდიან, რაც შემოქმედება კოსმიური ღამის სიბნელეში შემოქმედების კვერცხს დადებს.

14. ღმერთები, ეროვნული რასების გონებრივ ჯგუფთა ემანაციებს განასახიერებენ; და არ წარმოადგენენ ეჰეიეჰის, ერთადერთისა და მარადიულის ემანაციებს. მიუხედავად ამისა, ისინი უსაზღვროდ ძლევამოსილნი არიან, რადგან თავიანთი თაყვანისმცემლების წარმოსახვაზე გავლენის გზით, მიკროკოსმოსსა და მაკროკოსმოსს ერთმანეთთან აკავშირებენ; მაგალითად, აპოლონის იდეალურ სილამაზეზე მედიტაციის გზით, ადამიანის სული ზოგადად სილამაზის აღქმის მიმართ ბოლომდე იხსნება.

15. შეიძლება საკუთარ თავს ვკითხოთ, არიან თუ არა ღმერთები მთლიანად სუბიექტურები; ცხოვრობენ თუ არა მხოლოდ თავიანთი თაყვანისმცემლების წარმოსახვაში, თუ საკუთარი, დამოუკიდებელი ცხოვრებაც გააჩნიათ? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ოკულტური გამოცდილების ფაქტში, რომელიც არ შეიძლება აიხსნას იმით, რაც ჩვენ ვიცით საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესახებ, მაგრამ რომელიც ყველა პრაქტიკულმა ოკულტისტმა თავისთავად უნდა მიიღოს, სანამ იგი უშუალო შედეგებამდე მიაღწევს. სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ შედეგები, რომელსაც ის მიიღებს, მისი რწმენის პირდაპირპროპორციული იქნება, რადგან ნებისმიერი რამ მისთვის ჭეშმარიტი მას შემდეგ ხდება, როგორც კი ამას ირწმუნებს. ფაქტია, რომ სამყაროს არსებული გონების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი არის ორგანიზებული მგრძნობიარე არსებების ტვინში და ნერვულ სისტემებში. ამის გარდა არსებული უზარმაზარ მასა, - რასაც უკეთესი სახელის არსებობის გამო, ჩვენ გონებას ვუწოდებთ, - თავისუფლად მოძრაობს სივრცეში, რასაც ოკულტისტები ასტრალურ სიბრტყეს ეძახიან; იგი ფორმების სახით ორგანიზებულია საკუთარ გონებაში, მაგრამ მატიერიასთან აუცილებელ კავშირში არ არის.  სხვადასხვა ოკულტისტი ამ "თავისუფალ გონებას" სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს; მადამ ბლავატსკაია მას „აკაშას“ უწოდებს; ელიფას ლევი მას „ამრეკლავ ეთერს“ უწოდებს; სეფირა ნეცახი წარმოადგენს ძალაუფლების ასპექტს, ხოლო ჰოდი აკაშას ფორმის ასპექტს.

16. ამ ასტრალური სიბრტყიდან ყალიბდება ყველა სახის ფორმები; მოცემულ ფორმებში აგებულია ეთერული სტრესების ჩარჩო, რომელიც ფუნქციონირებს იესოდის სფეროში და რომლებშიც ინახება მატერიის მოლეკულები, რომლებიც ქმნიან მანიფესტაციის სხეულს ფიზიკურ სიბრტყეში.

17. ჩვეულებრივ, ამ ფორმებს აშენებს კოსმიური ცნობიერება, რომელიც გამოხატულია ბუნებრივი ძალების სახით, რომლებიც თავიანთი ბუნების მიხედვით მოქმედებენ; მაგრამ, როდესაც ცნობიერებამ განვითარება შემოქმედის ქმნილებებს შორის დაიწყო, იგი ახორციელებდა თავის ფუნქციას სხვადასხვა ხარისხით ასტრალურ გონებაზე, რომელიც, თავისი ბუნებით, ცნობიერების გავლენას ემორჩილებოდა; შედეგად, "ადამიანთა აზრმა ღმერთებს სიყვარული და პატივი მიაგეს". ეს ფორმები, ოდესღაც შექმნილნი, იქცა სპეციალიზებული ძალების არხებად, რომელთა წარმოსაჩენადაც ისინი შემუშავებული იყო თაყვანისმცემლების მიერ კონცენტრირების სახით. ამ განმანათლებლური გაგებით, ინიცირებულებს არა მხოლოდ სჯერათ, არამედ ისინი თაყვანს სცემენ ღმერთებს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff