თავი მეოცე - ტიფარეტი; მეექვსე სეფირა

სახელწოდება: ტიფარეტი, სილამაზე. (ებრაული დასახელება: ტაუ, პე, ალეფ, რეშ).

მაგიური ხატ-სახე: დიდებული მეფე. ყრმა/ბავშვი. მსხვერპლად შეწირული ღმერთი.

განლაგება სიცოცხლის ხეზე: წონასწორობის სვეტის ცენტრში.

"სეფერ იეცირას" ტექსტი: მეექვსე ბილიკს ეწოდება შუამავალი ინტელექტი, რადგან მასში ემანაციების შემოდინებები მრავლდება; იგი საკუთარი გავლენით კურთხევას იწვევს ყველა რეზერვუარში, რომლის მეშვეობითაც თითოეული მათგანი ერთიანდება.

აღწერილობითი დასახელებები: ზოარ ანპინი. მელეხი - მეფე. ადამი. ძე ღმრთისა. ძე კაცისა.

ღმერთის სახელი: ტეტრაგრამატონ ალოაჰ ვა დაათ.

მთავარანგელოზი: რაფაელი.

ანგელოზთა დასი: მალახიმები - ხელმწიფებანი.

სამყაროსეული ჩაკრა: შემეში - მზე.

სულიერი გამოცდილება: საგანთა ჰარმონიის ხილვა. ჯვარცმის საიდუმლოება.

სათნოება: ერთგულება დიადი სამუშაოსადმი.

მანკიერება: სიამაყე.

შესაბამისობა მიკროკოსმოსში: მკერდი.

სიმბოლოები: ლამენი, გოლგოთას ჯვარი, კუბი.

ტაროს სუიტი: ოთხი ექვსიანი.

კვერთხების ექვსიანი: ახალი გმირი, ცვლილება, ფერიცვალება, უკეთესი სტატუსი, გამარჯვება, თავდაჯერება, აღიარება, ჯილდო, დაწინაურება, წახალისება, შესაძლებლბები, პატივი.

თასების ექვსიანი: ბავშვობის მოგონებები, ნოსტალგია, ძველი მეგობრები, მიზეზი და შედეგი, გრძნობების განახლება, ისევ ერთად ყოფნა, ოჯახური სიხარული.

ხმლების ექვსიანი: მოგზაურობა, ცუდი სიტუაციიდან უკეთესი მომავლისაკენ, აუცილებელი ცვლილება, შფოთისგან თავის დაღწევა, შერიგება, სიმშვიდე, შეუფერხებელი მოგზაურობა, ცოდნის გაუმჯობესება, მიჯაჭვულობის დასასრული, ნეგატიური სიტუაციის პოზიტიურად გადაქცევა, ყველაზე უარესი დასრულდა.

პენტაკლების ექვსიანი: ქველმოქმედება, გაზიარება, კეთილშობილება, ინვესტიცია, მადლიერება, ვალის დაფარვა, ანაზღაურება, სიმდიდრის სამართლიანად გადანაწილება, სწავლება, რჩევა-დარიგება, მომსახურება.

ფერი აზილუთში: ღია ვარდისფერი

ბრიაჰში: ყვითელი

იეცირაში: მუქი ვარდისფერი

ასიაში: ქარვისფერი

 

I

 

1. არსებობს ტიფარეტის ბუნების სამი მნიშვნელოვანი გასაღები; პირველი - ეს არის მისი მდებარეობა სიცოცხლის ხეზე: წონასწორობის სვეტის ცენტრში. მეორეც, ტიფარეტი არის იგივე კეტერი ქვედა შკალაზე და იგივე იესოდი ზედა შკალაზე. მესამე - ტიფარეტი არის ძალაუფლების სიბრტყეებს შორის ტრანსმუტაციის წერტილი ფორმაციის სიბრტყესა და ძალაუფლების სიბრტყეს შორის. კაბალისტურ ნომენკლატურაში ტიფარეტისადმი მინიჭებული ტიტულები მოცემულ თვალსაზრისს ადასტურებს. კეტერის გადმოსახედიდან, ტიფარეტი არის ყრმა; მალქუთის გადმოსახედიდან, ტიფარეტი მეფეა; ხოლო ტრანსმუტაციის გადმოსახედიდან, ტიფარეტი არის მსხვერპლად შეწირული ღმერთი.

2. მაკროკოსმოსური თვალსაზრისით, ანუ კეტერის მხრიდან დანახული ხედით, ტიფარეტი განასახიერებს ხესედისა და გებურას წონასწორობას; მიკროკოსმოსური თვალსაზრისით, ანუ ტრანსცენდენტური ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან, ტიფარეტი არის წერტილი, სადაც კეტერისა და იესოდისთვის დამახასიათებელი ცნობიერება ფოკუსში ექცევა. ხესედთან და გებურასთან ერთად, ჰოდიც და ნეცახიც თანაბრად პოულობენ ტიფარეტში თავიანთ სინთეზს.

3. ექვს სეფირას, რომელთა ცენტრსაც ტიფარეტი წარმოადგენს, ხშირად უწოდებენ ადამ კადმონს, ანუ არქეტიპულ ადამიანს; ტიფარეტს ვერ გავიგებთ, თუ არ გვეცოდინება, რომ სწორედ მოცემული სეფირა წარმოადგენს ცენტრალურ ადგილს, საიდანაც მეფე საკუთარ სამეფოს მართავს. ყველა პრაქტიკული მიზნისთვის, სწორედ ეს ექვსი სეფირა წარმოადგენს არქეტიპულ სამეფოს, რომლებიც მალქუთის მატერიალური ფორმის მიღმა იმყოფებიან და სწორედ იქიდან დომინირებენ და მთლიანად განსაზღვრავენ მატერიის პასიურობას.

4. ჩვენ ვიცით, რომ სეფირა უნდა განვიხილოთ მის საპირისპირო სეფირასთან ერთად, და სწორედ ამ მიზეზით, სრულიად შეუძლებელია კაბალისტური სისტემის სისტემატური და მოწესრიგებული აღწერა, რადგან ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ნაწილობრივი განმარტებები. ამიტომ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ტიფარეტის ქვემოთ არსებულ სამ სეფირას, ნეცახს, ჰოდს და იესოდს.

5. ნეცახში იმყოფება ბუნების ძალები და ელემენტალური კონტაქტები; ჰოდი ცერემონიული მაგიითა და ოკულტური ცოდნით არის დატვირთული; იესოდი არის ფსიქიკური ველი და ეთერული ორეული. თავად ტიფარეტი, რომელსაც ზურგს გებურა და გედულა უმაგრებს, განასახიერებს ჭვრეტას, ანუ ინდივიდუალური ფსიქიზმის უმაღლეს საფეხურს. რა თქმა უნდა, თითოეულ სეფირას გააჩნია თავისი სუბიექტური და ობიექტური ასპექტები; ანუ მისი ფაქტორი ფსიქოლოგიაში და ფაქტორი უშუალოდ სამყაროში.

6. ტიფარეტის ქვემოთ განთავსებული სეფირა წარმოადგენს პიროვნებას, ანუ ქვედა თვითობას; ოთხი სეფირა ტიფარეტის ზემოთ ასახავს ჭეშმარიტ ინდივიდუალობას, ანუ უმაღლეს მეს, ხოლო კეტერი არის ღვთაებრივი ნაპერწკალი, მანიფესტაციის ბირთვი.

7. მაშასადამე, ტიფარეტი არასოდეს უნდა განიხილებოდეს, როგორც იზოლაციის ადგილი, არამედ იგი განასახიერებს ფოკუსირებისა და ტრანსმუტაციის ცენტრალურ წერტილს. ცენტრალური სვეტი ყოველთვის დატვირთულია ცნობიერების საფეხურის იდეით; ხოლო მათ გვერდებში არსებული სვეტები ძალაუფლების მოქმედების სხვადასვხა რეჟიმებს ასახავენ - სხვადასხვა დონეზე.

8. ტიფარეტში ვხვდებით არქეტიპულ იდეალებს, რომლებიც ფოკუსირების შედეგად არქეტიპულ იდეებად გარდაიქმნება; ტიფარეტი, ფაქტობრივად, ინკარნაციის ადგილს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზეზით მოიხსენიებენ მას, როგორც "ყრმას"; და რადგანაც ღმერთის იდეალის ინკარნაცია მსხვერპლშეწირვასაც გულისხმობს, ტიფარეტს ენიჭება ჯვარცმის მისტერიის საიდუმლოებები და როდესაც პანთეონზე ვსაუბრობთ, ყველა მსხვერპლად შეწირული ღმერთი აქ არის მოთავსებული. მამა ღმერთი კეტერის სეფირაზე მიუთითებს, ხოლო ძე ღმერთი ტიფარეტის სიმბოლოა.

9. ეგზოთერული რელიგიები ტიფარეტზე მაღლა ვერ ადიან. ამგვარ რელიგიებს არ გააჩნიათ გაგება საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კეტერის, ხოქმას ან ბინას სიმბოლიკასთან. ისინი არ ფლობენ ბნელი ხელოვნებისა და ნათელი მთავარანგელოზების საიდუმლოებებს გებურასა და გედულას სფეროში; ასევე, მათთვის მიუწვდომელია ცნობიერებისა და ძალაუფლების ტრანსმუტაციის საიდუმლოებები, რომელსაც უხილავი სეფირა, დაათი განასახიერებს; დაათს კი არანაირი სიმბოლიკა არ გააჩნია.

10. ტიფარეტში ღმერთი ფორმაში მანიფესტირდება და ჩვენს შორის იწყებს სიარულს, ანუ, ადამიანის ცნობიერების ფარგლებში შემოდის. მხოლოდ ტიფარეტი, ანუ ძე, გვიჩვენებს მამას, ანუ კეტერს.

 11. იმისათვის, რომ მოცემული ფორმა დასტაბილურდეს, კომპონენტური ძალები წონასწორობაში უნდა მოვიდნენ. ამიტომ, ტიფარეტში ჩვენ ვპოულობთ შუამავლის, ანუ გამომსყიდველის იდეას, რომელიც ტიფარეტის სეფირას თანდაყოლილი ატრიბუტია. როდესაც ღმრთეება მანიფესტირებულ ფორმაში ვლინდება, მოცემული ფორმა აბსოლუტურად დაბალანსებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ასეთ დროს ღმერთი ჩვენს შორის ცხადდება, როცა პირობები გამოვლინების საშუალებას იძლევა.

12. ტიფარეტის ბავშვურ ასპექტში ფორაციულ სიბრტყეში გამოვლინების შემდეგ, განსხეულებული ღმერთი იზრდება და საბოლოოდ, გამომსყიდველი ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსხეულება, რომელიც ქალწულის მდგომარეობაში ხორციელდება, (აქ სიმბოლირებულია ქალწული მარიამი, სეფირა ბინა, დიდებული ზღვა, რაც დაბალი დედისგან, ანუ მალქუთისაგან განსხვავდება) განვითარებადი ღმერთის გამოვლინებას აღნიშნავს და იგი ყოველთვის ცდილობს ექვსი ცენტრალური სამეფო სეფირას წონასწორობაში მოყვანას.

13. როდესაც სიცოცხლის ხეზე "დაცემის" გლიფს ვპოულობთ, საინტერესო დეტალს წარმოადგენს, რომ ქაოსდან წარმოქმნილი დიდი გველეშაპის თავები მხოლოდ ტიფარეტამდე აღწევს და მას ვეღარ სცდება.

14. მაშასადამე, გამომსყიდველი ვლინდება ტიფარეტში და იგი მარადიულად ისწრაფვის ხელახლა გაერთიანების მეშვეობით გამოისყიდოს თავისი სამეფო, რომელიც პირველადი დაცემის შედეგად არის გაყოფილი. ამის მეშვეობით, ექვსგზის სამეფო წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდება.

15. ამ მიზნით, ინკარნაციაში მოსული ღმერთები მსხვერპლად ეწირებიან და კვდებიან საკუთარი ხალხისთვის, რათა ამ აქტით განთავისუფლებულმა უზარმაზარმა ემოციურმა ძალამ კომპენსირება მოახდინოს სამეფოს გაუწონასწორებელ ძალებთან და შედეგად დადგეს გამოსყიდვა, ანუ წონასწორობის აღდგენა.

16. სწორედ ამ სფეროს ეწოდება ქრისტეს ცენტრი და სწორედ აქ აქვს ქრისტიანულ რელიგიას ფოკუსირების წერტილი. პანთეისტური სარწმუნოებები, როგორებიცაა ბერძნული და ეგვიპტური რელიგიები, იესოდის სეფირას განეკუთვნებიან; მეტაფიზიკურ საწრმონოებებს, როგორებიცაა ბუდიზმი და კონფუციანელობა, წვდომა აქვთ კეტერის სეფირასთან. მაგრამ, ისევე როგორც ყველა რელიგიას გააჩნია საკუთარი დანიშნულება ეზოთერულ, მისტიურ ან ეგზოთერულ ასპექტებში, ასევე ქრისტიანობასაც გააჩნია საკუთარი, ტიფარეტისთვის დამახასიათებელი მისტიური ასპექტი, რომელიც ორიენტირებულია კეტერისაკენ, ხოლო კათოლიციზმი მიდრეკილია იესოდისკენ, ანუ ინიციაციის მაგიური ასპექტისაკენ. ქრისტიანობის ევანგელისტური ასპექტი მიმართულია ტიფარეტისკენ, მსხვერპლშეწირული ღმერთისკენ, მაგრამ იგი უგულებელყოფს მეფის ასპექტებს მისი სამეფოს ცენტრში, რომელიც მანიფესტაციის ხუთი წმინდა სეფიროტით არის გარშემორტყმული.

  17. აქამდე ჩვენ სიცოცხლის ხეს მაკროკოსმოსური თვალსაზრისით განვიხილავდით და ვხედავდით, რომ ძალაუფლების გამოვლენის სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა არქეტიპები მოქმედებენ და აშენებენ სამყაროს; ჩვენ შორიდან შევეხეთ სეფიროტების მიკროკოსმოსურ ასპექტებსაც, ანუ მათი ფსიოლოგიური ასპექტის, ცნობიერების ფაქტორებით გამოვლინებას. მაგრამ, ტიფარეტთან ერთად იცვლება ჩვენი მიდგომის მეთოდი, რადგან ამიერიდან არეტიპული ძალები ფორმაციულ მდგომარეობებში არიან ჩაკეტილნი და მათთან მიახლოება მხოლოდ ცნობიერებაზე გავლენის თვალსაზრისით ხდება შესაძლებელი; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მიდგომის გზა ახლა უნდა ემყარებოდეს უშუალო გრძნობით გამოცდილებას, თუმცა, ეს გრძნობები არ ეკუთვნის მხოლოდ ფიზიკურ სიბრტყეს, რადგან ისინი ფუნქციონირებენ როგორც იესოდში, ასევე ტიფარეტშიც. სანამ უმაღლეს სფეროებში ვიმყოფებოდით, უნდა დავყრდნობოდით მეტაფიზიკურ ანალოგებს და პირველად პრინციპთან დაკავშირებულ მსჯელობებს; ჩვენ ახლა ინდუქციური მეცნიერების ლეგიტიმურ ველში ვიმყოფებით და შესაბამისად, მის დისციპლინას უნდა დავემორჩილოთ, ხოლო დასკვნების გამოტანას მისივე ტერმინების მეშვეობით უნდა ვეცადოთ; მაგრამ, ამავდროულად, ტიფარეტის მეშვეობით კავშირი უნდა შევინარჩუნოთ ტრანსცენდენტურ სფეროსთან; მსგავსი კავშირის მიღწევა შესაძლებელია ტიფარეტისადმი დაკავშირებული სიმბოლიზმის მისტიური გამოცდილებით. ყველა მისტიური გამოცდილების ტიპი, როდესაც ხილვა დამაბრმავებელი და კაშკაშა სინათლის შუქით მთავრდება, ტიფარეტს ეკუთვნის; რადგან, ძალის აბსოლუტური შემოდინების შედეგად, ცნობიერების გარდამავალ რეჟიმს ფორმის გაქრობა ახასიათებს. ხილვები, რომლებიც მკაფიოდ გამოკვეთილ ფორმას ინარჩუნებენ, იესოდს ეუკუთვნის; ხოლო ხილვები, რომელთაც პლატონის მიხედვით ფორმა არ გააჩნიათ, კეტერისაკენ მიუთითებს.

18. ტიფარეტში გაერთიანებულია ნეცახის ბუნების მაგიისა და ჰოდის ჰერმეტული მაგიის მოქმედებები. ორივე ოპერაცია ფორმაციულ ასპექტში იმყოფება, თუმცა ფორმის ხარისხი ჰოდის სეფირაში უფრო ჭარბობს, ვიდრე ნეცახში. იესოდის ყველა ასტრალური ხილვა ტიფარეტის მისტიური გამოცდილების მეშვეობით მეტაფიზიკურ ტერმინებში უნდა გადაითარგმნოს. თუ მსგავსი "გადათარგმნა" არ ხორციელდება, სახეზე გვაქვს ჰალუცინაციები; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეცნობიერის სარკეში ჩადებული გამოსახულებები ფაქტობრივ საგნებს წარმოადგენენ, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ სიმბოლური განსახიერებები არიან.

19. კეტერი მეტაფიზიკურია; იესოდი ფსიქიკურია; ხოლო ტიფარეტი არსებითად მისტიურია; მისტიური პროცესი უნდა გავიგოთ, როგორც მენტაციის რეჟიმი, რომლის დროსაც ცნობიერება წყვეტს არსებობას ქვეცნობიერთან მიმართებაში, მაგრამ ემოციური რეაქციების მეშვეობით აღიქვამს.

  20. სხვადასხვა დამატებითი დასახელებები და სიმბოლიკა, რომელიც თითოეულ სეფირას აქვს მინიჭებული, განსაკუთრებით კი ღმერთის სახელები, ძალიან მნიშვნელოვან გასაღებებს გვაწვდის ბიბლიის საიდუმლოებების გასაგებად, რომელიც არსებითად კაბალისტური წიგნია. ღვთაების მოხსენიების წესის მიხედვით, ჩვენ ვხვდებით, თუ რომელი სფეროს რეჟიმი არის ჩართული მოცემულ მომენტში და სად მიმდინარეობს მოქმედება სიცოცხლის ხეზე. ყველა მითითება, სადაც მოხსენიებულია ძე ღმერთი, ასახავს ტიფარეტს; მამა ღმერთის შესახებ მოწოდებული ინფორმაცია კეტერს ეკუთვნის; ყოველი მითითება სულიწმიდაზე ეხება იესოდს; აქ ძალიან ღრმა საიდუმლოებებია დაფარული, რადგან სულიწმიდა ღვთაების ერთ-ერთი ასპექტია, რომელსაც ოკულტურ ლოჟებში თაყვანს სცემენ; პანთეისტური ბუნების ძალების თაყვანისცემა და ელემენტარული ოპერაციები მამა ღმერთის ზედამხედველობით ხორციელდება. რელიგიის რეგენერაციული ეთიკური ასპექტი, რომელიც ჩვენი ეპოქის ეგზოთერული ასპექტია, ძე ღმერთის ზედამხედველობით, ტიფარეტში ხორციელდება.

21. თუმცა, ინიცირებული სცილდება საკუთარ ეპოქას და მიზნად ისახავს ღვთაების თაყვანისცემის სამივე რეჟიმის გაერთიანებას; ეს არის სამების ერთიანობაში თაყვანისცემა. ძე ღმერთი, ტრანსცენდენტურ მამას ადამიანთა ცნობიერებისთვის გასაგებს ხდის და ამბობს: "უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?" (იოანე 9:14).

22. თუმცა, ტიფარეტი არა მხოლოდ მსხვერპლშეწირული ღმერთის ცენტრია, არამედ განმანათლებელობის/ილუმინაციის ცენტრსაც წარმოადგენს; ტიფარეტის ცენტრს ენიჭება დიონისეც, ისევე როგორც ოსირისი, რადგან, როგორც უკვე ვნახეთ, ცენტრალური სვეტი ცნობიერების რეჟიმს ეხება; ადამიანის ცნობიერება, რომელიც "ისრის ბილიკის" მეშვეობით იესოდიდან ტიფარეტამდე ადის, ამ უკანაკსნელის მიღწევისას ილუმინაციას ღებულობს.

23. ილუმინაცია გულისხმობს ცნობიერების უფრო მაღალ რეჟიმში შეყვანას; იმაზე მაღალ საფეხურს, ვიდრე ის, რომელიც აგებულია სენსორული გამოცდილებისაგან. ილუმინაციის დროს გონების მექანიზმი იცვლება. თუმცა, ცნობიერების ახალი რეჟიმი ძველთან არის დაკავშირებული და სასრული აზროვნების ტერმინებად ითარგმნება, მაგრამ, თუ მისი გაგების უნარი არ შეგვწევს, ის რჩება სინათლის ციმციმად და იმდენად ბრწყინვალედ, რომ გვაბრმავებს. ჩვენ იმ სინათლის სხივის საშუალებით კი არ ვხედავთ, რომელიც ჩვენზე ანათებს, არამედ იმ სხივის ოდენობით, რომელიც ჩვენივე განზომილების ობიექტებზე აირეკლება. თუ ჩვენს გონებაში არ მოიპოვება იდეები, რომლებიც განათებულია ცნობიერების ამ უმაღლესი რეჟიმით, ჩვენი გონება უბრალოდ გადაიტვირთება და სიბნელისა და წყვდიადის აღქმა უფრო ინტენსიური გახდება ჩვენს თვალში, ცნობიერების მაღალი რეჟიმის დამაბრმავებელი გამოცდილების შემდეგ, ვიდრე ეს აქამდე იყო.

  24. მისტიურ გამოცდილებაში ტიფარეტის ეტაპის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ხდება ბავშვის ინკარნაცია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისტიური გამოცდილება თანდათან აყალიბებს გამოსახულებებისა და იდეების ერთობლიობას, რომლებიც თანდათან ნათდება და ხილული ხდება, როდესაც ილუმინაციას აქვს ადგილი.

25. ტიფარეტის ეს ბავშვური ასპექტი ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისტიური საიდუმლოების ისეთ პრაქტიკულ მუშაობაში, რომელიც ილუმინაციას ეხება. ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ყრმა-ქრისტე არ იბადება, როგორც მინერვა, როგორც მამა ღმერთის მიერ თავიდანვე სრულად შეიარაღებული არსება, არამედ სიცოცხლეს იწყებს როგორც წვრილმანი, თავმდაბლად მცხოვრები ადამიანი მხეცებს შორის, და იგი არც ადამიანებთან ერთად ცხოვრობს. მისტიური გამოცდილების პირველი ნაპერწკალი ძალზე შეზღუდული უნდა იყოს, რადგან ჩვენ არ გვქონია საკმარისი დრო რათა გამოცდილებით შეგვექმნა სურათებისა და იდეების მთელი ნაკრები, რომლებიც სრული იდეის წარმოჩენას ემსახურება. მათი შეკრება შესაძლებელია მხოლოდ დროთა განმავლობაში; ყოველი ტრანსცენდენტული გამოცდილება ამატებს თავის აგურს ერთი-მეორეს და შემდგომი რაციონალური მედიტაციის ორგანიზებას.

26. მისტიკოსები მიდრეკილნი არიან დაუშვან შეცდომა და იფიქრონ, რომ ისინი ვარსკვლავს მიჰყვებიან ქადაგების მთისაკენ და არა ბეთლემისაკენ, ანუ დაბადების ადგილისკენ. სწორედ აქ არის სიცოცხლის ხის მეთოდი ასეთი ღირებული, რომელიც ტრანსცენდენტურს საშუალებას აძლევს გამოხატოს სიმბოლიზმი და ეს სიმბოლიზმი გადაითარგმნოს მეტაფიზიკურ ტერმინებში, რითაც იგი ფსიქიკას ინტელექტის საშუალებით სულიერებასთან აკავშირებს და ჩვენი სამმხრივი ცნობიერების სამივე ასპექტს ყურადღების ფოკუსში აქცევს.

27. სწორედ ტიფარეტში ხორციელდება მსგავსი ტრანსმუტაცია/თარგმანი, რადგან ტიფარეტში პირდაპირ მიიღება ცნობიერების მისტიური გამოცდილება, რომელიც ფსიქიკურ სიმბოლოებს ანათებს.

  II

28. ხის ცენტრალური სვეტი არსებითად ცნობიერების საყრდენს წარმოადგენს, ისევე როგორც გვერდითა სვეტები ძალაუფლების აქტიურ და პასიურ ასპექტებს განასახიერებენ. როდესაც სეფირები მიკროკოსმოსურად, ანუ კოსმოლოგიის ნაცვლად ფსიქოლოგიის თვალსაზრისით განიხილება, კეტერი ასახავს ცნობიერების ბირთვს და არა თავად ცნობიერბეას. დაათი, უხილავი სეფირა, ასევე ცენტრალურ სვეტზეა განთავსებული, თუმცა, მკაცრად რომ ვთქვათ, იგი სხვა განზომილებას ეკუთვნის. მაგალითად, როდესაც სიცოცხლის ხეს მაკროკოსმოსურად განვიხილავთ, დაათი იქნება მიკროკოსმოსთან შეხებს წერტილი. ხოლო სანამ ტიფარეტამდე არ მივაღწევთ, ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მკაფიო, ინდივიდუალურ ცნობიერებას.

29. ტიფარეტი სიცოცხლის ხეზე მეორე სამების ფუნქციურ მწვერვალს განასახიერებს, რომლის ორი ბაზალური კუთხე შედგება გედულასა და გებურასაგან. მეორე სამება, რომელიც პირველი სამებისაგან წარმოიქმნება, აყალიბებს განვითარებად ინდივიდუალობას, ანუ სპირიტუალურ სულს. ეს არის ის, რაც ნარჩუნდება და ყალიბდება მთელი ევოლუციის განმავლობაში; სწორედ აქედან წარმოიქმნება თანმიმდევრული პიროვნებები, ანუ ინკარნაციული ერთეულები; სწორედ აქ შეიწოვება გამოცდილების აქტიური არსი ყოველი ინკარნაციის ბოლოს, როდესაც განსხეულებული ერთეული მტვრად, ელემენტებად და ეთერად იშლება.

30. სწორედ მეორე სამება აყალიბებს სულს, უმაღლეს მეს, წმინდა მფარელ ანგელოზს. სწორედ ამ უმაღლესი "მეს" ხმაა, რომელიც ასე ხშირად გვესმის შინაგანი ყურით და არა განცალკევებული არსებებისგან,

31. მეორე სამების მიერ შექმნილი და მომზადებული არსი ყალიბდება მესამე სამებაში, რომელიც ინკარნაციული გამოცდილებით მალქუთში აისახება, რაც სიცოცხლის ხის ფიზიკური მექანიზმია. ტვინის ცნობიერება მალქუთს ეკუთვნის და სანამ მალქუთის სიბრტყეში ვართ მომწყვდეულები, ეს ყველაფერი უცილობლად გაგვაჩნია. მაგრამ, მალქუთის კარიბჭე დღეს დღეისობით დახშული არ არის და ბევრს შეუძლია ასტრალური სიბრტყის ფანტასმაგორიული ნაპრალიდან გაიხედოს და იესოდის ცნობიერება შეიგრძნოს. როდესაც იესოდამდე მიღწეულია, გზა იხსნება უმაღლესი ფსიქიზმისაკენ, ჭეშმარიტი ჭვრეტისკენ, რაც ტიფარეტისთვის არის დამახასაითებელი.

32. მაშასადამე, უმაღლესი ფსიქიზმის ჩვენი პირველი გამოცდილება, როგორც წესი, უფრო დაბალი ფსიქიზმის მდგომარეობიდან იწყება; ჩვენ ახლა მალქუთში ვიმყოფებით და ამ საფეხურიდან ვცდილობთ მთვარის იესოდისა და მზის ტიფარეტის დანახვას. სწორედ ამ მიზეზით, ყურებით გვესმის და თვალებით ვხედავთ, მაგრამ ისინი განსხვავდებიან ჩვეულებრივი ცნობიერებისაგან. ასეთ სფეროში საგნები არ არიან ასტრალური ფორმების პირდაპირი განსახიერებები, არამედ სულიერი საგნების სიმბლური განსახიერებები არიან, და ისიც ასტრალური ცნობიერების გადმოსახედიდან. ეს არის ქვეცნობიერის რეჟიმის ნორმალური ფუნქცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი საფუძვლიანად იქნეს გაგებული, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი მცდარი წარმოდგენები ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს და თავისუფლად შესაძლებელია რომ ფსიქიკური დისბალანსიც კი გამოიწვიოს.

 33. მათ, ვინც კარგად იცნობეს კაბალისტურ ტერმინოლგიას, უწყიან, რომ უდიდეს ინიციაციათაგან პირველი შედგება წმინდა მფარველ ანგელოზთან საუბრით ტკბობისგან; უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წმინდა მფარველი ანგელოზი, ნამდვილად არის ჩვენი უმაღლესი მე. მენტაციის ამ უმაღლესი რეჟიმის მთავარი მახასიათებელი იმაში მდგმარეობს, რომ იგი არ შედგება არც ხმებისგან და არც ხილვებისგან, არამედ სუფთა ცნობიერებას წარმოადგენს; ამ საფეხურზე ცნობიერების გაძლიერება და აზროვნების პროცესის დაჩქარება იწვევს გამჭრიახობისა და ჭვრეტის თავისებურ ძალას, რომელიც ჰიპერგანვითარებული ინტუიციის ხასიათს ატარებს. უმაღლესი ცნობიერება არასოდეს არის ფსიქიკური, არამედ იგი ინტუიციურია და არ შეიცავს სენსორულ გამოსახულებებს. სწორედ სენსორული გამოსახულებების არარსებობა ეუბნება ინიცირებულს, რომ იგი უმაღლესი ცნობიერების დონეზე იმყოფება.

34. ძველმა მისტიკოსებმა ეს იცოდნენ და ერთმანეთისგან განასხვავებდნენ ქტონურ, ანუ ქვესკნელთან კონტაქტებს და ღვთაებრივი საიდუმლოებების მისტერიებს.

35. ყველა დინამიურ რელიგიას გააჩნია დიონისეს ასპექტი. ქრისიტიანურ რელიგიაშიც კი, ბევრმა წმინდანმა დატოვა ჩანაწერი ჯვარცმული ქრისტესადმი მათი ერთგულების შესახებ, ხოლო საბოლოოდ განღმრთოების მიღწევასთან დაკავშირებით. როდესაც ისინი იმ ღვთაებრივ შთანთქმაზე საუბრობენ, რომელიც მათთან მოდის, ისინი იყენებენ ადამიანური სიყვარულის მეტაფორებს, რაც მათ მიერ აღქმულს და განცდილს შესაბამისად გამოხატავს - "რა საყვარელი ხარ ჩემო სიცოცხლევ, ჩემო მეუღლევ..." "დავღლილვარ ღმერთის ტუჩებისაგან ნაკოცნი..." და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ბევრს ეუბნება მათ, ვისაც საკმარისი გაგება გააჩნია.

36. რელიგიის დიონისური ასპექტი არსებით ფაქტორს წამორადგენს ადამიანურ ფსიქოლოგიაში და მოცემული ფაქტორის გაუგებრობა ერთის მხრივ ხელს უშლის სულიერი სულიერი გამოცდილების გამოვლენას ჩვენს თანამედროვე ცივილიზაციაში, ხოლო მეორეს მხრივ უცნაურ რელიგიურ გადახრებს იძლევა. ასეთი გაუგებრობა დროდადრო სკანდალებსა და ტრაგედიებს იწვევს უფრო დინამიური რელიგიური მოძრაობების მაღალ ლოჟებში.

37. არსებობს გარკვეული ემოციური კონცენტრაცია და ამაღლება, რაც ხელმისაწვდომს ხდის ცნობიერების მაღალ ფაზებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია მათი მიღწევა. ასტრალური სიბრტყის გამოსახულებები გადადიან ემოციურ ინტენსივობაში, რომელიც ანთებულ ცეცხლს ჰგავს, ხოლო როდესაც ბუნების მთელი ნამსხვრევები აალდება, კვამლი იწმინდება და ჩვენ ვრჩებით სუფთა ცნობიერების თეთრი სითბოთი გარშემორტყმულნი. ადამიანსი გონების ბუნებით, ანუ ტვინით, რომელიც მისი იარაღია, ასეთი სითბო დიდხანს ვერ გაძლებს; მაგრამ, მისი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ცვლილებები აისახება ტემპერამენტში და ამის შედეგად გონება თავად იღებს ახალ ცნებებს და განიცდის გაფართოებას, რომელიც ნაკლებობას არასდროს განიცდის. გამოცდილების უზარმაზარი ამაღლება კვდება, მაგრამ ჩვენ გვრჩება პიროვნების მუდმივი გაფართოება, სიცოცხლის აღქმის გაძლიერებული უნარი და სულიერი რეალობის გაცნობიერების ძალა, რომელიც ვერასდოეს იქნებოდა ჩვენი, თუ ძალისხმევით არ მოვიპოვებდით ცნობიერების უფსკრულის ექსტაზის იმპულსით.

 38. თანამედროვე სულიერ ლიდერებს არ აქვთ ცოდნა ექსტაზის მიზანმიმართული წარმოების ტექნიკის შესახებ და საერთოდ არ იციან, როგორ წარმართონ იგი, როდესაც ექსტაზი სპონტანურად დგება. ინიცირებულს შეუძლია ხელოვნურად გამოიწვიოს ექსტაზის მდგომარეობა, მაგრამ არის შემთხვევები (განსაკუთრებით ექსტაზის პირველი განცდებისას), როცა ექსტაზური გამოცდილების დასრულების შემდეგ ინიცირებულს ცხოვრება უაღრესად უინტერესო, მოძველებული და წამგებიანი ეჩვენება, როდესაც ჩვეულებრივი მდგომარეობა ბრუნდება. იმის გამო, რომ ექსტაზი კვდება, მოციქულს ჰგონია, რომ ღმერთი დაკარგა; როგორც ჩანს, ვერავინ აცნობიერებს, რომ ექსტაზი ცნობიერების ციმციმია და თუ იგი ხანგრძლივად გაგრძელდება, მთლიანად გადაწვავს ტვინს და მთელს ნერვულ სისტემას.

39. სიცოცხლის ხის ტექნიკა ზუსტ ინტერპრეტაციას აძლევს მოცემულ სულიერ გამოცდილებას, და ისინი, ვინც ამ ტექნიკაში არიან გაწვრთნილნი, ერთმანეთში არ ურევენ საკუთარი უმაღლესი ცნობიერების აღძვრას და ღმერთის ხმას. მალქუთის სენსორული ცნობიერებიდან იესოდის ასტრალურ ფსიქიკამდე, ხოლო აქედან უფორმო ინტუიციამდე და ტიფარეტის აჩქარებულ ცნობიერებამდე, აღქმა შეუფერხებლად და ოსტატურად ვითარდება. არასოდეს აურიოთ სფეროები ერთმანეთში და არ დაუშვათ, რომ ერთი სფეორი მეორეში აითქვიფოს, არამედ ეცადეთ, რომ ცენტრალიზებული ცნობიერების ფოკუსში მოაქციოთ ყოველი მათგანი.

 III

 40. ტიფარეტს კაბალისტები უწოდებენ შემეშს, ანუ მზის სფეროს; საინტერესოა აღინიშნოს, რომ ყველა მზის ღმერთი არის მკურნალი ღმერთი და ყველა მკურნალი ღმერთი მზის ღმერთია; ეს არის ფაქტი, რომელიც საფიქრალს გვაძლევს.

41. მზე ჩვენი არსებობის ცენტრალური წერტილია. მზის გარეშე მზის სისტემა არ იარსებებდა. მზის შუქი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოცხალი არსებების მეტაბოლიზმში, მთლიანად სიცოცხლის პროცესში და სწორედ მასზეა დამოკიდებული მცენარეებისა და ცხოველების მთელი კვება. მისი გავლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული ვიტამინებთან, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ გარკვეული ვიტამინების გამოყენება შესაძლებელია მისი აქტივობის გასაძლიერებლად. ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ მზის შუქი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს კეთილდღეობაში; შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ვთქვათ, რომ მზის შუქი აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის და ჩვენი ასოციაცია მზესთან ბევრად უფრო ინტიმურია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

42. მინერალურ სფეროში მზის სიმბოლოს განსასახიერებს ოქრო, სუფთა და ძვირფასი მეტალი, რომელთან მიმართებაშიც ყველა ერი შეთანხმდა, რადგან ყველა კულტურაში ოქროს უწოდეს მზის ლითონი და აღიაროს ყველაზე ძვირფასი ლითონად და გაცვლის ძირითად ერთეულად. ოქროს როლი ერების პოლიტიკაში ბევრად აღემატება მის შინაგან სარგებლობას. უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი სუბსტანცია დედამიწაზე, რომელიც აბსოლუტურად უხრწნელია და არასოდეს იჟანგება ან ფუჭდება. ოქრო შეიძლება გაფუჭდეს მის ზედაპირზე ჭუჭყის დაგროვებით, მაგრამ თავად ლითონი, ვერცხლისა და რკინისგან განსხვავებით, არ განიცდის ქიმიურ ცვლილებას ან დეკომპოსტაციას. არც წყალი არ იწვევს მის დაზიანებას.

43. მზე ჩვენთვის ჭეშმარიტად სიცოცხლის მომცემი და ყოველი არსების წყაროა; ეს არის ერთადერთი ადეკვატური სიმბოლო მამა ღმერთისა, რომელსაც მართებულად შეიძლება ეწოდოს ''მზე მზის უკან''. ტიფარეტი, ფაქტობრივად, კეტერის უშუალო ანარეკლია. სწორედ მზის შუამავლობით მოდის სიცოცხლე დედამიწაზე და სწორედ ტიფარეტის ცნობიერების საშუალებით ვუკავშირდებით სიცოცხლისუნარიანობის წყაროებს და ვეყრდნობით მათ, როგორც ცნობიერად, ისე არაცნობიერად.

44. მზე, უპირველეს ყოვლისა, ენერგიის გამოვლინების სიმბოლოა; ეს არის მზის სულიერი ენერგიის უეცარი ამოფრქვევები, რომლებიც ღვთაებრივი ექსტაზის განცდას იწვევს. ეს არის ოქრო, როგორც ფულის საფუძველი, რომელიც გარეგანი სასიცოცხლო ძალის ობიექტური წარმომადგენელია; რადგან, ჭეშმარიტად, ფული სიცოცხლეა და სიცოცხლე ფულია - ფულის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია შევიგრძნოთ სიცოცხლის სრულფასოვნება. სასიცოცხლო ძალა, რომელიც ფიზიკურ სფეროში ენერგიის სახით და მენტალურ სფეროში ინტელექტისა და ცოდნის სახით გამოიხატება, შეიძლება შესაბამისი ალქიმიური ოპერაციებით ფულადაც გარდაიქმნას. ფული ადამიანის ენერგიის სიმბოლოა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია საათობრივად დავაგროვოთ ჩვენი სამუშაო პროდუქტი, მივიღოთ იგი ხელფასად კვირის ბოლოს და დავხარჯოთ საჭირო მოთხოვნილებებზე ან დავზოგოთ მომავალი გამოყენებისათვის. ფული არის ადამიანის ენერგიის სიმბოლო და იგი მიიღება მხოლოდ ამ ენერგიის დახარჯვით; მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს მამის ან ქმრის ენერგია, რომელიც მემკვიდრეს გადაეცემა, მეშვეობით, იგი მაინც ასახავს რომელიმე ადამიანის საქმიანობის სიმბოლოს, რომელიმე სფეროში, თუნდაც ეს იყოს მხოლოდ კომპანიის ხელშემწყობი ან ქურდობის სფერო.

  45. ოქროს საიდუმლო მიწისქვეშა მოძრაობები აშკარად მოქმედებს ერების პოლიტიკაში, ისევე როგორც ჰორმონები მოქმედებენ ადამიანის სხეულში, და არსებობს კოსმოსური კანონები, რომლებიც მართავენ ერთა მოქცევისა და ეპოქალურ მოძრაობებს, რაშიც ეკონომისტები არც კი ეჭვობენ.

46. კეთერი, სივრცე, ყოველი არსებობის წყარო, ტიფარეტს ირეკლავს, რომელიც მოქმედებს როგორც პირველადი სულიერი ენერგიის ტრანსფორმატორი და გამანაწილებელი. ჩვენ ამ ენერგიას ვიღებთ უშუალოდ მზის შუქისაგან და ირიბად ვიღებთ მწვანე მცენარეების ქლოროფილის საშუალებით, რაც მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ მზის შუქი, რომელსაც ჩვენ ჯერ მცენარეუ საკვების სახით ვჭამთ, მეორე მხრივ კი ბალახისმჭამელი არსებების ქსოვილების მეშვეობით ვღებულობთ.

47. მაგრამ, მზის ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე სიცოცხლის წყარო. ის ასევე არის მკურნალი, როდესაც ცხოვრება არასწორი მიმართულებით მიდის. დაავადებას არ გააჩნია ენერგია, გარდა იმისა, რასაც სესხულობს ორგანიზმიდან. მაშასადამე, სასიცოცხლო ძალის კორექტირებით უნდა მოხდეს განკურნება და მზის ღმერთები არიან ბუნებრივი ღმერთები, რომლებსაც უნდა მივმართოთ აღდგენასთან და განკურნებასთან დაკავშირებით, რადგან სიცოცხლე და მზე ერთმანეთთან განუყოფელ და ძალიან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან.

48. მზის გავლენის მანიპულირების შესახებ მათი ცოდნის წყალობით, ძველი ინიცირებულები აღასრულებდნენ განკურნების სასწაულს და თავად მზის თაყვანისცემაძველი საბერძნეთის ესკულაპური კულტის სათავეს ეყრდნობოდა.

49. ჩვენ, თანამედროვეებმა, ვისწავლეთ მზის შუქისა და ვიტამინების ღირებულება ჩვენს ფიზიოლოგიურ აგებულებაში, მაგრამ ვერ გავაცნობიერეთ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მზის გავლენის სულიერი ასპექტი ჩვენს ფსიქიკურ აგებულებაში, ამ სიტყვის სრული გაგებით. ადამიანის სულში არსებობის ტიფარეტის ასპექტი, რომელიც უძველესი ტრადიციის თანახმად,  მზის წნულში მდებარეობს და არა თავში ან გულში, რომელსაც შეუძლია მზის ენერგიის დახვეწილი ასპექტის აღქმა. ისევე, როგორც მცენარის ფოთოლში არსებული ქლოროფილი იძენს მის უფრო ხელშესახებ ასპექტს, იგივე ხდება ადამიანურ არსებაშიც. თუ ამ ენერგიას მოწყვეტენ და მის ათვისებაში ხელს შეგვიშლიან, გონებითა და სხეულით ისეთივე ავადმყოფი და სუსტები გავხდებით, როგორც მცენარეები, რომლებიც სარდაფში, მზის სხივებისგან მოშორებით იზრდებიან.

50. ბუნების სულიერი ასპექტისგან მსგავსი მოწყვეტა განპირობებულია მენტალური დამოკიდებულებით. როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ ბუნებაში ჩვენი ნაწილის და ჩვენში ბუნების ნაწილის აღიარებაზე, ჩვენ ვთრგუნავთ სიცოცხლის მომცემი მაგნეტიზმის ამ თავისუფალ დინებას, ნაწილსა და მთლიანს შორის; და სულიერი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული ელემენტების ნაკლებობასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობა შეუძლებელია.

  51. ფსიქოანალიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რეპრესიას, როგორც ფსიქიკური დაავადების გამომწვევ მიზეზს; მათ ისწავლეს რეპრესიების ამოცნობა, რადგან სქესობრივი რეპრესიის უკიდურეს ფორმაში მისი მავნე შედეგები თვალსაჩინოა. თუმცა მათ არ ესმოდათ, რომ სქესობრივი რეპრესია, თუ ის არ არის გამოწვეული გარემოებებით, ამ შემთხვევაში არ იწვევს დისოციაციას, თუმცა შესაძლოა დადგეს შედეგი, რომელიც სექსზე გაცილებით ღრმაა და ფესვები აქვს ცრუ სულიერებაში, ყალბი შეხედულებები და იდეალიზმი იწვევს სიმპათიების მოწყვეტას, სიცოცხლის მომცემი არსებობის აღიარებისა და მადლიერების არ-დაფასებას. ეს გამოწვეულია სულიერი ამაოებით, რომელიც ბუნების უფრო პრიმიტიულ ასპექტებს განიხილავს, მისი ჭეშმარიტი ღირსების დანახვის ნაცვლად.

52. ეს არის ჩვენი ყალბი იდეალებისა და ცრუ ღირებულებების შედეგი, რის გამოც ამდენ ნევროზულ ავადმყოფობას ვატარებთ. იმის გამო, რომ პრიაპუსსა და კლოაკინას არ ენიჭებათ თავიანთი ღვთაებები, ჩვენ ვართ დაწყევლილნი მზის ღმერთის მიერ და მოწყვეტილი ვართ მისი კეთილგანწყობილი გავლენისგან, მისი შეურაცხყოფისთვის.

53. როდესაც არსება არ არის გამრავლებისთვის შესაფერის მდგომარეობაში, სექსუალური აქტი საძაგლობად ითვლება; ეს არის მოკრძალების ბუნებრივი საფუძველი და იგი იცავს ორგანიზმს დაბინძურებისა და ენერგიის უაზრო ფლანგვისგან.

54. ჩვენი დამოკიდებულება ბუნებრივი ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართ გულისხმობს, რომ ისინი არაბუნებრივი, დამცირებული და შხამიანია. შესაბამისად, ჩვენ მოწყვეტილნი ვართ დედამიწის კონტაქტებისგან; მაშინ წრე ირღვევა და ზეციური კონტაქტებიც აღარ აღწევენ ჩვენამდე. კოსმიური დენი დენი კეტერიდან, ტიფარეტისა და იესოდის გავლით, მალკუთამდე ჩამოდის; თუ წრე სადმე გარღვეულია, იგი ვერ იმუშავებს. მართალია, რომ მატერიალური სიცოცხლის განმავლობაში შეუძლებელია წრედის ბოლომდე გაწყვეტა, რადგან სასიცოცხლო პროცესები იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული ბუნებაში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მათი ჩახშობა; მაგრამ მენტალურმა დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს არხის ისეთი შეხორცება,)ეს შეიძლება იყოს იზოლაცია ან დათრგუნვა) რომ სასოწარკვეთილი ორგანიზმის წინააღმდეგობის შედეგად ენერგიის მცირე ნაკადის შეწოვა შევძლოთ.

55. ტიფარეტში, მზის ცენტრში, ჩვენ გვაქვს სულიერი გამოვლინება ბუნებრივ ასპექტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მზის ღმერთს, როგორც სულიერი პროცესების ნატურალიზაციის სიმბოლოს; ადამიანთა ტანჯვის ისტორიაში ბუნებრივი პროცესების სპირიტუალიზაციას ბევრი პასუხი ჰქონდა კაცობრიობისათვის.

 

  IV

 

56. მეექვსე სეფირასათვის მინიჭებული სიმბოლოები ძალიან ნათელ მაგალითებად იქცევა, როდესაც მათ იმ ინფორმაციის ფონზე განვიხილავთ, რაც ახლა ვიცით ტიფარეტის შესახებ. აქ გვაქვს შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ უკავშირდება მაკროკოსმოსური და მიკროკოსმოსური სიმბოლოები სეფირას შინაარსს.

57. ებრაული სიტყვა, "ტიფარეტი", ნიშნავს სილამაზეს; სილამაზიის მრავალი დეფინიციიდან, ყველაზე დამაკმაყოფილებელია ის, რაც სილამაზეს სათანადო და სამართლიან პროპორციას ანიჭებს; მაშასადამე, საინტერესოა, რომ ტიფარეტის სეფირას, როგორც მთელი სიცოცხლის ხის წონასწორობის ცენტრის ორი სულიე გამოცდილებიდან ერთ-ერთს ჰარმონიის ხილვა წარმოადგენს.

58. საინტერესოა, რომ ტიფარეტს ორი ცალკეული და, ერთი შეხედვით, ურთიერთდაკავშირებული სულიერი გამოცდილება აქვს მინიჭებული. ტიფარეტი, ფაქტობრივად, ერთადერთი სფეროა სიცოცხლის ხეზე, სადაც ეს ხდება. ის ასევე უნიკალურია იმით, რომ მას რამდენიმე მაგიური გამოსახულება აქვს მინიჭებული; ამიტომ, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ აქვს ცენტრალურ სეფირას მრავალი ასპექტი. პასუხი გვხვდება ტიფარეტისთვის მინიჭებულ იეცირატულ ტექსტში, რომელიც აცხადებს, რომ „მეექვსე ბილიკს ეწოდება შუამავალი ინტელექტი“. შუამავალი, არსებიდად დამაკავშირებელი რგოლია. შესაბამისად, ტიფარეტი თავის ცენტრალურ პოზიციაში უნდა განიხილებოდეს როგორც ორმხრივი გადამრთველი, ძალაუფლების გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ტიფარეტი არის ფორმა. ეს არის, ფაქტობრივად, არქეტიპული სეფირა, რომელშიც ხუთი უმაღლესი სეფირას მიერ წარმოდგენილი დიდი პრინციპები ჩამოყალიბებულია შემდეგ ცნებებად; "მასში ემანაციების შემოდინებები მრავლდება", როგორც სეფერ იეცირა აცხადებს.

59. კეტერი ტიფარეტში საკუთარ თავს ხედავს, როგორც ანარეკლს სარკეში.

60. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ზემოდან დანახულის თვალსაზრისიდან ტიფარეტი შედარებით ახალგაზრდა გამოვლინებაა, იგი ასევე არის ადამ კადმონი, არქეტიპული ადამიანი, იმ შემთხვევაში, როდესაც მას ქვემოდან შევხედავთ, ანუ იესოდისა და მალქუთის გადმოსახედიდან. ტიფარეტი არის მელეხი, მეფე, მალახის ქმარი, - პატარძალი, მალქუთის ერთ-ერთი ტიტულია.

61. სწორედ ტიფარეტში ვპოულობთ არქეტიპულ იდეებს, რომლებიც მთელი გამოვლენილი შემოქმედების უხილავ ჩარჩოს ქმნიან, და რომლებიც აყალიბებენ და გამოხატავენ უფრო დახვეწილი სეფიროტებიდან მომდინარე პირველად პრინციპებს. ეს არის  გამოსახულების საგანძური უფრო მაღალ შკალაზე; მაგრამ მაშინ, როცა ასტრალური სიბრტყე დასახლებულია ფორმებიდან ასახული გამოსახულებებით, ტიფარეტის სფეროს გამოსახულებები არის ის, რაც კრისტალიზდება უმაღლესი ძალების სულიერი ემანაციებიდან.

  62. ტიფარეტი არის შუამავალი მიკროკოსმოსსა და მაკროკოსმოსს შორის; „რაც ზემოთ, ის ქვემოთ“, ეს არის არის შემეშის (მზის) სფეროს მთავარი სიტყვები; უზენაესი მზე, რომელიც მზის უკან არის განთავსებული, მანიფესტაციაში ფოკუსირდება.

63. ღვთაებრივი ადამიანის ანატომიაში ასახულია მთელი ორგანიზაციისა და ევოლუციის ინტერპრეტაცია; სინამდვილეში, მატერიალური სამყარო ფაქტიურად ამ ღვთაებრივი ადამიანის ორგანოებსა და ასპექტებს განასახიერებს; და სწორედ ადამ კადმონის სულის გაგებით, რომელიც შედგება "ემანაციების შემოდინებისგან", შეგვიძლია მისი ანატომიის ინტერპრეტაცია ფუნქციების მიხედვით, რაც ერთადერთი გზაა, რომლითაც ანატომია შესაძლოა ჭკვიანურად შეფასდეს. იმის გამო, რომ მეცნიერება დიდწილად კმაყოფილია აღწერილობებით და შორდება მიზანმიმართულ ახსნა-განმარტებებს, იგი უნაყოფოა ყოველგვარი ფილოსოფიური მნიშვნელობებისაგან.

64. ტრანსცენდენტურ ფსიქოლოგიაში, რომელიც მიკროკოსმოსის ანატომიას წარმოადგენს, მკერდი არის ტიფარეტისთვის მინიჭებული კორესპონდენციის ადგილი. მკერდში მდებარეობს ფილტვები და გული, და უშუალოდ ამ ორგანოების ქვემოთ, მათთან მჭიდრო კავშირშია და ყველაფერს აკონტროლებს ნერვების უდიდესი ქსელი, რომელიც ცნობილია, როგორც მზის წნული. ფილტვები ინარჩუნებენ ინდივიდუალურ ინტიმურ ურთიერთობას მიკროკოსმოსსა და მაკროკოსმოსს შორის ატმოსფეროს უწყვეტი მიმოქცევის მოძრაობის განსაზღვრით, შიგნით და გარეთ, შიგნით და გარეთ, რომელიც არასოდეს ჩერდება დღისა და ღამის განმავლობაში. გული განსაზღვრავს სისხლის მიმოქცევას, სისხლი კი, როგორც პარაცელსუსმა ჭეშმარიტად აღნიშნა, არის "სინგულარული ფლუიდი". თანამედროვე მედიცინამ კარგად იცის, რას ნიშნავს მზის სინათლე სისხლში. მან ასევე აღმოაჩინა, რომ ქლოროფილს, რომელიც მწვანე ნივთიერებაა მცენარეების ფოთლებში, რომელიც მათ საშუალებას აძლევს გამოიყენონ მზის შუქი, როგორც ენერგიის წყარო, აქვს ძალიან ძლიერი გავლენა არტერიულ წნევაზე.

65. ტიფარეტის სამი მაგიური გამოსახულება ძალიან საინტერესოა, რადგან ერთი შეხედვით ისინი იმდენად არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ თითოეული მათგანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგრამ იმის ფონზე, რაც ახლა ჩვენ ვიცით ტიფარეტთან დაკავშირებით, მათი მნიშვნელობა და ურთიერთობა აშკარად ჩანს სიმბოლური ენის თვალსაზრისით; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტიფარეტი შესწავლილია იესო ქრისტეს ცხოვრების ფონზე.

66. ტიფარეტი, ანუ სამების პირველი კოაგულაცია, შესაფერისად არის წარმოდგენილი, როგორც ახალშობილი ბავშვი ბეთლემის ბაგაში; შემდგომში იგი ხვდება მსხვერპლშეწირული ღმერთი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის; და როცა ის მკვდრეთით აღდგება, იგი მეფის მსგავსად ბრუნდება თავის სამეფოში. ტიფარეტი კეტერისა და მალქუთის მეფის შვილია და საკუთარ სფეროში მას მსხვერპლად სწირავენ.

67. ჩვენ ვერ შევძლებთ ტიფარეტის სწორად გაგებას, თუ არ გვექნება რაიმე კონცეფცია მსხვერპლშეწირვის რეალური მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ძალიან განსხვავდება პოპულარული შეხედულებისგან, თითქოს იგი აღნიშნავს რაიმე ძვირფასის ნებაყოფლობით დაკარგვას. მსხვერპლშეწირვა არის ძალის გადატანა ერთი ფორმიდან მეორე ფორმაში. არ არსებობს ძალის სრული განადგურება; მიუხედავად იმისა, რომ იგი მთლიანად გაქრება ჩვენი სფეროდან, ის ინარჩუნებს საკუთარ თავს სხვა ფორმით, ენერგიის შენარჩუნების დიადი ბუნებრივი კანონის მიხედვით, რომელიც არის კანონი, რაც მ₾ტანად ინარჩუნებს ჩვენი სამყაროს არსებობას. ენერგია შეიძლება ჩაკეტილი იყოს ფორმაში და, შესაბამისად, იგი სტატიკურ ძალას იქცევა; ან შეიძლება თავისუფალი იყოს ფორმირებისა და მიმოქცევის მონობისაგან. როდესაც ჩვენ ვიღებთ რაიმე სახის მსხვერპლს, ჩვენ ვღებულობთ ენერგიის სტატიკურ ფორმას და ვარღვევთ მას, რომელიც ძალას პატიმრობაში ამყოფებს. ის, რასაც ჩვენ მსხვერპლად ვწირავთ ერთი ფორმის სახით, დროთა განმავლობაში კვლავ გამოჩნდება სხვა ფორმით; გამოიყენეთ ეს კონცეფცია მსხვერპლშეწირვის რელიგიურ და ეთიკურ იდეებთან მიმართებაში და შედეგად ძალიან ღირებულ მინიშნებებს მიიღებთ.

  68. ტიფარეტის სფეროს ღმერთის სახელი არის "ტეტრაგრამატონ ალოაჰ ვა დაათ", რომელიც მჭიდრო კავშირშია უხილავ სეფირასთან, დაათთან, რომელიც ტიფარეტსა და კეტერს შორის არსებობს. დაათის სეფირა განასახიერებს ცნობიერების გარიჟრაჟს. "ტეტრაგრამატონ ალოაჰ ვა დაათის" თარგმანი ჟღერს, როგორც - "ღმერთი მანიფესტირდა გონების სფეროში".

69. მიკროკოსმოსში ტიფარეტი წარმოადგენს უმაღლეს ფსიქიზმს, ინდივიდუალობის ცნობიერების რეჟიმს ან უმაღლეს მეს. ეს არის არსებითად რელიგიური მისტიკის სფერო, რომელიც გამოირჩევა იესოდის მაგიისა და ფსიქიზმისაგან; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლის ხის ცენტრალური სვეტის სეფირა წარმოადგენს ცნობიერების დონეებს, ხოლო მის გვერდით სვეტებზე განთავსებული სეფირები წარმოადგენენ ძალაუფლების ფუნქციონირების რეჟიმებს. ტიფარეტზე ასევე ნათქვამია, რომ ეს არის დიადი ოსტატების სფერო; ტიფარეტი განასახიერებს მარადიული ცაში განთავსებულ ტაძარს და "დიადი თეთრი ლოჟის" ცენტრს. სწორედ აქ ფუნქციონირებს ინიცირებული ადეპტი უმაღლეს ცნობიერებაში; ინიცირებული ტიფარეტში მიდის ოსტატებთან შესახვედრად და სწორედ "ალოჰ ვა დაათის" სახელის მნიშვნელობის გაგების შედეგად ეხსნება მას უმაღლესი ცნობიერება.

70. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ იმ მნიშვნელობის პროპორციულად, რა გავლენასაც ახდენს სიტყვა ჩვენზე, სიტყვა ხდება ძალაუფლების სიტყვა. მისი მსხვერპლის სახელი არის ძალაუფლების სიტყვა მკვლელისთვის; მოცემული ასპექტი თითქმის ყველგან არის აღიარებული; ზოგიერთ ქვეყანაში არტერიული წნევის ცვლილებების აღრიცხვის ინსტრუმენტი მიმაგრებულია ეჭვმიტანილის მკლავზე, და დაკითხვის დროს გარდაცვლილის სახელი და სხვა სიტყვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დამნაშავეს უეცრად ჩასჩურჩულებენ ყურში კონკრეტულ სიტყვას და თუ ეს მისთვის „ძალაუფლების სიტყვებია“, ინსტრუმენტი მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე აღრიცხავს.

71. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ძალაუფლების სახელები პირდაპირ გავლენას ახდენენ სულებზე, ანგელოზებზე, დემონებზე და მსგავს არსებეზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალაუფლების სახელი ახორციელებს თავის გავლენას ჯადოქარზე და ცნობიერების ამაღლებითა და ხელმძღვანელობით აძლევს მას შესაძლებლობას დაუკავშირდეს სულიერი გავლენის არჩეულ ტიპებს; თუ მას ჰქონია ამ კონკრეტული ტიპის გავლენის გამოცდილება, ძალაუფლების სიტყვა ძლიერ ქვეცნობიერ მოგონებებს აღძრავს; ხოლო თუ მას არ გააჩნია მსგავსი ცოდნა და ამ საკითხს მეცნიერის არაფანტაზიური და ურწმუნო სულისკვეთებით მიუდგება, „ევოკაციის ბარბაროსული სახელები“ მისთვის მხოლოდ ჰოკუს-ფოკუსი იქნება.

72. მაშასადამე, ვიცით, რომ თითოეულ სეფირას ენიჭება გარკვეული სულიერი გამოცდილება და სანამ ადამიანს არ ექნება ეს გამოცდილება, იგი არ ითვლება მოცემული სეფირას ინიცირებულ ადეპტად და არ შეუძლია გამოიყენოს მისი ძალაუფლების სახელები, მაშინაც კი, თუ მან იცის ძალაუფლების სახელები. როგორც ტრადიცია გვიჩვენებს, საკმარისი სრულებით არ არის ძალაუფლების სახელის ცოდნა, ადამიანმა ასევე უნდა იცოდეს მისი ვიბრაცია. ზოგადად მიჩნეულია, რომ ძალაუფლების სახელის ვიბრაცია არის სწორი ნოტი, რომლის მიხედვითაც მან უნდა იგალობოს; მაგრამ, მაგიური ვიბრაცია ამაზე ბევრად მეტია. როდესაც ადამიანი ღრმად არის აღელვებული და ამავე დროს სულიერად ამაღლებული, ხმა რამდენიმე ტონით ეცემა ნორმალურ სიმაღლეზე და ხდება რეზონანსული და ცოცხალი; ეს არის ემოციისკანკალი, რომელიც შერწყმულია ერთგულების რეზონანსთან, რომელიც წარმოადგენს სახელის ვიბრაციას და ამის სწავლა ან სწავლება შეუძლებელია; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სპონტანური. იგი ქარს ჰგავს, და იქ უბერავს, სადაც სურს. როცა მოდის, ცეცხლოვანი სიცხის ტალღით აღიძვრება თავიდან ქუსლამდე და ყველა, ვინც ამას გაიგონებს, უნებურად მას აქცევს ყურადღებას. ძალაუფლების სიტყვის ვიბრაციის მოსმენა არაჩვეულებრივი გამოცდილებაა. კიდევ უფრო არაჩვეულებრივი გამოცდილება კი მისი ვიბრაციაა.

  73. ტიფარეტის მთავარანგელოზი არის რაფაელი, "სული, რომელიც მზეზე დგას", რომელიც განკურნების მთავარანგელოზია.

74. როდესაც ინიცირებული ხეზე მუშაობს, ანუ თავის წარმოსახვაში აყალიბებს სიცოცხლის ხის დიაგრამას საკუთარ აურაში, იგი აყალიბებს ტიფარეტს მზის წნულში, მუცელსა და მკერდს შორის; თუკი ადეპტი აპირებს მეექვსე სეფირას სფეროში მუშაობას და ძალის კონცენტრირებას ამ ცენტრში, იგი აღმოაჩენს, რომ მოულოდნელად გახდება მზეზე მდგარი სული, რომელსაც ირგვლივ ცეცხლოვანი ფოტოსფერო აკრავს. ერთია სეფირას აურაში შესვლა, მაგრამ სულ სხვაა საკუთარი თავის აღმოჩენა მოცემულ სეფირაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სეფირას გავლენის მიღება წინა ოპერაციბის შედეგად, (და ეს საკმაოდ კარგი რუტინული მეთოდია ყოველდღიური მედიტაციისთვის), ეს იქამდე არ მოხდება, სანამ ადამიანი შინაგანად სუფთა არ გახდება. და იმის ნაცვლად, რომ ადეპტი სფეროს გარეთ იმყოფებოდეს, იგი იმყოფება სფეროს შიგნით - მას შეუძლია სეფირას ძალით მუშაობა. სწორედ ეს გამოცდილება ითვლება სეფირას ინიციაციის კულმინაციად.

75. ტიფარეტის ანგელოზთა ორდენი არის მალახიმები, ანუ ხელმწიფებანი. ისინი ბუნებრივი ძალების სულიერი პრინციპების განსახიერებებს წარმოადგენენ და ბუნებრივ ძალებს ვერავინ გააკონტროლებს, ან თუნდაც უსაფრთხოდ დაამყარებს კონტაქტს ელემენტარულ პრინციპებთან იქამდე, სანამ ადეპტი არ მიიღებს ტიფარეტის ინიციაციას. ადეპტი უნდა გაეცნოს მალახიმებს და მალახიმებმა უნდა მიიღონ ადეპტი, ანუ მან უნდა გააცნობიეროს ბუნებრივი ძალების საბოლოო სულიერი ბუნება, სანამ იგი მათ ელემენტარულ ფორმაში გაუმკლავდება. მათი სუბიექტური ელემენტარული ფორმით, ისინი ჩნდებიან მიკროკოსმოსში, როგორც ბრძოლის, გამრავლების, საკუთარი თავის დამცირების და თავის განდიდების მძლავრი ინსტინქტები; ეს არის ფსიქოლოგისთვის ცნობილი ყველა ემოციური ფაქტორი. მაშასადამე, აშკარაა, რომ თუ ამ ემოციებს ჩვენს ბუნებაში ვაღვივებთ და მათ სტიმულირებას ვახდენთ, ეს ხორციელდება იმისთვის რათა გამოვიყენოთ ისინი, როგორც უმაღლესი მე-ს მსახურები, კონტროლირებადი გონებითა და სულიერი პრინციპის შედეგად. ამიტომ, როდესაც ელემენტარულ ძალებთან ვმოქმედებთ, აუცილებელია ეს გავაკეთოდ მალახიმების მეშვეობით, მთავარანგელოზ რაფაელის თავმჯდომარეობით და სფეროს შესაბამისი ღვთის წმინდა სახელის მოწოდებით. მიკროკოსმოსურად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მძლავრი ელემენტარული მამოძრავებელი ძალები უმაღლეს მესთან არის დაკავშირებული, ნაცვლად იმისა, რომ ისინი  ფროიდის არაცნობიერის ქლიფოტურ ქვესკნელში დაინთქას.

76. ელემენტარული ოპერაციები, ცხადია, არ სრულდება ტიფარეტის სფეროში, მაგრამ აუცილებელია, რომ ისინი კონტროლდებოდეს ტიფარეტის სფეროდან, თუკი ისინი დარჩებიან თეთრი მაგიის ფარგლებში. თუ ასეთი უმაღლესი კონტროლი არ არსებობს, ისინი მალე გადაინაცვლებენ შავ მაგიაში. ნათქვამია, რომ დაცემისას, ოთხი ქვედა სეფირა ჩამოშორდა ტიფარეტს და ძალიან ახლოს აღმოჩნდა ქლიფოთთან, იმ დონეზე, რომ იგი თითქმის გაიგივდა მათთან. როდესაც ელემენტარული ძალები შორდებიან თავიანთ სულიერ პრინციპებს ჩვენს კონცეფციებში, ისინი თვითმიზნად იქცევიან, მაშინაც კი, თუ ეს განზრახული არ არის. მაგრამ, როდესაც ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ სულიერ პრინციპებს ყველა ბუნებრივი საგანის მიღმა, ეს მოგვანიჭებს უდანაშაულო მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთ დროს ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიმუშაოთ მათთან და უპირატესად განვავითაროთ ისინი ჩვენს ბუნებაში; შედეგის სახით ისინი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელ არარეპრესიას და წონასწორობას. ბუნებრივი ასპექტების მსგავსი კორელაცია სულიერთან, რითაც იგი უმანკო მდგომარეობაში ნარჩუნდება, ძალზე მნიშვნელოვანი წერტილია ყველანაირ პრაქტიკულ მუშაობაში, მაგიის ნებისმიერი ფორმის ჩათვლით.

 V

 

77. როგორც უკვე დავინახეთ, ტიფარეტს გააჩნია ორი სულიერი გამოცდილება, საგნების ჰარმონიის ხედვა და ჯვარცმის საიდუმლოების გაგება.

78. საგანთა ჰარმონიის ხილვაში იგულისხმება ბუნების სულიერი ასპექტის დანახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ საფეხურზე ჩვენ ვხვდებით ანგელოზურ მეფეებს, მალახიმებს. ამ გამოცდილები შედეგად ჩვენ გვესმის, რომ ბუნებრივი მხარე არის მხოლოდ სულიერების მკვრივი ასპექტი; ეს არის „დაფარული გარეგანი სამოსი“, რომელიც ფარავს „დიდებულ შინაგან სამოსს“. სწორედ ესაა ბუნებრივი ასპექტის სულიერი მნიშვნელობის გაგება, რომელიც, სამწუხაროდ, ასე აკლია ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას დღეს-დღეისობით და რაც პასუხისმგებელია  ამდენი ნევროზული ავადმყოფობისა და ქორწინებაში განცდილ უბედურებაზე.

79. საგანთა ჰარმონიის ასეთი ხედვის მეშვეობით ჩვენ ვაერთიანებთ ბუნებას და არამარტო ელემენტარული კონტაქტების საშუალებით. ადამიანები, რომლებიც კულტურის მიერ ნებისმიერ შემთხვევაში ამაღლებულნი არიან პრიმიტიულ დონეზე მაღლა, ვერ გახდებიან ერთიანები ბუნებასთან ელემენტარულ დონეზე, რადგან ამის გაკეთება არის გადაგვარება და ისინი ხდებიან მხეცები, ამ სიტყვის სიტყვის ორივე მნიშვნელობით. ბუნების კონტაქტები ხდება ტიფარეტის სფეროს ელემენტების ანგელოზური მეფეების მეშვეობით - სხვა სიტყვებით, ბუნებრივი საგნების მიღმა არსებული სულიერი პრინციპების რეალიზაციის გზით - და ინიცირებული ამის შემდეგ შემდეგ მოდის ელემენტარულ არსებებთან მათი თავმჯდომარე მეუფის სახელით. ის ეშვება ელემენტარულ სამეფოებში ზემოდან, თითქოს თან მოაქვს მთელი თავისი დიდებულება. ამდენად, ის არის ელემენტარული ინიციატორი; მაგრამ, თუ ადეპტი მათ საკუთარ დონეზე შეხვდება, იგი დაკარგავს უნარებს და დაუბრუნდება ევოლუციის ადრეულ ფაზას. ელემენტარული ძალა, რომელიც ცხოველური ინტელექტით და კონტროლის ნაკლებობით გამოირჩევა, , აუცილებლად იქნება გაუწონასწორებელი ძალა. როდესაც მოცემული ძალა ადამიანის ინტელექტის ფართო არხებში მიედინება, შედეგად დგება ქაოსი, რომელიც  ქლიფოთის ერთ-ერთი სამეფოა.

80. ჯვარცმის საიდუმლოება არის როგორც მაკროკოსმოსური, ასევე მიკროკოსმოსურიც. მაკროკოსმიურ ასპექტში მას ვპოულობთ კაცობრიობის დიდი გამომსყიდველების მითებში, რომლებიც ყოველთვის ღვთისა და ქალწული დედისგან არიან დაბადებულები, რითაც კვლავ ხაზს უსვამენ ტიფარეტის ორმაგ ბუნებას, სადაც ფორმა და ძალა ერთმანეთს ხვდება. მაგრამ არ დავივიწყოთ მათი მიკროკოსმიური ასპექტიც, როგორც მისტიკური ცნობიერების გამოცდილება. სწორედ ჯვარცმის საიდუმლოებების გაგებით, (რომლებიც მსხვერპლშეწირვის მაგიურ ძალას ეხება), ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ტვინის ცნობიერების შეზღუდვები, რაც მხოლოდ შეგრძნებით და ჩვევაში გამომუშავებული ფორმირებებით შემოიფარგლება; ჯვარცმის საიდუმლოების გაგების შედეგად ადამიანი შედის უფრო ფართო ცნობიერებაში, ანუ უმაღლესი ფსიქიზმის ფაზაში. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ ფორმის გადალახვას და ამით გავათავისუფლებთ ლატენტურ ძალას; შევცვლით მას სტატიკურიდან კინეტიკურში და გავხდით ხელმისაწვდომს დიადი სამუშაოსთვის, რასაც რეგენერაცია ეწოდება.

81. ტიფარეტის სფეროსთვის დამახასიათებელი სათნოება არის ერთგულება სწორედ ამ დიადი სამუშაოსადმი. ერთგულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ინიციაციის გზაზე, რომელსაც უმაღლეს ცნობიერებამდე მივყავართ,, ამიტომ, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ იგი ყურადღებით და გავაანალიზოთ ის ფაქტორები,, რომლებისგანაც იგი შედგება. ერთგულება შეიძლება განისაზღვროს, როგორც სიყვარული რაღაცის მიმართ, რაც ჩვენზე მაღალია; რაღაც, რაც იწვევს ჩვენს იდეალიზმს; მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სასოწარკვეთილებას განვიცდით, რადგან გვინდა რომ მისი ტოლფასი გავხდეთ, იგი გვაიძულებს კიდეც, რომ მისნაირი გავხდეთ. . როდესაც უფრო ძლიერი ემოციური შინაარსი ერთგულებას იძენს და იგი თაყვანისცემაში გადაიქცევა, იგი  გადაგვიყვანს დიდ უფსკრულზე, რომელიც მატერიალურსა და არამატერიალურს შორის არსებობს; ხოლო ამ საფეხურამდე მისვლა, ქრისტეს სიტყვებით, გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ ის, რაც თვალს არ უნახავს და გავიგოთ ის, რაც ყურს არ სმენია.

  82. ტიფარეტისთვის მინიჭებული მანკიერება არის სიამაყე, და ამ ატრიბუტში ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური ასპექტი. ამპარტავნებას თავისი ფესვები აქვს ეგოიზმში და სანამ ჩვენ ეგოცენტრულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვერ გავხდებით ყველაფერთან ერთიანნი, ტიფარეტის ბილიკის ჭეშმარიტ უანგარობაში სული სცდება თავის საზღვრებს და ყველაფერში შედის უსაზღვრო თანაგრძნობითა და სრულყოფილი სიყვარულით; მაგრამ, სიამაყის შედეგად სული ცდილობს გააფართოვოს თავისი საზღვრები მანამ, სანამ არ დაეუფლება ყველაფერს, რაც სრულიად განსხვავებული საკითხია; ნივთის ფლობა განსხვავდება მასთან ერთიანად გახდომისაგან, როცა ის თანაბრად თანაბრად გვეუფლება სრულყოფილ ურთიერთგაგებაში. სწორედ ეს ცალმხრივი მიდგომა არის ადეპტის მანკიერება. მან უნდა გასცეს და მიიღოს, მაგრამ უნდა გასცეს უპირობოდ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მონაწილეობას მიიღებს მისტიურ კავშირში, რომელიც არის ჯვარცმის მსხვერპლშეწირვის ნაყოფი. "ვისაც სურს თქვენს შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს" - ბრძანა ჩვენმა უფალმა.

83. ტიფარეტთან დაკავშირებული სიმბოლოები არის გოლგოთას ჯვარი, ჯვარი ცენტრში ვარდით, შეკვეცილი პირამიდა და ლამენი.

84. ლამენი არის კონკრეტული სიმბოლო, რომელიც განთავსებულია ადეპტის მკერდზე და იგი მიუთითებს ძალაზე, რომელსაც იგი განასახიერებს. მაგალითად, შემეშის სფეროში დახელოვნებული ადეპტი მკერდზე ატარებდა მზის ბრწყინვალე სურათს. ლამენი არის ტიფარეტის მაგიური იარაღი; და ამიტომაც, საჭირო ხდება ზოგადი ინფორმაციის მოწოდება მაგიური იარაღის ბუნებასთან დაკავშირებით, რათა ლამენის ფუნქცია გავიგოთ.

85. მაგიური იარაღი არის საგანი, რომელიც შესაფერისია კონკრეტული ტიპის ძალისთვის. მაგალითად, წყლის ელემენტის მაგიური იარაღი არის ჭიქა ან თასი; ცეცხლის ელემენტის მაგიური იარაღი არის ანთებული ნათურა ან კვერთხი. ეს ობიექტები არჩეულია იმიტომ, რომ მათი ბუნება ემთხვევა გამოსაძახებელ ძალას.

86. ტიფარეტი ტრადიციულად ასოცირდება მკერდთან და მჭიდრო კავშირშია ნერვების ქსელთან, რომელსაც მზის წნული ეწოდება. შესაბამისად, ადეპტის მკერდის სამკაული ტიფარეტის ძალის ფოკუსად ითვლება.

87. ვარდის ჯვარი და გოლგოთას ჯვარი, ორივე მათგანი მოცემულია, როგორც ტიფარეტის სფეროს სიმბოლო. იმისათვის, რომ გავიგოთ მათი მნიშვნელობა, მცირედი უნდა ითქვას ზოგადად ჯვრების შესახებ და იმაზეც, თუ როგორ გამოიყენება ისინი სიმბოლიზმის სისტემებში. ჯვარი, რომელსაც ჩვენ ზოგადად ვიცნობთ, არის გოლგოთას ჯვარი, და ეს არის ქრისტიანობასთან მისი ასოციაციის შედეგი, მაგრამ ამის გარდა ჯვრის მრავალი სხვა ფორმა არსებობს და თითოეული საკუთარ მნიშვნელობას ატარებს. არსებობს სამხედრო, სამკურნალო, კელტური და სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი ჯვრები. ზოგიერთი არქაული ფორმა გვთავაზობს ჯვრის და წრის დამატებას კონუსის ფორმის ქვაზე, რომელიც უნივერსალური ობიექტია პრიმიტიულ თაყვანისცემაში.

88. სვასტიკაც ასევე ბუნების ჯვარია და ზოგჯერ მას უწოდებენ თორის ჯვარს ან თორის ჩაქუჩს, რადგან მისი ფორმა უნდა მიუთითებდეს ჭექა-ქუხილის მორევის მოქმედებაზე.

89. გოლგოთას ჯვარი არის მსხვერპლის ჯვარი და სწორი დეფინიციით იგი შავად უნდა იყოს შეღებილი. ამ ჯვარზე მედიტაციას ინიციაცია მოაქვს ტანჯვის, მსხვერპლშეწირვისა და თვითდაკარგვის გზით.

90. დასავლურ სიმბოლიკაში ჯვართან დაკავშირებული ვარდი არის "როზა მუნდი" და ეს არის ბუნების ძალების ინტერპრეტაციის გასაღები. მის ფურცლებზე აღინიშნება ბუნებრივი ძალების ოცდათორმეტი ნიშანი; ეს შეესაბამება ებრაული ანბანის ოცდაორ ასოს და ათ წმინდა სეფიროტს; ისინი, თავის მხრივ, მიეკუთვნებიან სიცოცხლის ხის ოცდათორმეტ ბილიკს და სწორედ ეს არის "როზა მუნდის" გაგების გასაღები.

  91. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ კუბი ტიფარეტს ენიჭება, რადგან ის ექვსმხრივი ფიგურაა, ხოლო ექვსი ტიფარეტის რიცხვია. მაგრამ, კუბის სიმბოლიკაში ამაზე მეტი დევს. კუბი სიმყარის უმარტივესი ფორმაა და, როგორც ასეთი, ეს არის ტიფარეტის შესაბამისი სიმბოლო, რომლის სფეროშიც გვხვდება ფორმის პირველი წინამორბედი. მალქუთის სიმბოლო არის ორმაგი კუბი, რასაც აღნიშნავს ციტატა: "რაც ზემოთ, ის ქვემოთ".

92. პირამიდა განასახიერებს სრულყოფილ ადამიანს, რომელიც დაფუძნებულია დედამიწაზე და ზეცაში ერთიანობისკენ მიისწრაფვის; სხვა სიტყვებით, ის არის "იპისიმუსი". შეკვეცილი პირამიდა განასახიერებს დამწყებ ადეპტს, ან "ადეპტუს მინორს", რომელმაც ფარდაში გაიარა, მაგრამ ჯერ არ დაუსრულებია თავისი განვითარება. ეს პირამიდა, რომლის ექვსი მხარე შეესაბამება ექვს ცენტრალურ სეფირას, (და რომლებიც ადამ კადმონს, ანუ არქეტიპულ ადამიანს ქმნიან), სრულდება სამი სამების გაერთიანებით, ანუ იგი მთავრდება კეტერის ერთიანობით.

93. ტაროს დასტაში ოთხი ექვსიანი ეკუთვნის ტიფარეტს და მათში აშკარად ჩანს ამ სეფირას ჰარმონიული და გაწონასწორებული ბუნება. კვერთხების ექვსიანი არის გამარჯვების მბრძანებელი. თასების ექვსიანი არის სიხარულის მბრძანებელი. ხმლების ბოროტი სუიტიც კი ამ სფეროში ჰარმონიაში იმყოფება დაა ხმლების ექვსიანი ცნობილია, როგორც დამსახურებული წარმატების მბრძანებელი - ანუ ბრძოლის შემდეგ მიღწეული წარმატება. პენტაკლების ექვსიანი მატერიალურ წარმატებას განასახიერებს; სხვა სიტყვებით, ეს არის ძალაუფლება წონასწორობაში.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff